არ მოკვდები (თავი 2)
ანის ფიქრები: ვინმეს ოდესმე თუ გამოგიცდიათ რაიმე ორგანოს დაქვეითება. ანუ გაუძლურება. როდესაც არაფრის ძალა არ გაქ ან თვალთახედვა გაკლია, ან ყრუვდები ან თუნდაც ვერ დადიხარ. ყველაზე საშინელებაა როდესაც ორგანიზმი გღალატობს და რაღაცას ვერ აკეთებ.ტვალეტში გასვლისთვისაც დახმარება რო გჭირდება, შენთითონ რომ ვერ იცმევ. ანი ავარიის შემთხვევისას ყველაფერი გადაავიწყდა, რაც მოხდა. ავარიის დროს რაც მოხდა არ იცოდა. ექიმმა თქვა რომ წლის განმალობაში გაახსენდებოდა რამე -რა დამავიწყდა? -რადა ნიკა რომ არ მოგყვებოდა!!! ნიკა შენ კიდე ვაბშე დასაბრედი ხარ. არც ვიცი შენ რა გიყო ადრე პატარა იყავი და დაგსჯიდი ეხა 18წლის ბიჭს როგორ ჩაგიდო ტვინში რო ინვალიდი დის დატოვება არსად შეილება!!!!! ხო შეილებოდა იქ რამე მოსვლოდა და მერე რას იზამდი???? ხელში რომ ჩაგვკდომოდა და რას იზამდი მერე მიპასუხე ჰა? მე შენ გაჩვენებ სეირს-ანდრომ ლამის მოკლა ნიკა, ლაშამ გააჩერა. -არ დაარტყა მაინც ჩვენი ძმაა. ზედმეტი მოუვიდა და შენი ჩხუბი ეყოფა აღარ იზამს იზამს და მიიღებს-ლაშამ ერთი თავში წამორტყა. -ანი გადი შენ ოთახში დროზე-ძლივს შეიკავა თავი რომ ბოლო ხმაზე არ დაეწყო ისევ ყვირილი და ღრიალი. ნიკამ შეიყვანა ანი ოთახში და მასთან სალაპარაკოდ დარჩა. -ოპერაციაზე არ ვეუბნებით სანდრომ რომ შემოგვთავაზა? -რას ამბობ ლაშა უეჭველი უარს იტყვის. ანის ეშინია ეგეთი რაღაცეების. ჩვენ გადავწყვიტოთ -რა სისულელეებს ლაპარაკობ კარგი რა ანდრო, ანის მაგივრად არ შეილება ამის გადაწყვეტა. ანიზე კეთილი ადამიანი არ არსებობს მაგრამ ასევე ძაან მაგარი წყენა იცის შენზე თუ გაბრაზდა ან ჩემზე იმის მერე არ გვაპატიებს დიდიხანი ან რას ეტყვი მორჩა დღეს საავადმყოფოში მივდივართ და არ შემეწინააღმდეგო თუ დააძინებ და რო გაიღვიძებს პალატაში იწვება? -არა როცა მოვა დრო ვეტყვი. -არა არ გამოვა ესე -ლაშა გამოვა!! ამას ვწყვეტ მე. მე ვარ მისი მეურმე. მაქვს უფლება დავაძალო მის სასარგებლოდ რაც კეთდება. ადრე თუ გვიან მიხვდება ყველაფერს და ვსო. მე რო ვიტყვი ერთხელ ის კანონია. 1წელი და გათავისუფლდები ჩემგან მანამდე ამ სახლში სამივე იმას აკეთებთ რასაც მე ვამბობ. მე ვამბობ რომ ანის უნდა თუ არა ეს ოპერაცია გაკეთდება. ჩვენ მისი გადარჩენა გვინდა და თავიდანვე დამიდე პირობა რომ არ აყვებოდი გრძნობებს და საღ გონებაზე მიიღებდი გადაწყვეტილებას. ლაშა ეხა ყველაზე მეტად შენთან ჩხუბი არ მინდა ლაშა უყურებდა, მერე ჩანთას მოკიდა ხელი. -მეჩქარება, მერე ვილაპარაკოთ-და წავიდა. ანდრო ჩამოჯდა სკამზე და ამოისუნთქა შვებით რომ ბრძოლის ველზე მოიგო. რთული იყო ესეთ ასაკში სამი ბავშვის მოვლა, როდესაც ჯერ თვითონაც ბავშვი იყო. დაურეკა ლიკას მის შეყვარებულს ის 23ის იყო. მაშინვე მოვიდა და ისიც სამზარეულოში შევიდა, მიესალმა შეყვარებულს და როგორც კი სახეს შეხედა ყავა მოუდუღა და დაუდგა მაგიდაზე. მერე სიგარეტი ამოიღო და მოწია. -აბა რომელი -სამივე. ლიკუშ იმენა ვიბრძვი რომ სამივე არ გამისხლტეს ხელიდან -ანი როგორაა -აუ არ ვიცი დაელაპარაკები? -აბა რას ვიზამ. ნუ ნერვიულობ რა ესე ძაან დაგეხმარები ყველაფერში -არ ხარ ვალდებული -ვარ. ბოლოს და ბოლოს 1წელია ერთად ვართ და ანი დასავით მიყვარს. ნიკაც გამოვიდა. -ვა ლიკა -როგორ ხარ ნიკა -კარგად. ანდრო ანიმ დაიძინა -კაი -მე წავედი -რას ქვია წახვედი ესეთ დროს -რა შე**** ამ დროს სადაც მინდა იქ წავალ -ბიჭო გოგოა ოთახში შენ სუ გააფრინე? რანაირად ლაპარაკობ ჯერესერთი ტონს დაუწიე არ გამოგიქანო!!! -აუ მოიცა რაა -კაი ანდრო გაატარე არ მწყენია -რა არ გწყენია ლიკა უნდა იცოდეს როგორ მოიქცეს -კაი ბოდიში ლიკა წავედი მე ნიკა წავიდა. -ხო ხედავ მართლა ტვინი წამიღეს უკვე. რას შვები შენ -აუ რავი ძლივს დავამთავრე უნივერსიტეტი და ზეგ სამსახურს ვიწყებ -ეე რა კაია. მარა ხო გითხარი გადმო თქო ჩემთან ორასჯერ -ჯერ ვერ გადმოვალ ხო იცი ჩემებს დახმარება ჭირდებათ -აუ მიდი რა -კაი ერთ თვეში გადმოვალ თან ჯერ დას უნდა მიხედო რო დადგება ფეხზე მეც გადმოვალ -ანის სიტუაცია არ გეხება მნიშვნელობა არ აქ როგორაა შენთვის პირიქით უფრო დამეხმარები -ვიფიქრებ -კაი. ამ დროს ანის არ ეძინა უბრალოდ ოთახში იყო და იწვა. ნიკა დაეხმარა. მის ოთახს აივანი ჰქონდა ის ხომ მეორე სართულზე ცხოვრობდა და ადვილად ამოსაძრომი იყო, გაისმა ფანჯარაზე კაკუნი ანის გული კინაღამ გაუსკდა დაინახა ალექსანდრე. ანი ძლივს გადაფოფხდა საწოლიდან და ეტლში ჩაჯდა მერე კარი გაუღო. ალექსი შემოვიდა. -შენ სუ გარეკე? -არა. ვნერვიულობდი როგორ ხარ -ვაიმე ალექს ანდრომ რომ დაგინახოს მოგკლავს წადი რა -არ მიზამს არაფერს. კარგად ხარ? -კი კარგად ვარ ეხა წადი -გინდა? -არა, უბრალოდ მართლა მოგკლავს აღარ მინდა ამდენი შარი. გთხოოოვ -კაი კაი წავალ უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა რომ კარგად ხარ -ნინამ იცის რომ აქ ხარ? -არა. მე და ნინა დავშორდით -რა? რატომ -მერე გაიგებ-თვალი ჩაუკრა ალექსმა და მერე გავიდა, ანიმ კარი ჩაკეტა და ისევ დაწვა. ცოტახანში კარზე კაკუნი ისევ გაისმა. -ალექს წადი -არ ვარ ალექსი-გაკვირვებული ანდრო შემოვიდა. -ა უი რაღაც დამესიზმრა და რეალობაში ამერია -და ამას დავიჯერებ? შენ სერიალში ხომ არ გგონია თავი. რა ალექსი -ტელეფონში ვუგზავნიდი ვოის მესიჯს. -ანი ხო იცი ტყუილები არ მიყვარს -ვიცი რა გინდა -ჩემზე გაბრაზებული ხარ? -არა რატო უნდა ვიყო -ა რავი ლაშა და ნიკა არიან -არა ანდრო არ ვარ გაბრაზებული ანდრო ჩამოჯდა ანის გვერდით. -ნიკა ჩემზეა გაბრაზებული იმიტომ რომ გინების საშუალება არ მივეცი ლიკასთან -ლიკა აქაა? -ხო. -აუ გამიყვანე -ჯერ ლაპარაკს დავასრულებთ და მერე. ანი რამე რო ოდესმე მოგინდეს იცი რომ პირველი მე მეუბნები ხო? თუ არადა კიდე 4წელი ისედაც მე გზრდი. -ვიცი. ანდრო მართლა არაფერი არ მინდა -ზუსტად იცი რომ არაფრის თქმა გინდა ჩემთვის? -რატო მელაპარაკები ისე თითქოს რაღაც იცი და შენც არ მეუბნები -ანი სიმართლე მითხარი ოპერაციაზე იცოდი? -შენ საიდან გაიგე -რა მნიშვნელობა აქვს იცოდი ხომ? -კი -როგორ მომექეცი ესე. მე ამდენი წლის განმალობაში გივლი. ყველაფერს გაძლევ რაც შემილია და შენი ერთადერთი გადარჩენის შესაძლებლობაზე თქმის ღირსადაც არ ჩამთვალე?იცი? ესე? კარგი. -ანდრო მე -არანაირი შენ-ანდრო გავიდა ოთახიდან -ჯანდაბა! მეორე დღეს კატომ ვერ მოახერხა ანის თერაპიაზე წაყვანა ხოლო ანდრო სახლში არ იყო. ანიმ სანდროს დაურეკა. -სანდრო ვერ ვახერხებ მოსვლას ჩემებიდან სახლში არავინაა -ვინმე მეგობარს რომ დაურეკო? და მერე კართან ვინმეს დაგახვედრებ. არ შეილება თერაპიის გაცდენა ანი -კარგი რამეს მოვიფიქრებ ანიმ გათიშა და ალექსანდრეს მიწერა, ალექსი ცოტახანში მოვიდა და მიიყვანა ანი. შესასვლელთან დიტო დახვდა. ისევ ეს ტიპი გაიფიქრა ანიმ. დიტო მანქანასთან მივიდა გააღო კარი თავაზიანად მიესალმა და მანქანიდან გადმოიყვანა. -პაკა ან გამოგივლი მერე -არა იყოს ძმებს დავურეკავ -როგორც გინდა დიტო დაეხმარა გადმოსვლაში და ჩასვა ეტლში. -მადლობა დანარჩენს მეთითონ ვიზამ. -კარგი დიტო და ანი შევიდნენ სპორტზალში. -სანდროს ცოტა აგვიანდება. ცოტახანში მოვა. მე აქვე ვივარჯიშებ -კარგი ანიმ ისევ ტელეფონი აიღო ხელში და კატოს მიწერა. ,,ეკატერინეეეე!!! სად ჯანდაბაში ბრძანდები’’ ,,ნინასთან ვარ წარმოგიდგენია? ალექსს დაშორდა ამდენი ხანი იყვნენ ერთდ და ეხა რა მოუვიდა ტვინში, არ მოხვალ?’’ ამ დროს კატომ დარეკა. -ალო? -ნინას როგორ დაშორდა -ალექსმა მითხრა მომბეზრდაო -რაო? არ მესმის -ალექსმა მითხრა მომბეზრდაო! -ვერ გავიგე -ალექსმა მითხრა მომბეზრდაო!!!!-ანიმ იმხელაზე იყვირა გაკვირვებულმა დიტომ შეხედა. -ნინასთან მე ვერ მოვალ მერე დავილაპარაკოთ. ანიმ გათიშა.ამ დროს ანი წამოდგა ნელა და მოაჯირს ჩამოეყრდნო. სპეციალურ სასიარულო ბილიკზე დააპირა გასვლა რომელიც ორ მოაჯირს შორისაა მოქცეული.დიტომ თვალი გააპარა და მას შეხედა. ანის უცებ გაუელვა მოგონებამ თავში. *** -ანი? ანი გესმის? ყველაფერი კარგად იქნება-ანი იწვა საკაცეზე და ექიმებს და ანდროს რეანიმაციისკენ მიყავდათ -გთხოვთ ჩამოშორდით საკაცეს -ანი გესმის ჩემი? ანის არაფერი ესმოდა. ყურებში სმენა ჰქონდა დაკარგული მთელ ტანს ვერ გრძნობდა. თითქოს დრო გაჩერდა. მხოლოდ თეთრ ჭერს ხედავდა და სხვა ვერაფერს. არაფერი ესმოდა, მხოლოდ თეთრს ხედავდა სხეულს ვერ ამოძრავებდა ვერც ანდროს ხმას იგებდა. შიშმა შეიპყრო მისი სხეული, ტირილი უნდოდა ვერ ტიროდა. უცებ თავბრუ დაეხვა და გამოერკვა დიტოს ხელებში იყო ჩავარდნილი. -კარგად ხარ? -კი. ამ დროს სანდრო მოვიდა -რა დაემართა დააწვინე სკამზე დიტომ სკამზე დააწვინა. -არ ვიცი ბილიკზე დადიოდა და უცებ გული წაუვიდა დაკავება მოვასწარი -კაი დიტო დაგვტოვე დიტო გავიდა. -რამდენი ხანია ესე გჭირს? -გუშინ დამეწყო -ანი ცოტაც და მალე ისევ პარალიზებული იქნები. არ შეილება ესე მალე ოპერაცია გჭირდება. -ოპერაციის გარეშე რამდენი დამრჩა -1 ან მაქსიმუმ თვენახევარი პარალიზებული სანამ გახდები და 1წელი რომ... -რატო უთხრაი ანდროს -არ მქონდა ამის დამალვის უფლება -თუ პაციენტი გთხოვს ესე იგი არ ამბობ!! -მე მზად ვარ სამუშაოც დავკარგო ლიჟბი შენ არ დაგემართოს რამე. ხო ხვალ შეილება არ ვიყო და დიტოც იგივე სპეციალობაზეა და რაღაც ვარჯიშებში დაგეხმარება წინააღმდეგი ხომ არ ხარ? -ა... როდის მოხვალ -არ ვიცი ხვალ არ ვიქნები ნუ გრცხვენია ისიც მალე პროფესიონალი იქნება -რავი აბა -დიტოს უკვე ველაპარაკე, მას პრობლემა არ მაქ -არა, იქნებ სხვაგან გავიარო -ესე მალე ვერ გადაგიყვანთ სხვა კლინიკაში. ერთი დღე -კარგი მხოლოდ მაშინ შეამჩნია დამცინავი ღიმილი დიტოსი. ანის არ შერცხვენია პირიქით უხაროდა დიტომ ეს ყველაფერი რომ გაიგო. დამთავრებისთანავე გავიდა გარეთ და დაელოდა რატის. იქ დიტო გამოდიოდა ისევ ტელეფონით ხელში მერე გათიშა და ანის გვერდით დადგა. ისე რომ არც შეუხედავს მისთვის გამოელაპარაკა -ხვალ დილას გაწყობს? -სკოლა მაქვს -დაგიწერ განცხადებას რომ პირველ გაკვეთილზე ვერ მიხვალ -საღამოს მაქ ხოლმე ვარჯიში -ერთი დღე რამე მოიფიქრე -კარგი. ხვალ 8ზე -კაი -ვის ელოდები გაგიყვან -მეგობარს -იმას ვინც მოგიყვანა? -არა ჩემ მეგობარ რატის -აა -რა აა -არაფერი -ვიცი ეს რასაც ნიშნავს -გამიკვირდა სკარლეტ ო’ჰარას - ქარწაღებულნი? უწიგნური მეგონე. რას გულისხმობ -სკარლეტი იყენებდა თავის სიტუაციას შენც იყენებ -სკარლეტი ინვალიდი არ იყო -ვიგულისხმე რომ მის სილამაზეს იყენებდა შენ კი იყენებ შენ ინვალიდობას და სილამაზეს ერთად -არა. ცდები. სილამაზეს ყველა იყენებს. რატი მეგობარია ისევე როგორ ალექსანდრე -აა ეგ ალექსანდრე დაშორდა ნინას. გასაგებია მხოლოდ მეგობარი -რომ გიცნობდე ვიტყოდი რომ ეჭვიანობ -სიხარულო მე სიყვარულის არ მჯერა -რა გყავდა და გული გატკინა? ამ დროს რატი მოვიდა. -მოგაკითხა თაყვანისმცემელმა -ეს ასე არაა!-ანი უკვე გაბრაზდა რატიც გადმოვიდა და გადაკოცნა ანი. -გამარჯობა-რატიმ ანი ხელში აიყვანა -ნახვამდის ლამაზო-თვალი ჩაუკრა დიტომ ანის და წავიდა. რატიმ მანქანაში ჩასვა და ეტლიც ჩადო. მერე თვითონაც ჩაჯდა. -ბოდიში ტვირთად რომ გაწევარ -რეებს ლაპარაკობ -ჯერ ჩემ ძმებს მერე ალექსანდრეს ახლა შენ -დაიკიდე. ჩვენ შენი მეგობრები ვართ ისინი კი შენი ძმები. ეს ტიპი ვინაა -ექიმის შვილი მაგან უნდა მავარჯიშოს ხვალ-ანიმ რატის გახედა -რას ქვია მაგან უნდა გავრჯიშოს როგორ ანდობენ შენ თავს ვიღაც 19წლის ლაწირაკს -ის იგივე სპეციალობაზეა -მერე გამოუცდელი ანი ცუდად ხომ არ ხარ? -არ ვიცი ექიმმა ესე თქვა -შენმა ძმებმა იციან? -მემგონი ხო -ან შენ იცი რომ ალექსანდრეს უყვარხარ? -ჰა -მაგიტომ დაშორდა ნინას ანის თავში აზრადაც არ გაუვლია ეს, მაგრამ ყოველთვის მოსწონდა გაწონასწორებული ბიჭები. -და შენც არ ხარ მის მიმართ გულგრილი -არ ვიცი. ვერ გეტყვი რომ მიყვარს თქო მაგრამ ინვალიდი გოგონასთვის ეს ბევრს ნიშნავს. -ანი გეხვეწები რა მალე გამოკეთდები. ალექსთან ფრთხილად ის ბაბნიკია რაც არ უნდა იყოს -რა დაგემართათ შენ და კატოს მასაც არ უყვარს ალექსი არადა ერთი პერიდოი ალექსი კატოს დასდევდა -არ ვიცი არ მეჩვენება კარგ ტიპად -ყველაზე წყნარი კლასში ეგაა -ზოგჯერ წყნარი ადამიანები არიან რაც არიან -კარგი. ვეცდები ფრთხილად ვიყო. მადლობა რატი -არაფერს. რატიმ აიყვანა ანი სახლში. იქ ლაშა დახვდა. -მოხვედი? -ხო. -რაო სანდრომ -რაზე ოპერაციაზე? -შენ რა იცოდი გოგო? -აუუ გეხვეწები შენ მაინც არ მეჩხუბოო ანდრო მეჩხუბა უკვე -არც ვაპირებ. რა გადაწყვიტე -არ ვიცი ალბათ გავიკეთებ და ეგაა. ოღონდ ცოტა მეშინია -მესმის მარა ჩვენ სუ შენთან ვიქნებით -მეშინია და არ მინდა იმიტომ რომ დღეს გამახსენდა რაღაც იმ დღიდან როცა ავარიაში მოვყევი. თეთრი სივრცე ანდროს და ექიმების სახე და მათი უბრალოდ პირის მოძრაობა მთლიან სხეულზე კონტროლის დაკარგვა. არ მინდა ეს მეორეჯერ განვიცადო -და მაგიტომაა მეორე ოპერაცია საჭირო -შენ ვერ ხვდები მე ოპერაციის გაკეთების მეშინია ანდრო მაინც გამაკეთებინებს მხოლოდ მაგიტომ მინდა -ანი ხომ იცი რომ ახლა სიყვარულის დრო არაა არავინ უნდა შეიყვარო -თითქოს და შენ და ანდრო განსხვავდებით ერთმანეთისგან მაგრამ ეს სულაც არაა ასე. მე რობოტი არ ვარ და მაქვს სიყვარულის უფლება მაგრამ როგორც იტყვი ლაშა ჩაეხუტა ანის. -ვიცი რომ უსამართლოდ ვიქცევი. როგორც გინდა ისე ქენი -მადლობა -წამო როგორც ძველ დროში იმ ორ დებილს დავურეკოთ და სანაყინეში წავიდეთ ტრადიცია აღვადგინოთ -აუ როგორ მიყვარხარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.