შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეწყვეტილი ცხოვრება (ნაწილი IV)


6-10-2016, 13:58
ავტორი Elli Elli
ნანახია 1 672

-ძალიან უცნაურია ასეთ მიყრუებულ სოფელშ რომ გხედავთ ასეთ ახალგაზრდას, ძირითადად უფრო გასართობ ადგილებს სტუმრობენ თქვენი ასაკის ხალხი თქვენ კი აქ რამ მოგიყვანათ პირდაპირ საკვირველია.
-უბრალოდ მშვიდი და საიამოვნო ადგილია, ხალხისგან მოწყვეტილი, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე, ვუპასუხე და გავუღიმე ქალბატონს.
-თქვენც იმ ახალგაზრდა ვაჟივით კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევით როგორც სჩანს ალბათ ამიტომაც გაუგეთ ერთმანეთს...
-ჩვენ გავუგეთ? არა რას ბრძანებთ, უბრალოდ მანქანა დამიზიანდა გზაში და ის დამეხმარა, თანაც სანამ თქვენს კოტეჯს ვნახავდი ღამის გასათევი მჭირდებოდა ეს იყო და ეს, მე მისი სახელის გარდა არაფერი ვიცი..
-არც მიკვირს შვილო, ძალიან სხვანაირი გახდა, ხშრად დამინახავს როგორ დაეხეტება ღამით ქარბუქში, სადღაც მიდის და გამთენიისას ბრუნდება, აღარავის ელაპარაკება, წინათ ჩემი ხშირი სტუმარი იყო, თითქმის ყოველდღე მაკითხავდა, ახლა კი ახლა იშვიათად თუ შემოივლის, უბრალოდ მოსაკითხად რომ მარტოობაში არ ამომხდეს სული.
უფრო და უფრო მაინტერესებდა ამ ადამიანის წარსული და რადაც არ უნდა დამჯდომოდა უნდა გამეგო, რაღაც აკვიატება იყო, პრინციპის საკითხი. პირდაპირ არ მინდოდა დამეწყო ქალბატონთან მასზე საუბარი აშკარა იყო მან ბევრი რამ იცოდა და როგორმე უნდა ამელაპარაკებინა. საუბარში ავყევი, ვფრთხილობდი რომ ზედმეტი დაინტერესება არ გამომეჩინა, რათა არაფერი ეეჭვა.
-კი აშკარად ეტყობა, რომ ბევრი რამ გამოიარა, თქვენ საიდან იცნობთ მას?
-თითქმის ჩემს თვალწინ გაიზარდა, სულ პატარა იყო ალბათ 7-8წლის, აქ რომ მოიყვანეს მას შემდეგ მხოლოდ 2 წელი იქნებოდა აქ რომ არ ეცხოვრა, ბოლო 5წლის მანძილზე კი სულ არ გასულა ქალაქში, მისი აღმზრდელები ძალიან კარგი ხალხი იყო, ღვიძლი დედ მამა ვერ შეიყვარებს შვილებს ისე როგორც მათ უყვარდათ იოანე, მათი ნანატრი ვაჟი იყო და არც შემცდარან, დღევანდელ დროში ძალიან ძნელია ასეთი ვაჟკაცის პოვნა, თანაც ბავშვთა სახლში, იქ სადაც ბავშვების სული კარის დახურვისა და მშობლების წასვლის თანავე მახინჯდება, სადაც მათ სითბო და სიყვარული აკლიათ და არასრულფასოვან ადამიანებად ყალიბდებიან, ის კი ის ისეთი თბილი და გულკეთილი იყო დრო მის სულსა და გულს ვერ შეხებოდა, ვერაფერი დაეკლო მისი სათუთი ბავშვური გრძნობებისათვის, ნამდვილი ანგელოზი იყო, თბილი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი, სწორედ ისეთი როგორსაც ყველა მშობელი ინატრება.
ვერ ვიჯერებდი იმას რასაც ეს ქალბატონი მეუბნებოდა, ეჭვი მეპარებოდა რომ მე და ეს ქალბატონი ერთსა და იმავე ადამიანზე ვსაუბრობდით.
-ალბათ თავი მოგაბეზრე შვილო ამდენი საუბრით წავალ მე, შენ კი დაისვენე.
-არა რას ბრძანებთ! პირიქით საინტერესო მოსაუბრე ხართ, უბრალოდ ჩაის მოვამზადებ და დავბრუნდები კარგით? ხო დალევთ?
-კი შვილო მადლობა ძალიან დიდი.
-რას ბრძანებთ პირიქით.
გავუღიმე ბებიას და სამზარეულოშ გავედი, მეტად კარგი ადამიანი იყო ჩემს საყვარელ ბებიას მახსენებდა რომელსაც ასე ძლიერ ვუყვარდი, თუმცა ჩემს ბავშვობასთან ერთად გაქრა მისი სითბო და მზრუნველობაც დრომ არ დამინდო და წამართვა ის ადამიანი რომელიც ყოველთვის ისეთს მიღებდა როგორიც ვიყავი, ახლა კი თითქოს ის კვლავ დაბრუნდა, მხოლოდ ამ მოხუცის სახით, ფიქრებში კვლავ იოანე ამომიტივტივდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი ადამიანი ამგვარ მონსტრად ქცეულიყო? იქნებ მე ვერ შევნიშნე მისი სხვა მხარე და მხოლოდ საუბრიდან გამომდინარე ვაფასებდი? არც კი დავფიქრებულვარ იმ ყველაფერზე რაც ჩემთვის გააკეთა, არ დავინტერესებულვარ რატომ, ვთვლიდი რომ უბრალოდ ვალდებულად ჩათვალა თავი, მაგრამ მის ადგილას სხვა რას მოიმოქმედებდა ამაზე ერთი წამითაც არ მიფიქრია, მხოლოდ ახლა დავუშვი რომ ეს მისი ადამიანური მხარის გამოვლინება იყო, მისი სიკეთის გამოსხივება, მისი რეალური ბუნება და ის უხეში საუბრის მანერა კი მხოლოდ და მხოლოდ ბედისგან დაჩაგრული ადამიანის ქმედება, და არა ნამდვილი იოანესი, ლანგრით ხელში ბებიასთან დავბრუნდი, ბუხართან მოვკალათდი და სმენად ვიქეცი.
-ბებია მის მშობლებს რა დაეართათ? სად არიან ახლა?
-მე კი მეგონა დაიღალე ამ ამბის მოსმენით და აღარ გავაგრძლე.
-პირიქით, ძალიან საინტერესოა, თანაც რა უნდა აკეთოს ადამიანმა ზამთრის სუსხიან ღამეებში, ანდა ადამიანის მოსმენაზე განა არის რაიმე უკეთესი? მითუმეტეს თუ ასეთი კარგი მოსაუბრეა.
-იცი შვილო საოცარი წყვილი იყო მისი მშბლები, სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი, ზოგიერთი წყვილის ურთიერთობაში უშვილობა დიდ ბზარს აჩენს და ოჯახს ანადგურებს, მათ შემთხვევაშ კი პირიქით იყო, უფრო გააძლიერა და შეაყვარა ერთმანეთი, ორივეს ერთი სურდათ და ბედმა დაასაჩუქრათ კიდეც იოანეთი, აქ ჩამოვიდნენ საცხოვრებლად, ყველასთვის სამაგალითო წყვილი იყო, ყველა გიჟდებოდა მათ ოჯახზე, თუმცა დიდხანს არ გაგრძლებულა ეს ბედნიერება. 15 წლის იყო იოანე როდესაც, მამა ლეიკემიით გარდაეცვალა, ის მხოლოდ 35 წლის იყო ახალგაზრდა სიცოცხლეზე და ოჯახზე შეყვარებული ადამიანი, დედამისი 32 წლის ულამაზესი ქალი სრულიად მარტო დარჩა, იმდენად უყვარდა ქმარი მისმა დაკარგვამ ერთიანად მოუღო ბოლო, გაჭაღაარავდა, 60წლის მოხუცს დაემსგავსა, იოანეც კი ვეღარ აძლევდა ნუგეშს, ყოველ ღამ მის საფლავზე ათენებდა, იმდენად გართულდა საქმე იოანეს მასთან დარჩენის საკითხი კითხვის ქვეშ დადგა, არასრულწლოვანთა დაცვის სამსახური თვლიდა რომ მისი ამ ოჯახშ დარჩენა სახიფათო იყო, ელენეს არაადეკვატური ქცევის გამო, ამან გააუარესა მისი მდგომარეობა. 1993 წლის 16 თებერვალი იყო, როდესაც მოვიდნენ ბავშვთა დაცვის სამსახურიდან და იოანე კვლავ ბავშთა სახლში დააბრუნეს, ამის შემდეგ ადამიანის სახე სულ დაკარგა, სახლიდან გაიქცა, მუდამ საფლავზე იჯდა ღამით კი ყველას ესმოდა მისი მოთქმა და გოდება, ტყეშ დადიოდა და თავის ქმრისა და შვილის სახელს ყვიროდა.
-როგორ როგორ ვერ დაეხმარა ხალხი რამით? ნათესავები სად ყავდათ? სულ მარტოები ხომ არ იქნებოდნენ, ვიღაც ხომ უნდა ჰყოლოდათ ახლობელი რომელიც მათ დახმარებსა შეძლებდა.
-არავის გამოუჩენია შვილო მათი დახმარების სურვილი, ხომ იცი ყველას მაშინ უყვარხარ როცა გილხინს და საკმარისი შემოსავალიც გაქვს, ქმრის სიკვდილის შემდეგ კი ელენე ისე დაუძ₾ურდა არაფრის თავი აღარ ჰქონდა, მისმა ნათესავებმა მათი ქონება სვავებივით დაიტაცეს, მხოლოდ ეს ერთადერთი სახლიღა შემორჩათ ღვთის წყალობით, მეზობლებს თავიდან ეცოდებოდათ თუმცა შემდეგ მათაც მიატოვეს, ჩემთან მყავდა რამდენიმეხნით თუმცა ტკივილი იმდენად გაუყუჩებელი იყო ვერ მოერია და გაგიჟდა, რომელიღაც "კეთილის მსურველმა" მეზობელმა კი პოლიციას აცნობა და საგიჟეთშ გამოკეტა, მაგრამ არც იქ გაუმჯობესებულა მისი მდგომარეობა, სახლში დაბრუნებას, ქმრის საფლავისა და იოანეს ნახვას ნატრულობდა, წამლებს არ იღებდა. იოანემ ეს ამბავი გაიგო და ბავშთა სახლიდან გამოიპარა, ელენესთან მივიდა საავადმყოფოში, თუმცა იმდენად შეცვლილი დახვდა რომ ძლივს ამოიცნო მასში ის ქალი რომელიც ასე უყვარდა. იმ ღამით მასთან დარჩა დილით კი დილით ელენეს გაციებულ სხეულს ეხუტებოდა და დედასთან ერთად უკანასკნელი იმედის დაკარგვას გლოვობა. 17 წლის ბავშმა ცხედარი სახლში გადმოასვენა და მამის გვერდით დაკრძალა, თვალის ჩინივით უფრთხილდება მათ საფლავებს დღე არ გავა რომ არ მოინახულოს. თვითონ კი თავის სახლს დაუბრუნდა და მას შემდეგ აქ ცხოვრობს, თითქოს ბედს ეს ტკივილი უნდა ეკმარა თუმცა მის უბედურებას დასასრული აღარ უჩანდა... იმდენად გაწვალდა სიკვდილს ნატრულობდა, ნათესავები ამ სახლსაც ართმევდნენ, რადგან ნაშვილები იყო საბუთი კი არ არსებობდა რომელიც დაამტკიცებდა, რომ სწორედ ის იყო მისი კანონიერი მფლობელი. იოანე გააგდეს, ხოლო სახლს ყიდიდნენ. 3 წელი ჩემთან ცხოვრობა, ჩემმა ძმამ რომ შეიტყო მისი ასეთი უბედურება გადაწყვიტა თავისთან ფირმაში დაესაქმებინა, მას დაყავდა ყოველდღე სამსახურში შემდეგ კი უკან აბრუნებდა, იოანე ყველაფერს აკეთებდა ჩემთვის სახლში თუ კი რამ დამჭირდებოდა, როგორც ბებია ისე ვყავდი, ძალიან უჭრდა თუმცა იმ სახლის დასაბრუნებლად სადაც ყველაზე ბედნიერი წლები გაატარა ყველაფერს აკეთებდა და მიაღწია კიდეც...



№1  offline წევრი Elle025

უმაგრესი იყო..გემრიელს რომ ეძახიან ისეთი❤️❤️

 


№2  offline წევრი Elli Elli

იმედია გაგრძელებაც ასეთივე შთაბეჭდილებას დატოვებს ^_^ :* <3 მიხარია რომ მოგწონს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent