შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯადოქარი და მე-ჯეიმი კლარკსი. 5


26-09-2016, 02:48
ნანახია 1 707

-ჯორჯ როგორ უნდა მოვკლა? თვითონ არ თქვი რომ ის მაკონტროლებს.
-გასწავლით. ხუთი თვე გვაქვს წინ მაგრამ მაგისთვის ჩემთან უნდა გადმოხვიდე.
-მერე დედა? მას საფრთხე არ დაემუქრება?
-ვიზრუნებთ რომ დედაშენი დაცული იყოს.
კასი რაღაცას ათვალიერებდა აქეთ-იქით და ცდილობდა ყნოსვით გაეგო რაღაც.
-რა მოხდა კას?
-ლენორი აქეთ მოდის. შენს ქოხში დაიმალეთ, რომ ჯეიმი არ დაინახოს თორე ყველაფერს მიხვდება,მე მას ავედევნები ჩუმად.
მე და ჯორჯი ქოხისკენ წავედით. კასი ისე სწრაფად მოწყდა ადგილს,რომ თვალის გაყოლებაც ვერ მოვასწარი.
-ჯეიმი გეშინია?
-რისი ჯორჯ?
-სიკვდიდლის
-არა. სიკვდიდლის არასდროს მეშინოდა. ადრე თუ გვიან მაინც მოვკვდებით. უბრალოდ არ მინდა უაზროდ მოვკვდე. მინდა რაღაც დარჩეს ჩემი სიკვდილის მერე. შეიძლება უმნიშვნელო მაგრამ,რაღაც მაინც. ან რაიმე მიზანს შევწორო ჩემი სიცოცხლე.
ადრე ეს ადვილი იყო. საკუთარი ქვეყნისთვის,რელიგიისთვის,ღირსებისთვის,სიყვარულისთვის იღუპებოდნენ. ახლა კიდე ვიღაც ნარკოტიკის პერედოზით კვდება და ვიღაც გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობის გამო.
-შენ რომანტიკოსი ყოფილხარ. თუ ასე ფიქრობ მაშინ კარგია,არდგან ლენორი თუ მოგკლავს ეს მართლაც უაზრო სიკვდილი იქნება.
-ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ის შეიძლება მკვლელი იყოს.
-ჯადოქრები ზოგადად მკვლელები არ არიან. ამისთვის რაღაც მიზეზი არსებობს,რადგანაც შენ აგირჩია მსხვერპლად. მე მათ უფრო ტყის სულებს ან ტყის ფერიებს დავარქმევდი.
-ჯორჯ მამაშენს რომ შრამი ქონდა,ზუსტად ჩემნაირი,მასაც იგივე გადახდა? ვინ იყო ის ჯადოქარი?
-ხო დემის ბევრი შრამი ქონდა. ის შრამი კი კრისტინ ვესტვუდის ხელწერა იყო.
ჯორჯს სახე გაუბრწყინდა და ღიმილი გამოესახა,თვალებში კი სევდა ჩაუდგა.
-დედაჩემის. დედაჩემი იყო ჯადოქარი,რომელიც გვარიდან გამოაძევეს იმის გამო,რომ მამა შეუყვარდა და არ მოკლა. როცა გაიგეს რომ ბავშვი გაუჩნდა სასტიკად დასაჯეს და მოკლეს.
ეს ყველა ჯადოქართა ოჯახის წესია. მხოლოდ ერთმანეთში ქორწინების უფლება აქვთ. დედა ამ წესს შეეწირა.
-დემიზე არ იმოქმედა წყევლამ?
-დედამ მამა რომ არ მოკლა ამით ძალა დაკარგა და ჩვეულებრივ მოკვდავად გადაიქცა.
ამასობაში ქოხში მივედით. -დედაშენთან წადი აუხსენი დაახლოებით სიტუაცია და საჭირო ნივთები წამოიღე.
-კარგი. სკოლაზე რა უნდა ვქნათ?
-როგორც ვთქვით ჩვეულებრივ ვივლით,თორე ეჭვს აიღებენ.
ცოტა ხანში სახლში წავედი. კარი ღია დამხვდა რამაც დამაეჭვა,რომ რაღაც რიგზე არ იყო. დანა ამოვიღე და ნელა შევედი. სახლი ცარიელი იყო. დედა ვერსად ვიპოვე. ვიცოდი რომ გასვლას არ აპირებდა. ჯორჯს დავურეკე და მალე ის და კასი მოვიდნენ ვიღაც ორ ბიჭთან ერთად. ერთი ბიჭი კასის ძალიან გავდა და ვივარაუდე რომ ძმა იყო. მეორე კი მაღალი,დაკუნთული, შავგვრემანი იყო რომელიც შემოსვლისთანავე ბინის თვალიერებას შეუდგა.
-ჯეიმი ეს ნეიტია. მანიშნა ჯორჯმა კასის გვერდით მდგომზე.
-ის კასის ძმაა. (როგორც ვივარაუდე.) ეს კი მეისონი. გახედა იმ შავგვრემანს კარების საკეტს რომ ათვალიერებდა.
-ბიჭებო ეს ჯეიმსია,რომელზეც მოგიყევით უკვე.
ნ-სასიამოვნოა ჯეიმს შენი გაცნობა,მაგრამ ჯობია საქმეს შევუდგეთ ხო. ის და კასი სხვა ოთახების თვალიერებას შეუდგნენ.
მ-კარი არ შემოუნგრევიათ ანუ თვითონ გაუღო. დაასკვნა მეისონმა.
კ- თუ სამზარეულოს მაგიდით ვიმსჯელებთ გაუმასპინძლდა კიდეც ვიღაცეებს.
მ-შეიძლება ნაცნობები არიან.
-თქვენ ეჭვობთ რომ დედაჩემი გაიტაცეს ჯადოქრებმა,რომლებსაც დედა იცნობს?
ჯ-დაახლოებით ეგრე ვფიქრობთ.
მ-სუნს გრძნობთ?
კ-რაღაც მეც ვიგრძენი
ნ-კას ფრთხილად! ფეხი არ ჩადგა!
დაიყვირა მოულოდნელად ნეიტმა.
ყველამ ძირს დავიხედეთ კასანდრას ფეხთან სადაც წითელი სითხე ესხა.
-ეს რა არის? სისხლი?
ნ-ეს ყველაზე არასასურველი სუნია რაც კი შეიძლება ნებისმიერმა ვამპირმა შეისუნთქოს.
-ანუ?
მ-დედაშენი ვამპირებმა გაიტაცეს. თანაც დედაშენმა კარგად იცოდა ვინც იყვნენ ისინი და საწამლავი მოამზადა,მაგრამ სავარაუდოდ ვერ გამოიყენა, რადგან სხვა შემთხვევაში აქ მკვდარი ვამპირი დაგვხვდებოდა.
-რაში აწყობდათ ვამპირებს დედას მოტაცება?
კ-ვამპირებს არა ჯეიმი,მათ ვიღაცამ დაავალა. პირდაპირ რომ მოსულიყვნენ ოკვუდები მათ სუნს ვიგრძნობდით,მაგრამ ალბათ უკვე იციან ჩვენ რომ გეხმარებით და ამიტომ გამოიყენეს ვამპირები რომ სუნი ვერ აგვეღო. რომ არა ეს სითხე ვერც გავიგებდით.
-დედამ საიდან იცის თქვენს შესახებ ან საწამლავზე რა იცოდა?
ჯ-ჯეიმი ეგ არ ჩვენ ვიცით,მთავარია ახლა ცოცხალი ვიპოვოთ და მერე ის გაგცემს პასუხს.
-მართალი ხარ! ლენორთან უნდა წავიდე. პირდაპირ ვეტყვი,რომ ვიცი,რომ მათ ყავთ დედა.
ნ-არა ჯეიმი არ შეიძლება მასთან ასე პირდაპირ წასვლა. ეგრევე მოგკლავს. თან მგონი ვიცი ვისაც ყავს დედაშენი. ვესტვუდებთან ვიყავი დილით,ჯონათანი დაუჭრია ტაილერ ფერვუდს. ტაილერი ლენორის საქმროა და დღეს ქორწილი უნდა ქონოდათ თუმცა ლენორი არ გამოჩნდა და მას ეგონა ჯონათანმა მოიტაცა ის,რადგან ჯონს ბავშვობიდან უყვარს ის.
ჯ- ხო მართლა ნეიტ ჯონი კარგად იყო რომ წამოხვედი?
ნ-კი ჯორჯ. მოგიკითხა.
-აბა ჯადოქრებთან კავშირი არ მაქვსო?
ჯ- ჯონი ჩემი ბიძაშვილია. დედაჩემის ძმიშვილი. ბავშვობიდან სულ მნახულობს ჩუმად. ჩემთვის ძმასავითაა.
-კარგი ეგ გასაგებია,მაგრამ ვერ გავიგე ანუ ლენორი მოიტაცეს?
კ- ან თვითონ გაიქცა. არასდროს უნდოდა ტაილერზე დაქორწინება.
მ-სავარაუდოდ ლენორის ოჯახს გონია რომ ეს შენ ჩაიდინე ჯეიმი და ალბათ ტაილერსაც ეტყოდნენ, ამიტომ მოიტაცეს დედაშენი.
მივხვდი რომ ახლა გეგმების დაწყობას დაიწყებდნენ და არსად წასვლას არ აპირებდნენ,რომ არც თვითონ წამოვიდოდნენ და არც მარტოს გამიშვებდნენ. ამიტომ გაპარვის გეგმა მოვიფიქრე. დედაც უნდა დამეხსნა და ლენორიც უნდა მეპოვნა რაც შეიძლება მალე.
ოთწხში ავედი ვითომ ჩემი ნივთების ჩასალაგებლად. სინამდვილეში მხოლოდ დანა ავიღე და ფანჯრიდან გადავძვერი. მეორე სართულზე კი იყო ჩემი ოთახი მაგრამ დაბალი ბინა იყო და მარტივად გადავძვერი ფანჯრიდან და ჩავხტი.
ცოტა რომ გავიარე ხმა მომესმა “ჯეიმი მიშველე” ჩურჩულივით ჩამესმოდა ყურში და გზადაგზა ძლიერდებოდა. რაღაც ქოხამდე მიმიყვანა ხმამ. კარი შევაღე და დაბმული ლენორი დავინახე. ის ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა,როგორც ყოველთვის,მაგრამ ასევე ძალიან უმწეოს გავდა ამ მომენტში.
ნელა მივუახლოვდი მას და დავიჩოქე მის სიაცლოვეს.
-ჩემი მოკვლა რატომ გინდა?
-საიდან მოიტანე.
-ყველაფერი ვიცი.
-შენი მოკვლა რომ მნდომოდა აქამდე მოგკლავდი.
-მაშინ ამიხსენი რა გინდა ჩემგან.
-მიყვარხარ ჯეიმი.
-მატყუებ!
-5 წლის მერე მე და შენ დაკავშირებულები ვართ. მთელი ცცოვრებაა გაკვირდები და ყოველ ჯერზე ვოცდები შენი საქციელებით. საერთოდ არ გავხარ ნებისმიერ ჩვეულებრივ ბიჭს და რა მომწონს შენში. ყველაფერში აზრს ეძებ და თუ ზუსტად არ ხარ დარწმუნებული რამეში მაშინ იმ ნაბიჯს არ გადადგავ. ძალიან არ გიყვარს არჩევანის წინაშე დგომა.ყოველ დილით ყავა თუ არ დალიე სახლიდან არ გადიხარ. როცა გცალია კარატეში ვარჯიშობ.
მე შენ ყველაზე უკეთ გიცნობ და მიყვარხარ. აქამდე თანახმა ვიყავი ვისაც მამა იტყოდა იმას გავყოლოდი ცოლად,მაგრამ ახლა აღარ,რადგან შენ ხარ იდეალური ჩემთვის. ამიტომ არ წავედი ქორწილში.
-ჩემი მოტყუება გინდა ხო? ცდილობ დამაჯერო და როცა გაგათავისუფლებ ეგრევე მომკლავ.
-აე გჯერა ჩემი. ჯეიმი შენ გულს მოუსმინე. მე შენი გრძნობებიც ვიცი.ხედავ არც სისხლი მოგდის,იმიტომ რომ მე არ მინდა ტკივილი მოგაყენო.
ისე მინდოდა რომ ის მართალი ყოფილიყო.
ჭრილობა შევამოწმე და მართლაც ჩვეულებრივ შრამს გავდა.
-ვინ დაგაბა?
-ჩემმა დებმა. რომ გაიგეს არ მივდიოდი ქორწილში ჩამკეტეს და ახლა ტაილერი უნდა მოიყვანონ.
-ანუ დრო არ გვაქვს. ახლა აგიხსნი ხელ-ფეხს და ჩემს მეგობრებთან წაგიყვან.
დავიხარე თოკების გადასაჭრელად
-ჯეიმი ვერ გაჭრი. ხომ არ გგონია ჩვეულებრივი ბაწრით დამაბავდნენ. ხელს თუ მოკიდებ დაგეწვება. დანას კიდევ რომ მიადებ გატყდება.
-მე ჩვეულებრივი დანით არ ვაპირებ მის გაჭრას.
ჩემი დანა ამოვიღე.
-ჯეიმი მცველი ხარ?
-კი დღეს გავხდი.
თოკებს დანა გავუსვი თუ არა ისინი უეცრად გაქრა. ლენორი მომეხვია და კოცნა დააპირა მაგრამ გაჩერდა.
-რომ გაკოცო მოკვდები.
-აბა ქმრისთვის როგორ უნდა გეკოცნა?
-ეგ მხოლოდ დაწყევლილზეა ეგრე.
-და რას მერჩოდი?
-საერთოდ შენი გადარჩენა მინდოდა. ბავშვობაში ტყეში რომ დაიკარგე მე შემხვდი. ერთად თამაში დავიწყეთ,როცა უეცრად მგელკაცა გამოჩნდა. მის მოგერიებას ვციდილობდი და ხელი შენ მოგარტყი შემთხვევით.
არავის დაწყევლა არ მნდომებია სპეციალურად. თან გავრბოდით და თან ვლაპარაკობდით.
ამასობაში სახლამდე მივაღწიეთ.
ლენორი სახლში ავიყვანე. შევედით თუ არა ყველამ მტრულად შეხედა მას.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ისევ აგვიანებ.. დანტანჯე

 


ანი ანი
ისევ აგვიანებ.. დანტანჯე

Komentarebs shensgarda sxvac tu dawers male davdeb xolme. Roca she movdivar da erti komentari mxvdeba mxolod michndeba shegrdzneba rom aravis mainteresebs gagrdzeleba shens garda da ar shemidzlia ase imistvis vwer rom siamovneba mivigo da siamovnebas swored pozitiuri komentarebidan vigeb. Erti komentari araa motivaciistvis sakmarisi. Bevri komentari tu iqneba sxva rames nakleb dros davutmob da shevecdebi male davwero. Vici rom shenze araa damokidebuli es magram sheni gulistvis vdeb marto isedac da amito gamige.

 


№3 სტუმარი გიოო

დადე რა მაგარიაა ძაან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent