შეწყვეტილი ცხოვრება (ნაწილი II)
მარტო ხარ არავის სჭირდები, ყველასთვის გამოუსადეგარი ხარ, ვერც კი შენიშნეს შენი არ ყოფნა. ქირქილებდა ჩემი შნაგანი ხმა და მოსვენებას არ მაძლევდა -როგორ არ გესმის რომ აზრი არ აქვს შენს უბადრუკ სიცოცხლეს, მხდალო არც კი შეგიძლია უბრალოდ დაასრულო ეს ყველაფერი. ხმამაღლა ხარხარებდა და არ მეშვიდდებოდა. სისხლი სახეში მომაწვა ერთიადან იფეთქა გაბრაზებამ და რეალობის სიმწარემ ჩემში... -გაჩუმდი... ვიყვირე ხმამაღლა, ჩემი ყვირილი მანქანის სიგნლმა შთანთქა, საჭეს ხელი ავკარი და გზატკეცილიდან გადავედი მანქანამ მშვიდად ჩამიარა, საჭის დამორჩილების უამრავი მცდელობა თუმცა მოლიპული გზა ამის საშუალებას არ მაძლევდა, ცხოვრების საუკეთესო მომენტების თვალწინ გავლა, ღიმილი, ისევ ჩემი შინაგანი მეს ბოროტი დაცინვა... ასე უბადროკად კვდები? მეტს არც ველოდი... საჭდან ხელების აღება და მანქანის შეჯახების ყრუ ხმა.... თუმცა ჩემდა საუბედუროდ თუ საბედნიეროდ უბრალოდ ხეს დავეჯახე და არც რაიმე განსაკუთრებული დაზიანება აღმენიშნებოდა თუ არჩავთვლით გახეთქილ წარბსა და ფეხის ტკივილს. არც მანქანა იყო ძალიან მძიმე სიტუაციაში ბამპერი ჰქონდა დაზიანებული რაც ერთი შეხედვით გავარჩი მგონი სხვა არაფერი.... ჩანთა და ტელეფონი გადმოვიღე მანქანიდან და გზა ფეხით განვაგრძე, საშინელი სიცივე ძვლებში ატანდა, თუმცა ეს არაფერი იყო იმ სიცივესთან შედარებით რაც მარტოობას მოჰქონდა. სიკვდილიც სანატრებელი გამიხდა ისიც არ მოდიოდა... -რა თქმა უნდა არ მოვა.. არც მას სჭრდები საცოდაო. ისევ ჩემი ქვეცნობიერი, რომელიც მაგიჟებდა და სიმშვიდის საშუალებას არ მაძლევდა, ძალაგამოცლილი თოვლზე დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე, ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი, რაც მოსახდენია მოხდეს, იქნებ გავიყინო მაინც ან მგელმა დამგლიჯოს რაღაცამ მაინც ხომ უნდა მომიღოს ბოლო... -თავად ვერაფერი გაგიკეთებია და ისევ სხვის იმედზე ხარ ხომ? თავად არ შეგწევს ამის ძალა ხომ? ეგაა შენი პრობლემა, ყოველთვის სხვის იმედზე ხარ არაფრის გაკეთება არ შეგეძლო მთელი ცხოვრება სხვას აწექი ტვითად, შენი ბრალია ოჯახი რომ აღარ გყავს, შენი ძმას რომ ასეთ გარემოში უწევს გაზრდა ეგეც შენი ბრალია, შენს გამო აკლია მას მშბლების სითბო. სიყვარული, მისი ღირსიც ვერ გახდი, არავინ შეგიყვარებს ყველა გიყენებს, ვის რაში სჭირდები. სიმწრისგან კბილები გავაღჭრიალე, მტკივნეულ ადგილას ფეხის დაჭერა ყოველთვის გეხერხებოდა... გამოვცერი კბილებში... -რეალობა ვინმემ ხომ უნდა დაგანახოს? -მაშინ სად ხარ როდესაც ვისმესთვის პასუხი გაქვს გასაცემი? სად იმალები რატომ არ გყოფნის გამბედაობა? -მე? შენ გარბიხარ ყოველთვის, ყველაპრობლემიდან გარბიხარ და არაფერს გინდა მოერიო, თაგვივით ძვრები შენს სოროში და სანამ ყველაფერი არ დაწყნარდება არ გამოდიხარ... -გაეთრიე არანორმალურო... -მე ვარ არანორმალური? საკუთარ თავს ელაპარაკები და კიდევ მე ვარ გიჟი? არ გინდა სიმართლის დანახვა, რეალობას არ უსწორებ თვალს ისევ ღრუბლებში დაფრინავ და ვერაფერს ხვდები, ყველაფერი დაკარგე, მშობლები, საყვარელი ადამიანი, გრძნობები, ჩვეულებრივი არარაობა ხარ რომელსაც მომავალი არ აქვს, გამოჩნდები თუ არა ყველგან პრობლემას ქმნი და ყველაფერს ანადგურებ, რისთვის ცოცხლობ? უფრო სწორად რისთვის არსებობ? გავჩუმდი კითხვაზე პასუხი არ მქონდა ის მართალი იყო.... გარემოს თვალი შევევლე ყველაფერი თეთრი ფაფუკი თოვლით იყო დაფარული მხოლოდ მე ვიყავი ერთადერთი უწმინდური ამ სპეტაკ თოვლში, ირგვლივ იდეალური სიჩუმე იყო გამეფებული, ცა მილიონი ვარსკვლავით იყო მოჭედილი მათ არაფერი ადარდებდათ ბედნიერად კაშკაშებდნენ, ბოლოს ასეთი ბედნიერებისგან როდის ბრწყინავდა ჩემი სახე არ მახსოვს, ფიქრები ჩიტებივით ისევ შორრეულ წარსულში გამიფრინდნე, წარსულში რომელსაც ვეღარ დავიბრუნებდი, სიგარეტს მოვუკიდე და ფილტვები კვამლით ავავსე, ღრმად ამოვისუნთქე თითქოს სიგარეტის კვამლთან ერთად მინდოდა გამომედევნა ტკივილი ჩემი სხეულიდან თუმცა უშედეგოდ, უეცრად გამახსენდა რომ ჩანთაში სამართებელი მქომდა, ამოვიღ, მისმა პრიალა ზედაპირმა მაშნვე აირეკლა მთვარის კაშკაშა სხივები, სამართებელი მაჯაზე დავისვი 1 2 3 მაჯას ნელნელა ემატებოდა ჭრილობები, მშვიდად დავიწყე წუთების თვლა 8, 9, 10, 11 საოცარი სიმშვიდე მეუფლებოდა, სხეული ერთიანად მოდუნდა თვლა ამერია, სახეზე ღიმილი დამთამაშებდა, სიმსუბუქის საოცარი შეგრძნება, გაყინულ სხეულზე თბილი შეხება და ვიღაცის შიშისგან გაფითრებული სახე. ასეთები ხართ ადამიანები როგროც კი სიკვდილთან პირდაპირ მოგიხდებათ შეხვედრა ერთიანად კანკალებთ და პატარავდებით, არადა სიკვდილი ისეთი საბრალო და უსუსურია ისეთი მარტოსული, რა მისი ბრალია თუ ცხოვრების თამაშში მას ასეთ როლი ერგო, საცოდავია რდგან თავად არ შეუძ₾ლია მოკვდეს და მისი როლიც დასრულდეს, არ შეუძლია განიცადოს გრძნობა რომელსაც სიყვარული ჰქვია, თუმცა იცი რა სიკვდილო?! მე შენ მიყვარხარ, შენი ბრალი არაა რომ არ გაგიმართლა. შორიდან ყრუდ ჩამესმის ვიღაცის გაღიზიანებული და ამავდროულად შიშ შეპარული ხმა..... -ფუ შენი, ესღა მაკლდა, რატომ იბადებით ასეთი იდიოტი გოგონები, რა ვუყო ახლა მას... -კიდევ ერთი ადამიანის ტვირთი გახდი. ჩემი შინაგანი მეს ირონიული ჩურჩული იყო უკანასკნელი რაც გავიგონე, შემდეგ კი, შემდეგ სრული წყვდიადი და არანაირი ტკივილი. არ ვიცი რამდენხას ვიყავი ასე უეცრად კი, უეცრად ყველაფერი განათდა და სახე ერთიანად წყლით დამისველდა... თვალები ძლივს გავახილე, გამოსახულებას ჯერ კიდევ ბუნტად ვხედავდი თუმცა მაინც შევძელი გამერჩია ჩემს წინ მდგარი მაღალი, გამხდარი წვერიანი არსება რომელიც თავზე მედგა და ირონიულად მიყურებდა... -ვინ ჯანდაბახარ? ისე ადამიანის გაღვიძების უკეთესი ვარიანტებიც არსებობს. -მართლა? ხომ არ ჯობდა მეკოცნა და საუზმეც მომერთმია საწოლში? -იუმორის გრძნობა აქვს, სიხარულისგან ხტუნავს ჩემი შნაგანი ხმა... -სარკაზმი არაა საჭირო. შევუღრინე გამწარებულმა, მეტს აღარ შეგაწუხებ ახლავე წავალ აქედან. წამოდგომა ვცადე თუმცა ჩემი მოუხერხებლობისა და ამას დამატებული გადაჭრილი ვენების გამო წავბორძიკდი და იატაკის ნაცვლად მის ხელებში აღმოვჩნდი.. -უკვე მეორედ გადაგარჩნე, ეცადე მესამედ არაფერი მოიწიო, მომახალა უხეშად.. -გმადლობ ვეცდები, შევუბღვირე და ისევ დავჯექი. -ისე იმ მანქანითა და შენი ავადმყოფური ხასიათის გამო მეეჭვება შორს წასვლა მოახერხო, სჯობს ცოტახნით მაინც დარჩე აქ... აგიტან როგორმე... -შენი საუბარი უკვე ზღვარს სცილდება, არაფერი იცი ჩემზე და დასკვნებისგან თავი შეიკავე... -სულაც არა ათიანში გაარტყა ისევ ის სულელი ხმა... -მოკეტე და შემეშვი... -უკაცრავად?! -შენთვის არაფერი მითქვამს... -ოჰო საკუთარ თავს ესაუბრები? მგონი მართლაც არხარ ნორმალური, საგიჟეთიდან ხომ არ გამოიპარე? ეს უნდა გადავამოწმო... -ჰმ საიდან ასეთი გამჭრიახი გონება... -შენგან განსხვავებით ნორმალური აზროვნების უნარი შემწევს და იმდენად მიყვარს საკუთარი თავი რომ თავი არ მოვიკლა... რა მარაზმია ღმერთო მის ბოლო სიტყვებშ იმდენად დიდი ზიზღი იგრძნობოდა .... -შენ, შენ არაფერი იცი მხოლოდ ერთი მხრიდან უყურებ ყველაფერს, ადამიანი კი ფრესკა არაა მხოლოდ ერთი მხრიდან რომ განსაზღვრო, მას გარშემო უნდა შემოუარო და მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასო... -მაგ საქციელს მაინც არაფერი ამართლებს... აქ უკვე ნერვებმა მიმტყუნა ერთიანად ვკანკალებდი და ფრჩხილებს ვიკვნეტდი...... ის კი გავიდა, არ უთქვამს სად და რისთვის უბრალოდ წავიდა, მე კი დავრჩი საკუთარ მესთან მარტო, თუმცა ის ხმას არ მცემდა როგორც ჩანს კმაყოფილი იყო ჩემი "გადამრჩენის" მონოლოგით და თავს აღარ იწუხებდა მწარე შენიშვნების გაკეთებით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.