სრულყოფილება ( ნაწილი მეორე )
გაიღვიძე ეიი, ადექი რაა , გამოფხიზლდი! ბუნდოვნად მომესმა ხმები, თვალები გავახილე და დავინახე მართა, უნებლიედ გამეღიმა და მინდოდა რომ წამი შემეჩერებინა, შემდეგ კი მთელი საათი მეყურებინა მისთვის, უცებ სახეში ბალიში მომხვდა, სწრაფად გამოვფიხზლდი, გამეცინა და მართას ვუთხარი : -რა გინდა გოგო ამ დილა უთენია? -ჩაიცვი სწრაფად და ტყეში გავისეირნოთ. -ამ სიცივეში ? -სწრაფად, სწრაფად, გთხოოვ! -კარგი ხოო... გამიკვირდა მისგან ასეთი წინადადების მოსმენა, თუმცა იმდენად ვიყავი მისით დაინტერესებული რომ არც კი მიყოყმანია სწრაფად ავდექი, ხელ-პირი დავიბანე, ჩავიცვი და სირბილით გავყევი მართას ... ცხრა საათი იქნებოდა, ნამიანი ფოთლების სუნი იგრძნობოდა ჰაერში, ისეთი ბინდი იყო, ათი მეტრის იქით აღარაფერი ჩანდა. ვსეირნობდით ტყეში და ძალიან მიხაროდა, არ ვიცი რა მიხაროდა, ან რატომ მაგრამ ღიმილით მივყვებოდი მართას მან კი უცებ დუმილი დაარღვია: -სიურპრიზები გიყვარს? -გააჩნია ვისგან -ჩემგან, გაგიხარდება? -ალბათ გამიხარდება... ჩუმად გაიღიმა მართა და ოქროსფერი დალალები გაისწორა, უცებ უამრავი კითხვა გამიჩნდა, სად მივდივართ? ნეტავ რა სიურპრიზზეა საუბარი? იქნებ მანიაკია? დილით ასე მოულოდნელად სახლში შემოვარდა და ტყეში წამათრია... ცოტათი დავიძაბე მაგრამ მაინც გაფაციცებით უკან მივყვებოდი მართას. ტყეში ასე ღრმად არასოდეს შევსულვარ, მითუმეტეს ბინდი იყო და გზის გაგნება ჭირდა, რაღაც ადგილს მივუახლოვდით, თითქოს ჩვეულებრივი ფიჭვის ტყე იყო, თუმცა ბილიკს ბოლომდე ჩავყევით, შემდეგ მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ შემდეგ კიდევ მარჯვნივ შევუხვიეთ და ჩვენს წინ გადაიშალა ულამაზესი ქალაქის, ჩვენი თბილისის ხედი. საინტერესო ის არის რომ თბილისში არ იყო ღრუბლიანი ამინდი, თბილისში მზე იყო და ახალი სიცოცხლით სავსე დღე უკვე დაწყებულიყო. თითქოს განსხვავებულ პლანეტებზე ვიყავით... ამ სილამაზემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. -მოგეწონა სიურპრიზი? -ძალიან ლამაზია -მხოლოდ მე ვიცი ეს ადგილი, უკვე მე და შენ... დავიბენი, არ ვიცოდი რა მეთქვა. წინა ურთიერთობებში მე აშკარა დომინანტი ვიყავი, ყოველთვის მე ვაკეთებდი სიურპრიზებსაც, მე ვიწყებდი სერიოზულ თემებზე საუბარსაც... ეს კი სულ სხვა შემთხვევა იყო, მართა ჩვენს ურთიერთობაში დომინანტად ჩამოყალიბებას ცდილობდა, ეს კი ძალიან მაშინებდა, ქართველობს ხომ ძალიან გვეშინია სიახლეების. დიდი ხანი ვიყავით ტყეში და ვუყურებდით ჩვენს დედაქალაქს, ვსაუბრობდით მუსიკაზე, კინოზე და სხვა უამრავ ჩვენთვის საინტერესო თემებზე, ხშირ შემთხვევაში ჩვენი გემოვნება არ ემთხვეოდა ერთმანეთს, თუმცა ეს პირიქით უფრო გვაახლოებდა ერთმანეთს, ვიცი ეს უცნაურია. იმდენად დავინტერესდი მართათი, რომ მისზე ფიქრებს ვეღარ ვიშორებდი, სულ მასთან ერთად მინდოდა ყოფნა, თითქოს ერთმანეთს ვავსებდით და ერთი, მთლიანი, სრულყოფილი ორგანიზმი ყალიბდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.