შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისიდან დასასრულამდე


8-10-2016, 03:01
ავტორი kato wiklauri
ნანახია 2 321

გული აუჩქარდა როცა მიხვდა საით მიდიოდა ალექსი. დაბნეულმა ჯერ დედას გადახედა, მერე კი იმ უცხო გოგოს გზაში რომ შეუერთდათ. ის ჩუმად იჯდა და ხმას არ იღებდა. ოდნავ გამომწვევად იყო ჩაცმული და ზედმეტად გადაპრანჭულიც კი ეჩვენა. უნდოდა საყვარელი ადამიანისთვის ეკითხა ვინ იყო ის, მაგრამ ხმას ვერ იღებდა. ფანჯარას ოდნავ ჩაუწია. გრილი ნიავი ესიამოვნა.
-ხომ კარგად ხარ?-ჰკიხა ალექსმა.
-კი კარგად ვარ.
ალექსს მეტი არაფერი უკითხავს. რამდენიმე წუთში მანქანა გააჩერა.
-აქ რა გვინდა?
-ახლა ყველა ერთად სახლში შევალთ და ყველაფერს გავარკვევთ.
-რას ქვია ყველაფერს?
-დამშვიდდი და მომენდე კარგი? ხომ გჯერა ჩემი?
-კი მჯერა.
-ხოდა წავიდეთ.ქალბატონო მაია თქვენც წამოდით.ასე ჯობია.
-რამდენჯერ გითხარი შვილო რომ ასე არ მომმართო-თქო?უბრალოდ მაია დამიძახე.-ღიმილით უპასუხა მან. -ვიცი აქ რისთვის მოვედით, მაგრამ არა მგონია მან მოგვისმინოს.
-ჩვენ ჩვენი ვცადოთ . ალექსი მანქანიდან გადავიდა...
გული აუჩქარდა ქეთის მამასთან მოსალოდნელი შეხვედრის გამო. ალექსს ხელი ძლიერად ჩასჭიდა და კარზე ზარი დარეკა. კარი მოახლემ გააღო.
-ვინ არის?-მოისმა ოთახის სიღრმიდან მამაკაცის ხმა. ქეთიმ ძალა მოიკრიბა და სახლში შევიდა. დანარჩენებიც უკან მიჰყვნენ.
-მე ვარ მამა. თვითონაც არ იცოდა საიდან მიეცა ამხელა გამბედაობა.
-აქ რა გინდათ?აქ როგორ გაბედეთ მოსვლა?შენ მაინც როგორ შემოდგი ამ სახლში ფეხი მაია?
-იცით ყველაფერი ჩემი ბრალია ბატონო თემურ,. ისინი აქ მე მოვიყვანე. მე თქვენი სიძე გახლავართ ალექსი. თქვენთან სალაპარაკო გვაქვს.
-ესეგი სიძე? ნუთუ ასე შეგიყვარდა ეს ქალი, რომელსაც სახელი ჰქონდა გატეხილი და მასზე ათას სიბინძურეებს ლაპარაკობდნენ რომ ცოლად მოიყვანე?
-მისი შეურაცყოფის უფლებას არ მოგცემთ. ეს ქალი რომელზეც თქვენ საუბრობთ არ დაგავიწყდეთ რომ თქვენი ერთადერთი შვილია. ჩემი ცოლია. ჩემი მომავალი შვილების დედაა და სანამ მასზე რამეს იტყვით კარგად დაფიქრდით. ქეთისთვის ერთადერთი საყვარელი ადამიანი მე ვიყავი და მე ვიქნები მომავალში. ის ყველაფერი კი უბრალოდ ვიღაც- ვიღაცეების მონაგონი იყო და სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ.
ალექსის მკაცრმა ხმამ იმოქმედა მასზე და მშვიდად ჩამოჯდა მაგიდის თავში. დანარჩენებიც სუფრას მისუხდნენ.
-თუ ვინმეს სათქმელი აქვს ეს მე ვარ.
იქ მყოფებმა გაოცებით შეხედეს უცხო გოგონას.
-დიახ, მე დღეს უნდა ყველაფერი მოვყვე. დიდი ხნის უკან ალექსი გავიცანი. მაშინ დედაჩემი და მისი დედა ახლო მეგობრები იყვნენ. იმ დროს ერთი ბედნიერი და ლამაზი, შეძლებული ოჯახი მქონდა. დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. მამას ბიზნესი ჩაუვარდა და ვალები დაედო.სმა დაიწყო,მალე ყველაფერი დავკარგეთ. ურთიერთობა გაგვიფუჭდა ყველა ახლობელთან თუ მეგობრის ოჯახთან. დედამ ამიკრძალა ყველასთან მისვლა და მეგობრობა. მათ შორის ალექსის ოჯახთანაც. ეს ვერ შევძელი ალექსი შემიყვარდა და მეც ჩუმ-ჩუმად ვახერხებდი მათთან მეგობრობას. მერე მას სახმედრო სამსახურში წასვლა მოუწია და დიდი ხნით არ გამოჩენილა. მისი დავიწყება გადავწყვიტე და ამ დროს დათო გავიცანი. ერთმანეთის მიმართ არაფერს ვგრძნობდით, მაგრამ კარგი საყვარლები ვიყავით. ალექსი რომ დაბრუნდა გადავწყვიტე მისთვის მებრძოლა და თავი შეემეყვარებინა. მას კი ჩემს მიმართ არანაირი გრძნობა არ ჰქონდა. მითუმეტეს რომ ქეთი გაიცნო და ის შეუყვარდა. ეს დათომაც გაიგო და ერთად მოქმედება გადავწყვიტეთ. ჩვენ მოვიგონეთ ყველა ის ჭორი, რაც ქალაქში გავრცელდა. ქეთის ვუთხარით რომ ალექსმა ცოლი მოიყვანა და ალექსს ვუთხარით რომ ქეთის საყვერლი ჰყავდა და დათოს მიყვებოდა ცოლად. დათომ თქვენც ადვილად დაგაჯერათ ეს ყველაფერი. მითუმეტეს რომ თქვენი ოჯახის ახლობელი იყო. ქეთი შანტაჟის გზით აიძულა რომ ცოლად გაჰყოლოდა.
-ეს რატომ გააკთე?ნუთუ ამად გიღირდა ეს ყველაფერი?-საცოდავად თქვა ქეთიმ და ცრემლი გადმოუვადრა.
-შენ ყველაფერი გქონდა ოჯახი, სიყვარული, წარმატება, ფული. ქონება. მე კი არაფერი. ალექსიც კი შენი იყო. მე არაფერი აღარ მქონდა. მამაჩემი ისეთ მდგომარეობამდე მივიდა რომ ერთი ბოთლი სასმელის ფასად ალბათ მეც გამყიდის. -გოგომ ტირილი დაიწყო.
-მაპატიე ქეთი მაპატიე,- წამოდგა მოულოდნელად სკამიდან და ქეთის ფეხებში ჩაუვარდა პატიების სათხოვნელად.
-აქედან გაეთრიე.- უყვირა თემურმა.
ქეთიმ თვალებში ჩახედა გოგოს. იქ სინანული და დიდი ტკივილი დაინახა.
-ნუ ყვირი მამა. შენ კი ადექი მიპატიებია. წადი და შენ მშობლებს დაეხმარე.ოჯახს დაეხმარე.აღადგინე მისი ერთინაობა და მთლიანობა. მერე სიყვარულიც გექნება და ოჯახური სითბოც.- უთხრა და თავზე მზრუნველად გადაუსვა ხელი. ამან გოგოზე უფრო მეტად იმოქმედა და ტირილს უფრო უმატა.
-ისე იცხოვრე როგორც ნამდვილ, ღირსეულ ქალს შეეფერება. ახლა კი წადი...
მისი წასვლის შემდეგ ერთ ხანს სიჩუმე ჩამოვარდა.ვერვაინ ბედავდა ხმის ამოღებას.
-მგონი ჩვენი წასვლის დროც მოვიდა. სიჩუმე დაარღვია ქეთიმ და წამოდგა.-მე სიმართლე დავამტკიცე. ახლა შენც იცი რომ მართალი ვარ და არაფერი ჩამიდენია სამარცხვინო. ამას დედა ისედაც მიხვდა და მის წინაშე დამტკიცება არ დამჭირდა. მაგრამ არაუშავს.
-შენ შესანიშნავი ექიმი ხარ.-გაისმა ოთახში მამის ხმა.-ახლა მეც მაპატიე.
-მამა.-მეტი ვეღარაფრის თქმა ვერ მოასწრო ქეთიმ და ცრემლი წამოუვიდა თვალებიდან. მამა სკამიდან წამოდგა და შვილს ძლიერად ჩაეხუტა.-როგორ დავუჯერე იმ არაკაცს, როგორ დავბრმავდი.-ტიროდა ამხლა კაციც შვილთან ერთად.
-მოკლედ რადგან ყველაფერი ასე კარგად დასრულდა მინდა ბატონო თემურ ჩვენს ქორწილში დაგპატიჟოთ, რომელიც ერთ თვეში გვექნება.
-დიდი მადლობა ყველაფრისთვის. როგორც ჩანს ძალიან გიყვართ ჩემი ქალიშვილი.ბედნიერებას გისურვებთ.უფალმა დაგლოცოთ და ცხოვრების ბოლომდე ასე ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს.
ალექსმა მის გამოწვდილ მარჯვენას თავის ძლიერი ხელი შეაგება და მეგობრულად ჩამორთვა.
-მადლობა საყვარელო ამ სიუპრიზისთვის და ამ ბედნიერი დღისთვის. ქეთიმ თბილად გაიღიმა მას და მკერდზე მიეხუტა
-დავივიწყოთ წარსული და ახალი ცხოვრება დავიწყოთ. ჩაერთო მაია, რომელიც აქამდე ხმას არ იღებდა.-ახლა ყველაფერი კარგად იქნება.



ქორწილისთვის მზადება უკვე დაწყებული იყო, მაგრამ ახლა გაორმაგებული ენერგიით შეუდგნენ. თემურმა შვილს შეახსენა ბავსვობაში დადებული პირობა რომ საუცხოო ქორწილს აჩუქებდა შვილს და ამისთვის არც ფულს იშურებდა და არც ენერგიას.
ქეთი და დედამისი სახლში დაბრუნდნენ. ალქესს მოუწია საყვარლ ქალთან დროებით დამშვიდობება და მის გარშე დაძინება ყოველ საღამოს. თუმცა დღე გვერდიდაც არ შორდებოდა. ერთად აგვარებდნენ ქორწილისთვის აუცლებელ დეტალებს. ერთადერთი რაც ქეთიმ მის გარეშე გააკეთა ეს საქორწილო კაბის არჩევა იყო. ის სასიძოს არ უნახავს...
სანან ქორწილისთვის ემზადებოდნენ მოულოდნელად ნიკა და თამუნა გაიპარნენ. ალექსი ისე გააბრაზა ამ ამბავმა რომ მათთან შერიგებას არ აპირებდა. მერე ქეთიმ დაარწმუნა რომ მათზე გაბრაზებული არ უნდა ყოფილიყო და უნდა შერიგებოდა, რადგან მათი დაახლოების მიზეზი ის იყო და ბოლოსდაბოლოს უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა.მერე მიხვდა რომ ერთმანეთი ძლიერად უყვარდათ და შეურიგდა...
დადგა ნანტრი დღე. დილიდანვე აურზაური სუფევდა ყველას ოჯახში. ყველა ნერვიულობდა და განიცდიდა. ქეთის მდგომარეონბა არც თუ ისე დამაკმაყოფილებელი იყო და მისი გადაღლა არ შეიძლებოდა...

-ეს ჰალსტუხი ნერვებს მიშლის.-გაბრაზებუმა თქვა თორნიკემ და გამეტებით მოისროლა იატაკზე.
-მომეცი ძვირფასო. მე დაგეხმარები. ეკამ მშვიდად აიღო და ლამაზად მოარგო ქმარს. პასუხად მან მეუღლეს აკოცა და გაუღიმა
-წავიდეთ თორემ ვაგვიანებთ.არ დაგავიწყდეს პატარძალს უნდა გავუაროთ. შენ ხომ მეჯვარე ხარ.-თორნიკემ ცოლს ხელი გადახვია და ასე ჩაუყვნენ კიბეს...

-ოჰ რა საშინელებაა ეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ვერაფრით შევეგუე.
-ნუ წუწუნებ საყვარელო, მოგიწევს შეეგუო.- გაამხნევა ბაჩომ ანა.
-დღევანდლი დღეც და მორჩა, მერე აღარ ჩავიცმევ.
-აბა რას ამბობ? პირიქით დღეიდან უნდა ჩაიცვა. ხშირად მოგიწევს ხოლმე ჩემთან ერთად საქმიან შეხვედრებზე წამოსვლა და იქ შენ ყველაზე კარგად უნდა გამოიყურებოდე.
-ოჰ ეგ სულ დამავიწყდა. წავალ ბავშვს დავხედავ და ჩვენც წავიდეთ თორემ დავაგვიანეთ.
-მიდი საყვარელო. ძიძა უკვე მოვიდა და შენ გელოდება.
ანამ სარკეში უკანასკნელად შეათვალიერა საკუთარი თავი და კმაყოფილმა დატოვა საძინებელი ოთახი....

-თაკო მზად ხარ საყვარელო?-შესძახა გიორგიმ ცოლს სააბაზანოში.
-მოვდივარ.- მოისმა იქიდან და მალე თაკოც გამოვიდა.-მგონი გავსუქდი ხო? ის გიორგის წინ დატრიალდა და ინტერესით მიაჩერდა
-აბა რას ამბობ საყვარელო? ორსულობის მეექვსე თვეში ხარ და იდეალურად გამოიყურები. მე შენ ასეთი უფრო მიყვარხარ.გიორგი ცოლს ზურგიდან მიეხუტა და მუცელზე შემოხვია ხელები.-აქ ჩემი პატარა როგორ გრძნობს თავს?
-ცოტა მოუსვენრადაა. მთელი დღეა მოძრაობს და ხტუნავს.-გადაიკისკისა მან და ქმრის ხელებს ძლიერად მოუჭირა თავის პატარა თითები.
-დეე, მაა არ მივიდივართ?-შემოირბინა ოთახში ტასუნამ.
-რა ლამაზი ხარ ჩემო პრინცესა. ასე ვინ გამოგპრანჭა?
-ბებიამ დეე. ხო ლამაზი კაბაა?
-ძალიან ძალიან ლამაზი ხარ. პრინცესა ხარ პატარა. მეშინია შენი თავი არ მომტაცონ-გაიღიმა გიორგიმ
-მაა მოტაცება რას ნიშნავს?
-მაგას რო გაიზრდები მაშინ გაიგებ,ახლა კი ქორწილში მივდივარ. მოკლედ მოუჭრა მან და თაკოს ანიშნა წავედითო...


ისეთი ქორწილი ჰქონდა ქეთის როგორზეც ოცნებობდა.ყველასგან გასხვავებული. დიდხანს ლაპარაკობდნენ ქალაქში მის ქორწილზე.
ულამაზესი პატარძალი იყო. მუცელი საკმაოდ ჰქონდა წამოზრდილი და უფრო მეტ სილამაზეს ჰმატებდა მას.
ქორწილი გრანდიოზული გამოვიდა. უამრავი სტუმარი დაპატიჟეს. რესტორნაში ყველაფერი ელეგანტურად იყო გაფორმებული. სადა ღია ფერებში მორთული სკამები და მინდვრის ყვავილებით გაწყობილი მაგიდები მხიარულ ელფერს სძენდა გარემოს.
პირველად ჯვრისწერა გაიმართა. საკურთხევლამდე მამამ მიიყვანა ქეთი. იქ ალექსს გადაულოცა და უთხრა.
-ვიცი ბევრი ტანჯვა გამოიარა ჩემს გამო. მინდა ბედნიერი იყოს შენს გვერდით. უფალი იყოს თქვენი სიყვარულის მფარველი. შენ მაინც გაუფრთხილდი მას და ბედნიერი ამყოფე.
-გპირდებით. უთქრა ალექსმა. თემურმა წინა რიგში გადაინაცვლა ცოლის გვერდით და ჯვრისწერა დაიწყო.
-ულამაზესი წყვილია. გადაუჩურჩულა თაკომ ანას
-როგორც იქნა ეღირსათ მათაც ბედნიერება...
ხელის მოწერის ცერემონიალი რესტორანში გაიმართა რადგან ქეთის სიარული უკვე უჭირდა და ცუდად ხდებოდა. მერე ქორწილი ჩვეულებრივად გაგრძელდა, ტრადიციების დაცვით. თამადად თემურის მეგობარი აირჩიეს რომელმაც სუფრას ღირსეულად უმასპინძლა. იყო ლამაზი საგღეგრძელოები. მხიარულება, სიცილი.იუმორი. ცეკვა და გართობა. ქეთიმ რამდენჯერმე იცეკვა ისიც ცოტა ხანს. სამაგიეროდ ეკა, ანამ და თამუნამ მოილხინეს მეუღლეებთან ერთად. თაკო და ნანა სუფრასთან ისხდნენ და მხოლოდ მშვიდ მუსიკაზე თუ ადგებოდნენ საცეკვაოდ. ქორწილის მიწურულს საქორწილო ტორტი შემოიტანეს. მასთან მოჰყვა ფეიერევერკი და თაიგულის სროლა, რომელიც ქეთის ერთ ერთმა თანამშრომელმა დაიჭირა. ცოტა ხანს კიდევ გაჩერდნენ და მერე ისე გაიპარნენ ქორწილიდან რომ ვერავინ ვერ შეამჩნია. პირდაპირ სასტუმროში წავიდნენ. იმ ღამეს დაისვენეს და დილით კი საქორწინო მოგზაურობაში გაფრინდნენ რომში...

************


რამდენიმე კვირა გავიდა რაც ალექსი და ქეთი დაქორწინდნენ და ალექსის სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. ქალაქში საბოლოოდ დასახლდნენ ნანა და გიგაც და ყველა ერთად ცხოვრობდა. სახლი დიდი იყო და ყველას ყოფნიდა. ნიკამ და თამუნამ ცალკე მოისურვეს ცხოვრება და თავისი გაიტანეს.
ერთ საღამოს მეგობრებმა ერთად ყოფნა გადაწყვიტეს და ყველა მათთან შეიკრიბა. გოგოები ჭორაობით ირთობდნენ თავს. მამაკაცებმა გადაწყვიტეს ამ დღეს მათ მიეხედათ ყველაფრისთვის და ცოლებს დაესვენათ, ცუდად არ გამოსვლიათ. საჭმელებიც გემრილი გამოუვიდათ და სუფრაც ლამაზად გააწყეს. ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. განსაკუთრებოით კარგად გაუგეს ერთმანეთს ტასუნამ და მათემ. თითქმის ერთი ასაკისები იყვნენ და ბაღშიც ერთად დადოდნენ. პატარები კი სათამაშოებით თამაშობდნენ.
-აბა გოგოებო ყველაფერი მზადაა სუფრასთან გელოდებით.-საუბარი შეაწყვეტინა ალექსმა.
-აბა ერთი ვნახოთ რა გამოგივიდათ. გაიცინა ქეთიმ
-იმედია სამზარეულო არ გადაწვით.-
-აბა რას ამბობ ნანა როდის ერთხელ გაგვიკეთებია ასე?
გოგოები აღფრთოვანებული დარჩნენ მათი ნახელავით ყველაფერი გემრიელი იყო. ის იყო ახალი დაწყებული ჰქონდათ ვახშმობა რომ ქეთიმ იკივლა.
-მშობიარობა დამეწყო.მტკივაააა
მაშინვე საავადმყოფოში გააქანეს. ყველა მათ გაჰყვა. მშობიარობა დიდხანს გაგრძელდა. ამ ნერვიულობაში თაკოს ასტკივდა მუცელი და ახლა ის შეიყვანეს სამშობიარო ბლოკში. გამთენიისას ქეთის ტყუპი ბიჭები შეეძინა, თაკოს კი გოგო. მთელ სააავდმყოფოში მათი ხმა ისმოდა. იმდენად იყვნენ გახარებულები. ბედნიერმა მამებმა მაშინვე მოინახულეს შვილები. ალექსი სიხარულისგან ცაში დაფრინავდა და ჯერ კიდევ ვერ იჯეერედა რომ მამა გახდა.
-გახსოვს გითხარი ჩემი ოცნებაა შენგან შვილი მყავდეს თქო და ახლა ეს ოცნება უკვე ამიხდა. მეტი რაღა უნდა ვინატო იმის გარდა რომ ცხოვრების ბოლომდე ერთად ვიყოთ ასეთი ბედნიერები.
-მიყვარხარ ალექს, ძალიან მიყვარხარ.უთხრა ქეთიმ და მძინარე ტყუპებს გადახედა....

**************
რამდენიმე წლის შემდეგ...
ტყუპები წამოიზარდნენ. საოცარი ბავშვები იყვნენ - მხიარულები და ცელქები. საბავშვო ბაღში მიყავანეს. თაკომ კერძო ბაღი გახსნა და აბა სხვაგან სად წაიყვნდნენ თუ არა მასთან. საერთოდაც ყველა მისი მეგობრის შვილი მასთან დადიოდნენ. ქეთიმ სამსახურში სიარული განაახლა და გიგას ახლა უკვე ის ეხმარებოდა. თუმცა ღამის მორიგეობებზე დარჩენას ერიდებოდა, გამონაკლისების გარდა. ალექსი საბოლოოდ დაბრუნა ქალაქში. კონტრაქტი დაამთავრა და გიორგიმ თავისთნ დაასაქმა. მან რამდენიმე ახალი რესტორანი კიდევ გახსნა სხვადასხვა ქალაქში და მათი დაცვა ალექსს დაავალა. ამ სამსახურის უფროსი ის იყო.
ნანამ საბოლოოდ დაანება სამოდელო ბიზნესს თავი. თავისი წილი გაყიდა და ბავშვების აღზრდას მიჰყო ხელი. მათე სკოლაში მიიყვანა და ხან მას დასდევდა, ხან პატარა გოგონას უვლიდა.
ანას და ბაჩოს კიდევ ორი ბიჭი შეეძინათ. ბაჩომ საბოლოოდ ააწყო სამშენებლო ბიზნესი და წარმატებასაც მიაღწია.აღარც ანა გასულა სამსახურში საბოლოოდ მიჰყო ბავშვების აღზრდას ხელი.
ერთდროულად შეეძინათ თამუნას და ეკას ჯერ გოგოები და ერთი წლის შემდეგ ბიჭები. ბედნიერი მშობლები იყვნენ ახლა უკვე ყველა. თორნიკე ქალაქის პოლიციიის უფროსი გახდა , ხოლო ნიკა გიორგისთან ერთად აგრძელებდა თავის საქმიანობას.....

ყველა ერთად შეკრებილიყო და ქეთის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სუფრა ვერანდაზე გაეშალათ.ერთად გადაჰყურებდნენ ეზოში მოთამაშე ბავშვებს. რომელიც ხმაურით იკლებდნენ იქაურობას და არემარეს აფხიზლებდნენ
-რამდენი არიან.გაეცინა ქეთის.
-ერთი დიდი ფეხბურთის გუნდი გამოვა.
-ერთი არა ალექს ორი -გოგოების და ბიჭების.
-მართალი ხარ ნიკა.-დაეთანხმა ეკა.
-კარგი სანამ ისინი ჯერ ისევ გვაცდიან, მოდი ქეთის სადღეგრძელო შევსვათ. შენ გაგიმარჟოს ქეთი. აბა ყველამ ავწიოთ ჭიქები,- თქვა ნიკამ და გამაყრუებელმა შეზახილმა არემარეს ექოსავით გადაუარა....


...დასაწყისი და დასასრული - რამდენი რამის გადატანა გვიწევს რაღაცის დასაწყისსა და დასასრულს შორის. ალბათ ვერ წარმოიდგენდა ქეთი ამდენი რამის გადატანა თუ მოუწევდა როცა ალექსი გაიცო და გრძნობა გაუჩნდა მის მიმართ. ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ სადღაც უცხო ქალაქში ნანას შეხვდებოდა მისი მომავალი ოჯახის წევრს და დასავით შეიყვარებდა.
ალბათ ვერც ეკა წრმოიდგენდა როცა თორნიკეს დაშორდა რომ მათ სიყვარულს ასეთი დასასრული ექნებოდა.ალბათ ვერც თაკო წარმოიდგენდა რომ სხვისი შვილი დედას დაუძახებდა და დედასავით შეიყვარებდა.რომ იმ კაცს დაუკავშირებდა ბედს რომელსაც ცოლი გარდაცვილი ჰყავდა და ახალი სიყვარული დააკავშირებდა თაკოსთან.
ალბათ ვერც ანა წარმოიდგენდა რომ ის დღე სრულიად შეცვლიდა მის ცხოვრებას და ასე უცებ დაუკავშირებდა ცხოვრებას ახლაგაცნობილ ბიჭს.
ალბათ ვერც ნიკა წარმოიდგენდა რომ ის ადამიანი შეუყვარდებოდა რომელიც მის თვალწინ გაიზარდა.
რამდენი ადამიანის ცხოვრება შეცვალა იმ ერთმა დღემ და რამდენი ადამიანის სოყვარული დაიწყო ამ დღეს. რამდენ ტანჯვას, დარდს, ტკივილს. ბედნიერებას, მხიარულებასა და კიდევ ამოუხსნელ თუ ამოხსნილ გრძნობას გადაიტანს ადამიანი სანამ დასასრულს მიაღწევს და და რაღაც დასრულდება. დასრულდება და მერე ისევ იწყება რაღაც ახალი და განსაკუთრებული, განსხვავებული..
ყოველთვის როცა სრულდება ისევ იწყება რაღაც ახალი. ყოველ დღეს აქვს დასაწყისი და დასასრული. ასე აქვს დასასრული ცუდასაც და იწყება კარგი.
ასე დასრულდა მათი ისტორია ამ ფურცლებზე მაგრამ გაგრძელდა სამუდამოდ მათი სიყვარულიც და მათი მეგობრობაც.
ასე დაიწყო ახალი სიყვარულის ისტორია რამდენიმე წლის შემდეგ- მათე და ტასო. ასე გახდა თაკო სიდედრი და ნანა დედამთილი თხუთმეტი წლის შემდეგ. საბოლოოდ დააკავშირა მათმა სიყვარულმა და შეკრა ერთ მუშტად და ოჯახად ისინი.
... დასაწყისიდან დასასრულამდე -გზა რომელიც ათასი განსაცდელით და სიხარულით სავსეა მაგრამ გზა რომლსაც თითოეული ჩვენგანი გაივლის ცხოვრების ბოლომდე....

-ასე დაიწყო ჩვენი სიყვარული ჩემო პატარა ბიჭო და ასე ემიყვარდა დედაშენი. ამ სიყვარულის ნაყოფი კი შენ ხარ. -თხრობა დაასრულა მათემ და ბავშვს დახედა. მას უკვე ღრმად ეძინა. საწოლში ჩააწვინა და საათს გახედა. შუაღამე იყო.
-დაიძინა?-გადაუჩურჩულა ტასომ
-რორგორც იქნა.-უპასუხა ჩურჩულითვე მან და ცოლს გვერდით მიუწვა.
-მიყვარხარ ტას...
-ჩშშშ არ გააღვიძო.-თითი ააფარა ტუჩებზე ცოლმა.
-რას იტყვი მეორ ხომ არ დავიწყოთ?-
-რას ამბობ გაგიჯდიი?
-ნწწ,- თავი გააქნია მათემ. ტასოს ჩაეღიმა.
-ვგიჟდები შენზე. მიყვარხარ.უთხრა ტასომ და ქმარს აკოცა.-დავიძინოთ ახლა.
ის იყო ჩაეძინათ რომ ბავშვის ტირილი ჩაესმათ. პატარა გიგის ხმა მთელ ოთახში ისმოდა.
-აუ არააა.-იყვირეს ერთხმად და საწოლიდან წამოხტნენ.
-ესაა დაძინება?ისევ გაიღვიძა. ცრემლი მოერია ტასოს.
-მეგონა ეძინა.შეწუხდა ბიჭიც.
ბავშვი ტირილს განაგრძობდა ისინი კი ვერ აჩუმებდნენ. კარი გაიღო და ოთახში ქალი შემოვიდა.
-მე წავიყვან თქვენ დაიძინეთ.მან ბავშვი აიყავანა. გულზე მიიხუტა და ნელნელა ისიც გაჩუმდა.
-მადლობა დეე. მიაძახა მათემ.-მერე კი ცოლს მიუბრუნდა.-აბა ჩვენ რა ვქნათ?თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
-დავიძინოთ, ღამის სამი საათია.
-არ არსებობს. გაეცინა მათეს და ოთახს სინათლე ჩააქრო.-ცოლი მომენატრა
-მეც მომენატრე -გადაიკისკისა ტასომ და ქმარს აკოცა...



№1  offline წევრი TeddyBear

აუ ძალიან მომეწონა heart_eyes
არ ვიცი რა ვთქვა, უძალიანმაგრესი იყო kissing_heart
თორნიკეზე გავგჟდი, მნაჰ ძალიან საყვარელი ბიჭი იყო. ერთი თორნიკესნაირი შეშლილი მეც მინდა joy
ვფიქრობ ამ მოთხრობას ბევრი მკითხველი უნდა ყოლოდა!!!
არაჩვეულებრივია და ბევრი დაკარგა იმან ვისაც ეს არ წაუკითხავს kissing_heart
ისე მეც წიკლაური ვარ joy

 


№2  offline წევრი kato wiklauri

სიმართლე რომ გითხრათ იმიტომ არ ვწერ რომ ვინმემ წაიკითხოს. უბრალოდ დარდს ვივიწყებ წერის დროს. მიხარია რომ მოგეწონათ და თქვენი აზრი გამოხატეთ

ეს იყო ჩემი პირველი მოთხრობა და შემდეგში ისევ გავაგრძელებ ვფიქრობ დანარჩენებიც მოგეწონებათ... რაც შეეხება თორნიკეს ის რეალური პიროვნებაა და ისეთივე გადარეულია როგორიც აქაა აღწერილი.სიმართლე რომ გითხრათ აქ ყველა გმირი რეალობიდანაა აღებული ერთი განსხვავებით ქეთის ცხოვრება ასე ბედნიერად არ დასრულებულა.:( მე თქვენს წინაშე ვარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent