შენს გამო ყველაფერს შევძლებ..თავი 4
ქორწილიდან ძალიან გვიან წამოვედით. ლევანი მთვრალი იყო ამიტომ მის მანქანაზე მე დავჯექი, ხოლო ჩემი მანქანა ლიზას გავატანე. გზაში ლევანიმ ხელი ჩამჭიდა და სიმღერა დაიწყო - მე თურმე ანგელოზი შემიყვარდა, ნატვრის ხესთან რომ ჩავიფიქრე, და მერე ოცნებაც ახდა, და დღეს ჩემი ხარ შენ!-გამეღიმა და მეც წავიღიღინე -მე შენ მიყვარხარ, თურმე ვყოფილვარ გიჟი, გადავიხარე და ვაკოცე -მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად ! მითხრა და ხელზე მაკოცა.-უცებ გავაჩერე მანქანა და თვალებში შევხედე. -ლევანი! -გისმენ-მითხრა და აშკარად გაკვირვება დაეტყო ხმაში-უცებ სერიოზული სახე მივიღე და გავჩუმდი -რა ხდება მითხარი ნუ გამაგიჟე -მიყვარხარ!-ვუთხარი და გავიცინე, უცებ მანქანიდან გადმოხტა კარი გამიღო და გადმომიყვანა.ერთხანს თვალებში მიყურა, შემდეგ ჩემს ბაგეებს დაეწაფა და ჩამეხუტა. -მეც მიყვარხარ ჭინკავ- მითხრა და შუბლზე მაკოცა. -კარგი წავიდეთ თორე გვიანია ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი. თვითონაც გვერდით მომიჯდა და მუსიკები ჩართო. სახლში მისვლამდე ვმღეროდით და ათას სისულელეზე ვიცინოდით. თვითონ სახლში დავტოვე მე კი მისი მანქანა წამოვიყვანე სახლში.ოთახში რომ შევედი ლიზა და მარი დამხვდნენ , აშკარად ამ ღამე ძილი არ მელოდა, ზუსტად 15 წუთი ვთხოვე რომ წყალი გადამევლო და აბაზანაში შევვარდი. ცხელმა წყალმა უფრო მომთენთა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მათთვის რომ ყველაფერი დაწვრილებით არ მომეყოლა ამ ღამე გარეთ მომიწევდა ძილი, თან მაინც არ მომასვენებდნენ.გავედი თუ არა ორივე გვერძე მომისკუპდა და დავიწყე. -ჯერ ერთი, წავედით სამზარეულოში ყავა მინდა ვუთხარი და გავიცინე -კარგი ხოო კარგი ,-მითხრეს და ამოიბუზღუნეს. სამზარეულოში შესულები არ ვიყავით კითხვები მომაყარეს.გათენებამდე ვილაპარაკეთ ,ბოლოს კი სამივეს ერთად ჩაგვეძინა. დილით ბებო რომ შემოვიდა ბევრი იცინა, ისეთი სახეებით ვიყავით. დღეს ქორწილის მეორე დღე იყო ამიტომ ისევ იქ მივდიოდით. მოკლე მაღალწელიანი კაბა , ტოპი და მაღლები ჩავიცვი. თმა გავიშალე და ლევანის დავურეკე გამოგივლი თქო. ლიზას და მარიც ლევანის მანქანით წამოვიდნენ. მალევე მივედით მის სახლთან, რომ დავინახე სიხარულით გადავხტი მანქანიდან და ჩავეხუტე,მან კი ყურში ჩამჩურჩულა, -ულამაზესიხარ პატარავ!-მე კი უფრო ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე როცა ლიზამ გადმოყო თავი და დაგვიძახა -აე გვრიტებო, კი მომადგა თქვენს დანახვაზე ცრემლები მაგრამ უნდა წავიდეთ თორე ვაგვიანებთ და ატეხა სიცილი, რასაც მარი აყვა -დეედაა რარომანტიკაა ჩავჟრუანტელდი , თქვა მარიმ და აყვა ლიკას -ნუხართ ბოღმიანები-ვუთხარი და ენა გამოვუყე მერე კი ლევანი დავატრიალე, ღია დახეული ჯინსი, თეთრი მაიკა და თეთრი კეტები ეცვა.-ჩემი სიმპატიური ვუთხარი და ჩავხტი მანქანაში.გზაში როგორც ყოველთვის ,ძალიან მაგრად გავერთეთ, სანამ დარბაზში შევედი ვთხოვე არ დაელია, მანაც თავი დამიქნია და ხელი ჩამჭიდა.დარბაზში შესულებს ყველა ჩვენ გვიყურებდა, ზოგი ბოღმიანი თვალებით იმზირებოდა, ზოგიც კი ჩვენი ბედნიერებით ხარობდა. ბევრი მილოცვა მივიღეთ ნაცნობებისგან თუ უცნობებისგან.მე გოგოებს შევუერთდი, ხოლო ლევანის ბიჭებმა დაუძახა და გავიდა. უცებ უკნიდან ნინა მოვიდა და სწერვულად მითხრა -რა გიხარია? მაინც მალე დაშორდებით, ლევანის მხოლოდ გასართობად უნდიხარ -კარგი,-ვუთხარი და ნაგლურად გავუღიმე ,რამაც უფრო გაამწარა და დარბაზიდან გავარდა.იმდენი ვიცეკვეთ იმდენი ვიცეკვეთ ფეხზე ვეღარ ვიდექი, ამიტომ ლევანის ვთხოვე სახლში წავეყვანე. მანაც არ დააყოვნა ხელში ამიყვანა და ისე ჩამსვა მანქანაში. -დაიღალა ჩემი გოგო?-მკითხა და მზრუნველად გადამისვა თავზე ხელი -კი თან ძალიან, -ვუთხარი , ფეღზე გავიხადე საძაგელი მაღლები და მხარზე მივადე თავი. ისე ჩამეძინა ვერც კი მივხვდი.რომ გავიღვიძე ღამე იყო. გარემოს მოვავლე თვალი და მეუცხოვა, დაძახებას ვაპირებდი როცა ჩემს გვერდით მძინარე ლევანი დავინახე. ტუჩები საყვარლად გამობურცვოდა და კულულები მთელს სახეზე ეყარა. ადგომას ვაპირებდი როცა მისმა ძლიერმა ხელმა დამაკავა -სად მიიპარება ჩემი ქალბატონი? -აღარ შემიძლია საწოლში.ადექი რა შენც ვუთხარი და გათავისუფლება ვცადე როცა გულზე მიმიხუტა, მეც მის მკლავებში გავირინდე.ცოტახანს ასე ვიყავით , მერე კი ვუთხარირომ სახლში წავეყვანე რადგან ჩემები ინერვიულებდნენ. ისიც ბუზღუნით ადგა და გავიდა ოთახიდან. მაღლების ჩაცმა არ შემეძლო ამიტომ მისი კედები ავიღე და ფეხზე ამოვიცვი , ეს რომ დაინახა ძალიან ბევრი იცინა.როგორც იქნა სახლში მიმიყვანა,ვთხოვე შემოსულიყო მაგრამ ამაოდ,ცოტა მეწყინა მაგრამ არ შევიმჩნიე ვაკოცე და სახლში დავბრუნდი. სახლში გოგოების მეტი არავინ არ იყო.სააბაზანოში შევვედი , წყალი გადავივლე მოსაფზიხლებლად, მოკლე შორტები და მაიკა ჩავიცვი და ბავშვებთან ჩავედი.ლიზა მიძახდა -გვაანც! -ჰოუ -ზღვაზე როდის მივდივართ? -როცა მოგინდება ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე -ხვალ წავიდეთ რა, ამ სიცხეში აღარ შემიძლია აქ ყოფნა -კაი რაპრობლემაა,ჩაალაგე ტანსცმელი და ხვალ დილით წავიდეთ, მარისაც უთხარი და ეგეც წამოვიდეს -კაი ავალ ოთახშია და ვეტყვი. მეც დრო ვიხელთე და ლევანის დავურეკე, დიდ ხნიანი ლოდინის მერე ძლივს მიპასუხა, აშკარად ეძინა და გავაღვიძე -ვეღარ ძლებ ხო უჩემოთ? მკითხა დაბოხებული ხმით -ვერა!-ვუთხარი და გამეცინა -რასშვები აბა? -ხვალ ბათუმში მივდივართ -ვინ მიდიხართ? -მე მარი და ლიზა. -რომელ საათზე -დილით ალბათ -ნახევარ საათში გარეთ გამოდი -კაი- უცებ ავვარდი ოთახში გოგოებს ვუთხარი გასვლას ვაპირებ და არ ვიცი რომელ საათზე დავბრუნდები თქო -სულ გაგაგიჟებს ეგ ბიჭი შენ-მითხრა ლიზამ ბუზღუნით, ჩემთვის სულ ვეღარ იცლი -ერთი გოგო ეჭვიანოობს, ვუთხარი და ჩავეხუტე -დიახ ვეჭვიანობ , და ეგ იქნება რომ დავასეკრეტებ -ჩემ ბიჭს ხელი გოგო, ვუთხარი და გამოცვლა დავიწყე -ხო,ხო დაიცავი როგორმე,დამთავრებული არ ქონდა სიტყვა როცა ტელეფონმა დამირეკა, ლევანი იყო აშკარად მოსული იყო ამიტომ გავუთიშე, გოგოებს ვაკოცე და გარეთ გავვარდი, როცა ლიზამ მომაძახა -მალე მოდი სახლში! -არის სერ! ვუთხარი და გავიქეცი. ლევანი მანქანაზე მიყრდნობილი მიცდიდა, როცა მორბენალი მე დამინახა გაიცინა და დამიძახა -ნელა გოგო ნელა, არ წაიქცე.-მე როგორც ყოველთვის არ მოვუსმინე და სირბილით მივედი მასთან -ჩემი სულელიი,-მითხრა და ჩამიხუტა -მომენატრე! -მეც ძალიან. -ეხლა ყურადღებით მისმინე, ხვალ ზღვაზე მხოლოდ გოგოები მიდიხართ, მე საქმეებიმაქვს თორე მარტო არ გაგიშვებდით, ხოიცი ჭკვიანად უნდა იყო, და სხვა ბიჭებს არაფრით არ უნდა შეხედო, მითხრა და გამიცინა -მასე მიცნობ? -კაი ჰო ვხუმრობ. მზის ამოსვლას გაქვს ნაყურები? -არა -ხოდა დღეს მე და შენ ერთად ვუყურებთ.მანქანაში ჩავსხედით , 1 საათი მივდიოდით, ბოლოს როგორც იქნა მივაღწიეთ, ისეთი ლამაზი ადგილი იყო წამოსვლა არ მინდოდა, დიდ გორაკზე დავსხედით სადაც მთელი გურია ჩანდა. ლევანის ჩავეხუტე და გავინაბე.იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს როცა საყვარელ ადამიანთან ერთად ხარ.არ აქვს აზრი სად იქნები, მთავარია ერთად იყოთ. უცებ ლევანის ავხედე და ვთხოვე ემღერა. მანაც უარი არ მითხრა და სიმღერა დაიწყო. მის ტკბილ ხმაზე მეც ტკბილად ჩამეძინა, როგორც ყოველთვის ყველაფერი გავაფუჭე და მზის ამოსვლას ვერ ვუყურე.დილით ლევანიზე ჩახუტებულს გამეღვიძა, მას ეღვიძა და მიყურებდა -გაიღვიძა ჩემმა ძილის გუდამ? გამიცინა და მაკოცა -აუ კიდე ჩამეძინა? რა ცუდი გოგოვარ რა - დავიწყე ბუზღუნი -ნწ , ყველაზე კარგი გოგოხარ მსოფლიოში შენ, მითხრა და ჩამეხუტა -წავიდეთ რა სახლში,თორე გამზადებას ვერ მოვასწრებ -კარგი მითხრა და ფეღზე ადგომაში დამეხმარა. გზაში უამრავ თემაზე ვილაპარაკეთ, ბოლოს როგორც იქნა სახლამდე მივაღწიეთ.წასვლამდე ძალიან ძალიან მაგრად ჩავეხუტე, მან თავი ამაწევინა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.მალევე დავიხსენი თავი მისგან და სახლში შევვარდი როცა მომაძახა -ჭკვიანად იყავი ! შენი იმედიმაქვს! მიყვარხარ -მეც ძალიან მიყვარხარ ვუთხარი და კოცნა გავუგზავნე. სახლში მისულს , აშკარად ძალიან გაბრაზებული ლიზა დამხვდა.მომცინარი მე რომ დამინახა უფრო გაბრაზდა და ყვირილი დაიწყო -როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? -ბატონო?- ვკითხე და დავსერიოზულდი -დღე და ღამე ერთად უნდა იყოთ? ბარემ გაყევი ცოლად და დაისვენებთ -მმ, მაგაზეც ვიფიქრებ -ვუთხარი და გავიცინე -არ მეცინება !-ხმა გაუმკაცრდა -ბავშვი, რამდენის უფლებას აძლევ თავს? შენ ხოარ შეგითანხმდე სად ვივლი, როდის, რას ჩავიცმევ და ა.შ? -ხო მე უნდა შემითანხმდე -ბევრს ნუ ლაპარაკობ რა , მარი გააღვიძე, გაემზადეთ და წავიდეთ ბათუმში -კაი, მითხრა და ოთახიდან გავიდა.. მალევე ჩავედით ბათუმში, ოთახებში დავბინავდით და ზღვაზე გავედით. ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ზღვის სურნელზე, მხოლოდ აქ ვიღებდი განტვირთვას. დღეს 12 საათზე გამოცდის პასუხები იდებოდა,არცერთი საგნის პასუხი არ მინახია, გადაწყვეტილი მქონდა რომ ყველა ერთად მენახა ამიტომ ცოტა არ იყოს ვნერვიულობდი , მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია.11 საათამდე ზღვაზე გავჩერდი, მერე კი საძინებლისკენ დავიძარი, რადგან პასუხები უნდა მენახა.. სახლში მისულს ნერვიულობამ უფრო მიმატა. უკვე 15 წუთი აკლდა , ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. გოგოები ჩემი შემხედვარე სიცილით კვდებოდნენ,უკვე 1 წუთი აკლდა დააა დაიდო პასუხები. თვალებს არ ვუჯერებდი როცა ქულები ვნახე. -უნარები70 -ინგლისური95 -ქართული70 -ისტორია60 -ლიტერატურა90 ჩემზე ბედნიერი იმ წუთას არავინ იყო, სიხარულისგან ტირილი დავიწყე, ალბად მთელ ბათუმს ესმოდა ჩემი ყვირილის ხმა, აღარ ვიცოდი სად გავქცეულიყავი, ბოლოს როგორც იქნა დავწყნარდი და ლევანის დაურეკე, მანაც შემაქო რომ ყველაზე ჭკვიანი გოგო ვყავდი. ეხლა უკვე ეს ყველაფერი უნდა ამეღნიშნა, გოგოებთან ერთად გავიპრანჭე და ბარში წავედით. ძალიან ბევრი დავლიეთ და სახლში მოსულებს ტანსაცმლიანა დაგვეძინა.დილით ისე მტკიოდა თავი ფეხზე ვერ ვდგებოდი. მეგონა თავის მაგივრად დიდი ლოდი მედო .გოგოებიც ზუსტად მასე იყვნენ, ბოლოს ძლივს ავწიე ბალიშიდან თავი და აბაზანაში შევედი. 1 საათის მერე ძლივს გამოვედი გარეთ, ისინი ისევ იწვნენ. ისევ მე უნდა მეშველა მათთვის, წავედი საჭმელი , არაყი და ბორჯომები ვიყიდე. არყით ხელში რომ დამინახეს სიცილი ატეხეს, -აბა გოგოებო, ახტით ფეხზე, მოვიდა თქვენი მშველელი, ვუთხარი და მაგიდის გაშლა დავიწყე -ეხლა არ თქვა რომ არაყი უნდა დავლიოთ-თქვა მარიმ და მაგიდასთან დაჯდა -კიკი, ასი გრამი და ჩიტებივით იქნებით.ლიზა უცნაური სახით იყურებოდა,თავიდან არ შევიმჩნიე ბოლოს ვკითხე -ლიზუ, რაგჭირს? -ეხა რაღაცას გაჩვენებ , ოღონდ დამპირდი რომ არ გაბრაზდები -კაი მიდი. -Fb-ში შევიდა და ნინას დადებული ლევანის და ნინას ახალიფოტო მაჩვენა, ისე გავბრაზდი ისე, რაც ხელში მქონდა ყველაფერი ძირს დავყარე. მალევე მოვძებნე ჩემი ტელეფონი და ლევანის დავურეკე -ხო პატარა -კარგად ერთობით არა? კარგია, დამივიწყე, შენთვის მკვდარივარ, ვუთხარი ტელეფონი გავთიშე და ტირილი დავიწყე. მალევე მოვეგე გონს, ცრემლები მოვიწმინდე გოგოებს გავხედე და ვუთხარი -არავინ არაა ჩემი ცრემლების ღირსი, ისევ თვითონ ინანებს მე რომ დამკარგა ,და გავიღიმე -უმაგრესი გოგოხარ შენ - გამოიქცა მარი და ჩამეხუტა -ყოჩააღ გვაანც! იოცნებოს შენნაირ გოგოზე მაგან, ყავდეს ნინასნაირი სწერვები,-ლიზამაც არ დააკლო მარის და ისიც ჩამეხუტა -აბა გოგოებო! თქვენ უნდა გიშველოთ ეხლა, ავიღე ჭიქები და არაყები დავუსხი.ისეთი სახეებით იყურებოდნენ სიცილს ძლივს ვიკავებდი. -ჰე დიდხანს გიცადოთ? -ვკითხე მობეზრებულად -1,2,3 აიღეს და ორივემ ერთად დალიეს.მერე ერთი საათი დარბოდნენ ყელი ჩამწვაო, ბოლოს როგორც იქნა დაიღალნენ და დასხდნენ. -გვანც დღეს რა გეგმა გვაქვს?-მკითხა ლიზამ -ჯერ ზღვაზე წავიდეთ, მერე ბულვარში გავისეირნოთ და ბოლოს ბარში -კარგიი მითხრა და მაკოცა.დღემ ისე ჩაიარა როგორც დავგეგმეთ, ბარში ვიყავით ვსავდით როცა უკნიდან ნაცნობი სურნელი ვიგრძენი, გადმოიწია და ყურში ჩამჩურჩულა ბოხი ხმით -პატარავ გარეთ გავიდეთ ცოტახანს. მეც უსიტყვოდ გავყევი მას.. ესეც ასე, მადლობა მეგობრებო თბილი კომენტარებისთვის.რამოდენიმე თავი და დავამთავრებ ,ლევანის და გვანცას სიყვარულის ამბავს. ველოდები თქვენს კომენტარებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.