დაუპატიჟებელი სტუმარი (4)
- ვაჟამ აიტეხა, გინდათ თუ არა, კოჯორში წავიდეთო. „კოჭლი ბერდო“ ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ყავარჯნებით არსად წაღოღებას არ აპირებდა. ამაზე მესამე მსოფლიო ომი გაიმართა სახლში. გრეტა ბერდიას მხარეს იყო; ლილე, ნაინა და მურთაზი - ვაჟას. ბოლოს როგორც იქნა, დაარწმუნეს ხვიბლიანი, რომ სერიოზული არაფერი მოხდებოდა მისი კოჯორში წამოსვლით, თან თბილისში მოიწყენდა და მეორე დღეს ვაჟას მანქანაში ნაინას გვერდით ეჭირა ადგილი. ჩვეული მკაცრი, სერიოზული, ოდნავ ცივი მიმიკა არც ახლა ივიწყებდა პატრონს და კვლავინდებურად ამშვენებდა მას. რაზეც ვერ ვიტყვით ნაინაზე. გოგონა საშინლად დაძაბული იჯდა და დაბეჯითებით შეეძლო ეთქვა, რომ ის მხარე, სადაც ბერდია იჯდა მიყინულ- მიბათქაშებული ჰქონდა. ლილეს პატარა მარიამი ჩაესვა კალთაში და წინ, ვაჟას გვერდით, მოკალათებულიყო. ღიმილით გადახედავდა ხოლმე ბოლქვაძე მის გვერდით მჯდომთ და უცნაურად ბედნიერი ხდებოდა მისი გამომეტყველება. გზაში არც ერთს აუღია საკუთარ თავზე საუბრის დაწყების ინიციატივა და მუსიკის ტკბილი ჰანგებით ირთობდნენ თავს. -ამოიღეთ ხმა, ხალხო. -ვეღარ მოითმინა აჟიტირებულმა ვაჟამ და ღიმილით მოავლო უკანა ფლანგზე მჯდომთ თვალი, დაძაბული სახეები რომ მიეღოთ. თითქოს, დასასვენებლად კი არა, ჯარში მიდიოდნენ. -ილაპარაკე შენ, -ამდენი დაძაბულობისაგან გათანგულმა ინამ ძლივს შეძლო ორი სიტყვის ერთმანეთთან დაკავშირება და მათი წარმოთქმა. -გიჟი კი არ ვარ. -ისეთი შეურაცხყოფილი სახე მიიღო ბოლქვაძემ, ნაინა ნამუსმა შეაწუხა. -მე მოვყვები რაღაცას, -ღიმილით მიანათა თვალები გვერდზე მჯდომ მამაკაცს ლილემ და ბავშვი მკლავებში უკეთესად მოიკალათა. -პატარა ვიყავი მაშინ, დაახლოებით, 10-12 წლისა. ზაფხულობით, სოფელში მიყვარდა დარჩენა ბებია-ბაბუასთან. მეგობრების უმეტესობაც იქ მყავდა. სულ ბიჭები იყვნენ, თორნიკე, მათე, ნიკა, საბა და ერთი გოგო იყო_ლალი. საქმე გამოგვლეოდა, პაპანაქება ზაფხული, შუა დღე იყო და მდინარეზე არ გვიშვებდნენ. ჩრდილში, სადაც „ბირჟა“ გვქონდა მოწყობილი, იქ ვიჯექით, ქუჩაში თხამ რომ ჩამოიარა. მე, როგორც ყველაზე ეშმაკ ბავშვს, ერთი არასტანდარტული აზრი მომივიდა თავში. მალევე დავიყოლიე ბიჭებიც და ზოგს რქებით დავაჭერინე, ზოგს ფეხებით ეს საწყალი ბეკეკა, მე ფეხებს შორის შევუვარდი და ასე მოვწველე შუა ქუჩაში თხა. ვიცი, გაგიკვირდებათ ჩემი „ასეთობის“ ამბავი, მაგრამ მართლა ასეთი ვიყავი.. სამწუხაროა, რომ _ ვიყავი. -ეს რა ქაჯი შემოგვიშვია ოჯახში და არ გვცოდნია. -სიცილისაგან აწითლებულმა ვაჟამ, როგორც კი სული მოითქვა მაშინვე გაანდო გარშემო მყოფთ თავისი მოსაზრება. -შენ გზას უყურე. -დატუქსა ნათესავი ნაინამ, თუმცა უნებურად მასაც გაეღიმა იმის წარმოდგენისას, თუ როგორ წველიდა თხას, ამ უკანასკნელის ფეხებს შორის მოქცეული ლილე. -ბერდო, რატომ ხარ ჩუმად?! -რა მაქვს სათქმელი? -ამდენი ხნის განმავლობაში, პირველად ამოიღო ხმა ბიჭმა და მაშინაც მთლიანად წაყინა ნაინა. -შენ სულ ომობანას თამაშობდი, ალბათ. -ისე წამოსცდა მის ბაგეებს ეს სიტყვები, რომ თვითონაც ვერ გაიგო, თუ რატომ თქვა. იგრძნო როგორ შეეცვალა ხვიბლიანს სახეზე გამომეტყველება, როგორც მოიმატა ტემპერატურამ სალონში და ცივმა ოფლმა დაასხა. არაფერი უთქვამს ბერდიას. ან რა უნდა ეთქვა?! ასეთი ჩერჩეტობა ვინმეს სხვას რომ წამოეყრანტალებინა, ალბათ დასცინებდა ნაინა, თავად კი იგივე გააკეთა. არც სხვებს გასჩენიათ დიდად საუბრის წამოწყების სურვილი, მხოლოდ პატარა მარიამის საყვარელი ღუღუნი ისმოდა სალონში. დაძაბულობას ერთი წამითაც არ დაუტოვებია ბერიძის სხეული, რაც კარგად აღებეჭდებოდა აწითლებულ სახეზე. მანქანიდან გადმოსულებს, მაშინვე მოეფინათ სახეებზე გრილი და სუფთა ჰაერი. ვერც კი შეედრებოდა თბილისის კვამლით სავსე, მძაფრ სუნს, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას რომ გაზარებდა ადამიანს. ჩანთები ვაჟამ გადმოიღო საბარგულიდან. ნაინამ ლილეს გამოართვა მარიამი და თვითონ შეიყვანა სახლში, ხოლო ბურდული ბერდიას დაეხმარა შინ შესვლაში. ეზო სულ გადამწვანებულიყო, ორი წლის წინ იყო ბოლოს ნაინა აქ, როდესაც ვაჟას ჰქონდა დაბადების დღე და მაშინაც უკან დაბრუნდა, მალევე. პატარა ანგელოზი გოგონას მკლავებში განაბულიყო და მშვიდად ფშვინავდა. ოდნავ შეფერადებული ღაწვებითა და ბამბის ქულასავით თეთრი კანით, ფიფქიას ჰგავდა მარიამი. დანაშაულის გრძნობა, კვლავ გულს უღრღნიდა ლილეს. მან რა იცის, რამხელა ტკივილია ბერდიასთვის ის პერიოდი, ავღანეთში რომ მოუწია ყოფნა?! ერთი ღრმად ამოისუნთქა, თავი გადააქნია და ისიც შინ შევიდა. საღამო ხანს, როდესაც მარიამი დააძინეს ყველა მისაღებში შეიკრიბა. ლილეს უკვე მშვენივრად მოეხერხებინა სამზარეულოს შესწავლა და იქ ფუსფუსებდა. ნაინამ ოთახებს მოავლო ხელი და დაასუფთავა. ხვიბლიანს, მისთვის ერთხელაც კი არ შეუხედავს. ეს უფროდაუფრო უღვივებდა დანაშაულის გრძნობას და ნამუსიც აწუხებდა. რამდენჯერმე სცადა საუბრის წამოწყება, თუმცა ვერ გაბედა. მთელი საღამო, რაზე საუბრობდნენ, ვერ გაიგო. მთელი გული და გონება ბერდიასკენ ჰქონდა გადართული. როგორმე უნდა გამოესყიდა დანაშაული, თორემ საკუთარი თავი უკვე ყველაზე უნამუსო პიროვნებად შერაცხა. -მე დავიძინებ, -მასთან ერთ ოთახში ყოფნა ძალიან უჭირდა უკვე და ფეხზე წამოდგა. -ცუდად ხარ?! -სიტყვა დააწია ვაჟამ. -არა, მგზავრობამ დამღალა. შუა ღამე იქნებოდა ხმაური რომ მოესმა და დაფეთებული წამოდგა ფეხზე. ხალათი არც კი მოუცვამს ისე გავარდა მისაღებში, სადაც იატაკზე გართხმული ხვიბლიანი დახვდა. სახე ტკვილისგან დასჭიმვოდა ბიჭს და შუბლი შეეჭმუხნა. „ღამე უნდა გადავეყაროთ უბედურებებს?!“ გაიფიქრა ნაინამ და მაშინვე გაემართა მის დასახმარებლად. ---- გამარჯობა, ვიცი არ მელოდით. არც მე ველოდი მუზას და ცოტა სამეცადინოს. მოკლედ, რა უნდა გითხრათ, როგორ გირჩევნიათ, ყოველ მეორე დღეს ამხელა თავები თუ კვირაში 2-ჯერ დიდები?! დრო არ მაქვს უბრალოდ, თორემ უფრო დიდს დავწერდი. ახლაც ერთი სული აქვთ როდის ამაბუნძულებენ ფეხზე. მახარებს თქვენი კომენტარები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.