შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობების ექსპრესია (თავი მეორე)


4-10-2016, 20:57
ავტორი 5th Angel
ნანახია 1 594

გრძნობების ექსპრესია (თავი მეორე)

მთელი გზის განმავლობაში, გამეფებულ დუმილს არცერთი ვარღვევდით. მანქანაში ისეთი სურნელი ტრიალებდა, გაბრუებული,უხმოდ ვიჯექი წინა სავარძელზე და ფანჯარაში მოხეტიალე ხეების გუნდს ვადევნებდი თვალს.
მერე, საუბარი ისევ მან წამოიწყო:

-სახელი?
თავი ოდნავ მოატრიალა. გვერდიდანაც თავისუფლად შემეძლო მისი გამობზეკილი,ცეცხლივით წითელი ტუჩების დანახვა.
-რა?
დაბნეულმა წამოვწიე თავი.
-შენი სახელი არ ვიცი..
ჩაეცინა, და გეფიცებით, მის ღაწვებზე გაჩენილი ფოსოების დანახვისას, მთელი ენერგია დავთმე, რომ არ მივწეულიყავი და მთლიანი სახე დამეკოცნა!
-ქეთა მქვია. ქეთა გავაშელი.
-მე სანდრო!
ღიმილით გამომხედა. რაღაც უჩვეულო იყო მასში, ისეთი, რაც არასდროს არავისზე შემიმჩნევია. ან, ვერ.
-ვიცი.
-ჰო?
მხოლოდ მისი ეშმაკური ღიმილის დანახვისას მივხვდი, რომ სისულელე წამოვროშე და უცბადვე გამოვასწორე.
-შაკომ რომ დაგიძახა, გავიგე.
-ესეიგი კარგი სმენა გქონია..
-ძალიან!
-გავითვალისწინებ..
-ეგრე ქენი.
-ნუ მესწერვები!
-შენ ნუ მენაგლები.
ნერვები ისედაც მოშლილი მქონდა, უარესად მიმატებდა.
-ძაან ლამაზი ხარ,რო ბრაზობ.
რაღაცნაირად გამომხედა. ქვევიდან. ან მე ვიჯექი სიმწრით და მომეჩვენა. მაგრამ ისეთი საყვარელი იყო, გულისცემა ჯერ დამივარდა, მერე ამივარდა.

მერე გასცდა საზვღვრებს და გულმა დაიწყო მთელი ძალით ბაგაბუგი. სიბნელე რომ არ ყოფილიყო, ნათლად შეამჩნევდა ჩემს აჭარხლებულ სახეს და მეამიტურ გამომეტყველებას. რომელიც არც ისე ხშირად მაქვს ხოლმე.
ხმა არ ამომიღია.
მიხვდა.
მესიამოვნა.
მეც მივხვდი რომ მიხვდა. რაღა საჭირო იყო, რამის თქმა?!

-თაკო შენი დაა?
-დეიდაშვილია. დედაჩემი ზრდის, დედა გარდაცვლილი ყავს.
-ვიზიარებ, მეც გარდამეცვალა დედა.

მის სიტყვებში ისეთი ტკივილი იგრძნობოდა, შეუძლებელი იყო, გულში არ ჩაგვწდომოდა. საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, ეს ხომ საშინელებაა.
ყველაზე დიდი ტკივილი! როდესაც იცი, რომ აღარასდროს იქნება შენთან. რომ მის ხმას ვეღარ გაიგებ. ვერც მის ტუჩებს შეიგრძნობ, ძილის წინ. ვერც მის ტკბილ ხმას, საერთოდ ვე-ღა-რა-ფერს.
-ძალიან ვწუხვარ!
თითები ოდნავ შევახე.
გააჟრჟოლა.
მეც იგივე დამემართა. მთელ ტანზე ტაომ დამაყარა. რომ არ ვმჯდარიყავი, დავეცემოდი. ჩემი ხელი მისაში მოიქცია და მაგრად მომიჭირა.

ჩამეღიმა. სულ ოდნავ, ტუჩის კუთხეებში.
გეფიცებით, სულ გადამავიწყდა ყველა, და ყველაფერი. ისიც, რომ მასზე გაბრაზებული ვიყავი. ისიც, რომ სახლში ავადმყოფი თაკო მელოდებოდა, და ისიც, რომ მანქანაში გაჟღენთიი სუნამოს სუნი ერთდროულად მახრჩობდა კიდეც, და გულზე სასიამოვნოდ მედებოდა.
დარჩენილი გზა, ხელჩაკიდებულებმა გავატარეთ.

მერე, სადარბაზოსთან შეუხვია და რადენიმე წუთიანი ზღაპარი, წამში დამთავრდა.
მეგონა მკითხავდა ან ნომერს, ან რამე ისეთს. მაგრამ - არაფერიც!
ხელი ფრთხილად გამიშვა და შუბლზე მაკოცა.
-დახმარება ხომ არ გჭირდება?
-არა, მივხედავ მე, მადლობა. ისედაც შეგაწუხე.
უხერხულად შევიშმუშნე.
-შენ ვინმე როგორ უნდა შეაწუხო ვაბშე,ტო?
გამიღიმა.
გულში სითბო ჩამეღვარა.
-ნასვამი რო ხარ?!
ვკითხე და მანქანაზე მივანიშნე. უკან უნდა დაბრუნებულიყო ალბათ, ისტერიკაში.
-მერე რა.
მხრები აიჩეჩა

-არ გაგაჩერონ..
-ღადაობ ტო, იქით დავშტრაფავ ყველას.
გულიანად გამეცინა.
-კაი წავედი, მადლობა მოყვანისთვის
დავემშვიდობე.
-მიდი, ჭკვიანად.
გადავკოცნე.
-ეე წესიერად მაკოცე!
-წესიერად როგორ?
გაკვირვებულმა შევხედე.

თავისკენ მიმწია, ლოყაზე მაკოცა და ცერა თითით ფაქიზად მომეფერა ცხვირზე. მერე ლოყა გამომიშვირა, ხმაურიანად,სიცილით ვაკოცე და მანქანიდან გადავედი.
გული ამოვარდნას მქონდა.
-მიდი ადი, გიყურებ!
მანქანიდან გადმოვიდა.
კიბეები სწრაფად ავირბინე. გული ამოვარდნას მქონდა.


***
თაკო საავადმყოფოში წავიყვანეთ. მუცელი საშინლად სტკიოდა. ექიმმა სტრესის ბრალიაო. ისედაც გაგიჟებული დედაჩემი,სულ მთლად გააგიჟა.
ორ დღეში გამოწერეს სახლში. მე და დედამ სახლი სულ ბუშტებით და ყვავილებით მოვურთეთ. მაგრამ მაინც უხასიათოდ იყო.

უკვე სამი წელია, რაც დეიდა გარდამეცვალა და მას მერე, თაკო სულ ჩაიკეტა. ისედაც არ იყო გახსნილი ბავშვი, ახლა ხომ საერთოდ.
თაკო ჩემზე სამი წლით პატარაა. მე ჩვიდმეტის ვარ, თაკო - თოტხმეტის.
ბავშვობაში დეიდას მივყავდით ხოლმე ერთად დასასვენებლად. ის ჩემი ყველაზე კარგი მოგონებებია, რაც კი გამაჩნია.

სამწუხაროდ, ადამიანებს უკან ვეღარ ვაბრუნებთ. სამაგიეროდ შეგვიძლია მათი გახსენება. მათი მოგონება. მათთვის პატივის მიგება. და მადლობის გადახდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში მათი წილი როლი შეასრულეს და წავიდნენ.

აფთიაქში ჩავედი. წამლები ვუყიდე და სირბილით ამოვბრუნდი. ვერ ვისვენებდი. სულ სანდროზე ვფიქრობდი. არ გავდა არცერთ ბიჭს. ამოუხსნელი ფენომენი იყო ასათიანი. გარედან სხვანაირ იმიჯს ატარებდა, შიგნიდან, კი სულ სხვანაირი იყო.

ბოლოს მაინც მძლია ჩემმა ცნობისმოყვარეობამ, და სოციალურ ქსელში მოძებნა გადავწყვიტე.
მეგობრობის მოთხოვნა გავუგზავნე.
პროფილის ფოტოზე, გოგოსთან გადაღებული ფოტო ეყენა. გადავედი, გადავედი, გადავედი, კიდევ გადავედი.
სულ სხვადასხვა გოგონები, სულ სხადასხვა ადგილას.

ურთიერთობაშიც ყოფილა, თურმე. დავიჯერო, ყველას ჩემნაირად ეუბნება, ლამაზი ხარო და კერავს, და მერე აგდებს ნახმარი ნასკივით?

ნერვები ამეშალა.
თვალები საშინლად ამეწვა.
ისედაც ალეწილი ვიყავი, სულ ავილეწე.
მოთხოვნა გავაუქმე. კომპიუტერი გაბრაზებულმა მოვისროლე და ტელეფონს დავხედე.
-ხო ანი.
-რაიყო, რა ხმა გაქვს, თაკო როგორაა?
-კარგად. არაფერი,მეძინა.
მოვიტყუე.
-გეძინა კი არა, არუნდა მომიყვე?
-რა უნდა მოგიყვე?
-გუშინწინ სანდრომ მიგიყვანა და დავიჯერო, მოსაყოლი არაფერი გაქვს? ღადაობ?!
-არ მაქვს.
მკვახედ ვუპასუხე.
-მიდი დაცხე მალე, რას მეწუწუნები.
ბოლოს იმდენი ქნა, ყველაფერი სიტყვასიტყვით მათქმევინა.
-აუ შოკი ბიჭია რა, რაღაცნაირია.
-კაი ერთი!
-მიდი გაუგზავნე ისევ მეგობრობა..
-დებილი ხარ?! თვითონ გამოგზავნოს თუ უნდა..
-რა ვირი ხარ. გამო ჩემთან, ყავა დავლიოთ და მომიყევი უფრო კარგად.
-ხო მოგიყევი უკვე!
-მიდი-მეთქი.
-აუ, ოღონდაც დამაძინე ერთი საათი, და გეფიცები ხვალ ორ წყვილ ბენსიმონს გიყიდი. ვუთხარი და დაღლილი დავეხეთქე ლოგინზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent