შეწყვეტილი ცხოვრება (ნაწილი VI)
-შეგიძლია ამიხსნა რა გჭრს და ყოველთვის ასეთ მდგომარეობაშ რატომ გხედავ? -განსაკუთრებული არაფერი! გაივლის, გმადლობ აქ რომ მომიყვანე მაგრამ სჯობს სახლში დავბრუნდე, მოხუცმა არ იცის გარეთ რომ ვარ, ინერვიულებს. -არა არსად არ წახვალ, ასეთ მდგომარეობაშ, ისე არაადეკვატურად იქცევი არ გამიკვირდება ხვალ დილით თუ სისხლისგან დაცლილს გიპოვნის ბებია, და შენი უსიცოცხლო გვამის დანახვისას დამიჯერე თვითნაც დაიღუპება ასე რომ ორი ადამიანის სიკვდილი ჩემს კისერზე იქნება, მეკი უკვე საკმარისად ვნახე სიკვდილი იმისთვის რომ ამ რიცხვს კიდევ ორი მიემატოს ეს უკვე მეტისმეტი იქნება... მიდი დაიწყე რა ხდება დამიჯერე ისეთს ვერაფერს მეტყვი რასაც ვერ გავიგებ. -მე არც კი ვიცი საიდან დავიწყო, ყველაფერი იმდენად ცუდათაა აღარასდროს აღარაფერი შეიცვლება ალბათ. -წინასწარ ვაერასდროს გაიგებ რა შეიცვლება და რა არა... ისე კი ადამიანს უბედურების დროს ყველაფერი უფრო მუქ ფერებში ეჩვენება, სწორედ ამიტომ ვეღარ აზროვნებს და შესაბამისად ვეღარც გამოსავლის პოვნა შეუძ₾ია... სჯობს ყველაფერს უფრო დამშვიდებული გონებით შეხედო და მიხვდები რომ არც ისე ცუდათ ყოფილა საქმე როგორც ეს ერთი შეხედვით სჩანს... ვუსმენდი გაოგნებული და აღარ ვიცოდი რა მეფიქრა, მასში ორი სრულიად განსხვავებული პიროვნება ცხოვრობდა, როგორ შეეძლოთ ერთად არსებობა ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ფაქტი იყო რომ საკმაოდ ჰარმონიულად, შეიძ₾ება ითქვას უგებდნენ კიდეც ერთმანეთს, ერთი უგულო, უემოციო, კაცთმოძულე არსება და მეორე რადიკალურად განსხვავებული, მოსიყვარულე, თბილი და მზრუნველი ალბათ ავსებდნენ ერთმანეთს. კონიაკი მომიტანა: "დალიე გიშველის და გაგხსნის რომ საუბარი არ გაგიჭირდეს" თუ დაგამშვიდებს მოწიე, ალკოჰოლმა და სიგარეტმა მართლაც უკეთესად გამხადა, ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობდი. -გისმენ შეგიძ₾ია დაიწყო... თბილად გამიღიმა და თავი ოდნავ დამიკრა... მოკლედ რა გითხრა მოსაყოლი თითქოს არცარაფერია, თუმცა ჩემი ცხოვრება ჩემივე თვალით რომ დაგანახა მაშინ ზუსტად მიხვდებოდი და ზუსტ ახსნას მოუძებნიდი ჩემსს საქციელს, ალბათ აღარც გიჟად ჩამთვლიდი. -ყველანაირად შეეცადე დამანახო, ვნახოთ რამდენად გამოგივა დანარჩენს კი მე გადავწყვეტ... მოკლედ, იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა. ჩვეულებრივი, მაგრამ სიყვარულით აღსავსე ოჯახი, სადაც ცხოვრობდა მამა, დედა, მათი ქალიშვილი და უმცროსი ვაჟიშვილი, ბედნიერად ცხოვრობდნენ მამა გიჟებოდა თავის ქალიშვილზე, ის იყო მისი ცხოვრების აზრი, ქალიშვილსაც უყვარდა მამა ამქვეყნად ყველასა და ყველაფერზე მეტად, თუმცა მაშინ როდესაც გოგონას 18 წელი შეუსრულდა ყველაფერი შეიცვალა, თითქოს დაწყევლეს , მოაჯადოვესო, და სიყვარული გრძნობა რომელსაც უბედნიერესი უნდა გაეხადა, გახდა მისი ყველა უბედურების საწყისი... მას შეუყვარდა ის ადამიანი ვინც არ უნდა შეყვარებოდა და ამ აკრძალულმა სიყვარულმა სამუდამოდ დააკარგვინა საყვარელი მამა, გოგონა იბრძოდა იმისთვის რომ ეს სიყვარული მაინც არ დაეკარგა, ის ყველაფერს აკეთებდა ამისთვის უფრთხილდებოდა მას როგორც ამქვეყნად ყველაზე ნაზ, სათუთ და ლამაზ ყვავილს, მის მოვლაში კი კარგავდა ყველას და ყველაფერს რაც კი ამქვეყნად გააჩნდა, თუმცა სიყვარული გაზრდის ნაცვლად უფროდაუფრო პატარავდებოდა და ქერებოდა, გოგონა ვერ ხვდებოდა რა დააკლო, რა შეეშალა მოვლისა და გაფრთხილების დროს, საბოლოოდ კი სულ გაქრა, გაქრა ისე თითქოს არც არასდროს უარსებია და ეს მხოლოდ მისი ერთი ლამაზი სიზმარი ყოფილიყო, ყველაზე ცუდი კი ის იყო რომ, როდესაც სხვა დაკარგული ყვავილების დაბრუნება მოინდომა მან ეს ვეღარ მოახერხა, დაკარგა თავისი გმირი მამიკო, დაკარგა გრძნობები, სიხარული, ბედნიერება, თანაგრძნობა, ყველაფერი ის რაც 18 წლამდე წმინდად მიაჩნდა და რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოედგინა, შემდეგ ყველაფერი აირია, თითქოს თავდაყირა ჩააგდესო უკიდეგანო სამყაროში, ბაღში სადაც, სილამაზე, სიმშვიდე და სიყვარული სუფევდა ერთბაშად დაისადგურა ქაოსმა, მამას ის აღარ უყვარდა, ის კი ამას ძალიან განიცდიდა უნდოდა მთელი გულით უნდოდა ჩადენლილი დანაშაულის გამოსწორება, თუმცა ყოველი მცდელობა უაზრო იყო და კრახით სრულდებოდა. ბოლოს გადაწყვიტა შორეულ გზას დასდგომოდა რათა ეპოვნა გამოსავალი რომელიც საკუთარ ოჯახსა და მამის სიყვარულს დაუბრუნება, ფიქრობდა დრო გავიდოდა მისი დამჭკნარი ყვავილები ხელახლა აყვავდებოდა და კვლავ განახლდებოდა. ახლა კი სულ რაღაც 2 საათის წინ შეიტყო რომ მისი ლამაზი ყვავილების ბაღი სრულიად განადგურდა, ახლა ის გოგონა შენს წინაა სიგიჟემდე უნდა იტიროს და დაიცალოს ამ საშინელი ტკივილისგან რომელიც ახრჩობს, თუმცა ამის ნაცვლად ერთიანად კანკალებს ეწევა და კონიაკს სვამს რომ დამშვიდდეს..... აი ასეთია ამ გოგონას ისტორია ჩაწითლებული თვალებით ავხედე და ნაძალადევად გავუღიმე............ არაფერი უთქვამს ალბათ სათქმელი არც არაფერი იყო, უბრალოდ გავიდა და ახალი სისხლისფერი კონიაკი შემოიტანა, კონიაკი რომელიც გაჟღენთილი იყო სიმშვიდით, შვებითა და ნუგეშით. -მასში პოულობ შვებას? -ზოგჯერ, მაგალითად მაშინ, როდესაც ტივილი ყოვლად გაუსაძლისია, როდესაც ისეთი სენი გიპყრობს, მარტოობა, რომ ჰქვია, მარტო ხარ ამ დაუნდობელ სამყაროში, მხოლოდ შენი თავის იმედად და შენ ხვდები, რომ რაოდენ ძალაგამოცლილიც არ უნდა იყო, რაოდენ დაღლილი და დაჩაგრული ცხოვრებისგან არ შეგიძლია ფარხმალი დაყარო, ამდროს გტკივა მთელი შენი არსებითა და სულის სიღრმით, ძნელია ამ ტკივილს გაუძლო მას თავს ვერ აარიდებ, მაინც მოგძებნის და მოვა შენთან, აუტანელია ეს ტკივილი და სწორედ ასეთი მტანჯველი წუთების დროს, წუთების რომელიც საუკუნეებს უდრის, ჩემი მეგობარი ხდება კონიაკი, მარტოობის შიშითა და ძრწოლვით გაჟღენთილი, ზოგჯერ მას სიკვდილის სუნიც დაკრავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც...... აქ შეჩერდა. -მგონი უკვე ძალიან ბევრს ვლაპარაკობ, დროა დასაძინებლად წახვიდე დასვენება გჭირდება... -როდესაც რა? ვკითხე ისე, რომ მისი შენიშვნისათვის ყურადღება არ მიმიქცევია... -ისეთი არაფერი, რაც გითხარი გააკეთე... -მე თუ შევძელი და გენდე, გესაუბრე იმ თემაზე რომელზედაც არასდროს არავისთან არ ვსაუბრობ, საკუთარ ძმასთანაც კი, შენ რატომ არ შეგიძ₾ია მენდო? შევეკითხე ცოტა არ იყოს ნაწყენი ხმით... -ჩემი პრობლემები რომ არ მოგახვიო თავს არც ისე განიცდი მათ ნაკლებობას, ასე რომ....... -აჰ რათქმაუნდა, ესე იგი მე რადგან გიამბე ჩემ შესახებ, ჩემი ბანალური, გულისამაჩუყებელი ისტორია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემს პრობლემებს თავზე გახვევ? აი თურმე რა ყოფილა... იცი რა?! არ მჭრდება არც შენი სიბრალული და არც შენი თანაგრძნობა, როგორმე გავძლებ ამის გარეშე. კარისკენ სწრაფად წავედი, უეცრად მაჯაში მაგრად მომიჭრა ხელი და შემაბრუნა, მოიცადე, ერთხელ უკვე გითხარი გაბრაზებულზე დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავეთქო მეტად აღარ გავიმეორებ, არ მებრალები, პირიქით მინდა დაგეხმარო, რადგან კარგად ვიცი რას ნიშნავს მშობლების დაკარგვა, იმაზე უკეთ ვიდრე წარმოგიდგენია, წამოდი ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო. წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია, ისე გავყევი... ვერცხლის საბნით შემოსილ სვანეთის ბუმბერაზ მთებს, მთვარე სდარაჯობდა და ოქროსფერ სხივებად იღვრებოდა, ირგვლივ მხოლოდ სიჩუმის ხმა ისმოდა, ხმა მშვიდი, უშფოთველი და ლამაზ მელოდიასავით მეღვრებოდა სულში... ახლა ვხვდებოდი, რამდენად ვაბინძურებდით ადამიანები ბუნებას ჩვენი არსებობით. გზა ისე გავიარეთ ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია, დანიშნულების ადგილმა კი ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს იყო შუა საუკუნეების პერიოდში ნაგები ღვთისმშობლის ტაძარი, დროის დაუნდობლობისა და ადამაიანთა უყურადღებობისა თუ უნიათობის გამო კედლებს პირვანდელი სახე სრულიად დაეკარგათ, მხოლოდ აქა-იქ ძლივს შესამჩნევად გამოკრთოდა რამდენიმე წმინდანის ფრესკის შემორჩენილი ნაწილები. მხოლოდ გუმბათი იდგა ამაყად, ზეცისკენ მიეპყრო ყურადღება და ელოდა ყოველწამს ელოდა შველას. ვიწრო კიბით სამრეკლოში ავედით, მისი სარკმელი გადაჰყურებდა მთვარის შუქით შემოსილ მდუმარე სვანეთს, და კიდევ იფრო მდუმარე სასაფლაოს, სასაფლაო!შემაჟრჟოლა. -მოხდა რამე? თუ არ მოგწონს წავიდეთ. -მეხუმრები? ეს, ეს ყველაფერი არაჩვეულებრივია, უბრალოდ იქ სასაფლაო შევნიშნე, წარმოვთქვი და ხელი იმ დაწყევლილი ადგილისკენ გავიშვირე... -გეშინია? -სიკვდილის არა, მიცვალებულების კი. -მკვდრების არ უნდა გეშნოდეს, ცოცხალი ადამიანია საშიში. -ხო ალბათ მართალი ხარ, უბრალოდ ბავშვობიდან მხოლოდ ეს შიში შემომრჩა დანარჩენი ყველაფერი უკვალოდ გაქრა. აქ რატომ მომიყვანე? -ნანობ წამოსვლას? -არანაირად, პირიქით, აღფრთოვანებული ვარ, უბრალოდ ინტერესია... -ამ ტაძარში დაიწერეს ჩემმა მშობლება ჯვარი, თანაც აქ სიმყუდროვეა, შეგიძლია ფიქრი, ღმერთთან საუბარი, როდესაც აქ მოვდივარ საოცარ სიმშვიდეს ვპოულობ, სიმშვიდესთან ერთად გამოსავალსაც, აქ ვგრძნობ, რომ მარტო არვარ, აქ ვპოულობ მას... -ვის? -უფალს და ძალას, რომ ცხოვრება განვაგრძო. როგორც სჩანს ახლა ჩემს წინ ნამდვილი იოანე იდგა, ყველანაირი ნიღბისა და სიამაყის გარეშე... ჩემი რუტინითა და არცისე ხანგრძლივი ცხოვრებისა თუ არსებობის განმავლობაში უამრავ ადამიანს შევხვედრივარ, ისინ ყველა ერთნაირი იყო როგრც ცვილის ფიგურები, რომლებიც ხელოვანმა თავისი იდეის მიხედვით განძრახ შექმნა ასე, მიუხედავად იმისა რომ ყველა ადამიანი განსხვავდება შინაგანი სამყაროთი ერთმანეთისგან, მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ისინი ზუსტად იდენტურნი იყვნენ, რადგან არცერთს აღარ გააჩნდა საკუთარი მე, ეს კი ეს რაღაც ახალი იყო არავის მსგავსი, განსაკუთრებული, თუნდაც იმიტო, რომ ყველაფრის მიუხედავად მასში მაინც ცოცხლობდა ადამიანი და განაგრძობდა ბრძოლას. მას ჯერ კიდევ სწამდა, სწამდა მომავლის მე კი აღარც მახსოვდა როდის შევედი ბოლოს ტაძარშ და სანთელი ავანთე, შემრცხვა საკუთარი თავის და იმის ნაცვლად რომ ჩემი ყოველი შეცდომა მერიარებინა ისევ სიგარეტს მოვუკიდე... -ბევრს ეწევი... -ხო ალბათ, -შენიაზრით გშველის ეგ ნაგავი? -არა, უბრალოდ პლაცებოს ეფექტია, მგონია რომ მშველის, რადგან საკუთარ თავს ამაში ვარწმუნებ..... -თუ ასე კარგად გამოგდის თავის დარწმუნება იქნებ სხვა უფრი მნიშვნელოვან რაღაცებში დაგერწმუნებინა... რატომ გაეშვი სწავლას? თუ ბევრივით ფიქრობ რომ მაინც გათხოვდები და საჭმლის მომზადებასა და საოჯახო საქმეებშ უნივერსიტეტშ მიღებული ცოდნა ვერ დაგეხმარება? -დამცინი? ცხოვრების ერთადერთი მიზანი სწორედ სწავლა იყო, უფრო მეტიც, საკმაოდ დიდი ამბიციები მქონდა, ოქსფორდი ან იელი, ესიყო მიზანი, ბავშვობაში ამაზე ბევრს ვფიქრობდი და მჯეროდა რომ შევძ₾ებდი, თუმცა შემდეგ ეს საპნისი ბუშტები გასკდა ძალიან მარტივად, ახლა კერძო უნივერსიტეტით ვკმაყოფილდები პრინციპში იქაც არ დავდივარ. იურიდიული ან ჟურნალისტიკა მინდოდა, მხოლოდ ამ ორი პროფესიით თუ შეძლებ ამხილო მაინც უსამართლობა თუ ვერ დაამარცხებ, არასდროს მიოცნებია ადრეულ ასაკში ქორწინებაზე, ამის მიმართ სკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ყოველთვის ვფიქობდი რომ ჯერ დამოუკიდებელი ჩამოყალიბებულ პიროვნებად უნდა ქცეულიყავი ად მის შემდეგ კი გეფიქრა მომავაზე და იმ ადამიანზე რომელსაც დაუკავშირებდი შენს დარჩენილ ცხოვრებას და თითოეულ ბედნიერ თუ უბედურ წამს. მაგრამ ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა... დაგიკარგავს ცხოვრების მიზანი? სულერთი გამხდარა ყველაფერი შენთვის? მხოლოდ მისი სახლის გამომეტყველების შემდეგ მივხვდი, რომ არასწორი შეკითხვა დავსვი. არ გაუცია პასუხი უბრალოდ სადღაც შორს გაჰყურებდა ჰორიზონტს, შემიძლია დავიფიცო რომ იმ წამს მხოლოდ ფიზიკურად იმყოფებოდა ჩემს გვერდით რეალურად კი სრულიად სხვა ადგილას იყო. -ახლა რა გიშ₾ის ხელს შენი მიზნების მიღწევაში? იცი შენი პრობლემა რა არის? არც კი ცდილობ გააკეთო ყველაფერი იმისთვის რაც გინდა, რეალურად თავადაც არ იცი რა გინდა, მსოფლიოში უამრავი ადამიანი, რომელთაც სწავლის კი არა არსებობის ფული არაქვთ, რომლებიც გაჩენის დღეს ნანობენ, შენკი მეტნაკლებად ყველაფერი გაქვს, ეშმაკსაც წაუღია ეს გაზვიადებული პრობლემები, გგონია ყველა ოჯახი იდეალიური და ბედნიერია? გამოფხიზლდი კიდევ ვერ გაიზარდე? ეს თამაშა წარმოიდგინე თითქოს ჭადრაკის დაფაზე დგახარ და თამაშობ, თამაშობ პაიკის როლს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფიგურა ხარ ხო? მაგრამ ყველაზე მეტად შენ გიწევს ბრძოლა, არ შეგიძლია ასე ყოველ პრობლემის წამოჭრისას უბრალოდ გაჩერდე, უნდა შეგეძ₾ოს ადგომა და ყველაფრის თავიდან დაწყება, ყოველი დაცემა ახლიდან წამოდგომისა და ბრძოლის ჟინს უნდა გიჩენდეს, ფორთხვითაც რომ მოგიწიოს გზის გაკვლევა მაინც უნდა იარო ბოლომდე, თუ არა ერთ დღსაც აღმოაჩენ რომ თამაში შენთვის დამთავრდა და საკუჭნოში აღმოჩნდები, რეალურად კი ეს საკუჭნაო არ მოგეწონება რადგან ერთი მიტოვებული, ცივი მოუწესრიგებელი ადგილია, უამრავი უსახური აჩრდილით გარშემორტყმული და აი მაშინ ინანებ ძალიან ინანებ ყველაფერს თუმცა ძალიან გვიანი იქნება. -შესაძლოა, შესაძლოა უკვე ძალიან გვიანიცაა, შესაძლოა უკვე მაგ საკუჭნაოში ვარ, მხოლოდ არა ფიზიკურად არამედ სულიერად და ალბათ ამიტომაც მეშინია, აქედან თავის დაღწევა ძალიან რთული, შეუძლებელიცკია. -ამქვეყნად შეუძლებელი არაფერია, არც კი ვიცი რას ნიშნავ ეგ სიტყვა, შეუძლებელი რაღაც კუნძულის მსგავსია რომლის სახელიც ყველამ იცის თუმცა არავის უნახავს, ყოველ შემთხვევაში მიზანდასახულ და თავის თავში დარწმუებულ ადამიანებს არა, აი შენნაირი მშიშრები კი იქ ცხოვრობენ და არც კი ცდილობენ თავის დაღწევას. -საინტერესო მოსაზრებაა, ვიფიქრებ როგორ შეიძლება ამ კუნძულიდან გამოღწევა, იქნებ არსებობ ნამდვილად გზები, ანდა სამუდამოდ აქ ვიქნები გამოკეტილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.