შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეწყვეტილი ცხოვრება (ნაწილი VII)


11-10-2016, 00:25
ავტორი Elli Elli
ნანახია 1 594

-უკვე წასვლის დროა, თორემ გაიყინები და ისევ მე მომიწევს შენი მოვლა.
-ისევ მოირგე შენი როლი?
-არც არასდროს დამიკარგავს, მე ეს ვარ, რაც ვარ და არავინ და არაფერი აღარ შემცვლის.
მის სიტყვებზე ჩამეცინა, თუმცა არაფერი მითქვამს, თვითონაც კარგად ხვდებოდა, რომ ტყუილი არ გამისდიოდა და არც ამ როლის საუკეთეო შემსრულებელი იყო, ყოველშემთხვევაში ამ წუთას. სახლში დავბრუნდი, მოხუცს ალბათ უკვე ეძინა, ოთახში უხმაუროდ შევედი, მაგრამ ის კვლავ ბუხრის წინ იჯდა და ჩაის მიირთმევდა, ისეთი მშვიდი და ბედნიერი სახე ჰქონდა ნეტავ მე თუ მივაღწევდაი მის ასაკამდე და მაშინ მაინც თუ მექნებოდა ასეთი მშვიდი, უდრტვინველი ცხოვრება.
--დაბრუნდი ბებია? უკვე ვნერვიულობდი გზა ხომ არ აებნათქო, ეს ადგილები არცისეთი უხიფათოა როგორც ერთი შეხედვით სჩანს, გიზიდავს თავისი შეუდარებელი სილამაზით, სიმშვიდით შემდეგ კი ისეთ ხიფათს გადაეყრები ცხოვრებაში რომ ვერ წარმოიდგენდი.
ბებია აშკარად რაღაც კონკრეტულზე საუბრობდა, რაღაცაზე წარსულიდან.
-ეს ყველაფერი ისევ იოანეს ეხება?
-რათქმაუნდა შვილო მის გარდა ასეთი უბედურება ვის შეიძლება დაემართოს, თითქოს დაწყევლილია ეს ბიჭიო, ყველა უბედრურებას მაგნიტივით იზიდავს, მის გვერდით ვერავინ გაიხარა თვითონ არაფერი სჭირს უბრალოდ ვინც უყვარდა ყველას რაღაც საშნელება ემართებოდა.
-კიდევ რა მოხდა?
-არ ვიცი იცი თუ არა, მაგრამ როდესაც იოანე ჩემს ძამასთან მუშაობდა ქალაქში ერთი გოგონა გაიცნო, ულამაზესი იყო, ნაზი, სიფნიფანა, ჯერ მარტო თვალები ღირდა ყველაფრად, მუქი ჭაობისფერი თვალები ჰქონდა სითბოთი და სიყვარულით აღსავსე, ფერმკრთალი ნაზი კანი, თითქმის გამჭირვალე, თითქოს შეგიძლია დაინახო როგორ მოძრაობს სისხლი მის კანქვეშ, პატარა ცხვირი და დიდი მუდამ გაბუუტული სისიხლიფერი ტუჩები, ტანითაც არაჩვეულებრივი იყო და ხასიათითაც, არვიცი ყოველმხრივ ასეთი უნაკლო როგორ გაჩნდა, პირველივე ნახვით შეუყვარდა იოანეს, და მისი ცხოვრების განუყოფელლ ნაწილად იქცა, გოგონა აფხაზეთიდან დევნილი იყო, მოგეხსენება რატანჯვისა და ტკივილის გადატანა მოუხდა იმ ხალხს, რომლებმაც ერთ დღეშ ყველაფერი დაკარგეს, მიწა-წყალი, ფესვები, ნათესავები, მშობლები და რა რამხელა ფიზიკური თუ მორალური ზიანი მიადგათ, არც ეს გოგონა ყოფილა გამონაკლისი, მოშბლები ტყვიების ქარცეცხლშ დაეღუპა და იქვე დაკრძლეს რაღც სასწაულით, თვითონ კი ბიცოლასთან ერთად ძლივს გამოაღწია იმ ჯოჯოხეთიდან სული, თუმცა ერთმანეთს რომ შეხვდნენ ტკივილი გაუუჩდათ და მომავლის იმედით დაიწყეს ცხოვრება, არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ იდეალურად უგებდნენ ერთმანეთს, სიტყვებით შეუძლებელია იმის აღწერა თუ როგორ უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ მიწა მაინც თავისას მოითხოვს, გოგნას თავისი ფესვები ენატრებოდა, მშობლების საფლავებსი მონახულება საურდა, გადაწყვეტილიც ჰქონდათ ცოტახნით წასულიყვნენ გაგრაში, მაგრამ არ დასცალდათ, ერთ საღამოს, იოანე სახლშ გვიან დაბრუნდა, ელი სახლში არ დახვდა, ჩემთან გამოვიდა იფიქრა მარტოობა მობეზრდა და აქ გამოვიდოდა მაგრამ შუადღის შემდეგ ელისთვის თვალიც არ მომიკრავს, მთელი ღამე ეძებდა, თავისი მშობლების საფლავზე, ეკლესიაში ბოლოს კი ერთიანად გაყინულსა და გალურჯებულს წააწყდა ტყეში, საწყალი გოგონა გონზე ძლივს მოვიდა, თუმცა ჯერ კიდევ შოკში იყო...
-ბებია ბოდიში, რომ გაგაწყვეტინე, პლედს და ჩაის მოვიტან და განვაგრძთ კარგით?
-კარგი შვილო.
ისევ ეს უედურებით აღსავსე ისტორიებია, ბებია მართალი იყო, ეს ადამიანი პირდაპირ უბედურების სათავე იყო, როგორ შეეძლო ნორმალურ ადამიანს ამდენი ტკივილის ატანა, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ჩაი სწრაფად გავამზადე, სიგარეტი მოვწიე და პლედსემოხვეული ისევ ბებიასთან დავბრუნდი...
-ახლა სადაა ბებია ელი? რატომ არაა მის გვერდით? მიატოვა?
-მიატოვა შვილო და თან ძალიან სასტიკად. ამ ამბის შემდეგ ელი რადიკალურად შეიცვალა, იოს ახლოც აღარ იკარებდა, მისი შეხებისთანავე ერთიანად კანკალებდა და იბუზებოდა, გვიან მიხვდა იოანე რომ ელიზე ძალა იხმარეს და სწორედ ეს ყველაფერი არ აძ₾ევდა მოსვენებას, ჩაიკეტა თავის თავში, მუდამ მომღიმარსა და მოძრავს ახლა ერთ სიტყვასაც ვერ დააძვრევინბედით ადგილიდან ვერ გაატოკებდით, იჯდა ერთ წერტილს მიშტერებული თითქოს სულ სხვაგან არის გონებითო. იოანე ლამის მოკლა მისმა ასეთა მდგომარეობამ იმდენად იტანჯებოდა სულიერად თუმცა არ იმჩნევდა, ცდილობდა გაემხნევებინა, ბევრად მეტ ყურადღებასა და სითბოს იჩენდა, თანაც თავის თავს ადანაშაულებდა, ეს ყველაფერი აწამებდა, ცოცხლად ასამარებდა, მაგრამ ელეს ვერაფრით ეხმარებოდა, ფსიქოლოგთან წაყვანა სცადა მაგრამ ახლოს არ გაიკარა, ისევ სახლში დააბრუნა თლიდა რომ მის გვერდით მაინც მოიკრებდა ძალას და დაიბრუნებდა თავის საყვარელ ქალს, მაგრამ "კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო" ელეს გამოკეთების არანაირი კვალი არ ეტყობოდა, ერთ დღეს იოანე ქალაქში წავიდა ბილეთების საყიდლად, უნდოდა სიურპრიზი გაეკეთებინა და აფხაზეთში წაეყვანა იქნებ ამას მაინც მოეყვანა გონს, სახლში დაბრუნებულს ელენე ვენებ გადაჭრილი დახვდა, იოანე შეშლილი სახლით გულში იკრავდა მის გაციებულ სხეულს და არა ადამიანური ხმით სთხოვდა დარჩენას, მაგრამ ყველაფერი უკვეძალიან გვიანი იყო. მან ვერ გაუძლო "ცხოველებისგან" მიყენებულ ტკივილს, იოანეს გამოც და იმ დიდი სიყვარულის გამოც კი, მაგრამ ვერ გაამტყუნებ, არავინ იცის ვინ როგორ მოიქცეოდა მის ადგილას.
-ახლა ყველა კითხვასა პასუხი გაეცა, სიტყვები აქ ზედმეტი იყო, ყველაფერი ზედმეტი იყო, სისულელე იქნებოდა იმის თქმა რომ მე შემეძლო გამეგო რა არა ადამიანურ ტკივილს იტევდა იოანეს გული და რას გაუძლო მან, მას ყავდა ნამდვილი ანგელოზი რომელსაც ფრთები მოაჭღეს და მან ამას ვერ გაუძლო, მე კი არაფრის გაკეთება არ შემეძლო იმის გარდა რომ წედმეტი კითხვებით არ შემეწუხებინა ეს ადამიანი, ახლა ვხვდებოდი რატომ ჰქონდა თავიდან ჩემდამი ასეთი დამოკიდებულება, მეც ისეთივე მდგომარეობაში მიპოვნა, როგორც თავისი სიყვარული, ამიტომ ჰქონდა ასეთი წაშლილი სახე, იმ წუთას თავისი ყველაზე დიდი ტკივილი დაუდგა თვალწინ, ამიტომ იყო ზოგჯერ კონიაკი სისხლით გაჟღენთილი და სავსე სისხლის სუნით, თუმცა კვლავაც მშვიდი და ნუგეშის მომცემი. რატომღაც ამ გოგოს საფლავზე წასვლა მომინდა, ალბათ ისიც თავისი მშობლების გვერდით დაკრძალა იოანემ...
-ბებია ელი სადაა დაკრძალული? იოანეს მშობლების გვერდით?
-არა შვილო თავიდან მეც ვფიქრობდი რომ სწორედ იქ დაკრძალავდა იოანე მაგრამ, რაც მან გააკეთა ყველა გაგვაკვირვა, იოანემ, ექიმებს ელის გული ამოაკვეთინათ და სახლის უკან პატარა ბაღში დაკრძალა, ბაღშ რომელიც ერთად გააშენეს და მთელს ზაფხულს იქ ატარებდნენ, ამ ორმა ანგელოზმა თავისი პატარა სამოთხე შექმნა სახლის უკან სწორედ იქ იპოვნა ელის ცხედარი და მისი გულიც იქ დაკრძალა თავისთან ახლოს, და არასდროს შორდება მას, სხეულს კი კრემაცია გაუკეთა და გაგრაში ზღვის პირას მიმოაბნია მისი ფერფლი, მიცვალებულს მაინც აუსრულა სურვილი მაინც დააბრუნა თავის მიწა წყალზე, დაუბრუნა თავის ფესვებს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი რომელიც სამუდამოდ იოანეს აჩუქა თავისთან დაიტოვა.



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან კარგია მაგრამ გაადიდე თავები.

 


№2  offline წევრი Elli Elli

ბოდიშით უნი დამეწყო და იმდენად მობილიზებული ვეღარ ვარ :( მაგრამ აუცილებლად გავითვალისწინებ და შემდეგ თავს უფრო დიდს დავამატებ :* <3

 


№3  offline წევრი Elli Elli

მარიამ გავაგრძელებ აუცილებლად, ამ დღეებში დავამატებ შემდეგ თავს, რაღაც პრობლემების გამო ვერ მოვახერხე და ბოდიშით რომ გალოდინებთ :( <3

 


№4 სტუმარი Mariam

Elli Elli
მარიამ გავაგრძელებ აუცილებლად, ამ დღეებში დავამატებ შემდეგ თავს, რაღაც პრობლემების გამო ვერ მოვახერხე და ბოდიშით რომ გალოდინებთ :( <3

Mee ak var dagelodebii:))

 


№5  offline წევრი Elli Elli

დიდხანს არ გალოდინებთ გპირდებით :* <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent