და თითქოს
სამყარო ბრწყინავს უცხო ფერებში, სიწმინდე გულში ჭრილობებს ტოვებს და თითქოს ქრება სიტყვა ბგერებში და თითქოს წამი შემორჩა გრძნობებს! წუთის პასუხი იქნება ავი, ისევ იღვიძებს მთვლემარე რიდი და თითქოს სევდამ იჩინა თავი და თითქოს სულში ჩამოწვა ბინდი! სურვილში ჩუმად მითხარი რამე, ისევ იღვიძებს ეული გული და თითქოს ისევ ვათიეთ ღამე და თითქოს სევდამ დაგვიფრთხო სული! გარდატეხების დრო უცებ მოვა, ჩვენი ცხოვრება გახდება გროში და თითქოს წამში იწყება გლოვა და თითქოს წამად ვიქცევით დროში! მინდოდა შენთვის სიმართლე მეთქვა, გამომიგონე და ელდა გეცა და თითქოს გულმა შეწყვიტა ფეთქვა და თითქოს ერთად დავტოვეთ ზეცა! სანუგეშებლად გავწვიმდი წამში, დასაბრუნებელ ბილეთს დრო ხევდა და თითქოს ერთად გავფრინდით ცაში და თითქოს ერმა გამოთქვა სევდა! საიდუმლო ხმა უაზროდ გავთქვი, ოცნებები კი უმალ არ ხდება და თითქოს უცებ, უაზროდ გავთბი და უცებ მზერა ერთმანეთს ხვდება! თანდათან უფრო მორჩილი ვხდებით (რა შეიცვლება სიტყვებით ან ვინ) და თითქოს ისევ უაზროდ ვკვდებით და თითქოს აღარც გვიხსენებს არვინ! ისევ იცლება სიკეთის ფიჭა, საქმე რომ უცებ სიტყვაზე მიდგა და თითქოს საფლავს წააგავს მიწა და თითქოს ღმერთიც უძრავად იდგა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.