ლიმნის არომატი /1
პროლოგი. მან წითელი, კოპლებიანი კაბის კალთები ხელისგულებში მოიქცია და დატრიალდა. იცინოდა ბევრს, იცინოდა და ტრიალებდა. ძალიან ლამაზი იყო და ძალიან გავდა მზეს. თმებში გვირილებით და მუცელში პეპლებით, იდგა და ანათებდა. მე ვუყურებდი, მისგან შორს ვიდექი და ვფიქრობდი, რომ მასზე ლამაზი არავინ მენახა ამქვეყნად. ის იყო ყველაფერი ჩემთვის. ის იყო მთელი ჩემი ცხოვრება. 1/1 ლიმნის არომატი ავტობუსის მძღოლს ათ ლარს ვუწვდი და უსიტყვოდ ხვდება, რომ ბილეთი მინდა. მოხუცი კაცია, ორი წელია ყვითელი ავტობუსის მძღოლია და ორი წელია ეს გახუნებული, ყავისფერი ჟილეტი აცვია. ზაფხულობით შავი მაისურის ამარა დადის, დანარჩენ დროს ეს ჟილეტი უთბობს სხეულს. სულ სერიოზული სახე აქვს, არასდროს უშვებს შეცდომას ხურდის დაბრუნების დროს და არასდროს საუბრობს ბევრს. იყურება წინ, ერთხელ არ შემოუხედავს ჩემთვის და ჭამს არაფერს. _ გოგონა, გამიტარეთ რა _ ბარათიან ხელს მიწვდის ჭრელებში ჩაცმული ქალი. მე ბარათს ვართმევ, მას ძალიან ცხელი ხელისგული აქვს. სენსორთან ახლოს მიმაქვს და მწვანე "პწიჩკა"-ს როგორც კი ხატავს, უკან ვუბრუნებ ქალს, რომელსაც ხელისგული ჯერ კიდევ ცხელი აქვს. _ მადლობა _ ავტობუსის მძღოლს ვუღიმი, ხურდას ჩანთაში უმუსამართოდ ვყრი და ბილეთს ვატარებ. მერე ავტობუსს ვათვალიერებ, მინდა ვინმე საინტერესო ვიპოვო. მეზიზღება მარტო ჯდომა, ავტობუსის რახუნის ხმის მოსმენა და საშინელი სუნის ატანა. დავიძაბე, ბილეთი ხელში მომეკუჭა და მაჯაზე ვიგრძენი გულისცემა. როგორი ლამაზი იყო, როგორი უბრალო. იჯდა ავტობუსის ცისფერ, გაცრეცილ სკამზე და ორივე ხელი მუხლებზე დაეწყო. კოხტად, ლამაზად. ეცვა თეთრი, გვირილებიანი, კოჭებამდე სიგრძის კაბა და ქერა თმები დაუდევრად ჩამოეშალა მკერდზე. მაჯაზე ყვითელი, არა, ლიმნისფერი ძაფი მოეჭირა და დროგამოშვებით თითებს ერთმანეთში ნაზად ხლართავდა. _ რა არის, რომელი საუკუნეა _ აშკარად ჩემს მზერას გააყოლეს თვალი გოგონებმა, რომლებიც ერთმანეთზე მიყრდნობილნი ისხდნენ და საღეჭ რეზინს ყბების ძლიერი მოძრაობით ღეჭავდნენ. _ ხო, ეგრე ბებიაჩემი არ ჩაიცვამს _ გაიცინა, მთელი თავისი ხმით შორტებში გამოწყობილმა, თმაშეღებილმა დაქალმა და პირიდან "კევა" გადმოუვარდა. ჩემს ფეხებთან დაეცა, მე გულისრევა ვიგრძენი მათ მიმართ და ისევ იმ გოგონას გავხედე. არ გაუგია, ან იქნებ გაიგო და დააიგნორა. არ შეცვლია მზერა, ისევ ფანჯრისკენ იყურება და ისევ ძლივს შესამჩნევი ღიმილი უნათებს სახეს. _ აუ, გოგონა, მომაწოდე რა _ სიცილით აწითლდა გოგო. ძირს დაგდებული საღეჭი რეზინისკენ გაიშვირა საჩვენებელი თითი და იმ წამს, მზად ვიყავი მომეტეხა ის თითი და უკან გამეკეთებინა საღეჭი რეზინიც. _ ე, დროზე ახლა _ გადაბჟირდა შორტებიანი. არ ჩავთვალე საჭიროდ, პასუხი გამეცა. ფეხით გადავთელე ობოლი "კევა", როგორღაც გადავაბიჯე ზიზღს და დავიხარე, ორ თითს შორის მოვიქციე და თვალი გავუსწორე გოგოს, რომელიც შეცბა. საღეჭი რეზინი პირთან მივუტანე და როგორც კი კივილისთვის დააღო პირი, ხელი გავუშვი და ჩემი ფეხით გათელილი ჩავუგდე პირში. _ იდიოტო, ბინძური იყო _ იმდენად გამაღიზიანებელი ხმა ჰქონდა დაქალს, გვირილებიანისკენ გავიხედე, რომელსაც სულ არ აწუხებდა შექმნილი ვითარება. გამიხარდა, რომ არაფერი დაუნახავს და არაფერი გაუგია. ავტობუსი გაჩერდა და გოგონები ფეხზე ამაზრზენი მოძრაობით წამოდგნენ, მერე სწრაფად ჩახტნენ და მე გამიხარდა, რომ წავიდნენ. მე გამიხარდა, რომ ერთ ჟანგბადს არ ვიყოფდით. _ რა ჩაუტარა .. _ ისე, იყო ღირსი, ესეც როგორი ქაჯი ყოფილა.. მაღლა ავედი და გოგონას გვერდით, ცარიელ სკამზე ჩამოვჯექი. თვალები მიმეხუჭა, როგორც კი მისი თმების სურნელი ვიგრძენი. დამეფიცება, მასზე სუფთა და წმინდა არავინ დადიოდა მთელს თბილისში. მას არ ჰქონია რეაქცია, მაგრამ თითებმა გასცეს. აკანკალებულმა თითებმა, სულ ოდნავ, მაგრამ მაინც. გრძელი თითები ჰქონდა, აი ისეთი, ყოველთვის რომ ვოცნებობდი, ხელებში მომექცია. როგორც კი მოვაშორე მზერა, შესამჩნევად მოეშვა და მე უკვე ერთი სული მქონდა, როდის ჩავიდოდით ამ წყეული ავტობუსიდან და როდის ვეტყოდი, რომ მინდა. მისი შეგრძნება მინდა, ჩემს ქვემოთ მინდა მისი სუსტი, იდეალური სხეულის შეგრძნება და ჩემი ტუჩებით მისი პატარა, მაგრამ სავსე და მაღლა აწეული ტუჩების კოცნა. ძალიან ცუდი ნივთია ტელეფონი... ბედნიერებასაც კი დაგასრულებინებს, თუ მოინდომა. ჩემმა ტელეფონმა უდროო დროს დაიწყო წკრიალი და ათას ნაწილად გამეფლითა ნერვები, როცა ეკრანზე აჩის სახელი ამოვიკითხე. _ გისმენ _ აკანკალებული ხელით მეჭირა ყურმილთან, თან გვირილებიანის თითებს ვუყურებდი და ყვირილი მომინდა, როცა დავინახე, რომ არ უკანკალებდა. _ ელა, გამოხვალ ჩემთან? _ მე ისევ დამიარა ტანში ჟრუანტელმა და ნიკაპი ამიკანკალდა. _ ახლა? _ შეგნებულად არ ვთქვი მისი სახელი. ავტობუსი კიდევ ხმაურობდა, კიდევ ხმაურობდა და ხალხი ისევ საუბრობდა ბევრს. არ მესიამოვნა, მინდოდა მარტო მე და გვირილებიანი დავრჩენილიყავით. _ ხო რა, ახლა. ყველა აქ არის, ამოდი გთხოვ _ საშინლად მინდოდა უარი მეთქვა და მეყვირა. ყველაფერი მერჩივნა, ოღონდ გვირილებიანისთვის იმედი არ გამეცრუებინა. _ რა ამოვიტანო? _ ჩემი ხმით ვერ მიხვდებოდა, მაგრამ ნიკაპი ამიკანკალდა შესამჩნევად. გოგონას არ შეუმჩნევია ეს _ პრეზერვატივები, ბევრი _ სიცილი დაიწყო აჩიმ და ტელეფონი გავუთიშე. ავტობუსიც სწორედ მაშინ გაჩერდა და გვირილებიანი ფეხზე ნაზად წამოდგა. გამეღიმა, ოდნავ წინ მივიწიე და ვეცადე, ადგილი არ დამეტოვებინა მისთვის. მინდოდა ეთქვა, "გამატარეთ"... და მე მისი ხმა გამეგო. გოგონამ თავი ჩახარა და და ქერა თმა ჩვენს შორის ფარდას მაგონებდა, ის არ მაძლევდა უფლებას დამენახა მისი სახე. არაფერი უთქვამს, მძღოლი კი არ იცდიდა და ავტობუსი აგრუხუნდა. კარებს შევხედე, რომელიც დაიკეტებოდა და ფეხები გამოვწიე. გვირილებიანმა სწრაფად, თითქოს კვლავ ვაპირებდი მის დაჭერას, ორი საფეხური ჩაიარა და კარებიდან გავიდა. მე მუხლები ამიკანკალდა და ვუყურებდი, სანამ ავტობუსი დაიძრებოდა. მას უკან არ მოუხედავს, არც ნაბიჯები გადაუდგას არეულად. მიდიოდა, მიდიოდა და მტოვებდა. ის არ იფიქრებდა ჩემზე, მე ბევრს ვიფიქრებდი მასზე და აუცილებლად ვიპოვიდი, რადგან მინდოდა. მინდოდა შეგრძნო, მინდოდა ჩემი გამხდარიყო სამუდამოდ. მინდოდა მე ვყოფილიყავი მისთვის გოგო, რომელიც აჩუქებდა ბედნიერებას. აფთიაქში შევდივარ და საშინელ წამლების სუნს ვაიგნორებ. ვის არ შეხვდებით აქ, შენ ოღონდ მოათვალიერე და უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანის დანახვა შეიძლება. მაგალითად ის ბიჭი, ხელში თავისზე გაცილებით დიდი ფურცლით რომ დგას და ფარმაცევტს რაღაცას უხსნის. მე მაშინვე ვხვდები, რომ ბიჭს წამლების მოტანა კარის მეზობელმა ქალმა დაავალა, რომლის შვილიშვილი კომპიუტერზე ზის ან ბირჟაზე დანას ატრიალებს. რომლის შვილიშვილს არ მიუქცევია ყურადღება ბებიისთვის, რომელიც აივნიდან ყვიროდა მის სახელს და შემთხვევით ამ პატარა ბიჭმა დაინახა და შეეცოდა. ახლაც ეტყობა თვალებზე, რომ ძალიან შეეცოდა. _ უკაცრავად, რა გნებავთ? _ თავაზიანი ღიმილით მიყურებს დაახლოებით ჩემი ასაკის გოგონა. _ ხუთი შეკვრა პრეზე*რვატივი _ ღიმილით ვპასუხობ მეც. ჯერად სახე ეცვლება და ისე მათვალიერებს თავიდან ფეხებამდე, თითქოს თვითონ არ ჰქონდეს სექსი და არ იყენებდეს პრეზერვ*ატივს. _ რომელი? _ ამჯერად აღარ აქვს თავაზიანი ხმა. _ ერთჯერადი _ ვპასუხობ და მის გაღიზიანებულ სახეზე გულიანად მინდა ვიცინო. თავს ვიკავებ და აფთიაქიდან წამლებით გასულ ბიჭს ვუყურებ, რომელიც ბედნიერი ჩანს, მაგრამ არ იცის რომ წამლები არასწორად მისცა იმ ძუ*კნამ. _ აიღეთ _ და სანამ მეტყოდეს, რამდენი გადავიხადო, უსიტყვოდ ვუწვდი თანხას და ვანიშნებ, რომ ფასები ზეპირად ვიცი. სახე უწითლდევა და ამჯერად ვეღარ ვიკავებ თავს. ჯერ ყურებამდე მეღიმება, მერე სიცილს ვიწყებ და დაბნეულ გოგონას, რომელიც უკვე გიჟ ბო*ზს მიწოდებს გონებაში, თვალებში ვუყურებ. ნაყიდს ჩანთაში ვიგდებ, უკან ვბრუნდები და აფთიაქიდან ისე გავდივარ, ათასი თვალი მიწვავს ზურგს. ფეხით ვაგრძელებ სიარულს, აღარ მაქვს ავტობუსების თავი და ძალიან დავიღალე. ბნელდება, ვერც კი ვხვდები, დრო ასე მალე როგორ გავიდა და ტელეფონს ვიღებ. თერთმეტია საათი, აჩიმ ნახევარი საათის წინ დამირეკა. _ მალე ამოდი _ მაღლა ავიხედე. აივანზე ლანა დგას და კოცნებს მიგზავნის. არაფერს ვეუბნები, საშინლად მაღიზიანებს მისი ნეხვისფერი პომადა და ორ-ორ საფეხურს ვახტები. სადარბაზო სავსეა ნაგვით და კედლებზე უსარგებლო ფურცლებით. განცხადებები, სადაც წერია რომ ეძებენ ბეჭდებს, ეძებენ ძაღლებს, შეუძლიათ ასწავლონ ინგლისური, გადააყენებენ ვინდოუსს... შვიდ სართულს ისე ავდივარ, ლიფტზე საერთოდ არ ვფიქრობ და ვცდილობ თვალებდახუჭულმა გვირილებიანი წარმოვიდგინო. _ მოვიდა _ იძულებული ვარ შევჩერდე. სულ ოდნავ მეღიმება და აჩი ხელზე ხელს მიჭერს, თავისკენ მქაჩავს და მკოცნის. მე თვალებს არ ვხუჭავ, მას დახუჭული აქვს და ცდილობდ ჩემი ენის მოძრაობას აყვეს. ვაკვირდები, როგორ უთრთის წამწამები და ნეტარებისგან როგორ ვერ ახელს თვალებს. ვგრძნობ, რომ სველდება და თავი ღმერთი მგონია. _ მიყვარხარ _ მშორდება, რომ ჩაისუნთქოს და ოხვრას აყოლებს ამ სიტყვას. როგორ მეზიზღება სიტყვა "მიყვარხარ". ეგოისტური სიტყვაა, თითქოს ცდილობს შეგისუნთქოს და გაგაქროს. თითქოს შენი შეჭმა უნდა. _ შევიდეთ _ ქვედა ტუჩს კბილებს ვდებ, რომ არ შეამჩნიოს, როგორ არ მაინტერესებს მისი გრძნობები და ბინის კარებს ზურგსუკან ვხურავ. _ რას შვებოდი ამდენი ხანი? _ დივანზე სხედან, ერთმანეთში ახლართულები და ვერ გაიგებ, ვინ ვის კოცნის და ვინ ვისთანაა. _ რას უნდა ვშვებოდე, ავტობუსს ველოდებოდი _ ვცრუობ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. აჩი ხელს წელზე მხვევს და ამჯერად ბარძაყათან ვგრძნობ მას. მუცელი მეკუმშება. _ უფრო სწრაფად არ შეგეძლო? _ როგორი გამაღიზიანებელი გოგოა ეს ნეხვისფერ ტუჩება. _ უფრო სწრაფად დავლოდებოდი? _ სიტყვები უკვე შორიდან მესმის. თვალების დახუჭვა აღარ მჭირდება, გვირილებიან კაბას და ქერა თმებს ვხედავ. თითქოს მეხვევა და თვალებში მიყურებს. მე მზად ვარ, ვაკოცო და ვკოცნი. მინდა თვალები გაახილოს, რომ დავინახო, ისევ დავინახო. _ წავიდეთ ოთახში _ ოდნავ ვშორდები და მის გრძელ თითებში თითებს სწრაფად ვხლართავ. ისე მსიამოვნებს, თვალები მეხუჭება და ოთახის კარებს ვხსნი, მერე შემომყავს და ჯახუნით ვხურავ. ის იღიმის, მე მეჩვენება რომ მზეს გავს. მეხვევა და თავსზემოთ მხდის მაისურს, მე არ მინდა გვირილებიანი კაბა გავხადო და ამჯერადაც ვუთმობ. ის შორტის ღილებს მიხსნის და ჯინსის შორტი იატაკზე საცოდავად ეცემა. _ ნელა _ ვჩურჩულებ მის ყურთან. ვცდილობ სიტყვები ნაზი იყოს, ვცდილობ ვერ მიხვდეს, რომ მისი მიღება მინდა და მერე მზად ვარ, გავუშვა და აღარ გავაჩერო. გვირილებიანი ისევ ისე იღიმის, ისევ ერწყმის ჩვენი ტუჩები. ჩემი ტუჩები ცხელია, მისი ძალიან ცივი. ზურგზე მოფათურებს თითებს და ამჯერად აღარ უკანკალებს. მხდის ბიუსჰალტერს, თავს დაბლა სწევს და მე უკან ვაგდებ. ის მკოცნის, მკოცნის ბევრს და კბილებში იქცევს ჩემს ყველაზე მგრძნობიარე ადგილს მკერდზე. მეორედ მგონია თავი ღმერთი და პირს ვაღებ. ხმამაღლა ვკვნესი, სანამ გვირილებიან კაბას აიწევს, საწოლზე დამაწვენს და ზემოდან დამაწვება. _ არა _ თავს ვაქნევ მე. ის ჩერდება და მე მისგან თავს ვითავისუფლებ, ზემოდან ვაჯდები და ვხედავ, როგორ ეღიმება. ახლა მესამედ ვგრძნობ თავს ღმერთად, მაგრამ... მაგრამ როცა რაღაც მთელი ძალით მაწვება და ძალიან მტკენს, ამჯერად სიამოვნებით აღარ ვკვნესი. ვუყურებ აჩის, რომელსაც ჩემს ზურგზე აქვს თითები დაწყობილი და თვალები დახუჭული. ის ვერაფერს აკეთებს და მთელი სხეულით კანკალებს. მე ვჩერდები, არ ვიწყებ მოძრაობას. ვეგუები, ვეჩვევი და ვმთლიანდებით. _ გთხოვ _ მევედრება აჩი. მინდა ვაწვალო, მაგრამ არ გამომდის, რადგან თვალებს ახელს და მე მასში ვეღარ ვხედავ გვირილებიანს. ხელებს გულმკერდზე ვაწყობ და ჯერ მაღლა ავდივარ, მერე დაბლა. და ასე, შეუჩერებლად. აღარ მინდა მას ვხედავდე და საათს ვუყურებ. გამოსახულება მერევა, აჩის აკანკალებულ მუხლებს ვგრძნობ და ვჩერდები. მერე სწრაფად ვიწევი და აჩის გვერდით ვწვები. ის კვნესის, ძალიან ხმამაღლა კვნესის და ჩემსკენ აბრუნებს თავს. _ მიყვარხარ _ მეორედ მეუბნება ამ სიტყვას. მე თვალები მინათდება, მაგრამ ბედნიერებისგან არა. _ ლიმნის არომატი _ მეცინება. გვირილებიანს თმებზე ლიმნის არომატი დაჰკრავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.