შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერე ჩემზე


30-09-2016, 18:39
ავტორი Cicinatela17
ნანახია 1 615

დაბრუნება

-ალო!..-თვალები მოვიფშვნიტე, თან ტელეფონს ვუპასუხე და თან საათს გავხედე, რომელიც 2:15 წუთს უჩვენებდა. უცნობი ნომერი იყო, მაგრამ ძალიან ნაცნობი ხმა.
-ვიცი გაგაღვიძე…-ჩახლეილი ხმა ჰქონდა, ეტყობოდა ნასვამი იყო, სხვა შემთხვევაში არც დამირეკავდა. მე ხმას არ ვიღებ, ან უფრო ვერ… იმდენი ხანია მისი ხმა არ გამიგია.-მომენატრე…-მესმის ნაცნობი ხრინწიანი ხმა და ეს ფრაზა შინაგან რევულუციას მიწყობს ორგანიზმში, პულსი ავტომატურად ორმაგად ჩქარდება, მუცელი კი ლამის ამომიტრიალდეს.
„მესიზმრება.“ ვასკვნი გონებაში და ერთადერთი რასაც ვახერხებ ტელეფონის გათიშვაა. სანამ ვტიშავ ისევ მესმის ხმა:-მე უბრალოდ შენი ხმის გაგონება მინდოდა.
შემდეგ კი გაბმული ზუმერის ხმა.
რაღაც დრო გაშტერებული ვიყურები ბნელ სივრცეში. არ ვიცი რა ვიფიქრო. ეს რეალობა იყო თუ სიზმარი გარჩევაც კი მიჭირს. ისევ გადავბრუნდი და ძილი გავაგრძელე. უსიზმროდ მეძინა.
ალექსი აბაშიძე 2010 წელს შემთხვევით გავიცანი და მას შემდეგ მის გარეშე დღე აღარ მახსოვდა.
7 თვეა დავშორდით, ეს არ იყო იბრალოდ ჩხუბი. ან უბრალოდ უსიყვარულოდ გაწყვეტილი ურთიერთობა. არა, ორივეს სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი. მაგრამ ორივე კარგად ვხდებით ამ ამბის შემდეგ ვეღარაფერი იქნებოდა ისე, როგორც უწინ. ამიტომაც 3 წლიან ურთერთობას 1 მარტს წერტილი დაესვა. ჩემს დაბადებისდღეზე.
ახლა 1 ოქტომბერია. ზუსტად 7 თვეა მისი არც კარგი გამიგია არც ცუდი. ყველა საერთო ნაცნობს ავუკრძალე მასზე ლაპარაკი, არავისთვის ამიხსნია დაშორების მიზეზი. არ ჩავთვალე საჭიროდ ვინმეს გაეგო ის, რაც ჩვენი საქმეა. აი ალექსს როგორც უნდა ისე მოიქცეს, მაგრამ მგონია, რომ ჩვენზე არც ის საუბრობს.
7 თვეა მასზე ფიქრი ავუკრძალე თავს. სადღაც გამოვკეტე ალექსი. მიჭირს და ალბათ თავს არ ვუტყდები, რომ უზომოდ მენატრება და მიყვარს. ახლა კი როცა გამოჩნდა, ძალიან რთულია ვუარყო ალექსი.
უჩვეულოდ ბედნიერებასაც კი ვგრძნობ, ალბათ ეს ეგოიზმია, მაგრამ მაინც შესანიშნავი შეგრძნებაა, როდესაც აცნობიერებ, რომ კაცს, რომელიც გიყვარს, 7 თვის შემდეგ ახსენდები მთვრალს და გირეკავს. ეს „მომენატრე“ ძალიან უჩვეულო იყო მისგა. ალექსი ის ტიპი არასდროს ყოფილა ვინც სასიყვარულო სიტყვებით მავსებდა, ლაპარაკი არც უყვარდა დიდად. მისი გამოხატვის საშვალება ქცევა იყო. უცნაური იყო, თავისებური და ეს მეტ ხიბლს სძენდა ჩემთვის. ალექსისთვის დაძალება არ არსებობდა, უნდოდა აკეთებდა, არ უნდოდა და არაფრის დიდებით არ იქნებოდა ის ისე. ჯიუტი და პრინციპული იყო ყოველთვის. ორივემ ზედმეტად კარგად გავიცანით ერთმანეთი და ამიტომ არასდროს ვჩხუბობდით, ორივემ ვიცოდით ვინ როდის რას ვიზავდით და ამიტომ არაფერს ვაკეთებდით ერთმანეთის პრინციპების საწინააღმდეგოს, მოკლედ რომ გითხრათ მარტივად და ლამაზად ვცხოვრობდით ერთად სამი წელი, ყოველგვარი უაზრო სტატუსების, საბუთების და ვალდებულებების გარეშე.
იმ დღეს ჩვეულად 8 საათზე ავდექი. უშაქრო ყავა გავიკეთე და სამზარეულოში ჩამოვჯექი. ალქსი ყოველთვის უფრო ადრე იღვიძებდა, მიდიოდა სარბენად, უკან დაბრუნებული ამზადებდა საუზმეს ორივესთვის. მე ყავას მიკეთებდა უშაქროდ, თვითონ კი ჩაი უყვარდა ლიმონით და თაფლით. უყვარდა საჭმელების კეთება და უგემრიელესიც გამოსდიოდა. მე კი ვიჯექი ხოლმე სამზარეულოში და ვუყურებდი როგორ ამზადებდა ის.
რაც ის წავიდა ჩემმა მყუდრო სამზარეულომ ფუნქცია დაკარგა. აქ არავინ აღარ აკეთებდა საჭმელს. მე ყავას თუ გავიკეთებდი და ნახევარფაბრიკატს გავიმზადებდი. ეს ჩემი კვების რაციონის თავარი კომპონენტი გახდა. ალექსამდეც ასე იყო. მაგრამ ეს პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

ჩემი პატარა სამზარეულო ყველაზე მყუდრო ადგილია მთელ სახლში. მაგიდა დგას ფანჯარასთან, რომელიც ეზოს გადაყურებს, ხედით ნამდვილად ვერ დავიტრაბახებ მაგრამ ამ მაგიდასთან ჯდდომა ძალიან მიყვარს, ჩაი/ყავის სმა და ფიქრი, კითხვა ან რავიცი. ახლაც ფეხები აწყობილი მაქვს სკამზე, ხელში ყავა მიჭირავს და ვფიქრობ ალექსზე და მასთან გატარებულ დროზე.
სამსახურში დავაგვიანე. ეს ძალიან იშვიათად ხდება.
ამდენი ფიქრი ალექსზე.
მეგონა გადავეჩვიე და აი თავი შემახსენა.

ეს ყოველთვის გამოსდიოდა.

„მომენატრე…“ ეს სიტყვა ჩემს გონებას არ ტოვებდა არცერთი წამით. მთელი დღე გაფანტული დავდივარ და მის გარდა არაფერზე ვფიქრობ.

ძლივს შესვენება!
იქვე სამსახურთან პატარა კაფეა, დიდი ფანჯრებით, გარშემო კი ჭადრის ხეებია. ოქტომბერში აქაურობა ნამდვილ ოქროსფერ სამოთხეს ემსგავსება. კუთხეში მრგვალი ვარდისფერი მაგიდა დგას. მე და ალექსი ხშირად დავდიოდით აქ და ჩვენი საყვარელი ადგილიც სწორედ ეს იყო. ახლაც სულ აქ ვჯდები, ყოველდღე და ვსვავ ჯოლოს ჩაის, ალექსი რომ გიჟდებოდა. კაფეში ცოტა ხალხია. მიმტანი ჩემ დანახვისას უკვე ხვდება შეკვეთას და წითელ სითხეს წინ მიდებს. სასიამოვნო მუსიკა კიდევ უფრო სიმყუდროვეს ქმნის. almost blue ისმის და მეც სილურჯეეში ვიძირები. ალექსი სილურჯეს გავს. მასსავით ღრმაა.
ჩემი მაგიდის გვერდით ოთხკუთხედი მწვანე მაგიდა დგას, ბიჭი ზის და მოუთმენლად ელის ვიღაცას. კარი იღება და სიფრიფანა გოგო შემოდის ქერა კულულები მხრებზე დაყრია. სულ რაღაც 17-18 წლისაა, კრემისფერი კაბა და თხელი მოსასხამი აცვია. ფერიასავით შემოვიდა ყვითელ სივრცეში. (კეფის კედლები ყვითელია). ბიჭის თვალებიც აინთო, მე კი გული უფრო მომეღრუბლა… ვუყურებდი გოგონას, რომელიც ჩემს წარმოდგენაში იისფრად ჩარჩა, ბიჭი კი სრულიად მოცული იყო იისფერი გოგონათი. მე გული უარესად მჩხვლეტდა. მონატრება მიძაფრდებოდა შეყვარებული წყვილების ყურებისას. გავყურებდი ყვითელ-წითელ სივრცეს მარტოდ-მარტო. ვინ იცის ახლა ალექსი რას აკეთებს, ფიქრობს კი ჩემზე? ნუთუ მართლა ვენატრები?
მე საშინლად მენატრება თურმე. სწორად ვიქცეოდი ეს გრძნობები დათრგუნული, რომ მქონდა. ახლა ყველგან ვეძებ ალექსს თვალებით, მინდა სადმე შევხვდე და მისი ხმა კიდევ გავიგო. მისი დაძახებული „ელენე“ სრულიად გასნხვავებულად რომ ჟღერს.

საღამო იყო სახში რომ მივედი, როგორც ყოველთვის დაღლილი და არაფრის თავი მქონდა. მუსიკა დაბალ ხმაზე ჩავრთე, ბოკალში წითელი ღვინო ჩამოვისხი და ფეხმორთხმული მისაღების იატაკზე დავჯექი. თან ღვინოს ვწრუპავდი, მუსიკას ვუსმენდი.
ასე ხშირად ვიქცეოდით მე და ალექსი. ერთმანეთის პირისპირ ვისხედით, ღვინოს ვწრუპავდით და ერთმანეთს ვაკვირდებოდით. ერთმანეთის სიჩუმეს ვსწავლობდით.
2011 წლის 21 დეკემბერი იყო. (რა დამავიწყებს ამ თარიღს) მაშინაც ასე ვისხედით.
ოთახში სიხალვათე იყო. (ახალი გადმოსული ვიყავი აქ.) მე და ალექსი ერთად ყოფნის პირველ წელს ვითვლიდით.
ლოტუსის პოზაში ვისხედით და თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. სიჩუმეს my funny valentine არღვევდა. მე წითელი ღვინო მოვსვი. ის თვალს არ მაშორებდა. ლურჯი ნაქსოვი ეცვა, მე ვაჩუქე კარგად მახსოვს. მელოდიას ტუჩებს ვაყოლებდი და შიგადაშიგ თვალებს ვხუჭავდი. წამოდგომას ვაპირებდი და მუსიკისთვის ტანის აყოლებას, როცა მისმა ძლიერმა ხელმა გამაჩერა.
სივრცეში უაზროდ იქნევდა მარჯვენა ხელს, თითქოს ჩემი სახის კონტურებს იმეორებდა. მე თვალები დავხუჭე და მთელი არსევით შევვიგრძენი წამი.
ტუჩების ფრთხილი მოძრაობა ვიგრძენი ჩემზე. თვალები მასაც დაეხუჭა. ვგრძნობდი ისიც იმავეს განიცდიდა. ორივე იმ წამში ვცხოვრობდით მაშინ.
თითქოს ბოლო და უსასრულო წამი იყო.
ჩემს ტუჩებთან ახლოს, თითქოს ეხებოდა კიდეც მას სიტყვა ვიგრძენი.
თავს დავდებ არ გამიგონია, ბგერა არ შეხებია ჩემი ყურის აპარატს.
„მიყვარხარ“ იგრძნო ჯერ ჩემმა ტუჩებმა, შემდეგ კი ყველა ჩემმა უჯრედმა თხემით ტერფამდე.
ეს მისი პირველად ნათქვამი მიყვარხარ იყო და უკანასკნელიც, რომელიც მე მეკუთვნოდა, მხოლოდ მე.
ერთადერთი „მიყვარხარ“ , რომელსაც არ სჭირდებოდდა პასუხი „მეც“.
ამას ორივე ვგრძნობდით.
ჩვენ ერთ ჰაერს ვსუნთქავდითდა იმ მომენტში ერთნიც ვიყავით.

თვალები გავახილე და ღრმად ამოვისუნთქე.
ალექსი უნდა ამოვშალო ჩემი გონებიდან! ამჯერად ნამდვილად.



ერთი კვირა გავიდა რაც ალექსი გამოჩნდა.
ერთი კვირაა, რაც ისევ დაიკარგა.
ერთი კვირაა, რაც მასზე ფიქრი ჩემ გონებას არ შორდება.

აივანზე ვზივარ, ხელში ჩაი მიჭირავს ალექსს, რომ უყვარდა ისეთი, უკვე ყველაფერს ისე ვაკეთებ როგორც ალექსი აკეთებდა.
კარზე ზარია. უკმაყოფილო მზერით მივდივარ და ვაღებ, ჩემი ბავშვობის მეგობარი ანია.
-ანუშკა.-ნაძალადევად ვიღიმი და ვეხუტები.
-ელენე როგორ დამეკარგე?! როგორ გამხდარხარ!
დიდი ხანია აღარ ვეკონტაკტებოდით ერთმანეთს, თავისთავად მოხდა ეს, ის სულ ალექსზე მეკითხებოდა, მე კი ლაპარაკი არ მსურდა. ის გათხოვილია და ამიტომ ჩემი დროც ნაკლებად ქონდა და თავიც დამანება.
ანას ხელში ბროწეული შევნიშნე. გაკვირვებული დავყურებდი წითელ ხილს და უაზროდ შემოწოლილ ფიქრებს ვებრძოდი გონებაში.
-ეს რა არის?
-უი გოგო! გითხრა!-თან მისაღებისკენ წავიდა და კომფორტულად მოკალათდა სავარძელში.-მოკლედ, შენს კართან იდო, არც წერილი, არაფერი საერთოდ, მარტო ეს, მეც შემოგიტანე რა!
-ალექსი…-ამოვიჩურჩულე ყრუდ.
-რა? გამოჩნდა?-წამოიყვირა ანამ.
-ა… რა?.. არა …-დავიბენი მე.-ეგ აღარ გამოჩნდება.
ბროწეული უეჭველი მან დამიტოვა.
ბროწეულს მეძახდა. ჩემი თმის ფერის გამო ალბათ, ჩემ ხასიათს კი ბროწეულისფერი შეარქვა.
-წყნარი ხარ!-მითხრა ერთხელ სეირნობისას. მაშინ ახალი გაცნობილი ვყავდი.-ჰო, მშვიდი, სახეც მშვიდი გაქვს სულ. შენი წაკითხვა რთულია.-თან გზას ვაგრძელებდით მე ხმას არ ვიღებდი მაინტერესებდა რას ფიქრობდა ჩემზე.-მაგრამ, ვგრძნობ წაგიკითხე. -მე ინტერესიანი თვალებით ავხედე-მე ვგრძნობ, ეს მშვიდი ნაკვთები ბევრ გაუხსნელ ტკივილს და გრძნობას მალავენ.
-რა სასაცილო ხარ, ალექს!-ვეცადე მისი სისწორე არ შემემჩნია.
-ბროწეული ხარ!- არ შეიმჩნია ჩემი სიტყვები-ჰოო! ბროწეულისფერი თმა გაქ და მისნაირი ხარ! შიგნიდან რას იტევ ვერავინ ხვდება, ერთი შეხედვით კი მშვიდი და უგრძნობი ხარ. ერთი შეხედვით ლამაზი ხარ, წყლისფერი თვალები, სიწითლე ტავზე და ჭორფლი სახეზე, მაგრამ შიგნიდან, ნამდვილი ელენე ულამაზესია. სუფთა და ბევრნაირი. როცა ბრაზდები, ერთი წამი შენ თვალებში ზღვა იწყებს ღელვას. ერთადერთი თვალებში ვერ მალავ ემოციას. როცა ბედნიერი ხარ, მაშინაც თვალები ამხელენ ამას. მოკლედ შენი სულის გასაღები თვალებია. იმის მიუხედავად რომ თვალები ზღვის ფერი გაქვს, ჩემში მაინც ბროწეულისფერი ხარ.
-ანუ წითელი ვარ?!-ღიმილით ვცდილობ დავმალო ჩემი აღელვება. მაგრამ ის უკვე ისე მიცნობს ალბათ ამასაც ხედავს.
-არა! ბროწეულისფერი.-შემობრუნდა, შუბლზე მაკოცა და ჩამიხუტა.
ჩაფიქრებული ანას ხელების ქნევამ გამომიყვანა.
-ჰეი!უიჭველად გამოჩნდა! არა არსებობს პროსტა!-თქვა და ფეხები აიკეცა.
-ყავა?-გავუყრუე აღმოჩენა მას.
-არაა!..-ისიც აღარ ჩამძიებია.-აღარ ვსვავ!-თავი ჩაღუნა დაღვრემილმა.
-ბატონო?-გულწრფელად გავიკვირვე მე -დღეში 5 ჭიქას ისე სვავდი ვერ იგებდი.
-ჰო…-ტუჩემი უკმაყოფილოდ აპრუწა-რაც ყველაზე მეტად მიყვარს იმას უნდა გადავეჩვიო.
-რატო ?-უაზროდ ვუტრიალებდი კითხვებს. ახლა მისი ახირებების თავი არ მქონდა.
-მე და აჩი დავშორდით…-თავი ჩახარა მან. მე კი გამიკვირდა. თავი ჩემ კალთაში ჩავადებინე და თმაზე ხელებს ვუსვამდი. ვგრძნობდი რატომ მოვიდა, არაფერი ეტყობოდა თავიდა. ახლა კი ვიცოდი ჩემზე მეტად არავინ სჭირდებოდა.
-ურალოდ, დღეს დილით ადგა და მითხრა მივდივარო.-ნელ-ნელა ალაპარაკდა, ვხედავდი უჭირდა, მაგრამ ტონი მონოტორული ქონდა.-ჰო! ასე უბრალოდ ნუ გიკვირს ელენ.
ტუჩებს ილოკავდა და ცდილობდა არ ეტირა. მისი თაფლისფერი თვალები კი წყლით იყო სავსე.
-არადა არაფერი არ ეტყობოდა. წინა დღით ჩვეულებრივად ვისადილეთ ერთად, ვილაპარაკეთ ჩვენს რუტინულ დღეზე, ვუყურეთ უაზრო გადაცემას და ღამით ჩვეულებრივ გვქონდა ვნებისგან დაცლილი სექსი, რომელიც უკვე მოვალეობად გადაგვექცა.
დილით კი…
ცრემლი ჩამოუგორდა, რომელმაც გზა მარცხენა ყურისკენ გაიკვალა.
-მოიცა ერთი წამით.-ამდენი ხნის მანძილზე პირველად ამოვიღე ხმა, თავი ავაწევინე, მე კი წამოვდექი და სამზარეულოსკენ გავეშურე. ის წამოჯდა და ცრემლებს იწმენდდა.
უკან ორი ბოკალი ღვინით დავბრუნდი. ისევ გვერდით მივუჯექი და ღვინო გავუწოდე.-ეს გჭირდება.-თავი დამიქნია და მოსვა.
გვერდიგვერდ ვისხედით, ღვინით ხელში, მე ლოტუსის პოზაში, ანა მუხლებს მოხვეოდა და ჩუმად ტიროდა, მე ველოდი როდის გააგრძელებდა.
-მოკლედ, დილით მაღვიძარაზე ადრე მისმა ხმამ გამაღვიძა. „ანა“ ესე ცივად არასსდროს წარმოუთქვამს. მეც გამეღვიძა, მერე კი გამომიცხადა მე მივდივარო, გესმის ?! ყოველგვარი შესავლების გარეშე ელენე, ადგა, ჩემოდანი ჩალაგა და წავიდა. მე კი ვიწექი საწოლში, რომელსაც ისევ ჩვენი ერქვა და ვუყურებდი როგორ „კუჭავდა“ ჩემოდანში ჩემს სათუთად დაუთობებულ პერანგებს. ვუყურებდი, როგორ წარბშეუხრელად უსიტყვოდ გაიხურა „ჩვენი“ საძინებლის კარი და წავიდა.
და იცი რას მივხდი ?
დიდი ხნის წინ მე უნდა გამეკეთებინა ეს!
ეს ქორწინება თავიდანვე სისულელე იყო. სამწუხაროდ გვიან მივხდი ამას.
იცი როდის უნდა გამეკეთებინა ეს?!
მის შვილს რომ ვაჩენდი. ჰო, მაშინ, მკვდარი რომ გაჩნდა ჩემი ბიჭუნა და ეგ საყვარელთან, რომ ერთობოდა.
მაშინ უნდა ჩამელაგებინა ბარგი დაწამოვსულიყავი მისგან. სულ მარტო ვიყავი მაშინაც და მერეც.
მაგრამ მიყვარდა!…
-ახლა?-ცოტა შეძრწუნებულმა მონაყოლისგან ძლივს ამოვიდგი ენა. ის კი წყნარად სვამდა ღვინოს, მონოტორულად კი ყვებოდა ყველაზე მძიმე მოგონებას.
-ახლა ჩემში აჩი მხოლოდ ნაგავია! ის ჩემი აჩი მკვდარ შვილთან ერთად ჩავდე მიწაში.
-ანა!-მეც ვერ შევიკავე ცრემლები და ჩავეხუტე მეგობარს.
ანას დაბადებიდან ვიცნობ. მის გარეშე არ მახსოვს არცერთი წამი. ბაღი, სკოლა, უნიივერსიტეტი, ბათუმი, ბაკურიანი, ცეკვა, ხატვა, მუსიკა… ყველგან ერთად დავდიოდით.
ის უდარდელი, ლაღი და მხიარული იყო. ჩემგან სრულიად განსხვავებული.
თვრამეტისამ გაიცნო აჩი. 2 თვეში ცოლად გაყვა. მაშინ ეგონა ეს სიყვარული მთებს გადაადგმევინებდა. მახსოვს, როგორ მახარა ფაქტი, რომ მისი მეჯვარე მე ვიყავი. მეც გამიხარდა მისი ბედნიერება.
დედა 5 წლის იყო რომ გარდაეცვალა. მისი ტკივილი მხოლოდ მე ვიცოდი. მე მინაწილებდა. აჩის გამოჩენის შემდეგ კი ელენე-აჩით შეიცვალა მის ცხოვრებაში. დიახ! ვეჭვიანობდი და სულაც არ მომწონდა აჩი. თავიდან შვილი საერთოდ არ უნდოდა. მერე კი ანას სანატრელი ორსულობა აჩის ნამდვილ სატანჯველად ექცა. ვიცოდით არ უნდოდა, მაგრამ ფაქტის წინაშე დამდგარი რაღას იზავდა?!
მაინც არაკაცულად მოიქცა.
ეხოზე ერთად უნდა წასულიყვნენ. საქმე მოიმიზეზა. ანამ კი მარტო გაიგო ბავშვის სიკვდილი, მარტომ იმშობიარ. შემდეგ კი გავიგეთ აჩი სადაც იყო.
ანამ ესეც აპატია.
მე ანას ეს ვერ ვაპატიე.
ვეხვეწე წამოსულიყო მისგან, მან კი ვერ დატოვა არაკაცი ქმარი.
12 წელი კაცთან გაატარა, რომელმაც სიყვარულის ნატამალი არ ჰქონდა მისი.
ანას ქორწინებას გარედან ვერაფერს შეატყობდი. ლამაზად ფუთავდა ბატონი არჩილი საზოგადოებას რამე რომ არ ეთქვა.
გჯეროდეს სიყვარულის, მზად იყო ყველაფერს თავი დაანებო, ოცნებასაც კი. გსურდეს გარისკო შენი სიცოცხლე მისთვის- ეს ტრაგედიაა, და არა სიყვარული.
ეს მასწავლა ანას ქორწინებამ.



ინტუიცია მკარნახობს რომ მძიმე ისტორიაა... ძალიან კარგი დასაწყისია, კარგად წერ... შეცდომები არგქონია ... წარმატებები და ხშირად დადე თავებიი..

 


№2 სტუმარი ემი

მომეწონა, დამაინტერესა და გელოდები blush

 


№3 სტუმარი Mad

მიყვარს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent