საოცნებო საღამო...
წითელი ბლებით მოკაზმულ ბაღნარს ვხედავდი ნათლად მე იმ საღამოს, წითელ სამოსში ვიყავი მეც და სიხარულისგან ბრწყინავდა ეზოც!.. სურნელი იდგა ზაფხულის-მარწყვის კაცს გადარევდა იმ დღის საღამო, ოცნებას გავდა ლამაზ ოცნებას მომნუსხა კიდეც,კიდეც დამათრო!.. ვსუნთქავდი ხარბად ჯადოსნურ ჰაერს ვეფერებოდი წითელ ყაყაჩოს, გულში ვიკრავდი დანამულ ბალახს და ვუყურებდი მთვარეს გაბადრულს!.. მე მას შევცქერდი ის მე დამცქერდა მისგან მე ვგრძნობდი მშობლიურ სითბოს ცოცხალი მზერით,სათნო ღიმილით მაჯადოვებდა მათბობდა თითქოს!.. ბედნიერების ჭრელი ფერები მოფენილიყო ჩემს ახლო-მახლო, ვეღარ უძლებდა გული ამდენს და ამძგერებოდა როგორც არასდროს!.. ოცნებას გავდა ის ყველაფერი, ამოცნებასთან ვიდექი მარტო, თან მიზიდავდა თანაც მაფრთხობდა ბედნიერების უცხო საღამო!.. მწვანე ბალახში ვიწექი ისევ წითელი ბლები მერტყა გარშემო, ბუნების სურნელს ვყნოსავდიხარბად გული დაეპყრო რაღაცას თითქოს!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.