შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი ხდება..


29-07-2015, 10:29
ავტორი -ფიფქია)))
ნანახია 2 203

დამეთანხმებით რომ 13 წელი ურთიერთობებისთვის საკმაოდ ცოტაა, თუმცა უფრო პატარებსაც კი ყავთ შეყვარებულები.. მე ყოველთვის დამცინოდნენ დაქალები რომ არასდროს არ მყავდა შეყვარებული.. 13 წლის ვიყავი.. იმ ზაფხულს ჩემი დაქალი ჩამოვიდა თბილისიდან რამდენიმე კვირით და დავიწყეთ აქეთ–იქით სიარული, დავდიოდით მდინარეზე და პარკებში.. სამნი ვიყავით.. რამდენიმე დღეში მოუვიდათ იდეა რომ სანაძლეო დაედოთ ვინ უფრო მალე დაკერავდა ბიჭს.. მე რათქმაუნდა უარი ვთქვი რადგან არ ვაპირებდი მასეთ რაღაცას.. სასაცილოა მაგრამ იმ საღამოსვე მოვეწონე ერთ ბიჭს და ჩემი ნომერი უნდოდა.. მასაც უარი ვუთხარი, მერე ნელნელა გავხდი გოგოო რომელიც ყველას მოსწონდა და ჩემ დაქალს იმისიც კი ეშინოდა რომ გაეცნო ჩემთვის ბიჭი რომელიც მოსწონდა.. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა და ავცანცარდი როგორც ხდება ხოლმე..
ერთ დღეს მდინარეზე შევხვდი 20 წლის ბიჭს რომელსაც მოვეწონე.. ისე მოხდა რომ რამდენჯერმე დამელაპარაკა და ჩემს ძმაკაცს ჩემი ნომერი სთხოვა.. მან მე მითხრა მაგრამ მე რათქმაუნდა უარი ვუთხარი.. ამისთვის ბევრი მიზეზი მქონდა მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაშინ ოჯახს წევრები იყვენენ.. მაშინ დაინახა დედაჩემმა მდინარეზე როგორ მიყურებდა რაზეც ძალიან მეჩხუბა.. ამიტომ დავუმალე ნომრის ამბავი.. ერთ ტყუილს მეორე მოჰყვა მეორეს მესამე და გამვოვიდა მთელი ისტორია.. ვისთანაც დამინახა ყველას უთხრა რომ მოვწონდი და ყველა სათითაოდ მელაპარაკებოდა, მაგრამ მე უარზე ვიყავი.. ბოლოს როდესაც თავს არ მანებებდა ჩემ ძმაკაცთან ჩხუბი მოუვიდა, მაგრამ მაინც დამანება..
გამუცდელი ვიყავი და იმდენად დამაბნია მისმა ქცევებმა რომ აგარ ვიცოდი რა გამეკეთებინა.. მერე როგორც იქნა ერთ დღეს გავბედე და დედაჩემს მოვუყევი ყველაფერი რამაც ძალიან გამაკვირვა.. დედაჩემი მისმენდა და იცინოდა მერე მითხრა რომ დიდი იყო და არ მინდოდა ურთიერთობა.. ამის შმედეგ დავწყნადი ჩემი დაქალიც წავიდა და ყველაფერი დალაგდა.. თუმცა მარტო ერთი დაქალი არ მყავდა ამიტომ მეორე დაქალს მოვუყევი ყველაფერი.. მას ყავდა შეყვარებული და მითხრა რომ არ დამეკარგა და ათასი სისულელე.. ასე ვთქვათ ტვინი ამირია.. მეც დამეჯერა რომ მომწონდა ის ბიჭი არადა სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი. მერე ჩემ ძმაკაცს ვუთხარი და მანაც მითხრა რომ მეგობრობა გამეგზავნა მეც ჩავთვალე რომ არაფერი დაშავდებოდა და facebook-ში გავუგზავნე მეგობრობა.. ისიც დაეთანხმა და საღამოს მომწერა მომიკითხა და მერე მკითხა როგორ არის შენი შეყვარებულიო რამაც ძალიან გამაღიზიანა და და მივაყარე რასაც ვფიქრობდი. ბოლოს მითხრა რომ ისევ მოვწონდი და მე გადამეწყვიტა მე ვუთხარი რომ ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობდით, მითხრა გავიცნოთო და ტელეფონის ნომერი გამომართვა.. მეც მივეციიი.. ამ საქციელს დღემდე ვნანობ და ვერ ვხვდები საერთოდ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი.. იმ საღამოს ფული ჩამიიცხა და მწერდა მთელი ღამე.. იმდენად დავიღალე რომ აღარაფერი აღარ მინდოდა.. დილითაც მწერდა.. ბევრი რამე დამიშალა და მეჩხუბა.. მწერდა რომ მისი გოგო ვიყავი და შეწინააღმდეგების უფლებასაც არ მაძლევდა.. მეორე დღეს უკვე ისეთი ცუდად ვიყავი რომ არ ვიცოდი რა მექნა.. უბრალოდ არ გამოდიოდა რომ ისევ უარი მეთქვა არადა მე ასე ვერ გავძლებდი დიდხანს.. მე ხომ მიჩვეული ვიყავი თავისუფლებას.. როცა მწერდა თბილად არ მსიმოვნებდა რამაც მიმახვედრა რომ დიდი შეცდომა დავუშვი.. ჩემდა საბედნიეროდ იმ დღეს ისევ ჩამოვიდა ჩემი დაქალი თბილისიდან რამდენიმე დღით ხოდა მეც ვეღარ დავმალე და ყველაფერი მოვუყევი.. ის დამეხმარა ბევრი მეჩიჩინა რომ უარი მეთქვა და ეს არ იყო სასირცხვილო.. მეც გავბედე და მივწერე რომ მე არ მინდოდა მასთან ურთიერთობა და ბოდიში მოვუხადე იმის გამო რაც მოხდა.. ის ჩემზე ძალიან დიდი იყო და ამას გვიან მივხვდი.. იმის მერე რამდენჯერმე მომწერა მაგრამ არ ვუპასუხე და შემეშვა მემგონი.. ამას ალბათ კიდევ დიდხანს ვინანებ, მაგრამ ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა რომ ნურავის ნუ დაუჯერებთ და სანამ რამეს გააკეთებთ კარგად დაფიქრდით..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent