შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს გამო ყველაფერს შევძლებ..თავი 3


1-10-2016, 19:02
ავტორი BATIBUTA
ნანახია 2 073

ცოტახანი ბაღში გავჩერდი , მერე კი სახლში წასვლა გადავწყვიტე. კარგ ხაიათზე ვიყავი ამიტომ გადავწყვიტე რამე კექსი გამომეცხო. მუსიკა ჩავრთე მაღალ ხმაზე და გოგოებს დავუძახე რომ დამხმარებოდნენ.საქმეში ვიყავით გართულები , როცა მეზობლის პატარა ბავშვმა დაგვიძახა. კონვერტით მეგობრის ქორწილის მოსაწვევი მოგვიტანა, ამ ყველაფერმა უფრო გაგვამხიარულა ამიტომ გადავწყვიტეთ საღამოს ბავშვებისთვის დაგვეძახა და წვეულება მოგვეწყო.ყველას დავურეკეთ რომ მოსულიყვნენ ისინიც სიხარულით დაგვთანხმდნენ ,ამიტომ შევუდექით სამზადისს. წვეულების მოწყობა ბაღში გადავწყვიტეთ რადგან იქ ყველაფერი გვიწყობდა ხელს, სუფთა ბუნება, აუზი, ბევრი გასართობი მეტი არაფერი არ იყო საჭირო.საღამოს უკვე ყველაფერი მზად იყო , ბავშვებიც ნელ-ნელა მოდიოდნენ , მხოლოდ ლევანი არ ჩანდა, რამაც ნერვები მომიშალა ,მაგრამ მალევე მოვედი ხასიათი და წვეულებას შევუერთდი.მუსიკა, ზაფხული, საუკეთესო მეგობრები, და ცოტა დალევა რაც მალევე მომეკიდა კარგ ჰარმონიას ქმნიდა. ყველაფერს დავთმობდი აქ დარჩენა სულ რომ შემეძლოს. უკვე კარგად დაღამებულიყო როცა ლევანი გამოჩნდა ვიღაც გოგოსთან ერთად რაც ძალიან არ მესიამოვნა. გოგოს სახე არ ჩანდა , ეგ კი უფრო მაღიზიანებდა.მალევე მოგვიახლოვდნენ და ნაცნობი სილუეტებიც გამოჩნდნენ. ნინა და ლევანი , ლევანი და ნინა, უაზროთ ტრიალებდა მათი სახელები ჩემს თავში. უცებ მოვეგე გონს და ვითომ არაფერი არ მომხდარა ისე მივუახლოვდი მათ და მხიარულად მოვიკითხე.გაკვირვება ვერ დამალა ლევანიმ როცა ასეთი დახვედრა მოვაწყე. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, უკვე ძალიან გვიანი იყო , თან დაღლილობამ აშკარად თავისი ქნა ამიტომ სახლში წამოსვლა გადავწყვიტე. გოგოებს დარჩენა კიდევ უნდოდა ამიტომ მარტო მომიწია წამოსვლა. პირველად იყო როცა მარტო სიარულის არ მეშინოდა,ჩემს ფიქრებში გართული მოვაბიჯებდი როცა ნაცნობი სურნელი ვიგრძენი. ჩემი გრძნობები მოვთოკე და გაკვირვებულმა გავხედე
-ლევანი? აქ რა გინდა?
-მომენატრე- მითხრა და შუბლზე მაკოცა
-უხეშად მოვიშორე და ვკითხე-რა თამაშს თამაშობ? შენს საცოლეს არ მოეწონება ყველაფერი ეს, მე კი თოჯინა არვარ გაერთო და მომისროლო როგორც სხვები
-ნუ ბუზღუნებ მითხრა და ჩამეხუტა
-გავჩუმდი, გრძნობებმა მძლია, გავინაბე მის მკლავებში და გულზე მივეყრდენი
-აი ასე! -მითხრა და მაკოცა. ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ
-ჩემი ! ჩემი! ეს მე მითხრა, გული ამოვარდნაზე მქონდა. მალევე მივედით სახლში წასვლა არ მინდოდა მაგრამ თავს ვაიძულე და მოვშორდი.
-ღამემშვიდობის!
-ფერადი სიზმრები პატარავ! მითხრა და წავიდა. მთელი ღამე ვფიქრობდი. არ ვიცოდი რა მექნა, გული მასთან ყოფნას მთხოვდა, ტვინი კი დაშორებას მაიძულებდა. დიდხანს ვიწრიალე ბოლოს კი როდის ჩამეძინა არ მახსოვს. დილით გვიან გამეღვიძა. ჩემდა გასაკვირად სახლში არავინ დამხვდა, მხოლოდ მაგიდაზე დადებული კონვერტი იყო სადაც ლიზა მწერდა, : როცა გაიღვიძებ დამირეკე! -მეც მალევე მოვძებნე ტელეფონი და დავურეკე
-სად ხართ?
-ნინისთან, ქორწილის ამბებს გვიყვება
-მალე მოხვალთ სახლში?
-კი წამოვალთ ეხლა
-კაი გიცდით. გავუთიშე და წყალი გადავივლე. სანამ აბაზანიდან გამოვედი გოგოები უკვე მოსულიყვნენ და რაღაცას ბჭობდნენ. მეც ინტერესით მივედი მათთან და ვკითხე რა ხდებოდა
-გვანც! ქორწილზე რას იცმევ?
-აუ ეგ აღარც მახსოვდა. არ ვიცი, აქაც არაფერი მაქვს წამოღებული, მარ არაა აქ რამე კარგი კაბების მაღაზია?
-აქ არა მაგრამ ბათუმშია, თუგინდა იქ წავიდეთ
-არაა ცუდი აზრი, მოდი დღესვე წავიდეთ თან ზღვაზეც გავიდეთ , რამოდენიმე გოგოს უთხარით , თუ ყიდვა უნდათ ბარემ ერთად ვიყიდით
-კარგი იდეეაა. სოფის და ანას დავურეკავ და ეგენიც წამოვლენ. ხვალ აპირებდნენ წასვლას მარშუტით
-კარგით მიდით, მე მანამდე გავემზადები.მალევე ავარჩიე რა ჩამეცვა. მოკლე შორტები, ტოპი და კედები ჩავიცვი. თმა კუდად შევიკარი და ჩავედი გოგოებთან.ისინიც მზად დამხვდნენ და დავიძარით ბათუმისკენ. გზაში ისე გავერთეთ როგორ ჩავედით არც გაგვიგია. მალევე ვნახეთ სასურველი მაღაზია, სადაც ფართო არჩევანი იყო. ყველამ აარჩია სასურველი კაბა მხოლოდ მე ვერ ვიპოვე ის რასაც ვეძებდი. დიდ ხნიანი ძებნის მერე ძლივს ვიპოვე ის რაც მომეწონებოდა, წითელი ,გულზე დახურული და ზურგზე მთლიანად ამოღებული მოკლე კაბა ვიყიდე, რომელსაც თეთრი მაღლები , წითელში გაწყობილი ჩანთა და კოსტუმი შევუხამე. ისეთი ლამაზი იყო გოგოები აღტაცებას ვერ მალავდნენ.ზღვაზე წასვლა გადავიფიქრეთ, ახლოს მდებარე კაფეში დავსხედით და ცივი ყავა შევუკვეთეთ, ცოტახნიანი დუმილის მერე ანამ გვითხრა
-ლევანის ახალი შეყვარებული ნახეთ? ძალით სწერვაა
-ნეტა ქორწილში მაგასთან ერთად მოვა?- იკითხა სოფიმ
-არ ვიცი გასცა პასუხი ანამ.
-ამ დროის განმავლობაში ჩუმად ვიყავი. ნეტა მართლა წამოიყვანს ნინას? ეს ფიქრები არ მასვენებდა. სიტუაციის განსამუხტად ლიზამ სხვა თემა წამოიწყო. მალევე მოვრჩით ლაპარაკს და სახლში წამოვედით. ისეთი დაღლილი ვიყავი მოსვლისთანავე დამეძინა. 10 საათი იყო რომ ხმაურმა გამაღვიძა.ბავშვები იყვნენ ამიტომ მეც მათთან ჩასვლა გადავწყვიტე. როგორც ჩანს ჯოკერს თამაშობდნენ . თითქმის ყველა იყო მხოლოდ ლევანი არ ჩანდა. გამიკვირდა მაგრამ არ შევიმჩნიე. 2 დღეში უკვე ნინის ქორწილი იყო, რომელსაც დიდი ქაოსი მოჰყვა. ყველა რაღაცას აკეთებდა, თუმცა საღამოობით ერთმანეთის ნახვას მაინც ვახერხებდით, მხოლოდ ლევანი არ ჩანდა ეს დღეები.და დადგა ქორწილის დღეც. გოგოები უკვე მზად ვიყავით და ნინისთან მივდიოდით.პატარძალი იყო რაღაც საოცრად ლამაზი. დიდი გაშლილი კაბა ეცვა, თმა და მაკიაჟიც საუცხოოდ გაეკეთებინა. ბარბის თოჯინას მოგაგონებდათ. ჯვრის წერა, ხელის მოწერა, ულამაზესი იყო ბოლოს კი ყველა დარბაზში ვიყავით შეკრებილები. მეგობრებს ცალკე დიდი მაგიდა გამოგვიყეს. ცოტა ხნის მერე ლევანიც გამოჩნდა , ისეთი სიმპატიური იყო , გოგოებმა პირები დააღეს. გაოცებას ვერავინ მალავდა მხოლოდ მე ვიყავი უემოციოდ. ქორწილი ჩვეულებრივად მიდიოდა,უკვე ყველა მთვრალი იყო. ლევანის გოგოები ბუზებივით ეხვეოდა თავზე, არც მე არ განვიცდიდი ბიჭების ნაკლებობას. რაზეც ლევანი აშკარად ღიზიანდებოდა. უკვე საკმაოდ ბევრი ქონდა დალეული როცა დავინახე დამკვრელს რაღაცას ეხვეწებოდა, ბოლოს მიკროფონი აიღო და დაიწყო..
-ზუსტად 4 წლის წინ გავიცანი ერთი გოგო, რომელმაც ჩემი ცხოვრება საბოლოოდ შეცვალა. გასაკვირი ისაა , რომ ზუსტად ქორწილში გავიცანი ის.მაშინ ის ძალიან პატარა იყო , ვერაფერს ვერ ხვდებოდა, არ იცოდა რა უნდოდა, ასაკის მიუხედავად ბავშვობიდან ძალიან ჯიუტი იყო , ძლივს მოვაწონე თავი, ძლივს შევუყვარდი, ვუყვარდი ნამდვილი, წრფელი სიყვარულით.ერთმანეთით ვხარობდით, ერთმანეთით გვიხაროდა ყველაფერი. მაგრამ, მოხდა ისე რომ დაგვაშორეს, დაგვაშორეს ხალხის უაზრო ყბედობამ, მათმა უაზრო ლაპარაკმა. მის მერე არ გასულა დღე როცა ის არ მომნატრებია. იყო მომენტები როცა მისი ერთი ჩახუტება ყველაფერს უშელიდა, როცა მისი ერთი მიყვარხარ ყველა წვიმიან დღეში მზეს ამოიყვანდა.ყველამ იცის როგორი ვიყავი, ზედმეტად ნაგლი, იაზვა, მუდამ შარს ვეძებდი, მაგრამ როცა ის მყავდა ყველაფერი მავიწყდებოდა, მავიწყდებოდა რა ვიყავი სინამდვილეში, და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი და იმას ვაკეთებდი რომ მას ჩემი საქციელით არ ტკენოდა. ახლა კი, როგორც პირველად, გვანცა მინდა გითხრა რომ მიყვარხარ, მიყვარხარ ისე როგორც არასდროს არ მყავრებიხარ. არ არსებობს გოგო რომელიც შენს მაგივრობას გამიწევს. მხოლოდ შენით მიხარია დილის გათენება. მინდა რომ მხოლოდ ჩემი პატარა გოგო გერქვას..
-ვუსმენდი და ცრემლები თავისით მომდიოდა. არ ვიცოდი რა მეთქვა , გავიქეცი და ჩავეხუტე, ამდენი ხნის მერე პირველად ჩავეხუტე. ხელებს ძალიან მაგრად ვუჭერდი, მეგონა რომ ვინმე წამართმევდა..იმ დროს ჩემთვის ყველა და ყველაფერი გაქრა, მხოლოდ ვარსებობდით მე და ლევანი. ლევანი და მე, სხვა არავინ.უცებ გამოაცხადეს , ეს სიმღერა ეძღვნება ლევანის და გვანცას და დაიწყო ,,Passenger'ის her let go'' ზუსტად ამ სიმღერაზე ამიხსნა პირველად სიყვარული ლევანიმ. საცეკვაო მოედანი გაგვითავისუფლეს, მხოლოდ ჩვენ ვცეკვავდით. უცებ ლევანი გადმოიწია და ყურში ჩამჩურჩულა
-მიყვარხარ!
-მეც მიყვარხარ
-აღარასდროს აღარ მიგატოვებ!
-სამუდამოდ?
-სამუდამოდ..
ჰეეიით იმედია მოგეწონებათ ახალი თავი. ცოტა პატარა გამომივიდა ამიტომ ამისთვის ბოდიშით დიდი მადლობა დადებითი კომენტარისთვის, ველოდები თქვენს შეფასებას, სიყვარულით ბატიბუტა



№1  offline წევრი isterichka123

ბატიბუტა დზან მაგარია ასე გაგრდზელე

 


№2  offline წევრი Mariam Modu

სამივე თავი კარგია <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგია საინტერესო მადლობს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent