შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროებითი ინტიმი (თავი მეოთხე)


8-10-2016, 02:54
ავტორი Nanaga
ნანახია 2 772

ავთო ჯაში

ავთოს მიერ ნათქვამ მისამართზე რამოდენიმე წუთში მივედი, თვალებით მოვათვალიერე ჩემთვის ნაცნობი ადამიანი და მალევე ვიპოვე, უამრავ ხალხში მაინც გამოირჩეოდა, არ ვიცი რა იყო ის გრძნობა რასაც განვიცდიდი, იმდენი ხანია ნორმალური ურთიერთობა არ მქონია მამაკაცთან, მგონი ყველანაირი გრძნობა თუ სურვილი ახლა გაშიშვლდა და გამოაშკარავდა, თეთრი პერანგი და ჯინსის შარვალი ეცვა, არ ვიცი რატომ ვაკეთებ აქცენტს მის ტანისამოსზე თუმცა მომწონს როდესაც მამაკაცი უბრალოდ მაგრამ სიმპატიურად გამოიყურება.

- როგორ ხარ? - ცალი ყბით გამიღიმა, გადამკოცნა და სკამი ზრდილობიანად გამომიწია
- რავიცი არამიშავს, გამიკვირდა რომ დამირეკე
- კარგი რა არ მითხრა არ მეგონა თუ დამირეკავდიო, პატარები ხომ არა ვართ გამეწელა შენთან შეხვედრის მომენტი - ისევ იღიმება
- უბრალოდ მგონია რომ ძალიან ჩქარობ - არც მე ჩამოვუვარდები ვინმეს პირდაპირობაში, თუ ომს მიცხადებს მაშინ მიიღოს თავისი წილი ბრძოლა
- მთავარია ამ სიჩქარემ ვინმე ან რამე არ დააზიანოს, სხვა შემთხვევაში ყველაფერი გამართლებულია - ნაზად შემივსო წითელი ღვინით ჭიქა
- მერე ვინმე რომ დაზარალდეს ან რომელიმეს გული გვეტკინოს?
- ნუ ფიქრობ ასეთ ბავშვურ თემებზე, დიდები და ჩამოყალიბებულები ვართ. - რაღაც მხრივ მართალი იყო, ჯერ ის ურთიერთობა არ გვქონდა, რომ გულის ტკივილზე ჩამომეგდო თემა.
- კარგი მაშინ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას
- მოვლენები ჩვენ უნდა განვავითაროთ, თავისით არაფერი არ ხდება - თვალი ჩამიკრა და სიგარეტს მოუკიდა
- იცი რა, უსამართლო ურთიერთობა გვაქვს. - გამეღიმა
- ოჰ, აბა რა მხრივ მეუბნები მაგას ჩემო სამართლიანობის დამცველო - გაეცინა მასაც და მეც
- შენ ჩემზე ასეა თუ ისე იცი რაღაცები, მე კიდე შენზე არაფერი არ ვიცი - გულწრფელად დავინტერესდი მისი ცხოვრებით
- მყავს ცოლი, ორი შვილი და ვმუშაობ დაცვის პოლიციად, კიდე რა გაინტერესებს?
- სიმართლე მაინტერესებს. არ გავხარ იმ ტიპის ადამიანს ცოლიანმა რომ სხვა ქალთან დაიწყოს არშიყი - ცოტა არ იყოს გამაღიზიანა მისმა ქედმაღლობამ და უკბილო ხუმრობამ
- კარგი, ვარ 29 წლის, ნამდვილად სწორად მიხვდი არ მყავს არც ცოლი და არც შვილები, მაგრამ მყავს უსაყვარლესი დედ-მამა და ორი და. ჩემთვის მშვიდად ვცხოვრობ ბახტრიონზე, საკმაოდ ბევრი ნაცნობი მყავს თუმცა მეგობრები იმდენად ბევრი არა, ამჟამად ჩემი მცირე ბიზნესი მაქვს, სამომავლო გეგმები ჯერ არ დამიწყია. კიდევ რა გაინტერესებს მითხარი იმისთვის რომ ჩათვალო კარგად მიცნობ - გაეცინა, რატომღაც მეგონა უფრო მრავალფეროვანი ცხოვრება ექნებოდა, ან რამე გასაოცარი ისტორიები, ნუ ასეთი დალაგებული ნამდვილად არ წარმომედგინა
- ჯერ-ჯერობით მეტი არაფერი, ახლა მაინტერესებს ჩემზე, გარდა იმისა რომ მეკო გიყვებოდა, საიდან იცი და ნომერი საიდან გაიგე?
- მოდი ჯერ იმით დავიწყოთ, რომ თბილისი მართლა პატარაა და ყველა ყველას იცნობს, ან ვიღაცის ჩერეზ ნაცნობ-ახლობელია ნომრის გაგება და ადამიანის მოკითხვა არ გაუჭირდება არავის, შენ რაც შეგეხება პირველად ტელევიზორში მოგკარი თვალი, მეორედ ივენთზე, ახლოდან რომ დაგინახე მართლა მაგრად მომეწონე მაგრამ
ისეთი სიტუაცია იყო ვერანაირად მოვიდოდი, მესამედ უკვე გამოფენაზე გნახე მეკოსთან ერთად. აი მესამედ უკვე შეგნებულად აღარ მოვედი, მეკოს გამოვკითხე ყველაფერი და ჩემი ინტერესი ამით დავიკმაყოფილე. - რამდენად სიმართლე მითხრა არ ვიცი, თუმცა რაში დასჭირდებოდა მოტყუება ივენთებზე და გამოფენებზე ხშირად დავდივარ ინტერესის გამოც და პროფესიიდან გამომდინარეც, ტელევიზორში სულ ერთი ორჯერ ვიყავი, საინტერესოა ნამდვილად.
- სამწუხაროდ მე არასდროს შემიმჩნევიხარ არსად - მეც სიმართლე ვუთხარი
- არაუშავს, სამაგიეროდ ახლა ზიხარ ჩემს წინ - ორაზროვნად აათამაშა წარბი.
დარბაზში საკმაოდ დაცხა, სასმელიც რა თქმა უნდა მოქმედებდა სიცხეზე, ჩემმა პარტნიორმა შეამჩნია ჩემი დისკომფორტი.
- გინდა გავიდეთ გარეთ? არაჩვეულებრივი ვერანდა აქვთ, ულამაზესი ხედით და კომფორტული ჰამაკით
ცივი ჰაერი ნამდვილად მესიამოვნა, სასიამოვნო სანახავი იყო თბილისი ღამით, როცა ყველაფერი ანათებს და იგრძნობა ქალაქში სიცოცხლე. ნამდვილად კარგი გემოვნება აქვს ავთოს, ელეგანტური და დახვეწილი, იცის სად უნდა დაპატიჟოს ქალი.
- რაღაცას გკითხავ, იმედია არ გამიბრაზდები, ქმარს რატომ დაშორდი? - ნამდვილად არ მესიამოვნა ეს კითხვა, თითქოს წარსულის შავი ხელები მუდმივად მედებიან სხეულის ყველა წერტილში. ძალიან არ მსიამოვნებს როდესაც პირადზე ვსაუბრობ თან ისეთ პირადზე რომელიც ოდესღაც სადღაც მოვისროლე.
- იცი რა, არ მინდა ამაზე საუბარი. ისეთი თემაა რომელსაც ალბათ არასდროს გავიხსენებ და ძალიან გთხოვ ჯერ ჯერობით კი არა საერთოდ დაივიწყე კარგი ეს ამბავი? - სახე ავარიდე და ისევ თბილისის ხედით დავტკბი, რა უცნაურია დღეს დემეტრეს გული უცბად გადავუშალე ამ თემაზე, ახლა კი იმ ადამიანს ვუბრაზდები რომელიც მართლა მომწონს.
- კარგი შენი ნებაა, უბრალოდ დავინტერესდი - აშკარად არ ესიამოვნა ჩემი პასუხი
აღარაფერი მითქვამს, ორივე ჩუმად ვიყავით, მე ჰამაკში ნელა ვირწეოდი, ის კი ახლო მდებარე სკამთან იჯდა და ისევ სიგარეტს ეწეოდა, ვაკვირდებოდი მის სახესა და სხეულს. წარბსაც არ ათამაშებს, მიმიკაც არ აქვს, მშვიდი და გაწონასწორებულია, პროპორციული სახე აქვს, გამოხედვა კი მკაცრი მაგრამ ხანდახან ზედმეტად თბილი.
- შენ ძალიან ბავშვური ხარ - ისე თქვა, ჩემთვის არც შემოუხედავს
- რატომ? - მართლა დავინტერესდი საიდან გამოიტანა დასკვნა
- ერთხელ გეტკინა გული და ახლაც გეშინია, შენ თავში ჩაკეტილი ადამიანი ხარ, გრძნობები გაქვს და რატომ არ გინდა გამოუშვა? ქალი ხარ ნუთუ არ გინდა ის სიამოვნება და სითბო რაც წესით უნდა გერგებოდეს, გეშინია?
- ჯერ-ჯერობით არავინ გამოჩენილა ისეთი ვისაც ხელახლა დავუკავშირებ ბედს, არასწორი გადაწყვეტილების მიღება არ მინდა, რატომაც არა ფრთხილად ვარ და არ მინდა გული მეტკინოს. ეგ ვის უნდა კარგი რა, ოდესმე თუ გამოჩნდება ის პიროვნება რომელიც მართლა კარგი ადამიანი იქნება და იმედიანად ვიქნები მის გვერდით, გრძნობებსაც გამოვააშკარავებ მაგრამ ახლა ჯერ ადრეა.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, რაღაცაზე ჩაფიქრდა, მე კი გავაგრძელე მის სახეზე თვალების ცეცება. სიჩუმე ავთოს ტელეფონზე შემოსულმა შეტყობინების ხმამ დაარღვია, მობეზრებულმა დახედა მაგრამ მალე შეეცვალა გამომეტყველება, გაეღიმა, გულწრფელად გაეღიმა და საპასუხო შეტყობინებაც გაუგზავნა, მერე მე გამომხედა და ჩემთან ახლოს მოიწია
- მე მინდა რომ ეგ ადამიანი მე ვიყო - ოჰოო, რა პირდაპირია.
- ავთო, მაინც მგონია რომ ყველაფერი დრომ უნდა დაალაგოს, შენ არ შეგიძლია მოხვიდე ჩემთან და მაიძულო რამე ან მომთხოვო მოდი და ჩემთან იყავიო. - ისევ ჩაეცინა, ღმერთო როგორ უხდება სიცილი!
- მერე ვინ გეუბნება მაგას? უბრალოდ მე მინდა სამომავლოდ მე ვიყო ეგ ადამიანი, ჯერ-ჯერობით სერიოზული არც მე მინდა არაფერი, მომწონხარ როგორც ქალი და რატომ არ უნდა ვცადო ბედი? იკარგება ამ სვლით რამე?

ჩემმა ყოფილმა ქმარმა, რომ პირველად სიყვარული ამიხსნა უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. პრინციპში სიყვარული არც აუხსნია, ვიცოდი რომ ვუყვარდი და მეც ვიცოდი რომ მიყვარდა. როგორ მოხდა და განვითარდა ჩვენი ურთიერთობა ამას ვერც მე და ვერც რეზი ვერ გეტყვით. თუმცა შემდგომი ყველაფერი ზედმეტად წმინდა და რომანტიული იყო, იმის შემდეგ ყოველთვის როცა ასე ვთქვათ ლაით ფლირტს წამოვიწყებ, ყოველთვის მგონია, რომ ეს სიყვარული და ის ქმედებები რომელიც 20 წლისას მიხაროდა, უნდა განმეორდეს. თუმცა როგორც ადამიანები არიან ინდივიდუალურები, ურთიერთობებიც ანალოგიურია. ის გრძნობა და ამბები რა თქმა უნდა აღარ მოხდება, მე კი დღემდე ველოდები, რომ ალბათ ოდესმე ზუსტად ისევ ისე იქნება ყველაფერი, მაგრამ მთავარი გმირი, ამ შემთხვევაში რეზი შეიცვლება მეთქი. ხანდახან ჩემი და დამცინის ხოლმე, შენ რეზი გიყვარს ისევო და ბოლოს მაინც მასთან იქნებიო მაგრამ, თუნდაც ვისაუბროთ ავთოზე.
როდესაც გუშინ მაკოცა, გამახსენდა ის ურთიერთობა რაც მქონდა რეზისთან. ისიც ხომ ასეთი მოულოდნელი იყო? ამიტომაც მგონია, რომ ავთოსკენ რაღაც ქიმიური ბმა მაკავშირებს, ქიმიაში მთლად მაგრად ვერ ვერკვევი მაგრამ ვიცი რომ ეს ასეა. ავთოსთან ყოფნა მსიამოვნებს, მახსენებს იმ ყველა მოგონებას და მგონია რომ ახლა უნდა მოხდეს სასწაული და ზუსტად ისე მოხდება ყველაფერი როგორც მე მინდა. ამიტომაც არ მინდა ავთომ ზედმეტი სიჩქარით ყველაფერი აურიოს.
ჯერ მხოლოდ ორჯერ შევხვდი და ალბათ იფიქრებთ, რატომ ლაპარაკობს ასეთ თემაზეო, ადამიანს შესაყვარებლად თურმე სულ სამი წამი სჭირდება. მე სიყვარულზე არ ვლაპარაკობ ამ ეტაპზე მაგრამ მინდა ავთოსთან განმეორდეს ეს ყველაფერი, მეც მინდა რომ ავთო იყოს ის ადამიანი ვინც მართლა იქნება ჩემთან.
- რაზე ფიქრობ? - ლოყაზე ნაზად მომისვა ხელი
- წეღანდელ შენს ნათქვამზე
- მერე, რა მოიფიქრე? - ახლა უკვე თმებზე მეფერება
- მართალი ხარ, მეშინია ბევრი რამის მაგრამ იმედია მალე ეს შიშებიც გაქრება - ახლა მე ჩამეღიმა.
ნელა გადმოიხარა ჩემსკენ და შუბლზე თავისი ცხელი ტუჩების კვალი დამატყო.
- ნუ გეშინია ნურაფრის, - გამიღიმა და თვალი ჩამიკრა - ჩემი მეგობრები აქვე ახლოს არიან, ხომ არ გინდა რომ შევუერთდეთ და გაგაცნო? - სიამოვნებით წავიდოდი მაგრამ მართლა დაღლილი ვიყავი
- არა, დღეს ნამდვილად არ მინდა, დავიღალე და მეძინება, თან უკვე უნდა წავიდე მე, სხვა დროს იყოს.
- კარგი როგორც გენებოს - ჩემთან ერთად წამოდგა, წელზე ნელი მოძრაობით შემეხო და კარისკენ მიბიძგა.
- მანქანით ვარ, ჩემით გავალ ამჯერად, აღარ შეგაწუხებ - გამეცინა
- მანქანა როდის შეაკეთე? - ნელა აათვალიერა ძველად დაზიანებული და უკვე აღდგენილი სარკე
- აჰ, ვინც დამიმტვრია იმან გამიკეთა, დღეს. - ნამდვილად არ მინდოდა ახლა დემეტრეზე საუბარი.
აღარც ავთოს უკითხავს არაფერი, მანქანასთან მივედით ორივე, რამოდენიმე წამი ჩუმად ვიყავით, შემდეგ დაიხარა და ამჯერად ნაზად შემეხო ბაგეზე, მანქანის კარი გამომიღო. მე კი გახევებული ვიდექი ერთ ადგილზე სანამ მისმა ღიმილმა არ გამომაფხიზლა.
- რომ მიხვალ მომწერე. - თვალი ჩამიკრა, იქამდე იდგა სანამ ალბათ არ გაუჩინარდა ჩემი მანქანა.

სახლში ტაატით ავედი, კარები ღია დამხვდა.

- ნანკა, შენ არ იცი, რომ კარი უნდა ჩაკეტო? - გავბრაზდი ჩემს დაზე
- დავინახე შენი მანქანა და გაგიღე, რა მოხდა დროზე მომიყევი - გიჟივით მეცა და დივანზე დამაგდო, რა ჭორიკანაა!
- ვაი მე! რომ იცოდე რა მაგარი და კარგი ადამიანია დემეტრე, უბრალოდ ასე ვერ მოგიყვები, ძაან მაგარი ბიჭია და რა უნდა ვქნა არ ვიცი.
- გეუბნებოდი მე შენ, რა უნდა ქნა და უარი ჩემო კარიერისტო, უარი! წავედი ეხლა, მეძინება და იფიქრე რომ გეუბნები! - ლოყაზე მაკოცა და დამტოვა მე დივანზე მოკალათებული.

რატომღაც ზედმეტად რომანტიულ განწყობაზე დავდექი.
უბის წიგნაკი ჩავრთე, მე და რეზის ძალიან გვიყვარდა ეს ფილმი, ხანდახან ჩემი თავიც მგონია ფილმის პერსონაჟი მაგრამ დილით რომ სამსახურში ვარ წასასვლელი, ეს უკვე რეალობაში მაბრუნებს.

- ხომ გითხარი სახლში, რომ მიხვალ მომწერე თქო? - მომწერა ავთომ
- ახლახანს მოვედი, მშვიდად იყავი
- ძილინებისა, თავს გაუფრთხილდი.

აღარაფერი მიმიწერია, გავაგრძელე ფილმის ყურება და მალევე ფერადი სიზმრების სამყაროში გადავეშვი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent