- გამარჯობა, ცოლად გამომყვები? ( 5 )
მთელი გზა მომხდარზე ვფიქრობდი, ვერ ვაანალიზებდი რა გავაკეთე (თ) . დაჯერება მიჭირდა, არმინდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ ნაწილობრივ მართალი ვიყავი, იმას რის გაკეთებასაც ნიკა აპირებდა მე გავაკეთე. თქმა დავასწარი. მე, რომ არ მეთქვა მაინტერესებს თვითონ როდის მეტყოდა. " ტასო ! თავი ხელში აიყვანე ! ნიკაზე ფიქრს შეეშვი. საერთოდ დაივიწყე. ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყე!" რთული იყო თავის ხელში აყვანა, მაგრამ გამოსავალიც არ იყო. სახლში, რომ მივედი, არავინ დამხვდა როგორც ყოველთვის. ოთახში შესული მაშინვე საწოლზე გადავწექი და გავიზმორე. დიდი ხნის მონატრებულ ოთახს თვალი შევავლე და თვალები დავხუჭე. რამენაირად ნიკაზე ფიქრი თავიდან უნდა ამომეგდო. იმაზე ფიქრში, რომ ნიკაზე აღარ უნდა მეფიქრა და მაინც ვფიქრობდი, ჩამეძინა. კარგა ხანს მეძინა, უკვე დაღამებული იყო და ჩაბნელებულ ოთახში მთვარის მქრთალი შუქი ანათებდა მხოლოდ. მარტო ვგრძნობდი თავს, როგორც სულიერად ისე ფიზიკურად. წამიერად გამიელვა თავში რას გააკეთებდა ახლა ნიკა.. ტელეფონი ავიღე და დედას დავურეკე: - ხო ტასო - დეე სახლში არ მოდიხარ? - ჩამოხვედი? - კი სახლში ვარ.. მალე მოხვალ? - დეე მე და მამაშენი ქალაქში არ ვართ.. საქმეზე წავედით ხვალ დილით ჩამოვალთ - კაი. *** გქონიათ მომენტი, როცა მარტო ხარ? ისე გრძნობ თავს თითქოს პატარა სოროში ხარ და ვერავინ გამჩნევს, თითქოს უხილავი ხარ. ყველაფერი გესმის ყველაფერს ხედავ, მაგრამ იქ არ ხარ ! სადღაც სხვაგან ხარ, სამყაროში, რომელიც შენ შექმენი, შენი ფანტაზიებით. ფიქრობ, მაგრამ იმასაც ვერ ხვდები რაზე ან ვიზე. რაქვია ამ გრძნობას? საერთო თუ შეიძლება რამე სახელი მოუძევნო ამ მდგომარეობას?. თითქოს ვიღაცას ველოდებოდი და გულით მჯეროდა, რომ მოვიდოდა.. გამოგიცდიათ მსგავსი გრძნობა? როცა გინდა ვიღაც მოვიდეს, ელოდები, ელოდები, გჯერა, რომ მოვა, თან ამასთანავე დარწმუნებული ხარ, რომ არ მოვა ! მაგრამ გწამს, რომ მოვა. ვის ველოდებოდი? ამაზე ბევრი ფიქრი მჭირდება, მაგრამ ალბათ ნიკას.. სხვა არავინ იყო ისეთი ვინც მინდოდა მოსულიყო და ვისაც დაველოდებოდი. სხვა ალბათ მოვიდოდა, მაგრამ ნიკა არ მოვა. რატომ ვიყავი ასე? ალბათ ნიკას შევეჩვიე. სხვას ვერაფერს დავარქმევ. არვიცი, იქნებ სხვა რამეა, იქნებ მეტია ვიდრე შეჩვევა? არა ამაზე არ უნდა ვიფიქრო. არშეიძლება ასე იყოს. არვიცი. ავირიე. ჩემ თავს ვეღარ ვცნობ. რამდენიმე დღე გავიდა, რაც ნიკასგან წამოვედი და ცუდად ვარ. ვაღიარებ მის გარეშე ცუდად ვარ. შეიძლება ჩემ თავს აღარ ვგავარ და ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მისი სუნიც კი მენატრება! მდგომარეობა, რომელსაც განვიცდი მონატრებაა ! დიახ ! ის ხდება რაც არ უნდა ხდებოდეს ! ასე არ უნდა იყოს ! მაგრამ ასეა. მე ნიკა მომენატრა. მასთან გატარებული ერთი თვე საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. ბევრი ბიჭი მყოლია, მაგრამ სიყვარული არვიცი რა არის, იქნებ მონატრება იწვევს სიყვარულს? არამგონია. არვიცი. შეიძლება ასეც არის, როგორც არ უნდა იყოს რამენაირად ეს ფიქრები თავიდან უნდა ამოვიგდო, სხვაგვარად არ გამოვა, რადგან ნიკას არ ვჭირდები. ალბათ ერთხელაც არ გავხსენებივარ. როდიდან მაინტერესებს ბიჭი ჩემზე ფიქრობს თუ არა?! ნამდვილად შევიცვალე ! ის თავქარიანი მეტიჩარა განებივრებული ტასო აღარ ვარ ! აღარ ვთამაშობ ბიჭების გრძნობებზე, ბიჭებს საერთოდ არც კი ვუყურებ, არმამხიარულებს შოპინგი ! არ მაქვს კლუბებში სიარულის მუღამი, აღარმინდა ვიღაც იდიოტთან ზასაობა და საერთოდ არაფერი არ მინდა ! ნიკა მინდა ! მასთან ჩხუბი ჩემთვის შოპინგიცარის და კლუბებში გართობაც ! ღმერთო როგორ ვლაპარაკობ, ძველი ტასო მინდა, რომელსაც ყველა და ყველაფერი ეკიდა ! ერთმა თვემა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ამის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა კი დამაფიქრა და ახლა ამიტომაც ვარ დეპრესიაში ! სახლიდან არ გავდივარ, მთელი დღე ოთახში ვარ და მუსიკებს ვუსმენ, დრამა ფილმებს ვუყურებ, არ მძინავს, ტელეფონს ყოველ წუთს ვაშტერდები, იქნებ ვინმემ დამირეკოს, ვინმემ ანუ ნიკამ ! სხვასთან ლაპარაკის სურვილი არც მაქვს. მენატრება. *** - ტასო გღვიძავს? - კი რაიყო? - დედიკო რამდენი ხანი გინდა ასე ყოფნა? - არვიცი. რამდენი ხანიც საჭირო იქნება - მე არმინდა ასე შენი ყურება. - არც მე მინდა თქვენი ყურება. - რა? ასო გამაგებინე რაგჭირს. სუსტი ფეხები გადააჯვარედინა და ცალი ხელით კარის სახელურს დაეყრდნო. - არაფერი. - დედა როგორ თუ არაფერი? ვერ ხედავ რადღეში ხარ? საერთოდ აღარც ვიცი მართლა ტასო ხარ თუ არა. ხან საერთოდ არ ჭამ, ხან უაზროდ ბევრს ჭამ, ოთახიდან არ გამოდიხარ, გარეთ არ გადიხარ, მეგობრებთან ერთად არ ხარ, ტელეფონსაც კი არ იღებ, როცა გირეკავენ. ტასო მომიყევი რა გჭირს, ან რა გაწუხებს, იქნებ დაგეხმარო დედა. - როდის გიყვებოდი რა მაწუხებს ახლა, რომ მოგიყვე? ან საერთოდ როდის გაინტერესებდა შენ მე რა მაწუხებს ან რა მადარდებს ! შენ საერთოდ შენი სამსახურის მეტი არაფერი არ გადარდებს! არმინდა მაკა შენი დახმარება და ფუჭი ლაპარაკი, მე მივხედავ ჩემთავს ისე როგორც ადრე. კარი გაიხურა და გავიდა. დედაჩემს არასდროს ჩვევია რამის დაძალება ან ხვეწნა. თუ არ ეტყოდი არც გთხოვდა, თუ არ გააკეთებდი არ შეგეხვეწებოდა. მართალია ვეუხეშე, მაგრამ როცა ხედავს, რომ ცუდად ვარ რატომ ცდილობს წყობიდან გამომიყვანოს?! სიმშვიდით მაკას მაინც ვგავდე. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, რომ იყოს მაინც არ აღელვდება, ტონს არ აუწევს. მაოცებს მისი სიმშვიდე ყველაფერში. ახლა მაკა მყავს შემოსარიგებელი, მაგრამ ამის თავი ახლა არ მაქვს. დღეები ისე გადიოდა ვერც ვიგებდი, უსაქმურობაში და ძილში, რიცხვებიც ამერია, დროის შეგრძნებაც დავკარგე. ალბათ ღამის პირველი ან ორი საათი იქნებოდა, როგორც ყოველთვის ახლაც საწოლზე ვიწექი, გულაღმა, ყურსასმენებში მუსიკას ვუსმენდი, თვალები გახელილი მქონდა და ბნელ ჭერს ვუყურებდი თან თითებს რიტმულად ვათამაშებდი. ჭერზე რაღაცის ანარეკლმა ციმციმი დაიწო, ყურსასმენები მოვიხსენი, ტელეფონი რეკავდა, უიმედოდ ავიღე და ყურზე მივიდე - გისმენთ - ტასო ეს ნაცნობი ხმა, რომ გავიგე, მუცელში პეპლებმა კი არა მთელმა ზოოპარკმა გაიარა. ისეთი უცნაური შეგრძნება მქონდა და ისეთი გახარებული ვიყავი. სიტყვები ვერც დავალაგე. იისეთი შეგრძნება მქონდა არასდროს, რომ არ განმიცდია. - ტასო გესმის? - კი - შეგიძლია დაბლა ჩამოხვიდე? ამ წინადადებამ მოლოდინს გადააჭარბა, ისე დამცხა თითქოს ბუხარში ვიჯექი და ვიწვოდი, მუცელში სასიამოვნოდ უსიამოვნო გრძნობა მქონდა, წამიერად კანკალმა ამიტანა. რამ ჭირდა ვერ მივხვდი, არასდროს ვყოფილვარ ასე ! - კარგი - მიდი გელოდები. მინდოდა ერთი წამიც არ დამეკარგა, მინდოდა ყოველი წამი გამომეყენებინა მასთან შეხვედრის. მისი ნახვის სურვილიც კი მაგიჟევდა. სარკეშიც არ ჩამიხედავს, პიჟამოებით ჩავედი დაბლა. გონებაში ათასი რაღაც დავსახე, ათასი რაღაც წარმოვიდგინე. ვფიქრობდი, რომ ჩამეხუტებოდა და მეტყოდა მომენატრეო, ან დაბრუნდიო ან საერთოდ მეტყოდა მიყვარხარო. აბა ამ ღამე რისთვის ჩამიყვანდა დაბლა. უზომოდ ან უაზროდ ბედნიერი და გახარებული ვიყავი. როცა დავინახე კიდევ ერთმა სიხარულის ტალღამ დამიარა. მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, მაგრამ მის წინ დავდექი, ჩუმად ვიყავი. - გამარჯობა ტასოო - გამარჯობა - როგორ ხარ? - არამიშავს. შენ როგორ ხარ? - რავი, მე კარგად. - ჰო იტოკში ჩანთა დაგრჩა ჩემთან და ამის მოსაცემად ჩამოგიყვანე. ჩანთა გამომიწოდა, გამოვართვი, მაგრამ ხელი შემეყინა ჩანთაზე. - კაი მოკლედ წავედი გვიანია. კარგად იყავი. ტასო. წავიდა. არც შემოიხედა. გაქვავებული დამტოვა. ხმამაღლა ავტირდებოდი, მაგრამ ვერ ვიტირე. გავიყინე. მულტფილმებში, ჯადოქარი, რომ ჯოხს მოიქნევს და ადამიანებს, რომ ყინავს უეცრად. აი ზუსტად მასე ვიყავი. წამიერად გავქვავდი. შიგნიდან, გულში რაღაც ამეწვა საშინლად და მეტკინა. პირდაპირი მნიშვნელობით ჭრილობაზე მარილი დამაყარა. მომკლა. სულიერად. უფრო მეტად მეტკინა გული ვიდრე მაშინ, როცა ვერ ვნახულობდი. ამას მერჩივნა არ მენახა. თითქოს გული ამომაგლიჯესო. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი სულის ნაწილი დავკარგე. ან გავაქრე. რაც არ უნდა იყოს, დიდი ტკივილი ვიგრძენი. ტკივილი რომელიც ჩემთვის უცხო ხილი იყო და აქამდე განცდილი არ მქონდა. რა სულელი ვარ ! მე რეებს ვფიქრობდი და თურმე. ჩანთა? უბრალო ჩანთის გამო ავტეხე ამხელა ალიაქოთი გონებაში? ბრალო ჩანთის გამო განვიცადე ამხელა სიხარული?, რომელიც რამდენიმე წამში საშინელ ტკივილად მექცა?! მომკლა მისმა საქციელმა. მისმა სიცივემ. უჩვეულოდ ცივი იყო. უჩვეულოდ ცივად საუბრობდა. არც მიყურებდა. მის წინ ვიდექი, მაგრამ არ მიყურებდა. თითქოს მე კი არა ჩემ უკან მდგარ სადარბაზოს ელაპარაკებოდა. ან ჩემ უკან არსებულ სიცარიელეს. ვუყურებდი, მაგრამ ერთხელაც არ შემომხედა. ისე წავიდა არც შემომხედა. წავიდა და ჩემი სიხარულიც გაიყოლა. მაგრამ "ზატო" უიმედობის დიდი ტალღა დამიტოვა. ყველაფერი კარგი ჩაკლა ჩემში. არვიცი შეიძლება ვბოდავ, მაგრამ უბრალო ადამიანზე ასე ვერ ისაუბრებ ასე ვერ განიცდი მის ნამოქმედარს. ადამიანი თუ უბრალოდ ნაცნობია მისგან გაკეთებული ცუდი ასე ვერ გეწყინება. მის მიმართ ასე, რომ იყო ის ადამიანი უნდა გიყვარდეს. სხვანაირად ვერ იქნება. მიყვარს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.