შეწყვეტილი ცხოვრება (ნაწილი V)
ამ ამბავმა იმდენად შემაძრწუნა, არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, მასთან გაქცევა და ბოდიშის მოხდა მომინდა, ბოდიშის მოხდა იმის გამო რომ ასეთი წარმოდგენა შემექმნა ადამიანზე და ასეთი საშინელი სიტყვები ვუთხარი... ჩემი მეორე მე სლუკუნებდა რაც აქამდე არასდროს მომხდარა, ერთიანად თრთოდა და ხმასაც კი არ მცემდა. ბებია აშკარად ძალიან დაიღალა ამიტომ დასაძნებლად გავიდა მე კი ძილი არ მომკარებია, ერთიანად გავითავისე მისი ტკივილი, ერთიანად შემძრა მისმა ტანჯვამ, ახლა მხოლოდ ის მიკვირდა როგორ გაუძლო 17 წლის ბავშვმა ამხელა ტკივილდ და როგორ შეძლო ის რომ ადამიანური სახე ბოლომდე არ დაკარგა. ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის, მისი ცრემლები, მისი უხეში საუბრაი, სიცოცხლისადმი ასეთი სიფრთხილამ ე, მის ადგილას დავაყენე საკუთარი თავი და ერთიანად ვიგრძენი ტკივილი, ეს იყო ტკივილი რომელიც მშვიდად ცხოვრების საშუალებას არასდროს მოგცემდა, რომელიც შენს სულში სამუდამოდ დაისადგურებდა და ყოველ გათენებული დღეს თავს შეგახსენებდა, საკუთარ მეს სრულიად დაგაკარგვინებდა და სიცოცხლის გაგრძელების სურვილს მოგისპობდა, ერთიანად დაგცემდა მიწაზე და აღარასდროს მოგცემდა წამოდგომის საშუალებას, იმდენად შემოვიდა ეს ტკივილი ჩემში რომ იატაკზე დავიწყე ფორთხვა და ფრჩხილებით მისი დაკაწვრა, ვეღარაფერს ვგრძნობდი გარდა ამ საშნელი გაუსაძლისი მდგომარეობის. თავს იატაკზე ვურტყამდი მინდოდა მეტირა მინდოდა ერთიანად ამომეგლიჯა და გამომეშვა ჩემი სხეულიდან თუმცა ამაოდ ის სამუდამოდ შემოვიდა ჩემში და აღარსად წასულა. ეს კი მხოლოდ იმ ამბის ნაწილი იყო რაც მან გამოიარა და ვინ იცის კიდევ რამდენი რამის გაგება მომიწევდა მასზე, ნებისმიერ შემთხვევაში მას უნდა დავლაპარაკებოდი უნდა მეჩვენებინა რომ მე ვიცი, მე ვგრძნობ იმას რასაც ის იმ ღამით ვისკის ბოთლითა და ცრემლებით გარშემორტყმული გრძნობდა. როდორც იქნა მიილია ის წყეული ღამე, ღამე რომელმაც ყველაფერი იცის შენს შესახებ თითოეული საიდუმლო, თითოეული ნაბიჯი, ალბათ მასზე უკეთესი მესაიდუმლე არც არსებობს ამ ქვეყნად, შეუძლია მოგისმინოს და არ განგსაჯოს, შეუძლია უბრალოდ იყოს იმ დროს შენთან როდესაც ეს გჭრდება, ამიტომ მიყვარს ღამე, გამთენიისას თითქოს ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა თუმცა წინა ღამით მოსმენილი ამბავი მოსვენებას არ მაძევდა, აბაზანაში შევედი უძილობისგან თავი მისკდებოდა, თბილმა შხაპმა ცოტა დამამშვიდა, ტანსაცმელი ჩავიცვი და მეზობელი კოტეჯისკენ გავწიე, კარზე დავაკაკუნე თუმცა სახლში არავინ დამხვდა კარი კი ღია იყო, შიგნით შევედი, იატაკზე ონიაკის ბოთლი ეგდო, დივანზე კი გადაშლილი დღიური.... ერთწამს გავჩერდი, არ მომეწონებოდა ჩემი დღიური ვისმეს რომ წაეკითხა, მეტიც ალბათ მოვკლავდი ამის გამო, თუმცა ახლა ახლა ეს არ მაინტერესებდა, უნდა წამეკითხა დამენახა მისი რეალური სახე, გამეცნო მისი რეალური მე... ფრთხილად ავიღ, ეს არ იყო ყოველდღიური რუტინით აღსავსე უინტერესო ფრაზები, არც ჩივილი საკუთარ უბედურებაზე... ჩანაწერები იყო, სიყვარულით მონატრებითა და სითბოთ აღსავსე, რომანტიკოსი ყოფილა გავიფიქრე და გამეღიმა, "ესღა მაკლდა" ჩაიბუტბუტა ჩემმა მეორე მემ ირონიულად, პირველ ფურცელზე გადავშალე და კითხვა დავიწყე...... "ჩემი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ერთადერთი სინათლის სხივი და მომავლის იმედი, ის მაძლევს ძალას წამოვდგე და ვიბრძოლო, გავაგრძელო ცხოვრება და მჯეროდეს, მჯეროდეს სასწაულების...... შეუძლებელია მის უძირო ჭაობისფერ თვალებს ჩახედო და არ შეგიყვარდეს, ერთიანად გატყვევებს, თითქოს შენს სულში იხედება და ერთიანად გაშიშვლებეს, შეუძლებელია ამ თვალებს რაიმე დაუმალო ან მოატყუო... მუდამ გაბუშტული პატარა ტუჩები თითქოს ყოველ წამს მზად არიან იტირონ და შენც ცდილობ, ცდილობ ზედმეტად არაფერი აწყენინო რათა მის ზურმუხტისფერ თვალებს ცრემლის კვალი არ დაემჩნას, ისეთი სიფრიფანაა ზოგჯერ მგონია სულ ოდნავ რომ მოვუჭირო ხელი დაიმსხვრევა ფაიფურის თოჯინასავით და ფერფლად იქცევა ფენიქსივით, თუმცა სწორედ ამ ერთიციცქნა, ფაიფურის თოჯინამ, თოჯინამ რომელსაც უკეთილშბილესი გული აქვს მომცა ძალა, ძალა რომელიც სიცოცხლის სურვილსა მიბრუნებს, მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი სამოთხეა ხოლო ჯოჯოხეთი რომელიც აქამდე გამოვიარე აღარსადაა გაქრა თითქოს არც არასდროს ყოფილა, საოცარია მაინც რამდენი რაღაცის გადატანა შეუძ ადამიან ს მაშინ როდესაც უყვარს და როდესაც საყვარელი ადამიანი მის გვერდითაა" ეს ერთადერთი ჩანაწერი იყო რომლის წაკითხვაც მოვასწარი, მართალია ვერ გავიგე ვისზე იყო საუბარი თუმცა ძნელი მისახვედრი არ იყო რომ ამ ადამიანმა მნიშვნელობა არაქვს მის სახელსა და პიროვნებას ერთიანად შეცვალა იოანეს ცხოვრება, და ჭაობს გადაარჩინა, ჭაობს რომელში ჩაგდებასაც ასე ლამობდა ცხოვრება.... შემდეგ ფურცელზე გადავშალე თუ არა კარის ჭრიალის ხმა მომესმა, დღიური სწრაფად დავკეცე და სკამზე დავჯექი, ვცდილობდი არ შემემჩნია ჩემი დანაშაული თუმცა ალბათ არ გამომივიდა. -აქ რას აკეთებ? ჩვეული უტაქტობით შემხვდა, თუმცა ამჯერად არ მწყენია რადგან დაახლოვებით ვიცნობდი მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს... -უკაცრავად, უბრალოდ მარტო ყოფნა მომწყინდა, არ ვიცი რა ვაკეთო ამიტომ გადავწყვიტე გამომეარა... იქნებ ერთად გავისეირნოთ სადმე, არ მაწყენდა კამპანია... -მე აღარაფერს მეკითხები? -ჰაჰა. -ბოლო ხმაზე ხარხარებს ჩემი შინაგანი ხმა, სიცილისგან მუცელი სტკივ და ხელებს ზედ იჭერს... როგორც ჩანს არც ისე ადვილი ყოფილა მასთან კონტაკტში შესვლა, ალბათ მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი... -კარგი ბოდიშს გიხდი შეწუხებისთვის, ნახვამდის იო... დავემშვიდობე და წამოვდექი... -ასე აღარასადროს მომმართო გაიგე? -ბოდიშ მაგრამ დავაშავე რამე? შეგიძლია ამიხსანა, რა არის შენი ჩემდამი ასეთი სიძულვილის მიზეზი? აქამდე გარკვეულ ახსნებს ვუძებნიდი ყველაფერს მარამ ეს, ეს უკვე მეტისმეტია. -არაფრის ახსნას არ ვაპირებ შენთვის უტვინო გოგო, შეგიძლია წახვიდე კარგად იყავი. კარი ცხვირწინ მომიჯახუნა, ფაქტიურად გამომაგდო სახლიდან. ამ საუბრის შემდეგ გადავწყვიტე მასთან აღარასდროს მივსულიყავი, ვფიქრობდი დამელაპარაკებოდა და ყველაფერს მომიყვებოდა, მენდობოდა მაგრამ სულ ტყუილად ის კლდესავით შეუვალი იყო, უაზროდ ჯიუტი. გარეთ მშვენიერი ამინდი იყო თოვლის ზედაპირი მზის სხივებს ირეკლავდა და ათასფრად ბზინავდა, სასიამოვნოდ თბილოდა, ცოტა გავისეირნე, ნეტავ ვისზე საუბრობდა ასეთ სიყვარულით, თანაც მისი სხეული ისე ჰქონდა დახატული ალბათ ანგელოზი იყო, ნეტავ რა დაემართა სადაა ახლა? რატომ არაა მის გვერდით? დღიურმა პასუხების ნაცვლად უამრავი ახალი კითხვა გამიჩნა, რომელთა პასუხი ისევ დღიურში უნდა მეპოვნა ან ჩემი მოხუცისგან. სახლში დავბრუნდი ყავა გავაკეთე ვერანდაზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე, ნეტავ წამომეღო დღიური... -და შენი აზრით იმდენად უტვინოა ვერ შენიშნავდა? -ირონია არაა საჭირო ისევ დავაბრუნებდი ხვალ. -კი და ისე გააგიჟებდი ამ საქციელით ორთქლმავალივით ბოლს გამოუშვებდა ყურებიდან. ამ შენიშვნაზე გამეღიმა, თურმე მეორე მეს იუმორის გრძნობაც ჰქონია და სარკაზმის გარდა ხუმრობაც შესძლებია. ამ ამბებმა იმდენად გამიტაცა საკუთარი ოჯახი და პრობლემები სრულიად გადამავიწყდა, ტელეფონი ავიღე და ჩემს ძმას დავურეკე: -როგორ ხარ დემე? რას შვები სახლშ ხარ? მომენატრე ძალიან. -შენ როგორ ხარ? სად წახვედი? მე რატომ არ გამაფრთხილე? უკვე 1 კვირაა შენს შესახებ არაფერი ვიცი, ვიცი რომ კარგად ხარ მაგრამ მაინც ვნერვიულობდი თან აქ არც ისე კარგადაა ყველაფერი. -მაპატიე, უბრალოდ მოულოდნელად გადავწყვიტე წამოსვლა და შემდეგ.... მოკლედ თავის მართლებას აზრი არაქვს უნდა გამეფრთხილებინე შენ.. მანდ არასდროს არაა ყველაფერი კარგად, მაგით ვერ გამაკვირვებ. -არა არა, გაცილებით უარესადაა ვიდრე ჩვეულებრივ. -მაინც რა მოხდა? ის ისეთი აღელვებული და სხვანაირი ხმით საუბრობდა, თითქოს რაღაც ჩაწყვიტესო გულში თითქოს რაღაც ნაწილი დაკარგა და თავადაც ვერ ხვდება ამას. -დედა და მამა... -რა დემე? თქვი მალე. -ისინი, ისინი დაშორდნენ, დედა წავიდა.... გულში რაღაც გაწყდა, გაწყდა უკანასკნელი იმედის ძაფი... რწმენა იმის რომ ოდესმე ყველაფერი მოგვარდებოდა ერთიანად ჩანაცრდა... ყველაფერი შავთეთრი ფერებით დაიფარა... -ჰეი აქ ხარ? -მე, მე მაპატიე მოგვიანებით დაგირეკავ კარგი? -კარგი მალე დაბრუნდი ძალიან გთხოვ. -ვეცდები დემე, ბოდიში უნდა წავიდე. ტელეფონი მივაგდე იატაკზე, ის მოხდა რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ერთიანად კანკალმა ამიტანა და ვერ ვჩერდებოდი, საათს დავხედე, 10 სრულდებოდა, გარეთ გავედი ცივ ჰაერს გონს უნდა მოვეყვანე, ახლა რა მელოდა? რა ელოდა ჩემს ძმას? -ძალიან გადარდებს ხომ? ისევ არ ხარ მის გვერდით სწორედ მაშინ როდესაც ყველაზე მეტად სჭირდები, გემუდარებოდა მალე დაბრუნდიო, შენკი ტელეფონზეც არ დაელაპარაკე წესიერად, იმიტომ რომ ისევ მხოლოდ შენს თავზე ფიქრობდი. ის მარტოა მარტო უმკლავდება ამ ყველაფერს შენ კი ისევ ისევ იმალები ახლა უკვე ახალ სოროში.. და თავს იმით იმართლებ რომ საკუთარი თავისა და პრობლემებისგან გამოსავლის პოვნა გინდა... რა ადამიანი ხარ საერთოდ ვერ ვხვდები..... -გაჩუმდი ახლა მაინც ჩაიგდე ხმა და თავი შეიკავე შენი უაზრო მონოლოგებისგან, ახლა მაგის მოსმენა ყველაზე ნაკლებად მინდა.. - აბა რისი მოსმენა გინა? იმის ხომ არა რომ ყველაფერი კარგადაა შენი მშობლები ერთად არიან და შენი ძმაც უბედნიერესია? იმის ხომ არა რომ სახლში სიხარულით გელიან და ერთი სული აქვთ როდის დაბრუნდები? იქნებ სწორედ შენი წამოსვლა გახდა შენი ოჯახის სამუდამოდ დანგრევის მიზეზი? ამაზე არ დაფიქრებულხარ ხომ? არა რათქმაუნდა სად გცალია ამისთვის? ჯერ საკუთარი თავის გამოგლოვებას აპირებ და შემდეგ ისევ ს შეეცდები, იმის მაგივრად რომ პრობლემის მოგვარება სცადო, და ეგეც რათქმაუნდა არ გამოგივა იმიტომ რომ არაფერი არ შეგიძია ამქვეყნად........ როდის უნდა გამოფხიზლდე როდის უნდა გაიზარდო... რომ შემეძლოს ახლა დიდი სიამოვნებით შეგაფურთხებდი სახეში ამგვარი საქციელის გამო... ეს ხმა მისი ასაეთი მწარე თავის შეხსენებები კიდევ უფრო მიწამლავდა სულს, ბილიკზე ჩამოვჯექი, სულ ცოტაც და გული გამისკდებოდა ალბათ, ნაცნობი ნაბიჯების ხმა მომესმა. -ისევ შენ? ახლა რაღას აკეთებ? თავის მოკვლის ახალი გეგმა ხომ არ შეგიმუშავებია? -გთხოვ შემეშვი? ოღონდ ახლა არა -რა მოხდა? კარგად ხარ? -რატომ ინტერესდები? შენ ხომ არ შეგიძია ადამიანის მოსმე და მხოლოდ ერთი შეხედვით აკრავ იარლიყს შენი აზრით ხომ გიჟი ვარ ხოდა გიჟებს სჩვევიათ ღამღამობით გარეთ ხეტიალი... -ეი ეი ეი, მოიცადე სულ კანკალებ და და სატირლად ხარ მზად. -დამშვიდდი ვერ ვიტირებ ძალიანაც რომ მინდოდეს არ შემიძლია. -ადექი, ვიცი რაც გიშველის. ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც ადამიანურად დამელაპარაკა და რეალურად გამოთქვა დახმარების სურვილი. წამოდგომაშ დამეხმარა... "გაყინულხარ" -არ მცივა. "უაზროდ ჯიუტობ" ქურთუკი შემომაცვა და თავისი სახლისკენ წამიყვანა. ბუხართან ახლოს დავჯექი პლედი მოვიხურე მხოლოდ ახლა ვიგძენი როგორ მციოდა, მაგრამ ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.