სიგარეტივით გეჩვევი
სიგარეტივით ვეჩვევი სურნელს , მე რომ მაგიჟებს თავგამეტებით, ისევე ისევ ვათენე წუხელ და გადავღალე მთვარე ლექსებით. სიგარეტივით ვეჩვევი შენს ხმას და ჟრუანტელად დამიდის ტანში, როცა სათუთად ეხები ჩემს თმას და აღელვება გერევა ხმაში. სიგარეტივით ვეჩვევი სითბოს თუ შეგიყვარდი არასდროს გაგცვლი, მე შენგან მხოლოდ სიყვარულს ვითხოვ, არ ვითხოვ ვარდებს წითელს და გაშლილს. სიგარეტივით ვეჩვევი თითებს წელზე შეხებით ჩუმად რომ მაკრთობს, და ყავის ნაცვლად ყოველ დღეს ვიწყებ შენზე ფიქრით და ოცნებით მარტო. სიგარეტივით გეჩვევი ვფიქრობ და გული სულ უფრო რიტმულად მიცემს, მათრობს და მაბრუებს ეგ შენი სითბო, მირევს და მიწეწავს ყოველ წუთს ფიქრებს. სიგარეტივით გეჩვევი რადგან ვწყდები სამყაროს შენზე ფიქრებით, ამ ქვეყნად შენს გარდა არავინ დამრჩა და სიგარეტზე მეტად მჭირდები ანა ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.