შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოსულობის უპირატესობა


9-10-2016, 19:17
ავტორი ninuca16
ნანახია 2 675

ყველაფერი ზაფხულის არდადეგებით დაიწყო.
საშინელი გამოცდების შემდეგ მალევე მომიწია სოფელში წასვლა. რამოდენიმე დღის მერე შემხვდა ჩემი ე.გ. (ბავშვობის სიყვარული),არ გამჭირვებია მისი გახსენება,რადგან საერთოდ არ იყო შეცვლილი. მომესალმა და მეც არ მიუკადრისებია,რატომღაც იმ მომენტში ძალიან დავიბენი, არ მოველოდი მასთან შეხვედრას და რაღა დაგიმალოთ საკმაოდ მორიდებულ პასუხს ვაძლევდი. დამშვიდობებისას ნომერი გამომართვა და რამოდენიმე წუთის მერე მომწერა,მთელი დღეების განმავლობაში მწერდა განუწყვეტლივ. ამ SMS-ების შემდეგ გრძნობა განმიახლდა,თუმცა რომ არ მოგატყუოთ არ ვიცოდი რას ვაკეთებდი,არ ვიცოდი ეს ის იყო ვინც მე მინდოდა თუ არა, მაგრამ მაინც ვიკავებდი თავს, ამასობაში ჩემს დაქალსაც მოვუყევი მასზე და როგორც ყველას ამ სიტუაციაში ძალიან გაუხარდა, მგონი ჩემზე მეტადაც კი უხაროდა.. მასაც გავაცანი ლევანი, ეჭვიც არ მეპარებოდა რომ მოეწონებოდა,მაგრამ მხოლოდ ერთ რაღაცაზე ვყოყმანობდი, ლევანი ჯარში მსახურობდა, თანაც ასაკით ჩემზე დიდი იყო, ცხრამეტი წლის ხდებოდა და უკვე საცოლეზე ფიქრობდა როგორც ყველა ბიჭი, არც მიკვირდა ყველაფერი ეს თუმცა როდესაც ამაზე საუბარს იწყებდა ყოველთვის ვცდილობდი თავის არიდებას,მაგრამ ვიცოდი რომ ამ თემას მაინც ვერ გავექცეოდი თუ მასთან ურთიერთობას გავაგრძელებდი. გადიოდა დღეები და რატომღაც უფრო და უფრო მბეზრდებოდა მასთან საუბარი, არ ვიცი ეს რისი ბრალი უნდა ყოფილიყო ის ხომ ჩემზე ასე ზრუნავდა, ერთ დღესაც როდესაც ისევ გააგრძელა ამ თემაზე საუბარი ყველაფერი ვუთხარი რასაც ვფიქრობდი. აი რა იყო მისი სამომავლო გეგმები: უნდოდა რომ 17 წლის ასაკში ცოლად მოვეყვანე და ოჯახი შეგვექმნა, ისიც თუ მე მასზე გავთხოვდებოდი ჯარიდან წამოვიდოდა, მაგრამ დროებით. იმის თქმა თუ რა მოხდებოდა რა ცოდნა უნდოდა, მომიწევდა ოჯახის მოვლა და შეიძლება მალევე შვილების გაჩენა,თუმცა ამ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან ძნელი იქნებოდა,თან როდესაც ავღანეთში წასვლაზეც ფიქრობდა. ასე რომ უარი ვუთხარი ყველაფერზე, მე არ ვიყავი ის ვისაც ეძებდა, მე არ ვიყავი ყოველივე ამისთვის მზად, არ მსურდა ასეთი ცხოვრება, სიმართლე გითხრათ ძალიან მენანებოდა მისი დაკარგვა რადგან ვფიქრობდი,რომ მასზე კარგი ჩემთვის, ვინც ასე იზრუნებდა ალბათ აღარ იქნებოდა მაგრამ ისევ და ისევ დაქალი ჩაერთო ჩემს გადაწყვეტილების მიღებაში და შეძლო ჩემთვის ამის გათვიცნობიერება. საკმაოდ რთულად მიიღო ლევანიმ ჩემი ასეთი გადაწყვეტილება, ჩემს დაქალთან ცდილობდა ჩემი ამბების გაგებას, უკვე ძალიან ცივად დავიწყე მასთან ლაპარაკი, თუმცაღა ჩემს თავს არ ვაბრალებდი მის იმდღევანდელ საქციელს, მე შევთავაზე მეგობრობა, მაგრამ არ ისურვა იმის გამო რომ ვერ შეძლებდა ამ ყველაფრის მერე მეგობრობას. ეს ყველაფერი ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ ჩემმა დეიდაშვილმა, შოთიკომ იცოდა. მასთან ნათქვამი ჰქონდა ლევანის რომ ძალიან ვუყვარდი და მომავალშიც აპირებდა ურთიერთობის გაგრძელებას, მაგრამ როდი აღმოჩნდა ეს ყველაფერი ნამდვილი. დიდად არც მას დაწყვეტია გული და არც ჩემს გამხნევებას ცდილობდა და ეს უფრო მომწონდა ვიდრე ის თუ როგორც ხდება ხოლმე რეალურად: ლიზა, ყველაფერი წინ გაქვს, შენ ლამაზი გოგონა ხარ და მასზე უკეთესებიც გამოჩნდებიან მერწმუნე ამაში და ა.შ.
მარტივად შევძელი მისი დავიწყება, ჩვეულ ცხოვრებას შევუდექი და ისე რათქმაუნდა არ ჩაუვლია ჩემს სოფელში ყოფნის დღეებს რომ ვინმეს არ მოვწონებოდი(იცინის), მაგრამ მივხვდი რომ არავინ არ მინდოდა იმ მომენტში, ჩავთვალე რომ ესეც ბავშვური გატაცების ბრალი იყო, მაგრამ ჩემს თავს ხომ მაინც ვერ მოვატყუებ, ეს ნამდვილად იყო რეალური და დიდი ხნის სიყვარული.

ეს ჩემი პირველი ისტორიაა, იმედია მოგეწონებად, გამიხარდება თუ თქვენს აზრს კომენტარებში დააფიქსირებთ <3



№1  offline წევრი ninuca16

anuki15
აუ ძალიან საინტერესოა, იმედია ლიზა მართლა მარტოსული არ დარჩება და იპოვის ნამდვილ სიყვარულს kissing_heart kissing_heart

მოვლენების განვითარებას დაველოდოთ kissing_heart მადლობა დიდი,იმედია მოგეწონებათ შემდეგი თავებიც heart_eyes

 


№2 სტუმარი Guest ანი

ძალიან საინტერესოა!მოუთმენლად ველი შემდგებ თავებს!

 


№3 სტუმარი Ninuca

Guest ანი
ძალიან საინტერესოა!მოუთმენლად ველი შემდგებ თავებს!

მადლობაა❤აუცილებლად!

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ძალიან საინტერესოდ მსჯელობ

 


№5  offline წევრი ninuca16

aanamaria
ძალიან საინტერესოდ მსჯელობ

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent