შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰომოსექსუალიზმისგან განკურნებული ნაწილი 3


5-10-2016, 17:58
ავტორი anukianukianuki23
ნანახია 1 710

-არა მამაა არ გინდა გთხოვ არ დაარტყა დედას! ძილში ბოდავდა ეკუნა, როდესაც გაეღვიძა ოფლში ცურავდა , საკმაოდ ხშირად ესიზმრებოდა მსგავსი შინაარსის კოშმარები, განსაკუთრებით დაღი იმ საღამომ დაასვა როდესაც მთვრალმა მამამ დედა უმოწყალოდ სცემა, ფეხქვეშ გაგდებული დედა ახლაც თვალწინ ედგა. ოთახში მიმოიხედა მაშო არსად ჩანდა უცებ მოგუდული ხმა გაიგონა, მაშო ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე, დაინტერესებული ეკა უჩუმრად ადგა და მიაყურადა:
- ჰოო ბიჭო ერთი საწყალი გოგოა, უნიში ერთი ორჯერ გავუღიმე და ტკიპასავით მომეწება, მეც სხვა რა მინდოდა, ეგეთების დამორჩილებას რა უნდა მაშინვე ვიფიქრე რო მომავალში რამეში გამოვიყენებდი, ეხლა უკეთესი სიტუაციაა სახლიდან გამოაბუნძულეს, მაგისები ძაან ტრადიციული როჟები არიან, დედამისმა წაგვასწრო და ისეთი იწივლა ყურები ამატკია მაშინვე მივხვდი რო მალე მე მომადგებოდა ჩემ გარდა არავინ ყავს მაგ უბედურს, ერთი გენახა რა საცოდავათ მეხვეწებოდა არ გამეგდო, მოკლედ ამის შემდეგ ეგ ყველა საქმეზეა წამსვლელი, სველი საქმე თუ იქნება მაგას გავუშვებთ ჩვენ რომ არ დავზარალდეთ, ისეთი შტერია ვერაფერს ვერ მიხვდება ყველაფერს გააკეთებს რასაც მე ვეტყვი, ისე იმ მხრივ არაუშავს მშვენიერი გასართობი რამეა, თუმცა მაგარი დაკომპლექსებულია ზასავს ვერ გადავაცდინე... სიცილით ყვებოდა ეკუნას ცხოვრების ‘’ნათელი წერტილი’’.

ეკა გაშეშებული იდგა , რამდენიმე წუთი ვერ გაიაზრა მის თავს რა ხდებოდა, მერე უჩუმრად ისე რომ მაშოს არც დაუნახავს კარისკენ დაიძრა და უკანმოუხედავათ გაიქცა.


.......
ქუჩაში უმისამართოდ მიაბიჯებდა , ისეთი შეგრძნება ქონდა ვითომ ცა ჩამოექცა, ცრემლები თავისით სცვიოდა, თვითონაც ვერ გაიგო ისე აღმოჩნდა ხიდზე. რამდენიმე წუთს გაშტერებული იყურებოდა, არა მართალი იყო მამამისი ჰოოო! ის ბუნების შეცდომაა, საერთოდაც არ უნდა დაბადებულიყო, რა აზრი ქონდა მის უაზრო ცხოვრებას , ის არავის უყვარდა, არავის სჭირდებოდა, ბოლო იმედი გამოეცალა ხელიდან, წამში მიიღო საშინელი გადაწყვეტილება, ხიდთან ახლოს მივიდა და ის ის იყო უნდა გადამხტარიყო, როდესაც ვიღაცამ ხელი სტაცა და საოცარი სისწრაფით სისწრაფით თავისკენ მიიზიდა:
-გოგონა შენ რა გაგიჟდიი რა სისულელის გაკეთებას აპირებდი! ეკუნამ უცნობ მამაკაცს შეხედა , მისი სახე ეცნო, მაგრამ უცებ ვერ გაიხსენა სად ენახა.
-რამ მოგაფიქრა ეგ სიგიჟე, ღმერთი არ გწაამს? როგორ შეიძლება უფლისგან ბოძებულ სიცოცხლეზე უარის თქმა. ბობოქრობდა უცნობი, უცებ ეკუნას გაახსენა ჰო ეს ის მამაკაცი იყო რომეიც თავის სახლში ნახა იმ საბედისწერო საღამოს.
-თავი დამანებეთ, მე სიკვდილი მინდა ჩემს სიცოცხლეს არანაირი აზრი არა აქვს , არავის არ ვუყვარვარ, სრულიად მარტო ვარ, ჩემი სიკვდილი არავის შეაწუხებს! ბოლო ხმაზე კიოდა და ტიროდა ეკუნა.
-გოგონა დამშვიდდი აბა რას ამბობ, სიცოცხლეს ყოველთვის აქვს აზრი, რაც არ უნდა მოხდეს თვითმკვლელობა თავშიც არ უნდა გაივლო!
-თავი დამანებეთ და თქვენს გზაზე წადით, იწივლა ეკამ და მამაკაცს ხელი კრა, მაგრამ მან შეტევა მოიგერია და გოგონა გულში ჩაიკრა, ამ შეხებისას ეკამ საოცარი სითბო და ნუგეში იგრძნო , უცებ გაუთვიცნობიერებლად თვითონაც მიეკრო და მწარედ აქვითინდა, მამაკაცი თმაზე მოეფერა და ტირილი აცადა.

რამდენიმე წუთში როდესაც ეკამ ტირილი შეწყვიტა უცნობმა უთხრა:
-მისმინე ლამაზო გოგონა არ გინდა ჩემთან წამოდი მე დიტო მქვია , ნუ გეშინია მე შენ გვერდით დაგიდგები და ყველანაირად დაგეხმარები, არ ვიცი რამ მიგიყვანა ამ მდგომარეობამდე, მაგრამ ყველაფერი ცუდი დაივიწყე, ამიერიდან შენი მცველი მე ვიქნები!
-არ მინდა არ გენდობი, იქნებ შემდეგ შენც დამაღალატო ისე როგორც ყველამ!
-მე არასოდეს არავინ არ დამიღალატებია და არც ახლა ვაპირებ, დამიჯერე წამოდი ჩემთან შენზე მე ვიზრუნებ ყოველთვის!
ეკამ თავი დახარა და მორჩილად გაჰყვა.


.........
აი ეს არის ჩემი სახლი მმმ შენი სახელი რომ არ გითქვამს გოგონა!
-ეკა, ეკა გორდეზიანი!
-მოიცა შენ ჩემი მეგობრის თამთას უმცროსი და არ ხაარ, იმ საღამოს შევხვდით კიდეც გახსოოვს?
-ჩემ დას არ უთხრა გთხოოვ, რომ აქ ვარ არ მინდა მისი ნახვა მძუუულს, მან მე მიმატოვა! უცებ ტირილით წამოიყვირა ეკუნამ.
-არა არა ნუ გეშინია ეკუნა რა სისულელეა ეს ისე უბრალოდ ავღნიშნე, შენ თუ არ გინდა არ ვეტყვი არაფერს, ჰო გითხარი მე შენ დაგიცავ ყოველთვის, ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც არ გესიამოვნება, ჩათვალე მე შენი მეგობარი ვარ!
ამის გაგონებაზე ეკუნა გაჩერდა, თითქოს გაიღიმა კიდეც.
-ეკა მოდი ვივახშმოთ არ გინდაა , მაცივარი სავსე მაქვს რაც გესიამოვნება ის აარჩიე თუ რამე გსურს მოვიტან მაღაზიიდან.
-მე არ ვიცი...
-ნუ გრცხვენია, მე ჰომ შენი მეგობარი ვარ, დავიჯერო ასეთი მორცხვი ხარ მეგობრებთაან?
- მე, მე მეგობრები არ მყავს! თქვა ეკუნამ და ცრემლი წასკდა.
-უფ ბევრი მეგობარი არც მე მყავს, იცი საკმაოდ უცნაური ვარ, ბევრი ვერ მიგებს, იმდენი ლაპარაკი მიყვარს თან სულ ფილოსოფიურ თემებზე, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებს სულაც არ არის აუცილებელი უამრავი მეგობარი გყავდეს მთავარია კარგი და ერთგული ადამიანები გყავდეს მეგობრად და რა მნიშვნელობა აქვს რაოდენობას.

უთხრა ეს დიტომ და შემდეგ ოსტატურად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე, ცდილობდა არაფერი ისეთი არ ეხსენებინა რაც ეკას ტკივილს მიაყენებდა, შემდეგ სავახშმოდ დასხდნენ , ძირითადად დიტო ლაპარაკობდა ეკა კი მხოლოდ ჩუმად უსმენდა, ბოლოს დიტომ ეკა საძინებელ ოთახში გააცილა თვითონ კი დივანზე დაწვა, დიდხანს ფიქრობდა დაერეკა თუ არა თამთასთან, ერთის მხრივ ეკას განაწყენება არ უნდოდა, მეორეს მხრივ კი აუცილებლობათ მიიჩნევდ მეგობარი საქმის კურსში ჩაეყენებინა, დაახლოებით ორი საათის შემდეგ საძინებელში შეიხედა, ეკას უკვე ღრმად ეძინა, დიტო დერეფანში გამოვიდა და მეგობრის ნომერი აკრიფა.


........
თამთა უკვე სიგიჟის ზღვარზე იყო, რამდენიმე დღე უშედეგოდ ცდილობდა ეკუნასთან დაკავშირებას და მის ნახვას უამრავჯერ დაურეკა, მაგრამ ის არ პასუხობდა, სახლში ეკუნას ხსენება არავის არ უნდოდა, თამთამ რამდენჯერმე სთხოვა მამამის ეკას მოძებნაში დახმარებოდა , მაგრამ ძვირფასი მამა მხოლოდ ტალახის გუნდებს იმეტებდა, ოჯახის შემარცხვენელი შვილისთვის, რომელმაც ის ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი შეარცხვინა და ისეთი არ გაიზარდა როგორიც მას ეკადრებოდა.

თამთა ეკაზე ფიქრობდა როდესაც მობილურმა დარეკა, დიტოს ნომერი იყო, არანაირად არ იყო მასთან ლაპარაკის ხასიათზე, მაგრამ მაინც უპასუხა,
-თაამთ შენი და ვიპოვე ახლა ჩემთან არის! მაშინვე ახარა მეგობარმა.
-რააა ეკა იპოვეეე, ღმერთო როგორ არის?
-ახლა უკეთესად, სძინავს შენთვის იქნება უკეთესი თუ ჯერ არ დაენახვები ასე შეიძლება ისევ გაიქცეს სადმე და მისი ნდობა დავკარგო.
-კი, მაგრამ რატო მე ხომ მისი და ვარ რატო არ უნდა უნდოდეს ჩემი ნახვა!
-მითხრა მან მე მიმატოვა და მიღალატაო, ვერ გავიგე რატომ თქვა, მაგრამ ის კი ვიცი რომ ჯობია მასთან შეხვედრისგან თავი შეიკავო!
თამთამ გულში საშინელი ჩხვლეტა იგრძნო იყო ეკას სიტყვებში სიმართლის მარცვალი და იმიტომ.
-მე უნდა ვნახო, ვალდებული ვარ ვნახო. წაილუღლუღა თამთამ.
-ახლა სძინავს შეგიძლია უბრალოდ მოხვიდე და დახედო, მაგრამ მასთან საუბრისგან თავი შეიკავე.
-ახლავე მოვდივარ! უთხრა თამთამ და სასწრაფოდ გათიშა.
-არსადაც არ წახვალ! გაისმა ბატონი გივის მრისხანე ხმა.
თამთა ჯერ დაიბნა შემდეგ კი მკაცრი ტონით მიუგო:
-ის ჩემი დაა და ვერ ამიკრძალავ მის ნახვას.
-მე მემგონი გითხარი, რომ ეგ ბუნების შეცდომა ჩვენთვის აღარ არსებობს, მასთან შეხვედრას კი არა მისი სახელის ხსენებას გიკრძალავ!
თამთა საშინლად გამწარდა სახეზე მრისხანება გამოესახა, წლების განმავლობაში დაგროვილმა ბოღმამ თავისი გაიტანა და მამამის უცებ ყვირილი დაუწყო.
-წესიერად ილაპარაკე ეკაზე, ერთადერთი ბუნების შეცდომა ამ სახლში შენ ხარ, სამწუხაროა შენნაირი ‘’ვაჟკაცებით’’, რომ არის სავსე ქვეყანა თავი კაცი გგონია ძალიან ამაყობ მაგ შენი ძვირფასი სქესით, მაგრამ მინდა გითხრა კაცის გარდა ყველაფერი ხარ!
-როგორ მიბედავ შე ლაწირაკო, ეს თქვა და ხელის დარტყმა დაუპირა, მაგრამ თამთამ მოიგერია და განაგრძო.
-იმაზე გადაირიე თურმე ეკა ისეთი შვილი არ გამოდგა როგორიც შენ გინდოდა, მაგრამ ერთი ჩვენ გკითხე გვინდოდაა შენნაირი ნაგავი, მოძალადე, მამა, ერთხელ მაინც დაფიქრებულხაარ როგორ გვინადგურებდი ბავშვობას მაგ შენი საშინელი საქციელებით, დედის ცემით ჩვენ ფსიქიკას აყენებდი დარტყმას, მაგრამ ეს არ გაინტერესებდა, ახლა კი ეკას ასწორებ მიწასთან, როდესაც შენ არ წარმოადგენ არაფერს, ერთი დაკომპლექსებული კაცუნა ხარ, ეკუნას ლანძღვას გირჩევნია შენს გულში ჩაიხედო, იქნებ სწორედ შენი არაკაცობის ბრალია მისი ეს საქციელი, ბავშვობაში შენს მიერ მოწყობილი მორიგი სცენის შემდეგ მისი შეშინებული თვალები ახლაც თვალწინ მიდგას, შენ ჩაუმწარე ბავშვობა, შენ დაუმახინჯე ფსიქიკა და ახლა შენვე ლანძღავ,თურმე ოჯახი შეარცხვინა შენ ხარ ერთადერთი სირცხვილი და შენნაირი ნაგავი ვითომ ვაჟკაცები, თუ გინდოდა შენი შვილი ისეთი გამოსულიყო როგორც შენ გინდოდა ათასჯერ უნდა დაფიქრებულიყავი სანამ მცირეწლოვანი, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებლი ფსიქიკის მქონე ბავშვების თვალწინ მათ დედას თვალის ჩალურჯებამდე სცემდი! ზიზღით მიუგო თამთამ და სახლიდან გამოვარდა.

.......
-სად არის? არც მისალმებია მეგობარს ისე იკითხა.
-ჩუმად! ძინავს. საძინებელშია.
თამთა მაშინვე საძინებლისკენ გაეშურა თავის დასთან ჩამოჯდა და შუბლზე აკოცა.
-რა ვითარებაში იპოვეე?
-თამთა არ მინდა განერვიულო, მაგრამ ის თავის მოკვლას აპირებდა!
-რაა!
-კიი ბეწვზე მივუსწარი, თორემ ხიდიდან აპირებდა გადახტომას.
-ღმერთო ჩემი საბრალო გოგო, არ კითხე ეს რატომ ქნაა?
-არა მის განერვიულებას მოვერიდე, საერთოდ ძალიან ნერვიული გოგოა, როგორც კი ვახსენე შენი მეგობარი ვიყავი, განერვიულდა და მეხვეწა არ უთხრა აქ რომ ვარო.
-ღმერთო რა წყალში გადავვარდე?
-ჩემი რჩევა იქნება ჯერ არ დაენახვო, მას მე მივხედავ, გადავწყვიტე მისი პიროვნება შევისწავლო და გავუწიო ფსიქოლოგიური დახმარება, მაგრამ ამას ირიბად გავაკეთებ ისე რომ ვერაფერს ვერ მიხვდეს.
-დიტო გეხვეწები ჩემ დას მიხედე, შენ გაბარებ, გთხოოვ აღარ დაუშვა კიდე სცადოს რამე.
-ნუ გეშინია, ყველანაირად დავეხმარები და როდესაც მზად იქნება ფსიქოლოგიურად შენთან შესახვედრათ, მაშინ გამოჩნდი მანამდე მასთან მხოლოდ მე ვიქნები.

თამთას თვალებში იმედის სხივი გაბრწყინდა, კიდევ ერთხელ დახედა მძინარე დას, თვალებით მიესიყვარულა და დიტოს სახლი მალევე დატოვა.



№1  offline წევრი Indigo

არ გეწყინოს მაგრამ, რაღაცნაირი "მშრალი" გამოდის, ემოციებს ვერ ვგრძნობ, დიალოგები ერთმანეთზე "მიყრილი" სიტყვებია და ემოციას ვერ გამოხატავენ.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№2  offline წევრი anukianukianuki23

M-A-R-I
არ გეწყინოს და მითუმეტეს შეურაწყოფაში არ ჩამითვალო მაგრამ, რაღაცნაირი "მშრალი" გამოდის, ემოციებს ვერ ვგრძნობ, დიალოგები ერთმანეთზე "მიყრილი" სიტყვებია და ემოციას ვერ გამოხატავენ.

დიდი მადლობა აუცილებლად გავიტვალისწინებ kissing_heart

 


№3 სტუმარი მერიენი

ასეთი სათაური თუ იმიტომ აარჩიე, რომ ბევრი დაგეინტერესებინა, იცოდე, რომ პირიქით გამოგივიდა. არც წავიკითხავ, რადგან "განკურნება" არის საშინლად დისკრიმინაციული განსაზღვრება.

 


№4  offline წევრი anukianukianuki23

მერიენი
ასეთი სათაური თუ იმიტომ აარჩიე, რომ ბევრი დაგეინტერესებინა, იცოდე, რომ პირიქით გამოგივიდა. არც წავიკითხავ, რადგან "განკურნება" არის საშინლად დისკრიმინაციული განსაზღვრება.

მერამდენედ უნდა გავიმეორო უბრალოდ რომ არავის არ ვაკნინებ რა უბედურებაა ეს სათაურზე ჩაციკვლა, მარტო სათაურით აზრის გამოტანა რაც არ უნდა ცუდათ ჟღერდეს არ შეიძლება, უნდა წაიკითხო თვითონ შინაარსი ისტორიის და ისე დაასკვნა რისი persevere

თქმა უნდოდა ამ მოთხრობით ავტორს

 


№5  offline წევრი ლელუკა

მართალი ხარ
kissing_heart

 


№6  offline წევრი ლელუკა

კარგი იყო კიდე მინდა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent