უკვე გვიანია...
ახლა შუაღამეა, შემთხვევით ვნახე ეს საიტი და პირველი სიყვარულის ისტორია წავიკითხე და სურვილი გამიჩნდა ჩემი ამბავი დამეწერა, ამბავი რომელიც ერთხელ ჩემთვის დავწერე, მაგრამ შემდეგ დავხიე, რადგან უკვე გვიანი იყო ყველაფრისთვის. მხატვრული საუბრით არ გამოვირჩევი, მაგრამ დავწერ მაინც... გაგეცინებათ, ეს ყველაფერი ბავშვობაში იყო, მაგრამ დღეს ისე მახსენებს თავს მინდა დრო უკან დავაბრუნო და ყველაფერი შევცვალო. აღარც მახსოვს მე და გელამ სად, როდის, რა ასაკში გავიცანით ერთმანეთი, ყოველ ზაფხულს ერთად ვისვენებდით, ერთ სახლში ყველასთან ერთად (მშობლებს და ნათესავებს ვგულისხმობ).მთელ დღეებს და ღამეებს ერთად ვატარბდით, ყველასთვის საუკეთესო მეგობრებად აღვიქმებოდით, ჩვენც ასე ვეძახდით ერთმანეთს, და 100% -ით ასე იყო.. იმის მიუხედავად რომ ამდენ დროს ერთად ვატარებდით და ხანდახან ღამეებსაც ვათენებდით მხოლოდ მეგობრები ვიყავით და წამითაც არ მიფიქრია მასზე სხვანაირად.. ვფიქრობ იმ დროს ისიც ასე იყო.. ცოტა რომ წამოვიზარდეთ და შეხედულებები შეგვეცვალა რაღაცაზე მაგრად ვიჩხუბეთ და ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტეთ.. წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა ეს.. მიჭირდა მის გარეშე რადგან ვერავის ვუზირაბედი ისე ჩემს ამბებს როგორც მას.. მაგრამ სიჯიუტე უპირველეს ყოვლისა არც მიფიქრია დავლაპრაკებოდი, და ისევ ის გამოჩნდა,სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა და ისევ დაიწყო ყველაფერი ძველებურად, ერთი განსხვავებით იმ კონფლიქტს მე მაბრალებდა და უნდა მეღიარებინა, მოვიტეხე რქები და ვაღიარე. გაგრძელდა ჩვენი მეგობრობა, მაგრამ მხოლოდ ვირტუალურად, მინდოდა მისი ნახვა, ჩახუტება მაგრამ ის არ მთავაზობდა და აბა მე რისი მე ვარ მე ხომ არ შევთავაზებდი.. მოკლედ მთავარი რაზეც ეს ყველაფერი მოვყევი, ერთ დღეს ასე მიმოწერისას ძველ ამბებს ვიხსენებდით.. ეს იქნებოდა ალბათ ასე ხუთი ან ექვსი წლის წინ.. მითხრა თუ როგორ ვუყვარდი მაშინ, და რა გვიან მიხვდა ამას , როგორც მე ამ საუბრის შემდეგ.. ამ საუბრის შემდეგ მივხვდი მეც მიყვარდა იმ დროსაც და მერეც სულ და ახლაც, ისევ და ისევ მე რისი მე ვარ ამ თემაზე ლაპრაკი ავუკრძალე და ვუთხარი რომ ის გაგიჟდა და ღალატობდა ჩვენს მეგობრობას, თან გულში სულ სხვანაირად ვფიქრობდი. მაგრამ უბრალოდ ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება.. ძნელია როცა დაგაგვიანდება და აღარაფრის შეცვლა შეგიძლია.. ამის შემდეგ მახსენდებოდა ყოველი დღე მასთან ერთად გატარებული და ჩემ თავს ვეკითხებოდი რომ რამ გამოგაშტერა მაშინ, მაგრამ უკვე გვიანია... მას უკვე მეორე ნახევარი ყავს, არ ვეჭვიანობ თქვენ წარმოიდგინეთ, მაგრამ მიყვარს ის წარსული რაც ერთმანეთს უკავშირდება და ის, უიმედოდ... ძნელია დაივიწყო წარუსლი. თან უკვე გვიანია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.