შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობების ექსპრესია (თავი პირველი)


2-10-2016, 00:25
ავტორი 5th Angel
ნანახია 1 891

ხომ არის ხოლმე დღეები, კალენდრებზე ამოტვიფრული, რომელიც მთლიანად მათ ეკუთვნით. თავიდან ბოლომდე მათია. რიცხვიანად, ქაღალდიანად და წითელი კალმით შემოხაზული წრის ფორმიანად.
ხოდა, რას წარმოვიდგენდი თუ შვიდი ივნისი გახდებოდა ჩემი დღე, იქიდანაც, აქედანაც, ყველანაირად.
მოკლედ,როგორც ვთქვი,ყველაფერი ორიათასთოთხმეტი წლის შვიდ ივნისს დაიწყო. აი ასე, უბრალოდ მოხდა და ვსო. ვერ შევეწინააღმდეგეთ ვერც ერთი. არც პასუხი უნდოდა არაფერს, ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ ყველაფერი ცუდადაც იყო.
გიკვირთ ხომ?!
აი ასე.
იყო და მორჩა.


-რას ჩამომიტან?!
-რა ჩამოგიტანო?
-აი, იმდღეს რო განახე ისეთი ბენსიმონები, რა.
-კაი. შენს ოცდაექვს ბენსიმონს კიდევ ახალი შეემატება.
სიცილით ვთქვი და ტელეფონი გავთიშე. მაღაზიაში შევედი და რაც კი მომეწონა, ყველაფერი ვიყიდე. სავარაუდოდ, არც ერთი მეგობარი გამომრჩენია.
იქვე მაღაზიის გასასვლელში მამაკაცის საათებს მოვკარი თვალი. არც ისე ძვირფასი იყო, არც ისეთი, როგორიც მას ეკადრებოდა. მაგრამ ზუსტად ისეთი მოდელი, როგორიც მაშინ უნდოდა.
დაუფიქრებლად ვიყიდე და ჩანთაში ჩავაგდე.
მისთვის. ან ჩემთვის
ან საერთოდაც არავისთვის. ეს იმ საათს მაგონებდა, რომელმაც მაშინ დრო გააჩერა. თითქოს ვეღარასდროს შეძლებდა მსვლელობას, მაგრამ შეძლო.

აეროპორტში ოცდასამ კილოგრამს რომ გავცდი, უარით გამომისტუმრეს, თუმცა იმდენი ვიწუწუნე, ჯანდაბასო, მობეზრდათ ალბათ ჩემი იდიოტურად მეტყველი სახე, და გამიშვეს.

ექვსი ივნისი იყო. მოსკოვში კი თბილისურ ჰავასთან შედარებით, ძალიან ციოდა. როგორც კი თვითმფრინავში ავედი, სქელი მოსაცმელი ჩემოდანში ჩავტენე და ყურსასმენები ამოვაძვრინე.

ფრთხილად მივეყრდენი საზურგეს. ჩემი გონება მთლიანად ფიქრებმა მოიცვეს. ვერ ვიჯერებდი რომ თბილისს ვუბრუნდებოდი, მშობლიურ ქალაქს.

მეგობრებს, ნათესავებს. მახსენდებოდა თითოეული ჩემთვის ძვირფასი მოგონება და გული გამალებით მიძგერდა.
ვხვდებოდი, რომ ყველაფერი ისე ვეღარ იქნებოდა, როგორც იყო.. ან რა უნდა ყოფილიყო?!

***
-იცი, ხვალ ჩემი დაბადების დღეა.
-იცი, ხვალ ანის დაბადების დღეა.
-ქეთა!
-რა?
-რას მიყიდი?
-აუ, შენ ანი კი არა,“რას მიყიდი“ უნდა გერქვას.
სიცილით ვუთხარი და ტელეფონი შორს გავწიე, მისი ლანძღვის თავიდან ასარიდებლად.
-დაუნო. ხვალ ჩემი დაბადების დღეა-მეთქი.
-ვაიმეე ანი, გიყიდი მაგ ბენსიმონებს, ნუ ამიკელი!
ხმა დავასერიოზულე, მაგრამ მაინც გამეცინა.
-ხო და ეგრე, რაღას მაწვალებ მერე.
-ტუტუცი.
-ტუტუცი თავი გაბია. შენ ის მითხარი, თოკოსთან რა ქენი გუშინ..
-დავშორდი, რა უნდა მექნა. ძალიან აფრენს ამ ბოლო დროს, და აღარც მიყვარს რა, გადასხვაფერდა.
ბოლო სიტყვა სიცილით ვუთხარი.
-შენ ყველაფერზე როგორ იცინი,ერთი. კაი ქენი რო დაშორდი, ვირი ბიჭი იყო.
-შენ არავინ მოგწონს, ანი.

მაინც მიჭირდა მასზე ცუდად ლაპარაკი, ოთხი წელი არც ისე ცოტა დროა, დასავიწყებლად. როდესაც ძალიან ბევრი რამ გაქვს მასთან ერთად გამოვლილი, და ძალიან ბევრჯერ დაგდგომია გვერდში. ახლა ასე ადვილად „მორჩა“-ს თქმა, და პაკა! მაგრამ რა უნდა მექნა?! ვეღარ ვეგუებოდი მის უაზრო ეჭვიანობებს და სცენებს.

-იმიტომ, რომ მე ძერსკი როჟა ვარ!
-კაი წავედი, დაგირეკავ მერე..
-დამირეკავ კი არა, ჩაიცვი და გამოდი რა! მომეხმარე კარგი პონტის გაჩითვაში.
-კაი მოვალ ცოტახანში.
-აუ, ქეთა!
-რა?
-იცი ხვალ დაბადების დღე მაქვს..
***
დილით თამუნას ზარმა გამაღვიძა. სწრაფად ჩაიცვი და გამოდიო. ჯერ კაფეში გავიარეთ ამერიკანოს დასალევად.
მერე ზანდუკელზე გავედით საჩუქრის საყიდლად, მერე ლუტეციაში.
მე ბენსიმონები ვუყიდე, თამუნამ კავალის სუნამო.
ანიმ აგვიკლო, სად ხართ ამდენი ხანიო, და რაც შეგვეძლო, იმაზე სამჯერ სწრაფად მივედით „ისტერიკაში“
სტუმრები უკვე მისულები იყვნენ.

სულ ნარევი ხალხი იყო. ვერ ვხვდებოდი, ამდენი უცხო ტიპი საიდან ყავდა მოყვანილი. მერე, ძლივს გადავფარე მუსიკის ძლიერი ტონალობა და ვკითხე, ვინები არიან-მეთქი. ჩემი ძმის ძმაკაცები და მაგათი შეყვარებულებიო, რომ მითხრა, ისტერიული სიცილი ავტეხე.
აბა შენ იცი-მეთქი, და მე და თამო მაგიდას მივუჯექით.

თითქმის ყველა გამაცნო შაკომ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერცერთის სახელი დავიმახსოვრე წესივრად.

უკვე გვიანი იყო. ყველა კარგად ვიყავით ნასვამებიც და „დაჟე“ მთვრალებიც. შემოსასვლელი კარები გაიღო და ბიჭი შემოვიდა.
შავი ლევისის ჯინსი ეცვა. შავი ბენსიმონები და ეტყობოდა, ძალიან ძვირადღირებული საათი ეკეთა ხელზე. ოდნავ მოზრდილი თმა ხელის ერთი მოძრაობით გადაიშალა მარჯვნიდან მარცხნივ. გამოკვეთილი ტუჩები და წარბები. გამოყვანილი ცხვირი. ისეთი საოცრება იყო, მეც კი, ქეთა გავაშელი, პირღია დამტოვა.

შაკო და ბიჭები გადაკოცნა. მერე ანის დასტოინად მიულოცა და საჩუქარი მიაწოდა და ჩვენკენ წამოვიდა.

ყველას ჩამოართვა ხელი. ჩემი ჯერი რომ მოვიდა, თავხედურად გავწიე. არც ვიცი, რატომ მოვიქეცი ასე. ალბათ,მინდოდა, განსხვავებულად გამოვჩენილიყავი.
-უზრდელობაა ეგ.
თვალი ჩამიკრა. ხელი ჩემს მეორე ხელს მჭიდროდ მოუჭირა, ფრთხილად შეაერთა მისაზე და ნაგლი ღიმილით მომშორდა.
გაოგნებული დავრჩი, და გაბრაზებულიც.
მერე, ანის ვკითხე, ვინაა-მეთქი და როგორ არ იციო, აქეთ გამლანძღა. ისეთი იყო, სულ სხვანაირი. ყველაფრით განსხვავებული დანარჩენებისგან.

მთელი საღამო სიმწრის ღიმილი დამთამაშებდა სახეზე. თვალს არ მაშორებდა და მეც ნაგლად ვუყურებდი.
ისეთი გამწარებული ვიყავი, ცოტაც და მივვარდებოდი და ჩამოვახევდი იმ სიმპათიურ სახეს.
-დორბლი მოიწმინდე, სირცხვილია.
სიცილით მითხრა თამომ და მხარი გამკრა. ისეთი სახით გავხედე, იქით მიხადა ბოდიშები.
-სანდროა ასათიანი. კალათბურთელია, ოღონდ გერმანიაში ცხოვრობს. ერთი თვეა რაც ჩამოვიდა. არ წაიკითხე სიახლეებში?
წარბებშეკრულმა შემომხედა.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
-კალათბურთელის არ ვიცი, მაგრამ დიდი უზრდელი ვინმეა.
თამუნას ვუთხარი და ასათიანს გავხედე. შაკოს რაღაცაზე გაცხარებული ესაუბრებოდა.
-რატო, ძაან მაგარი ტიპია.
მხრები აიჩეჩა და ჭიქიდან სასმელი მოსვა.


მერე, მომბეზრდა სმა,ცეკვა და აივანზე გავედი მოსაწევად.
ისე უბერავდა ქარი, თმა სულ ამიწეწა. კენტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოვაძვრინე და ძლივს მოვუკიდე.
უკნიდან ფეხის ხმა შემომესმა. სწრაფად მივიხედე და გულმა გამალებით დაიწყო ძგერა.
სანდრო იყო.
-რა გინდა?
-შენ სულ ესეთი სწერვა ხარ, თუ დროგამოშვებით.
ტუჩის კუთხეებში ოდნავ ჩაეღიმა.
-შენ სულ ესეთი ნაგლი?
-რას ვიზამთ..
თავი დანანებით გააქნია. სიბნელეშიც კი ისე ლამაზად მოუჩანდა მწვანე თვალები, ლამის იქვე მოვკვდი.
-არ გიხდება.
მითხრა და სიგარეტი ხელიდან გამომტაცა. ახლა თვითონ დაარტყა ღრმა ნაფაზი.
-არც შენ.
-გადავაგდოთ ერთად, თუ გინდა.
-არ მინდა.
-მაშინ, შენ არ მოწიო..
-შენ შეგეკითხები, მოვწიო თუ არა..
ვუთხარი და სიცივისგან მოვიბუზე.
-შემეკითხები!
ჩურჩულით, თუმცა მაინც გასაგონად თქვა.
-რა?
თვალები ვჭყიტე.
-არაფერი. ჩაიცვი, გაცივდები.
ბოხი ხმით მითხრა და მისი მოსაცმელი მომახურა. გულში რაღაცამ მწარედ გამკრა. მესიამოვნასავით და როგორც კი მისი სურნელი ვიგრძენი, სიამოვნებისგან თვალები მივლულე.
-ხო დე.
ჯიბიდან ტელეფონი ამოვაძვრინე.
-დეე, თაკო არის ცუდად, რამდენ ხანში მოხვალ?!
-რა? რა სჭირს? ტაქსს გამოვიძახებ და მოვალ ეხლავე.
ტელეფონი სწრაფად გავთიშე და ტაქსის ნომერი ავკრიფე.
-მე გაგიყვან.
სწერვობების და მორცხვობების დრო არ იყო. გოგოებს სწრაფად დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექით.



დაგიბრუნდით..



№1  offline წევრი LizaStyles

მალე დადეე ველოდები სულმოუთქმელადდ აიი უმაგრესია, ძალიან მაგარია<3

 


№2  offline წევრი 5th Angel

LizaSts
მალე დადეე ველოდები სულმოუთქმელადდ აიი უმაგრესია, ძალიან მაგარია<3


მადლობა, აუცილებლად.

 


№3  offline წევრი Ana Imnadze

როგორ მომწონს <3

 


№4  offline წევრი 5th Angel

Ana Imnadze
როგორ მომწონს <3


მადლობა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent