შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰომოსექსუალიზმისგან განკურნებული ნაწილი 2


4-10-2016, 15:41
ავტორი anukianukianuki23
ნანახია 1 839

ეკუნა უმისამართოდ მიდიოდა, ცრემლები თავისით მოდიოდნენ საშინელ ზიზღს გრძნობდა მამამისის მიმართ, ამ მოძალადე მონსტრის მიმართ რომელმაც ბავშვობა ჩაუმწარა და კაცთა მოდგმა შეაძულა, ახლაც კოშმარივით ახსოვდა ის საშინელი სცენები, ახლაც მისტიროდა მის დაკარგულ ბავშვობას როგორ უნდოდა მოსცილებოდა იმ საშინელ ადგილს და აღარასოდეს ენახა როგორ ძალადობს მამა დედაზე, რამდენჯერ ჩასძინებია შიშისგან ატირებულს, კანკალებდა როდესაც მამამის ხედავდა, მამამისის საქციელების დამსახურებით გაუჩნდა საშინელი და ზიზღი მამაკაცების მიმართ, რატომღაც ყველა კაცი მამამისის წყალობით მოძალადე და მჩაგვრელი ეგონა, საშინლად ეშინოდა, რომ ოდესმე მასზეც ასე საშინლად იძალადებდნენ, ამას დაერთო ისიც, რომ მას აბსოლიტურად არავინ ჰყავდა დედამიწის ზურგზე საშინლად მარტოსული ბავშვი იყო, კლასში აბუჩად იგდებდნენ და ახლოსაც კი არ იკარებდნენ გამუდმებით დაღვრემილ უცნაურ თანაკლასელს, როგორ უნდოდა მეგობარი ჰყოლოდა რომელსაც ყველაფერს გაუზიარებდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, რამდენჯერაც ეცადა დამეგობრებოდა თავის თანაკლასელებს იმდენჯერ პასუხად მხოლოდ ახალი დაცინვა და დამცირება მიიღო, მისი უფროსი დაც რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მის ცხოვრებაში გაუნაპირდა, წიგნებზე და სწავლაზე გადაერთო და ვერც კი ამჩნევდა მის უმცროს დას როგორ უჭირდა, უნივერსიტეტში გამოჩნდა მაშო მისი პირველი მეგობარი, მისმა მზრუნველობამ, სინაზემ მეგობრულმა დამოკიდებულებამ ეკუნას გული გაუთბო, თავს აღარ გრძნობდა მარტო, ამდენი ტანჯვის შემდეგ რაც მან გადაიტანა ამდენი კოშმარის, შიშის, დაცინვის შემდეგ მის ცხოვრებაში გამოჩნდა სხივი, სინათლის სხივი, იმდენად მიეჯაჭვა მაშოს ყოველდღე მისით იწყებოდა და მთავრდებოდა, მისი მსუბუქი ხასიათი , მხიარულდება ეკუნას ყველა დარდს ავიწყებდა, მათი დამეგობრებიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ მაშო გამოუტყდა რომ არატრადიციული ორიენტაციის იყო და ეკუნას სხვანაირად უყურებდა, ის უკვე იმდენად იყო მიჯაჭვული მაშოზე, რომ მასთან დაშორება ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილის დაკარგვას ნიშნავდა, მაშოს რომ დაშორებოდა, ისევ ის მარტოსული, საცოდავი, დატანჯული არსება გახდებოდა ამის კი ეკუნას პანიკურად ეშინოდა, ასე რომ ოღონთ მაშო არ დაეკარგა მზად იყო ასეთი ურთიერთობის ფასადაც კი შეენარჩუნებინა ის, თუმცა გულის სიღრმეში გრძნობდა რომ არ იყო ეს ყველაფერი სწორი, მაგრამ უკან დახევა აღარ შეეძლო.



........
ამ ფიქრებში იყო როდესაც მაშოს სახლს მიადგა იქიდან სიცილის ხმა შემოესმა, გაუბედავად შევიდა, მაშო ვიღაც უცნაურ გოგოსთან და ორ ბიჭთან ერთად იჯდა ეტყობოდა ცოტა დაელიათ, ბოლო ხმაზე იცინოდნენ, მაშომ ეკუნა რო დაინახა სიცილი შეწყვიტა და თითქოს ირონიულად გაიღიმა:
-ვააა ეეკ! გაიცანით სასტავ ეს ჩემი მეგობარია უნიში გავიცანი, რაო ეკ ამ დროს აქ რა დაგრჩენიაა?
-იციი მეეეე... ენა დაება ეკას აღარ იცოდა რა ეთქვა.
-კაი მაშო ჩვენ წავედით რააა დღეისთვის მოვრჩეთ და მერე გვახავთ ოკ?
-კაი აბა თქვენ იცით!

მეგობრები გააცილა მაშომ და ეკას მიუბრუნდა:
-რაო ძაან გაჭედეს შენებმაა?
-სახლიდან გამომაგდო მამაჩემმა!
-ოჰ ეს საქართველო და ქართული მენტალიტეტი რაა ვერ გავიგე ეგეთ უაზრობებზე ხალხი რატო ვარდება პანიკაში, ნეტა ვისი რა საქმეა ვინ ვისთან არის!
-მაშო შენთან დავრჩენი რაა! საცოდავი ტონით უთხრა ეკუნამ.
-რავი ეკ რა გითხრა აბა, მე თვითონაც ძლივს ვძლებ ამ საქათმეში... სიტყვა დასრულებული არ ქონდა როდესაც ეკა მუხლებზე დაემხო და აქვითინდა.
-გეხვეწები არ გამაგდო შენს მეტი არავინ მყავს, შემ რომ გამაგდო დავიღუპები!
-კაი კაი დარჩი არც მიფიქრია შენი გაგდება შე პატარა სულელო! უთხრა მაშომ და თავზე ხელი გადაუსვა.


.......
თამთა სამუშაოს გულს ვერაფრით უდებდა სულ ეკუნაზე ფიქრობდა, ასე ეგონა მის დაღუპვაში ბრალი თვითონაც მიუძღვოდა, არა უნდა დალაპარაკებოდა უნდა მოესმინა მისი დისთვის, რამდენი ხანია ამჩნევდა რომ რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა, როგორ შეეძლო ასე ეგოისტურად მოქცეოდა თავის დას, როგორც კი სამუშაო დღე დამთავრდა მობილური ამოიღო და საკოს დაურეკა მის კლასელს და ბავშვობის მეგობარს, იცოდა ოჯახის საქმეებზე გარეშე პირებთან ლაპარაკი მთლად კარგი საქციელი არ იყო მაგრამ, ვინმესთვის გული, რომ არ გადაეშალა ალბათ მოკვდებოდა თან საკო მისთვის მეორე დასავით იყო.
-საკო შენ ხაარ სახლში ხაარ? ჰოო გოგო რაღაც მოხდა მოვკვდები ვინმეს თუ არ დაველაპარაკე, გავგიჟდები ალბათ, კარგი მოვდივარ!


.......
-გოგო რა მოხდა მოყევი აბა!
თამთამ ერთი შეხედა და ტირილი აუტყდა.
-გოგო რა ხდება ამიხსენი ნუ მიხეთქავ გულს.
-საქმე ისაა რომ ჩემი და ეკუნა, არ ვიცი როგორ ვთქვა განსხვავებული ორიენტაციისააა!
საკომ გაკვირვებულმა შეხედა.
-მერე?
-რა მერე ლამისაა გული გამისკდეს!
-ო ღმერთო ეს საქართველო და ქართველი ხალხი რაა! არა შენნაირი თანამედროვე ადამიანისგან ვერ წარმოვიდგენდი ჰომოფობი თუ იქნებოდი!
-ვერ გავიგე? გაუკვირდა თამთას.
-რა ვერ გაიგე გოგო რას იზამ ასეთი ადამიანები სულ არსებობდნენ, შენი დაა როგორიცაა ეგეთი უნდა მიიღო!
-არა მე მის ასეთ ცხოვრებას ვერ შევეგუები!
-ვაიმე თამთა გამაგიჟებ შენ მე რა სისულელეებს ლაპარაკობ ძაან ტრადიციული, უფროსი თაობის ადამიანივით ლაპარაკობ, შეიგნე განსხვავებული ორიენტაციის ხალხი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რადგან უმეტესობას არ გავს შენი და მაგიტომ უნდა დაკარგოო კაი რაა!
-საკო მართლა არ მესმის რისი თქმა გინდა ამიხსენი ანუ მნიშვნელობა არა აქვს ადამიანს ქალი მოეწონება თუ კაციი? რა სისიულელეს ამბობ დაფიქრდი!
-სისულელეს მე კი არა შენ ამბობ, სიყვარულთან სქესი რა შუაშია კაი რაა! არ არის ეს საპანიკო თემა ქაჯობაა 21-ე საუკუნეში ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ რამის თქმა!
ეს ქართველები რა კაი ტიპები ვართ ევროპელობა გვინდა და ასეთ ელემენტარულ რაღაცეებზე თავებს ვიკლავთ!
-რას მირჩევ ახლა ჩემი და გოგოზე გავათხოვოო?
-შენი და თავისუფალი ადამიანია და მისი გადასაწყვეტია რა სქესის ადამიანთან უნდა ყოფნა, ყველას აქვს პირადი ცხოვრების უფლება და შენ არ უნდა ჩაერიო ასე უხეშად, თუ გიყვარს შენი და ისეთი უნდა მიიღო როგორიც არის.
-ღმერთო ჩემო და პირადი ცხოვრების უფლება ყველაფერ ამორალურის კეთების უფლებას ნიშნაავს ნუ გადამრიე საკო!
-ღმერთოოოო სწორედ შენნაირი აზროვნების ადამიანების გამო გრძნობენ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები თავს გარიყულად, როგორც ჩანს რაღაც უაზრო თეზისებით ისე გაქვს თავი გამოტენილი შენთან ლაპარაკს აზრი არა აქვს.
-ღმერთო საკო მე განა ვინმეს ჩაგვრის მომხრე ვარ, ყველანაირი ძალადობა ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ გეხვეწები, შენ მართლა გგონია რომ ასეთ განწყობით ვითომ ჰომოსექსუალიზმი ჩვეულებრივი მოვლენაა ასეთ ხალხს რამეთი წაადგებიი? შენი აზრით ასეთი განწყობით მათ დაეხმარებიი? პირიქით ყველაზე დიდი ჰომოფობი ისაა ვინც ამ ადამიანებს ეუბნება თითქოს მათი ცხოვრების წესი ნორმაა და ჩვეულებრივი ამბავია, მე ასე ვთვლიი!
-სულელი ხარ თამთ რაა გითხარი და გიმეორებ ადამიანი თავისუფალია და ყველას აქ უფლება ისე იცხოვროს როგორც მას უნდა, და ვინ იქნება მისი პარტნიორი ესეც მისი გადასაწყვეტია!
-ღმერთო თუ ადამიანი თავისუფალია და მთავარი სიყვარულია რა
გამოდის, მაშინ პედოფილია, ნეკროფილია და ზოოფილიაც ნორმად მივიღოთ მერე რა თუ ადამიანს ბავშვი შეუყვარდა, ან ძაღლი მოდი ამასაც მხარი დავუჭიროთ.
-ეეეე თამთ კაი რაა ეგენი სექსუალური ორიენტაცია არ არის.
-ფაქტია ნორმიდან გადახვევაა! მაგრამ მემგონი ოდესმე ამასაც ჩვეულებრიხ ამბათ ჩათვლის საზოგადოების ნაწილი!

-მე სიყვარულში ვგულისხმობ ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ურთიერთობას ეგენი ვაბშე რა შუაში იყო, ვერ ხარ თამთა რაა.
-კაი ამეებს შევეშვათ, მაშინ ინცესტზე რას იტყვი, ვთქვათ და-ძმას ან დედა-შვილს ერთმანეთი, რომ შეუყვარდეს მერე რა მოხდა მთავარი ხო სიყვარულია და ადამიანი ხო თავისუფალია!
-ძაან სხვა თემაზე გადახვედი თამთ რა შუაშია ჰომოსექსუალიზმთან ეგენი?
-ჰომოსექსუალიზმი შენი აზრით ამაზე უკეთესი რითაა, მემგონი არსებობს რაღაცა ზღვარი სიყვარულსა და გადახრას შორის.
-ეეეე ჰომოფობი ხარ შენ გოგო რა გეშველება, საბრალო შენი და თქვენნაირი ქაჯების ხელში!
-შენ რაღაცა სხვანაირი დონე ხარ ეტყობა მე ვერ გიგებ ბოდიში, არავის ჩაგვრის მომხრე არ ვარ თუ საჭიროა ასეთ ადამიანებს დავიცავ კიდეც მაგრამ ნორმად ამას ვერასდროს მივიღებ, კარგად საკო მართლა მეგონა რო რაიმე რჩევას მომცემდი შენ კი ცეცხლზე ნავთი დამისხი!
ესღა უთხრა და იქიდან გამოვარდა.

......
თამთა სასოწარკვეთილი მიაბიჯებდა ქუჩაში და ამ სიტუაციიდან ვერანაირ გამოსავალს ვერ ხედავდა, თუმცა ერთ რამეს კი ზუსტად ხვდებოდა, მის დას დახმარება სჭირდებოდა სხვას რაც უნდა ეთქვა და ის გრძნობდა რაც არ უნდა დასჯდომობა მას უნდა დახმარებოდა.

P.s ხალხო გეხვეწებით სათაურზე არ ჩაიციკლოთ რაა! წაიკითხეთ მოთხრობა და ისე გამოიტანეთ დასკვნები, კიდევ ყველას თავისი აზრი აქვს და გაკრიტიკება თუ გინდათ ამასაც მივიღებ უბრალოდ ფორმა შეარჩიეთ, გაუნათლებელო და ესეთი რაღაცეები არ არის საჭირო ნორმალურად გამოხატეთ აზრი, კიდევ ერთი: არ ვარ ჰომოფობიიიიი!



№1  offline წევრი ლელუკა

შემოგევლე ნუ ნერვიულობ ძალიან მომეწონა,კარგი გოგო ხარ!!! heart_eyes kissing_heart გელოდები ახალი თავით ვინც ვერ გაიგებს ავტორის ჩანაფიქრს ძალიან ცუდი! stuck_out_tongue_closed_eyes

 


№2  offline წევრი nini :)

male dade shemdegiii... mere getyvi chems azrs rogor ganvitardeba movlenebi... jer momwons istoriaaa... imedia moegeba ekuna gons...

 


№3 სტუმარი Guest Maka

Sainteresoa gaagrzele aucileblad isaa rac am xalxs jirdeba gaigon shen sheizleba suleluri tradiciebis gamo zaladoba aitano magram shvils cxovreba da fsiqika daumaxinjo iqneba dafiqrdes xalxi da gaacnobieron dedis dalurjebuli tvalis ukan pataras gaxetqili guli da damaxinjebuli momavali dgas . კომენტარი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent