შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე


10-02-2016, 02:49
ავტორი Archive
ნანახია 1 505

გუშინ შენს ლექსებს ვკითხულობდი და ვტიროდი.
ვტიროდი ცრემლით და ვიცი, რომ ეს ყველაზე ნამდვილია რაც ბოლო ერთ წელიწადში განვიცადე. მინდა მჯეროდეს, რომ შენი სული ჯერ ისევ ცოცხლობს ჩემში, რომ ცხოვრებამ არ გადამყლაპა და არ გამაქრო, რომ ყოველდიურმა სევდამ ის მთავარი, ძველი საყდარივით მყიფე, მაგრამ მნიშვნელოვანი სევდა არ გამინადგურა.
ცხოვრების აწყობა არ ყოფილა მთავარი, არც საკუთარი ადგილის პოვნა ყოფილა, არც სამყაროს საკუთარ თავზე მორგება. მთავარი ის ყოფილა მთელი სხეულით მოეჭიდო იმ გაუაზრებელ ტკივილს რაც დაბადებისთანავე სულში გიძვრება და არ გაუშვა არც ერთი წამით.
და არც ერთ ბრძოლას, არც ერთ ომს, არც ერთ გამარჯვებას, დამარცხებასაც კი არ აქვს აზრი თუ შენი არსებობის იდეას არ მისცემ უფლებას ბოლომდე შეგჭამოს და გაგანადგუროს. რადგან მხოლოდ მაშინ იბადები თავიდან, და მხოლოდ მაშინ პოულობ საკუთარ თავში შეკითხვებს. მხოლოდ მაშინ აღმოაჩენ იმ ერთადერთ ღმერთს ყველას რომ თავისი ჰყავს და ყველა რომ ტვინის პატარა, ოთხკუთხა გალიაში გამოამწყვდევს-ხოლმე.
მე ვიცი, რომ გაგიხარდება, თუ გეტყვი, რომ შენი ლექსები ბახს უხდება, რომ ისეთივე ძველი ხარ როგორც სამყარო, თან ისეთივე ახალი. და ყველა შენი სიტყვა მართლა ლოცვასავით ეჭედება ხელებსაც და სულსაც.
გუშინ მივხვდი, რომ ვერ ვიპოვი შვებას, ვერასდროს ვიპოვი, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ შვება არ უნდა ეძებო და არც სუნთქვის გაადვილებას აღარ ვცდილობ ამიტომ. მხოლოდ იმას ვეცდები ჩემი სულის მუსიკის რიტმს მოვერგო და არ დავივიწყო.
მე ჰაერის სიმარტივეში მოვძებნი ცხოვრების პირველყოფილ ტანჯვას და ბოლომდე ჩაგეჭიდები შენ, შენ, შენც, და შენც, რომ არ დავიკარგო, ან დაკარგულმა ისევ მივაგნო საკუთარ თავს.
მე შენ მჭირდები, რადგან შენ ჯერ კიდევ მასწავლი სუნთქვას და ჯერ კიდევ მისვამ კითხვას:
„ნუთუ მხოლოდ ეს არის ყველაფერი?“.



№1  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent