შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა გიყვარს... (მეორე თავი)


6-10-2016, 18:11
ავტორი perto
ნანახია 2 440

კოსტა დაძაბული აკვირდებოდა გეგას და მოკისკისე ტაისიას. იცოდა გეგას ამბავი, როგორი მექალთანე იყო და არ უნდოდა მის ნასიასაც ისე მოქცეოდა, როგორც სხვა დანარჩენებს.
გეგასთან თავს კარგად ვგრძნობდი. ჩვენ შემთვევაში მე კოსტა ვიყავი ის კი ტაისია. ვგრძნობი რო მოვწონდი და გული მწყდებოდა რო მეც ისევე უნდა დამეწყვიტა გული როგორც მე დამწყვიტა კოსტამ, ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობდი მისთვის მეგობრობაზე მეტის იმედი არ მიმეცა.
-ტაისია წამო რა ვიცეკვოთ-გეგა
-წამო-მაშინვე დავთანხმდი
ვცეკვავდით და გეგა რაღაც სასაცილო ისტორიებს მიყვებოდა მეც ბოლო ხმაზე ვიცინოდი და ყველა ჩვენ გვიყურებდა, მთელი ცეკვის განმავლობაში დაჟინებულმა ყურებამ ზურგი ამიწვა უკან გაბრუნებისას კი კოსტას მოელვარე თვალებს შევეჩეხე. ვერ ვხდებოდი ასე რატო ბრაზდებოდა. სასმელი მომეკიდა ამიტომაც აივანზე გავედი ცოტა ხანში კოსტაც გამოვიდა,როგორც ყოველთვის სიგარეტს ეწეოდა
-მოგწონს გეგა?-ღრმა ნაპასი დაარტა კოსტამ და ბოლი სახეში შემაბოლა იცოდა რო ვერ ვიტანდი და ჯინაზე აკეთებდა
-კოსტა მე და გეგა უბრალოდ მეგობრები ვართ-თავის მართლებასვით გამოუვიდა ტაისიას
- არა მგონია გეგაც ესე ფიქრობდეს-ირონიულად გადმომხედა კოსტამ
-კოსტა ვერ ვხდები რა გინდა?-მობეზრებულმა მისი გამოხტომებით პირდაპირ ვკითხე
-არაფერი საერთოდ პროსტა შენ უკეთეს იმსახურებ-ისე ღრმა ნაპასი დაარტყა
-არ გამოჩნდა ეს უკეთესი კოსტა-ტაისია
კოსტა პასუხის გაცემას აპირებდა, როცა გეგამ შემოაღო აივნის კარი
-ტაისია მივდივარ და არ წამოხვალ?-დაეჭვებულმა გადახედა გეგამ თვალებ აცრემლებულ ტაისიას და საშინლად გაბრაზებულ კოსტას
-ჰო წამოვალ მეც-ტაისია
ეზოში გასვლის დროს ინსტიქტურად აიხედა ზევით კოსტა ისევ იქ იდგა უკვე მეორე ღერს ეწეოდა და ირონიული ღიმილით უყურებდა წყვილს. მანქანაში გამეფებული სიჩუმე გეგამ დაარღვია
-იჩხუბეთ?-გეგა
-რაღაც მასეთი-ფანჯარაში იხედებოდა ტაისია
-კოსტა საერთოდ ადვილად ბრაზდება-გეგა
- ხო მისი გაბრაზება ძალიან ადვილია, თუმცა ახლა მიზეზი არ ჰქონია-ტაისია
-რა მოხდა?-კაი ჭორიკანა ქალივით იკითხა გეგამ
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი-ტაისია
ორივენი ჩუმად ისხდნენ. ტაისიას კორპუსთან იყვნენ, ტაისიამ მადლობა გადაუხადა და სახლში ავიდა და ეგრევე დაიძინა.
დილით ტელეფონის ხმამ გააღვიძა კოსტა ურეკავდა არ აპირებდა აღებას, თუმცა ბოლოს მაინც უპასუხა
-რა იყო?-ცივად ჰკითხა ტაისიამ
-სად არის შენი ძმა?-კოსტა
-საძინებელში იქნება-ტაისია
-მიდი დაუძახე რა-ისე საყვარლად სთხოვა უარი ვერ უთხრა და საბას ოთახისკენ წავიდა. არავინ დახვდა
-არ არის საბა ალბათ ლექციაზეა კოსტა-ტაისია
-ლექციაზე კი არა სვანეთშია-კოსტა
-რა უნდა კოსტა სვანეთში?-გაოცებულმა კითხა ტაისიამ
-ცოლი მოიყვანა-მშვიდად უპასუხა კოსტამ
- ვინ მოიყვანა? გუშინ რო ამოიყვნა ის გოგო? მერე ნინი-ტაისია
-ნინი მოიყვანა გამოგივლი და დავგაზეთ სვანეთში -კოსტა
-ვინები მივდივართ?-ტაისია
-ნუ გეშინია გეგა მოდის-გაბრაზებულმა უთხრა კოსტამ
-გეგა რა შუაშია-ტირილამდე მისულმა იკითხა ტაისია
-15 წუთში გამოგივლი და მზად დამხვდი-კოსტა
ადგა თავი მოიწესრიგა ჩაიცვა ოთახი მიალაგა ჩაალაგა. ამასობაში ასჯერ დარეკა კოსტამ ეს კიდე ყოველ ჯერზე ეუბნებოდა ხუთ წუთში ჩამოვალო. ჩავიდა ქვევით და კოსტას გარდა კიდე თეკლა, ლაშა, დუდა და გეგა იყვნენ.
-დიდება შენს გამოჩენას-ლაშა
-სად ხარ გოგო ამდენი ხანი?-დუდა
-ან რა არის რამხელა ბარგია იქიდანვე კი არ წაგიყვანს გეგა-წაუგველა კოსტამ და ტაისიაც ააწითლა
-არ არის გამორიცხული ეგრეც მოხდეს-ამის გაგონებაზე წარბაწეულმა გადახედა კოსტამ გეგას და სიგარეტი გააბოლა
-კაი წავედით თორე დაგვიღამდება-თეკლა
კოსტას დიდი ჯიპი ყავდა ამიტომაც თავისუფლად ჩაეტივნენ.გეგა და ტაისია მთელი გზა ლაპარაკობდნენ, კოსტამ წყვილს ირონიული ღიმილით გადახედავდა ხოლმე და ისევ გზას მიუბრუნდებოდა. არასდროს არ ყოფილა ტაისია სვანეთში, თუმცა ყოველთვის უნდოდა ჩასვლა ათასჯერ სთხოვა საბას და ბიჭებს რო წაეყვნათ მაგრამ ბიჭებს მთა არ უყვარდათ ამიტომ ყოველ ზაფხულს ზღვაზე მიდიოდნენ. ახლა კი ორმაგად გაუხარდა სვანეთში წასვლა პირველი მის დაქალს და ძმას როგორც იქნა დაადგათ საშველი ამასთან ერთად ოცნებასაც აისრულებდა და სვანეთსაც ნახავდა. გეგა სვანი იყო ამიტომაც მთელი გზა უყვებოდა სვნათის შესახებ ისტორიებს ესეც დიდი სიამოვნებით უსმენდა. არ უნდოდა რაიმე უმნიშვნელოც კი გამორჩენოდა. კოსტას მზერასაც გრძნობდა, თუმცა არაფერს არ იმჩნევდა.ეგონა რომ კოსტას ესეთი მზერა ეჭვიანობის დამსახურება იყო თუმცა მერე მიხვდა რომ ამით საკუთარ თავში იმედს აღვიძებდა და ეს არ უნდოდა ყველაზე მეტად. არ სურდა რომ ფუჭი იმედები შეჰქმნოდა, ამიტომაც ვერ ხვდებოდა როგორ უახლოვდბოდა გეგას და მის დადებით მხარეს უფრო წინ აყენებდა ვიდრე უარყოფითს. ამდენ ლაპარაკში ჩავიდნენ სვანეთში. ტაისია ბედნიერებისგან დაფრინავდა უყურებდა მის უახლოეს ადმაიანებს ბედნიერს და თვითონაც ბედნიერდებოდა მათი ყურებით აბედნიერებდა ულამაზესი ბუნება. უკვე დაგეგმლი ქონდა როგორ ბედნიერად მშვიდად გაატარებდა სვანეთში დროს, თუმცა გვანცას იქ ჩამოსვლამ ყველაფერი ჩაუშხამა საღამოს ჩამოვიდა გვანცა და მაშინვე კოსტას დაეკიდა ყელზე. სახლში ისხდნენ ციოდა, ამიტომაც ბუხართან ისხდნენ და გვანცა და კოსტა როგორც ყოველთვის ერთად ისხდნენ, გეგა და ტაისიაც.
-წამო გინდა გავისეირნოთ?-გეგა
-ახლა? გვიანი თან მარტო ხომ არ წავალთ-ტაისია
- წამო რა ძალიან გთხოვ იმედია ჩემთან მარტო დარჩენის არ გეშიანია?-თვალებმოჭუტულმა გადმოხედა გეგამ
- შენთან მარტო დარჩენის რატო უნდა მეშინოდეს? - ტაისია წამოდგა და ყველამ მას გამოჰხედა
-რა ხდება ტაისია?- ეგრევე წამოდგა საბაც ამან კოსტას ყურადგებაც მიიქცია
- მე და გეგა სასეირნოდ მივდივართ- დაბნეულმა გადახედა უკვე წამომდგარ გეგას
- ამ შუაღამეს?-საბა
- ხო რამოხდა მერე გეგა უცხო ხომ არ არის?-ტაისია
-ვაა ძაან საინტერესოა როდის დაახლოვდით ეგრე რო უკვე კარგი მეგობრები ხართ?-ირონიულად ჟღერდა კოსტას ნათვამი
-რამე პრობლემააა? გავისეირნებთ და მოვალთ- გეგა საბას უყურებდა და თითქოს თანხმობას ელოდა
- ხო კაიი მალე დაბრუნდით შორს არ წახვიდეთ და ტაისია რამე მოიცვი უკვე ცივა-ტაისიამა მოიცვა ქურთუკი და და სახლიდან გავიდნენ. მიუყვებოდნენ გზას და ლაპარაკობდნენ, როცა მოულოდნელად გეგამ ჰკითხა
-კოსტა გიყვარს ხო?-ტაისია საშინლად დაიბნა ვერ მიხვდა რა უნდა ექნა ეღიარებინა თუ არ გამოსტყდომოდა გაწითლდა, კიდე კაი ბნელოდა, თორე გეგა ყველაფერს მიხვდებოდა
-საიდან მოიტანე?-ხმა აკანკალებულმა ჰკითხა ტაისიამ
-კარგი რა ტაისია ეგრევე გეტყობა, როცა მასზე ლაპარაკობ თვალები გიბრწყინდება, მის გვერდით როცა გვანცას ხედავ საშინლად ბრაზდები და წითლდები-გეგა
-სახლში დავბრუნდეთ რა-ტაისია
- კარგი რა მე იმიტომ კი არ გითხარი რო გაბუტულიყავი უბრალოდ მინდოდა იცოდე რო ყველაფერს ვხდები იმასაც ვხდები რო მეგობრობის მეტს შორს ვერ წავალთ მე მაინც ვცდი არ ვაპირებ რო დავნებდე და აი ნახავ რო დაგავიწებ კოსტას-ამის გაგონებისას საშინელი ტირილი აუტყდა ტაისიას მიხდვა რო ესეთ ადამიან არ იმსახურებდა იცოდა რო ვერსადროს ვერ შეიყვარებდა და მასაც ისევე დატანჯავდა როგორც თვითონ იტანჯებოდა.
-რა გატირებ კარგი რა ტაისია-შეწუხებული იყო გეგა
-შენ ძალიან კარი ადამიანი ხარ გეგა არ გიმსახურებ-სლუკუნით ამოთქვა ტაისიამ
-არავინ და არაფერი არ არის შენი ცრემლების ფასი-ცრემელბი მოწმინდა გეგამ გულზე მიიხუტა და შინისკენ წავიდნენ ყველანი დაწოლილი დახვდათ, ამიტოამც ისინი თავიანი საძინელბლისკენ წავიდნენ. ტაისია იწვა უკვე და ფიქრობდა ყვალაფერზე მისი და გეგას ურთიერთობაზე და კოსტაზე.იცოდა ვერსადროს შეძლებდა კოსტას დავიწყებას და გული წყდებოდა. ამდენმა ფიქრმა დაღალა არ ეძინებოდა ამიტომაც სამზარეულოში ჩავიდა იქ კი კოსტა დახვდა. წელს ზემოთ შიშველი ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა. უხმოდ შევიდა და წყალი დაისხა უკან გამობრუნდა და გამოსვლას აპირებდა და კოსტას ხმამ შეაჩერა
- რატო არ გძინავს?-საოცრად ქონდა ისედაც ბოხი ხმა დაბოხებული
-არ მეძინება და შენ?-ტაისია
-მეც კარგად ისეირნეთ?- არ მოუშორებია კოსტას მისთვის დამახასიათებლი ირონია
-გააჩნია ვისთან ერთად სეირნობ გეგასთნ ერთად მომეწონა კი კაი იყო-არც ტაისიამ დააკლო
-მოგწონს?-უკვე მეორედ ჰკითხა კოსტამ
-კი-ტაისია
-გიყვარს?-უკვ იგრძნობოდა დაძაბულობა
-არა-ეგრევე უპასუხა ტაისიამ
- ესეიგი მალე შეგიყვარდება-კოსტა
-ვნახოთ-ტაისია
-ადი მიდი დაიძინე ხვალაც მოგიწევს გასეირნება ძალა გამოცლილი როგორ ისეირნებ-კვლავ კოსტას ირონია
-შენ მაგზე ნუ ინერვიულებ-ტაისია უხმოდ წავიდა თავის ოთახში და ეგრევე დაიძინა არ ქონდა არც კოსტაზე და არც გეგაზე ფიქრის თავი.
მეორე დილით ყველაზე გვიან გაიღვიძა ჩასულს უკვე ყველა მაგიდასთან დახვდა, საუზმობდნენ
-ოჰ გამოჩნდა მძინარე მზეთუნახვი-დუდა
-როგორ გეძინა?-მაგიდასთან დამსხდარს კითხა გეგამ რასაც კოსტას ჩაცინება მოჰყვა
-არაჩვეულებრივად და შენ?-ღიმილით კითხა კარგ ხასიათზე იყო
-შენ დამესიზმრე- თვალი ჩაუკრა გეგამ და ამ ყველაფერს უსმენდა კოსტა და ხვდებოდა, რომ მისი ტაისიას და გეგას ურთიერთობა უბრალო მეგობრობას სცდებოდა, ყოველ შემთხვევაში გეგა არ იყო ტაისიას მიმართ გულგრილი. მას უყვარდა გვანცა ამიტომაც მერე ხვდებოდა რომ როგორც თვითონ იყო ბედნიერი ისევე ჰქონდა ტაისიას ბედნიერების უფლება. ყველანი ერთად წამოვიდნენ სვანეთიდან თბილისში. ნინი მათთან გადავიდა ქორწილს არ იხდნენ, ამიტომაც პირდაპირ ჯვარი დაიწერეს და ხელი მოაწერეს. ზაფხულში აპირებდნენ პარიზში წასვლას. გეგა და ტაისია უფრო დაახლოვდნენ თითქმის ყოველდღე ნახულობდნენ ერთმანეთს, თითქოს ტაისიასაც გაუჩნდა გრძნობები, თუმცა მალევე მიხვდა რო უბრლაოდ შეჩვევა იყო და გეგასთან იმ უყურადღებობას ინაზღაურებდა რასაც კოსტა იჩენდა. სკოლის შემდეგ მიაკითხა გეგამ ტაისიას, როგორც ყოველთვის ტაისია გოგოებთან ერთად იდგა, როცა გეგა მიუახლოვდა
-როგორ ხართ გოგოებო?-ღიმილით მოიკითხა გეგამ გოგოები
-კარგად გეგა შენ?-ნინი
-კარგად ტაისია წავიდეთ ხო სადმე?-გეგა
-კაი აქვე ახლოს რა სადმე-ტაისია
-ბაზარი არაა ვიცი ერთი საკაიფო კაფე აქვე
კარგი სიტუაცია დახვდათ კაფეში შეუკვეთეს ნამცხვრები და დაელოდნენ შეკვეთას ამასობაში ტაისია უყვებოდა როგორ იღლებოდა სკოლაში გეგა ამ უმნიშვნელო ამბავსაც დიდი სიამოვნებით უსმენდა, როცა უცებ შეაწყვეტინა
-ტაისია როდმედე უნდა ვიაროთ ესე?-გეგა
-ესე როგორ?-ძალიან კარგად მიხვდა საითაც მიყავდა გეგას საუბარი ამიტომაც თვი გაისულელა ეშინოდა მოსალოდნენლი საუბრის.
-არეულებმა-გეგა
-რა გინდა გეგა?-პირდაპირ კითხა ტაისიამ
-მინდა ჩემი შეყვარებული იყო ვიცი რო ისევ კოსტა გიყვარს მაგრამ გთხოვ მომცე შანსი და დაგავიწყებ კოსტას გპირდები
-გეგა არ მინდა შენც იმავე მდგომარეობაში იყო როგორც მე ვარ არ მინდა შენც ჩემსავით უბედური იყო
-შენ გვერდით მე არასდროს არ ვიქნები უბედური-გეგა
-რო ვერ შეგიყვარო-ტაისია
-ტაისია გთხოვ-გეგა
-მაპატიე გეგა- ტაისიამ ჩანთა აიღო და იქაურობას გაეცალა. სახლში დაბრუნდა განადგურებული ცუდად ხდიდ ის ფაქტი რო მის გამო ადამიანა იტანჯებოდა. საწოლში დაწვა და დაიძინა. საღამოს ხმაურმა გააღვიძა, ოთახიდან ისე გავიდა სარკეში არ ჩაუხედია, მისაღებში კი ბიჭები დახვდნენ მათ შორის კოსტაც.
-გამარჯობა-ხმაჩახლეწილმა ამოილუღლუღა
-ტაისია რა გჭირს ცუდად ხარ?-საბა
-არა რა უნდამჭირდეს მეძინა-ტაისია
-რაოო პატარა პრინცმა ხო არ მიგატოვა?-კოსტა
-რეებს ბოდავ?-ტაისია
-რავიცი ისიც შენსავით ნამტირალევი დადის-ისევ და ისევ კოსტას ირონია
-კოსტა ჩვენზე ფიქრს ჯობია შენი და გვანცას მომავალზე იფიქრო
-ხო იცი როგორი შუსტრი ვარ მე ყველაფერს ვასწრებ-თვალი ჩაუკრა კოსტამ და სამზარეულოში შევიდა. მალე გოგოებიც ამოვიდნენ ტაისიამ ორივე საძინებელში შეაგდო და ყველაფერი მოუყვა.
-სულელი ხარ ტაისია არ იყო გეგა ცუდი ბიჭი-თეკლა
-არ მიყვარს და რა მექნა?-ტაისია
-იქნებ შეგყვარებოდა?-ნინი
-რამდენი ხანია სულ ერთად ვართ მაგრამ არაფერი არ მიგრძვნია თავიდან მომწონდა მაინც ახლა მაგასაც აღარ ვგრძნობ-ტაისია
-კარგი რა კოსტას ლოდინს სჯობდა გეგასთან მაინც ყოფილიყავი-ნინი
-კარგი რა შენ საბას მაგივრად სხვასთან იქნებოდი?-ტაისია
-ვერა მაგრამ ჩვენ სხვა სიტუაცი გვაქ-ნინი
-კარგი მოვრჩეთ ამაზე საუბარს გავიდეთ სირცხვილია-გოგოები მისაღებში დაბრუნდნენ
-ჩემი კრასავიცა ცოლი ჩემთნ-ხელებ გაშლილმა ჩაილაპარაკა საბამ და ნინიც მისკენ წავიდა ბედნიერი ღიმილით. მათი შემყურე გახედა კოსტას რომელიც გვანცას ეხუტებოდა, და კიდევ ერთხელ დასწყდა გული.
მალე მოვიდა ზაფხულიც და დაეწყოთ გოგოებს გამოცდები კოსტასაც თუმცა საერთოდ არ ნევიულობდა ტაისია კი სწავლისგან ღამეებს ათენებდა და მაინც ნერვიულობდა.ბოლოს ყველანი ძაან გახარებულები იყვნენ ტაისია მოხვდა სამედიცინოზე გრანტით და ძალიან გახარებული იყო. დასასვენებლად წასვლა ბათუმში გადაწყვიტეს ყველანი ერთად წავიდნე გეგაც წამოვიდა ჯერ არ ულაპარაკიათ ბოლო საუბრის შემდეგ ამიტომ ტაისია დაძაბული იყო კოსტა რა თქმაუნდა გვანცასთან ერთად იყო. საღამოს ჩავიდნენ ბათუმში ამიტომაც ზღვაძე გასვლას აზრი არ ქონდა. სახლი დალაგეს ოთახები გადაინაწილეს. გოგოები ერთად წვებოდნენ ბიჭები ერთად ამ ყველაფრის შემდეგ კლუბში წასვლა გადაწყვიტეს. ტაისია ძალიან დაღლილი იყო თუმცა მაინც გადაწყვიტა წასვლა შავი ზურგმოხნილი მოკლე კაბა ჩაიცვა საკმაოდ დიდი დეკოლტით წინ სვაროვსკის თვლებით მისი წიტელი თმა დაიხვია, შავი მაღლები მოირგო მსუბუქი მაკიაჟი და მზად იყო. ქვევით ჩასულს არავინა არ დახვდა მზად, ამიტომაც სამზარეულოში შევიდა წყალს სვავდა, როცა ჩახველების ხმა მოესმა უკან შებრუნდა დ გეგა იდგა.
-ძლიან ლამაზი ხარ ტაისია- გეგა
-მადლობა გეგა-გეგა მისკენ მიიწევდა ბოლოს კარადასთან მიიმწყვდია
-გეგა რას აკეთებ-გეგას ტაისიას სიტყვები არცკი გაუგია ის იყო მის წითელ ტუჩებს უნდა შეხებოდა რო კოსტას ხმა მოესმათ
- ამ ყველაფრის გაკეთება სხვაგანაც შეგიძლიათ-ირონიულად ჩაილაპარა და წყვილი ერთმანეთს დააშორა კოსტა მალევე გავიდა სამზარეულოდან ტაისიამ კი მარცხენა ლოყა აუწვა გეგას
-ამას მეორეჯერ გაიმეორებ და ჩემს თავსზე პასუხს არ ვაგებ-გაცოფებულმა ჩაილაპარაკა და სამზარეულოდან გამოვიდა. მისაშებში იჯდა და ელოდებოდა კვალ გოგოებს, ახლა კოსტა მიუჯდა გვერდით. ორივე ჩუმად იჯდნე და არცერთი არ არღვევდა ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს ბოლოს კვლავ კოსტამ ამოიღო ხმა
-ესე როდის გავუცხოვდით?-კოსტა
-რას გულისხმობ?-ამ გოგოს თავის გასულელება ძალიან ცუდად გამოსდის
-კარგი რა არ გინდა ტაისია სილულეები დაბადებიდან გიცნობ-კოსტა
-მართლა ვერ ვხდები რას გულისხმობ და რა ვქნა?-კოსტა
-არ გიხარია გვანცასთან ერთად რო ვარ-ტაისიას გაფართოებულ თვლებს რო შეხედა დააყოლა-ეს იმიტო გკითხე რო რაც მე და გვანცა ერთად ვართ საერთოდ აღარ მეკონტაკტები
-უბრალოდ შენ უკეთესი გეკუთვნის-მისი სიტყვები გაუმეორა და თვალი ჩაუკრა. ამდენს ვეღარ გაუძლებდა ამიტომაც გოგოებთან ავიდა
-სად ხარ გოგო ამდენი ხანი თქვენ არ იცით რეები მოხდა-ტაისია



ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობთ



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

Dzalian kargia.imedia male mixvdeba kosta taisia ROM uyvars da agar daagviano ra
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი Nia

Dzalian momwons da gaagrdzele.

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

კარგია გააგრძელე და გაზარდე თავები. იმედია წინა ისტორიასავით დაუმთავრებელს არ დატოვებ.

 


№4  offline წევრი perto

lalita
კარგია გააგრძელე და გაზარდე თავები. იმედია წინა ისტორიასავით დაუმთავრებელს არ დატოვებ.

წინა ისტორიას დავდებ ოღონდ სრულად მოგვიანებით

 


№5  offline წევრი lilearchvadze:)

გააგრძელე მალე რა <3

 


№6  offline წევრი Kukrika123

Gaagrdzele raa,dzaaan momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent