შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუაწვერა


1-10-2016, 12:59
ავტორი lele22
ნანახია 1 805

ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი მაფხიზლებს,თვალს ვახელ და ზიზღით გავყურებ გადწეულ ფარდას ფეხზე ვდგები, ფანჯრისკენ მივდივარ, გისოსებს რომლითაც ფანჯარაა შემოსასღვრული თავს ვაყრდნობ არვიცი რამდენ ხანს ვდაგავ ასე შემდეგ რაარაც გაურკვეველი ძალის მოზღვავებას ვგრძნობ ხელები მეწვის და თითქოს მთელ სხეულზე ჭიანჭველები დაცოცავენ ,ისტერიული სიცილი მიტყდება, გისოსებს ხელებს და თავს ვურტყამ მაგრამ ვერ ვგრძნობ,არ მტკივა, თითქოს სხვა ადამიანი ვარ, თეთრი სამოსი სისხლითაა დასვრილი, ხელებიც სისხლიანი მაქვს და არაამქვეყნიური ხმით ვღრიალებ
პალატაში ექიმი და ექთნები შემოდიან ჩემს შეჩერებას ცდილობენ მაგრამ მე ისევ გაუჩერებლივ ვყვირი ცოტა ხანში მსუბუქ ჩხვლეტას ვგრძნობ მალე ხელფეხი მიდუნდება,თვალები მეხუჭება, განძრევის ძალაც აღარ მაქვს ვითიშები
მწვანე,ხასხასა ბალახით დაფარულ მინდორზე მივაბიჯებ,გარშემო კი უამრავი ბაბუაწვერაა მიყვარს ბაბუაწვერები ბავშვობას მახსენებს მე სხვანაირი ვარ დედასავით გრძელი შავი კულულები მაქვს ვიხრები ბაბუაწვერას ვწყვეტ და სულს ვუბერავ ის იფანტება მიფრინავს შორს ძალიან შორს და ზუსტად ვიცი აღარასდროს დაბრუნდება, შემდეგ ყველაფერი ქრება, მხოლოდ სიბნელე უკუნითი სიბნელე და შიში...
საშინელი თავის ტკივილით ვიღვიძებ ლოგინში გაუნძრევლად ვწევარ და თვალს არ ვაშორებ თეთრად შეღებილ აქაიქ საღებავ გადაფხეკილ ჭერს და პატარა, თითქმის ზედ მიბჯენილ ჭაღს დიდანს ვწევარ ასე შემდეგ ფეხზე ვდგები და ფანჯარას ვუახლოვდები, მინაში მკაფიოდ ვხედავ სილუეტს მოკლე გაწეწილი და დაუვარცხნელი თმაა, ჩაწითლებული თვალები, შუბლზე პატარა ჩალურჯებებით, სისხლშემხმარი ჭრილობებით და სისხლიანი თეთრი სამოსით.ოთახის კუთხეში ვჯდები ცრემლები თავისით იკვლევენ გზას და ღაწვებს მისველებს

ღამეა, ხიდზე ვდგავარ და ქვევით წყალს ვუყურებ ტასოს სიტყვები მახსენდება: "ნინა კლინიკაში უნდა დაწვე შიზოფრენია სულ უფრო გიმწვავდება წამლები კი აღარ შველის" მაგრამ არშემიძლია, ვერ წავალ დედას მარტო ვერ დავტოვებ არა იქ ვერ წავალ, მე კარგად ვარ უბრალოდ დასვენება მჭირდება. საშინელი ძალის მოზღვავებას ვგრძნობ ხელები მეწვის ,მიოფლიანდება და ვერც ვიაზრებ ისე, თვალის დახამხამებაში ვეშვები წყალში. ამოყვინთვას ვცდილობ მაგრამ არაფერი გამომდის ფსკერისკენ მივექანები ვერ ვსუნთქავ მთელი შიგნეული მეწვის, თანდათან გონება მებინდება..
გონს საავადმყოფოში მოვდივარ ჩემს წინ ვიღაც ბიჭი ზის მოკლედ შეჭრილი შავი თმითა და თაფლისფერი თვალებით სველი მაისური აცვია მიყურებს და მიღიმის
–კარგად ხარ ?
–კი მადლობა
–ეს რატომ გააკეთე ?
–რა ?
–რატომ გადახტი ?
–იცი, მე... არვიცი უცებ ცუდად გავხდი თითქოს გავითიშე არ მესმოდა რას ვაკეთებდი გონს რომ მოვედი უკვე წყალში ვიყავი
–მათთვის არ მითქვამს რომ გადახტი ვუთხარი რომ გადავარდი
–მადლობა
–ლევანი
–ნინა გავუღიმე და მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე
საავადმყოფოდან ერთად გამოვედით ლევანმა სახლში მიმიყვანა და დამემშვიდობა

ოთახში ექთანი შემოდის ხელს მკიდებს, ფეხზე მაყენებს, და დერეფნის ბოლოს სააბაზანოში მივყავარ სახიდან უკვე შემხმარ, სისხლს ვიწმენდ შემდეგ ცხელი წყლის ქვეშ ვდგები წყალი ყველა ტკივილს მავიწყებს, მთელი სხეული მიდუნდება ცოტა ხანში გამოვდივარ, ექთანი ახალ თეთრ სამოსს მაწვდის, სწრაფად ვიცვამ და მორჩილად მივყვები ჩემი ოთახისკენ..
უამრავ წამლებს მასმევს ვგრძნობ რომ ის მცირეოდენი ძალაც მერთმევა რაც გამაჩნდა ,კვლავ ჩემს ოთახში ვბრუნდები და ფანჯრის ქვემოთ იატაკზე ვჯდები. ისევ მოგონებები მახსნებს თავს...

– ლეევააან, ყვირილით ჩავრბივარ კიბეებზე და გახარებული ვეხუტები
–ნინიკო როგორ მომენატრე ხელებს ძლიერად მხვევს და ლოყებს მიკოცნის
–ორი კვირა კიარა მგონი საუკუნე გავიდა შენი წასვლიდან
მას ჩემს სიტყვებზე მკრთალად ეღიმება და გულში კიდევ უფრო ძლიერ მიკრავს
საშინლად ბედნიერი ვარ მინდა რომ ეს წუთები უსასრულოდ გაგრძელდეს, ლევანთან თავს საოცრად მშვიდად ვგრძნობ ადრე არ ვიცოდი რა ერქვა მისდამი ჩემს ასეთ დამოკიდებულებას მაგრამ ახლა ვიცი რომ ეს სიყვარულია, ხო მე მიყვარს ლევანი საკუთარ სიცოცხლეზე მეტად და მინდა ყველამ გაიგოს რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია
–ნინიკო საღამოს გამოგივლი და სადმე გავიდეთ მომზადებული დამხვდი შენ რო იცი ხოლმე არ მალოდინო იცოდე ლოყაზე ნაზად მჩმეტს, შუბლზე მკოცნის ,მანქანაში ჯდება და უჩინარდება მე კი მტოვებს სულელივით გაღიმებულს და ბედნიერს
თვალებიდან წამოსულ ცრემლებს მუჭებით ვიწმენდ, ვხვდები რომ ვისაც ვიხსენებ სრულიად სხვა ადამიანი იყო თითქოს სხვის ცხოვრებას ვყვები ისევ ხელები მეწვის, მიოპლიანდება და თითქოს მთელ სხეულში ჭიანწველები დაცოცავენ, ისევ გონება მებინდება, ყველაფერს სიბნელე ეუფლება და მსუბუქ ჩხვლეტას ვგრძნობ კისრის არეში, ისევ არ ვიცი რამდენ ხანს მძინავს და ისევ საწოლზე დაბმულს მეღვიძება თავის ტკივილით.
გაუნძრევლად ვწევარ და ვფიქრობ აქამდე როგორ მოვედი მე ხომ ბედნიერი ვიყავი , მე ხომ სიყვარული მინდოდა , ეს რატომ დამემართა ამის გაძლება აღარ შემიძლია მე არ ვცხოვრობ,თითქოს ნივთი ვარ, რომელიც სადაც უნდათ იქ მიაქვთ. თუკი არ დავემორჩილები ცხოველივით დამაძინებენ ხო მე მართლა ცხოველი ვარ, ყველაზე საშიში ცხოველი რომელსაც ადამიანის მხოლოდ სახელიღა შერჩა, მე ადამიანს სრულიად არ ვგავარ
–ტელეფონზე ზარია, ლევანი რეკავს ,
– ნინიკო ქვევით გელოდები და მალე ჩამოდი არ მალოდინო
ჩათნას ხელს ვავლებ და სირბილით ჩავრბივარ კიბეებზე. ჩემსკენ ღიმილით მოდის, ხელს წელზე მხვევს, ყელში მკოცნის და მანქანისკენ მივყავარ
-ლევან სად მივდივთ ?
–მივალთ და ნახავ
ვხვდები რომ კითხვას აზრი არ აქვს ეს ხომ ჯიუტი სვანია მაინც არაფერს მეტყვის და ხმას აღარ ვიღებ თითქმის ნახევარი საათის სიარულის შემდეგ როგორც იქნა მანქანა გაჩერდა მანქანიდან გადმოვყავარ და თვალებზე ხელს მაფარებს
–ლევან რასკეთებ წავიქცევი
–ნინიკო გამომყევი ცოლად ბოლო ხმაზე ყვირის ისე რომ თვალებიდან ხელს არ მაშორებს
ამ სამმა სიტყვამ სრულიად შეცვალა ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში დაბნეული, სულელივით ვდგავრ ღაწვებს კი ბედნიერების ცრებლები მისველებს
–კი კი კი ვბუტბუტებ და თვალს ვახელ ტაშის ხმა, კივილი, წივილი, მოლოცვები, ჩახუტებები, ყველაფერი ერთდროულად მატყდება თავს მე კი ამდენ ადამიანში მხოლოდ ლევანის გაბრწყინებულ სახეს ვხედავ.
შემდეგ იყო ქორწილი , ჯვრისწერა და უამრავი ღიმილიანი წუთი. ბედნიერი ვიყავი, ლევანი მაბედნიერებდა, მაგრამ მე ვერ შევძელი მისი გაბედნიერება ყველაზე მეტად შვილი გვინდოდა დ ესეც ვერ შევძელი
–ლევან არ შემიძლია შვილის გაჩენა და ამიტომ აღარ გიყვარვარ ხო ?
–ნინიკო ეგ აღარ თქვა მე შენ ყოველთვის ყველაზე ძალიან მეყვარები თუ ბავშვი არ გვეყოლება ავიყვანთ , მთავარია შენი იყო ჩემთან
არვიცი ეს ჩემი დაავადების ბრალია თუ რა მაგრამ აღარ შემიძლია ყოველ წუთს მგონია რომ ლევანი სხვასთან წავა მიმატოვებს ამ ეჭვით ცხოვრება ძალიან მიჭირს ვხვდები რომ ეს თანდარან უფრო ძლიერდება და მის შეჩერებას ცოტა ხანში ვეღარ შევძლებ
მეგობრიდან სახლში ვბრუნდები თავს ძალიან ჩცუდად ვრძნობ ხელები მეწვის, მთელი ტანი მექავება ვხვდები ეს რისი ნიშანიცაა და ვცდილობ სახლში რაც შეიძლება მალე მივიდე კიბეებზე სირბილით ავდივარ სახლის კარებს ვარებ და ცემი ოთახისკენ ვიღებ გეზს ოთახში შევდივარ და ერთ ადგილას ვიყინები იქ ცემს საწოლში ვირაც ქალი წევს ხვდები რომ ლევანი მღალატობს , მინდა ვიკივლო მაგრამ ვჩუმდები სამზარეულოში გავდივარ და უკან დანით ხელში ვბრუნდები , ხელები მიკანკალებს ვერაფერს ვერარ ვგრძნობ ქალისკენ ვიხრები , დანას ყევლზე ვაბჯენ და ხელის ერთი მოსმით თეთრი ქათ–ქათა ზეწარი წითლად იღებება უცებ ქალი ჩემსკენ ბრუნდება თვალს ახელს საშინელი ხმით იცინის შემდეგ კი ქრება მის ადგილზე კი სისხლის გუბეში მოცურავე ლევანი წევს ...
პალატაში ისევ ექთანი შემოდის წამლებს მასმევს ქამრებს რომლითაც საწოლძე ვარ დაბმული ხსნის და თავისუფლად წამოჯდომის საშუალებას მაძლებს. მუხლებზე საჭმლის ლანგარს, მიდებს შემდეგ ფეხზე დგება, გადის და კარებს გარედან კეტავს საწოლიდან ვდგები, ლანგარზე დადებულ რკინის ჭიქას ხელში ვიღებ და ჭერზე ჩამოკიდებულ ჭაღს ვესვრი პირველ ჯერზე არ გამომდის, მეორედ კი ჭიქა ნათურას ხვდება და ნამსხვრევები ძირს ცვივა ნელ–ნელა ვუახლოვდები ერთერთ ნამტვრევს ხელში ვიღებ და მაჯაზე რამდენჯერმე ვისვამ ცოტა რამდენიმე წამში ის ადგილი სისხლით იფარება
ხელებში წვას ვგრძნობ , ვგრძნობ როგორ იცლება ჩემი სხეული სისხლისგან იქვე იატაკზე ვწვები და თვალებს ვხუჭავ თვალწინ ლევანის ღიმილი მიდგება მაგრამ მალევე ქრება, შემდეგ მინდორზე მივდივარ ისევ ძალიან ბევრი ბაბუაწვერაა, ისევ დედასავით ლამაზი კულულები მაქვს, ისევ ვწყვეტ ბაბუაწვერას და სულს ვუბერავ ის კი მიფრინავს შორს , ძალიან შორს და ვიცი აღარ დაბრუნდება ისევე როგორც მე ..



№1  offline მოდერი Eleniko13

არ წავიკითხავ,
მაგრამ შენ, ახალგაზრდავ,
დიდი შეცდომა დაუშვი,
სათაურში ბაბუაწვერა რომ გამოიყენე.
რა მიზნით? რატომ?
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline წევრი lele22

Eleniko13
არ წავიკითხავ,
მაგრამ შენ, ახალგაზრდავ,
დიდი შეცდომა დაუშვი,
სათაურში ბაბუაწვერა რომ გამოიყენე.
რა მიზნით? რატომ?


თუ კი ტექსტი არ წაგიკითხავს მაშინ ვერ მიხვდები რატომაც გამოვიყენე ბაბუაწვერა სათაურად და საერთოდ რა კავშირშია ეს ისტორია ბაბუაწვერასთან

 


№3  offline მოდერი sopiko

lele22
Eleniko13
არ წავიკითხავ,
მაგრამ შენ, ახალგაზრდავ,
დიდი შეცდომა დაუშვი,
სათაურში ბაბუაწვერა რომ გამოიყენე.
რა მიზნით? რატომ?


თუ კი ტექსტი არ წაგიკითხავს მაშინ ვერ მიხვდები რატომაც გამოვიყენე ბაბუაწვერა სათაურად და საერთოდ რა კავშირშია ეს ისტორია ბაბუაწვერასთან

ლელე, არ გაგიკვირდეს :დ
ეს სათაური რომ დავინახე, მაშინვე შემოვვარდი, სასწრაფო დახმარება ხომ არაა საჭირო_მეთქი :დ გამახსენდა, რომ მითხარი კიდევ კარგი ჯერ არსად შემხვედრია, თორემო... ხოდა ეს თორემ :დ
ჩემი მესაკუთრე გოგო :დ heart_eyes

 


№4  offline მოდერი Eleniko13

sopiko
lele22
Eleniko13
არ წავიკითხავ,
მაგრამ შენ, ახალგაზრდავ,
დიდი შეცდომა დაუშვი,
სათაურში ბაბუაწვერა რომ გამოიყენე.
რა მიზნით? რატომ?


თუ კი ტექსტი არ წაგიკითხავს მაშინ ვერ მიხვდები რატომაც გამოვიყენე ბაბუაწვერა სათაურად და საერთოდ რა კავშირშია ეს ისტორია ბაბუაწვერასთან

ლელე, არ გაგიკვირდეს :დ
ეს სათაური რომ დავინახე, მაშინვე შემოვვარდი, სასწრაფო დახმარება ხომ არაა საჭირო_მეთქი :დ გამახსენდა, რომ მითხარი კიდევ კარგი ჯერ არსად შემხვედრია, თორემო... ხოდა ეს თორემ :დ
ჩემი მესაკუთრე გოგო :დ heart_eyes

კიდევ კარგი, ამ ბოლო დროს ფიზიკურად არ ვეხები ხოლმე ხალხს სოფ. ნერვები მომეშალა უბრალოდ, შენ ხომ მიხვდი...
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent