შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა სიჭარბე (1)


7-10-2016, 10:06
ავტორი casas
ნანახია 2 409

"მთელი სიცოცხლე სიყვარულის ერთ წუთშია მოქცეული"


- ზუსტად ძილის შესაფერისი ამინდია - ბუტბუტებს ძილისგან შეცვლილი ხმით და თავს ბალიშში რგავს..როგორ უყვარს წვიმიანი ამინდი..ზუსტად თავისი შესაფერისია..ასეთ დროს შეუძლია მთელი დღე იძინოს და იძინოს.თან რა სასიამოვნოდ ხვდება ყურს ფანჯრის რაფაზე წვიმის წვეთების დაცემის ხმა..თითქოს თავისებური მელოდია..განსხვავებული და თბილი..ისეთი ადამიანს თავის თავში ჩახედვის საშუალებას რომ მისცემს..დედამიწიდან გაიყვანს და სადღაც შორს, სულ სხვა პლანეტაზე აღმოაჩენს.თავის ფიქრებთან და ოცნებებთან მარტოს..ოცნება ხომ ყველა ადამიანის სუსტი წერტილია..მიუწვდომელისკენ სწრაფვა და მომავალში უკეთესის იმედი..თუმცა,დგება ცხოვრებაში მომენტი,როდესაც ადამიანს მისი ოცნების ახდენის რეალური შანსი ეძლევა.მთავარია ვინ,როგორ და როდის გამოიყენებს ამ შანსს..
ტკბილი სიზმრების გარემოცვაში იყო და ვინ იცის რამდენჯერ შემოურბინა დედამიწას ბედნიერმა უეცრად მაღვიძარას გამაყრუებელი ხმა რომ მიწვდა მის ყურთასმენას..ფერადი სიზმრები ნელ-ნელა გაქრა და თვალებგახელილს მისი ოთახის იისფერი კედლები შეეჩეხაა..ბევრი ახამხამა წამწამები იქნებ ესაა მოლანდება და ტკბილი სიმზარი ნამდვილი იყოო მაგრაამ,არაფრით,რომ არ დაბრუნდა განვლილი კადრებიი ერთი კარგად შეიკურთხა და ზლაზვნით წამოდგა ფეხზეე...აბაზანისკენ გზა ხელების ფათურით მოძებნა და თვალებდახუჭული დაადგა სარკის წინ..ყოველთვის ასეთი წესი აქვს..წყლის შესხმის შემდეგ ფხიზლდება და ახელს თვალებს..ის ის იყო პირის შემშრალებას აპირებდა შემთხვევით თვალი თავის ანარეკლს რომ მოკრა და ფეთიანივით გახტა უკან..

-აი,რატომ არ უნდა გნახოს კაცთა მოდგმამ დილით ნენე-თავის თავს ესაუბრებოდა სარკეში და თან აბურდული თმის გასწორებას ცდილობდა ხეელით..დილის პროცედურებს,რომ მორჩა საძინებელში გამოლასლასდაა და ტელეფონის ძებნა დაიწყო..რა ცუდი ჩვევა აქვს..არასდროს არ იცის სად დებს ტელეფონს..მერე ყოველთვის ათასნაირი ტრიუკის გაკეთება უწევს მის საპოვნელად..

-ხომ მაინც გიპოვე ჩიტო-კმაყოფილი ღიმილით აიღო ტელეფონი და საწოლის ქვემოდან ფორთხვა-ფორთხვით გამოძვრა..საღამურს იფერთხავდა და თან შეტყობინებებს კითხულობდა,მისთვის საინტერესო ინფორმაციას რომ მოკრა თვალი..

-სულელი ხარ ნენე,ნამდვილი სულელი- თავის თავს უწყრებოდა და გიჟივით გადი-გამოდიოდა ოთახში.. -ასეთი რამის დავიწყება როგორ შეიძლება.დაბერდიი და დაგეწყო სკლეროზიი-თავში ხელებს ირტყამდა და ტელეფონს ესაუბრებოდა..

დღეს ხომ მისი დაქალის ქორწილი იყოო..როგორ დაავიწყდა..მაგრამ რა ქნას..მთელი კვირა თავით იყო ჩარგული საქორწილო სამზადისში და საშინლად გადაიღალა..საათს დახედაა..კიდევ კარგი ადრე გაღვიძებია,თორე ნამდვილად არ აპატიებდა ანო დაგვიანებას..დაბნეულმა დაიწყო აქეთ-იქით სიარული...სწრაფი ტემპით გაიკეთა მაკიაჟი და წინა დღით სიმწრით არჩეული კაბა მოირგო ტანზე..ტელეფონის ზარის გაგონებაზეე სარკეში ბოლოჯერ გაუღიმა თავის თავს და კისრიტეხვით დაეშვა კიბეებზე..იმსიმაღლე ფეხსაცმელი ეცვა,კიდევ კარგი კისერი,რომ არ მოიტეხა..პირველ სართულზე ჩასულმა ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ღიმილით გაემართა მანქანასთან მდგარი სიმპატიური მამაკაცისკეენ..სახე ბედნიერების ღიმილმა გაუპო,როდესაც ახლოს მივიდა და მის მომხიბვლელობას ახლოდან შეხედა...ბიჭმა წელზე ნაზად შეუცურა ხელი და ცალყბა ღიმილით აათვალიერაა საზეიმოთ გამოკაზმული ნენე..მერე ოდნავ დაიხარა მისკეენ და ველურივით დაეძგერაა ლოყაზეე ! დიახ ლოყაზეე...არ მოგესმათ..ეს სიმპატიური ბიჭი მიისი ბავშვობის მეგობარიი სანდრო,იგივე სანდრინიო გახლდათ...რომელიც ყოველთვის ისე იქცეოდა თითქოს ერთმანეთზე გადამკვდარი წყვილი იყვნეენ..სწორედ ამიტომ დადიოდა უამრავი ჭორი მათზეე..

-კარგი რა სანდრინიო,კიდევ ეგ უნდათ ამათ?-წუწუნით ჩაილაპარაკა და თვალი გააპარა ფანჯრებიდან გადმოყუდებული მეზობლებისკენ.

-მაგათ საჭორაო მიეცი და ხომ იცი ვაბშე ყველაფერზე იჭორავებენ-ლოყაზე მოეფერა და გულზე მიიხუტა

-ასე საშინლად გამოვიყურები?-მოწყენილმა კითხა და თვალები საწყლად ააციმციმა

-ვახ,ეგ სულ დამავიწყდა-ოდნავ უკან გაწია და ერთიანად აათვალიერა-დღეს ჩხუბი მომიწევს ვატყობ-გაჯგიმულმა ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა

-რა ტიპიური ეჭვიანი კაცივით იქცევი...თუ არ დაიღალე-მობეზრებულად გადაატრიალა თვალები და მანქანაში ჩაჯდა

-მაცადე რა,ჩემსას ვისწორებ-სიცილით უთხრა და მანქანა დაქოქა...

-თეკოს გავუაროთ ხომ?- კითხა და ტელეფონი ამოიღო..სანდრექსამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია...მაშინვე განახორციელა ზარი დაქალთან..ხუთ წუთში მოგაკითხავთ და არ გვალოდინოო...ყოველთვის ასე აფრთხილებს ხოლმე მაგრამ რად გინდა...რამდენჯერაც არ უნდა უთხრა სულ აგვიანებს..წესად აქვს თეკოს ყველგან და ყოველთვის დაგვიანება..ბინასთან მისულებს თეკო სადარბაზოსთან ელოდებოდათ...უცებ გააღო მანქანის კარიი და სწრაფად ჩაჯდა..დიდი სამბით მიესალმა მეგობრებს და მათ გაკვირვებულ მზერას თვალი ააარიდა

-სასწაული პირდაპირ...ხომ ხარ კარგად?-ინტერესით ჰკითხა და პასუხის მოლოდინში გაიყუსა

-ო,თქვენი წუწუნის თავი არ მქონდა-ხელი აიქნია და სარკეში მაკიაჟის შესწორება დაიწყო

-სახლში მისვლას ვერ ვასწრეებთ,ამიტომ პირდაპირ ცერემონიაზე მივიდეთ-სანდრინიოს გადაულაპარაკა და ტელეფონი მოიმარჯვა სელფის გადასაღებად..

მანქანა ულამაზეს ადგილას გააჩერეს..ირგვლივ სულ სიმწვანე და ლამაზი ბუნება იყო..მთლიან მინდორზე აქა იქ უზარმაზარი ხეები იწონებნენ თავს..რამდენი იწვალა ასეთი ადგილი,რომ ეპოვნა..დიდი ხნის ძებნის შემდეგ კი როგორც იქნა მიაკვლია იმას,რაც უნდოდა..ამაყად გადმოვიდა მანქანიდან და წელში გამართული წავიდა შუაგულისკენ..სტუმრები და წყვილი უკვე მისული დახვდაა.ანომ როგორც კი შეამჩნია მაშინვე მისკენ გამოემართა და მთელი ძალით ჩაეხუტა

-მადლობა ყველაფრისთვის,საოცრებაა აქაურობა-ცრემლიანი თვალებით ჩაილაპარაკა და მეგობარს ლოყაზე აკოცა

-შენ უფრო მეტსაც იმსახურებ ჩემო საყვარელო-ცრემლები მოწმინდა და გაუღიმა

-არ შევცდი,რომ გენდე-ამაყად ჩაილაპარაკა და გადაიკისკისა..-ახლა კი გაერთე,შენ ამას იმსახურებ-მხარზე ხელი ჩამოუსვა და ხალხის რბოს შეერია..

დიდი ინტერესით აკვირდებოდა ყველა დეტალს..უნდოდა დარწმუნებულიყო,რომ ყველაფერი იდეალურად იყო..რამდენიმე სტუმრის საუბარს მოჰკრა ყური...გაოცებულები იყვნენ დიზაინით და მუსიკით..გულში სიამოვნების ტალღამ დაუარა და კიდევ ერთხელ დააკვირდა ყველაფერს...მართლაც საოცრება იყო აქაურობა...მწვანე ხასხასა მინდორი..ფერად ფერადი ყვავილებით გაფორმებული ინტერიერი და საოცარი ფორმის ათასნაირი ფერის განათება...უაზროდ გაუღიმა სივრცეს და თავისუფალი მაგიდისკენ წავიდა..მიმტანს ერთი ჭიქა ვისკი ააცალა და ერთი ამოსუნთქვით დალია..ცოტა სითამამე ნამდვილად არ აწყენდა..არა,მორცხვი არც არასდროს ყოფილა...უბრალოდ ახლა ნამდვილად ჭირდებოდა დასალევი..თან სანდრინიო და თეკოს სადღაც გაექცნენ..არა ამ ორს შორის ნამდვილად რაღაც ხდება..ისე საოცრად უციმციმებთ თვალები...ჰმ..აუცილებლად გაარკვევს!

ფიქრებში იყო წასული უეცრად უკნიდან საოცარი არომაატი რომ იგრძნო,მერე ვიღაცის ძლიერი ხელები დაეშვნენ მის წელზე და ყურში ათასი საალერსო სიტყვა უჩურჩულეს..მოულოდნელობისგან ენაჩავარდნილი იდგა და საკუთარი გულის ხმა მკაფიოდ ესმოდა..ათასნაირი გრძნობით ივსებოდა და რეალობას მოწყვეტილი მხოლოდ სასიამოვნო არომატს და თბილ ხელებს გრძნობდა...

-ყოველთვის ასე ხმაურობს შენი გული ჩემს შეხებაზე-მამაკაცი ბოხი და საოცრად სასიამოვნო ბარიტონი მისწვდა მის ყურთასმენას..მერე თბილი და ვნებიანი კოცნა იგრძნო კისერში და ათასჯერ შემოურბინა დედამიწას..იმდენად ესიამოვნა,იმდენად რომ საერთოდ დაავიწყდა თავმოყვარეობა და მზად იყო კიდევ დიდხანს მდგარიყო ასე,უცხო კაცის ხელებში მომწყვდეული...
რაო????



№1 სტუმარი Meocnebe

Kargia, gaagrdzele,

 


№2 სტუმარი Nia

Gaagrdzele .kargia damainteresa.

 


№3  offline წევრი casas

მადლობა დიდიი kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent