შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ჩხუბით დაიწყო 13


9-10-2016, 16:33
ავტორი xatia wurwumia
ნანახია 4 475

მისაღებში ვისხედით ყველა.რატომღაც ყველა დაძაბული იყო ჩემს გარდა.ვხვდებოდი რაც ხდებოდა და ისიც ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა როგორ უნდა დამეცვა ჩემი სიყვარული.სასაცილოა რა უცებ ვიქეცი სულელი ბავშვიდან ძლიერ ქალად რომელიც მზად იყო ყველაფერზე წასულიყო და თავისი სიყვარული არ დაეთმო.
-დათუნიააა_ისევ ეს მომაბეზრებელი ხმა
-შეწყვიტე ქეთაა_ისეთი ცივი იყო ხვიბლიანი რომ შიშით გამაკანკალა_დავიწყოთ იქიდან რომ მე დათუნია არ ვარ მერე მეორე აქ არ უნდა იყო და მესამეე მეგონა გასაგებად აგიხსენი რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა...
-კარგი რა დათუნია_კისერზეჩქმოეკიდა ბერდიას_როდემდე უნდა იყო გაბრაზებული..არაუშავს გაგივლისსს
-ღმერთოო მოთმინება მომეცი_ძარღვები დაებერა ხვიბლიანს და თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი
-დათუნია შენ მოსამსახურეს უთხარი ყავა მომიდუღოს რაა_გაიწელა ქერა
-მომისმინე_დრო იყო ადგილი მიმეჩინა მისთვის_მე მოსამსახურე არ ვარ.. ყავა გინდა?? კიბატონო სამზარეულო აი იქითაა შეგიძლია თავად მოიმზადო.. ოღონდ ფრთხილად გზაში ფეხი არ გადაგიბრუნდეს ბოლო ბოლო ცათამრრჯენებზე დგახარ.._ვუთხარი და მაშინვე მოვკარი თვალი ხვიბლიანის საოცარ ღიმილს
-წამოდი ფუფა დავიძინოთ_კნუტს ხელი დავავლე და კიბეებისკენ დავიძარი ზურგს უკან კი ანდრიასლაპარაკი მომესმა
-აუ ქეთა იმენა ჩაგიტარა რაა
-დათუნია ეს გომბიო ვინარის??_აშკარად უკმაყოფილება იგრძნობოდა ქერას ხმაში
-წესიერად მოიხსენიე_გამაფრთხილებლად გაიჟღერა ხვიბლიანის ბარიტონმა_და გაფრთხილებ ახლოს არ გაეკარო... კარგად მიცნობ და იცი რომ მეორედ აღარ გაგაფრთხილებ...
გულში სითბო ჩამეღვარა.ხვიბლიანი ჩემზე ზრუნავდა. მიცავდაა სწორედ ეს იყო რაც მჭირდებოდა ეს იყო ის სტიმული რაც მარწმუნებდა რომ უნდა მებრძოლა.ოთახში ავედი და საწოლზე გავიშოტე.ქვევიდან ისევ ამოდიოდა ბიჭების სიცილის ხმა და წამით გავიფიქრე რომ ეს იყო ჩემი ოჯახი რონ აქ მათ გვერდით იყო ჩემი ადგილი.ამ ბედნიერი ფიქრებით გართული ისე გადავეშვი მორფეოსის სამფლობელოში რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. მეგონა ხუთი წუთიც არ მეძინა მაგრამ ძილბურანში ხმა ჩამესმოდა და ეს ნამდვილად არ იყო სიზმარი.
-ნიააა..ნიაა პატარავვ
-მმმმმმ
-გაიღვიძე ძილისგუდავ_მომესმა ხვიბლიანის დამთბარი ხმა
-ბერდიაა??? რამოხდა ყველაფერი კარგადაა?_რატომღაც ავფორიაქდი
-დამშვიდდი ყველაფერი კარგადაა უბრალოდ ჩემთან მოგიწევს გადმობარგება_ეშმაკურად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა
-მოიცა რაა??
-რადგან სახლი პარატაა შენ ოთახში ქეთა დაბინავდება ბიჭები კი პირველ სართულზე მოთავსდებიან.
-ჩენს მაგივრად ქეთა რომ წაგეყვანა ოთახში_სრული სისულელე წამოვროშე და მაშინვე ვინანე რადგან შევამჩნიე როგორ დაებერა ძარღვები ხვიბლიანს
-ნიაა_გამოსცრა ხვიბლიანმა_იცოდე არ გამაბრაზო.. მე ან საკითხის განსახილველად არ მოვსულვარ ეს უკვე გადაწყვეტილია და გაპროტესტება არც კი სცადო_გამაფრთხილებლად დამიქნია თითი და ხელში ამიტაცა ფუფასთან ერთად
-რას..რასაკეთებ?_მაშინვე დავიბენი როგორც კი შიშველ გულმკერდზე ამიკროო
-პირდაპირ მაგიჟებ ჩემ შეხებაზე ასე რომ იბნევი_ვნება მორეული ხმით მიჩურჩულა და თავისი ოთახისკენ წამიყვანა.კარი ფეხით შეაღო და საწოლზე დამსვა.
-შენ სად უნდა დაიძინო??
-აი მანდ შენს გვერდით.
-რაა შენ რა სულ გადაირიე??
-ნია მომისმინე_ჩემსკენ დაიძრა და ჩაიმუხლა_მე არ ვიკბინები და უკვე მერამდეედ გიმეორებ ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც გულს გატკენს.. გასაგებია??
-ჰოო
-კარგი გოგო ხარ_ტუჩები შუბლზე მომაწება_ახლა შენ და ფუფა დაწექით და მშვიდათ დაიძინეთ.
რა ადვილი სათქმელი იყო "მშვიდად დაიძინე".ჩემს გვერდით თავისუ ადგილი დაიკავა და თვალები დახუჭა.ვიცოდი რომ არ ეძინაა.ძილი არც მე მომეკარა.უცებ გავიაზრე რომ ხვიბლიანი ჩემ გვერდით იწვა ნახევრად შიშველიი.ერთი ხელის გაწვდენა და შემეძლო შევხებოდი ჩავხუტებოდი.თითქოს ელექტრიდენმა დამიარა და გამაკანკალაა რაც ბერდიას არ გამოპარვია
-ნიააა.....
-რაა ჰო რამოხდა_ავლუღლუღდი მე
-რატომ კანკალებ_უკმაყოფილება გამოეხატა ხვიბლიანს ხმაში.თვალები არც კი გაუხელია
-ისა მეე არვიციი
-ოხხ_ამოიოხრა ხვიბლიანმა და თვალები გაახილა.ხელი ჩამავლო თავისკენ მიმწია და მკლავებში მომიქცია.
-ბერდიაა.....
-ჩუუუ.უბრალოდ მოდუნდი თვალები დახუჭე და გონება ცოტახნოთ გათიშე_თვალები დავხუჭე და ყველაფერზე ფიქრი შევწყვიტე.მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი:მე იმ ადამიანის მკლავებში ვიყავი მოქცეული რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა.უბრალოდ ამ წუთით უნდა დავმტკბარიყავი.და ასეც მოვიქცეოდი.ყველა კომპლექსი მოვიხსენი და ხვიბლიანს წელზე მოვხვიე ხელები ცხვირი კი მის კისერში ჩავრგე.ნელნელა კანკალი შევწყვიტე და თანაბრად დავიწყე სუნთქვა.
-აი ასეე_ძილბურანში ჩამესმა ხვიბლიანის ხმა და საბოლოოდ დავნებდი ძილს.დამეფიცება რომ ასე მშვიდად არასდროს მძინებია.


***********


დილით რომ გავიღვიძე ხვიბლიანი საწოლში აღარ დამხვდა.ბედნიერმა მოვავლე ოთახს თვალი და წამით მომეჩვენა რომ ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდებოდა,თითქოს ამდენი ხნის შემდეგ ბედნიერებამ მიპოვაა.საწრაფოდ წამოვხტი ფეხზე ჩავიცვი და აბაზანაში შევარდი.მალევე მოვწესრიგდი და კიბეებზე დავეშვი.ბიჭები მისაღებში ისხდნენ და ბოლო ხმაზე ხარხარებდნენ.
-დილამშვიდობის_გავუღიმე ყველას და ბერდიას გავხედე რომელიც ღიმილით მიყურებდა
-კრასოტკა??_გაკვირვებულმა გამომხედა გაგიმ და ეშმაკურად გამიღიმა_მეგონა ერთი კვირა სიარულს ვერ შეძლებდი
-ბიჭოოო_თავში წამოარტყა ანდრიამ_ბავშვია შე*ემა რეებს ეუბნები??
-გაგიი_გაუბრაზდა ხვიბლიანი_დაუკვირდი რას ამბობ და ვის ეუბნები ნია ქეთა არარის გასაგებია??
-ჰო კარგი ვეხუმრე ტო რაიყო
-ეგეთი ხუმრობებისთვის ცოტა პატარაა ძმაო ჩემო_ბალიში ჩაარტყა გიგიმ თავში_მეორედ გაეხუმრები ეგრე და ძვლებში დაგამტვრევ
-ბოდიში კრასოტკაა_დამნაშავის თვალებით გამომხედა გაგიმ
-არაუშავს_გავუცინე მე_მაინც ვერაფერი გავიგე_ამის თქმა იყო და ყველამ სიცილი ატეხა ბერდიას ჩათვლით
-გეუბნები ტო მაგარი საყვარელია თქო_გამიღიმა ანდრიამ
-კარგი კარგი ნუ გამაწითლეთ სამზარეულოში გავალ ყავას მოვადუღებ _სამზარეუოსკენ დავიძარი და იქ რომ ქეთა დამხვდა საშინლად გავღიზიანდი სიგარეტს ეწეოდა და საშინელი სუნი იდგა.
-აქ არ ვეწევით_უკმაყოფილოდ ვუთხარი და გაზქურა ავანთე
-პირდაპირ მიკვირს დათუნიას რა მოსწონს შენში_იჰოო ქერასგან ამას არ ველოდი
-ალბათ ის რაც შენ არ გაგაჩნია_დავგესლე მე და ყავის მომზადებას შევუდექი
-პატარა მეოცნებე გოგო ხარ_მითხრა ცინიკურად_გგონი ბერდია ოდესმე როგორც ქალს ისე შრმოგხედავს?მას უბრალოდ ეცოდები ეს უბრალოდ სიბრალულის გრძნობაა და მეტი არაფერი.ან მკვლელი რატომ უნდა უყვარდეს??
არ ვიცი მაშინ რა ვიგრძენი.ქეთამ იმ ტკივილს შეეხო რომლის დავიწყებასაც მთელი არსებით ვცდილობდი.არვიცი რა დამემართა მაგრამ მისკენ შევბრუნდი და მთელი ძალით გავარტყი სილა.მახსოვს როგორ წაბარბაცდა.
-მეორედ არ გაბედო ჩემთან ესეთი ლაპარაკი_უკვე ცრემლები მახჩობდა ამიტომ სასწრაფოდ გავარდი სამზარეულოდან და კიბეებისკენ გავიქეცი.
-ნიააა?დამიძახა ბერდიამ
-მარტო მინდა ყოფნა_მივაძახე და ზევით ავედი ოთახში შევედი.საწოლთან ჩავჯექი და ცრემლებს გასაქანი მივეცი ცოტახანში უკვე მოთქმით ვტიროდი და სუნთქვა მიჭირდა.ვერც კი შევამჩნიე როგორ შემოაღო კარი ხვიბლიანმა
-აბა აბაა_ჩემს წინ ჩაიმუხლა_ახლავე დამშვიდდი..შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება ნიაა
-იციი იციი მეე_უკვე სულს ვერ ვითქვამდი ტირილისგან
-ნია მეთქი_გამიბრაზდა ბერდია_მოდიი_ხელში ამიტაცა კრესლოში ჩაჯდა მე კი კალთაში ჩამისვა_ახლავე დამშვიდდი მე აქ ვარ შენს გვერდით
-იცი ქეთამ მითხრა რომ მკვლელი ვარ.. და ის მართალიაა ვცდილობ ჩემი თავი დავარწმუნო რომ ასე არაა მაგრამ სიმართლეს ვერსად გავექცევი.
-ჩუუუ სისულელეს ნუ ამბობ_თმაზე ტუჩების შეხენა ვიგრძენი_ყველაფერი კარგად იქნება ქეთას მე მოვუვლიი
-გიყვარს??_ღმერთო ასეთი სისულელეები როგორ მომდიოდა თავში
-რა სულელი ხარ_ჩაეცინა ბერდიას_ეგ მეორედ აღარ თქვა.
-კარგიი
არ ვიცი როდის ჩამეძინა მაგრამ ძილშიც კი ვგრძნობდი ხვიბლიანის ძლიერ მკლავებს.


***************


საღამო იყო ყველა მისაღებში ვისხედით.ქეთას შეშინებული სახე ქონდა ალბათ ხვიბლიანმა "კარგად იმუშავა".ფილმს ვუყურებდით და გულიანად ვიცინოდით.ფუფა გაკვირვებული აცეცებდა თვალებს აქეთ იქით და სიტოაციაში გარკვევას ცდილობდა.ხვიბლიანის ტელეფონი რომ აწკრიალდა ყველამ მას გავხედეთ.
-უკაცრავად_წამოდგა ხვიბლიანი_უნდა ვუპასუხო_თქვა და სამზარეულოში გავიდა
არც გამკვირვებია ბერდია წარმატებული გამომძიებელი იყო და ალბათ უამრავი საქმე ქონდა.რა გასაკვირია რომ შვებულებაში მყოფსაც ურეკავდნენ.ხუთი წუთიც არ იქნებოდა გასული სამწარეულოდან რაგაცის მსხვრევის ხმა და გინება რომ გავიგონეთ.
-დედა შევ*ცი ეგ ნაბი*ვარი მოვკლავ მაგ ახ*არს_მერე მახსოვს როგორ გამოვიდა სახეწაშლილი ხვიბლინი სამზარეულოდან და კიბეებისკენ დაიძრა
-ბერდო რამოხდა?_გასძახა ანდრიამ
-სხვა დროს ვილაპარაკოთ მარტო მინდა ყოფნა _დაიღრიალა ხვიბლიანმა და ზევით ავიდა
-რა დაემართა ტო??_გაუკვირდა გაგის
-მე დაველაპარაკები_გავუღიმე ბიჭებს და წამოვდექი.ზევით ავედი და მივაყურადე ხვიბლიანი ოთახში ნერვიულად დადიოდა ღრმად ჩავისუნთქე და ოთახში შევედი.
-ბერდია..
-ახლა არა ძალიან გთხოვ_ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი
-ბერდია ვხედავ რომ რარაც გაწუხებს და თუ არ მეტყვი რა ვერ დაგეხმარები_გავუღიმე მე
-საქმე იმაშია რომ მე პირობა მოგეცი რომ ყოველთვის გაგიფრთხილდები და დაგიცავ მაგრამ ხანდახან საკუთარ თავში ეჭვი მეპარება.ხანდახან მეშინია რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე ვერ აღმოვჩნდები_დაასრულა ხვიბლიანმა და ხმა აუკანკალდა.ბერდია არასდროს მინახია ასეთი თითქოს ჩემს წინ სულ სხვა ადამიანი იდგა.მივხვდი რომ ახლა მე უნდა დავხმარებოდი მას ახლა მე უნდა დამებრუნებინა მისთვის თავდაჯერებულობა
-ბერდია_მივუახლოვდი და ლოყაზე მივეფერე_შენ მე ნორმალურ ცხოვრებაში დამაბრუნე სწორი გზა დამანახე.მიმახვედრე რა მინდა და როგორ უნდა ვიცხოვრო.მე მჯერა შენი თვალდახუჭული გენდობიი. წარმოიდგინე რა მომივა მე თუ შენ საკუთარი თავის რწმენას დაკარგავ.ირწმუნე შენი თავის ისე როგორც მეე_სიტყვა დავამთავრე და ტუჩებზე წავეტანე.დაიბნა მაგრამ მალევე მოვიდა გონს ხელები წელზე შემომხვია და სხეულზე ამიკრა.ეს არ ყოფილა უბრალოდ ნაზი ამბორი.საშინლად მომთხოვნი და ვნებიანი იყვნენ ხვიბლიანის ბაგეები არც მე ვცდილობდი თავის შეკავებას არც მინდოდა.ვცდილობდი მაქსიმალურად ავყოლოდი კოცნაში და ყველაფერი დამენახებინა მისთვის რასაც ვგრძნობდი.მაისური გადაიძრო და ხელში ამიტაცა ჩემი ფეხები თეძოებზე შემოიწყო და საწოლისკენ დაიძრა.ფრთხილად დამაწვინა და ზემოდან მომექცა.ხელები ჩემი პერანგისკენ წავიღე და ღილების გახსნა დავიწყე.
-ნიააა... დარწმუნებული ხარ???
-ჰოო_დავუქნიე თავი და ისევ ტუჩებზე წავეტანე.ფრთხილად გამანთავისუფლა ზედმეტი ნაჭრებისგან და ჩემი გაწითლებული ლოყები რომ შეამჩნია გაეღიმა.
-ჩემი ნუ გრცხვენია გესმის
-ბერდია??
-რაო??
-გიყვარვარ???
-მთელი არსებით_მითხრა და თვალებში ჩამხედა.ხვიბლიანს ვუყვარდი მე ამას მის თვალებში ვკითხულობდი.წამოვიწიე და ვაკოცეე.
მერე მახსოვს რომ ხვიბლიანის ძლიერი ხელები ყველგან დასრიალებდნენ მხურვალე კოცნას მიტოვებდნენ მისი ბაგეები მთელ სხეულზეეე.საცვლებისგან რომ გამანთავისუფლა უნებურად ავკანკალდი რაც არ გამოპარვია
-ნია შემომხედე უბრალოდ მე მიყურე და მენდე ქრაფერს გატკენ გპირდები მაგრამ თუ რამე ისე არ იქნება მინდა რომ მითხრა კარგი??
-კარგი_გაუბედავად დავუქნიე თავი.ისევ ის მწველი ბაგეები.ნაკოცნი ადგილები მეწვოდა და საოცარ სიამოვნებას მგვრიდაა.ხვიბლიანი ფრთხილობდა და ვხვდებოდი რადაც უჯდებოდა ეს თავშეკავება.უცებ მწვავე ტკივილი ვიგრძენი და თვალები ამიცრემლიანდა.
-ჯანდაბა ნია...კარგად ხარ?? მითხარი გინდა გავჩერდე?? ნიაა??_ვიცოდი ხმას თუ ამოვიღებდი ნამდვილად ავტირდეოდი ამიტომ წამოვიწიე და მთელი გრძნობით ვაკოცე ამით მივახვედრე რომ ყველაფერი კარგად იყო.წელზე ძლიერად მომხვია ხელები და სხეულზე ამიკრა.მალე ტკივილი სიამოვნებამ შეცვალა და ოთახში მხოლოდ ჩვენი გახშირებული სუნთქვა და ჩემი ჩუმი კვნესა ისმოდა



№1  offline წევრი Tekkla

ძალიან მაგარიაა❤

 


№2  offline წევრი gvancula _ m

ძალიაან ძაალიან მაგარიაა <3 <3

 


№3  offline წევრი winny

მალე დადე შემდეგი თავი kissing_heart kissing_heart
--------------------
...

 


№4  offline აქტიური მკითხველი select

აუუ მალე რაა რა საყვარლები არიაან იმედია კარგად დაამთავრებ ისე ეს ფუფა მომწონს ძაან ახლახანს წავიკითხე ყველა და მაგრად ვიცინე და ვიტირე ველოდები შემდეგ თავს heart_eyes kissing_heart

 


№5 სტუმარი Meocnebe

Ohh xatia,!! Sad damekarge ramdenime dgea gelodebi, .raunda vtqva sityvebi ar myofnis sheudarebeli istoriaa, warmoidgine katebs ver vitan pataraobis mere :D DAmkawra da nevsebs miketebdnen:D magram fufas msgavsi mec minda :D

Ohh xatia,!! Sad damekarge ramdenime dgea gelodebi, .raunda vtqva sityvebi ar myofnis sheudarebeli istoriaa, warmoidgine katebs ver vitan pataraobis mere :D DAmkawra da nevsebs miketebdnen:D magram fufas msgavsi mec minda :D

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია და მალ-მალე დადე რა.ვგიჟდები მე ამ ისტორიაზე და შეეცადე არ გვალოდინო შენი მკითხველი.საინტერესოა რატომ გაბრაზდა ბერდია,იმედია მამინაცვალი არ უჩივის საწყალ გოგოს და ეგ არ შეატყობინეს.
--------------------
ლანა

 


№7  offline წევრი isterichka123

male dade shemdegi tavi

 


№8  offline წევრი Tekkla

იმედი მაქვს კარგად დაამთავრებ❤

 


№9 სტუმარი nia

Zaaan magariaaa. Male Dade shemdegi tavi

 


№10 სტუმარი Uhuu

Aha daickee isev da dagvade xoo?
Ro daamtavro es motxroba rame mogivaa???

 


№11 სტუმარი Guest Mancho

დაასრულე რა რამდენი ხანია ველით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent