სვანური ვერდიქტი (8 თავი)
საღამოობით მე და ნელი დეიდა, ხშირად ვსაუბრობდით, მიყვებოდა ამბებს, ისტორიებს, მისი ახალგაზრდობის ამბებს, ლამაზ მოგონებებს, არ მიყვებოდა ტკივილზე და ცრემლზე. -ძილის წინ ვერ შეგაშინებო - მეტყოდა, გამიღიმებდა და პირჯვარს გადამსახავდა. -კარგი არ მომიყვეთ მაგრამ კიდევ არის რომელიმე მთა სადაც ისტორია იმალება? და საიდუმლოებებით არის მოცული? -კი როგორ არა, საქართველოში იმდენი საიდუმლოა, იმდენი ამოუხსნელი ფაქტი და მივიწყებულია ამბავია, ხალხმა ყველა ფაქტი და ისტორია ლეგენდად აქცია, ლეგენდები თითქმის აღარ ახსოვთ ადამიანებს, ისტორიები კი დავიწყებას ეცემა ნელ-ნელა. -კი მაგრამ ხომ არიან ჩემნაირები, ადამიანები რომლებსაც ისტორია აინტერესებთ, ისტორიკოსები, მთასვლელები და კიდევ უბრალო ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ ყოფას გაურბიან და მთაში ჰპოვებენ შვებას? -აღარ არიან ჩემო გოგო ესეთები, ცოტანი დარჩნენ, ავიწყდებათ ისტორია, წეს-ჩვეულებები, წინაპრებიც კი. -ნელი დეიდა, მსმენია ხომლის მთა, იმერეთში კიდემოტეხილასაც კი ეძახიან, მაინტერესებს ამ მთის ისტორია. -რა იცი ჩემო გოგო მაგ მთის შესახებ- ღიმილით მკითხა მან. -ვიცი რასაც ამბობენ, რომ შეიძლება მის შიგნით მიძინებული ქალაქი იყოს როგორც ატლანტიდა, რომ შეიძლება იქაა მიჯაჭვული ამირანი, რომ შეიძლება მედეას შვილების მკვლელობაში ტყუილად დასდეს ბრალი, რომ მითი შეიძლება აღმოჩნდეს ლეგენდა ოქროს საწმისზე, რომ ამ კლდეში გველეშაპი ცხოვრობს- ვუყვებოდი ნელი დეიდას, ჩემს მიერ წაკითხულ და მთელი მონდომებით შეკოწიწებულ ამბებს, მისი სახე კი ნელ-ნელა უფრო ფერადებოდა და ღიმილით იფარებოდა. -მარიამ როგორ მაოცებ ჩემო გოგონა- ნელი დეიდამ გამიღიმა და მის თვალებში დიდი სითბო და სიყვარული ვიგრძენი. -უბრალოდ ყველაფერი მაინტერესებს - მეც გამეღიმა -კიდევ არის რამე რაც გამოსაკვლევი დაგრჩა? -კი ძალიან ბევრი რამ, მაგრამ ეს ყველაფერი მერე. -ანუ ხვამლის მთა?- ნელი დეიდამ ისევ გამიღიმა რაჭა-იმერეთ-სამეგრელოსა და სვანეთს შორის მოქცეულ ულამაზესი კუთხის ლეჩხუმის კლდე, დაღმართზე ცხენისწყლისა და რიონის ხეობებს შორის მძინარე გველეშაპივით გართხმულა ხომლის მთა, იგივე ხვამლი. მის შესახებ წერდნენ ქართველი და უცხოელი მემატიანეები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები, მერე კი ჟურნალისტები, ვახუშტი ბატონიშვილი ლეჩხუმის აღწერისას წერდა: “რიონის დასავლეთით მთის ძირას არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მიეღო ამას სახელი ესე სიმართლით ხომლის ვარსკვლავის სწორობით” ხომლი- ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს, თუ დავაკვირდებით ვნახავთ რომ ხვამლი მთის თავზე, რამდენიმე ვარსკვლავური ჯგუფი იყრის თავს. იგი დაულაშქრავთ მოგზაურებს რათა ამოეხსნათ მასში დამარხული საიდუმლო მაგრამ მიუვალი კლდეები და გამოქვაბულები საიმედოდ ინახავდა მეფეთა საგანძურს და დღემდე მეცნიერთა ინტერესის და კვლევის ობიექტად რჩება, ადგილობრივი მოსახლეობა კი მეხსიერებაში შემონახული გადმოცემებით აცოცხლებს შორეულ წარსულს. ,,ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს“- ვკითხულობთ ჟამთა აღმწერის ნუსხაში. სამჯერ დალაშქრეს ხვამლის მთა, სამჯერ მოეწყო ექსპედიცია, სამივეჯერ უშედეგოდ და თითქოს არაფრიმთქმელად, პირველად 1939 წელს, მეორედ 1984, ხოლო მესამე 2007 წელს, სამივეჯერ ერთი და იგივე განმეორდა, სამივე ექსპედიცია ერთიდა იგივე გვირაბში განხორციელდაა. რატომ არასდროს არავის მოსვლია აზრად რომ ის დანარჩენი ცხრამეტი გვირაბიდან ერთ ერთი მაინც ენახათ? სამივე ექსპედიაციამ ის ერთი და იგივე მარშუტით დალაშქრეს ხვამლი, რომელიც შესაძლოა განძისთვის გამოეყენებინათ, მისი ღიობიდან რამდენიმე შესასვლელია თითქოს ლაბირინთივითაა გაშლილი. მოსახლეობაში არის ერთი ლეგენდა, რომელიც უკვე თითქმის დავიწყებას მიეცა, არის ერთი გამოქვაბული საიდანაც ,,ვერძისთავა“, მდინარე გამოედინება, უფრო სწორად ისე ქუხდა რიონს თითქოსდა კეტავდა, ადგილობრივი მცხოვრებლეები ამბობენ რომ წლის სხვადასხვა პერიოდში, წყლის ნაკადი ხან ცხენისწყალისკენ მიდის ხან რიონისკენ, ლეგენდა კი ამბობს: ,,იქ გველეშაპია გაწოლილი და საითაც გადაბრუნდება, წყალსაც იმ მიმართულებით უცვლის გეზს“. ვინ იცის რას მალავს ხვამლის მთა, სავარაუდოდ მიწისქვეშა ქალაქს რომელიც ჯერ არავის უნახავს და რომელსაც სავარაუდოდ უცვლელად აქვს სახე შემონახული, აქ ხომ უხვად არის მიმობნეული პატარა ქვებიც კი რომლებიც სულაც არაა უბრალო, მათ შორის მრავლად შეხვდებით ისეთებს, ზედ ნიჟარებისა და თევზის ფარფლების ანაბეჭდი რომ ატყვია და მილიარდ წელს ითვლის იმ დროიდან, როცა აქაურობა ჯერ კიდევ ზღვის ფსკერი იყო. იქნებ აქ არის ატლანტა ან შუმერთა ქალაქი “არათა”. ვუსმენდი ხვამლის მთის საიდუმლოს და ვცდილობდი თითოეული სიტყვა ღრმად ჩამჩენოდა მეხსიერებაში, ეს ჩვენი ისტორია რომელიც თითქმის ყველას გვავიწყდება, რომელიც ადამიანების ალბათ 70%-ც კი არ იცის, მე მსმენოდა, მაგრამ ამდენ საიდუმლოს თუ მალავდა არა, ამდენი საინტერესო ფაქტები გვაქს და ისტორიულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ შესაბამის დონეზე. -რას ფიქრობ ჩემო გოგო?- ნელი დეიდას ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან. -რამდენი ფაქტი გვაქვს და იმდენად სერიოზულობას არ ვანიჭებთ რომ გამოვიკვლიოთ. -მარიამ, ყველა შენნაირად რომ ფიქრობდეს, ყველა შენს მსავსად რომ იკვლევდეს, ყველა შენს მსგავსად რომ ინტერედებოდეს ამ ფაქტებით მგონი ყველა ლეგენდა გაუფერულდება. -მგონი ყველა მითს ვამსხვრევ. -შენ, შენი ინტერესის სფეროს ავსებ. გაინტერესებს და არ კმაყოფილდები მანამ სანამ პასუხები არ დაგაკმაყოფილებს. -ნელი დეიდა, რაღაც უნდა გკითხოთ, უბრალოდ ძალიან მაინტრესებს, თქვენს გარდა სხვას ვერავის ვერ ვკითხავ, ვერავის ვერ დაველაპარაკები, იმდენად შემძრა ამ ისტორია რომ მოსმენიდან დღემდე თავი დავკარგე, მხოლოდ ისტორიაზე ვფიქრობ. -რა მოხდა ჩემო გოგონა?- ნელი დეიდას სახე სევდამ დაფარა. -ვიცი უფლება არ მაქვს მაგრამ ძალიან მაინტერესებს, ყველა ამ თემაზე საუბრობს განიხილავენ- თავი ჩავხარე და გული საშინლად მიცემდა, თითქოს კითხვის დასმის უფლებას არ მაძლევდა- ბეშქენისა და მირიანის ისტორიას ყველგან ვხვდები, იაგოც მიყვებოდა, მათი ულამაზესი დის სიკვდილის ისტორია მიიჩქმალა. -მერე რა გაინტერესებს ჩემო გოგონა? -როგორ გარდაიცვალა?- ჩუმად ვკითხე და თავი ჩავხარე. -ამბობენ რომ თავი მოიკლაო, მაგრამ ასე მოაწყვეს, ყველას ასე დააჯერეს, მაგრამ იმასაც ამბობენ რომ მოკლესო, მხოლოდ ისინი ვისაც სიმართლის თქმის არ ეშინიათ. -სინამდვილეში რა მოხდა? მიზეზი რა იყო? -სიყვარული ჩემო გოგო, ისევ სიყვარული, შეუყვარდა და ეს არავინ აპატია. -რა მოხდა? -როგორც იცი, აქ გვარებს შორის შუღლი დიდი ხანია მიმდინარეობს, სისხლის აღებები თითქო დავიწყებას ეცემა მაგრამ მაინც ბევრი უდანაშაულო ადამიანი კვდება, მათი სიკვდილი კი ბურუსითაა მოცული. ბეშქენს და მირიანს მათზე გაცილებით პატარა და ყავდათ, ლამაზი, ქერა თმებითა და ცისფერი თვალებით, ლამაზი ცხვირითა და თხელი წითელი ტუჩებით, ულამაზესი იყო, პატარაობისას ბარბის თოჯინას გავდა, რუსის გარეგნობა ჰქონდა, რადგან მათი ბებია რუსი იყო, ბაბუამ ჯარში დაქორწინდა და დამთავრების შემდეგ ისევ დაუბრუნდა საკუთარ სოფელს. ამბობენ ძალიან ლამაზი ქალი იყოვო. ნენე, ასე ერქვა მათ დას, დიდ ბებიას გავსო. ფაქიზი ნაზი, სათუთი და სიყვარულით სავსე. ქუჩაში რომ გაივლიდა ყველა აყოლებდა თვალს, ზოგი სიამოვნებით, ზოგი პატივისცემით, ზოგი კი შურით, ვერავინ ვერაფერს უბედავდა, სკოლაში დადიოდა როდესაც ძმები ქალაქში გადავიდენ, მათი წასვლიდან რამდენიმე წელში შეიცვალა ყველაფერი. -რა მოხდა?- ვეღარ მოვითმინე და ვკითხე. -ნენე შეუყვარდათ, ის ისეთი იყო შეუძლებელიც კი იყო ვინმეს რომ არ შეყვარებოდა, ყველას თბილად და დიდი პატივისცეით ეპყრობოდა, ყველაზე ზრუნავდა, როდესაც სფელი იცლებოდა, ეს მაშინ ხდებოდა როდესაც სწავლა იწყებოდა, სტუდენტები ქალაქებს უბრუნდებოდნენ, ზოგი ქალაქის სკოლაში გადადიოდა, ნენე რჩებოდა, ის იყო ყველას დამხმარე და მშველელი. -ოჯახში ვინ ყავდა ნენეს? და როგორც ნაინას სახელია უცნაური ისევე ნენეც უცნაურია სვანეთისთვის. -არ ვიცი ჩემო გოგო, მაგრამ ამბობენ როდესა დედამისი ორსულად იყო მირიანი ამბობდა ნენეს ელოდება დედაო, მათ შორის შვიდი თუ რვა წელია სხვაობა. -ანუ მირიანმა დაარქვა. -ასე გამოდის. -მერე რა მოხდა? - ისევ მძლია ცნობისმოყვარეობამ. -მერე ნენე შეუყვარდათ, ის ისევ სკოლის მოსწავლე იყო, ზაფხული იყო, მირიანი და ბეშქენიც აქ იყო, სოფელში დიდი სტუმრიანობა იყო და ტურისტების ნაკადიც არ წყდებოდა, ნენეს გარეგნობა არავის რჩებოდა უყურადღებოდ, ყველა თვალს აყოლებდა და აღნიშნავდა მის გარეგნობას. ერთ საღამოს ჩხუბი ატყდა, რამდენიმე ახალგაზრდა დაშავდა, მიზეზს არავინ არ ამბობდა, მერე ვიღაცამ თქვა ნენეს გამოვო და საბრალო გოგო სახლიდდან აღარ გამოდიოდა, არც ამჯერად ჩარეულა პოლიცია, არ სტუმრებს არ გამოუთქვამთ პროტესტი და არ ჩაურევიათ უცხოები. ბეშქენი მალე წავიდა აქედან, მირიანი დარჩა, მაგრამ უცნაური რაღაცეები მაინც ხდებოდა. -უკვე მაშინებს ეს ყველაფერი- შიში გაკრთა ჩემს ხმაში. -რამდენიმე სტუმარი გაუჩინარდა, თქვეს რომ უცებ დაბრუნდნენ უკან, რამდენიმე ავარია მოხვდა, რამდენიმე ჩხუბი, ტურები გააუქმა რამდენიმე ჯგუფმა, რესტორანში დაგეგმილი ბანკეტები ჩაიშალა. ნენე კი სახლიდან არ გამოდიოდა. -არაფერი არ მესმის, რა შუაში იყო ნენე, ან ავარიები, ჩხუბები, ხალხის უკან დაბრუნება, ჩაშლილი ბანკეტები. -ყველაფერში ერთი ადამიანის ხელი ერია, მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო ეს ყველაფერი გაეკეთებინა და აკეთებდა კიდეც. -არავის შეეძლო ამ ყველაფრის შეჩერება? -არაა, ვერ შეძლეს. მასთან დაპირისპირებას ყველა ერიდებოდა. -ვინ იყო ასეთი? იმდენად საინტერესო, ტკივილიანი და ცრემლიანი ხდებოდა ეს ისტორია უფრო და უფრო ვიჟღინტებოდი მისით. უფრო მეტი მინდოდა მცოდნოდა. უფრო მეტის გაგებას ცდილობდი, მხოლოდ წიგნი არაფერ შუაში იყო უკვე, ნენეს მკვლელობა ამდენი უცნაური დამთხვევა თუ მოვლენა. მაინტერესებდა თუ ამდენი რამ იცოდა მოსახლეობამ, თუ ამდენ ინფორმაციას ფლობდნენ, რატომ არავინ არ იძიებდა? რატომ არავის მოუვიდა აზრად რომ ნენეს სიკვდილი სააშკარაოზე გამოეტანათ? მაგრამ მე მხოლოდ ამ ამბის რაღაც ნაწილი ვიცოდი, ვგრძნობდი რომ ყველაფერი წინ იყო, ნენეს სიკვდილით რაღაც უფრო დიდს მალავდნენ, ამას მათი ძმების უცნაური დამოკიდებულებაც ამტკიცებდა, ძმები როგორც უცნობები ისე ექცეოდნენ ერთმანეთს, ერთმანეთის შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ. ერთ დროს საუკეთესო ძმები ახლა თითქოსდა ერთმანეთის მტრებად ქცეულიყვნენ. ............ საღამო მშვიდობისსა.... ახალი თავი... იმედია საინტერესოა და ინტერესის სფეროს არ გიკლავთ.... არ მინდა ის მოლოდინი და იმედები გაგიცრუოთ... არ მინდა რეალობას ავცდე და რაღაც ზღაპარი გამომივიდეს..... სიყვარულით ტეროოო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.