სიყვარულის შიშის სინდრომი (18)
როდესაც მამუკა დავინახე შიში ზიზღად გადამექცა , უკვე ვხვდებოდი რასაც გააკეთებდა და თავს ამისთვის ვამზადებდი , ყველანაირად შევეცდებოდი რომ დათისთვის სიმართლე ამხესნა მაგრამ ისიც ვიცოდი რომ მამუკა გამარჯვების საშუალებას არანაირად არ მომცემდა , მას მე არ მოვწონდი რადგან მისი პრინიპბის წინააღმდეგ წავედი და მეტიც ისე ვუყვირე თითქოს ჩემი შვილი ყოფილიყო... ახლაც ისე მიყურებდა რომ მარტო თვალებით მჭრიდა , მანიშნებდა რომ ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა და ახლა გადამიხდიდა სამაგიეროს , მე ურეაქციოდ ვუყურებდი , არც მეშინოდა და არც ვუარყოფდი მის სიტყვებს რადგან ეს სიმართლე იყო , მაგრამ კიდევ ბევრი რაღაც იყო ჭეშმარიტება რომელსაც მამუკა ტყუილად გამოიყენებდა... როდესაც ვიბლიანმა მამუკას სიტყვები გაიგო სახის გამომეტყველება შეეცვალა , დაიბნა , ჯერ მამამისს უყურებდა შემდეგ კი მე გამომხედა და სიტყვების გარეშე მკითხა ეს სიმართლე იყო თუ არა... ვიბლიანისთვის არაფერი მითქვამს , მხოლოდ მამუკას ვუყურებდი , თვალებში ვუყურებდი და მთელი სხეული დაძაბული მქონდა , მართლა მთელი გულით მინდოდა სილა გამეწნა მაგრამ მთელი ძალით ვიკავებდი თავს , მარტო იმიტომ რომ უფროსი იყო და რაღაცნიარად პატივს მაინც ვცემდი , თან ყველაფერის მიუხედავად იმ ადამიანის მამა იყო რომელიც მიყვარდა... -ვერ გავიგე - დაბნეულმა იკითხა ვიბლიანმა და მამუკას გახედა როდესაც ჩემგან პასუხი ვერ მიიღო -რამე უცნაური ვთქვი? - მისი როლის თავი დაიწყო მამუკამ , ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და თავი გააქნია -გაიმეორე რა თქვი - ხმა გაამკაცრა ვიბლიანმა და მამამისს ინტერესით მიაშტერდა -მისი სამუშაოს შესახებ არაფერი იცი? - ვითომ დაბნეულმა ჩაილაპარაკა მამუკამ და მე გამომხედა , თან თვალებით დამცინოდა -შენ კიდევ დიდხანს აპირებ ესე კითხვების დასმას თუ პირდაპირ მეტყვი რისი თქმაც გინდა - უხეშად უთხრა ვიბლიანმა და მე გამომხედა მეც გავხედე და თავი დავხარე , ვერ ვხვდებოდი რატომ არაფერს ვამბობდი , თუმცა ახლა სიმართლეს ლაპარაკობდნენ და თავის დაცვის უფლება არ მქონდა -ის ბარში მუშაობდა მიმტანად - მხრები აჩეჩა მამუკამ - რა იყო არ იცოდი? - გაკვირვებულმა გახედა მის შვილს -არა - დაბნეულმა და თან გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა ვიბლიანმა და მე გამომხედა - ეს მართალია? - მამამისს არ დაუჯერა და ჩემგან მოუნდა პასუხის გაგება თავი დავხარე და ცოტახანი გავჩუმდი , ემგონა ჩემი დუმილი იტყოდა ყველაფერს მაგრამ ამაოდ... ვერაფერი თქვა , ან თქვა მაგრამ ვიბლიანს ჩემი ხმის გაგონება უნდოდა , ალბათ ელოდა რომ ვუარყოფდი და ამით წყენას მოვაშორებდი , მაგრამ ვერ გავბედავდი მის კიდევ ერთხელ მოტყუებას... -კი მე აქ ვმუშაობდი - ხმა დავასერიოზულე და მთელი ძალით ვეცადე არ მეტირა , ჯერ ვიბლიანს შემდეგ კი მამუკას გავხედე და თვალებში ზიზღით გამინათდა -მოიცა აბა ნათესავიო? და საავადმყოფოო? - ჩუმად ჩაილაპარაკა ვიბლიანმა და თავი ჩემკენ მოაბრუნა , ახლაც კი ცდილობდა რომ მამამისთან დავეცავი და კარგი გამოვეყვანე -ვერ გავბედე შენთვის სიმართლე მეთქვა - თავი დავხარე და ხმა ამიკანკალდა -და რატომ? - ირონიულად ჩაილაპარაკა ვიბლიანმა და ხელი ჩამკიდა - ერთი წამი მოვალთ - მამამისს გადახედა და მისგან შორს გამიყვანა -იმიტომ რომ ის მამაშენი იყო - ვუთხარი ნაღვლიანად მაშინ როდესაც გავჩერდით ვიბლიანმა ხელი გამიშვა და გაბრაზებულმა ხელები თავზე დაიწყო , მიტრიალდა და ღრმად ჩაისუნთქა , ვხედავდი რომ ეს ყველაფერი ძალიან ტკენდა მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო , კიდევ რომ მომეტყუებინა მისი დაკარგვის შანსი ძალიან დიდი იყო , იმაზე ბევრად დიდი ვიდრე ახლა... -და მაგას რა მნიშვნელობა ჰქონდა? - ხმას აუწია და როდესაც მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა მზერა ამარიდა -დათი ჰქონდა , უბრალოდ მაშინ ვიცოდი ვინც იყავი და ვერ გითხარი რომ მამაშენთან ვმუშაობდი - მამუკას გავხედე და მუშტები შევკარი , მარტო იმიტომ მძულდა ეს ადამიანი რომ მის შვილს ესე აწამებდა -ამდენი ხანი მიყურებდი და ამას მიმალავდი? ან იმ დღეს რატომ არ მითხარი როდესაც სამუშაოდან გამოგიშვა? - უეცრად ის დღე გაახსენდა და დაბნეულმა გამომხედა -იმიტომ რომ მამაშენი იყო! - უცერად ხმას ავუწიე , რადგან ვერაფერი ვერ გავაგებინე მაგრამ ამის გამო უფრო მეტად მეჩხუბებოდა -მე მასზე გიყვებოდი , გეუბნებოდი რომ მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა შენ კიდევ ამ ყველაფერს ესე უაზროდ ისმენდი? მას იცნობდი და ეს როგორ არ მითხარი კატო! - ხელებს ჰაერში შლიდა და მისი ხმა ირგვლივ ყველას ესმოდა -რომ მეთქვა ჩვენს შორის ურთიერთობა შეიცვლებოდა - ნაღვლიანმა ჩავილაპარაკე და თავი დავხარე -რა შეცვლიდა კატო? - გაეცინა ვიბლიანს - მე შენ მომწონდი და მამაჩემი ვერაფერს დამაკლებდა , დღესაც კი მზად ვარ მის წინააღმდეგ წავიდე შენ გამო მაგრამ უბრალოდ ვერაფერს ვიგებ , არ მესმის შენი ლოგიკის - მხრები აჩეჩა და მომიახლოვდა -შენ არაფერი გესმის და ვერც გამიგებ! - უეცრად ვუთხარი და შემდეგ ვინანე , ვხვდებოდი რომ უარსს ვაკეთებდი -და შეეცადე რომ ამიხსნა კატო! შენ მიმართ ნდობას ნუ დამიკარგავ გევედრები ამ კაცის ერთი სიტყვის გამო! - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა -რა გითხრა დათი? რომ აქ არ ვმუშაობდი? მაშინ კიდევ მოგატყუებ და ეს არ მინდა! დიახ მე მამაშენის ბარში ვმუშაობდი მაგრამ შემდეგ სამსახურიდან გამომიშვა , აღარ ჩავთვალე საჭიროდ შენთვის რამე მეთქვა რადგან შემეშინდა. - თავი დავხარე და მამუკასკენ გავიხედე რომელიც ჯერ კიდევ ჩვენ გველოდებოდა -სამსახურიდან რატომ გამოგიშვა? - უეცრად მკითხა პატარა ვიბლიანმა და ინტერესით მომაშტერდა -იყო რაღაც მიზეზები - მოკლედ მოვუჭერი და მზერა ავარიდე -ჩემ გამო? - დაბნეულმა მკითხა მან და მამუკას გახედა , შემდეგ კი თავი გააქნია -არა მხოლოდ ჩემი მიზეზებით - გავხედე და გავუღიმე იმის ნიშნად რომ არ ვატყუებდი , რატომღაც მეგონა რომ ასე დავაჯერებდი -გევედრები ისეთი პასუხი მითხარი ჩემ კითხავზე რომ დავიჯერო , რომ მის წინააღმდეგ წავიდე! - ხმას აუწია ვიბლიანმა და ხელს მუშტი დაარტყა -რა პასუხს ელი? რომ არ მომიტყუებიხარ? - თავი დავხარე და გაცრემლიანებული თვალები დავუმალე -არა პირიქიღ მინდა რომ სიმართლე მითხრა და კიდევ ის თუ რატომ დამიმალე ეს ყველაფერი? არ მჯერა შენი კატო კიდევ რაღაცას მიმალავ და იცოდე თუ ეგ სერიოზულია მაშინ აუცილებლად უნდა მითხრა! - ხმას დაუწია და მუდარით გამომახედა -დათი უბრალოდ იმიტომ დაგიმალე რომ მაშინ არ გიცნობდი , არ ვიცოდი რა რეაქციას მოყვებოდა ამ ყველაფერს , მეგონა დამცინებდი და ამის გამო აბუჩად ამიგდებდი , ჩვენ თავიდან ჩხუბით დავიწყეთ ურთიერთობა და რომ მეხსენებინა მამაშენი მეგონა ამას დამაყვედრიდი - პირდაპირ ვუთხარი რასაც ვფიქრობდი და თავი დავხარე -მე მამაჩემი არ მეამაყება კატო - თავი გააქნია ვიბლიანმა - შენ კი არასწორად მოიქეცი - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა , გაიღიმა და მამუკას გახედა რომელიც ჩვენკენ მოდიოდა -ვიცი დათი - მოკედ მოვუჭერი და მზერა ავარიდე -კაი მაგას თავი დავანებოთ მერე რატომ არ მითხარი? - ისევ ხმას აუწია და თავი მის ხელებში ჩარგო ვხედავდი რომ ამ ყველაფერმა გაანადგურა და ეს მე უფრო მეტად მტკენდა გულს ვიდრე მას , უეცრად შემეშინდა მამუკაზე სიმართლის თქმის რადგან უფრო ცუდად გახდებოდა , მარტო ჩემსას არა მამამისის ნდობას დაკარგავდა და სამუდამოდ შეიძულებდა მას , ამითი მას ბოლოს მოვუღებდი და მეც ვერაფერს მოვიგებდი ამ საქციელით წაგებარო რომ რამე არ ვთქვათ... თუმცა ჩემი თავი არ მაინტერესებდა მხოლოდ მასზე ვფიქრობდი... -რა გაყვირებს შენ გიყურებს ხალხი - გაბრაზებული მოვიდა მამუკა ჩვენთან და დათი ხელი ჩაჰკიდა - საერთოდ რამეს რატომ უხსნი? მან მოგატყუა წამოდი თავი დაანებე - თავი გააქნია და მისკენ მოქაჩა მისმა სიტყვებმა საოცრად გაკვირვებული დამტოვა , არა ვიცოდი რომ ამ კაცს გულზე არ ვეხატებოდი მაგრამ ამდენად თუ დამამცირებდა დათისთან არ მეგონა , მისგან ამ სიტყვებს არ მოველოდი... -რა? - ჩაიცინა პატარა ვიბლიანმა - შენ მაგარი არაკაცი რომ ხარ ვიცი , მაგრამ შვილსაც თუ არაკაცობას ასწავლიდი ამას როგორ ვიფიქრებდი - ირონიულად ჩაილაპარაკა დათიმ - შენ სიყვარულზე საერთოდ რამე გსმენია? - სახე ახლოს მისწია მასთან და ყურში უჩურჩულა -დათი რეებს ამბობ? - დარცხვენილა ჩაილაპარაკა მამუკამ და მე მზერა ამარიდა -რასაც ვფიქრობ მამიკო , იცი რას ვერ მივხვდი ახლა? - ჩაიცინა - შენ უბრალოდ შეგეძლო კატოსთვის გაგეღიმა მაგრამ ამის მაგივრად მოგინდა მასთან მეჩხუბა - თავი გააქნია - რატომ? - ინტერესით მიაშტერდა მამუკას და ირონიით გაუღიმა -იმიტომ რომ ეს გოგო შენი შესაფერისი არ არის - დაუფიქრებლად უპასუხა მამუკამ და მე ზიზღით გამომხედა -კიდევ გავიმეორებ კითხას - ჩაახველა პატარა ვიბლიანმა - რატომ? -ის შენი წრის არ არის - მხრები აჩეჩა მამუკამ და გაუღიმა -შენ და შენი წრე! რომ შემეძლოს ჯანდაბაში გაგიშვებდით - ზიზღით ჩაილაპარაკა პატარა ვიბლიანმა და გაიცინა - შენ დედა გიყვარს საერთოდ თუ იმიტომ გყავს გვერდით რომ ფულიანია? - ბოლო სიტყვას ხაზი საგრძნობლად გაუსვა -მე ის რათქმაუნდა მიყვარს - დაუფიქრებლად უპასუხა მამუკამ -მაშინ შენ სიყვარული ფულის გამო გცოდნია - გაიცინა დათიმ - იცი როგორ მიხარია რომ არ გგავარ - გაუღიმა და გვერდით მომიდგა - ხო ის უბრალოა! და ზუსტად ამ უბრალოებით შემიყვარდა , იცი ოღონდ ის იყოს ჩემთან და თუ შენი დათმობა მომიწია , ხომ იცი რომ დაგთმობ - გაუღიმა დათიმ და ჩემკენ გამოიხედა მისი სიტყვები ძალიან მაბედნიერებდა , მის სიყვარულში უფრო მარწმუნებდა და თავს ამაყად ვგრძნობდი , მაგრამ მამუკასი მართლა მეშინოდა , ისე საუბრობდა რომ მეტს მოითხოვდა ჩემგან , ბოლოს ვეღარ გავუძელბდი და მას ისევ მივაყენებდი შეურაწყოფას... -მას შენ არ უყვარხარ დათი - უეცრად თქვა მამუკამ და დათის სერიოზული სახით გახედა -აი შენ საიდან იცი რომ არ ვუყვარვარ? - ირონიულად ჩაილაპარაკა პატარა ვიბლიანმა -რადგან გეუბნები ანუ ვიცი! - ხმა გაამკაცრა მამუკამ და მე გამომხედა ამ ყველაფერმა პატარა ვიბლიანი უფრო მეტად დააბნია და ეჭვი შეუმატა ჩემ მიმართ -მას ეს შენთვის ნათქვამი აქვს? - დაბნეულმა კითხა დათიმ და შემდეგ მე გამომხედა -ის აქვს ნათქვამი რომ შენ ვერასდროს შეგიყვარებს - მხრები აჩეჩა მამუკამ და ღიმილით გამომხედა უკვე თავის კონტროლს ვკარგავდი , ვცდილობდი კიდევ დამეტანებინა ძალა თავისთვის მაგრამ ამ სისულელეების მოსმენა უკვე ყელში იყო... -სისულელეა - სიცილით ჩაილაპარაკა ვიბლიანმა და თავი გააქნია -იცით თქვენთან კითხვა გამიჩნდა - გავუღიმე - გასაგებია რომ მე არ მოგწონვართ მაგრამ - თავი გავაქნიე - თქვენი შვილი საერთოდ არაფერს არ ნიშნავს თქვენთვის? - ინტერსით გავხედე -ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერს რომ ნიშნავს ზუსტად ამიტომ ვეუბნები რომ შენთან არ უნდა იყოს - დაუფიქრებლად მიპასუხა მამუკამ და ამან გამაცინა -რატომ მასზე ცუდ გავლენას ვახდენ? - ირნოიულად ჩავილაპარაკე -უბრალოდ არ ხარ მისი ღირსი! - ხმას აუწია ამ დროს ვიბლიანი გვისმენდა და არაფერს არ ამბობდა , ვერ გაეგო რომელისთვის დაეჯერებინა , უნდოდა რომ მართალი ვყოფილიყავი მაგრამ მამუკა ამის დაჯერების უფლებას არ აძლევდა -რატომ იმიტომ რომ თქვენი შემოთავაზე არ მივიღე? - მხოლოდ იმიტომ წამოვიძახე რომ ნერვებმა მიმტყუნა , საერთოდ არ ვაპირებდი ამის თქმას მაგრამ წამომცდა და გაჩერება უკვე გვიანი იყო , რადგან ვიბლიანმა ყველაფერი კარგად გაიგონა -რა შემოთავაზება? - კიდევ უფრო დაიბნა პატარა ვიბლიანი და ახლა მე მომიტრიალდა -არაფერი დათი - ჩემ მაგივრად უპახუდა მამუკამ და თვალები დამიბრაიალა , ამით მანიშნა რომ უნდა გავჩუმებულიყავი -კატო მითხარი რა შემოთავაზება! - მისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია დათის , მისკენ მიმატრიალა და თვალებში ჩამხედა , მისი თვალები უფრო შავი გავხდარიყო ვაკვირდებოდი და მაშინ როდესაც ტკიოდა მისი თვალები სრულ სიბნელეს ასახავდა , ბევრად მუქდებოდა და შავ მელანს გავდა რომლითაც ისტორიას წერდნენ , ასე იყო მისი თვალებიც ერთი შემოხედვით გიყვებოდა მის ისტორიას -იცით მე ამის თქმა არ მინდა , ამდენი ხანი თავს მხოლოდ იმიტომ ვიკავებდი თქვენი ურთიერთობის გაფუჭება არ მინდოდა მაგრამ როდესაც ვუყურებ როგორ ანადგურებთ თქვენ შვილს ესე ჩუმად დგომა არ შემიძლია - ცრემლები წამომივიდა - ადრე თქვენ ურთიერთობას დავაყენებდი ჩვენსაზე წინ და ამას არ ვტყოდი მაგრამ დღეს , დღეს დარწმუნებული ვარ რომ დათი თქვენნაირ მამას არ იმსახურებს , თქვენ მის გამოსწორებას ცდილობდით და გავიწყდებოდათ რომ თვითონ იყავით გამოსასწორებელი! - გავუღიმა და ერთი ნაბიჯით ჩამოვშორდი , დავდუმდი და დათისაც ავარიდე მზერა , მამუკას ვუყურებდი და მისგან პასუხს ველოდი -კატო შენ ჩემსას ვერასდრო ვერ გაიგებ და უბრალოდ გირჩევნია რომ გაჩუმდე , ჩემს შვილს ყველაფერს თვითონ მოვუყვები მაგრამ შენ გარეშე - ზიზღით ჩაილაპარაკა და მთელი სხეული დაეძაბა -რატომ ჩემ გარეშე? იმიტომ რომ მე ცუდად გამომიყვანოთ და მას ტყული უთხრათ? მოდით აქვე მოყევით ყველაფერი და გეფიცებით ყველაფერი სიმართლე რომ იყოს საერთოდ არ შეგაწყვეტინებთ - ნიშნისმოგებით ვუთხარი და ვიბლიანს გავხედე რომელიც მე მომშტერებოდა და ჯდე კიდევ ჩემ პასუხს ელოდა -კატო მითხარი რაზე ლაპარაკობ თორემ ჩემს თავზე პასუხს ნამდვილად არ ვაგებ! - ხმას აუწია ვიბლიანმა და მამუკას გახედა - მიდი მითხარი ის რაზე ლაპარაკობს - მამუკას მიუტრიალდა და მას მიუახლოვდა -მე მას ვთხოვე რომ შეეცვალე - ისე ჩაილაპარაკა მამუკამ ვითომც არაფერიო და ამან ძალიან გამაკვირდა -და ასე უდარდელად ამბოთ ამ ყველაფერს? თქვენ თქვენი შვილის გამოყენება მთხოვეთ და ეს უბრალოდ შეცვლაა? - ხმას ავუწიე და ხელები გაერში გავშალე -მე მხოლოდ იმიტომ გითხარი ეგ რომ ის შეცვლილიყო - ხმას აუწია მამუკამ და თანდათან სირცხვილის გრძნობა იპყრობდა -და შესაცვლელი რა მჭირდა? - დაბნეულმა კითხა დათიმ და თვალი თვალში გაუყარა -შენ შესაცვლელი ახლაც ხარ! - უყვირა მამუკამ და მე გამომხედა - შენ ის უარესობისკენ შეცვალე არათუ კარგისკენ! - ზიზღით ჩაილაპარაკა -არ გაბედო! - იყვირა პატარა ვიბლიანმა - არ გაბედო და მას ზედმეტი არ უთხრა! მე თუ შევიცვალე ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა და სხვას ამაში ნუ რევ! მან მე კარგი რაღაცეები მასწავლა , მაგრამ ის რაც შენ მასწავლე ჩემში არასდროს წაიშლება ეს გახსოვდეს! ასე რომ კატოს ნურაფერს აბრალებ! - მუშტები შეკრა დათიმ - ახლა კი მომიყევი რა გააკეთა მან! - მე მომიტრალა და ხელები ჩამკიდა -მან მთხოვა რომ შენთვის თავი შემეყვარებინა - თავდახრილმა ვუპასუხე და მამუკას გავხედე , ჩემი სიყვები მისვის ტყვიის გასროლას გავდა რომელმაც გულში გაუარა -და შენ რა უთხარი? - დაუფიქრებლად მიპასუხა პატარა ვიბლიანმა და თვალებში მომაშტერდა -არა რათქმაუნდა - დაუფიქრებლად გავეცი მეც პასუხი და თავი დავხარე -ნუთუ ესე გძულვარ რომ შენთვის მორიგ სათამაშოდ მაქცევ? - დათიმ მამამის გახედა და გაეცინა - შენგან ამას არ ველოდი მამუკა! მადლობა დიდი - გაუღიმა და თავი გააქნია -დათი მე ეს იმიტომ გავაკეთე რომ მინდოდა შეცვლილიყავი , მინდოდა სიყვარული გესწავლა და ჩემნაირი ცივი არ ყოფილიყავი - თავი დახარა მამუკამ -შემიყვარდა , მე ის საკუთარ თავზე მეტად მიყვარს და შენ ბედნიერი ხარ ამით? - გაუღიმა დათიმ და შემდეგ მე გამომხედა - ეს კი ნამდვილად ადრე უნდა გეთქვა - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა და თვალებზე ცრემლები მოადგა -მაგრამ მას უყვარხარ? თუ ის უბრალოდ თამაშობდა? - ზიზღით გამომხედა მამუკამ -თქვენ ეს კითხვა გაწუხებთ? - მასთან ახლოს მივედი - მე თქვენი შვილი თავდავიწყებით მიყვარს და ამას ვერავინ შეცვლის , ის არც იმიტომ შემყვარებია რომ თქვენ ფული შემომთავაზეც , არც იმიტომ რომ ის შეცვლილიყო - თავი გავაქნიე - უბრალოდ იმიტომ შემიყვარდა რომ მასში ჩემი თავი ვიპოვე , იმიტომ შემიყვარდა რომ ის იდეალურია , ის ის არის ვისაც ამდენი ხანი ვეძებდი და ბოლოდ თქვენი შვილი ვიპოვე , გასაგებია თქვენ ეს არ მოგწონთ მაგრამ მე ის მიყვარს და ამას შეეგუეთ - ცრემლები მოვიწმინდე და რამდენიმე ნაბიჯით ჩამოვშორდი -არასდროს მეგონა რომ შენნაირი უვარგისი გოგონა ცხოვრებას დამინგრევდა - ირონიულად ჩაილაპარაკა მამუკამ და ჩაიცინა მისმა სიტყვებმა ყველანაირად გამანადგურა , არვიცი რატომ მაგრამ ეს სიტყვა ძალიან მომხვდა გულზე , ყოველთვის ვცდილობდი დამემტკიცებინა რომ რაღაცას ვნიშნავდი ახლა კი ვიღაცამ პირდაპირ მითხრა რომ უვარგისი ვიყავი... უეცრად დათი მისკენ გაიწია და შეკრული მუშტი სახეში გაარტყა , გაშეშდა და მამამისს მიაშტერდა , ხან მუშტს დახედავდა , ეს არ ჯეროდა მაგრამ არც მის თავს ადანაშაულებდა რამეში... -მე შენ გაგაფრთხილე მამიკო - ბოლო სიტყვას ხაზი გაუსვა და გაუღიმა - არაფერს არ გეტყვი იმაზე რომ ჩემ გამო ფულს იხდიდი მაგრამ იმ ადამიანის შეურაწყოფას არ გაპატიებ რომელიც მიყვარს - თავი გააქნია - თუ გინდა ტასო მიიღე - უეცრად გაჩერდა - თუმცა არა შენ მამაჩემი აღარ ხარ და ჯობია არ გამეკარო! განსაკუთრებით კი გაფრხილებ რომ კატოს არ გაეკატო თორემ გეფიცები დავივიწყებ რომ შენი შვილი ვარ! - დაამთავდა და მისი მანქანისკენ წავიდა -მოიცა შენ მისი გჯერა? - დაბნეულმა გახედა მას მამუკამ და თვალები გაუფართოვდა -რათქმაუნდა მისი მჯერა! მას იმაზე მეტად ვენდობი ვიდრე შენ გგონია - გაუღიმა და მისი გზა გააგრძელა მამუკასთვის არაფერი მითქვამს , უბრალოდ გავხედე და შემდეგ ვიბლიანს გავეკიდე... თუმცა ის არც არსად გაქცეულა , მანქანასთან თავჩაღუნული იჯდა და თვალებიდან ცრემლები სდიოდა , თან მიღიმოდა , მის ცხოვრებაზე იცინოდა... მის წინ დავდექი და მისი სახე ხელებში მოვიქციე , მისი ხელები ხელებზე დამადო და ხელისგულევი დამიკოცნა... -იცი მშობლებში შენ კი არა მე არ გამიმართლა - ღიმილით ჩაილაპარაკა და თავი გააქნია -გთხოვ ყველაფერი მაპატიე რა - ცრემლები წამომოვიდა და ავკანკალდი , ხმა ამიკანკალდა -მე შენ გითხარი რომ ვგრძნობდი კიდევ ერთ საიდუმლოს - გამიღიმა - შენ კი არ მითხარი! -მე რა უფლება მქონდა თქვენი ურთიერთობა გამეფუჭებინა? - თავი დავხარე -ხომ ისედაც თქვი არა? - გამიღიმა - უბრალოდ ადრე უნდა გეთქვა კატო და ჩვენს შორის ყველაფერი ნორმალურად იქნებოდა - ხელები მომაშორებინა და უკან დაიწია -დათი გევედრები მაპატიე , გთხოვ - ხელები მისკენ გავიშვირე და უფრო მეტად ავტირდი -მარტო მინდა ყოფნა - ხელში მანქანის გასაღები ჩამიდო - შენ სახლში წადი და არაფერზე არ ინერვიულო , კარგად ხუჭუჭ - ცრემლები მომწმინდა , ჩემს ბაგეებს ნაზას შეეხო და უკან დაიხია -გთხოვ ვიბლიანო გევედრები! - მანქანასთან ჩავიკეცე და თავი კარებს ჩამოვადე -ჭკვიანად იყავი ხუჭუჭ! - გამიღიმა და ტაქსის კარი მთელი ძალით მოხურა ხმამ შემაშინა და შევხტი , თუმცა ეს შიში მცირედი იყო იმასთან შედარებით რასაც ვგრნობდი... გეფიცებით მე მოვკვდი... მე სიყვარული დავკარგე და მოვკვდი... ვერ გამეგო რა იქნებოდა ხვალ... *********************************** სულ ორი თავი დარჩა. ველოდები თქვენს შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.