შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროებითი ინტიმი (თავი მეორე)


30-09-2016, 17:41
ავტორი Nanaga
ნანახია 3 215

ნელ-ნელა ყველაფერი ირკვეოდა დემეტრე თევზაძის ცხოვრებაზე, რა თქმა უნდა ყველაფერი ჩემს გონებაში გროვდებოდა, შემდეგ ერთად შეჯგუფდებოდა და ტვინის სხვადასხვა უბნებში ნაწილდებოდა, იქ სადაც საჭირო ინფორმაცია ინახება.
ჩემს ფიქრებში გართული ჩემთვის და ჩემი დისთვის ბუტერბროდებს ვამზადებდი.

- ელ, მოდი დედა რეკავს სკაიპში - გაისმა ჩემი დის ხმა, მეც გამხიარებული შევვარდი ნანკასთან, დედა ძალიან მენატრება. მეშვიდე წელიწადია რაც ამერიკაშია, ჩემს დას მე ვუვლი, ისე მიყვარს ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ ჩემი დაა თუ ჩემი შვილი. თავიდან ჩემზე მეტად ნანკამ განიცადა დედის წასვლა, ვცდილობდი ყველანაირად გვერდში დავდგომოდი, ზოგადად რთულია ადამიანისთვის გარდატეხის პერიოდი დ ამიტომ არ მინდოდა დატანჯულიყო ჩემი პატარა კუსკუსელა და.

- ჩემო გოგოებო, როგორ მომენატრეთ და რა ლამაზები ხართ - გადმოყარა დედამ ცრემლები და ნანკაც ატირდა, ძალიან თბილია ნანკა, ემოციების გამოხატვის პრინცესა!
- ჩვენც გვენატრები დე, ნეტა აქ იყო ისე მინდა ჩაგეხუტო და ყველაფერი ახლოდან მოგიყვე ვერ წარმოიდგენ - ტირილს არ წყვეტდა ნანკა.
- გეყოფათ ხალხო, რატომ ტირით, ღმერთმა არ გიწყინოთ. როგორ ხარ დედა, რაღაც ძალიან გადაღლილი ჩანხარ, რთული გრაფიკი გაქვს? - ვკითხე და ინტერესით უფრო ახლოს მივედი კომპიუტერთან
- მძიმე გრაფიკი იმდენად არ მაქვს მაგრამ ხომ იცით რომ მენატრებით და უთქვენოდ არ შემიძლია, ხანდახან ისე მინდა ხოლმე უცბად მივყარო ყველაფერი და ჩამოვიდე მაგრამ მე თუ აქ არ ვიყავი და არ ვიმუშავე, მანდ ხომ ხედავთ არაფერი არ არის ჩემი ასაკისთვის, ისე ჩამომწერეს გეგონება ძალიან დიდი ვიყო, მე თუ არა ვინ სხვა ვინ გააკეთებს ყველაფერს. ეხლა შუაღამეა და ისე მომენატრეთ, მაღვიძარა დავაყენე რომ სასწრაფოდ მენახეთ. ჩემო ბასასოებო უზომოდ მენატრებით
- ჩამოდი მეთქი, გეუბნები და არ მიჯერებ. ჩემი ხელფასი გვეყოფა. აგერ ნანკას გავათხოვებ მალე და დავრჩებით მე და შენ - ავკისკისდი და ნანკას გაცეცხლებულ თვალებს შევეჩეხე.
- რას ქვია გააათხოვებ გოგო, ნუ გადამრიე შეყვარებული ჰყავს და არ ვიცნობ?
- ოო ისეთი არაფერი, ნუ უჯერებ ამას სულელობს ხომ იცი - გაწითლდა ჩემი პატარა და.
- თქვენ ისაუბრეთ, მე უნდა წავიდე საქმე მაქვს, კარგად იყავი დეე და ძალიანაც ნუ გადაიღლები, მოგვიანებით დაგირეკავ. მიყვარხარ და გაკოცე

მანქანის გასაღები ავიღე და სამსახურისკენ ავიღე გეზი, სახლში ტყუილად ჯდომას, სჯობს ისევ იქ ვიჯდე და თუ რამე ინფორმაცია გაირკვევა ისედაც მოვა ჩემამდე.

ააააჰ, როგორც ყოველთვის საცობი, მოკლედ თუ თბილისში მართავ ავტომობილს და ნერვები არ გეშლება, ესეიგი ცხოვრებაში ყველაფერს გაუძლებ - მახსენდება ნაცნობი სიტყვები და მეღიმება.
უცბად, მართლაც რომ ზღაპრულად, ვიღაც ჭკვიანმა შუმახერობა მოინდომა და ისეთი რაზგონით გამოვიდა, რა ეგონა გაძვრებოდა ამხელა საცობში თუ რა არ ვიცი მაგრამ, როგორღაც მაინც და მაინც ჩემს მანქანას გაკენწლა და სარკე ჩამოუგდო.
ნერვებმა ამასხა ტვინში, ნომრები ვერ დავიმახსოვრე ისეთ შოკირებულ სიტუაციაში ვიყავი.
რა ვქნა ახლა. ვფიქრობ გამწარებული, უნამუსო და არა ადამიანი, უზომოდ გაბრაზებული ვარ! სამსახურში მეჩქარება, აუ ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის. მინდა რომ გავგლიჯო შუაზე. ვინ ჯანდააბაა, ან რა ეგონა საერთოდ რომ მოძვრებოდა, რა ტრიუმფალური სვლები გააკეთა, ნომრები მაინც დამემახსოვრებინა!
სამსახურში მივედი, ალეწილი და გამწარებული სახით.
- ელა, რა გჭირს? - მეკითხება ჩემო მეგობარი და თანამშრომელი მაკო.
მეც დაუფიქრებლად მოვუყევი ყველაფერი თან ცეცხლებს ვყრი, მაკოსაც მოეკიდა სიბრაზე.
- რა უნამუსოები არიან უბრალოდ რა, ყველა გიჟს მართვის მოწმობას აძლევენ, შენც სულელი ხარ ნომრებზე როგორ არ შეხედე
- რომც შემეხედა რა? ნომრებით მომეძებნა და მერე მეთქვა მოდი აქ მანქანა გამიკეთე თქო? - არ ნელდება სიბრაზე.
როგორღაც დამშვიდება მოვახერხე, ასე ვერ ვიმუშავებ, თინასთან შევედი.
- როგორ ხარ თინა, რამე სიახლე ხომ არ არის?
- მოდი ელა, არაფერი სიახლე, შენც ვერაფერი გაიგე? - მეკითხება და თან კომპიუტერში საქმეს განაგრძობს.
- არა მაგრამ თუ სადმე შეამჩნიეს აუცილებლად მივალ იმ ადგილას.
- შენ რა გჭირს? - მეკითხება და გამომცდელი თვალით მაკვირდება.
- არაფერი, ცოტა დავიღალე - მეზარება კიდევ ხელახლა მოყოლა.
საქმეს დავუბრუნდი, რაღაც პატარა წვრილმანები გავანიუსე საიტზე. ისეთი არაფერი არ ხდება არსად, რომ მაშტაბურად დავწერო.
მუშაობის საათებიც იწურება.
- ელა, არ გინდა დასალევად შევიდეთ სადმე? ჩემი მეგობრებიც მოდიან, ცოტას გაერთობი და განიტვირთები - მეკითხება მეკო და თან ქურთუკს იცვამს.
- წავიდეთ. დალევაზე უარს არ ვიტყოდი ნამდვილად.
ვიტამინი კუბებში ავედით ჩემი დანგრეული მანქანით, იქ ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი შვლის ნუკრივით გოგო დაგვხვდა, შორიდან დაუქნიეს ხელი მეკოს.
- გაიცანით, ეს ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამშრომელია ელა. ესენი კი ზურა და ავთო, ეს ლიკაა.
ტრადიციული გაცნობის ცერემონიაც შედგა.
საკმაოდ მხიარული ახალგაზრდები არიან, ერთადერთი ვინც არ მხიარულობს და სერიოზულად ზის ავთოა, გამომწვევად მათვალიერებს და თვალს არ მაშორებს. ცოტა უხერხულად ვიგრძენი თავი. ჯინ ტონიკს ვწრუპავ და ნელ-ნელა სასმელი მოქმედებას იწყებს, ლიკა უსაყვარლესი გოგოა. სტუდენტია ჯერ, რაღაცებს მეკითხება და პოზიტიური ტალღიდან არ გადადის.
საცეკვოდ მეხვეწებიან ლიკა და მეკო მაგრამ მტკიცე უარს ვამბობ, მირჩევნია პუფში ვიჯდე და ისე დავისვენო. ავთო სადღაცაა გასული, ახლა მხოლოდ მე და ჩემი ფიქრები ვართ.
- მე შენ დაუსწრებლად გიცნობ - გვერდიდან რაღაც ხმა გამაბრუვებლად მოქმედებს მუსიკასთან ერთად. ავთო ზის ცალ ხელზე დაყრდნობილი და ცდილობს როგორმე საუბარში ამიყოლიოს.
- ოჰოო, საიდან? - ღიმილით ვეკითხები და ვაგრძელებ სასმლის წრუპვას.
- მეკოსგან შენზე მსმენია, ხშირად გაქებს. - ჩვეული ტონით აგრძელებს საუბარს.
ახლა დავაკვირდი, როგორი სამეფო გარეგნობა აქვს. აუ, რეებზე ვფიქრობ, გონებაში აზრებს ვალაგებ. დიდი შავი თვალები აქვს, სქელი ტუჩები და სწორი ცხვირი. ხმაც რაღაცნაირი მტკიცე და შემზარავი.
- კარგია ვიღაც თუ მაქებს. - ისევ ჩამეღიმა და სივრცეს გავხედე.
- იდეაში ასეთი ლამაზი არ მეგონე - მეფლირტავება ავთო, ნუ ალბათ თვითონ თვლის, რომ საჭიროა.
- ესეიგი ჩემზე გიფიქრია - მეც ავყევი
- კი, როცა ადამიანი მუდმივად საუბრობს ქალზე, თუ როგორი ჭკვიანი და წარმატებულია, მის სილამაზეზე და ზოგადად ყველაფერზე, მერე კაცსაც ინტერესი უჩნდება. ფიქრობს როგორი შეიძლება ის ადამიანი იყოს.
- დიდხანს ფიქრი არ შეიძლება, ზიანს აყენებს ადამიანს - შევბრუნდი და მზერა მივაპყარი
- ფიქრს გააჩნია. - თვალს მიკრავს და ცალ ყბად იღიმის. - მიყვარს ეს სიმღერა, თუ წინააღმდეგი არ იქნები ვიცეკვოთ
- წინააღმდეგი არ ვარ, მეც მიყვარს გართობა. ახლა მეტყვი რომ ცეკვა არ იცი და უნდა მომიბოდიშო? - გავუშინაურდი და ჩამეცინა
- არა, მშვენივრად ვცეკვავ, არაფერი მსგავსი - ახლა უკვე კბილებიც გამოაჩინა. რა სიმპატიურია ღმერთო. ალბათ სასმლის გამო გონება მერევა. რეებზე ვფიქრობ მაინც, მეცინება მაგრამ ცეკვას ვთანხმდები.
Leonard Cohen - ის in my secret life - ია ჩართული, მეც მიყვარს ეს სიმღერა ვფიქრობ, წელზე ნაზად მხვევს ხელს და საოცრად სექსუალური მოძრაობებით თავბრუს მახვევს, მე კი საკმაოდ ნასვამი ვარ და მის ძლიერ ხელებში ვიღვრები, ნეტავ რომ გამოვფხიზლდები რას ვიტყვი. მართლა არაჩვეულებრივად ცეკვავს, საოცარი შეგრძნება მაქვს, თავი ისეთი მსუბუქი მგონია, რომ ალბათ უნდა გავფრინდე.
- ვგრძნობ შენი სხეულის საუბარს. - ფიქრებიდან გამომაფხიზლა მისმა გამჭოლმა ხმამ.
- მერე რას ამბობს - ვეკითხები გამომწვევად და ცეკვას ვაგრძელებთ
- მაგას შენ უნდა ხვდებოდე. მე ძალიან ბევრი რაღაც მესმის - აგრძელებს სხეულით ალერსს.
არაფერი არ მითქვამს. სიმღერაც დამთავრდა და თითქოს გამოვფხიზლდი, ხელი ნაზად გამიშვა და ჩვენი მაგიდისკენ წავიდა, ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა. მე კი მეკოს, ლიკას და ზურას შევუერთდი. ახლა შედარებით მხიარული სიმღერა დაიწყო და გიჟებივით ვცეკვავთ.
ისეთი მთვრალი ვარ თავს ვერ ვაკონტროლებ, მეცინება უაზროდ და რაღაცნაირად ბედნიერი ვარ.
ვგრძნობ როგორ მაკვირდება ჩემი ახლად გაცნობილი ავთო.
შემდეგ ისევ დავუბრუნდით მაგიდას, ცოტა კიდე ვისაუბრეთ. თუმცა ავთოს აღარაფერი უთქვამს ჩემთვის.
- ტაქსით გავალ, საჭესთან ვერ დავჯდები ნამდვილად, დავიღალე. - ვუთხარი მაკოს.
- მე გაგიყვან - ცივი ხმა სუდარასავით წამომეფარა.
- შენც ნასვამი ხარ, ტაქსით წავალთ რა პრობლემაა.
- შენ ნუ ინერვიულებ ჩემს მდგომარეობაზე, შენი მანქანით გაგიყვან, მე მაინც უნდა ამოვიდე ისევ - გამიღიმა
- კარგი გამიყვანე - მეც გავუღიმე.
ყველას დავემშვიდობე და წამოვედით.
რამოდენიმე წუთიანი დუმილი ამჯერად მე დავარღვიე.
- რატომ ხარ ჩუმად, წეღან ხომ კარგ ხასიათზე იყავი
- არც ახლა ვუჩივი ხასიათს, უბრალოდ ინიციატივა მინდა შენგან დავინახო - ოჰოო უკვე ინიციატივაზე გადავიდა , ზედმეტად აჩქარებს მოვლენებს.
- რა რისკიანი ხარ - ამჯერად მეცინება
- არ მიყვარს ლოდინი და გაწელ-გამოწელვა.
აღარაფერი მითქვამს, მისამართი ვუკარნახე და გზა მშვიდად გავაგრძელეთ. მუსიკა ჩავრთე. მსიამოვნებდა ფანჯრიდან შემოსული ცივი ჰაერი და ქარის ალერსი სახეზე.
- მანქანა როდის დაამტვრიე - მგონი ახლა შეამჩნია ჩემი სამარცხვინო სარკე
- დღეს, ვიღაც გიჟმა გამკრა და გაიქცა - მობეზრებული და შეწუხებული ვეუბნები ~
- გაგიკეთებ - ცოტა დავიბენი
- შენ რა ხელოსანი ხარ? - ახლა უკვე მას ჩაეცინა
- თუ საჭიროა ვიქნები, რა პრობლემაა
ისევ ფიქრებს მივუბრუნდი. გზაში ვგრძნობდი გვერდულად როგორ გამომხედავდა ხოლმე ჩემი ''პარტნიორი''. მე რა თქმა უდნა არ ვიმჩნევდი, ერთადერთი რაც მსურდა იყო სახლში მალე მისვლა და დაძინება. სასიამოვნო გაბრუება უკვე თავის ტკივილში მქონდა გადასული და ძილის მეტი არაფერი მიშველიდა.
- მოვედით - მანქანა შეაჩერა და სავარძელში ჩაესვენა, უფრო კომფორტულად
- მადლობა, ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად ვერ დავჯდებოდი საჭესთან, თორემ მერე მეც ვიღაცას დავარტყამდი - გამეცინა და კარები გავხსენი.
უცბად როგორც ხდება ხოლმე, ზედმეტად ბანალური მაგრამ მოულოდნელი სვლით გადმოიხარა და ქვედა ტუჩზე მაკოცა. მოულოდნელობის მორევში გავეხვიე, თაბრუ დამეხვა. როგორც ჩანს ეს არ იკმარა და მეორედაც გადმოიხარა, ამჯერად მე თვითონაც ავყევი, მის სქელ ტუჩებში ჩავიკარგე, იმდენად მომადუნებელი და სასიამოვნო იყო, არ მინდოდა გაჩერებულიყო. ნაზად დამიკოცნა ბაგეები და შემდეგ ცხვირზე თითი ამკრა, გამოფხიზლების ჟესტი.
- ხომ გითხარი, არ მიყვარს მე რაღაცეების ლოდინში ყოფნა. - მანქანიდან გადავიდა და სიბნელეში გაუჩინარდა.
რა იყო ეს, ვფიქრობ და თან ლიფტში შევდივარ.
დღეს ყველა გიჟი მე როგორ გადამეკიდა.
მაგრამ რა სასიამოვნო იყო, მერე რა რომ მაკოცა. დიდი ამბავი.
მეც ახლა სასტუმროში ხომ არ გავყევი ან სახლში.
მაღლები გავიხადე, როგორც იქნა სახლში ვარ.
ჩემს საყვარელ ლოგინში შევგორდი.
მალევე წამიღო ძილმა.
უცბად ჩემი ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა, უცხო ნომერი იყო.
საათს დავხედე, 12 ს ჯერ ახლა გადაცდა.
ვინ ჯანდაბაა ამ შუაღამისას ვფიქრობ ჩემთვის და ზმუილით ვპასუხობ
- გისმენთ - თან თავი ბალიშში მაქვს.
- დიდი ბოდიში, რომ გაგაღვიძეთ, ელენე გიორგაძეს ვესაუბრები? - მამაკაცის ხმაა, ვაიმე ნეტავ რამე ცუდი ხომ არ მოხდა, არც შემიხედავს ჩემი დის ოთახში საერთოდ თუ წევს, ადამიანის გონება მაშინვე ცუდზე ფიქრობს
- კი მე ვარ - ვპასუხობ და გული საშინლად ამიჩქარდა
- მაპატიეთ რომ ასე გვიან გაწუხებთ, უბრალოდ თქვენი ვინაობა ახლახანს გავიგე, ხვალამდე ვერ მოვიცდიდი სინდისი შემაწუხებდა, დღეს როგორღაც თქვენი მანქანა დავაზიანე, მოგვიანებით გავიგე ვინ იყავით, იმედია არ ფიქრობთ რომ ვიხულიგნე და მივიმალე, უბრალოდ მართლა მეჩქარებოდა, მე დემეტრე თევზაძე ვარ - ტვინმა 180 გრადუსს მიაღწია, მგონია რომ ევერესტიდან წიხლით გადმომისროლეს, წნევამ ამიწია, ნუ ალბათ.
- ვი, ვინ ბრძანდებით გაიმეორეთ? - ინტერვალებით ვლაპარაკობ, თავი სიზმარში მგონია.
- დემეტრე თევზაძე.


დიდი მადლობა, რომ კითხულობთ.
მოხარული ვიქნები თუ შეაფასებთ კიდეც. :)
დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში, მაგალითად რას შეცვლიდით, რა არ მოგწონთ ან რა მოგწონთ.
მადლობა კიდევ ერთხელ.



№1  offline წევრი Bluefloyd

გასგრძელე მომეწონა ძალიან

 


№2  offline წევრი შამხათი

საინტერესო ისტორიაა, მე მომწონს.

 


№3  offline მოდერი Eleniko13

ნუ, მოკლედ...
ამოაგდე ეს საკუთარ თავთან საუბრის მომენტები. მაგალოთად იმ ბიჭს რომ ლანძღავს, ავთოზე რომ ფიქრობს... უფრო ლამაზად შეიძლებს მაგის დაწერა.
სასურველი იქნება, ასეთ ბანალურობასაც თუ მოაშორებ, თანაც სასწრაფოდ. მომეჩვენა რომ წამში მოეწონა ავთო, არადა სხვანაირი ტიპი მეგონა. თან რა აქვს კარგი, გარეგნობის გარდა? თავს იქებს და ამაყია.
უფრო მეტად მინდა პერსონაჟები. გამოკვეთე, არ მყოფნის იცი?

ძაან კაია, ოღონდ ეს თავი იცი რატომ არ მომეწონა? ამ მომენტში რომ გაწყვიტე. არ გვინდა ეს ინტრიგა, აქ არ გვინდა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№4 სტუმარი Ketis

Momwonsssssssssssss veli dilidan axal tavsss

 


№5  offline მოდერი D-roni

ახლა გეტყვი რატომ მომეწონა ასე გასაგიჯებლად ეს ისტორია .
მეც მქონდა ასეთი ჩანაფიქრი , დავწერე კიდეც მაგრამ მთლად ისეთი (ანუ ასეთი) არ გამომივიდა , მგონია რომ ჩემს დასახულ მიზანს ახლა ვკითხულობ და ისეთ ემოციებში ვარ ვერც აგიღწერ !!!
მართალია ჩემი დაწერილითაც ძალიან კმაყიფილი ვიყავი , მაგრამ ამან გადააჭარბა!
უმაგრესია მართლა!
ერთადერთი ეს ავთო არ მომწონს საშინლად , ისეთი გრძნობა მაქვს დემეტრე და ელა ერთმანეთს ფერი ფერზე დააკვდებიან!
ხო და კიდევ , კმაყოფილი ვარ ძალიან!
იმედია მალე დადებ ... წარმატებები საყვარელო!
❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent