შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერცხლისფერეთი


10-10-2016, 08:57
ავტორი NA NO
ნანახია 1 208

ვერცხლისფერეთი
ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი შეგრძნება მაღვძებს. თითქოს კანიდან ვძვრები და სხეულს ვშორდები. ეს იმდენად მტკივნეულია, რომ არ ვიცი როგორ გადმოვცე. მგონია, კანს მათლიან და ყოველი ათლის შემდეგ შვებას ვგრძნობ, ვმსუბუქდები სადღაც გაჭედილი და უფრო და უფრო ვთავისუფლდები, როდესაც სხეულს მეტად ვშორდები.
უეცრად ჩემივე კივილი მაკრთობს და თვალებს ვახელ. როგორც ჩანს კოშმარი იყო. ერთიანად ვკანკალებ თუმცა იმის გააზრება, რომ ეს ხის მორებისგან აშენებული კედელი ჩემი საძინებლისას საერთოდ არ ჰგავს უარესად მაკრთობს. პანიკაში ჩავვარდი და სხეულის კონტროლი დავკარგე. ვიცოდი ასეთი უეცარი ცვლილება ჩემი ფსიქიკისთვის ავის მომასწავლებელი იყო. მე, რომელიც იმის გამო, რომ სხვა მხარეს გაღვიძებაც პანიკაში მაგდებს და გაუნძრევლად მარჯვენა მხარეს მძინავს ეს სიტუაცია ბოლოს მიღებდა და გონების ყოველ დაძაბვაზე თითქოს ტვინს რაღაც ნელ-ნელა კაწრავდა, რაღაც სხეულზე მძიმედ მაწვებოდა და მახრჩობდა. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრალებდა, რომ უეჭველად მომიტაცეს და სადღაც გამომკეტეს, მაგრამ რატომ ან ვის, რაში დასჭირდა ჩემი მოტაცება მაგას ვერ ვხვდებოდი.
მოულოდნელად კარი გაიღო და ოთახში ვიღაც გოგო შემოვიდა წყლის ჭიქით. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი იყო, ჩვეულებრივი კოჭებამდე დაშვებული კაბით. გრძელი თეთრი თმები მთელს ზურგზე გადაეფინა და მეტალის სარჭობებით ჩაეაგრებინა შიგადაშიგ. ცისფერი თუ ნაცრისფერი თვალები შემომანათა და მომესალმა. წამით თავი მკვდარიც მეგონა და ეს გოგო ანგელოზად მოვნათლე. ძალიან ლამაზი იყო.
-მე დინა ვარ, როგორც ჩანს შენ უკვე დაისვენე არა ნინა?
-ვერ ამიხსნით სად ვარ? ან ჩემს შესახებ რა იცით? რაში გჭირდებით გამარკვიეთ, რატომ მომიტაცეთ?.. ცოტა არ იყოს აღშფოთებული ვიყავი აქ გამოკეტვით
- ჩვენ შენს შესახებ ყველაფერი ვიცით. შენ ახლა სანდისში ხარ, სიმართლე გითხრა არ ვიცი ,,მოტაცება“ რას ნიშნავს. სანდისში უფროსებმა მოგიყვანეს, როგორც თქვეს ხის ძირას იწექი და ისვენებდი..
- მოიცა რას ვშვებოდი? ან სად ვიყავი?
- ისვენებდი როგორც ჩემს შემოსვლამდე
- ანუ მეძინა, უგონოდ ვიყავი...
- მე არ მესმის მაგ სიტყვების მნიშვნელობა, შენ აქ ერთადერთი ხარ ვინც ჩვენთან სხვა ადგილიდან მოვიდა და მიკვირს ჩვენს ენას ასე თუ ისე რომ ფლობ
-ძალიან მწარედ მეხუმრები თუ რა ხდება, იქნებ ნორმალურად ამიხსნა დინა, ქალაქი სანდისი სად არის? საერთოდ არაფერი გამიგია მის შესახებ და არ მესმის ქართულად ლაპარაკი ასე რატომ გიკვირს
-ჩვენს ენას სანდინური ჰქვია ქართული კი არა. ცოტახანი უხმოდ მიყურა და შემდეგ სანდისის დათვალიერება შემომთავაზა. აბსურდი იყო ეს ყვალაფერი და მეტი არაფერი.
ისედაც პანიკაში ჩავარდნილი კიდევ უფრო დავიძაბე, გაურკვეველ ადგილას აღმოვჩნდი, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცოდი წინ რა გასაოცარი სიურპრიზები მელოდა.
-დინა მგონი მალე დაღამდება არა? რომელი საათია? - მაინტერესებდა რამდენი ხანი ვიყავი აქ. ცოტა გაოცებულმა ამომხედა და კარებისკენ სვლა განაგრძო. ალბათ ჩემი სიტყვების შინაარსი ვერ გაიგო, რატომღაც მალევე გავუშინაურდი ამ გოგოს, იმის მიუხედავად ახლა რა მდგომარეობაშიც ვიყავი. - ღამე რა არისო გაოცებულმა მკითხა და კარი გამოაღო, ყურადღება მისი აღშფოთებული სახისთვის აღარ მიმიქცევია და გარეთ გავედი. თვალები შუბლზე ამივიდა, ალბათ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ფეხი მწვანე ბალახის ნაცვლად ვერცხლისფერზე მედო, ხის ტანი მუქი ნაცრისფერი იყო და ფოთლები ვერცხლისფრად ბრწყინავდნენ, თითქოს ყველა ფოთოლს და ტოტს ვერცხლისფერი ცელოფანი გადააკრეს. თავი პატარა დასახლებაში ამოვყავი სადაც ხის მორებით ნაშენები ქოხები ჭარბობდა, თუმცა ცენტრში ქვითნაგები სასახლე მოჩანდა. ზედმეტად ზღაპრული და არარეალური იყო ჩემთვის ნანახი. თვალები ამეწვა, წვის შეგძნება თავისკენ აუყვა და თავი ამტკივდა, უფრო სწორად ტვინის ორივე ნახევარსფერო მონაცვლეობით. ტვინის ყოველ უბანში ნემსის ჩხვლეტას ვგრძნობდი, ყოველი უჯრედი მეწვოდა...
- დინა მე გავაფრინე თუ მართლა ვხედავ ამ ყველაფერს?
- რას გულისხმობ ნინა? ამაში უჩვეულო რა არის? განა შენც ამ სამყაროში არ ცხოვრობ? მერე რა რომ სხვა ადგილიდან ხარ? სამყარო ერთია ნინა
- არა ჩემთან ყველაფერს თავისი ფერი აქვს, ეს... ეს არ ვიცი რა არის ან როგორ არის. შეუძლებელია ასეთი სამყარო არსებობდეს და მასში სულიერს ცხოვრება შეეძლოს
-შეეჩვევი ამ სამყაროს
-შეუძლებელია დინა! მე უნდა წავიდე ! აქედან უნდა წავიდე გესმის? წინ და უკან დავდიოდი და ვცდილობდი რამე გამოსავალი მაინც მეპოვა რათა ამ გაურკვეველი ადგილისთვის თავი დამეღწია.
-აქედან იქამდე ვერ წახვალ სანამ უფროსები არ მოვლენ
-სად არიან ეგ უფროსები ან ვინ არიან?
-უფროსები კაცები არიან, ახლა სანადიროდ იქნებიან ძალიან შორს იქ სადაც ჩვენ - ქალებს წასვლა გვეკრძალება, თუმცა მალე დაბრუნდებიან. როგორც ჩანს მათი სანადირო ადგილი შენს სამყაროსთან ახლოსაა რადგან მანდ გიპოვეს
-არა !!! ეს ყველაფერი არ არსებობს, ჩემი წარმოსახვის ნაწილია ყოველივე ეს რასაც ვხედავ. არ შეიძლება ასეთი ადგილი დედამიწაზე არსებობდეს. ალბათ რაღაც დამალევინეს და ყველაფერი ჰალუცინაციაა დინა. თუმცა ყველაზე დიდი ილუზია შენ ხარ, შენც არ არსებობ და მალე გაქრები. აი ახლა თვალებს დავხუჭავ და ისევ ჩემს ოთახში გავიღვიძებ. შენ ილუზია ხარ დინა... ხელები თავზე მოვიჭირე და ასე ვცდილობდი გაუსაძლისი ტკივილის შემსუქებას... მალე ყველაფერი გაშავდა... მივდიოდი სიბნელეში, ყველანაირი ორიენტაციის გარეშე. ამაოდ ვიქნევდი ხელებს, თავბრუ მესხმოდა და ყოველ ორ წუთში ვარდნის შეგრძნება მაჟრჟოლებდა, თუმცა არსად არ ვეცემოდი... მივდიოდი უსასრულოდ, ალბათ სინათლეს ვეძებდი - სინათლე გვირაბის ბოლოს, ეს სიტყვები მიტრიალებდა მხოლოდ თავში და სინათლეს ვეძებდი, თუმცა გვირაბი სადაც მე ვიყავი უსაზღვრო და უთავბოლო აღმოჩნდა.
ძლიერი გარტყმა ვიგრძენი ლოყაზე და ისევ დინას ანგელოზისებურ თვალებს შევეჩეხე. ირგვლივ სხვა გოგონებიც იდგნენ და გაფართოებული თვალებით დამყურებდნენ. მათაც დინასნაირად გრძელი კაბები ეცვათ, რამდენიმეს თეთრი და ვერცხლისფერი თმა ამშვენებდა. თავი ხან უცხო პლანეტელი მეგონა, ხანაც შიზოფრენიკი... ნეტავ რომელი ვიყავი?....
-დინა იქნებ აქაურობაზე მომიყვე რამე, ისევ საღამოა? მეგონა უკვე დაღამდებოდა
-აქ სულ ასეთი სინათლეა ნინა
-დღე და ღამე? რა სისულელეა ეს ხომ დაუშვებელია. დღისით მზეა, ღამით მთვარე. სინათლეს სიბნელე ცვლის და პირიქით
-აქ ყვეფაფერი უფრო მარტივადაა როგორც ხედავ ისე. აი ზემოთ აიხედე იმას ჩვენ ნათელს ვეძახით და მისი წყალობით არის აქ სინათლე
მეგონა ბოდავდა, თუმცა მის სახეს რომ შევხედე მისმა თავდაჯერებულობამ დამამუნჯა.
-ჩვენ ამას მთვარეს ვეძახით, - დავიწყე უეცრად და დინას ყურადღებაც მივიქციე.. თუმცა აქ მთვარე უფრო დიდი ჩანს.- გამეცინა, ღმერთო რაებს ვროშავდი. ვერ ვიჯერებ, არ შემიძლია იმის გააზრება რასაც შენ ამბობ დინა. როგორც შენ არ გესმის ჩემი სიტყვების ისევე გაუგებრი და არარეალურია შენი სამყარო ჩემთვის.
ვუყურებდი ვერცხლისფერეთს, თითქმის ერთნაირ გოგონებს სითეთრისკენ მიდრეკილებს და არ მეჯერა, ნუ თუ მართლა არსებობს სხვა სამყარო... სხვა ჩვენგან განსხვავებული? უცხო პლანეტელები... ჰმ სხვა სამყაროელები და თანაც ასეთი ლამაზები და არაჩვეულებრივად ჩვეულებრივები? როგორ არ მინდა ამ სიზმრის სიცხადეში გადაგვარება, ახსნას რომ ვერსად ვპოულობ, საიდან და როგორ მოვხვდი აქ - ერთი შეხედვით უსიცოცხლო ადგილას, სადაც მზე, დღე და ღამე არ არსებობს. არ არსებობს ცივილიზაცია, რომელითაც თავი ასე მოგვაქვს, არ არსებობს ღირსშესანიშნაობები რომელთა შესაქმნელადაც ჩემს სამყაროში უარავი შრომა უწევთ ადამიანებს. ახლა მახსენდება ის დღე, როდესაც პირველად ფოტოსინთეზის შესახებ წავიკითხე. დაუჯერებლად მივიჩნიე ეს პროცესი. მზეს საოცრებად აღვიქვამდი, რომლის სამადლოდ მოშვერილი სხივები საათივით აწყობდნენ დედამიწისეულ სიცოცხლეს. ახლა კი, უბრალოდ წამითაც რომ დავუშვა აქაურობის არსებობა, მაშინ ყოველი ჩემი წარმოდგენა სამყაროზე ნამსხვრევებად იქცევა.
დინამ საჭმელი შემომიტანა, რომელიც უგემურად გამოიყურებოდა, მაგრამ შიმშილის გძნობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, უკვე გემრიელად შევექცეოდი მას.
-ალბათ რაღაც გამორჩეული წესები გექნებათ არა სანდისში? აუტანელი იყო უკვე ამდენი ხანი სიჩუმეში ყოფნა და ეს აუტანლობა პირველმა დავარღვიე
-ნამდვილად, აქ ტრადიციებს დიდი მნიშვმელობა ენიჭება, ჩვენთან უცხოელებს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა დანაშაულს არანაირად არ ვპატიობთ, აქ ყველა სრულყოფილებისკენ ისწრაფვის და შეცდომის დაშვების უფლება არც ქალაქის მკვიდრს და არც უცხოელს არ აქვს. თუნდაც საზღვრის გადმოკვეთა დანაშაულად ითვლება და ამისთვის საკადრისადაც სჯიან დამნაშავეებს, აი შენ რას მოგიხერხებენ უფროსები ჯერ არ ვიცი
- რა? რა უნდა მომიხერხონ? შენ რა ხუმრობ? იმედი მაქვს აქ სიკვდილით დასჯა არ მოქმედებს, საკუთარი თავის უმწეობაზე მწარედ გამეღიმა
-აქ მაგ სიტყვას არ ვიყენებთ, ეგეც დანაშაულია, ნუ მიყურებ მასე, მართლა გეუბნები კარგს იზავ თუ მაგ სიტყვას აქ აღარ ახსენებ
-აბა რითი შეიძლება დამსაჯონ? უკიდურესი დასჯის მეთოდი რა არის?
-ნეასთან წაგიყვანენ, აი იმ მთაზე
-ვისთან? შემაკანკალა...
-მფარველთან
-ანუ ბოლო მაინც ერთია, შენ ნეა უწოდე თუ გინდ კიდევ ეს აკრძალული სიტყვა, ბოლოს მაინც მომკლავთ... შენი უფროსები მალე მოვლენ?
-წესით მალე უნდა მოვიდნენ
-საათი და სხვა რამე დროის განმსაზღვრელი სიტყვები არ გაქვთ არა?
-დროს მეტი აღნიშვნა რაში სჭირდება? გაიოცა როგორც იცოდა ისე
-იცი ჩემს სამყაროში არსებობს ერთ-ერთი ტომი, ანუ თქვენნაირი დასახლება. პირაჰა ჰქვია, არ აქვთ ფერების აღმნიშვნელი სიტყვები, არ აქვთ წინაპრების ისტორიები და წარსულის აღმნიშვნელი სიტყვები, არც რიცხვებს არ აღნიშნავენ და ცხოვრობენ დღევანდელი დღით. არც მითები აქვთ და არც სამყაროს წარმოშობაზე გაეგებათ რამე. მათი ცხოვრების არსი ,, ცხოვრება ახლა და აქ“ არის... ახლა ვფიქრობ და რაღაცით გავხართ ერთმანეთს, თუმცა ვერ გამიგია ისინი უფრო განვითარებულები არიან თუ თქვენ.
-განვითარება ნამდვილად არ გვაკლია, იწყინა დინამ. უბრალოდ აქ ჩვენ ჩვენი წესებით ვცხოვრობთ და პატივს ვცემთ ჩვენს წინაპრებს. რიცხვებიც გვაქვს და სხვა დანარჩენიც.
- კარგი, კარგი... შენ აქ მარტო ცხოვრობ თუ ოჯახთან ერთად?
-აქ მხოლოდ ახალგაზრდები - შვილები ვცხოვრობთ, მშობლები კი იდაისში ცხოვრობენ, აილისში კი მათი მშობლები
- რა სტატუსებრივი დაყოფა გაქვთ. სიმართლე გითხრა უკვე აღარაფერი მიკვირს. ყველაზე უხუცესი თქვენთან რამდენი წლის არის?
- ას ოცის, დანარჩენებიც დაახლოებით მაგ ხნის არიან
- ჩვენთან ალბათ თითზე ჩამოსათვლელი თუ იქნება მაგ ხნის. დინა შვილები და ქმარი გყავს ?
-ორი წლის წინ ჩემი ქმარი ნეასთან წავიდა, ჩვენ შვილები არ გვყოლია. ასეთ შემთხვევაში კი სხვა ქმრის ყოლა ქალს ეკრძალება, ეს იგივია რაც ნეასთან წასვლა
-კი მაგრამ ვინ ადგენს ამ წესებს? ალბათ კაცებს ,,სხვა ცოლის“ შერთვა არ ეკრძალებათ არა?
-ეს დაუწერელი კანონია ნინა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ქვრივ ქალებს მამაკაცები დიდ პატივს სცემენ და მათ თითქმის მეთაურთან გატოლებული უფლებები აქვთ, ანუ განაჩენის გამოტანაში მონაწილეობას იღებენ...
მოულოდნელად ცხენის ფლოქვების ხმა მოგვესმა და ქალაქის შემოსასვლელისკენ გავიხედეთ. მივხვდი, რომ კაცები მოვიდნენ და ჩემი ბედიც მალევე გადაწყდებოდა. დინას გარდა სხვა გოგონები სახლებში შებრუნდნენ, ჩვენ კი გაუნძრევლად ვიდექით მათ მოლოდინში. ალბათ ათიოდე მხედარი მოიწევდა ჩვენკენ, რომელთაც ერთ-ერთი განსაკუთრებით გამიჯვნოდა და წინ მოუძღოდა მათ. როდესაც მოგვიახლოვდნენ ის და მის უკან ორი მხედარი ჩამოქვეითდა. წინამძღოლს შავი კაპიშონიანი ლაბადა ეცვა, ზურგზე სამივეს იარაღი ჰქონდათ მოკიდებული და ნორმაზე მაღლები იყვნენ, როგორც მივხვდი ისინი ვაჟკაცობით და ფიზიკურობით სხვებისგან გამოიჩეოდნენ. შუაში მდგომმა კაპიშონი გადაიძრო და ნანადირევი დინას გადასცა, სხვებმაც მას მიბაძეს და თავიანთი მონადირებული კურდღლები თუ სხვა ჩემთვის უცნობი ცხოველები დინას მისცეს. ყველა თვალში მომხვდა, მაგრამ განსაკუთრებით შუაში მდგომს მივაქციე ყურადღება. რადგან ის ყველასგან განსხვავდებოდა. დანარჩენები მუქ ნაცრისფერ თმებს ატარებდნენ და ამავე ფერის თვალები ჰქონდათ. მას კი კუპრივით შავი თვალები და თმები ამშვენებდა. აქამდე ვფიქრობდი რომ მზის არ არსებობის გამო აქ მცხოვრებთა ორგანიზმი მელანისა და სხვა პიგმენტებს ვერ გამოიმუშავებდა, ამიტომაც იყვნენ ასე ერთფეროვნად უფერულნიც. თუმცა ეს კაცი ჩემს მოსაზრებას ანულებდა. დიდი ხანი მოვანდომე მის შესწავლას. ერთ ხანს ისიც დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში, შემდეგ კი წამომყევიო მითხრა და წინ გამიძღვა ქვით ნაგები სასახლისკენ.
-იქ როგორ აღმოჩნდი ნინა? ისე მკაცრად და უხეშად მკითხა უეცრად შევხტი
-სად იქ? ისე დავიბენი დიდი შანსი იყო სისულელეებით გამომელაყებინა მისი ტვინი
-სადაც გიპოვე, იმ ადგილას საიდან მოხვდი
-არ მახსოვს... არ ვიცი ბოლოს სად ვიყავი, ან რა მოხდა ვერაფრით ვიხსენებ
-ანუ შენც არ გახსოვს...
-რას ქვია მეც არ მახსოვს? აქ ჩემს გარდა კიდევ ვინმე იყო?
-დინასთან გადი, სანამ შენს ბედს გადავწყვეტ. დანარჩენი კი შენ არ გეხება, კიდევ უფრო ნუ დაამძიმებ შენ დანაშაულს
ისედაც ხომ ვერაფერი გამეგო ამ ხალხის შესახებ, ახლა კი უფრო და უფრო ვიბნეოდი მათი შემყურე... ძალიან დავიღალე, ასეთი ყოფა ზედმეტად სტრესული აღმოჩნდა ჩემთვის.
არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა, მაგრამ ხმაურზე გამომეღვიძა. ისევ დინა იყო. ხელში კაბა ეჭირა, რომელიც თავისას ძალიან გავდა
-დინა ის ვინ იყო?
-ვინ შენ რომ წაგიყვანა?
-ჰო
-ის ჩვენი მეთაურია, - საბი. ყველასგან გამორჩეული და ნეას მიერ მოვლენილია, მან ჩვენ გადაგვარჩინა. ისე ახლა რომ ვიხსენებ თქვენ ფიზიკურად ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს, მასაც სხვანაირი ფერის თვალები და თმები აქვს შენსავით ჩვენ არ გგავართ. მალე ნეასთან წაგიყვანენ და იქ გადაწყდება დაგტოვონ თუ არა მასთან.
-კი მაგრამ რატომ? რა საჭიროა ეს ყველაფერი დინა? მე არაფერი დამიშავებია
-შენ როგორც ადრე გითხარი ისეთ ადგილას მოხვდი სადაც ქალებს აკრძალული აქვთ ფეხის დადგმა, ამას ისიც ემატება რომ არავინ იცის საიდან და როგორ მოხვდი აქ... მაპატიე ნინა მაგრამ მე არ შემიძლია შენი დახმარება
-ნუ თუ არ გეცოდები ასე რომ მწირავ შენც სხვებივით? იქნებ საზღვრამდე მიმიყვაო მერე მე თვითონ მოვახერხებ რამეს
-არ შემიძლია ნინა ამისთვის დამსჯიან, ამბობენ ნეასთან კარგიაო
-ვინ ამბობს დინა? ვინმე გინახავს ნეადან დაბრუნებული?
-არ მინახავს... უხუცესები ამბობენ ამას
-და შენც გჯერა ამის...
-ახლა უნდა გამოიცვალო და საბისთან შეხვიდე... მე რიტუალისთვის რაღაცეები უნდა მოვამზადო
-არ მინდა მისი ნახვა
-ნუ გეშინია, ის არაფერს გავნებს, როდესაც საბი გამოჩნდა მაშინ ჩვენს ქალაქს ძალიან უჭირდა, ჩვენი მეთაურიც და სხვა ბევრი ჩვენი მოქალაქე ნეასთან წავიდა. საბის გამოჩენამ კი დანარჩენები გვიხსნა მეზობელი ქალაქისაგან.
არ მინდოდა ისევ საბის ნახვა და განაჩენის მოსმენა, თუმცა მალევე მივუახლოვდი მის ოთახს. უშიშრად დავაკაკუნე სქელ დიდ კარზე, თუმცა პასუხი არავინ გამცა, ამიტომ მთელი ძალით მივაწექი კარებს და ოთახში შევედი. საბი იწვა, ალბათ ეძინა კიდეც ჩემი შესვლა რომ ვერ გაიგო. საძინებლის კვალობაზე ოთახი ძალიან დიდი იყო ორი დიდი ფანჯრით, რომლებიც ქალაქის ცენტრს გადაჰყურებდა. კედლები მთლიანად თეთრი იყო არანაირი გასაფორმებელი შტრიხით. კუთხეებში კი ვერცხლისფერი და თეთრი ყვავილები დაედგათ.
საბის მივუახლოვდი. ვაკვირდებოდი და ვცდილობდი მსგავსება მეპოვა მასსა და დანარჩენებს შორის. თუმცა ჩემი ცდა ამაო აღმოჩნდა. შავი წარბები ძილშიც შეკრული ჰქონდა რაც უფრო მეტად ჰმატებდა მკაცრ იერს. ალბათ, მისი პირადი სივრცე დავარღვიე, იგრძნო დაჟინებული მზერა და თვალები უეცრად გაახილა. შიშისაგან წამოვიკივლე და ერთი ნაბიჯით უკან დახევასაც ვერ მივხვდი.
-ჩემი მოკვლა გადაწყვიტე თუ რაშია საქმე?
-ჰმ, შენ მაგ სიტყვის გამოყენება არ გეკრძალება? ჯანდაბაში მოვისროლე შიში და საიდანღაც ძლივს მოპოვებული სიმამაცით წელში გავსწორდი და ჯიქურად გავუსწორე მზერა
-შენ წარმოიდგინე მე არაფერი მეკრძალება ნინა... არც ლექსიკონში ,,სიკვდილის“ გამოყენებაა გამონაკლისი. ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა და ირონიული ღიმილით მომაჩერდა
-საინტერესოა რა გადაწყვიტეთ თქვენო აღმატებულებავ, საზღვრის დარღვევისთვის როგორ დამსჯით, წამიყვანთ თქვენს პატივსაცემ ნეასთან თუ ჩემს სამყაროში დამაბრუნებთ?
-მაგ ირონიას სჯობს მოეშვა ნინა. უხუცესებს სურთ ნეასთან წაგიყვანოთ. თუმცა თუ მოვახერხე მათი დარწმუნება იმაში, რომ მეც გავუმკლავდები ამ დავალებას და მარტო აგიყვან მთაზე, მაშინ შეიძლება რაღაცეები შეიცვალოს
-მაგალითად?
-უფრო გონება მახვილი მეგონე... ვეცდები იმ ადგილას მიგიყვანო სადაც გიპოვე და შენს სამყაროში დაგაბრუნო
-ანუ მეხმარები საბი?
-რაც გინდა ის უწოდე ამას
-რატომ?
-მართლა ვერაფერს ხვდები ნინა თუ რაშია საქმე? მე მაინც მგონია რომ თავს ყველაფრის გააზრების საშუალებას არ აძლევ
- არა... უკვე ნამდვილად აღარ ვიცი რა უნდა დავიჯერო და რა არა. ძალიან დაბნეული ვარ. არ მითხრა რომ შენც ჩემნაირი ხარ, ანუ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ... მაგრამ ეს თუ ასეა ანუ მეც აქ დავრჩები შენსავით ან მოვკვდები...
-დამშვიდდი ნინა ვეცდები შენი დახმარებით უკან დასაბრუნებელი გზა ვიპოვო... არავითარ შემთხვევაში არ დაგცდეს ეს ამბავი დინასთან. მე კვლევას ვაწარმოვებდი, პროფესიით ფიზიკოსი ვარ. ამ კვლევის პროცესში შეცდომა დავუშვი და ამის გამო აღმოვჩნდი აქ. მაგრამ ვფიქრობ და ვერ გამიგია შენ როგორ მოახერხე აქამდე მოსვლა
-ახლა მგონი საბოოლოოდ გავგიჟდი თავი ზღაპარში მგონია.
-სულაც არა ნიანა, რასაც აქ ხედავ და გრძნობ ილუზია არ არის, ყველაფერი ნამდვილი და ხელშესახებია. როდესაც აქ აღმოვჩნდი ქალაქებს შორის ომი იყო გაჩაღებული. ისეთი სიტუაცია შეიქმნა რომ აქაურებს დავეხმარე და მათ მას შემდეგ ნეასგან მოვლენილი ვგონივარ, რადგან მათ არასოდეს უნახავთ თავისგან განსხვავებული ადამიანი და ამიტომაც ადვილად დაიჯერეს ჩემი მხსნელობის ამბავი. მეც უსინდისოდ ვიყენებ ამ სტატუს, რადგან დროთა განმავლობაში მივხვდი რომ ამის გარეშე დავიღუპებოდი. შენმა გამოჩენამ კი საფრთხის წინაშე დამაყენა, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ უკან დასაბრუნებელი გზა, მე ვერაფრით გავიხსენე სად მიპოვეს, ვინც გადამარჩინა ის ბძოლაში მოკლეს
-თუ დასაბრუნებელი გზა ვერ ვიპოვეთ უნდა მომკლა?
-იმედი მაქვს რომ არა, სხვა რამეს მოვიფიქრებ
-ჰმ, როგორ დამამშვიდე.... არა აქ როგორ გაძელი საბი, ან რამდენი ხანია რაც აქ ხარ?
-ალბათ ერთი წელია რაც აქ ვარ. გასაძლები აქ არაფერია. ამათი ტრადიციები ჩემთვის ნაცნობი აღმოჩნდა დამეთანხმები რომ ჩვენთანაც რაღაც ამდაგვარი ტრადიციები თვალში საცემია. მაგალითად აქ კაცს აქ უფროს უწოდებენ და მისი ნებართვის გარეშე არაფერი წყდება. ქალებს მხოლოდ საოჯახო საქმეები და ბავშვების მოვლა ევალებათ. არც ერთ მათგანს აქ აქვს უფლება ნეას მთაზე ავიდეს, ან საზღვრი მამაკაცის გარეშე გადალახოს. სხვა ქალაქში წასვლაც კი აკრძალული აქვთ.
-აზიურ ტრადიციებს მაგონებს, თუმცა ისინი ამასთან შედარებით უფრო აზრიანია... ნეას მთაზე მე რომ აგყავართ არაფერი შავდება? თუ მე ქალი არ ვარ?
- შენ უცხო ხარ. თანაც დამნაშავე....
-შენ ახსენე რომ ქალაქს საერთოდ არ ტოვებენ ქალები. მაშინ მშობლებს და სხვა ნათესავებს როგორ ნახულობენ, როგორც დინამ მითხრა სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ
-ქალებს ოჯახის შექმნის შემდეგ მშობლებთან წასვლა არ შეუძლიათ, მხოლოდ მამებს შეუძლიათ ესტუმრნონ შვილებს
-სულელური და აზრსმოკლებულია ეს წესები ჩემთვის.
-ეგ შენთვის და ჩემთვის... მაგრამ მათთვის ამ წესების დაცვა უმთავრესია
გარეთ რომ გავდიოდი უცებ რაღაც გამახსენდა და კართან შევყოვნდი, საბი ხომ ქართული სახელი არ იყო
-სინამდვილეში რა გქვია?
-საბა მქვია, მომიგო ღიმილით და უკეთ დამაკვირდა
-და მათ ვერ გაიგეს რომ ატყუებდი? დინამ როგორც კი თვალი გავახილე მაშინვე მახარა შენს შესახებ აბსოლიტურად ყველაფერი ვიცითო და ნუთუ შენზე ვერ გაიგეს ინფორმაცია? ამაზე ისე გულიანად გაეცინა ვერ მივხვდი ასეთი რა ვთქვი
-როცა გიპოვე ჯიბეები შეგიმოწმე და საბუთებს გადავეყარე ნინა
-აჰ, ახლა გასაგებია. წავალ ბედს შევეგუები...
გამოვედი გარეთ და ისევ შიშით დავდგი ვერცხლისფერ ბალახზე ფეხი. მეშინოდა იმის რომ მათსავით უფერული გავხდებოდი და აქ სამუდამოდ მომიწევდა გაჭედვა. ამ სამყაროებზე მეტად უცნაურია ადამიანის გუნება. ასეთ გამოუალ სიტუაციაში ვიყავი და მაინც ათას სისულელეზე ვფიქრობდი. ნეტავ ოჯახი თუ ელოდა საბის. რა იოლად საუბრობდა აქაურობაზე და ჩემს ბედზეც. ალბათ მე მის ადგილას თავსაც მოვიკლავდი მხსნელის როლის თამაშს კი არ შევუდგებოდი.
ალბათ უკვე მეორე ,,დღეც“ კი იყო უკვე რაც ამ სამყაროში მოვხვდი. საბიმ მომაკითხა უნდა წავიდეთო და ხელი ჩამკიდა. მისმა შეხებამ იმის გააზრებისკენ მიბიძგა, რომ აქ ჩემს გარდა კიდევ ერთი ადამიანი იყო, თანაც ზედმეტად სიმპათიური მამაკაცი. ცხენზე შემსვა და თავადაც უკან მომიჯდა. ვკითხე სად მივდივართ თქო და არაფერი მიპასუხა. ვერცხლისფერ ხეთა ხეივანს გავუყევით. ძალიან გავდა ეს ხეები ფიჭვებს, ოღონდ ესენი უფორ მიიწევდნენ ცის სიღმისკენ, მაღლა ავიხედე და ნაცრიფერ კვამლს დავაკვირდი, რომელიც ხეების კენწეროებს საბანივით აწვა. საბის ავხედე და თავით მის ნიკაპს მივეყრდენი, ახლა სიკვდილისაც აღარ მეშინოდა
-საბი ეს ნისლია? ხელით ცისკენ ვანიშნე
-ჰო, რაღაც მსგავსი ნინა, მშვიდი ხმა ჰქონდა და თბილი თვალები, თუმცა მთლიანობაში მაინც მკაცრი იყო- მოვედით ნინა და იმედია უკან დაბრუნდები, შემდეგ კი მეც ვიპოვი გზას
-აქ მიპოვე?
-აი იმ ხის ძირას იყავი უგონოდ, ხელით დიდ ხეზე მანიშნა, რომელიც უშველებელ მუხის ხეს მაგონებდა, თუმცა მუხა არ იყო. სხვა ხეებისგან კი ძალიან გამოირჩეოდა
-კი მაგრამ ახლა რა უნდა ვქნა, როგორ უნდა დავბრუნდე? ხომ არ უნდა შევულოცოთ საბი აქაურობას> სიმწრისგან მეცინებოდა და კანკალი მიპყრობდა, მეშინოდა იმედები არ გამცრუებოდა
-არ ვიცი ნინა რით დაგეხმარო
მეც არ ვიცოდი რა მექნა, ხეს მივუახლოვდი, თუმცა ვერაფერი ვერ შევამჩნიე რაც საეჭვოდ მომეჩვენებოდა, საბისკენ შევტრიალდი, მაგრამ იქ არ იყო, ყველაფერი გამწვანდა, თვალები მაგრად დავხუჭე და თვალწინ ვერცხლისფერი ტყე დამიდგა, შემდეგ ყველაფერი შავმა ფერმა მოიცვა, ისევ გვირაბში ვიყავი, ოღონდ ვერ მივხვდი სინათლისკენ მივდიოდი თუ ერთ ადგილას ვიდექი და არ ვიძვროდი. კანზე რაღაცეები დამცოცავდნენ და ვერ ვიცილებდი. ვიგრძენი რომ დავიკლაკნე და უსასრულობაში ვიძირებოდი. თავში კადრები ყოველ წამს იცვლებოდა, სადაც იყო გავსკდებოდი და ამოვძვრებოდი ნაჭუჭიდან. ყველაფერი უსასრულოდ იწელებოდა და არა და არ მთავრდებოდა.. ბოლოს საბის სახე გამახსედა და მეტი არაფერი...
-ნინა გუშინწინდელ სეანსზე იმის გამო იყავი აღშფოთებული, რომ დილით სხვა მხარეს გაიღვიძე , ახლა კი საოცარ ისტორიებს მიყვები, მგონია რომ ეს სტრესის ბრალია. შენნაირი ადამიანები ცვლილებებს ვერ იტანენ, თუ რაიმე მოხდა და გეგმები შეეცვალათ ეს დიდ შფოთვას იწვევს მათში. მოდი ვცადოთ და შენი ცხოვრების ახალი განახლებული გეგმა შევადგინოთ, ოღონდ თანდათანობით უნდა მოხდეს ცვლილებები, უეცრად ვერაფერს შევცვლით უარესი იქნება ეს შენთვის.
-კარგით ქალბატონო ელენე, ჩემი რომ არ გჯერათ ვხვდები. მე მართლა გავატარე იქ ორი დღე. ნუთუ ასეთი დაუჯერებელია ეს?
-ჩემო კარგო მჯერა როგორ არ მჯერა, უბრალოდ ახლა ზედმეტად გადაღლილი ხარ და დასვენება გჭირდება, მოდი მე ახლა წავალ თან ახალ პაციენტთან უნდა მივიდე. სხვათა შორის საბა ჰქვია.
ვუყურებ ამ სამყაროს და სადღაც გაფრენილ სულის ნაწილს ისევ ვუბრუნებ ჩემს შინაგან სივრცეს და ნელ-ნელა ისევ ვივსები გასასკდომად. ახლა ყველაფერს თავისი ფერი და აზრი აქვს. აღარ ვხედავ ვერცხლისფერ სამყაროს, თუმცა მჯერა რომ სადღაც არსებობს ვერცხლისფერეთი....



















არ ვიცი საიდან დავიწყო, თუმცა ვიცი რომ არ მეპატიება წინა ისტორიის დაუმთავრებლობა... მაგრამ ამ კვირაში აუცილებლად დავდებ ,,ექიმი დეტექტივის" დასასრულს. სამწუხაროდ ყველა ფაილი წამეშალა და თავიდან უნდა აღვადგინო რაღაცეები... ძალიან დიდი დიდი ბოდიში და იმედია მოგეწონებათ ,,ვერცხლისფერეთი" თქვენს აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემვის



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მო.ეწონა,მაგრამ გამიხარდება წინა ისტორიასაც თუ დაასრულებ
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი NA NO

La-Na
მო.ეწონა,მაგრამ გამიხარდება წინა ისტორიასაც თუ დაასრულებ

გმადლობ, აუცილებლად დავასრულებ :* :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent