შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


2-10-2016, 15:09
ავტორი kato wiklauri
ნანახია 2 034

რამდენიმე დღე ფიქრობდა ქეთი ეთქვა თუ არა ყველაფერი თაკოსთვის. არ უნდოდა მეგობარი ასე გაემეტებინა და საკუთარ ძმაზე ყველაფერი მოეყოლა,მაგრამ ვერ გაუძლო ამ ტვირთს და მეგობარს სახლში მიადგა. თაკო სასადილო ოთხში ბავშვს საჭმელს აჭმევდა. მეგობარი რომ დაინახა ძიძას მიაწოდა და სამზარეულოში გაუძღვა.
-აბა გისმენ რა მოხდა?
-რა უნდა მომხდარიყო?-გაიკვირვა ქეთიმ
-ვიცი რომ რაღაც მოხდა. სახეზე გეტყობა, თან არ დაგავიწყდეს რომ მთელი ცხოვრებაა გიცნობ.-თაკომ გაზზე ყავა შემოდგა. მერე მაცივრიდან ნამცხვარი გამოღო. ლამაზად დაჭრა. ამასობაში ყავაც ადუღდა. ჭიქებში ჩამოასხა. ქეთის პირდაპირ ჩამოჯდა და მეგობარს თვალებში მიაშტერდა.
-დაიწყე
-ხანდახან როგორ მენატრება იცი ის დრო, როცა ბავშვები და უდარდელები ვიყავით. ყველაფერი კარგად იყო. მშვიდად
-ჰო მართლა კარგი იყო ბავშვობა. ძალიან მენატრება მეც. მაგრამ ახალ ამაზე სალაპარაკოდ არ მოსულხარ. ხომ ასეა?
-მართალი ხარ მეგობარო. დათოზე უნდა მოგიყვე რაღაც.
-კიდევ რაღაც ჩაიდინა?
-შენ კარგდა იცი რომ ის არ მიყვარს. არც არასოდეს მყვარებია. მისი ცოლი იმიტომ გავხდი რომ დამემუქრა. ნანას და მის ოჯახს რამეს დავმართებო და შემეშინდა. დავთანხმდი. მერე გავიგე რომ ნარკომანი იყო. წამალს სახლშიც იკეთებდა.
-ეს წარმოუდგენელია. ნუთუ ჩემ ძმას არ ვიცნობ.
-ეს ასეა თაკო. მინდა ახლა მოგიყვე ყველაფერი. ოღონდ არ გამაწყვეტინო. ამისთვის დიდი დრო დამჭირდა რომ ყველაფერი მომეყოლა.
-კარგი.
-ჩვენი ქორწინება არ შედგა. ან როგორ შედგებოდა როცა არ მიყვარდა არც მას ვუყვარდი. უბრალოდ აკვიატება ვიყავი მისი. არანაირი ურთიერთობა არ გვქონია. ცალ-ცალკე ოთახებში გვეძინა.თავიდან მითმენდა, ეგონა რომ დრო მჭირდებოდა და ადრე თუ გვიან აისრულებდა თავის საწადელს. მაგრამ მე არ ვიკარებდი ახლოს.ერთ დღეს ბევრი დალია და ჩემზე ძალადობა მოინდომა. კარგად იცი იმ დღეს რაც მოხდა. ამ ყველაფერს გავუძლებდი და გადავიტანდი მაგრამ საქმე უკვე მე აღარ მეხება. საქმე ეკას ეხება.
-ეკას?მასაც რამე დაუშავა?
-ხო სწორედ დათომ ესროლა ეკას. იმ დღეს ნარკოტიკების გამსაღებლები უნდა აეყვანათ და დათოც იქ იყო.ეკან ვიცანი და ვერ ვესროლეო.მაგრამ მან ასე გაიმეტა.ალბათ უფლის ნება იყო რომ ეკა გადარჩა.
-არაკაცი. ეს არ შერჩება . ეკას როგორ ესოლა?როგორ გაიმეტა. სასოწრკვეთილი იყო თაკო. დანა პირს არ უხსნიდა.-მოვკლავ. არ ვაცოცხლებ,ესეთი ურჩხული როგორ დაიბადა. ნუთუ რამე დავაკელით. ნუთუ ჩვენი ბრალია ყველაფერი?
-არა თაკო შენ რაფერ შუაში ხარ. ასეც ხდება ხანდახან. ახლობელი ადამიანები გვტკენენ გულს ყველაზე მეტად.
-მე დღეიდან ძმა აღარ მყავს.-ზიზრით წარმოთქვა თაკომ რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ.
გოგოებს საუბარი ხმაურმა შეაყვეტინა. მალე სამზარეულოში გიორგი შემოვიდა. უკან ნიკა მოჰყვებოდა. სახეზე ორივეს ეტყობოდათ რომ რაღაც სერიოზული მომხდარიყო. ერთმანეთს მიესალმენ, მაგრამ რაღაც დაძაბულობა იგრძნობოდა.
-თაკო საყვარელო რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ დამპირდი რომ არ ინერვიულებ.
-რა მოხდა გიორგი ხომ მშვიდობაა?
-საყვარელო ხომ იცი რომ დათოს პოლიცია ეძებდა. ხოდა წუხელ მიაგნეს მის ადგილსამყოფელს.მაგრამ არ დანებდა ცეცხლი გაუხსნა მათ და სროლის დროს დაიღუპა.
-არა,არაა ,-იკივლა თაკომ და ტირილი აუვარდა.
გულის სიღრმეში ქეთისაც შეეცოდა, მაგრამ რომ გაახსენდა რაც მოხდა და რამდენი რამე გადაიტანა მის გამო შვება იგრძნო. უცებ წარმოიდგინა რომ დღეიდან ის თავისუფალი იყო. დღეიდან ვეღავინ ჩადგებოდა მასსა და ალექსს შორის. ახლა უკვე სრულად შეეძლო ბრძოლა საკუთარი ბედნიერებისთვის.
-სიკვდილისთვის მაინც არ მემეტებოდა.მაინც ჩემი ძმა იყო.
-დამშვიდდი საყვარელო.-მოეხვია გიორგი,- გამაგრდი,მე შენს გვერდით ვარ....


დაკრძალვამ მშვიდად ჩაიარა. მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები იყვნენ. მიუხედავად იმისა რომ დათოს გვერდით ძალიან დაიტანჯა მაინც მივიდა. მოჩვენებითად როგორც მისი ქვრივი იდგა და სამძიმრებს იღებდა. მისი მშობლებიჩ გამოჩნდნენ, მისკენ წავიდნენ, მაგრამ ზურგი აქცია და გოგოებისკენ გადაინაცვა.ხალხში დაპირისპირებას მოერიდნენ. დაკრძალვიდან პირაპირ ქეთისთან წავიდნენ გოგოები. მხოლოდ თაკომ მოიმიზეზა უგუნებოდ ყოფნა და სახლში წაჰყვა ქმარს. ...
ალექსი სამსახურში გამოიძახეს და ამ ამბებს არ დასწრებია. მეორე დღეს ჩამოვიდა და პირდაპირ ქეთის მიადგა სახლში. კარი რომ გააღო და საყვარელი ადამიანი დაინახა სახე გაუნათდა და ძლიერად მოეხვია.შინ შეიპატიჟა.
-როგორ მომენატრე. მოეხვია ალექსი.
-მეც. გაიგებდი ალბათ ახალ ამბებს.
-კი გავიგე. ალბათ ასე ჯობდა, თორემ ჩემი ხელით სიკვდილი ეწერა. არ შევარჩენდი იმ ყველაფერს რაც ჩვენ მის გამო გადავიტანეთ.
-ღმერთმა ყველას ის მიუზღო რაც დაიმსახურეს. ალბათ ჩვენც რაღაც შევცოდეთ რომ ასეთი სატანჯველი გამოგვიგზავნა.
-ალბათ მე უფრო შევცოდე. რადგან შენ ისეთი ადამინი ხარ არ შეგიძლია არავისთვის ცუდის გაკეთება.
-ასე არაა. ყველას გვაქვს ცოდვები. არ აქვს მნიშვნელობა დიდია თუ პატარა. ცოდვა ცოდვაა და მორჩა.
-კარგი საყვარელო აღარ გვინდა ამზე ლაპარაკი. მე სხვა რამეზე უნდა გელაპრაკო.
-რა ხდება მშვიდობაა?
-კი მშვიდობაა. უბრალოდ სამსახურზე უნდა დაგელაპარაკო. ხომ იცი როგორი სამუშაო მაქვს?ყოველთვის შენ გვერდით ვერ ვიქნები, ხანდახან იქ ყოფნა მომიწევს. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე, კვირა ან თვეც კი.მზად ხარ ამ ყველაფერს შეეგუო?
-მე შენს გარეშე გავძელი ორი წელი. ისე რომ მეგონა აღარ გიყვარდი, მომატყუე და ცოლი მოიყვანე.მაშინ შევძელი ცხოვრება გამეგრძელებინა ყველაფრის მიუხედავად. ახლა ვიცი რომ გიყვარვარ, ჩემს გვერდით იქნები მზად ხარ ჩემზე დაქორწინდე და ჩემთნ ერთად გააატარო დანარჩენი დრო როცა იქ არ იქნები. ასე რომ ამასაც გავუძლებ. შენი სიყვარული ყველაფერს გადამატანინებს და გამაძლებინებს. მხოლოდ ერთს გხოვ თავს გაუფრთხილდი. მე კი შენს ლოდინში ჩემს პაციენტებს მივხედავ და დაგელოდები.
-მიყვარხარ, სიგიჟემდე მიყვარხარ,- მოეხვია ალექსი ძლიერად და ერთიანად დაუკოცნა სახე და ტუჩები.
-მე ხვალ ისევ მომიწევს წასვლა. შეკრებზე მივდივარ.ერთი თვით დავრჩები. მაგრამ ეკას ქორწილისთვის დავბრუნდები, მანამდე კი მინდა მარტო არ იყო. იქნებ ეკა გადმოვიდეს შენთან?
-დღეს არ ჩამოხვედი?ასე მალე რატომ მიდიხარ?
-უნდა მენახე და ისე წავსულიყავი, თორემ უშენოდ ვეღარ ვძლებდი.-გაეცინა ალექსს.
-საშიში აღარაფერია, ვიქნები მარტო.
-არა არ მინდა რომ მარტო დარჩე.
-მაშინ იქნებ შენი და გადმოვიდეს ჩემთან ახლოს გავიცნობ უფრო?
-ვინ თამუნა?მას არ სცალია. ბავშვთანაა ახლა?
-რაა?რა ბავშვთან?ვინ ბავშვთან?
-მოიცა შენ არ იცი?დღეს ნანა და გიგა ჩამოვიდნენ.
-არ არსებობს, მე როგორ არ მითხრეს,- გაბრაზდა ქეთი
-მეგონა იცოდი. ერთად ჩამოვედით. ისინი სახლში წავიდნენ, მე შენთან წამოვედი
-ახლავე დავურეკავ და დავპატიჟებ ჩვენთან.
-არ დაურეკო. ჩაიცვი და ჩვენ წავიდეთ მათთან.
-არა ალექს, შენს სახლში ვერ წამოვალ
-რატომ?-გაუკვირდა ბიჭს
-მე შენს მშობლებს არ ვიცნობ. არ ვიცი როგორ შემხვდებიან როგორ მიმიღებენ. რას იტყვიან
-მე დიდი ხანია არავის აზრი არ მაინტერესებს. მე შენ მიყვარხარ და მორჩა. ადექი ჩაიცვი და წავიდეთ. ძალით წამოაყენა ბიჭმა გოგო და საძინებლისკენ მიუთითა რომ ტანსაცმელი გამოეცვალა....

ოჯახი სუფრას მისხდომოდა და ვახშმობდნენ, როცა ალექსი დაინახეს. უკან გოგო მიყვებოდა. პირველმა ნანა შეამჩნია, სკამიდან წამოხტა და მისკენ გაიქცა.
-ქეთი ჩემო საყვარელო. როგორ მომენტარე. ხელები გაშალა და გოგოს მოეხვია. უკან გიგა მიჰყვა. მერე მათე წამოხტა სკამიდან და მისკენ გაიქცა.თამუნაც მათ გაჰყვა
-ნათლია მოვიდა. დაიყვიდა და ქეთის გაშლილ მკლავებს თავისი შეაგება. კისერზე შემოხვია პატარა ხელები და ლოყაზე აკოცა.
-ჩემო პატარა ბიჭო. როგორ ხარ?რამხელა გაზრდილხარ.
-რატომ აღარ მოდიოდი ჩემთან ნათლია. აღარ გიყვარვარ?არ მოგენატრე.
-ძალიან მომენატრე და ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარა. უბრალოდ არ მეცალა, მაგრამ გპირდები რომ ახლა ხშირად გნახავ ხოლმე
-არ მომატყუებ?
-არა ჩემო გოჭუნია. ქეთიმ კიდევ ერთხელ აკოცა ბავშვს და ძირს დასვა.-თქვენ როგორ ხართ?მიუბრუნდა ნანას და გიგას.-
-ჩვენ კარგად ვართ?პატარას ველოდებით,-ახარა ნანამ.-გილოცავთ ძალიან მაგარია.
-თქვენც შერიგებულხართ. ესეც კარგი ამბავია.
-ხო ნანა. ბედნიერი ვარ.
-შენ შეასრულე შენი პირობა და საუკეთესო ექიმი გამხდარხარ.
-ხო აბა სხვანაირად არც შემეძლო
-კიდევ დიდხანს იდგებით მანდ თუ შემოგვიერთდებით?ალექს მოდით აქ დაუძახა მამამისმა
ყველა სუფრასთან დაბრუნდა. ალექსმა ქეთის ხელი ხელზე მოჰკიდა და თან გაიყოლა.
-დედა მამა მინდა ერთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გაგაცნოთ.
-მას ხომ ისედაც ვიცნობთ?სწორედ მან გადამარჩინა.
-ეს აქამდე რატომ არ ვიცოდი?როდის?
-მამას ოპერაცია დასჭირდა და მან გაუკეთა ოპერაცია.
-ეს მე რატომ არ მითხარით დედა?
-ნუ ბრაზდები შვილო. შენ აქ არ იყავი მაშინ და თან იქიდან ვერაფრით დაგვეხმარებოდი. უფრო ინერვიულებდი.
-მოკლედ ასეა თუ ისე მე ეს ქალი მიყვარს და მასზე დაქორწინებას ვაპირებ.
-კი მაგრამ შვილო ის გათხოვილია და ქმარი ყავს.
-მას ქმარი ჰყავდა.და სიმართლე გითხრათ არავის აზრი არ მაინტერესებს ამის შესახებ.
-მე განათხოვარ ქალს არ მივიღებ ოჯახში- წამოდგა დედამისი და ხმას აუწია.-ხალხი რას იტყვის?თავი სად გამოვყო?
-ამას მე გადავწყვიტავ. ეს ჩემი საქმეა და სხვა არ მაინტერესებს. არავის საქმე არაა მე ვის მოვიყვან ცოლად. არც შენ არ ჩაგრევ ჩემ პირადში და არც სხვას. სხვისი აზრი რომ გავითვალისწინე ერთ დროს ამიტომ დავშორდი მას და ამიტომ მოგვიწია ცალ-ცალკე ყოფნა. გირჩევ შეეეგუო ამ აზრს, თუ არადა სახლიდან წავალ მასთან ერთად და ვეღარასოდეს მნახავთ. ხმას აუწია ალექსმაც.
-ალექს დამშვიდდი ნუ ყვირიხარ. ხელზე დაქაჩა ქეთიმ.-წავიდეთ. აქ არ უნდა მოვსულიყავით.ხომ გითხარი
-არა. დედა აბა რას იზავ?
-ნუ თუ ასე გიყვარს და უყვარხრ სხვა რა გზა მაქვს. დათმო ქალმა.
-დაჯექი შვილო. დღეიდან შენ უკვე ჩვენი ოჯახის წევრი ხარ.
-მადლობა მამა,- უთხრა ალექსმა და ქეთის სკამი გამოუწია, მერე თვითონაც გვერდით მუჯდა.
-რადგან მთელი ოჯახი აქაა, მაშინ მოდი სადღეგრძელო შევსვათ.ჩვენს ამ დიდი ოჯახს გაუმარჯოს.
-გაუმარჯოს,- წარმოსთქვა ალექსმა და მამის გამოწვდილ ჭიქას თავის ჭიქა შეაგება.....

მეორე დღეს ქეთიმ ალექსი დედაქალქში ადრიანად გააცილა.იქიდან სამსახურში წავიდა. გადატვირთული დღე ჰქონდა.ორი ოპერაცია ჩაატარა.მერე გიგას დაურეკა და თავისთან დაიბარა.შუადღეს ოპერაციას შორის შესვენებაზე გიგაც მოვიდა. კაბინეტში შეიყვანა
-გიგა შენთან ერთი საინტერესო წინადადება მაქვს. მინდა ჩვენი სააავდმყოფო გავაფართოვო და ახალი მიმართულება დავნერგო -ნეიროქირურგია. ეს აქ ახალი დარგი იქნება. ახალ აპარატურას ჩამოვატანინებ.ამისთვის შენ და შენი გამოცილება დამჭირდება.ახალ განყოფილებას ჩაიბარებ.
-იცი ქეთი ეს ჩემთვის მოულოდნელი შემოთავაზებაა და სიმართლე გითხრა არც მიფიქრია. მაგრამ მგონი ღირს დაფიქრება.ახლა როცა ნანა ორსულადაა და ბავშვს ელოდება აღარ მინდა მშობლებისგან შორს იყოს. მინდა მათთან ახლო იყოს. მგონი ურიგო არ იქნება თუ დავრჩებით.
-ანუ თანახმა ხარ?
-თანახმა ვარ.
-ძალიან კარგი.ასე რომ როგორც კი მზად იქნები შეგიძლია მუშაობა დაიწყო.
-რაღაც საქმეები მაქვს მოვაგარებ და საქმეს შევუდგები.მგონი ორი დღე დამჭირდება ამისთვის.
-შენ როგორც გინდა.აბა ახლა წავედი.ოპერაციზე შევდივარ. დროებით.
სახლში გვიან დაბრუნდა. ის იყო დასაძინებლად უნდა დაწოლილიყო რომ ზარი დარეკეს. კარი რომ გაააღო გაოცდა. მის წინ მამა იდგა.არც უკითხავს შეიძლება თუ არა შემოსვლაო ისე შევიდა ოთახში და დივანზე ჩამოჯდა. ქეთი უკან მიჰყვა.
-ახლა რაღა გინდა?
-შენი ქმარი საფლავში არ გაციებულა და უკვე საყვარელი მოიყვანე სახლში?
-მე არავინ არ მომიყვანია სახლში და ასეც რომ იყოს სრულწლოვანი ვარ და შენ არ დაგეკითხები არაფერს.
-შენ ჩემი შვილი ხარ და თავზე ლაფს არ დაგასხმევინებ.
-მე შენი შვილი არ ვარ. დიდი ხანია უარი თქვი ჩემზე.
-შვილი რომელმაც მთელი ოჯახი შეარცხვინა.
-რატომ?იმიტომ რომ იმას მივაღწიე რასაც შენ ვერ მიაღწიე თუ მიტომ რომ სიყვრულისთვის ვიბრძოლე და ყველა დავამარცხე?
-ყველაფერს შენი საყვარელის წყალობით მიაღწიე. უყვირა მამამ.
-რით ვერ შეიცვალე ეგ აზრი და რით ვერ ამოიგდე თავიდან?დედა სადაა?ნუთუ ისიც ასე ფიქრობს?
-ის სხვა რამეს რომ ფიქრობს იმტომ არაა ახლა აქ
-მასაც სიცოცხლე გაუმწარე და მეც.სადისტი და ეგოისტი ხარ.მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ.ადექი წადი აქედან არ ვაპირებ შენგან შეურაწყოფის მოსმენას.მე არ მყავს მამა. მე აღარ მყავს დედა. აღარ მყავს არც ერთი ახლობელი.ვისაც ჩემი არ სჯერა არ მჭირდება არც მე. იცი ვინ იყო ეგ შენი დათო?ლოთი, ნარკომანი. არაკაცი. ჩემზე ძალადობა მოინდომა და ჩემი გაუპატიურება სცადა, რომ არ მოესწროთ ალბათ გამაუბედურებდა. ისე მცემდა ხანდახან სამსახურშიც ვერ მივდიოდი, ასეთ ცხოველს გამაყოლეთ ცოლად და ახლა მოდიხარ და მანაშაულებ იმაში რომ საყვრაელი მყავს?დიახ მყავს.საყვარელი ადამიანი მყავს რომელსაც ვუყვარვარ და ისეთი ვუყვარვარ როგორიც ვარ, არ ცდილობს ჩემს შეცვლას და ჩემთან ყოფნას აპირებს. მე ბედნიერი ვარ და არ მოგცემ უფლებას რომ ეს ბედნიერება კიდევ ერთხელ დამინგირო. ახლა კი წადი.- უყვირა ქეთიმ ბოლო ხმაზე.საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებდა. ალბათ კაციც მიხვა რომ შვილი თავის გაკონტროლებას ვეღარ შეძლებდა და რამეს დაუშავებედა და სასწრაფოდ დატოვა სახლი. რამდენიმე წუთი დასჭირდა ქეთის დასამშვიდებლად. მართალია რამდენიმე ჭიქა შეიწირა,მაგრამ უშველა. ბრაზა ამოანთხია ბოლომდე და თითქოს დაიცალა ყვლაფრისგან. თითქოს ამან უშველა. ახლა სხვა ცხოვრებას იწყებდა უკვე ალექსის გვერდით და ამით ბედნიერი იყო....

***********************
ეკას ქორწილისთვის მზადება დასარულს უახლოვდებოდა. ყველაფერი ისე იყო როგორც ეკას უნდოდა. აიტეხა ქორწილი ღია ცის ქვეშ მინდაო და რადგან ზაფხული იყო წინააღმდეგი არავინ წასულა. თორნიკეს პატარა ქორწილი უნდოდა მაგრამ საყვარელ ქალს ვერ აწყენინა და დანებდა. სპეცრაზმის წევრებიც დაპატიჟეს. ახლობლები. მეგობრები. ოჯახის წევრები და საბოლოოდ საკმაოდ მოგროვდა ხალხი...
ქორწილის წინა საღამოს გოგოები ქეთისთან შეიკრიბნენ. ეკას სიუპრიზი მოუწყვეს და პატარა ვახშამი გამართეს.ყველა აქ იყო მათ შორის ნანა და თამუნაც.
-მოდი ძველი დრო გავიხსენოთ.
-მე ვერ დავლევ ეკა. არ დაგავიწყდეს ორსულად ვარ.თქვა თაკომ
-ვერც მე. მეც პატარას ველოდები, მაგრამ თქვენს გვერდით ვარ.
-არაუშავს ნანა. ჩვენ მოვილხენთ.ასე არაა ქეთი?
-აბა რაა ანა. მოდი მეგობარს მომავალი ოჯახი დაულოცოთ და ბედნიერება ვუსურვოთ. ქეთიმ ჭიქა ასწია და სასმისი ცოტა მოსვა. არ ესიამოვნა და უკან დადგა.
-ეი რა გჭირს?რა სახე გაქვს?
-რავიცი ეკა ამ ბოლო დროს კუჭი მაწუხებს და სულ ასე ვარ.
-მერე რამე წამალი დალიე, ეგ შენ ჩვენგან არ გესწავლება.
-ხო ქორწილმა ჩაიაროს და მერე გამოკვლევას ჩავიტარებ.
-შეგაწუხებს აბა რა იქნება, ნახევარზე მეტად მშიერი ხარ. ხანდახან შენი თავი სულ არ გახსოვს. უსაყვედურა თაკომ
-კარი ახლა არ მინდა ჭკუის სწავლება. თამო შენრა გჭირს? რა ჩუმად ხარ?
-არაფერი უბრალოდ გასასვლელი ვარ და არ მინდა გაწყენინოთ.
-სად დადიხარ შენ ამ ბოლო დროს?
-კარგი რა ნანა. დედასავით დაკითხვს ნუ მიწყობ.
-დაანებე თავი ნანა. მეგობრებს უნდა შეხვდეს ალბათ. წადი თამო წადი. ქეთი მიუხვდა რომ ნიკასთან შესახვედრად მიდოდა და თვალი ჩუმად ჩაუკრა...

ქორწლის დღეც დადგა. დილით ადრინად მიაკითხა ნანამ ქეთის სახლში.
-ალექსმა გამომგზავნა. ჩამოვიდა მაგრამ აქ მოსვლას ვერ ასწრებს. ეს გამომატანა შენთან.
-რა ლამაზია. აღმოხდა ქეთის. ყუთში ულამაზესი კაბა იდო.-რა საქმე ჰქონდა ?რატომ ვერ მოვიდა?
-რაღაც ვერ მოგვარდა რესტორანში და სიძეს ხომ არ გაუშვებდა მის მოსაგვარებლად.-გაეცინა ნანას.
-აბა ჩვენ რით წავალთ ქორწილში?
-გიგა გამოგვივლის. სამსახურიდან გამოვა მალე.ოპერაცია ჰქონდა დილით და ვერ გადადო.
-ძალიან მეცოდება გიგა.ქორწილის მერე მეც მივეხმარები.
-რას ვიზავ ძვირფასო. ასეთი პროფესია გაქვთ. მივეჩვიე უკვე.გაეცინა ნანას. -წავალ წვენს მოგიტან შენ კი ჩაიცვი და მოემზადე.ამ ბოლო დროს სახეზე ფერი არ გადევს, ფერმკრთალი ხარ.
-ეტყობა გადავიღალე.მაცივარში დევს ფორთოხლის წვენი.-მიაძახა ქეთიმ. რამდენიმე წამში ნანა უკან დაბრუნდა. ერთი ჭიქა ქეთის მიაწოდა.მეორე თვითონ დაიტოვა.ქეთიმ წვენი მოსვა. მაგრამ წამოაზიდა და სააბაზანოში გავარდა. დაბნეული ნანა უკან მიჰყვა.
-რა გჭირს ადამიანო?ასეთი რაღაცეები გემართება და ექიმთან ვერ მიხვედი?- უსაყვედურა მან
-ამ ბოლო დროს ბევრი ვინერვიულე და დაბალი ჰემოგლობინი მაქვს.ეტყობა მაგის ბრალია.
-არა მგონია. მოდი ჩამოჯექი.
უცებ ქეთის თავბრუ დაეხვა და სანამ საწოლთან მივიდა გულწასული დაეცა იატაკზე. ნანამ შიშისგან იკივლა და ტელფონს დაუწყო ძებნა სასწარო რომ გამოეძახებინა



№1  offline წევრი Mariam Modu

საინეტრესოა'წარმატებები <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი tatuka20

აუ აღარ დააგვიანო რაა მალე დადეე

 


№3  offline წევრი kato wiklauri

დროის უქონლობის გამო ვერ ვდებ მალე მაგრამ გპირდებით მალე დავამტავრებ, უკვე მზადაა შემდეგი თავი და დაიდება მალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent