შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯადოქარი და მე-ჯეიმი კლარკსი. 6


5-10-2016, 01:54
ნანახია 1 388

ჯორჯი-ჯეიმი გაგიჟდი?
-მომისმინეთ. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს,ის მოკვლას არ მიპირებს და არც მე.
მეისონი-ეგ შეუძლებელია. ჯეიმს შენ მაინც მოკვდები ასეთ შემთხვევაში.
ლენორი-მე ვიცი ჯორჯ შენი ოჯახის შესახებ და თუ ჩემს ძალებს დავთმობ შევძლებ ჯეიმისთან ვიყო.
ჯ-თუ იცი ჩემი ოჯახის ისტორია ისიც გეცოდინება რომ მაგან მაინც ვერ უშველა დედაჩემს.
ნეიტი-მოიცა ანუ მართლა გიყვართ ერთმანეთი?
კასი-როგორც ვატყობ დიდი ქარიშხალი გვიახლოვდება.
მეისონი ჩაფიქრებული იატაკს მიშტერებოდა. მერე ჩვენ მოგვაშტერდა.
მ-ეს ადგილი სახიფათოა ყველა ჩვენგანისთვის. სასწრაფოდ უნდა წავიდეთ.
საჭირო ნივთები ავიღეთ და წავედით ტყის ერთ-ერთ შორეულ წერტილში.
ლ-ეს ხომ ისტვუდების ტერიტორიაა? აქ რომ მიპოვონ დაუფიქრებლად მომკლავენ.
მას პასუხი არავინ გასცა.
დავფიქრდი და მივხვდი ჯორჯი ასე მალე რატო დათანხმდა ლენორის დარჩენას სინამდვილეში მათ ის სპეციალურად მომაყვანინეს აქ.
-ჯორჯ?! … მან არ შემომხედა
-ჯორჯ! ჩემი არ გესმის.
ის ჩემს წინ მიდიოდა და რომ დავუყვირე უბრალოდ გაჩერდა. მას წინ გადავუდექი.
-ესაა შენი გეგმა?გინდა ლენსი მოკლან და პრობლემა მოიშორო? მადლობა ჯორჯ. თუ ასეა არ გვჭირდებით არც შენ და არც ეს… არც ესენი.
-ჯეიმი აღარ ვაპირებ რამის ახსნას და იმის მტკიცებას რომ ცდები. რადგან სიტყვა არ გესმის მომიწევს ჭკუა გასწავლო.
-სიამოვნებით დაგარტყავდა ეხლა.
-ხოდა რას უცდი.
გაბრაზებულმა ხელი მართლა მოვუქნიე და წამის მეასედში მე და ია ერთმანეთში ავიხლართეთ. ორივე ვურტყავდით ერთმანეთს. იმ წუთას ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი. წამიერად თავი ამტკივდა და გაუაზრებლად და ნა ამოვიღე. ის ის იყო ჩავარტყავდი ჯორჯს რომ ვიღაცამ ხელი დამიჭირა. ამის მერე გავიაზრე რაც მოხდა და ჯორჯისგან რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე კოჭლობით. ლენორი იდგა და რაღაცას ბურტყუნებდა. ჯორჯი გაიმართა.
-ხედავ? მან შენი ხელით კინაღამ მომკლა. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდა?!
ჯორჯი და მეისონი უკვე გაშლილი კარვისაკენ გაემართნენ.
ცოტა ხანი ასე ვიდექით მე და ლენსი. ის ჩემ წინ იდგა და საცოდავი თვალებით მიყურებდა.
-შენ იყავი? უბრალოდ მითხარი.
-მაპატიებ?
-ლენს!
-მე ვიყავი ჯეიმი. მას არ უნდოდა ჩვენი დახმარება და აქ იმიტომ მოგვიყვანა. მეც ამაზე გავბრაზდი.
-დიდი შეცდომა დაუშვი ახლა.
შევბრუნდი და კარვისკენ წავედი. არ მინდოდა მისი მოსმენა. ეჭვი შემეპარა უკვე ყველაფერში რაც მან მითხრა.
-ჯეიმი!? დაიჩურჩულა შეშინებული ხმით.
თავს ძალა დავატანე რომ არ შევბრუნებულიყავი მისკენ. უკანმოუხედავად შევედი კარავში.
მოსვენებას არ მაძლევდა მასზე ფიქრი. თან ვნერვიულობდი და თან ვბრაზობდი.
ნეიტი-სწორედ მოიქეცი ჯეიმს
კასი-ცოტაც და დავიჯერებდი რომ ლენორი მართალი იყო.
არაფრის თქმა არ მინდოდა. ჩუმად ვიჯექი. რამე რომ მეთქვა ზედმეტი ბრაზისგან მეშინოდა თავი ვერ გამეკონტროლებინა. ჯორჯი ჩუმად იჯდა,ხმას არ მცემდა. აღარ მეყო მოთმინება. წამოვხტი და დავუყვირე
-ასე იჯდები? მიდი მითხარი რომ მართალი იყავი და რომ *** ვარ რომ არ გისმენდი.
ჯორჯი უბრალოდ ადგა და გარეთ გავიდა.
მეისონი-ჯეიმს დააცადე,ცოტა ხანში მოეშვება.
ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით.
კარავს ვიღაც მოუახლოვდა. ვიფიქრე რომ ჯორჯი იყო და ასეც აღმოჩნდა. მან თავი შემოყო.
-ვიღაც ვიპოვნე ტყეში.
გარეთ გამოვძვერით ყველა. დედაჩემი დავინახე.
-დედა კარგად ხარ?
-კი შვილო, მაგრამ ლენორია საფრთხეში.
-რა? შენ საიდან იცი?
-ისტვუდებმა მომიტაცეს და სანამ ჯეიმი ლენორს არ დააბრუნებს არ გაგიშვებთო. მერე ლენორი გამოჩნდა და თქვა რომ უყვარხარ და მზად არის თუნდაც საგვარეულოდან გააძევონ ოღონდ შენთან იყოს.
ჯორჯი-რა? ჯეიმი უნდა უნდა ვიჩქაროთ!
-სად? ჯორჯ რას აპირებ?
-როგორც კი ლენორს საგვარეულოდან გააგდებენ საქმრო მას მოკლავს.
-ახლავე წავიდეთ. კასი დედასთან დარჩი.
მე,ჯორჯი,ნეიტი და მეისონი გავიქეცით.
ჯორჯი-მეისონ შენ გეცოდინება სად იქნებიან.
-ტბასთან შეიკრიბებიან დიდი მუხა რომაა იმის სიახლოვეს. იქ ატარებენ საგვარეულოდან მოკვეთის რიტუალს.
მეისონს გავყევით. უცებ შეჩერდა და დაიჩურჩულა
-დაიმალეთ.
შევნიშნე რომ ტბის გარშემო ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. წყალში რაღაც ტივტივებდა,თეთრი,ეს ლენორის კაბა იყო. ის წყალზე იწვა.
-ჯორჯ რას უპირებენ?
-არ ვიცი ჯეიმი.
-არ შეიძლება დავეხმაროთ?არ შემიძლია ასე ყურება.
ვერც კი გავიაზრე როგორ აღმოვჩნდი წყლის პირას. ყველამ ჩემზე გადმოიტანა ყურადღება. ლენორისკენ გავიწიე,წყალში ჩავედი და ხელში ავიყვანე.ის გათიშული იყო და სულ ცივი და მაინც ძალიან ლამაზი.
არავინ ცდილობდა ჩემს შეჩერებას რამაც გამაკვირვა.ხალხი დაიშალა და წყლის მეორე ნაპირზე ფიგურა დავლანდე,რომელიც იდგა და რაღაცას ბუტბუტებდა.ყველა მაყურებელი მისი შიშით აქეთ-იქით გარბოდა. ლენორი ბალახზე დავაწვინე და როცა დავრწმუნდი რომ აუნთქავდა შვებით ამოვისუნთქე.
ბიჭებმა მოირბინეს ჩემთან
ნ-ეს ვინაა? ანიშნა ბიჭებს იმ სილუეტისკენ.
მ-უმაღლესი ჯადოქარი.
ჯ-ხო მაგრამ სახეზე არ მეცნობა. აქამდე არ მინახავს.
ამ დროს კასი მოვიდა
-ბიჭებო პრობლემა გვაქვს,ჯეიმს დედაშენი სადღაც გაქრა,მაგრამ მოიცა მგონი ვიპოვნეთ.
ის დაჟინებით მიაშტერდა სილუეტს.
წყალთან ახლოს მივედი და დავაკვირდი.
-დედა?!



№1 სტუმარი გიოო

დედააა?? ვაა მაგრად ვითარდება ძაან
მალე დადე რა

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადე მაგარია ძააან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent