შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდეალური ფრენა (სრულად)


6-10-2016, 01:07
ავტორი 13.
ნანახია 8 926

-ყურადღება! იწყება ჩასხდომა რეისზე: LO-27, NEW YORK - WARSAW, მგზავრებს გთხოვთ, გამოცხადდეთ გასასვლელთან. - მთელი ორი თვე ველოდებოდი ამ სიტყვებს. ერთი სული მქონდა საქართველოში დავბრუნებულიყავი და გამეხსენებინა, როგორი იყო ჩემი ცხოვრება 4 წლის წინ. მაგრამ მინდა კი იქ დარჩენა? ფეხს ვითრევ. არც წასვლა მინდა, არც აქ დარჩენა. უფრო სწორად რომ ვთქვა - მშობლიური ჰაერი მომენატრა. ფეხზე წამოვდექი და ამერიკელ მეგობრებთან ერთად ნელი ნაბიჯით წავედი კიბისკენ.
-მემგონი, თვითმფრინავში შესული გამოვბრუნდები, - ცრემლიანი თვალებით მივბრუნდი მეგობრებისკენ, რომლებსაც არ სჯეროდათ, რომ გამკეთებელი ვიყავი.
-კეთილი მგზავრობა, ნიი. - სათითაოდ ჩამეხუტნენ და უკან დაიხიეს, მიმახვედრეს, რომ უნდა წავსულიყავი. გამცილებლის ყალბ ღიმილს ასეთივე მიმიკით ვუპასუხე, საბუთები გამოვართვი და მითითებული ადგილისკენ გავემართე. ილუმინატორთან მოვთავსდი და ჯერ კიდევ, განათებულ აეროპორტს გავხედე. გვერდით ვიღაც რომ მომიჯდა, უბრალოდ გავხედე, გავუღიმე და ქამარი შევიკარი. თვითმფრინავი რომ დაიძრა, შევატყვე, ხელები, როგორ დაეჭიმა. სახეზე შევხედე, მაგრად ჰქონდა თვალები დახუჭული. უნებურად ჩამეღიმა.
-ასე, თუ გააგრძელებ, ვარშავაში ცოცხალი ვერ ჩააღწევ, - ვცდილო სუფთა ინგლისურით ვილაპარაკო, რომ არ დაიბნეს. მაგრამ რეაქცია არ აქვს. მის დამუშტულ ხელს ჩემსას ვადებ. შიშისგან ხტება და სესამჩნვად მეცინება.
-ჩემს ნერვებზე თამაშობ! - ბურტყუნებს ქართულად. მშვენიერია, ერთმანეთს უფრო მარტივად გავუგებთ.
-არა, საყვარელო. შენი ყურადღების გადატანას ვცდილობ, მაგრამ სიტყვაც ვერ გაგაგონე.
-სულ ტყუილად, ძალიან მეშინია.
-ჰო, და, გეუბნები, ასე თუ გააგრძელებ, ვარშავამდეც ვერ ჩააღწევ_მეთქი, მაგრამ, არ მისმენ.
-რამდენჯერ ჩამომიღწევია თბილისიდან ასე და უკან ვეღარ ჩავაღწევ?
-მეეჭვება. ერთხელ ამდენს ვეღარ აიტან და გული გიმტყუნებს. - ტუჩის კუთხეს ვტეხ და თავს ვაქნევ.
-შენც თბილისში მოდიხარ? რატომ ბრუნდები? - მგონი ნელ-ნელა უდუნდება სხეული.
-სამსახურიდან გამომიშვეს ამერიკაში. იდეაში ერთი წლით უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ უკვე 4 წელია ახლობლები არ მინახავს. ალბათ, უფრო მონატრება, მაგრამ სიმართლე გითხრა, ძალიან მაინტერესებს, როგორი გრძნობაა, როცა ამდენი ხნის შემდეგ, ახლობლებს ხვდები მონატრებულ გარემოში.
-შეუდარებელია! - არ ყოფილა მშრალი სიტყვები. თვალებს ოდნავ ჭუტავს და უსასრულობას გაჰყურებს. ალბათ, ჰქონია მსგავსი მომენტი და გაახსენდა. თვითმფრინავი ჰაერში სწორდება და ის შიშისგან ფითრდება. კიდევ მეცინება. - რატომ დამცინი?
-არ დაგცინი, შენ ბავშვურ ჩვევებზე მეცინება.
-ერთი და იგივე არაა?
-ალბათ, მაგრამ ასე უფრო უკეთ ჟღერს. - სიტყვებთან ერთად ყურებამდე მეღიმება.
-საოცარი ღიმილი გაქვს!
-გეტყოდი შენც_მეთქი, მაგრამ ჯერ მაგდენს ვერ მივაღწიე. - იმედი მქონდა, რომ ახლა მაინც გაიღიმებდა, მაგრამ ჯერ ისევ დაძაბულია. არაუშავრს, 22 საათი ხომ უნდა გავერთო რაღაცით.
-ანდრია. ანდრია მქვია.
-ნინა.
-სასიამოვნოა! - ხელი გამომიწოდა და მეც ჩემსას ვაგბებ, რომ ჩამოვართვა. ღმერთო, ყინულივით ცივი კიდური აქვს! უნაურად მაჟრიალებს და ახლა მას ეცინება. ვინ ჩივის მის სიცივეს, ღმერთო, რა საყვარელია!
-რა გაცინებს?
-გაგაჟრიალა!
-არ გამაჟრიალა!
-ჰო, როგორ არა! - უკვე ხარხარებს. - ფრენის მეშინია მაგრამ დებილი არ ვარ ეგ რომ ვერ შემემჩნია, - პირველ „იამკაში“ ჩაარტყა თვითმფრინავმა და ანდრია ისევ ფერებგადასულია. მე ისევ დავცინი.
-ეს შენ მოგიძღვნეს.
-ნუ მეღადავები, 22 საათი ერთად უნდა ვიმგზავროთ და ჩემ გადამტერებას არ გირჩევ!
-21 საათი და 50 წუთი, ხოდა ღმერთმა ნუ განახა ჩემი გაბრაზება!
-მომიყევი შენზე, - წელში გასწორებულ ხრის თავს ჩემსკენ და მწვანე თვალებს მანათებს.
შეუდარებელი თვალები აქვს! არც ჭაობისფერი, არც სერი - ზუსტად მწვანე ირისი, შავი სქელი კონტურით გარშემორტყმული. თითქოს, შუშის თვალები აქვსო, მართლა ანათებს მისი გუგები, დავიფიცებ!
-დასვი კითხვა და ორივემ ვუპასუხოთ, - იდეების ნაკლებობას არ განვიცდი, აშკარად.
-გვარითა და დაბადებით დავიწყოთ, ბანალურია, მაგრამ წავა. - ჩაიღიმა, - ანდრია სმიტი. დავიბადე 1987 წლის 7 ივლისს ნიუ ჯერსში.
-ძალიან საინტერესო და უცნაური ხარ! სმიტი, ქართული სახელით, დაიბადე ნიუ ჯერსში. და ახლა, ნიუ-იორკიდან მიფრინავ თბილისში! სად ცხოვრობ?
-ანტარქტიდაზე, - და თან, ამას ამბობს სრული სერიოზულობით! როგორ გინდა, არ გაიცინო? ჰო, და ვიცინი. - მამა მყავს ამერიკელი, ნიუ ჯერსიდან. დედა იქ ცხოვრებას ვერ მიეჩვია და ნიუ-იორკში გადავიდნენ. სკოლას სანამ დავიწყებდი, თბილისში ვცხოვრობდი. მის მერე, თითქმის მხოლოდ არდადეგებს ვატარებ იქ, მაგრამ ამ ბოლო დროს, ხშირად ვსტუმრობ.
-კარგი. ნინა ამაღლობელი. დავიბადე 1989 წლის 13 აგვისტოს თბილისში. შემდეგი კითხვა. - თვალებს ვხუჭავ და სავარძელს ვადებ კეფას. აუღელვებლად ველოდები შემდეგს.
-ვინმე გყავს? შეყვარეული მაგალითად. - წამში ვახელ თვალს და ვუყურებ.
-მეფლირტავები?
-არა, შენ შებმას ვცდილობ. - ისევ სერიოზული გამომეტყველება აქვს, თითქოს სამსახურში თათბირს უძღვება.
-ერთი და იგივე არაა?
-არა ასე უკეთ ჟღერს, - ჩემივე პასუხი დამიბრუნა იდიოტმა და გამიღიმა. ცოტა არ იყოს, ვიბნევი. ღიმილი ნელ-ნელა მშორდება სახიდან და ვგრძნობ როგორ მიხურდება სახე. - ხედავ, უკვე იმდენად მოგწონვარ, რომ ასე საშინლად იბნევი ჩემ ღიმილზე. რომ გაკოცო, ვაბშე აღარ დარჩები!
-უუ…უტაქტო და უზრდელი ხარ! - ღმერთო, ამასთან ერთად როგორ უნდა გავძლო დარჩენილი 20 საათი?
-შეგისწორებ: საშინლად სიმპატიური და სექსუალური ვარ, შენსავით.
ხომ შეიძლება ერთხელ ისე ძლიერად შეირყეს თვითმფრინავი, რომ ანდომ მოკეტოს? ჰო, ანდრომ, ყველას "ვუმახინჯებ" სახელს. ფეხები ავიკეცე სავარძელში და თავი ილუმინატორს მივადე. ჯერ, მხოლოდ ორი საათია, რაც ვმგზავრობთ და უკვე კოცნაზე მელაპარაკება. ამას, ალბათ, ჰგონია, რომ ტუალეტში გავყვები საცეკვაოდ. ვერ მივართვი!
-კაი, ტო, 15 წუთია გაუნძრევლად ზიხარ და სუნთქავ. მთელი გზა უნდა მებუტო?
-ძილის პერსპექტივა უფრო მხიბლავს.
-დამადე თავი და დაიძინე, რბილად მაინც მოკალათდები.
„ღმერთო, რა ტკბილი ხმა აქვს! არა, არ არსებობს, ნინა არ იფიქრო მის სიტკბოზე! უბრალოდ მგზავრია და მორჩა. ისიც არ იცი, მართალს ლაპარაკობს თუ უბრალოდ, ძალიან მაგარი მსახიობია! ღმერთო, არა!...” - ვფიქრობ ჩემთვის და ტვინს ვარიგებ.
-ამდენს რომ ტლიკინებ, ფრენის აღარ გეშინია?
-თვიმფრინავიდან მაინც ვერ გადავხტები და რა მნიშვნელობა აქვს შიშს?
-ალბათ, არც არაფერი. - ცოტა ხანს ჩუმად ვარ. არც თითონ ამბობს რამეს. ბოლოს ისევ მე ვაგრძელებ, - შეიძლება რაღაც გკითხო? - თავი მიქნევს თახმობის ნიშნად, - მესმის, სიმაღლის გეშინოდეს რომ გადავარდები, მაგრამ ფრენის რატომ გეშინია?
-7 წლის რომ ვიყავი, თბილისიდან სტამბულში გადავფრინდით მშვიდად. რაც სიტუაციების აღქმა დავიწყე, ის ჩემი პირველი ფრენა იყო. მაგრამ თურქეთიდან ამერიკამდე ვერ ჩავაღწიეთ. გზაში თვითმფრინავი შეირყა, არ შევშინებულვარ, დედამ გამაფრთხილამ რომ შეიძლებოდა ცოტათი შერყეულიყო. მაგრამ ის არ გაჩერებულა, პირიქით, უფრო მეტად ირყეოდა. ესპანეთში დავეშვით. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ თავიც დავარტყი და გავითიშე. ტვინის შერყევა მქონდა. თითქმის მთელი თვე ვიწექი. რამოდენიმე თვე საერთოდ არ ვლაპარაკობდი. არდადეგებზე, აეროპორტში არ მივყვებოდი ჩემებს. მერე დამამშვიდებელი გამიკეთეს და ჰაერში გამოვფხიზლდი. ეს არ უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ გვიან მიხვდნენ.
ლაპარაკისას არცერთხელ შემოუხედავს ჩემთვის. ენა ჩამივარდა. კიდევ ერთხელ ვათვალიერებ დედამიწას, დამალულ მობილურს ვრთავ, სურათს ვუღებ წითელ ღრუბლებს და ანდროს მხარზე ვადებ თავს. თვალი არ ვაცილებ ილუმინატორს.
-ანდრო?
-ჰო.
-შეხედე, რა საოცრებაა!
-შენსავით, - არ ვიბნევი. სიამოვნებისგან მეღიმება.
გინახავთ, მზის ჩასვლა თვითმფრინავიდან, როცა რეალური ხედი, კარგად შესრულებული ნახატი გგონია; როცა ბუნება თქვენში გარდატეხს, ახალი ენერგიით გავსებთ და ყველაფერს ღიმილით ხვდებით; როცა უსაზღვრო სურვილი გიპყრობთ, რომ გაფრინდეთ ჭრელ ღრუბლებში, მიუხედავად იმისა, რომ ფრთები არ გაქვთ? ჰო, ამას სიტყვებით ვერასდროს ახსნი ზუსტად. სიტყვები ცარიელია, მაგრამ ცა - ყველაფრის მთქმელი. მას ყველაფერი შეუძლია! და, ჰო, ცას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი გადაწყვეტილებების ურავლესობაში. მე ბედნიერი ვარ!
სასიამოვნო სურნელის შეგრძნებისას ნელ-ნელა ვფხიზლდები. ახლა ვხვდები, შესანიშნავი სუნამო ასხია ანდროს, თავისი გარეგნობის შესაბამისი! ღმერთო, ეს ბიჭი ჭკუიდან მშლის!
მძინარე ანდროს ვუყურებ და ვიღიმი. წარმოვიდგიე დილა, როცა აღალგაღვიძებული მძინარე ანდროს კოცნით ვახრჩობ, რომ სამსახურში არ დააგიანდეს. ჰო, ცოტა გარეკილი მაქვს! ჩემზე დაფარებულ პლედს ანდროს ვაფარებ და ილუმინატორს ვადებ თავს. საათი ვამოწმებ, თითქმის 3 საათი მეძინა და ზუსტად 3 საათი და 7 წუთი იყო დარჩენილი ვარშავას აეროპორტში დაფრენამდე. ნეტა, ოდესმე თუ მივაღწევთ იმ დროს, როცა პირდაპირ რეისს დანიშნავენ თბილისიდან ნიუ-იორკამდე და უკან? ალბათ, კი. მაგრამ ჩემი საფლავი რომ აღარავის ემახსოვრება, მხოლოდ მაშინ.
ვუყურებ სიბნელეში ერთადერთ მოციმციმე ნათურას, ფრთის ქვეშ დამალულს. ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი რაზე. ჯერ ანდრიას ცხელი ხელს ვგრძნობ მუცელზე, მერე ნახევარი ტანით ზედ მეკრობა და ნიკაპს ჩემს მხარზე დებს. მგონია, რომ მისი სუნი მთელ კაბინაში დგას. ყველა ამოსუნთქვაზე ვგრძნობ. ღმერთო რა სასწაული სურნელი აქვს! თვალებში მიყურებს. ნამძინარევს ტუჩები კიდევ უფრო გაბუშტული აქვს.დიდი სიამოვნებით ვაკოცებდი, რომ არ ტეხავდეს, მაგრამ არ! თავმოყვარეობა გამაჩნია!
„ნინა, ნუ ცანცარებ, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო?!“ - ჰო, საკუთარ თავს ველაპარაკები. ხო ვამბობ, გავგიჟდი_მეთქი?
-მშია, -წუწუნებს ანდრია, ტუჩებს კიდევ უფრო ბუშტავს და თვალებს საცოდავად ახამხამებს.
-სექსუალურ ბორტგამცილებელს არ ვგავარ რაღატომღაც.
-არა, შენ ჩემს ცოლს უფრო. - ვერ გავიგე, რა მითხრა ახლა მან?
-ბატონო? - ასეთი ხმით, ბოლოს როდის ვილაპარაკე, დედას ვფიცავარ არ მახსოვს!
-არაფერი.
-ცოლი გყავს? - ძალიან, ძალიან მიჭირს ამის კითხვა და ეს იდიოტი იცინის! - რა გაცინებს?
-ჯერ არ მყავს, - საათს ამოწმებს, - უახლოეს 18 საათში შეიძლება მყავდეს.
თქვენც ის გაიგონეთ, რაც მე? მიდი და გაიგე, ღადაობს თუ სერიოზულად ამბობს. ხომ არ ვკითხავ, არა? არა, არც ვკითხავ და არც უნდა ვკითხო! შენ კარგი გოგო ხარ, ნინა! მგონი მეღადავება. 18 საათში ჯერ კიდევ არ ვიქნებით თბლისის აეროპორტში ან წამოდენიმე წუთის დამსხდრები ვიქნებით. მოიცადეთ, ახლა მან ფაქტიურად ან ხელი მთხოვა, ან ნაშად ვუნდოდი ქორწილამდე და დაავიწყდა, რომ მსახიობობის საოცარი ნიჭი აქვს! არა, ნინა, ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც შენ გაწყობს!
-შიმშილით უნდა მოიკლა თავი? - მესმის ანდროს ხმა და ვერ ვხვდები, გაბრაზებული ხმა აქვს თუ ირონიული.
-ვჭამ, ვერ ხედავ? - ვპასუხობ გაბრაზებული, როცა პირველი ლუკმა ჩავყლაპე. უბრალოდ საყლაპავში გადავუშვი და ყელი საშინლად მეტკინა! ნინა, კბილები საჭმლის დასამუშავებლად გაქვს! იცინის და თავის თეფშს ბრუნდება. როგორ ვერ ვიტან თვითმფრინავის საჭმელს, მაგრამ რა ვქნა, როცა ეს ერთადერთი უახლოესი რეისი იყო დარჩენილი თბილისამდე?! 22 საათის მშიერს კიდევ ჩამასვენებენ სამშობლოში. ჰოდა, ვჭამ!
უკვე 2 საათია არ გვილაპარაკია. ყურსასმენები მიკეთია და სიმღერებს ვუსმენ ჩემთვის, საერთოდ არც ტოკავს. სიმართლე გითხრათ, მაკლია. მინდა მასთან ლაპარაკი. 17 საათი მაქვს დარჩენილი მის გვერდით გასატარებლად. მერე ვინ იცის, რა მოხდება.
ყურსასმენს მხსნის და ჩემს გაოცებულ მზერას ღიმილით პასუხობს.
-დაშვების დროა, ქამარი შეიკარი.
-აჰ, ჩემზე ღელავ თუ შენ გართობაზე?
-ნუ მელაპარაკები ეგეთი ტონით, არ მომიცია სამაგისოდ საბაბი! ქამარი შეიკარი!
-სამაგიერიდ მე მაქვს ამის სურვილი!
-იმასაც ხო ვერ მეტყოდი, რატომ? - თვითმფრინავი იხრება, დაშვება დაიწყო და ანდროს ყელზე ძარღვები ეჭიმება.
-მინდა და იმიტომ!
-"მინდა" პასუხი არ არის!
-როგორ არა, ძალიან ბევრი კითხვის პასუხია, როცა ამის სურვილი გაქვს!
-ნინა, ნერვებს მიშლი! - ახლა ამან ნინა დამიძახა? რა სხვანაირად ჟღერს მისი ხმით ჩემი სახელი. ღმერთო! ნინა ნუ დაფრინავ ღრუბლებში! უკვე აღარ ხარ იქ!
-არ მოიშალო მერე. მე რას მაბრალებ შენს სუსტ ნერვებს?
-იმიტომ, რომ შენ უკრავ მასზე!
-მე დაკვრა არ ვიცი.
-კი, როგორ არა. იცი. მერე და როგორ?!
-არ ვიცი, იქნებ ამიხსნა?
-სურვილს მიჩენ, რომ სხვაგვარ ხერხს მივმართო.
-ხედავ, პასუხიც არ გაქვს?!
-აეროპორში ნახავ, როგორც არ მაქვს, ჯერ აქედან გავიდეთ! - ქამარს იხსნის და ხალხის ნაკადს მიჰყვება. მე კიდევ ვერც ვამჩნევ, როდის დაეშვა თვითმფრინავი. ქამარს ვიხსნი, ჩანთას ხელს ვავლებ და თვითმფრინავს ვტოვებ.
შესანიშნავია, 9 საათი და 50 წუთი უძრავად აეროპორტის შენობაში! გასვლა მაინც შემეძლოს, ქალაქს დავათვალიერებდი. ნინა, ხომ გაფრთხილებდნენ ბილეთი ცოტა ადრე აიღე შვებულებამდეო? თუმცა, როგორ, შენ ხომ ყოველთვის საპირისპიროდ უნდა იმოქმედო?! შესანიშნავია, გილოცავ!
საბუთებს ვაწესრიგებ, ყავას ვუკვეთავ და კაფეტერიაში ვჯდები. ანდრია არსად ჩანს. მობილურს ვრთავ და სოციალრ ქსელს ვათვალიერებ. ამერიკელებს ვწერ, უკვე ვარშავაში ვარ_მეთქი და თბილისელების სიახლეებს ვუერთდები. ახლა თბილისში დღის პირველი საათია და ყველას ღვიძავს. დედა მირეკავს და დაუფიქრებლად ვპასუხობ მის შეშფოთებულ ხმას.
-სად ხარ, ნინა? - ხო, დედიკო, ახლავე გეტყვი, რომ ვარშავაში ვარ! ცოტა რეალური მკითხე! - მოვკვდი ნერვიულობით! ცუდი სიზმარი ვნახე, მთელი დილაა გირეკავ და არ მპასუხუბ! - მობილურზე საათს წამის მეასედში ვუყურებ და სწრაფად ვპასუხობ:
-სამსახურიდან დაღლილი მოვედი და გავითიშე. ჩემთან იცი, რომელი საათია? დილის 5 და შესაბამისად უნდა გცონდოდა, რომ მძინავს! ახლაც უნდა მეძინოს, წესით. - შეშფოთებულ ქალს აქეთ დავუწყე ჩხუბი და ცოტა არ იყოს, არ მესიამოვნა ჩემი გამოხტომა. არაუშავრს, დამინახავს და გადაუვლის!
-სად ჯანდაბაში აგდიხარ? ხმაურია!
-ხო, დედა ხმაურია, იმიტომ, რომ ტელევიზორი ჩავრთე წუხელ და გამორთვაც ვერ მოვასწარი ისე უცებ ჩამეძინა. ახლა კიდევ, გამორთვა მეზარება, სამართავი აქ არ მაქვს და ლოგინიდანაც არ ავმდგარვარ ჯერ! - შესანიშნავი ხარ, ნინა! კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით! - ისე, რა ნახე სიზმარში?
-რომ გათხოვდი.
-ეგ ცუდი სიზმარია?
-რავიცი.
-კაი დაივიწვე.
-დედიკო, ხო ნამდვილად კარგად ხარ?
როდის ვუთხარი კარგად ვარ_მეთქი?
-კი, დედა, კარგად ვარ!
-რომ გამოფხიზლდები დამირეკე, რომელი საათიც არ უნდა იყოს.
-კარგი, დედა, დაგირეკავ.
არა, მართლა დავურეკავ მომდევნო რეისამდე, მიუხედავად იმისა, რომ მსგავს დაპირებებს არ ვასრულებ. ცოტას ვღელავ მასზე, 14 საათი რომ არ ველაპარაკო, ჩემი იქ ჩასვლაც არ უშველის მერე მის გაბრაზებას. ოხ, დედა! ვინები ხართ ეს დედები?!
-წამოდი! - მესმის ანდრიას ხმა, ყავის ბოლო ყლუპს ვსვამ და ვტრიალდები. გასასვლელისკენ გადის. მეც მასთან მივრბივარ. არ ვიცი რატომ , არ მკითხოთ.
-სად მიდიხარ? გასვლა რომ შეიძლებოდეს, აქ ვიქნებოდი ახლა?
-საყვარელო, - დაიწყო ღიმილით, - ზუსტად 5 საათი გვაქვს დრო ქალაქის დასათვალიერებლად!
-ბატონო?
-გიჟს ვგავარ, რომ შუა გზაზე შარი ავიტეხო? ცოტა ნაცნობები ავრიე და უფლება მოგვცეს ცოტა ხნით აეროპორტი დავტოვოთ.
-არ არსებობს?! - თავლები შუბლზე ამდის, - დაიფიცე!
-ჩემს მომავალ ცოლს გეფიცები!
-აფერისტი!
ისევ ჩემ ადგილას ვჯდები და მის ტანს ვაკვირდები. საკმაოდ მაღალია და თვალშისაცემი აღნაგობა აქვს. აშკარად ნავარჯიშებია. წამით წარმოვიდგენ, როგორ გამოიყურება მაისურის გარეშე. მგონი ვწითლდები. მზერას ვაცილებ, გაბრაზებული მოდის ჩემთან, ხელს მხვევს და აეროპორტიდან გავყავარ. ხმას არ ვიღებ. ტაქსს აჩერებს და მისამართს კარნახობს. არ ვიცი, სად მივყავარ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. ნინა, რატომ ენდობი ასე ძალიან? დედას შეშფოთებული ხმა მახსენდება და ცოტა არ იყოს, მეც მეპარება შიში. დედები ხომ ყოველთვის გრძნობენ შვილის ცუდად ყოფნას? იქნებ მანიაკია ანდრია? გრძელ გზასაც იმიტომ ირჩევს, რომ გზაში ხალხი ამოხოცოს! ნინა, შენ ხომ არაფრის გეშინია? თან დედამ, უბრალოდ, შენი ქორწილი ნახა!
ერთადერთი, რაც ახლა ვარშავაზე ვიცი ისაა, რომ დღის 12_ის ნახევარია და არაფერი ეტყობა ამ ქალაქს სილამაზის!
ისიც არ ვიცი, სად გავჩერდით. ირგვლივ მხოლოდ შენობებსა და ვიწრო გასასვლელებს ვხედავ. მძღოლი გზას უთითებს ანდროს და მანქანიდან გადავდივართ.
-სად ვართ? - მართლა მაინტერესებს, რამე რომ მოხდეს, ხომ უნდა ვიცოდე?
-აზრზე არ ვარ. მხოლოდ ის ვთხოვე სადმე პარკში დაგვტოვეთ_მეთქი.
ახლოს მოდის, ხელს მხვევს და წელში იმართება. ზუსტად ნიკაპამდე ვწვდებოდი ანდრეას იმდენად მაღალია. მგონი, პირველად არ მაღელვებს, რომ პატარა ვარ.
-ასე, რომ, წავედით! მოვინახულოთ მძღოლის არჩეული პარკი!
-არ ვენდობი ტაქსის მძღოლებს.
-არც მე მენდობი?
-მოგატყუო?
-ანუ არ მენდობი.
-არა, არ ვიცი უნდა გენდო თუ არა. რაღაცით ხო უნდა იმსახურებდე ნდობას?
-აჰა, - ზემოთ იხედება და იღიმის. არ ნ და რომ დავინახო. აშკარაა, ესიამოვნა ჩემი პასუხი, მაგრამ არ მოეწონა. - არ მომწონს, როცა არ მენდობიან. - მეუბნება წარბებშეკრული და დავიფიცებ, რომ აფერისტობს!
-არ მესმის, როგორ უნდა ენდო უცხოს. აი, მაგალითად, დავიჯერო, შენ მე მენდობი? - პასუხს არ ველოდები, საუარს ვაგრძელებ, - როგორ უნდა მენდო, როცა ისიც კი არ იცი ვინ ვარ, როგორი ვარ. იქნებ საერთოდაც გათხოვილი და შვილებიანი ქალი ვარ, ან თუნდაც, მკვლელი, ან ქურდი. ამ ქვეყანაზე მხოლოდ სანდო ადამიანები არ არიან! ზოგჯერ საკუთარ თავსაც არ უნდა ენდო, არა თუ უცხოს! - ცოტაც და ყვირილში გადამივა ლაპარაკი. ჰოდა, ენას კბილს ვაჭერ. ანდრია ჩემი სახეს ხელებში იქცევს, თავი ოდნავ მისწორებს და თვალებში მიყურებს.
-თვალები სულის სარკეა, ნინა, დაიმახსოვრე! შენს თვალებში ჩანს შენივე სისუფთავე! აი ამიტომ გენდობი მე შენ! არ მჭირდება ნდობისთვის მთელი შენი განვლილი ცხოვრების დაზეპირება. სულ ცოტა 9 საათი გავიდა, რაც ლაპარაკი დავიწყეთ და მგონი გასაცნობად საკმარისი უნდა ყოფილიყო. არ გაძალებ, რომ მენდო, მაგრამ თავს თუ ყველაფერზე შეიკავებ და საშუალებას არ მომცემ, საერთოდ ვერ მიხვდები სანდო ვარ თუ არა.
ცოტა ხანს დუმდა და თვალებში მიყურებს. ცამდე მართალია, უნდა ვენდო. ცხორებაში ყველაზე მთავარი გარისკვაა და უნდა გამოიყენო.
-რას იტყვი, გავისეირნოთ "რაღაც" პარკში? - მეკითხება სიცილით.
-გავისეირნოთ! - ვუღიმი, ის ისევ ხელს მხვევს და პარკში შევდივართ.
-მგონი არაუშავრს აქაურობას.
-“Central Park_ს" არცერთი პარკი ჯობია, ჰოდა არც ეს მომწონს!
-მაშინ შენობები დავათვალიეროთ.
-არა, ამერიკის შენობებს არაფერი ჯობია, მაგრამ მაგ ყველაფერს ერთად აღებულს საქართველოს მთები მირჩევნია, ნახევარი სიცოცხლეა ის და იმიტომ! ასე რომ. სულ ერთია სად გავისეირნებთ.
ვლაპარაკობ მთელი ემოციით და მახსენდება ჩემი ბოლო დასვენება სვანეთში. შესანიშნავი იყო! სანამ დავბრუნდები მერიკაში, აუცილებლად მოვინახულებ სვანეთს!
-შენ სუ ასეთი წიკიანი ხარ?
-ხედავ? საჭიროა ადამიანს კარგად იცნობდე, მერე ასეთი კითხვები რომ აღარ ისმოდეს. - მეცინება და ახლა მის კითხვას ვპასუხობ, - არა, არ ვარ წიკიანი. მართლა ასე ვფიქრობ.
-საინტერესოა.
-რა არის საინტერესო?
-მომავალ ცოლს გეფიცები, მეც ზუსტად მასე ვფიქრობ! - სასაცილოდ იჯგიმება და თავზე მკოცნის.
-ნეტა მაგ შენი ცოლის ტვინში ჩამახედა! - ჩემ სიტყვებზე იკრიჭება და მსუბუქად იცინის.
-რატომ?
-ისიც არ იცის, რომ მე მაბავ და შენ ისიც არ იცი, რომ არაფერი გამოგივა.
-ახლა ყურადღებით მომისმინე. გეტყვი და მეორედ აღა უნდა დამჭირდეს განმეორება! - უკვე დასერიოზულებული მეუბნება და ცოტა ავფორიაქდი. მგონი ეს ხუმრობა აღარაა. - ჩემმა მომავალმა ცოლმა ზუსტად იცის ყველა წამი შენთან გატარებული. და მეორე, ისე არ გიყურებ, როგორც ნაშას. ნუ გამირბიხარ, არ ვარ ერთი მორიგი ნაძირალა, რომელიც გამოგიყენებს და მიგაგდებს. მოსაწონია, რომ ასე ყველას ჰაერზე არ ენდობი, მაგრამ მაგასაც აქვს საზღვარი და ცოტა დაფიქრდი!
მგონი, მართლა ის დროა, როცა უნდა გავჩუმდე და დებილი, ეჭვიანი გოგოს სცენები არ უნდა გავმართო. 27 წლის მანძილზე საკუთარი სიამოვნებისთვის არავისთვის არაფერი დამითმია და მგონი, დროა, მომავალსა და ჩემთან ერთად სხვის სიამოვნებაზეც ვიფიქრო. ხოდა, ჩუმად ვარ. ანდროს ხელი აქვს გადახვეული მხარზე და წყნარად, აუჩქარებლად ვსეირნობთ. მერე ბავშობას ვიხსენებთ და ერთმანეთს დავცინით.
-ძალიან ბევრი რაღაც მაქვს პატარაობაში ნაჭამი, - ვიხსენებ ჩემების მონაყოლიდან ჩემს ოინებს, - მაგალითად მაჯის საათის ელემენტები, "პედიგრის" კანფეტები. - ანდროს შევხედე, ცდილობს არ გაეცინოს და სულ წითელია. წამით თვალს მისწორებს და მერე ორივე ერთად ვხარხარებთ.
-იმედი მაქვს, ჩემ ტუჩებს არ შეჭამ, - წუთი მჭრდება გასაანალიზებლად, თუ რა მითხრა ახლა მან. დაბნეული ვუყრებ. ტუჩის ცალი კუთხე ყურამდე აქვს გაკრეჭილი და რაღაცნაირად მიყურებს.
-ვერ გავიგე?!
პასუხად, იცით რას აკეთებს? გაყინულ ხელებს ჩემ გახურებულ ყისერს ხვევს და გავარვარებული ტუჩებით მკოცნის! ის თუ იცით, მე რას ვაკეთებ? ხელს არ ვკრავ, უბრალოდ ვენდობი! აქ წყება მგონი მომავალი. ზუსტად ამ ჩემი უბრალო კოცნით. ჩემ ტუჩებს სწყდება, თვალებში მიყურებს, თავისი საოცარი ღიმილით მაჯოლდოვებს, შუბლზე მკოცნის და ისევ სეირნობას ვაგრძელებთ.
-წამო, ვისლა მოვინახულოთ, - მეუბნება და პასუხის გაცემასაც არ მაცდის, ტაქსის აჩერებს.
-მოდი ჯერ Mc_ში წავიდეთ, ვჭამოთ და მერე ვნახოთ შენი ვისლა.
როგორც თქვა, აეროპორტში პრობლემები არ შეგვქმნია. 4 საათია დარჩენილი ჩვენ ფრენამდე. უშველებელი აეროპორტის ცენტრში ვდგავარ და არ ვიცი რა ვქნა, სად წავიდე, რითი გავერთო. კაფეტერიას მოვკარი თვალი, ანდრიას ვანიშნე დავსხდეთ_მეთქი და ყავა შევუკვეთე. ღმერთო, როგორ მიყვარს ყავა! ყველა სიტუაციაში ჩემი საუკეთესო მეგობარია. დედას შეშფოთებული ხმა მახსენდება და ტელეფონს ვიმარჯვებ. სამსახურში ვარ და დარეკვა დამავიწყდა_მეთქი, ამერიკელებს შეტყობინება დავუტოვე და ინტერნეტის გამორთვას ვაპირებდი, კატომ რომ დარეკა, ჩემმა საუკეთესო დაქალმა საქართველოდან, უცბად ვუჭრი მასაც იგივე ტყუილს და ინტერნეტს ვთიშავ.
ვერ ვიტან უხერხულ სიტუაციებს. თან საუბარი რომ გინდა და თან არც იცი რა თემა უნდა წამოჭრა. ხალხს ვაკვირდები და ხელში ყავის დაცარიელებულ ჭიქას ვათამაშებ. რაზე ვფიქრობ? გულწრფელად გიპასუხებთ: არ ვიცი. მიდნდა ვიფიქრო, მაგრამ რაღაც არ მაძლევს საშუალებას. ჰო, ალბათ ესეც ამ საშინელი უხერხულობის ბრალია. მიდნა ვუყურო და მისი ნაკვთები კარგად ჩავიბეჭდო მეხსიერებაში, მაგრამ რამდენჯერაც მზერა მოვკარი, იმდენი მე მიყურებდა და ცოტა არ იყოს, მრცხვენია ასე უბრალოდ მიშტერების. ის ისევ არ მაშორებს თვალს. ნეტა არ იღლება? არა, ალბათ, არც მე დავღლებოდი მისი ყურებით. სიჩუმე მაინც არ ამოუვიდა ყელში? აი მე იმდენად ამომივიდა, რომ სადაცაა ამომასხავს და ლაპარაკს მე დავიწყებ რაღაც ყოვლად უადგილო, სულელურ თემაზე, რომ „ლიჟბი“ მისი ხმა გავიგო და ვუსმინო.
მაგრამ ის ისევ ჩუმად ზის, მიყურებს და მგონი, შიგადაშიგ იღიმის. მე ისევ თვალს ვაპარებ მისკენ და აწითლებულს ისევ ხალხის ბრბოზე გადამაქვს ყურადღება. 4 წლის წინ, როცა ამერიკაში მივფრინავდი, სტამბულის აეროპორტში, სანამ ჩემ რეისს ველოდებოდი, ასე უბრალოდ ვიჯექი და ხალხის მასას ვაკვირდებოდი. მახსოვს, რა უცნაურად ვგრძნობდი თავს. უამრავი რასის ხალხი მოძრაობს. სხვადასხვა კანის ფერით, ჩაცმულობით, მზერით. ზოგის ბედნიერი მზერა თვალებში ჩანდა. ზოგი ტირილით ირღვეოდა და ახლობლებს ეხვეოდნენ. მერე მომბეზრდა და გასასვლელისკენ წავედი. ცოტა მოშორებით დავდექი და ვუყრებდი ჩამოფრენილ ხალხს. თითქოს შენც იგივეს გრძნობ, რასაც ისინი. ბდნიერებით ივსები, თვალები გისველდება და გინდა, ბედნიერებისგან იტირო.
რომელიღაც რეისი ჩამოფრინდა, წესიერად ვერ გავიგე, მხოლოდ ბოლო სიტყვებს მოვკარი ყური. უცებ წამოვდექი ფეხზე, ჩანთა გადავიკიდე მხარზე და ფეხზეწამომხტარ ანდროს ვანშნე გამომყოლოდა.
-სად მივდივართ?
-ურალოდ გამომყევი, კარგი? - ვთხოვ და პასუხს არ მცემს. უბრალოდ მომყვება.
გასასვლელთან მივდივართ. ვიღაც გოგო მთელი სისწრაფით გამოდის გარეთ, მგონი, დედაო, ყვირის და ვიღც ქალს კისერზე ეკიდება. ორივე ვარდება. მეცინება. ანდროს ავხედე, თითქოს სიამოვნებს მათი ყურება. არაფერს ვამბობ, ისევ გასასვლელიკენ ვიხედები.
არ ვიცი რამდენი ხანია აქ ვდგავართ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბედნიერებით იმდენად ვარ სავსე, რომ კიდევ ძალიან დიდ ხანს მეყოფა. ყურებამდე ვიღიმი და სადაცაა ვიტირებ. ჰო, როცა იცი, რომ შენიანი არავინ გამოვა და მხოლოდ სხვებს აკვირდები, მათ ბედნიერებას შენც იზიარებ. გიზიარებენ, ისე, რომ ვერც ხვდებიან. იმდენად სავსე არიან, რომ უნებრად გარშემომყოფებს თავიანთ წრეში იქცევენ.
კიდევ ერთი გოგო გამოდის, აშკარად ტირის და მუხლები ეკვეთება. მერე თითქოს რაღაცამ (ან ვიღაცამ) ძალა შემატა, ნაბიჯებს აჩქარებს, ჩანთებს ყრის და თავისზე ერთი თავით მაღალ ბიჭს ახტება, წელზე ფეხებს ხვევს და შეშდება. მერე თვალს იწმენდს დაკოცნის. მერე ისევ ეხტება. ცრემლს უკვე ვეღარ ვიკავებ და სახე მისველდება.
ანდრო მიხუტებს გულზე.
-ეს არ უნდა გექნა, ახლა ძაან ვიტირებ.
მეცინება და ვცდილობ აღარ ვიტირო, მაგრამ ემოციებს ვერ ვიკავებ. ანდრო ხელებს მაწევინებს სახიდან და ტუჩზე მკოცნის.
-შენ ვინ დაგხვდება აეროპორტში? - კითხვას სვამს ანდრო.
-ამერიკელების გარდა, არავიც იცის, რომ ჩავდივარ. ასე, რომ ტაქსის მძღოლი ჩემ განკარგულებაშია. - მეცინება. - შენ?
-არ ვიცი. ალბათ მთელი ჩემი სამეგობრო წრე. ამ ბოლოს დიდი ხანი ვერ ვახერხებდი ჩამოსვლას და ყველას მონატრებული ვყავარ.
-წარმოიდგინე ჩემებს როგორ ვენატრები.
-შენ არ გენატრებიან? რატომ არ დაურეკე?
-მართლა გაინტეტრესებს? - თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად და და თან მანიშნებს, რომ რენსი დრო ახლოდება და გასასვლელისკენ ნელი ნაბიჯით მივიწევთ. - მაინეტერსებს რა გრძნობაა, როცა ვიღაცას ასე ძალიან ახარებ. მინდა იქ ვიყო, მიდნა ვხედავდე და ვგრძნობდე, როგორ მოვენატრე თითოეულ მათგანს. მათი რეაქციები მაინტერესებს ასე მოულოდნელად რომ მნახავენ. იცი, ხელები მექავებოდა, რომ ველაპარაკებოდი ხოლმე, სულ ის კადრი მედგა თვალწინ კარს რომ გამიღებდნენ და მეცინებოდა. ერთხელ კინაღამ წამომცდა და ტუჩზე ისე ვიკბინე, სისხლი წამომივიდა.
-ოთხი წელი არაა ცოტა.
-ჰი, მე თუ მკითხავ ძალიან დიდი დროა. უზომოდ მენატრებიან.
-ამერიკა არ მოგენატრება?
-უკანა რეისის ბილეთებიც მაქვს ყოველი შემთხვევისთვის. შეიძლება დავბრუნდე და 31 ივლისის ღამეს გავფრინდე. სამსახურში ბოსი გავაფრთხილე, რომ 1 თვის მანძილზე არ გამანთავისუფლოს.
-ჰო, მგონი პასუხი გასაგებია. - ჩაეღიმა.
ღმერთო როგორ უხდება ღიმილი!
საპირპარეშოში გავედი, თავი მოვიწესრიგე და ანდროსთან დავბრუნდი. ჩვენი რეისიც მოვიდა. საბუთები შეფვიმოწმეს და თვითმფრინავში შევედით. ცოტა მუკვირს, მაგრამ აქაც გვერდიგვერდ ვზივართ. მე ისევ ილუმინატორთან მოვთავსდი და მინას თავი მივადე.
სახეზე ღიმილი მეპარება. უკვე ვეღარ ვითმენ. რიგორ მუნდა ახლა დავიძინო. დრო ხომ უფრო მალე გავა, მაგრამ ანდრო… რა იქნება ხვალ, ზეგ? ნეტა კიდევ ვნახავ ანდროს თუ უბრალოდ ტკბილ მოგონებად დამრჩება მასთან ერთად გატარებული 21 საათი.
-ჰეეი, - მესნის ანდრიას ხმა და მისკენ ვიხედები. - ღვედი შეიკარი.
-უი, არ გამიგია ხმა.
-ჰო, აშკარაა. რაზე ფიქრობდი?
ცოტა ვყოყმანობ პასუხის გაცემას და ნაწილობრივ ისევ ანდრო პასუხობს თავისსავე შეკითხვას.
-თქმა არ გინდა ან უფრო გიტყდება. მიდი გამოვიცნობ, იმაზე, რომ შემეჩვიე და გეშინია, რომ ვეღარ მნახავ?
-ალბათ.
-არამგონია ასე მოხდეს.
-მაგრამ დარწმუნებული არ ხარ. ჰო, მეც არამგონია, მაგრამ მოდი რეალურად შევხედოთ. - ვიწყებ წყარი ტონით და თვალს ვარიდებ მის მზერას, მაგრა არ გამომდის. მინდა, რომ მართალი ვიყო, სწორად ავუხსნა და გამიგოს. - 22 საათიანი გზა იყო და მხოლოდ ერთმანეთი გვყავდა დროს გასაყვანად. ხვალ როგორც მე, ისევე შენც, შეიძლება საერთოდ არ გამახსენდე და ვერ ვიგრძნო, რომ დამაკლდი. იმიტომ, რომ აღარ იქნება 22 საათიანი ფრენა უცხო გარემოში. მეყოლებიან 4 წლის მონაყრებული ოჯახის წევრები და მეგობრები. დარწმუნებული ვარ, რომ იმ მომენტში მე არ გამახსენდები, მაგრამ არ ვიცი მეგობრებს რომ მოვუყვები, როგორ ვიფრინე, მერე რას ვიგრძნობ და რა მომინდება. მეშინია იმის, რომ ეს ყველაფერი ცალმხრივ გრძნობად ადარჩება. უბრალოდ, ალბათ, ეს ყველაზე სასიამოვნო ფრენა იყო ჩემ ცხოვრებაში და არამგონია ასეთი კიდევ მქონდეს. იმის მუხედავად, თუ სად და როდის გავფრინდები. - ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა თავს ვეღარ ვაკონტროლებ და სადაცაა ვიღრიალებ, - წყეულ 3 საათში აეროპორტში დავეშვებით. უკვე იმდენად მეძინება, რომ მოზღვავებული ადრენალინი რომ არა, კაციშვილი ვერ გამაღვიძებდა. ვინ იცის, შეილება ეს ყველაფერი მართლა იმის ბრალია, რომ შენ ფრენის გეშინია და ჩემთალ ურთიერთობაში, სუნთქვა არ გეკვრის. ჩემთვის კდიევ უკანასკნელი საათების თვლის ნაცვლად, დრო სწრაფად გადის.
თითქოს ერთ ამოსუნთქვას ამოყვა მთელი ჩემი ლექსიკონი. პულსს ყელში ვგრძნობ. მგონი, მაკანკალებს. რამოდენიმე მგზავრის გაკვირვებულ მზერას ვგრძნობ, მგონი რამოდენიმე დამცინის კიდეც. ეტა ის მაინც იცოდნენ, როგორ ძალიან არ მაინტერესებს მათი აზრი. ანდრო ნაღვლიანი თვალით მიყურებს, მაგრამ მგონი ჩასწყვდა; მგონი ისიც რისი თქმაც მინდოდა.
-რატომ დარჩება ცალმხრივად?
მგონი გაგიჟდა. თუ ახლა შევატყვე, რომ გიჟია? აღარ დამრჩა სიტყვების მარაგი და მან მხოლოდ ეს გაიგო?
-იი... იმიტომ, რომ... ააა... ანდრია, არ ვიცი რა მინდა, - რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ვამატებ თითქმის ჩურჩულით, - და არ ვიცი ახლა რას ვაკეთებ. შეიძლება რეალურად ვერც აღგიქვამ.
ვგრძნობ როგორ მივარდება დაბურული თვალიდან ობოლი ცრემლი. ილუმინატორში ვიხედები და სიბნელეში ჩაძირულ ღრუბლებს ზემოდან დავცქერი. ღმერთო, როგორ მინდა ვიტირო, ბოლო ხმაზე ვიღრიალო და პილოტს ვთხოვო, რომ აღარასდროს დაფრიდეს დედამიწაზე!
-ნიინ? - სიბნელეში ჩაძირულს მესმის ანდროს ხმა.
-ჰო.
პასუხს არ მცემს. ჩემს მტევანთან შედარებით, გაცილებით დიდ ხელს მიჭერს, თვითმფრინავი იხრება და მუცლის სალტო, სასიამოვნო გრძნობად ედება მთელ სხეულს. უსიტყვოდ მესმის, ეშინია. ფრენისაც და მომავლისაც. მომავლის ყველას ეშინია. მეც მეშინია. ფრენას ეშველება. მომავალს ვინ იცის.
ღამის 4 საათია. ხელჩაკიდებულები ვტოვებთ თვითმფრინავს, ბარგს ვიღებთ და ნელი ნაბიჯით მივიწევთ გასასვლელისკენ. ხელს ძალიან ვუჭერ. იმდენად ძლიერ, რომ მტკივა. კართან გამოსამშვიდობებელ კოცნას მჩუქნის და გავდივართ.
-ანდრიიი, - ღრიალებს რომელიღაც მისი ძაკაცი და ანდრიას კისერზე ეკიდება.
-როგორც იქნა, დაადგა საშველი!
-ტ..კში პანჩური ამოგარტყეს, შეჩ.მა? - ხარხარებს ვიღაც.
შეუმჩნევლად ვუშვებ ანდრიას ხელს, ჩემოდანს მივაგორებ და შენობიდან გავდივარ.
სამშობლოს ჰაერს ფილტვებში ღრმად ვუშვებ. ბედნიერი და მადლიერი ვარ ყველაფრით. ტაქსის მძღოლი ჩემოდანს საბარგულში დებს და წინა სავარძელს ვიკავებ.
-ფალიაშვილზე, - ვეუბნები მძღოლს და ფანჯარას თავს ვადებ.
უკანასკნელი წუთები საუკუნოდ იწელება. თვალწინ მშობლების ბედნიერი სახეები მიდგას. ყურებამდე მეღიმება და ვტირი. ბედნიერების ცრემლებია ეს. უკვე ვნანობ, რომ არავინ გავაფრთხილე, მოვდივარ_მეთქი. მძღოლი შეშფოთებული სახით მიყურებს, მაგრამ არაფერს ამბობს.
სახლში ვერ მივდივარ. მეშინია, რომ ჩემებს გული არ გაუსკდეთ. კატოსთან მივდივარ. ჩემოდანს კართან, ხელჩანთას კი ზემოდან ვადებ. მობილურის კამერას ვრთავ, სამახსოვროდ კადრებად რომ დამრჩეს ეს ბედნიერება და ზარს გაუჩერებლად ვრეკავ.
-ვინაა? - მესმის კატოს შიშისგან გამქრალი ხმა.
-კაატ, გააღე!
წამები სჭირდება კარის გასაღებად. გაშტერებული მიყურებს. ჩაწითლებულ თვალებს რიგ-რიგობით ისრესს, თან სათვალეს ისწორებს და თვალებს შიგადაშიგ ჭუტავს. ობოლი ცრემლი უვარდება. მერე ნელ-ნელა ღიმილი ეპარება სახეზე. ხტუნვას იწყებს, განწირულივით კივის, ზედ მახტება და სადარბაზოს იატაკზე ვვარდებით.
-ვაიმე, დედა რა ვქნა! კატო, დედიკოო! - მესმის ქეთი დეიდას ყვირილი, რაღაცაც ტეხავს და კართან მორბის. მერე მეზობლის კარი იღება. ჩვენ ისევ იატაკზე ვწევართ ერთმანეთს ჩახუტებულები და ცრემლად ვიღვრებით.
ცხოვრებაში მეორედ არ ვნანობ და ვამაყობ, რომ საქართველოდან წავედი.
კატოს მშობლები სამსახურში წასასვლელად ემზადებიან. მგონი კატო ტირილს წყვეტს და სადაცაა დაილაპარაკებს. კამერას ვთიშავ და შემდეგისთვის ვინახავ.
მერე მშობლები იყვნენ, სამსახურიდან მოსულებს დავხვდი სახლში.
მერე მეგობრები რიგ-რიგობით,
შორიდან ყველაფერი რა მარტივად ჩანს! რა მარტივია დარჩე სახლში. ყოველდღე ახლობლებს ელაპარაკო, მაგრამ ვერ იგრძნო სიყვარული.
უნდა წავიდე.
„ნინა აუცილებლად უნდა დაბრუნდება ამერიკაში. თუნდაც იმიტომ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც იგრძნოს, თუ რამდენად უყვართ ახლობლებს და აფასებენ.“

...
...
პირველი აგვისტო თენდება. ახლა უკვე ახალი ენერგიით, ნაცნობი გრძნობებითა და საკუთარ თავში დარწმუნებული ვზივარ აეროპორტში და მეგობრების ყურებით ვტკბები. ამჯერად მომავალ შვებულებამდე ვემშვიდობები სამშობლოს. წინანდელისგან განსხვავებით, გული მწყდება, რომ აქაურობას ვტოვებ. აღარაა ამერიკა ჩემი ოცნების ქვეყანა. იმდენად აღარ მიხარია. მიძნელდება სამშობლოს დატოვება. ალბათ ოდესმე ამასაც შევეჩვევი. არაუშავრს. ადამიანი ხომ ყველაფერს ეჩვევა.
--ყურადღება! იწყება ჩასხდომა რეისზე: TK387, TBILISI - ISTANBUL, მგზავრებს გთხოვთ, გამოცხადდეთ გასასვლელთან.
ღრმად ჩავისუნთქე და რეგისტრაციის გასავლელად მივემართები. აუღელვებლად მოვკალათდი ილუმინატორთან, ღვედი შევიკარი, ყურსასმენები გავიკეთე, სიმღერები ჩავრთე და თავი მინას მივადე.
თვითმფრინავი დაიძრა. ცოტაც და მიწას მოსწყდება. ხელზე რაღაც მეჭიდება. ყურსასმენებს ვიხსნი და მამაკაცის გახშირებული სუნთქვა მესმის.
-ანდრო...
-გამარჯობა, ნინა.



№1  offline წევრი nini31323

Ouu ra sasiamovno wasakitxii iyo. Dzaann originaluri. Yochag momewona. <3 <3

 


№2 სტუმარი Mariami

Ra magari istoria iyo,erti amosuntqvit wavikitxe me mgoni..

 


№3 სტუმარი Meocnebe

Dzalian momewona es istoria, chemtvis dzalian dzvirfasi adamiani gamaxsenda , romelic sazgvargaretaa da dzalian menatreba:(((( , gmadlob shen amistvis , es istoria erterti istoriattagania romelic aramgonia damaviwydes,

 


№4  offline წევრი qetiqetiA3

ძალიან მომეწონა კარგი იყო ძალიან heart_eyes heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

რა კარგიი იყოოო რაღაც განსხვავებულიი ♡♡♡

 


№6  offline წევრი TeddyBear

ძალიან კარგი იყო ❤

 


№7  offline წევრი mimimimo

არ იყო შესანიშნავი
მაგრამ
კარგი იყო.

იყო შეცდომები
მაგრამ
ამხელა სითბოში არ ჩანდა.

იყო ცოტა ზღაპრულიც
მაგრამ
ლამაზი.

წარმატებები!

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

Sasiamovno da kargi wasakitxi istoriaa.momewona dzalian
--------------------
ლანა

 


№9 სტუმარი ვაუუ

ძალიან, ძალიან მომეწონა. შემიყვარდა- პატარა და საყვარელი ისტორიაა

 


№10 სტუმარი Guest Lokeba

auuudzalianmagariaaa ^____^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent