შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცვლილება ან ჩანაცვლება 9


3-10-2016, 20:55
ავტორი მარე:)
ნანახია 1 865

სახლის გზას უხალისოდ დავადექი, ქარი იყო და ხელებს მიყინავდა, ლამაზი ფოთლები ჩემთან მოსვლას სცდილობდნენ ქარი კი უკან უკან სწევდა მათ. ამან კიდევ უფრო დამაფიქრა დემიენის საქციელზე, ამ შემთხვევაში დემიენი ფოთოლი იყო და ვიღაც სხვა ამოუცნობი კი ქარი. ვფიქრობ რომ ეს ამოუცნობი მისი შეყვარებულია, თუმცა თუ დემიენს არ უყვარს რის გამო ჩერდება მასთან? იქნებ ფულის გამო? ან იქნებ იმის გამო რომ სკოლაში ყველაზე ლამაზ გოგოდ ითვლება. არ ვიცი უკვე თავი ამტკივდა. იქვე ახლოს მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და ვუყურებდი ლამპიონის შუქის ანარეკლში როგორ ათამაშებდა ლამაზ ფოთლებს ქარი, ფოთლებს მეტი გზა არ ჰქონდათ უნდა დამორჩილებოდნენ რადგან ქარი მათზე ბევრად ძლიერი იყო. ასეთია ცხოვრებაც, ჩვენზე ძლიერია და ჩვენც იძულებულები ვართ მას დავემორჩილოთ.
ამ ფიქრებში გართული მივაბიჯებდი და შემოდგომის სუსხი სახეს მიყინავდა. სახლამდე ჯერ კიდევ შორი იყო, თუმცა არ ვჩქარობდი ძალიან მომწონს წელიწადის ეს დრო რადგან ის მე მგავს მე კი მას ვგავარ. მივაბიჯებ და ვფიქრობ საკუთარ ცხოვრებაზე, შეცდომებზე ჩემზე მოგონილ ჭორებს მაგრამ რა? ამით რა იცვლება? ჩემი მეგობარი ჩემთვის უცხო გახდა ის მეგობარი რომელიც ჩემთან ერთად ორი წლიდან იზრდება. ვაიმე სოფი..... სადაა სწრაფად უნდა წავსულიყავი რომ მენახა სოფი სახლში იყო თუ არა. ფეხს ავუჩქარე. ძალიან ციოდა უკვე ღამე იყო. ერთმა მანქანამ გამოიარა და გამიჩერა.
- ანნა რას აკეთებ ამ დროს ქუჩაში? მომესმა უცხო ბოხი ხმა.
- უკაცრავად, გიცნობ?
სიბნელეში ვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ მანქანის ფარები ანათებდა.
- წამოდით და გზაში გავარკვიოთ.
მითხრა და უცნობი ჩემსკენ ნელ-ნელა წამოვიდა. მეც შიშსგან ნელანელა უკან წავედი და ლამპიონის ბოძს მივეკარი. უცნობს სახეზე შავი ნიღაბი ეკეთა, რამაც უფრო დიდი შიში გამოიწვია ჩემში.
- ნუ გეშინია პატარავ მამიკო შენთანაა.
- რა მამიკო ახლავე გამიშვი ახლავე თორემ ვიკივლებ.
- ოხ არავინ შეაშინო შენი კივილით. გადაიხარხარა და ისევ დასერიოზულდა. ახლა კარგად მომისმინე შენ გაიხდი თუ გაგხადო?
- შენ ვერახარ? ახლავე გამიშვი ახლავე თავი დამანებე. ვუყვიროდი, ვეჯიკავებოდი, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროს მანქანის ხმა გავიგე რომელიც სავარაუდოდ მთელი სიჩქარით შემოვიდა მოსახვევში და ამ უცნობს პირდაპირ ცხვირწინ გაუჩერა. გაიღო კარი. გული ისე მიფეთქავდა მეგონა გასკდება და მოვკვდები მეთქი. მანქანიდან გადმოვიდა შავებში ცაცმული კაცი მხოლოდ ჰალსტუხი ეკეთა თეთრი. როცა ლამპიონის შუქზე გამოვიდა ნელი ნაბიჯებით მხოლოდ მაშინ შევძელი მისი სახის გარჩევა. შავ თმიიანი, მაღალი, მოტკეცილ საროჩკაზე დაკუმთული სხეული ეტყობოდა, ცისფერი ყინულივით და ზღვის წყალივით თვალები.
- გოგონა ჩაჯექი მანქანაში! მითხრა და ნიღბიანი უცნობი კაცისკენ წავიდა.
- ჰაა ახლა შენ მითხარი სიფათი გაგიერთიანო თუ მოგკლა?
არ ვიცი რატომ მაგრამ მის ბრძანებას დავემორჩილე. თუმცა სხვა რა გზა მქონდა.
რამოდენიმე წუთი ლაპარაკობდნენ. შემდეგ ჩემი თვალით დავინახე როგორ გარბოდა ნიღბიანი უკანმოუხედავად.
თეთრჰალსტუხიანი მანქანისკენ ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა. მანქანის კარი გაააღო და ჩაჯდა შემდეგ კი ძალიან სწრაფად მოვშორდით იქაურობას.
- მადლობთ ყველაფრისათვის, მაგრამ შეიძლება გავიგო დახმარების მიზეზი?
- არაფრის, რათქმაუნდა. იმიტომ დაგეხმარე რომ მომწონხარ და არ მინდა ვინმემ რამე დაგიშავოს.
მანქანა გააჩერა და მისი ცისფერი თვალები ჩემსკენ მოანათა.
- კი მაგრამ არ მეცნობით. მივუბრუნდი და გაკვირვებული სახით შევხედე.
- ბიოლოგიას ერთად გვიტარებენ ხოლმe. მანქანა ისევ დაქოქა და ისევ იმ სისწაფით მოსწყდა ადგილიდან.
- გასაგებია. მაგრამ კარგით რა? მე ხომ არ მიცნობდით როგორი ვიყავი.
- სულელი ხარ თუ თავს ისულელებ. გაბრაზებულმა მარცხენა შესახვევში შეუხვია და ღამის უკუნეთი გაანათა.
- ხო კაი გასაგებია ყველაფერი. ტელეფონი ამოვიღე და სოფისთან დარეკვა ვცადე.
- რას აკეთებ? მკითხა და გზას თვალი ფრთხილად მოაცილა
სოფის ვურეკავ მოტოთი რომ მოვიდეს შეგიძლიათ აქ გააჩეროთ.
- შენ რა მახუმრები? ვინ სოფი? მითხარი სად ცხოვრობ სწრაფად.
- უკაცრავად არაა საჭირო თქვენი შეწუხება. ისე მერიდებოდა ლოყები ამიწითლდა. ნუ ვერ ვხედავდი მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ლოყები წითელი მქონდა.
- მითხარი სად ცხოვრობ ჯიუტად მითხრა და ხელი ხელზე დამადო.
- ამ ქუჩას გაუყევი და მარჯვნივ შეუხვიე.
- გასაგებია.
სახლის ეზოსთან მანქანა მოასრიალა, მანქანიდან გადავიდა და კარი გააღო.
- ყველაფრისთვის დიდი მადლობა. სავარძლიდან ჩანთა ავიღე და სახლისკენ წავედი
- ხვალ შევხვდებით.
- კარგად.
ის მანქანაში ჩაჯდა, მე სახლისკენ წავედი
• დღე მეორე.
მზემ შემოანათა ჩემს საძინებელში. მთელი ღამე არ მეძინა. ან გუშინდელის მერე როგორ უნდა დამეძინა. ძალიან ცუდად ვიყავი. თან დღეს სკოლში წასვლა არ მინდოდა. ავდექი სავარძლიდან რომელშიც მთელი ღამე ვიჯექი და თავის გახეთქვამმდე ვფიქრობდი.
კარისკენ წავედი და ძალიან სწრაფად გავაღე და ჩავირბინე კიბეზე. სოფი როგორც ყოველთვის ყავას სვამდა თავის თეთრ სავარძელში.
- სოფი მეე
ადგილზე გაშეშებული მივაშტერდი სოფის.
- არა ანნა მე მპატიე გუშინ ძალიან ზედმეტი მომივიდა შენ ამას არ იმსახურებ ჩემგან.
- რაც იყო იყო დაანებე თავი მაგ გუშინდელ დღეს. თუმცა ისეთი რაღაც უნდა გითხრა სიხარულით გაგიჟდები. ვუთხარი და გვერდით მივუსკუპდი.
- მიდი გისმენ ხო იცი ახლა ჩემი ხასიათი. სიხარულით შემომცქეროდა თვალებში
- მოკლედ გუშინ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent