...
უსასრულობა... ამ ყველაფერს დასასრული არ უჩანს... მტკივა,თითოეული შენი სიტყვა სულის შეძვრამდე მტკივა და მე ამას ვგრძნობ,ისე თითქოს ეს ქვეყნის დასარული იყოს.შენი სიტყვები სულს მიკაწრავენ და გულში ერთ დიდ და ღრმა ნაიარევს ტოვებენ... არ ვარ ღირსი მესმოდეს ესოდენ სასტიკი სიტყვები და საპასუხოდ მხოლოდ დუმილს ვიყენებდე... არ ვიმსახურებ შენგან სასტიკ მოპყრობოს,თან რაოდენ სასტიკს ღმერთმა უწყის... ეს ყველაფერი სულის შეძვრამდე მტკივა და გულს პილსაციას ნულამდე მიცემს.. მტკივა მაგრამ ამას ვერც კი აცნობიერებ.. შენი სასტიკი გამოხედვა,ზიზღით ნათქვამი ყველა ფრაზები,სიძულვილი, ყველაფერს ნათელს ხდის... შენ არასოდეს გყვარებივარ.. ეს ყველაფერი ერთი დიდი ილუზია იყო და მეტი არაფერი.. არ ვამბობ რომ არ მიტკენია,მაგრამ ისე არა რომ შენი სულის სიმყარე შემერყია.. არ ვამბობ რომ არ დამიშვია შეცდომა,მაგრამ ისე არა რომ ჩვენი სიყვარული გამებზარა.. შენ კი.. შენ კი ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით სანაგვეზე მოისროლე,ისე რომ არც კი დაფიქრებულხარ შედეგებზე... საწყენია.. ყველაზე მეტად კი სატკენია... რადგან ოდესღაც მეგონა რომ შენ მე ყველაზე მეტად გიყვარდი.. მაგრამ ეს ყველაფერი აფსურდია.. ერთი დიდი სისულელე... შენ მე მანახე ცხოვრება ისეთი როგორიც არასოდეს მინახავს.. შენ მე სიყვარული მასწავლე.. და მწარე რეალობის შეგრძნებაც... არ ვიცი, რა იქნება ხვალ, ზეგ, ან მაზეგ. ის კი ვიცი რომ ეხლა მხოლოდ აუტანელ სიცარიელეს და ტკივილს განვიცდი... ვგრძნობ თითოეული ძვლის წვას და თვალებზე სიმწრის ცრემლები მადგება. ვგრძნობ როგორ გაცხარებით მიედინება ჩემს ძარღვებში სისხლი და ტვინამდე აღწევს.... ვგრძნობ როგორ მიკაწრავს შენი სიტყვები ყოველ წუთს ისედაც დაფლეთილ სულს და ეს აუტანელია.. ვგრძნობ უსასრულობისკენ მიმავალ ჩემს სხეულს და შისი მიპყრობს.. შიში იმისა რომ ვეღარასოდეს გნახავ ისეთს როგორიც შემიყვარდი... როგორიც მუდამ მიყვარდი და ეხლაც მიყვარხარ.. შიში იმისა რომ ვერასოდეს მიხვდები იმ შეცდომას რაც დაუშვი... შიში იმისა რომ ვერასოდეს მოხვალ ჩემთან.. შიში იმისა რომ ვერასოდეს გააცნობიერებ ამ ყველაფერს... და შიში იმისა რომ ვერასოდეს მიხვდები ჩემს ტკივილს... მე კი ეს ყველაზე ნაკლებად მინდა.. ვგრძნობ რომ შენც გტკივა.. ვგრძნობ რომ შენს ჩემსავით იტანჯები,მაგრამ სიამაყე არ გაძლევს უფლებას პირველი ნაბიჯი გადადგა... სიამაყე... აი, რა არის ყველაზე სასტიკი ადამიანში.. და მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე... მტკივა... უშენოდ გატარებული თითოეული წამი და წუთი მტკივა... მაგრამ ეს არ ამცირებს იმ ტკივილს რაცშენმა სიტყვებმა მომაყენა.. ეს უფრო აასმაგებს და საუკუნო ტკივილს მიქადდის... უსასრულობაა... ყველაფერი უსასრულობაში ეფლობა და ვგრძნობ როგორ მიკაწრავს შენი სასტიკი გამოხედვა სულს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.