უკვდავი სიყვარული_08.08.08(სრულად)
ვფიქრობ იმ საბედისწერო დღეს რომ არ გამეცანი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება დღეს აი ამ წამს.ყველაფერი ჩემ ცხოვრებში არაფლით გამორჩეულმა იმ ჩვეულებრივმა დღემ შეცვალა,ხანდახან ვფიქრობ რატომ ვჩქარობდი,სად მეჩქარებოდა,რომ არ მეჩქარა შეიძლება არც შეგჯახებოდი,საუკეთესო შემთხვევაში გვერდით ისე გამეარა რომ სახეც არ დამენახა შენი და შემდეგ უდარდელად მეჭამა ტორიტი მეგობრებთან ერთად.მაგრამ არა.შეგეჯახე და ყველაფერი ამ შეჯახებით დაიწყო,ჩვენი შეჯახებიდან ათი წელი გავიდა და ამ ათი წელიდან რვა წელია უკვე დაუსრულებლად მტკივა,ჩემი სული აუტანელი ტკივილით იტანჯება უკვე წლებია,აღარ შემიძლია,თითქოს ვეღარც ვუძლებ,მოთმინება ამომეწურა უკვე უშენოდ.მითუმეტეს დღეს,მეშვიდე წელია უკვე ამ დღეს თავიდან განვიცდი იმ ტკივილს რაც შენი საფლავის თვალის მოკვრისას განვიცადე პირველად,იმ ტკივილს განვიცდი რომელმაც თავის დროზე ლაპარაკის უნარი წამართვა და რამის გაგუდვამდე მატირა.მტკივა სული და გული უშენოდ.ჩემი ტკივილი ხარ სამუდამოდ.მტკივა ჩვენი არ დაბადებული შვილები,მტკივა ჩვენი ბიჭები რომლებიც ვერასოდეს მოევლინებიან ამ დედამიწას,დედამიწას რომელიც ადამიანების სისხლით და ტკივილით არის გაჟღენთილი,იქნებ ეს კარგიც არის,მათ არასოდეს ეტკინებათ.ვიცი,ვიცი ძალიან შევიცვალე,ასეთს ვერასოდეს წარმომიდგენდი არა?ვერც მე ვიფიქრებდი რომ როდესმე ასეთი გავხდებოდი,ადამიანი რომელიც ცოცხალ მკვდარია,მოწყვეტილია მეგობრებს,საყვარელ ადამიანებს,მხოლოდ სუნთქავს და არსებობს,არსებობს იმისთვის რომ სხვებს ისეთივე ტკივილი არ მიაყენოს თავისი არსებობის შეწყვეტით როგორსაც თვითონ განიცდის საყვარელი ადამიანის დაკარგვით,ეცოდება მშობლები,ოჯახი ამ ტკივილისთვის,ისევ თვითონ იტანჯება,ისევ თვითონ ნადგურდება .ვფიქრობ,ჩემ ყველა ნეგატიურ ფიქრს დიდ ხაზს ვუსვამ და მეღიმეა.მე ბედნიერი ვიყავი შენ რომ გიცნობდი,მე ბედნიერი ვიყავი ჩემი ბიჭი რომ გერქვა,ბედნიერი ვიყავი სულ, მაშინ როცა გულში ძლიერად მიკრავდი და შენი რიტმული გულისცემა მესმოდა,ბედნიერი ვიყავი ხელს ძლიერად რომ მკიდებდი და მიღიმოდი,გახსოვს ამ დროს სულ მიღიმოდი,ეშმაკურად,როგორ გეჩხვლიტებოდა ლოყა,მეტირება,მენატრები,მიყვარხარ.არ ვნანობ რომ გიცნობდი და მიყვარდი,ახლაც მიყვარხარ და მომავალშიც,სიცოცხლის ბოლო წამამდე მეყვარები და ჰოო მეამაყები , მეამაყება ასეთ არაჩვეულებრივ ადამიანს რომ ვუყვარდი და მასთან უამრავი ბედნიერი მოგონება მაკავშირებს.ამ წამს თვალწინ ჩვენი პიპრვები შეხვედრა დამიდგა.მენატრები,მიყვარხარ,მტკივა. *************************** _ჯანდაბა ნანუკ მოვდივარ_ვუყვირივარ საუკეთესო მეგობარს ყურმილში და პარალელურად ვცდილობ საროჭკის ღილები შევიკრა. _ჩქარა გოგო,ნიკუშამ უკვე დაიწყო ტორტის ჭამა_იცინის _და მალე სულ შევსანსლავ_მესმის ნიკუშას ხმა _მაცადე_ვგრძნობ როგორ დაუბღვირა ნანუკამ და გამეცინა _კარგი მაცალეთ და მალე მოვალ რაა_სიცილით ვეუბნები და ოთახს თვალს ვავლებ იქნებ ჩემ სტუდენტურს მოვკრა თვალი _კარგი ჰოო სწრაფად_ბოლოს ტონს ამკაცრებს ნანუკა და ტელეფონს მითიშავს _უჰჰჰ_ღრმად ვისუნთქავ,ნაპონ სტუდენტურს ხელს ვტაცებ და გასასვლელი კარისკენ გავრბივარ_ჯანდაბა!_წამით ვჩერდები ჩანთა და საჩუქარი მავიწყდება,მათაც სწრაფად ვავლებ ხელს და სახლიდან რასაცქვია თავქუდმოგლეჯილი გამოვრბიბარ.მატარებელში მოუსვენრად ვცქმუტავ , რითაც ხალხის უკმაყოფილებას ვიმსახურებ,ვაგონი გატენილია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მე კი სადღაც შუაში ვარ გაჭედილი.როგორც იქნა ჩემი სადგულია ,ხალხში გზას ჯიუტად ვჭრი და როგორც იქნა სამშვიდობოს ვარ როდესაც ვიღაც დეგენერატი მთელი ძალით მეჯახელა,ჩანთა და საჩუქარი ხელიდან მივარდება და მეც თითქმის დაცარიელებულ მატარებელში ვიქცევი,ვიღაც კარებს იჭერს, ჩემი პოტენციური მოძალაადე კი ცდილობს წამომაყენოს ხელს მიწვდის. _შემეშვი_ხელს უხეშად ვიცილებ და თვითონ ვდგები _ბოდიში მე.._ცდილობს ამიხსნას მაგრამ მე ვაწყვეტინებ,წამით სახეზე ვაშტერდები შემდეგ კი სწრაფად ვკიდებ საჩუქარს ხელს და ვაგონიდან გავდივარ ,უცნობც ხელს უშვებს კარებს რომელიც სწრაფად იკეტება და ალბათ მიდის კიდეც მატარებელი მაგრამ მე უკვე აღარ ვიცი,სწრაფად ამოვდივარ მეტროდან და ნაცნობი კორპუსის დანახვისას მისკენ მთელი ძალით გავრბივარ.ლიფტში რაკეტასავით ვვარდები და ხუთიანს ვაწვები,ღრმად ვსუნთქავ.გულში ნანუკას და უცნობს ვლანძღავ.უცნობის გახსენებისას მისი სახეც მიდგება თვაწინ.შავგვრემანი,მაღალი,გამხდარი სუსტი ბიჭი,ალბათ ჩემი ასაკის,დაახლოვებით 22 წლის,სწორი თმა,ლამაზი მოყვანიობის პირი_სახე,და მუქი თაფლისფერი თვალები.მისი გახსენებისას,ჩემი ჩანთა მიდგება თვალწინ და სიმწრისგან რამის თვალებიდან ნაპერწკები გადმოვყარო. _ჯანდაბა !ჯანდაბა!ჯანდაბა_დავიწყე ბურტყუნი და თავის უაზრო ქექვა. ************************** აი ამ წამს თვალზე ცრემლი მადგება,ტკივილისგან ტუჩებს ისე ძლიერად ვაჭერ ერთმანეთს რომ მილურჯდება,აკანკალებული ხელით ცრემლებს ვიწმენდ და ისევ შენზე ვაგრძელებ ფიქრს.სულ ჩემ ფიქრებში ხარ,არ აპირებ წასვლას ხო?მეღიმება ამ ყველაფერზე სიმწრისგან,არა არ წახვიდე ჩემი ფიქრებიდან არ გაბედო იცოდე,აქედან მაინც არ წახვიდე,სიზმრებშიც არ მეცხადები.რატომ?მინდა კიდევ დაგინახო ცოცხალი ,მომღიმარი,ძალიან გთხოვ დამესიზმრე,მომანიჭე ეს ბედნიერება.მენატრები,ძალიან,სულის ტკივილამდე მენატრები.მიხარია რომ გიცნობობდი და გიყვარდი,მაგრამ ეს ტკივილი მართლა გაუსაძლისია,ნეტავ შენ როგორ მოიქცეოდი ჩემ ადგილზე,შენც ასე მოწყდებოდი ცხოვრებას?შეწყვეტდი ყველასთან ურთიერთობას ვინც ჩემ თავს გაგახსენებდა?არ ვიცი,მაგრამ მე ასე მოვიქეცი,ვითომ სუსტი ვარ?არა.შენ მუდამ ძლიერ გოგოს მეძახდი.მახსენდება შენი ნათქვამი "_ჩემი მაგარი და ყოჩაღი გოგო ხარ!" და ისევ ტუჩებს ვკუმავ სიმწრისგან.მიყვარხარ.ხანდახან ძალიან სუსტი ვარ იცი?იმდენად სუსტი რომ მინდება ჩემ ცხოვრებაში საერთოდ არ ყოფილიყავი,მაგრამ მხოლოდ წამით გამივლის ეს აზრი ნატანჯ სულში შემდეგ ისევ მეღიმება და შენ ნაჩუქნ დამჭკნარ იებს გულში ვიკრავ.ბოლოს ეს მაჩუქე გახსოვს?ხოდა შევინახე,შენი სურნელი ასდის,ერთ დროს ხო ხელში გეჭირა.ისე გიფიქრია ჩანთა რომ არ დამვარდნოდა იმ საბედისწერო დღეს(მეღიმება),და შენც ისეთი არ ყოფილიყავი როგორიც იყავი როგორ იქნებოდა ყველაფერი ახლა?არც მე ვიცი,იმიტომ რომ ეს ჩემთვის წარმოუდგენელია.მიყვარხარ,მენატრები,მტკივა. ********************************** _ტელეფონი მაინც ჩამედო ჯიბეში რა_ვეწუეუნები ნანუკას,და ხელებს უმისამართოდ ვიქნევ,უნივერსიტეტის ეზოში ვზივართ და თბილ მზეს ვეფიცხებით,მიყვარს მზე ის ხომ სიცოცხლის საწინდარია. _კარგი რა_ხელს იქნევს ნანუკა_რაღას უშველი?ვრეკავთ და გამორთულია. _ვიღაც უნამუსომ აიღო ალბათ და მოისროლა ჩემი კარტა ურნაში_ამოვიწმუკუნე უმწეოდ _კარგი რა,იქნებ გამოჩნდეს?თან შენ არ ამბობდი დამჯდარი ჩავაგდე ჩანთაშიო _აუუ რავიცი რა,ეჭვი მეპ..._ნანუკას ტელეფონის წკრიალმა შემაწყვეტინა,ტელეფონს გურგრილად დახედა შემდეგ კი სიცილით მითხრა _შენ მირეკავ_გაეცინა _რა?_ტელეფონი დამანახა_მომეცი,მომეცი მე ვუპასუხებ_ტელეფონი ხელიდან გამოვტაცე_ბატონო! _გამარჯობათ_მომესმა ბიჭის დაძაბული ხმა _გამარჯობა,ნომ..._შემაწყვეტინა _ამ ნომრის პატრონს ვეძებ,ჩანთა უნდა დავუბრუნო... _ძალიან დიდი მადლობა_ადამინის სიკეთემ ამაღელვა_ჩემი ჩანთაა,დიდი მადლობა რომ დამირეკეთ_ძალიან გამიხარდა _არა რას ამბობთ,მითხარი სად გნახო და დაგიბრუნებ _არა თქვენ მითხარით და მე თავად მოვალ _არა თქვენ მითხარით_გაეცინა ბიჭს _ეხლა უნივერსიტეტში ვარ _რომელ უნივერსიტეტში სწავლობთ? _გეპეიში _ძალიან კარგი,რომ მოვალ ამ ნომერზე დავრეკავ ისევ _კარგით,მად.._გამითიშა_ნანუკ,ჩანთას დაგიბრუნებო_მეგობარს გახარებულმა ვახარე _ძალიან კარგი ხო გეუბნებოდი_გამეჯგიმა _რას შვრებით გოგოებო?_გვერდით დაგვისკუპტა ნიკუშა,ნიკუშაც ჩვენი ბავშვობის მეგობარია,ჩვენ სამნი სულ ერთად ვართ მაქსიმალურად. _ჩემ ტელეფონს და ჩანთას დამიბრუნებენ_ვახარე _ძალიან კარგი_გამიღიმა_მაგრამ როგორ? _ნანუკას ტელეფონზე დამირეკა _ვინ? _რა ჭკვიანური კითხვაა_ჩაეცინა ნანუკას _ვისაც ჩემი ჩანთა აქვს_მშვიდად ავუხსენი _ძალიან კარგი,სად ხვდები წამოგყვები _აქ მოვა_ნანუკა _მთლად უკეთესი დაველოდოთ მოვიდეს და შემდეგ ყავა დავლიოთ ის გოგოც დავპატიჟოთ _საიდან მოიტანე რომ გოგოა?_გაეცინა ნანუკას _ბიჭია ნიკუშ_მეც ავყევი _უჰჰ რავიციი რაა. იყოს ბიჭი მერე რა_ხელი აიქნია და ნანუკას თმაზე მოქაჩა _ბიჭო!_თვალები დაუბრიალა ნანუკამ _გამარჯობა_ღიმილით აგვესვეტა ამასობაში ბიჭი წინ _ასე მალე როგორ მოხვედი?_გულწრფელად გამიკვირდა,ვიცანი,მანაც მიცნო. _აქვე ვიყავი_გაგვიღიმა,რა ღიმილი აქვს,ლოყაც რა საყვარლად ეჩხვლიტება _გამარჯობა ,დაჯექი_ხელით ანიშნა ნიკუშამ და ხელიც ჩამოართვა _ნიკა ავალიანი _სანდრო ავალიანი_გაეღიმა ბიჭს _ვაა მართლა,რა მაგარია ჩემი მოგვარე ყოფილხარ_გაეხარდა ნიკუშას _ძალიან კარგია_მშვიდად ჩაილაპარაკა,და გაუღიმა შემდეგ კი მე და ნანუკას მოგვავლო თვალი _ნანუკა ასათიანი და ანამარია წიკლაური_წარუდგინა საკუთარი და ჩემი თავი. _მიხარია თქვენი გაცნობა_გაგვიღიმა _ანამარია აი შენი ჩანთა_ღიმილით გამომიწოდა,მისმა ღიმილმა მომაჯადოვა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. _მადლობა_ლოყები ამიხურდა _საიდან მიხვდი ანას ჩანთა რომ იყო?_გაუკვირდა ნანუკას _ნანუკ ის დამეჯახა მატარებელში _რის გამოც დიდი ბოდიშს გიხდი,ძალიან მეჩქარებოდა და კარი იკეტებოდა _არაუშავს პირიქით მადლობა _აჰა ეხლა გასაგებია_ტაში შემოკრა ნანუკამ _ძალიან კარგი,სანდრო ყავის დალევას ვაპირებთ წამოხვალ_შესთავაზა ნიკუშამ _არა,მადლობთ_გაგვიღიმა_ძმაკაცებთან ერთად ვარ და უნდა წავიდე _რა გაეწყობა,გაგვიხარდა შენი გაცნობა_ყველას მაგივრად გასცა პასუხი ნანუკამ,სანდრომაც ღიმილით დაგვიქნია თავი,ერთი წამით თვალებში ჩამაშტერდა შემდეგ კი სწარად გაუყვა გზას. ************************ ჩვენი მეორე შეხვედრის შემდეგ აღარ მიფიქრია თუ კიდევ შევხვდებოდით ერთმანეთს,მაგრამ შენ იფიქრე(ყველაფერი წამში მიდგება თვალწინ და მეღიმება),მაინც როგორი განსხვავებული იყავი ყველასგან,გამორჩეული და საუკეთესო,არ დაგიმალავ და ხშირად ვფიქრობდი შენ თბილ თვალებზე ,ახლა ცრემლი მადგება შენ თვალებს რომ ვიხსენებ,მენატრები სიგიჯემდე მენატრები,მტკივა არანორმალურად მტკივა.მახსოვს შენი პირველი ესემესი რომ მოივიდა *ძალიან ლამაზი თვალები გაქვს*,არ ვიცოდი ვინ იყავი.მაგრამ შენ თავს ვფიცავარ გულმა მაშინვე შენკენ გამიწია თუმცა ჩემ სულელ აზრებზე გამეცინა და სხვაზე დავიწყე ფიქრი.სხვაზე?სხვა არავინ იყო ამიტომ გავიჭედე.სულსწრაფი იყავი,მოუთმენელი,ვეღარ მოითმინე და ერთ საათში დამირეკე გახსოვს?არა შენ აღარაფერი გახსოვს.ამ ომმა დაგავიწყა ყველაფერი,ამ ომმა გაგვანადგურა შენ და მე.მძულს ეს ომი,მძულს . ************************ _ბატონო!_ნომრისთვის არ დამიხედავს ისე ვუპასუხე,არც მიფიქრია უცხო ნომრის პატრონი ასე მალე თუ დამირეკავდა. _ანამარია_ჭრუანტელმა დამიარა _სანდრო_გაოცებულმა წამოვსთქვი_შენ? _ხო_ჩუმად ჩაილაპარაკა_ვეღარ მოვითმინე _ჩემი ნომერი..._შემაწყვეტინე _შენი ტელეფონიდან _რატომ მირეკავ_ძალიან გაოცებული ვიყავი _არ ვიცი _როგორ? _მართლა არ ვიცი _რა გინდა? _მინდა რომ შევხვდეთ _რატომ? _ძალიან ძნელი მისახვედრია?_ირონიით მითხრა _არის _ძალიან მომეწონე _პირდაპირი ბიჭი ხარ_გამეცინა _შემხვდები? _შეგხვდები_არ ვიცი რატომ დავთანხმდი ალბათ სხვას ამდენსაც არ ვალაპარაკებდი,არ ვიცი. _ძალიან კარგი,მოგწერ _კარგი_და გამითიშა.ჩემ თავზე გავმწარდი ************************** ყველაზე მაგარი ბიჭი იყავი სანდრიკ,ჩემი მეორე ნახევარი,პირველი და უკანასკნელი რომელიც ჩემი შვილების მამად წარმოვიდგინე,პირველი და უკანასკნელი ვინც ჩემ ქმრად წარმოვიდგინე,ჩემი მეორე ნახევარი იყავი,ახლაც ხარ,მაგრამ ჩემ გვერდით აღარ ხარ,გული მტკივა,ამ დამპალ დედამიწაზე ეულად დავდივარ,გზას ვეღარ ვიგნებ,ჩიღში შევდი და ვეღარ გამოვდივარ,ტკივილი ისე მაწამებს რომ სიცოცხლის სურვილს მაცლის,გამანადგურა ამ ომმა,გამანადგურა შენი სიკვდილით,ხშირად ვფიქრობ იმ არაადამიანზე ან არაადამიანებზე,არ ვიცი,ვინც შენი თავი წამართვა,იმ არაადამიანებზე რომლებმაც შენ გესროლეს ტყვია,იმ არაადამიანებზე რომლებმაც ძალიან გატკინეს,იმ არაადამიანებზე რომლებმაც შენი თავი წამართვეს და იცი რა?საშინელი სიძულვილი მიბყრობს,მინდა მათი მკვლელი სახეები დავინახო და შევაფურთხო,ჩემი ხელით გავუხვრიტო ის ნაგავი შუბლები,მხოლოდ მათი შუბლების გახვრეტა არ მინდა მინდა მათი დედები ამოვხოცო ასეთი არამზადები რომ მოავლინეს დედამიწას,არამზადები რომლებმაც შენი თავი წამართვეს მე,ვიღაცას მამა,ვღაცას ძმა,ვიღაცას მეგობარი,ვიღაცას საყვარელი ძვირფასი ადამიანი წაართვეს,უბრალოდ გაგვანადგურებს,მძულს ეს ყველაფერი მეზიზღება სანდრო,ვიცი არ გინდა ასეთი ვიყო მაგრამ თავს ვერ ვიკავებ,მძულს ომმი.მენატრები,მიყვარხარ,მტკივა სანდრო.ჩვენი პირველი პაემანი(მეღიმება),არა პაემანს ნამდვილად ვერ ვუწოდებდით. ***************************** _გისმენ! _სად ცხოვრობ? _არ გეტყვი_ჩემ თავზე საშინლად გაბრაზებული ვარ,სანდროს ეცინება. _რატომ?_ვგრძნობ მის სახეზე გამოსახულ ღიმილს და წარმოვიდგენ ლოყაზე ნაჩხვლეტებს.ჟრუანტელი მივლის. _იმიტომ_ორი წლის ბავშვივით ვამბობ და ვჩუმდები _ანამარია_ისე მისტიურად წარმოსთქვა ჩემი სახელი რომ გული შემეკუმშა,ჩემზე საშინლად მოქმედებდა. _გისმენ_დაჰიპნოზებულმა ამოვილაპარაკე _სად ცხოვრობ? _არ გეტყვი_გავჯიუტდი,ჩაიცინა _კარგი_ცოტახანს გაჩუმდა ხმას არც მე ვიღებდი_მთაწმინდაზე ვაპირებდი შენ წაყვანას ამოხვალ? _ამოვალ_კიდევ ბრმად დავთანხმდი,ახლა ჩემ თავზე გამეცინა _კარგი დაგელოდები,ერთ საათში იქ იყავი კარგი? _კარგი_და გამითიშა,ზუსტად ერთ საათში დანიშნულების ადგილზე ვიყავი,ძალიან არ გავზადებულვარ,გრძელი კოჭამდე სარაფანი ჩავიცვი და თმა ცხენის კუდივით ავიწიე.თვალი შორიდანვე მომკრა და ხელი დამიქნია,მეც უჟმური გამოხედვა მივიღე და ზანტად წავედი მისკენ,რომ მივუახლოვდი გამიღიმა და ზრდილობიანად მომესალმა _აბა რას ვაკეთებთ?_ვითომ მობეზრებით ამოილაპარაკე _მოდი სადმე დავჯდეთ ,დავილაპარაკოთ მინდა უკეთ გაგიცნო _კარგი_იქვე ჩამოვჯექით,უაზროდ მიღიმოდა,თითქოს აღარაფლის თქმას აპირებდა,თვალებში მიყურებდა და მიღიმოდა. ვეღარ გავუძელი უხერხულობას და ჩაუმად ჩავილაპარაკე _სანდრო_უხერხულად ამოვილაპარაკე,სანდროს ჩაეღიმა _გისმენ _ასე ნუ მიყურებ რა _ასე როგორ?_გაეცინა _როგორც ეხლა მიყურებ_ოდნავი ბრაზით ვუთხარი _როგორ გიყურებ?_შემომცინა _როგროც მიყურებ _გავბრაზდი _არ მოგწონს?_მომნუსხველად შემომხედა და გამიღიმა _მომწონს_ჯანდაბა,ამ ბიჭთან ტყუილს ვერ ვამბობ,ტყულის თქმა აზრათაც არ მომდის _ძალიან კარგი _მორჩი_გვერძზე გავიხედე _მომიყევი შენზე რამე _რა? _რამე... _კარგი მმმ მწვანე ფერი მიყვარს _მეც,რატომ? _სიცოცხლის ფერია,სიცოცხლეც მიყვარს _სიცოცხლე მეც მიყვარს_გაიცინა _შენ? _რა? _რომელი ფერი გიყვარს ყველაზე მეტად? _მწვანე _შენც?რატომ? _იმიტომ რომ შენ გიყვარს_გამეღიმა, გავწითლდი ,ვეღარაფერი ვუთხარი ვგრძნობდი ღიმილით მიყურებდა,მოულოდნელად თავზე ხელი გადამისვა_წითელიც მიყვარს_შემომცინა _რატომ?_გულუბრყვილოთ ვკიტხე _უზოლოდ გიხდება გაწიტლება _რაა?_დავიბენი და თავი ჩავღუნე _კარგი გოგო ხარ,კი არადა ბავშვი_გაიცინა,მეც გამეცინა _მადლობა,რამდენი წლის ხარ სანდრო? _22,შენ?ალბათ 17ის _არა_გამეცინა_22ის _არ მჯერა_გაეცინა _პირადობას გაჩვენებ მერე ახლა არ მაქვს _კარგი _ანამარია ოცნებები გაქვს? _კიი _მეტყვი? _არა,შენ გაქვს? _კი _მეტყვი ? _კი_გაკვირვებულმა გავხედე _გისმენ _მშვიდი სიცოცხლე მინდა,მინდა ჩემ შვილთაშვილებს მოვესწრო,ფეხბურთის თამაში ვასწავლო მათ_გამეღიმა თვალეში სითბოთი ჩავხედე _არაჩვეულებრივიი ოცნებაა გისურვებ აგიხდეს _ერთად აგვიხდება _რა? _არაფერი _კიდევ _კიდევ ბევრი მაგრამ ეს მთავარია _ძალიან კარგი.......... ***************************** რატომ არ აგიხდა ოცნება?შვილსაც კი ვერ ასწავლე ფეხბურთის თამაში,შვილთაშვილებს და შვილიშვილებს ვინ ჩივის.ვერ აიხდინე შენი და მომავალში ჩემი სანუკვარი ოცნება,ვოცნებობდი ჭაღარა მოხუცებულობაზე შენთან ერთად,ვოცნებობდი მაგრამ არ ამიხდა ეს ოცნება, არც ამიხდება,საერთოდ როგორი იქნება ჩემი ცხოვრება არ ვიცი?ბურუსში ვარ, ჩიღში.არ აგვიხდა ოცნებები ,ყველაფერი თავზე დაგვენგრა,მახსოვს მას შემდეგ ხშირად ვხვდებიდთ ერთმანეთს,ბოლო ბოლო მომარჯულე(ვიცინი),ძალიან სიგიჟემდე შემაყვარე თავი.ისე მენატრები გული მეკუმშება,მინდა ეს ტკივილი გამოვხატო და ვერ გამოვხატავ,მტკივა შენი დაკარგვა,მტკივა საქართველოს დაკარგული ტერიტორიები,მტკივა თითოეული ქართველი რომელიც ამ ავადსახსენებელ ომში დაიღუპა.ამასწინათ ერთი ქალბატონი გავიცანი,ძმა ყავდა გარდაცვლილი აგვისტოს ომში,ერთად ვიტირეთ,იმ საწყალს სამ_სამი შვილი ობლად დარჩენია,ამ ამბის შემდეგ სამი კვირა ვტიროდი ჩუმად ძილის წინ,ძალიან მტკიოდა იმ ბიჭის და შენი სიკვდილი.გული მტკივა მენატრები.იცი?ყველა მენატრება,ჩემი მეგობრები,შენი მეგობრები,ჩვენი მეგობრები,ნანუკა გათხოვდა,ავთოს გაყვა შავდათუაშვილს,შენ და ნიკუშამ რომ გაურჩიეთ საქმეები თავის დროზე იმას,მეჯვარეობა მთხოვა,არ დავთანხმდი,ქორწილშიც არ წავსულვარ,ვიცი ვატკინე,მეც მეტკინა მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო,მას შემდეგ თითქმის აღარც მკითხულობს ნანუკა,ვერ დავადანაშაულებ იმის მიუხედავად რომ სიგიჟემდე მენატრება არც მე ვიკლავ თავს მისი მოკითხვით,შვილებიც ყავს,შენ საფლავზე ვიცი რომ ყოველთვის დადის,აღდგომას,შენ დაბადებისდღეზე და ამ ავადსახსენებელ დრეს.მე კი მეტჯერ აღარ ვყოფილვარ .მხოლოდ ერთხელ ...მოკლედ მე შენ...მიჭირს შენი საფლავის თქმა.ნიკუშაც წავიდა გერმანიაშია,ადრე ხშირად მკითხულობდა,ბოლოს კი ჩემი უხეში ლაპარაკი მობეზრდა და დამივიწყდა,არა ახლა ეგოისტურად გამომდის დარწმუნებული ვარ არ დავვიწყებივარ,უბრალოდ ჩემზე ძალიან არის ნაწყენი. შენი მეგობრებიც მკითხულობდნენ,ბოლოს მათაც მობეზრდათ,ზუკა კარგადაა ცოლ_შვილი ყავს,არც მის ქორწილში ვყოფილვარ,მასაც ვაწყენინე,გიორგი არ არის კარგად როგორც გავიგე,ნარკოტიკებს მიძალებია,სამწუხაროა,გიორგი ხომ ერთ დროს საშინლად აკრიტიკებდა ნაროტიკს,შენი დაკარგვის ტკივილმა ისიც გააგიჟაა,მე ჭკუიდან გადამიყვანა,იცი?მეც ცოტა დამაკლდა ნარკომანობამდე,აქაც შენ გადამარჩინე,ვიცი ეს საშინლად არ მოგეწონებოდა ამიტომ შევეშვი,ჩემი დიდი ტკივილი ხარ სანდრო.მიყვარხაარ,მენატრები,მტკივა. ********************************** _სანდრო გვიანია უკვე?_მთქნარებით ვეუბნები *მეგობარს*. ამ დროს. _კარგი რა ანამარია,ჩამოდი შენი ნახვა და ლაპარაკი მინდა _მეძინება სანდრო _თუ გიყვარვარ_მოვინუსხე,მოსაცმელი ავიღე და ფანჯარას მოვშორდი _ვერ გიტან! _გიყვარვარ_შიშჩამდგარი ხმით მითხრა გული დამეწვა _მიყვარხარ_უკვე სადარბაზოში ვარ_ძალიან კარგი ადამიანი და მეგობარი ხარ_ვამატებ ბოლოს _მოდიხარ?_იცინის _კი ერთ წუთში შენთან ვარ _სწრადად სწრაფად_მიცინის და ტელეფონს მითიშავს.კორპუსიდან გამოსულმა სანდრო რომ დავინახე გულში დიდი სიყარული ჩამეღვარა.მოტოციკლეტზე იჯდა და ტელეფონს ჩაყურებდა,ისე იყო ჩაფლული ვერც შემამჩნია,ცოტა გამიტყდა,ნელნელა მივეპარე და ლოყაზე მოვჩქმიტე _რას მიშტერებიხარ?_და ინტერესით დავხედე ტელეფონს _არაფერს_ღიმილით ამომხედა და ტელეფონის ეკრანი საჩქაროთ ჩააქრო,ფეხზე წამოდგა და ხელები განზე გაწია_არ ჩამეხუტები? _არა_გაეცინა _რატომ? _იმიტო! _ჯიუტო_მკლავებში ფრთხილად მომიმწყვდია და დიდი სიყვარულით ჩამიკრა გულშა,ვიგრძენი მისი უზასღვრო და წრფელი სიყვარული მეც მთელი ძალით მივეკარი_ჩემი სულელი გოგო _არ ვარ სულელი და მითუმეტეს შენი გოგო_ენა გამოვუყავი _გინდა ეგ ენა ამოგაცალო_გაეცინა _არა_მეც გამეცინა_სად მივდივართ?ასე გვიან რომ ჩამომიყვანე_ტუჩები გამოვბურცე,წამით მზერა ჩემ ტუჩებს გაუსწორა,ჩაიცინა და გულში კიდევ ერთხელ ძლიერად ჩამიკრა _მიყვარხარ_უხერხულად შევიშმუშნე,ხელი გამიშვა_წყნარი ბარია ძალიან,ხშირად დავდივარ ბიჭებთან ერთად,იქ მშვიდად შევძლებთ საუბარს _და რაზე უნდა ვისაუბროთ?_ინტერესით ვკითხე _ჩვენზე _ჩვენზე? _ჰო_ჩაფხუტი მომაწონა_დაიხურე და წავიდეთ_სწრაფად დავიხურე აღარაფერი უთქვამს,მოტოციკლეტზე მოვთავსიდით და ადგილს მოვწყდით.ძალიან წყნარი ბარი იყო,მშვიდი და მყუდრო გარემოთი,მომეწონა,ფანჯარასთან განცალკევებულ მაგიდასთან დავჯექით. _დალევთ რამეს?_მიმტანი მაშინვე მოვიდა _ერთი ალუბლის და ერთი ფორთოხლის წვენი_ღიმილით გახედა მიმტანს,გოგონას აშკარად გაუკვირდა სანდროს შეკვეთა და დაბნეული წავიდა _ასე რატომ დადებილდა?_გულწრფელად ვიკითხე _წვენი არასოდეს შემიკვეთავს_მობეზრებით მიპასუხა _კარგი_ცოტახანს ასე ჩუმად ვიჯექით,რამოდენიმე წუთში სანდრომ დაიწყო _ანამარია _გისმენ _ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი რომ ხარ ხო იცი? _ვიცი_ჩაეღიმა _ძალიან რომ მიყვარხარ ესეც ხომ იცი? _ვიცი _შენ? _რა? _შენ გიყვარვარ? _მიყვარხარ სანდრო ,როგორ შეიძლება შენ არ მიყვარდე ჩემი მეგობარი ხარ _არა_ხმა გაუმკაცრდა_მე სხვანაირად მიყვარხარ _როგორ?_ჩემ გულუბრყვილობაზე არ უნდოდა მაგრამ გაეცინა _ძნელი მისახვედრია 22 წლის გოგოსთვის? _როგროც ხედავ_ტუჩები მოვკუმე სიბრაზის ნიშნად _მიყვარხაარ როგორც გოგო,როგორც ჩემი მეორე ნახევარი-თავი დახარა _რა?_გამიკვირდა,თუმცა რა მიკვირდა ნეტა,მეც ზუსტად იგივეს ვგრძნოობდი _მიყვარხარ,მინდა ჩემი შეყვარებული და მომავალში თუ ყველაფერ მშვიდობით და კარგად წავა ჩემი მეუღლე და შვილების დედა გახდე_ჩამეცინა,გაკვირვებით გამომხედა _რა? _ასე შეგიყვარდი?_სახე დამისევდიანდა _ძალიან,დარწმუნებული ვარ შენ ჩემი მეორე ნახევარი ხარ,ერთადერთი ჩემთვის _ჩემთვისაც _რა?_გავჩუმდი_ვერ მივხვდი _მეც მიყვარხარ სანდრო,შენი სისუფთავით,სიკეთით და კარგი ადამიანობით _ვერ ვიჯერებ _ვერც მე _ეს მართლა ხდება? _ხდება _მიყვარხარ_ფეხზე წამოხტა,ყველამ მას შეხედა _მეც_ჩუმად მორცხვად ამოვილაპარაკე,ჩემთან მოვიდა და გულში ჩამიკრა,მთელი სიყვარული ჩააქსოვა ამ ჩახუტებაში_გამაბედნიერე_ყურში მიჩურჩულ,ლოყაზე მაკოცა და ადგილს დაუბრუნდა ცოტახანს ჩუმად ვიყავით,ერთმანეთს თვალებში ვუყურებტით და ვუღიმოდით _ანამარია_ჩუმად მითხრა _ჰოო_მეც იგივე ინტონაციით ვუთხარი _იქნები ჩემი შეყვარებული?_გამიღიმა,თვალები გამიფართოვდა,ცოტახანს დაჩდუმდი,ხმას ვერ ვიღებდი ,ცოტახანს მაცალა მომღიმარი სახით მიყურა შემდეგ სახე შეეცვალა და ჩაფიქრდა _ადექი წავიდეთ_ფეხზე წამოდგა _რა?რატომ?სად?_განცვიფრებულმა ვეღარაფერი ვეღარ გავიგე _გავისეირნოთ_ხმა დაათბო და გამიღიმა _სად? _წამოდი წამოდი_ხელი მომკიდა და ჩემთან ერთად გარეთ გაიქცა _სად მივდივართ? _ქალაქგარეთ _სად?_წამოვიყვირე და გავჩერდი _ჩემი საყვარელი ადგილი უნდა გაჩვენო _სანდრო არა..მე _აუუ კარგი წამოდი რა,არ მითხრა რომ ჩემი გეშინია_ხმა წაერთვა ბოლოში _არა რა სისულელეა სრულიად გენდობი მაგრამ მე... _წამოდი რა არ მაწყენინო არ ინანებ_ისე გამიღიმა რომ უარი ვეღარ ვუთხარი,მომაჯადოვა _კარგი_ამოვთქვი,ტაში შემოკრა,გამიღიმა და ჩაფხუტი გამომიწოდა,დაახლოვებით ნახევარი საათი ვიმგზავრეთ,აღარაფერი მიკითხავს მასზე ვიყავი მიხუტებული და ამ მომენტით ვტკბებოდი.სადღაც თბილისის თავზე ვიყავით,ხედი იყო ისეთი რომ გაკვირვებისგან პირი დავაღე _მაგარია _მოგოწნს? _ძალიან,უმაგრესი სანახავია _მიხარია ასე ძალიან რომ მოგეწონა ხშიარად მოვდივარ ხოლმე _მართლა ძალიან ლამაზია,ვერც კი წამოვიდგენდი რომ ასეთ ხედს გადავაწყდებოდი აქ _შენი გულწრფელობა მიყვარს_ღიმილით გამომხედა მეც შევხედე,გავუღიმე,მწვანე ბალახზე ჩამოჯდა ხელით მანიშნა გვერდით დამიჯექიო,მორცხვად გავიღიმე და მის გვერდით ჩამოვჯექი,ღრმად ამოისუნთქა,მხრებში ხელი მომკიდა და მისკენ ძალიან ახლოს მიმწია გულზე მიმიკრო. _ხო მენდობი?_ზემოდან დამხედდა _გენდობი _ჩემიც ხო გჯერა? _მჯერა _ძალიან ლამაზი ხარ _მადლობა _უზომოდ მიყვარხარ,ძალიან _მეც_გულში ძლიერად ჩამიკრა,თავზე მაკოცა და გაჩუმდა,ასე უხმოდ გავყურებდით თბილისს რომელიც ულამაზესი იყო.ცოტახანს ასე ჩუმად ვიჯექით,უბედნიერესი ვიყავი ამ დროს,სანდროს გულის ცემა მესმოდა. _სანდრო _ჰოო _წავიდეთ კარგი?გვიანია ძალიან უკვე,გაჭედავენ ჩემები_გამეცინა _ხო იციან რომ ჩემთან ერთად ხარ და არაფერი გემუქრება_თავზე ხელი გადამისვა _იციან _მაშინ ცოტა ხანიც რა _კარგი _ანამარია? _ჰოო _იფიქრე? _რაზე?_მივხვდი რაზეც მითხრა,იმ წამიდან სულ ამაზე ვფიქრობ მაგრამ ძალიან დაბნეული ვარ,ჩაეცინა _ვიყოთ შეყვარებულები?_თმები გადამიწია,ლოყაზე მომეფერა,ჟრუანტელმა დამიარა _სანდრო_ყურის ბიბილოზე მაკოცა,აზროვნების უნარი დავკარგე _იქნები?_შუბლზე მომაწება ტუჩემი და ჩემი სურნელი ღრმად შეისუნთქა_მიყვარხარ _მე...._ცხვირზე მაკოცა,გამეღიმა_ვიქნები_ჩაიფხუკუნა,შემდეგ კი მთელი ძალით ჩამიკრა გულში,შუბლზე მაკოცა კიდევ ერთხელ და ჩემთან ერთად ფეხზე წამოდგა. _არანორმალური ხარ_გამეცინა _ვიცი ******************* მახსენდები შენ,მახსენდება ჩემი თავი და ბოლოს მახსენდება ჩვენ.მტკივა *ჩვენ* .ამ ყველაფერის შემდეგ არ უნდა წასულიყავი უნდა სიცოცხლისთვის გებრძოლა.რა უმადური ვარ არა?იქნებ იბრძოდი კიდეც,არა ნამდვილად იბრძოდი დარწმუნებული ვარ,მაგრამ სამწუხაროდ დამარცხდი,მხოლოდ შენ არა შენთან ერთად მეც დავმარცხდი,იმ წამს როცა შენ უკანასკნელად ამოისუნთქე,მეც მაშინ ამოვისუნთქე უკანასკნელად,დიდი ხანია აღარ ამომისუნთქია შეგრძნებაც კი დამავიწყდა.სანდრო ვფიქრობ და ვხვდები რომ მეორე შენნარის ვერასოდეს ვიხილავ ცხოვრებაში,ერთადერთი იყავი და შენც მოკვდი.იცი რამდენი მოგვკალი შენი სიკვდილით,შენ რა ..იმ ნაბიჭვარმა მოგვკლა რომელმაც შენი სისხლი დაღვარა,ნეტავ ის თუა ცოცხალი,ბოდიში სანდრო,ჩემდაუნებურად სულ მასზე ვფიქრობ,მისდამი იმდენ სიძულვილს ვგრძნობ რომ უკვე ვიწამლები ამ ყველაფერისგან.ორი სამი დღის წინ გიორგი ვნახე საშინლად შეცვლილი იყო,განადგურებული,ძველი გიორგისგან აღარაფერი იყო დარჩენილი.ესეც შენი დამსახურებით.(სიმწრით მეცინაბა)ვიცი სანდრო არ გინდოდა,ვის უნდოდა საერთოდ.უბრალოდ ძალინ გვტკივა უშენდ ცხოვრება,ვერ ვცხოვრობთ უშენოდ.გიორგიმ ვერ მიცნო,გვერდით ისე ჩამიარა ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს,საერთოსდ არავის უყურებდა,იცი შემეცოდა კიდევაც წამით,მერე ჩემი თავიც შემეცოდა,ისე რომ დავუფიქრებთ ჩვენ ორივე საცოდავები ვართ,ერთმანეთთან რამდენი მოგონება გვაკავშირებს,როგორ გვიყვარდა ერთმანეთი ჩემი ძმა და მეგობარი იყო როგორი ხომ იცი,მისთვისაც მნიშვნელოვანი ადამიანი ვიყავი ახლა კი.ახლა კი მისთვის აღარაფერს წარმოვადგენ,ერთმანეთისთვის აღარავინ ვართ,წარმოიდგენდი ამას ოდესმე?ვერც მე.მაშინ იმ წამს გიორგიმ უემოციოდ რომ ჩამიარა და არც მე გამიჩნდა პროტესტის სურვილი,თვალწნ გამიარა ყველაფერმა,ყველა დიალოგმა ჩემსა და გიორგის შორის,პირველად რომ გაგვაცანი ერთმანეთი,ცრემლები იმ მომენტის გახსენებისას ვერ შევიკავე როდესაც მის პატარა დაიკოდ გამომაცხადა და შენც კი რომ გეჩხუბა ჩემ გამო,თავის ბავშვობის მეგობარს.აღარც გიორგია,გიორგიც გაქრა,ჩემსავით მხოლოდ უსულო სხეულია დარჩენილი,ასე გაგვანადგურე სუყველა ვისაც უყვარდი,ასე გაგვანადგურა იმ ავით სახსენებელ დღეს ოკუპანტმა.მძულს ყველა და ყველაფერი ვინც შენი თავი წაგვართვა.მენატრები,მტკივა,მიყვარხარ. ********************** _ჩემი ბავშვობის მეგობარი მინდა გაგაცნო_შემიმცინა სანდრომ და გულზე მიმიკრო,წამით მისმა გულის ცემამ სამყაროს მომწყვიტა _აუ სანდრო მერიდება..რომ არ მოვეწონო_საწყლად ავხედე ქვემოდან _ჩემი სულელი_თმები ამიბურდა_როგორ შეიძლება შენ ვინმეს არ მოეწონო?თან არ დაგავიწყდეს რომ ჩემ საუკეთესო ბავშვობის მეგობარს გაცნობ მას მხოლოდ ჩემი კარგად ყოფნა აინტერესებს_სრული სერიოზულობით დამისაბუთა _კარგი კარგი მე ბოდიში შენ მეგობართან_ხელები მაღლა ავწიე და სანდროს მკლავებიდან დავუსყლდი _როგორ მიყვარხარ_მონუსხულმა ამოილაპარაკა და მანქანის კარი ჯელტმენურად გამიღო _სად მივდივართ?_მის მანქანაში კომფორტულად მოვკალათდი _ჩვენ ადგილზე_გამიცინა_მე და გიორგიმ აღკმოვაჩინეთ 15 წლისები რომ ვიყავით,გიორგისაც ძალიან უყვარს იქაურობა,იქ დაგვხვდება _კარგი_გავუცინე და თმები ავუბურდე,ხმა აღარ ამოგვიღია უბრალოდ სანდროს ხელს ვიყავი უაზროდ ჩაბღაუჭებული და ფანჯრიდან ბედნიერი გამოხედვით ვიყურებოდი.მალე მივედით დანიშნულების ადგილზე,გიორგი უკვე იქ დაგვხვდა მანქანას მიყრდნობოდა და თბილისს გაყურებდა _გიო_დაუძახა სანდრომ,ბიჭი ფიქრებიდან გამოერკვა და ღიმილით გამოგვხედა.ჩვენსკენ წამოვიდა _სანდრიკ_დიდი სიყვარულით გადაეხვია,მასთან სიყვარულობანას რომ მორჩა ღიმილით მე შემომხედა _ანამარია წიკლაური ჩემი ნაპოვნი საგანძური_ორაზროვნად ჩაილაპარაკა ღიმილით,მე მორცხვად შევხედე _ძალიან მიხარია შენი გაცნობა ანამარია_საყვარლად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად,გამეღიმა.მის ხელს ჩემი ხელი მივაგებე. ******************************************************* გული მტკივა გიორგი რომ დავკარგე,ყველაფერი დავკარგე ყველაფერი,სანდრო არ ვიცი როგორ გამოვხატო ეს ტკივილი!ჩემი სხეული ტკივილის ბუდეა,ჩემში ძალიან დიდი ტკივილი ცხოვრობს,იმის წარმოდგენისას რომ შეიძლება ეს ტკივილი ვერასოდეს მოვიშორო მბურძგლავს,სუსტი არ გეგონო,უბრალოდ აუტანელია ეს ტკივილი,ვეღარ ვიტან,ვენები მტკივა,თითქოს ტკივილი აღარ ეტევა ჩემ სხეულში და გარეთ გამოღწევას ლამობს,თითქოს სურს მთლიანად დამიბყრობს,ვუძალიანდები,ვუძალიანდები როგორც შემიძლია სანდრო,მაგრამ მგონი მერევა,ძალიან დავსუსტდი,უბრალოდ ისე მტკივა ვერ გამოვხატავ,მინდა ვთქვა,გავიფიქრო ან სულაც ამ თეთრ ფურცელზე დავჯღაპნო.მაგრამ არ შემიძლია,ვერ გამოვხატავ,ვერ ვფიქრობ,ვერ ვწერ როგორც მინდა,იცი როგორ მიყვარხარ?სიგიჟემდე სანდრო.იცი როგორ მენატრები?არანორმალურად სანდრო.იცი როგორ მაკლიხარ?სული მტკივა ისე სანდრო.იცი ახლა როგორ ვარ?ძალიან ცუდად სანდრო.იცი ეხლა რა მინდა?შენი ჩახუტება მინდა სანდრო.იცი რა მენატრება?შენი გულის ფეთქვა მენატრება სანდრო.იცი რა მაკლია?შენ მაკლიხარ სანდრო.შენ მაკლიხარ ,ყველა და ყველაფერი მაკლია სანდრო.იცი რამდენი ხანია შოკოლადი არ მიჭამია?ძნელი მისახვედრი არ იქნება,რვა წელი სანდრო.გიორგი მენატრება სანდრო.რას მეტყოდი ნეტა შენ ეხლა?ალბათ მეტყოდი რომ გიორგი ცოცხალია და შემიძლია რომ დღესვე აი ამ საათში ვნახო.მაგრამ მე ხო მკვდარი ვარ სანდრო,გიორგიც მკვდარია სანდრო.ჩვენ მკვდრები ვართ სანდრო,მე თუ მკითხავ შენ ჩვენზე ცოცხალი ხარ,შეიძლება ასეც ითქვას სანდრო,შენ ჩემში ცოცხლობ,მე კი ჩემშიც აღარ ვარ უკვე.სანდრო შენი სახელის გაფიქრებისას,წარმოდგენისას,დაწერისას,თქმისას უდიდეს შვებას ვგრძნობ ამიტომ ვწერ ასე ხშირად სანდროს.მენატრები,მიყვარხარ სანდრო. ***************************** _ანამარია_ვიღაც მეძახის უნივერსიტეტიდან გამოსულს,გაკვირვებულმა გავიხედე ხმის მიმართულებით,ყურებამდე გაღრეჭილი მიღიმოდა გიორგი _გიო_მისკენ წავედი და გადავკოცნე_აქ საიდან გაჩნდი? _სანდრომ მთხოვა შენთვის გამომევლო ჩემი არაჩვეულებრივი მანქანით და ზღაპარში წამეყვანე_გამიცინა _რა?_პირი დავაგე,ვერაფერი გავიგე _მიდი,მიდი ჩაჯექი და ყველაფერს გაიგებ _ჩემს მოტაცებას ხო არ აპირებთ ? _ჯერ არა_გამიცინა და კარი გამომიღო _მადლობა _ანამარია _ჰო _სანდრო კარგი ბიჭია_გამომხედა _ვიცი_ჩამეღიმა _ძალიან კარგი ადამიანია _ვიცი გიო_ჩამეცინა _ცუდად არ გამიგო უბრალოდ სანდრო ოქროა ნამდვილი ოქრო_გულიანად გაიცინა _ვიცი გიო ვიცი_მეც გამეცინა მის ხის ტემბრზე _უყვარხარ _ვიცი_ღიმილით გამომხედა_სხვა რამეზე ილაპარაკე გიო _კარგი..მმმ მახსოვს ერთხელ მე და სანდრომ ბაყაყი გავბერეთ_ დავიმანჭე _სხვა ვერაფერი გაიხსენე_გამეცინა _პეპლებს დავსდევდით_სათნო სახით გამომხედა _უკეთესია_თვალი ჩავუკარი _ხოო და კიდევ ექვს წლამდე ამინდს ჭიამაიების საშვალებით ვიგებდით _რა?როგორ?_გამეცინა _არ იცი?_გაკვირვებულმა გამომხედა,თავი გავიქნიე_საიდაც გაფრინდება,დასავლთით მგონი მზეა და აღმოსავლეთით წვიმა აღარ მახსოვს ზუსტად _ვა საინტერესოა_ფანჯრიდან გავიხედე _შენც მოყევი რამე _ამმ ყვავილების კრეფა მიყვარდა ძალიან,მინდვრის ყვავილები,ვარდებს ვპუტავდიი_ჩამეღიმა ბავშვობის გახსენებისას _ჩვენც მალე მივალთ თითქმის_მახარა _რა ხდება? _ყველაფერი კარგი _სხვა არაფერს მეტყვი? _არა_გამიცინა,მალე ერთ რესტორანთან გააჩერა მანქანა_გადმობრძანდით ქალბატონო გელოდებათ თქვენი პრინცი _მადლობა_და რესტორნის კარისკენ დავიწყე სვლა,კარი შევაღე,როგორც მივხვდი რესტორანი დახურული იყო,გზაში მომღიმარი გოგონა შემხვდა და მანიშნა იმ დარბაზში გელოდებიანო,გული ამიჩქარდა დარბაზის კარი შევაღე,იმხელა დარბაზში მხოლოდ ერთი პატარა მრგვალი მაგიდა იყო შუაგულში ორ კაცზე გაშლილი,სანდრო არ ჩანდა,შუქი ჩამქვრალი იყო მხოლოდ მაგიდაზე მდგარი სანათი ანათელდა ამ უშველებელ ოთახს. _სანდრო_ჩუმათ დავიძახე,ხმა არავის გაუცია,მაგიდას მივუახლოვდი და შევათვალიერე,ჩამეღიმა,წითელი გადასაფარებელი ,სანათი,ერთი ვარდიი და ძაილან ბევრი შოკოლადი ,კუთხიდან ფაჩუნი მომესმა,შეშინებული მივტრიალდი იმ მხარეს,დაახლოვებით ჩემ სიმაღლე და სისქით ორი ჩემ ხელა სათამაშო კურდღელი მოდიოდა ჩემკენ,მეგონა გავგიჟდი წამით ყვირილიც კი დავაპირე. _სანდროს გაყვები ცოლად?_მითხრა კურდღელმა სანდროს ხმით _გავგიჟდი_ეიფორიაში მყოფმა ვეღარაფერი მოვიფიქრე და ესღა ამოვილაპარაკე _გამომყვები ცოლად?_კურდღელი დადო და ღიმილით მომიახლოვდა _რა?_პირი დავარე _გამომყვები ცოლად?_მესამედ გამიმეორა დაუზარებლად _კი_არ მიფიქრია ისე ვუთხარი,გულმა უთხრა და სულმა,მხოლოდ გონება მეწინააღმდეგებოდა მაგრმ ბოლოს გონებამაც დამიდასტურა,გულში ძლიერად ჩამიკრა შუბლზე მაკოცა _მართლა?_თვალებში ჩამხედა _ჰოო_მონუსხულმა ვუთხარი _ანამარია კარგად დაფიქრდი_ამიტომ მიყვარდა,ამიტომ ვგიჯდებოდი მასზე,სანდრო სხვა იყო,სანდრო სანდრო იყო,მისნაირი მეორე უბრალოდ არ დაიარებოადა დედამიწაზე. _მიყვარხარ_გულში უფრო ძლიერად ჩამიკრა_მინდა რომ მხოლოდ შენი ცოლი მერქვას,მინდა ჩემი შვილების მამა მხოლოდ შენ იყო,მინდა ჩემი ქმარი გერქვას,მინდა შენი შვილების დედა ვიყო,მინდა ჩემი იყო,მხოლოდ ჩემი სანდრო.ეს რას ნიშნავს?_მიამიტურად ავუფახუნე თვალები,გაეცინა _მაგიჟებ_ჩაილაპარაკა_უნდა გაკოცო_გამაფრთხილა,ჩემი პირველი კოცნა,აქამდე არ უკოცნია,სანდრო სანდრო იყო,ალბათ ამ წამს ელოდა _მაკოცე_გაბედულად ვუთხარ_მიყვარხარ _ჰოო?_ეშმაკურად ჩაეღიმა _ მიყვარხარ ,ისე რომ ჩემ პირველ კოცნას გჩუქნი_ლოყები ამიწითლდა,ლოყაზე ნაზად მომეფერა _მაჩუქო?_კვლავ ეშმაკურად ჩამეკითხა,გავგიზიანდი _იცი რა გადავიფიქრე აღარ მაკ.._მაკოცა,იმწამს კიდევ ერთხელ ვიგრძენი მისდამი უდიდესი და ულევი სიყვარული,მისგამო კიდევ ერთხელ ამიფანცქალდა გული,მე გაშეშებული ვიდექი,დაბნეული უბრალოდ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა _მიყვარხარ_ბოლოს მითხრა და ლოყზე მაგრად მაკოცა _ძალიან?_ახლა მე მოვედი ღადავის ხასიათზე _ძალიან_სერიოზულად მითხრა _სულ სულ ძალიან? _სულ სულ ძლიან_გამიცინა და მანიშნა ჩამოვჯდეთო _სულ სულ სულ სულ ძალიან? _ძალიან ძლიან ძალიან _პატარა ვარ სანდრო_ბოლოს ვთქვი _რა?_ვერ მიხვდა _22 წლის ვარ ძალიან პატარა ვარ ოჯახისთვის მეშინია _ჩემ გვერდით_სახე დაუსერიოზულდა _შენ გვერდით არა ზოგადაად მეშინია _კარგი_გაიცინა_მაშინ მხოლოდ დანიშნულები ვიყოთ და როცა მზად ვიქნებით მაშინ დავქორწინდეთ_ხელზე მომეფერა და ჩემი საყვარელი შოკოლადი გამომიწოდა _კარგი_გავუღიმე _ანამარია? _ჰო _თაფლობისთვე სად გავატაროთ?_გამეცინა _სვანეთში_სიცილით ვუთხარი _სვანეთი?ძალიან კარგი მიყვარს ჩემი სვანეთი,თან მშვენიერი სახლიც გვაქვს რამდენი ხანიც გვინდა იმდენ ხანს დავრჩებით _გვაქვს? _გვაქვს! _სანდრო? _ჰო? _ამ შოკოლადებს სულ თუ ვერ შევჭამთ ხო გაგვატანენ_საწყლად შევხედე _აბა რას იზავენ_გაეცინა _მიყვარხარ _ჩემზე მეტად არა ***************************** სანდრო ნეტა არ გადაგვედო დაოჯახება,იქნებ შვილებიც გვყოლოდა,ჩემი ბრალია რომ ვერ გავიგეთ მშობლობის გემო,ჩემი ბრალია,არ უნდა შემშინებოდა მაშინ,არც შენ უნდა შეგუებოდი ჩემ გადაწყვეტილებას ასე,არ ვიცი სანდრო მგონი ორივე დამნაშავეები ვართ,თუ არა?ჩემი აზრით ვართ,ორივე ,ერთნაირად,თუ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო როგორც მოხდა,არა!არა!მე მჯერა რომ ჩვენი ბედის შეცვლა შეგვიძლია,თუმცა უშენოდ ჩემთვის უკვე აღარაფერს აქვს აზრი,იცი ყველა დავივიწყე და მგონია ყველამ დამივიწყა მეც,ღირსი ვარ ნამდვილად მეტის ღირსი ვარ,ძალიან დავიტანჯე შენი სიკვდილით სანდრო,ასე ძალიან არ უნდა შემყვარებოდი,იქნებ ახლა ნაკლებად მტკიოდეს გული და სული,მტკივა სანდრო,ჩემი არსებობა და შენი არარსებობა მტკივა,მახსენდება შენი წარმოთქმული *მე და შენ* და სული მეწვის,სულზე ცეცხლი მეკიდება სანდრო,ვიხსენებ ჩვენ ბოლო |შეხვედას სანდრო და ჟრუანტელი მივლის.მტკივა,მენატრები,მიყვარხარ სანდრო. ******************** _ანამარია_როგორც კი ტელეფონს ვუპასუხე მაშინვე გავიგონე ჩემთვის უძვირფასესი ხმა _სანდრო_შეშინებულმა ამოვთქვი_ტელევიზორს უყურებ?ნახე?_შიშისგან ხმა მითრთოდა _ვნახე ანამარია ვნახე_სევდიანად ამოილაპარაკა_გამოხვალ ჩემთან?მე არ მცალია და მინდა ჩემთან იყო _გამოვალ სანდრო გამოვალ,მხოლოდ შენი ჩახუტემა მინდა ეხლა _მეც ,გელოდები ანამარია _სანდრო? _ჰო _მეშნია _ნუ გეშინია შენ გვერდით ვარ,მუდამ დაგიცავ _შენ გვერდით არა უშნოდ მეშინია სანდრო,ახლავე მოვალ შენთან გამოვდივარ _კარგი,მიყვარხარ_და გამითიშა,ტაქსით გავედი სანდროსთან კარზე სწრაფად დავრეკე ზარი,სანდრო მარტო ცხოვრობდა,ფეხის ხმა მაშინვე გავიგე,კარგი როგორც კი გააღო ჩავეხუტე,ყელში ვაკეცე..ომი,ყველაფერი,ჩემი ქვეყნის ბედი,ახალგაზრდების სიცოცხლის დაკარგვა ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო,ჩემზე საშინლად მოქმედებდა როგორც დარწმუნებული ვარ თითოეულ ქართველზე. __სანდრო ძალიან მიყვარხარ_ძალიან ძლიერად მივეხუტე _ნუ გამგუდე გოგო_გაიცინა და თავზე მაკოცა_ნუ გეშნია კარგი?ჩემო კურდღელო_ისევ თავზე მაკოცა_გულთან ასე ახლოს ნუ მიგაქვს ყველაფერი თორემ შეიძლება გაგოჟდე ერთხელაც ნერვიულობით_დამცინა(ვაი რომ მისი დაცინვა ახდა მე მართლა გავგიჟდი) _კარგი რა სანდრო_მოვშორდი და სახლში შევედი,თვალში ჩემოდანი მომხვდა _რათ გინდა ჩემოდანი?_უდარდელად ვკითხე,(რას წარმოვიდგენდი რომ სამუდამოდ მტოვებდა) _უნდა წავიდე ანამარია_სევდიანად გამომხედა _სად?_უხერხულად გავიცინე _ჯარში,ჩვენ ბიჭებს უნდა მივეხმარო_თვალებში ნაპერწკალი ჩამიქვრა _სანდრო_ძვლივს ამოვთქვი ,საწოლზე ჩამოვჯექი,თვალები ამიცრემლიანდა,გული შემეკუმშა,შიშისგან ცივმა ოფლმა დამასხა. _ანამარია_ჩემ წინ ჩაიმუხლა,ფეხებზე თავი დამადო_მიყვარხარ _ვიცი,მეც მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ სანდრო_ჩუმად ამოვთქვი უკვე ტირილის პირას ვიყავი _გეშინია?_ამომხედა(ღმერთო როგორ მენატრება მისი თვალები) _არანორმალურად სანდრო_სახეზე ხელი მოვუხვი_მაგიჟებს იმის გაფიქრება რომ შეიძლება ვღარ დაგინახო ვეღარ შეგეხო _ანამარია დავბრუნდები _და რომ მოკვდე_სლუკუნი დავიწყე,პირველად ვტიროდი სანდროს წინაშე _ნუ ტირი ჩემ გამო გთხოვ,ნუ ტირი_ცრემლებს მიწმენდდა და ლოყაზე მკოცნიდა _უშენოდ არ შემიძლია სანდრო არა! _არამარია..... _რომ მოკვდე მერე_ცრემლიანი თვალებით შევხედე _არ მოვკვდები,დავბრუნდები_(კიი დაბრუნდი ოღონდ მკვდარი!) _სანდრო ძალიან მეშინია ძლაიან გესმის ჩემი? _მესმის ანამარია მესმის,მეც ძალიან მეშნიაია უშენოდ _არა სანდრო,ჩემზე რომ ფიქრობდე არ წახვიდოდი _ანამარია გამიგე გთხოვ,ეს ჩემი მოვალეობაა,ჩემი ვალია,ჩვენი სამშობლოა ანამარია,მინდა ჩვენი შბილები მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრობდნენ, ანამაარია,გესმის ჩემი? _არ მესმის სანდრო არა!უშენოდ გავიგჟდები,გავაფრენ _კარგი ანამარია დამშვიდდი,გამიგე ძალიან გთხოვ _მაშინ მეც წამოვალ_ჩაეცინა_დამცინი?_გაბრზებულმა შევხედე _ჩემი სასწაული ხარ შენ_ფეხზე წამოდგა და საწოლზე გადამაწვინა,ზემოდან მიყურებდა ღიმილით_არ მჯერა რომ ჩემი ხარ,მხოლოდ ჩემი,მიყვარხარ ჩემო სულელო,მეამიტო და არანორმალურო გოგო_და მთელი გრძნობით და სინაზით მაკოცა,ყველაფერს მოვწყდი,ყველაფერი დამავიწყდა,მაგრამ ეს მხოლოდ წუთიერი იყო. _სანდრო მომშორდი_ხელი ვკარი_შენ თუ წახვალ მეც წამოვალ არ მაინტერესებს_გვერდით გავიწიე და თვალებში ჩავაშტერდი. _ძალიან მიყვარხარ,ჩემ გამო წამოხვალ?_შემომცინა _აბა რას ვიზავ _გადარეულო _სანდრო! _არა ანამარია ვერ წაგიყვან რათქმაუნდა_თავზე ხელი გადამისვა_მაგრამ უზომოდ გამახარე შენი შემოთავაზებით,მეამაყება რომ ჩემი შეყვარებული ხარ ჩემო სიცოცხლე _მაშინ შენ არ წახვიდე რა?_თვალები ისევ ამიცრემლიანდა _მაპატიე ანამარია,მე აუცილებლად დავბრუნდები გპირდები_(ეჰჰ ვერ აასრულე შენი დაპირება) _მპირდები? _გპირდები,მე შენ არასოდეს გიღალატებ,თან ხო ყველა დაპირება აგისრულე აქამდე? _ჰო _არც ეს იქნება გამონაკლისი _მიყვარხარ,მიყვარხარ,მიყვარხარ მეშინია ამ სიტყვამ შენ გარეშე ფასი არ დაკარგოს ჩემთვის _არ დაკარგავს _გულში ჩამიკრა _როდი მიდიხარ? _ოთხი საათისთვის _ჯერ 12ია_საათს გავხედე _მინდა სანამ წავალ მანამდე შენთან ვიყო_შუბლზე შემდეგ კი ტუჩებზე ვნებიანად მაკოცა _სანდრო არ ვიცი რა გითხრა_დაბენულმა ვუთხარი _რაზე? _შენ წასვლაზე,არ ვიცი როგორ გავაპროტესტო _ანამარია დარწმუნებული ვარ გამიგებ...იცი_შემომცინა_დღეს ძალიან ადრე ავდექი და ძალინ მეძინება _მერე? _მინდა შენზე ჩახუტებულმა დავიძინო ერთი საათი მაინც_გამიცინა _მეც მინდა_გულზე მიმიკრო,ბოლოს მისი ნათქვამი _მიყვარხარ_მახსოვს და მოჩა,გავიღვიძე ჩემ გვერდით არავინ იყო,საათს გავხედე ხუთს გადაცდენოდა,დავშტერდი,უბრალოდ გავითიშე,ვეღარაფერს ვფიქრობდი,წავიდა,სანდრო წავიდა,ღმერთო მე კი მეძინა,მე მეძინა,სანდრო წავიდა,მე მეძინა,სანდრო წავიდა,მე მეძინა_ტვინში დაუსრულებლად მიტრიალებდა.სანდრო წავიდა ბოლოს ჩემ თავში დიდი ასოებით დაეწერა და განგაშის ზარი შემოკრა,ტირილი დავიწყე,სანდრო წავიდა,ომში წავიდა,სანდრო ომში წავიდა,ომში სანდრო წავიდა,წავიდა,ის წავიდა,ომში წავიდა,პანიკაში ჩავვარდი,სუნთქვა გამიხშირდა,სანდრო წავიდა,ომში წავიდა,ომში წავიდა,ომში წავიდა,ომში წავიდა,ომში წავიდა,ომში წავიდა,ომში წავიდა,ომში წავიდა,წავიდა,წავიდა,წავიდა,წავიდა,ომში. სანდრო წავიდა. ************************** სანდრო იმ დღის შემდეგ რაც შენ წახვედი მარტო ვარ.მართალია ამიხსენი რატომ დამტოვე მძინარე მაგრამ მაინც ნერვები მეშლება რომ ჩამეძინა.ბოლოჯერ რომ ვერ ჩაგეხუტე,ისე ვწუხვარ ამაზე რომ ხელები მიკანკალებს.საშინლად ვბრაზდები რომ ვერ ჩაგეხუტე ბოლოჯერ,ვერ შევიგრძენი შენი სურნელი.ვიცი სანდრო,ვიცი,რომ ასეთი არ მოგწონვარ,ვიცი რომ აღარ ვარ ის ანამარია რომელიც გიყვარდა,ვიცი რომ ახლა აღარაფერი დავრჩი,ალბათ ასეთი რომ გენახე როდესმე მაშინვე გადამიყვარებდი ხო?ნუ დამცინი ზემოდან.ვიცი,ვიცი რომ მაინც შეგიყვარდებოდი,მაგრამ მხოლოდ შენ სანდრო,დღეს აი ამ წამს დედამიწაზე შენნაირი ადამიანი აღარ დადის,სიგიჟემდე მენატრები სანდრო,მაგიჟებს შენზე ფიქრი,გული ძალიან მტკივა სანდრო.რაც წახვედი იმ წმიდან თავს მარტო ვგრძნობ,იმ წამიდან ნაწილ_ნაწილ ვიშლები,იმ წამიდან დაუსრულებლად მტკივა ,მენატრება ყველა და ყველაფერი სანდრო,ვიცი ეხლა მეტყოდი ანამარია გაინძერი გამოფხიზლდი იცხოვრე და სიცოცხლით დატკბიო,ვიცი მეტყოდი მაგრამ მე ხო მიცნობ ხომ იცი რომ მე სხვა ვარ,სულ სხვა,არ ვაზროვნებ როგორც სხვა,არ ვფიქრობ როგორც სხვა,არ მტკივა როგორც სხვას.გახსოვს ჩვენი დიალოგი მოწევასთან დაკავშირებდით?როგორ ამაყობდი ჩემით,სამწუხაროა რომ ახლა ჩემით ზემოთ ვეღარ ამაყობ. ********************** ლოყაზე მაგრად მაკოცა და გულზე მიმიკრო. _ანუს ავიდეთ რა ჩემთან ცოტა შემცივდა_ზემოთ ავხედე,ჩამეცინა _რას ამბობ ჩემო ბიჭო_გამეცინა_რატომ ვარ ცოცხალი,აიღე ჩემი ჟაკეი!_და სიცილით დავიწყე ჟაკეტის გახდა _გაჩერდი გოგო_მასაც გაეცინა_წამო რა ჩემთან თან ძალიან მინდა მოგეფერო_თბილად გამიღიმა _მომეფერე მერე ვინ გიშლის?_გამეცინა,ძალიან ამაღლებულ ხასიათზე ვიყავი _აუუ წამოდი რა!მშია_ჩაეცინა _მართლა აუუ რაა, რა ყველაფერი ეხლა მოგინდა ბიჭო_და ყურზე მოვქაჩე,ღიმილით დამაშტერდა _ყველაზე მეტად იცი რა მინდა? _რა?_გულუბრყვილოდ ვკითხე _შენი ტუჩები და ყელი_თვალი ჩამიკრა და ხელზე მაკოცა _კარგი ერთი_გავეპრანჟე _შენ არ გინდა? _რა?_თვალები გამიფართოვდა _ჩემი ტუჩები და ყელიი_გაეცინა _საზიღარო_მეც გულიანად გამეცინა_მმმ მეც მინდა_ლოყები ამიხურდა _შერგრცხვა?_ჩაეცინა _არა!საიდან მოიტანე_მკაცრად ვუთხარი _ლოყები აგიწითლდა_და ლოყაზე ხელი ნაზად მომისვა_ასეთი მიყვარხარ უზომოდ ჩემი პატარა გოგო ხარ.. _არ ვარ პატარა_ენა გამოვუყავი _ხარ..ხარ_გულზე მიმიხუტა და წამიყვანა _სანდრო?_თმაზე მოვქაჩე ღიმილით გამომხედა _რა? _მიყვარხარ _მიყვარხარ_მანაც ღიმილით გაიმეორა და თავზე მაკოცა ,სახლში შესულებმა სამზარეულოს მივაშურეთ _რამე გააკეთე რა ძალიან მშია_მუდარის თვალით გამომხედა _კარგი,კვერცხი შევწვათ_მაცივარი გამოვაღე _და სოსისი მოვხარშოთ_გავუღიმე _უბედური ვის ოჯახშიც შენ შეხვალ_დამცინა,მეწყინა _რატომ ვითომ? _არაფლის გაკეთება შენ არ იცი გოგო _არა? _არა _ძალიან კარგი_სამზარეულო დავტოვე და მისაღებში გავედი,მდივანზე ჩამოვჯექი და ტელევიზორი ჩავრტე,სანდრო ღიმილით მომიახლოვდა და გვერდით დამიჯდა ჩემთან ახლოს მოიწია და უსიტყვოდ ჩამეხუტა ცხვირი ჩემ თმებში ჩარგო და ჩემი სურნელი შეისუნთქა,ყელში მაკოცა და ოდნავ მომშორდა _მიყვარვარხარ_დაჰიპნოზებულმა ამოთქვა და ზედმეტი ძალის გარეშე თავის კალთაში ჩამისვა,მაგრად ჩამეხუტა თან მეჩურჩულებოდა_ჩემი ბავშვი ხარ,ჩემი პატარა გოგო,არ ვიცი შენ რომ არ გამეცანი როგორ ვიქნებოდი უშენოდ,ჩემი ბედნიერება ხარ ანამარია,უზომოდ მიყვარხარ_სიგარეტს მოუკიდა,კვამლმა ნეტარება დამირღვია,შუბლი შევჭმუხნე და პირთან მიტანილ სიგარეტს ხელი მოვკიდე _შეეშვი სანდრო_ღიმილით გამოვართვი და საფერფლეში ჩავასრისე,სანდროს გაპროტესტება უნდოდა მაგრამ არ ვაცალე და მის ტუჩებს დავწვდი,როგორ მიყვარდა,როგორ_სანდრო ჩემ გამო დაანაბებ თავს მოწევას? _შენ გამო ყველაფერს გავაკეთებ ანამარია_სერიოზულად მითხრა _ხოდა დაანებებ თავს მოწევას? _თუ მეტყვი დავანებებ _ვითომ? _დიახ _ძალიან გთხოვ სანდრო შეეშვი მოწევას _გინდა ერთხელ მოგაწევინო სიგარეტი შენ_ღიმილით მკიტხა ჩემი მოსყიდვა უნდოდა,მაგრამ დაავიწყდა რომ კარგად ვიცნობდი ვიცოდი რომ სიგარეტის მოწევის უფლებას არ მომცემდა არც მე მქონდა ამის სურვილი ამიტომ თავი გავაქნიე სიცილით _არ მინდა _არასოდეს მოგიწევია სიგარეტი ხო? _არასოდეს _ისე გასაკვირია შენ სამეგობროს თუ შევხედავთ _არ ვგავარ მათ,დაანებებ ესეიგი თავს? _ლომკა რომ მექნება რა ვქნა _გაუძელი _ძალიან ძნელია _აბა რა გიშველო?_ჩამეცინა _ეხლა ძალიან მინდა მოწევ..._ტუჩებზე დავწვდი,ვნებიანად დიდი სიყვარულით ვაკოცე,ღიმილით მოვშორიდი _კიდევ გაქვს ლომკა? _ჩემ ტუჩებს ძალიან მიეჩვიე შენ_ცხვირცე თითი დამკრა _მიყვარს შენი ტუჩებუ_ლოყები ამიხურდა _სულელო_გულში ძლიერად ჩამიკრა ************************** სანდრიკ არ გენატრები?მე არანორმალურად.სანდრიკ როგორ შეიძლებოდა შენი სიკვდილი?როგორ გაბედე სიკვდილი?მინდა გეჩხუბო,მინდა ძალიან გეჩხუბო,მაგრამ აზრი?აზრი არ აქვს.მაინც ვერაფერს გაიგებ,რომც გაიგო მერე რა,ყველაფერი ერთგვაროვანია ყველაფერი სულერთია,მტკივიხარ სანდრო მტკივიხარ. *************************** ქუცაში ვსეირნობდი ჩაფიქრებული წინ ორი ნაცნობი სილუეტი რომ გადამიდგა,ყვავილების თაიგულებით ხელში. _გამარჯობათ,როგორ ხართ?_ნაძალადევად გავუღიმე _არც ისე კარგად_მათ გაღიმებაც არ უცდიათ_გვეგონა რომ შენ და სანდერო მეგობრობდით_მითხრა ერთხეთმა _სანდრო?_წამიერათ ვერ მივხვდი ვისზე მელაპარაკებოდა _ავალიანი_სევდიანად ჩაილაპარაკეს,და თვალები აუცრემლიანდათ,ავნერვიულდი,თავბრუ დამეხვა,კედელს მივეყრდენი _ვმეგობრობთ კი_ჩუმად ჩავილაპარაკე _სამძინარზე იყავი?_დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა,არ ვაჭარბებ,დედამიწამ მართლა შეწყვიტა ბრუნვა _ბატონო?_წამოვიყვირე და კედელზე ცასრიალება დავიწყე,წონასწორობას ვეღარ ვიკავებდი _სანდრო აღარ გვყავს_ტირილი დაიწყეს,აღარაფერი მახსოვს,ამის Dემდეგ არარაფერი მახსოვს,მორჩა აი ამ წამს ყველაფერი მორცა,დამთავრდა.სანდრო აღარ იყო,ანამარიაც გაქრა,გავქრით ორივე,სანდრო მოკვდა. ************************** სანდრიკ მკვდარი არ მინახიხარ იცი?ნუ დამცინი.ვერ გნახავდი უბრალოდ გალურჯებულს სანდრო.შენთვის ხელი აღარ შემიხია იცი?ვერ შევიგრძნობდი შენ ცივ თითებს სანდრო,შენ თითებს სადაც სისხლი აღარ გიმოძრავებდა ,შენ მკერდზე თავი არ დამიდევს სანდრო,ვერ დაგადებდი ,როცა არ სუნთქავდი სანდრო.შენი თმა თითებშორის აღარ მომიქცევია სანდრო,ისეთი სიცოცხლით სავსე ტმა აღარ გექნებოდა სანდრო.სანდრო მეც აღარ ვარ ამ დედამიწაზე,მძულს აქაურობა შენ გარეშე,ვკვდები შენ გარეშე,შენ გარეშე აღავინ ვარ სანდრო. მტკივა ,მენატრები მიყვარხარ სანდრო. მოგესალმებით ჩემო მეგობრებო,ჩემი ახალი ისტორია რომელსაც ზომის მიუხედავად საკმაოდ დიდი ხანია ვწერ,შევეცადე ჩემი რარაც ნაწილი ცამოდო ამ ისტორიაში,რადგან ძალიან მტკივა 08.08.08,ამ ისტორიის წერა 8 აგვისტოს დავიწყე,როგორც იქნა დავასრულე და უზომოდ მაინტერესებს თქვენი აზრი,უარყოფილი და დადებითი ემოციები,შენიშვნები რომლითაც ბევრს ვსწავლობ. რაც შეეხება ჩემ მკითხველს რომელიც ჩემ ისტორიებს კითხულობენ და ელოდებიან,მაპატიეთ,მინდოდა დემედო ახალახალი თავები ხშირად მაგრამ გული ვერ დავუდე,გადავწყვიტე ტავებად ისტორიები არარ დავდო და არარ გაგაწბილოთ სანამ ისტორიას არ დავასრულებ არარ დავდებ,მაპატიეთ იმის მიუხედავად რომ ლანძრვას ვიმსახურებ.მიყვარხართ მე თქვენ.იმედია გახსოვარტ და გაბრაზებულებმა არ დამივიწყებთ,გიტოვებტ სრულად ისტორიას და უზომოდ მაინტერესებს ტქვენი აზრი,გელით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.