შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უდამო


1-10-2016, 00:03
ნანახია 1 321

პროლოგი

-მე? ჰმ, საკაიფო ტიპი ვარ-თქო, რომ ვთქვა ტეხავს?
-სერიოზულად თუ შეიძლება.
-კარგით ხო.-ფეხი ფეხზე გადაიდო, ჩაახველა და მობეზრებულმა, ლაპარაკი დაიწყო.- ვერ ვიტან ჩემ თავზე ლაპარაკს. საერთოდ, რაც გიყვარს იმაზე, ცუდს ვერაფერს იტყვი. ენა არ მოგიბრუნდება. მე ვგიჟდები ჩემ თავზე- ასე რომ, ყველაფერი ნათქვამია.
-რაც უყვართ იმას, უფრთხილდებიანო.-ორაზროვნად ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
-არ მეტყობა ხომ?-მოჩვენებითი სინანულით წარმოთქვა მან.-თმა გაჩეჩილი, სახე ალეწილი, მაისური ფერშელახული, შარვალი დაგლეჯილი...-ტერფი მუხლზე დაიდო და ფეხსაცმელს დააკვირდა.-ფეხსაცმელზე აღარაფერს ვამბობ.-აკისკისდა-ქუჩის ბ*ზის შთაბეჩტილებას ვტოვებ.-კიდევ ერთხელ ჩაათვალიერა თავისი სხეული.-არაუშავს, მთავარი სულიაო...
-სული, სული, სული...-სასაცილოდ ჩაიბურტყუნა-სილამაზეზე მახინჯია,მიუხედავად იმისა რომ არ ჩანს და თუ მოინდომე ვერასდროს ნახავ, ანახებ სხვას.
-სულის გარეშე არაადამიანი ხარ!-გააპროტესტა.
-ისე ხარ ადამიანი?
-და რა ვარ, თუ არა ადამიანი?
-სულიერი, რომელიც ცოცხლობს და ყველაფერს აკეთებს, რომ იცოცხლოს. იცოცხლოს, ცხოვრების ნაცვლად.
-შენ?
-ყველა ერთნაირები ვართ.
-სისულელეა...-ადგა, მაისური გაისწორა, შეტრიალდა და წავიდა. ოთახიდან გასულს მამაკაცის სიტყვები დაეწია.
-ისევე, როგორც ცხოვრება და არა სიცოცხლე.
------
ფიქრობდა, ბევრს ფიქრობდა. თავიც ასტკივდა, მაგრამ ფიქრობდა. ყველაფერი აივსო, თვით ყველაფერიც და არ ჩერდებოდა.
მერე უბრალოდ ადგა, აღარ იფიქრა და მოისვენა.


მივიდა. გადალახა და მივიდა. მერე ფიქრი დაიწყო, წამოსვლაც დააპირა
და
შევიდა.
-როგორ ხარ?
-გაფრენილად.
-მაშ, გილოცავ, გიაზროვნია.-კაცს რომ გაეცინა მიხვდა, თავის თავს რომ გასცა პასუხი. მერე რა, ხომ აღიარა?!-თავად?
-ჩარჩენილად.
-სად?
-აქ. დალევ რამეს?
-წვენს.
-არ მაქვს.
-იყოს ჩაი.
-არც ეგ.
-სერიოზულად?
-პასუხად, არაფერს ველოდი.
-ყოჩაღ, ბევრს დაიჭერ ეგრე.
-დამიჭერია, კიდევაც.
-გილოცავ.
-რა მიზეზით მესტუმრე?
-რავი, მომინდა.
-საძინებელი?
-საუბარი.-ფეხები დივანზე დააწყო და წამოწვა.-სიგარეტი გაქვს?
-დავანებე მე.
-მართლაც ჩარჩენილხარ.
-ის კაცი ნახე?
-ფსიქოლოგი?
-ხო.
-არა, შემეშინდა.
-შენ?
-ჰოო, ძალიან ფილოსოფოსობდა. ჩემზე ავადმყოფი იყო.
-გიხაროდეს, შენზე უარესებიც ყოფილან.
-მე კარგ სტადიაზე ვარ და ვირგებ.
-იმ კაცთან მიდი, რუს.
-მივალ დავით და ვერ შევირგებ.
-ხოდა გაბანძდები და ჩვეულებრივობასაც აიკრავ.
-რამდენ წლიანს?
-სამ...
-მხოლოდ?-ვითომც გაუკვირდა.
-უდამო.
-ეგვიპტეში წავალ ერთხელ.


ვერ იტანდა ამ დერეფანს.
თეთრ დერეფანს.
თეთრი იყო და საშიში.
47-ე ოთახიც აქ იყო.
და დერეფანი
იყო
ამრევი,
სულის, გულის, პირის და
ყველაფრის, გარდა არაფრისა. მერე, კვლავ გულის.

დაუკაკუნებლად შევიდა. კედლები გაფერადდა, სუნი გამძაფრდა. 47-ში იყო და იდგა.
დღეს კარგად ეცვა, უფრო მოწესრიგებულად. ბ*ოზს აღარ ჰგავდა.
-პროგრესი.
-ალბათ.
-რატომ მოხვედი?-ვსო, გაითიშა.
-წავალ.-ხელით კარისკენ ანიშნა.
-მე ვიკითხე.
-მე ვთქვი.
-არ გამოვა ასე.
-არაფერს ველი მე.
-იტყუები.
-არაა.
-ხოდა, ადექი და წადი მაშინ.
-კარგად.


სად, როგორ, რატომ?
არაფერი.
ეგდო და ეგდო.
იფიქროს ახლა,
თავიც გაუსკდეს.
რა თქმა უნდა, აღარ მისულა.
ბედი, შემთხვევითი საუბრისა, არ იყო.
ეგ იყო, ორივე ფიქრობდა იმდენს, რომ შეხვედრაზე მეტსაც აკეთებდნენ.
ეხმარებოდათ ფიქრი და ფიქრები.

--------
-პირამიდის წინ ვდგავარ.
-სამ?...
-უდამო.
-იყავი ხომ?
-ფსიქოლოგთან? კი.
-ცოცხლობ?
-ვცხოვრობ.
-ვეღარ ხარ ჩვეულებრივი?
-ვეღარ.
-მადლობა?
-მას.

ყველაზე ბანალურობა-ეგვიპტეში ნახა ის.

ეპილოგი:

-ზღვას გავყურებ. თან ცას. ჰორიზონტსაც. გავყურებ და ვცდილობ, ვიპოვო სილამაზე მათში. არ გამომდის. ზღვის მაგივრად ვხედავ წყალს. ცის ნაცვლად ლურჯ სფეროს. ჰორიზონტს აღვიქვამ ხაზად და ყველაფერი იმღვრევა ერთმანეთში. არც ზღვა არის ლამაზი, არც ცა და არც ის, უსასრულობას რო სძენს მათ. ნერვებზე მშლის ტალღების ყვირილი, დაბლა. ნერვებზე მშლის თოლიები, მაღლა.
გავყურებს ზღვას და მიკვირს რატომ არის ის ლურჯი და არა ზღვისფერი. რატომ არის ღრუბელი თეთრი და არა ღრუბლისფერი. ყველაფერს ხომ თავისი ფერი აქვს. რისთვის არის საჭირო გასაზოგადოება?
-რუს, ეს ოკეანეა-აქ გამოვფხიზლდი. ყველაზე მწარედ.
-საბედნიეროდ.
-ცა არის!-ვითომც გამამხნევა.
-არა უშავს, ცა ყველგანაა.
მირევდა
გულს, სულს, პირს და ცას!



№1  offline მოდერი Eleniko13

აუ, როგორ ვიგრძენი იცი?
ტანში დამიარა
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

მე ეპილოგი უფრო მომეწონა :)
ცოტა მეშინია ხოლმე შენი დიალოგების. სულ სუნთქვაშეკრული ვკითხულობ იმიტო რო მგონია, რო ამოვისუნთქო აზრი გამეპარება.
ამრია. შეიძლება იმიტომ, რომ არის შენი და არა ჩემი.
მეორედ არ წავიკითხავ. თვითონ უკეთესად იცი, რატომაც.
ხო, რაღაც პაწუკა დეტალები ვერ მოვიწონე, მაგრამ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

 


№3  offline მოდერი sopiko

ამირიე ყველა ფერი, თვისება, განწყობა ერთმანეთში...
შენი დიალოგები თავბრუს მახვევს.
ეს ის მომენტია, როცა არ ვიცი, რა გითხრა, წითურო :დ

 


№4 სტუმარი სტუმარი

წითურო, ბევრი წერე. ბევრი უდამო შექმენი. ეს იმდენად, გაუგებარი კარგი რაცაა მიკვირს რომ მომწონს, მაგრამ სწორედ ეს მიკვირს ქმნის ყვლაფერს. კარგი ხარ, მომწონხარ და ასე გააგრძელე.

 


№5 სტუმარი დანიელი

უბრალოდ საოცარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent