შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოსულობის უპირატესობა(თავი 3)


11-10-2016, 18:52
ავტორი ninuca16
ნანახია 1 853

საღამოს ყველა ერთად შემოვიკრიბეთ ტელევიზორთან, მამამ პატიების მიზნით გადაწყვიტა დასასვენებლად გავეშვით ზღვაზე, ძალიან გამეხარდა, შემდეგ გავიდა სხვა ოთახში და რამოდენიმე წამის მერე შემოვიდა დედას საყვარელი ყვავილებით და შოკოლადებით ხელში, ეს რაღათქმაუნდა პატიებით დამთავრდა და რაც მთავარია მათი ჩახუტებით(იცინის).
სანამ წავიდოდი, ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი დრო გამეტარებინა მეგობრებთან ერთად, სად აღარ დავდიოდით.. რათქმაუნდა სასაცილო მომენტების გარეშე არ ჩაუვლია ჩვენს გასეირნებას. ვუფიქრდები და რამდენი უცნაური ხალხი დადის, განსაკუთრებით მეტროში. თუმცაღა ყველას თავისი დარდი აქვს, ზოგს შვილები საზღვარგარეთ ყავთ და იმის დარდით არიან თუ როგორ წვალობენ, როგორ იქნებიან და რას ჭამენ.. მათ ხომ არ იციან როდის რა აწუხებთ და ამიტომაც ამაზე წინასწარ ნერვიულობენ, რათქმაუნდა არცერთი შვილი არ ეტყვის თავის ასაკში შესულ დედას რა აწუხებს. ეს ახალგზარდა გოგოები, რომლებიც დარდით აღსავსენი არიან იმის გამო, რომ ვიღაცამ ცამეტი წლის ასაკში შეყვარებული დაკარგა და აღარ იცის რა ქნას, ზოგი ვითომ არც არაფერი ისე შემოგაბოლებს სიგარეტს. ვამაყობ ჩემი პოზიტიური მეგობრებით, მაგრამ არა იმიტომ რომ, ჩემი მეგობრები არიან. არანაირი დეპრესია მათში, არანაირი თამბაქო, ბიჭის გამო ტირილი და ვენების გადაჭრა.
ისე ამას რომ თავი დავანებოთ, სულ რუსკასა და ჩემს ძმაზე ვფიქრობ, ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ასეთი რაღაც ჩაიდინეს. ვერ ვიტყვი ცალ-ცალკე რომ, ან რუსკასგან, ან სანდროსგან ამას არ მოველოდი. არცერთისგან მოველოდი ამას, მაგრამ რას ვიზამ უნდა შევეგუო ამ ფაქტს. სანდროც და რუსკაც ამ ყველაფრის მერე თვალებში ნორმალურად არც კი მიყურებენ, მეც ვცდილობ ამაზე არაფერი ვკითხო და ყურადღება სხვა თემაზე გადამაქვს. ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა, ორი დღეღა დარჩა, ისე მიხარია, ძალიან მინდა რუსკაც და ანიც მოდიოდნენ, მაგრამ წელს არ გამოგვივიდა.
შევდივარ სოციალურ ქსელზე და მხვდება იმ ბიჭის SMS, რომელსაც ადრე მოვწონდი, თუმცა ვეჩხუბე და ცოტახნით დავივიწყე, მაგრამ როგორც ჩანს გავახსენდი. პასუხი დავუბრუნე, მაგრამ ცივად ვწერდი, გაუკვირდა კიდეც. ისიც მითხრა რომ, ისევ მოვწონდი და ჩემი დაპატიჟებაც სცადა ყავაზე, თუმცა უარი ვუთხარი. შემდეგ მიპასუხა: კარგი, მაშინ შენ სადაც გინდა იქ წავიდეთო, მაგრამ ამაზეც უარი მიიღო.
ლუკა: ისევ გაბრაზებული ხარ ჩემზე?
ლიზა: არა, გადამიარა, იმიტომ რომ აღარ მაინტერესებ.
ლუკა: მაპატიეე რა ლიზ მაშინდელისთვის, ვიმეგობროთ მაინც.
ლიზა: ხო, აი მეგობრობა შემიძლია, უარს არ გეტყვი ამ წინადადებაზე.
ლუკა: და, მეგობრობაზე მეტს ვერ „გავქაჩავ’’? (იცინის).
ლიზა: მოდი ასე გეტყვი, ნამდვილად არ მსურს არანაირი სასიყვარულო ურთიერთობა, არ გეგონოს რომ შენ გეუბნები მარტო ასე, არავისთან არ მინდა. ხომ იცი რომ სწავლის მხრივ ვარ ორიენტირებული ახლა.
ლუკა: კარგი, რახან ასეა, ვიყოთ მეგობრები, მაგრამ იცოდე, მე მაინც ვიტოვებ იმედს.
ლიზა: ლუკა, რატომ არ გესმის?
ლუკა: ლიზ, არ გინდა მოდი. მომეცი უფლება რომ ჩუმად მაინც მომწონდე.
ლიზა: ოხ ლუკა! ნეტავ არ მოგეწერა, რატომ გაგახსენდი?! რატომ მაინც და მაინც მე, როდესაც ამდენი ლამაზი გოგო დადის ქალაქში.
ლუკა: ნუ ხარ თავმდაბალი ლიზა, ეს არ გამოგადგება დამიჯერე. თავს ნურავის დააჩაგვრინებ ამის გამო. ყოველთვის გახსოვდეს რომ, შენ ლიზა ბერიძე ხარ, გოგო რომელსაც ასეთი ტკბილი თაფლისფერი თვალები აქვს, გრძელი ხუჭუჭა თმა, პატარა გაბუშტული ტუჩები, მერწმუნე ამის დავიწყებას ვერავინ შეძლებს.
ლიზა: ლუკა, ისე ნუ იზამ რომ შენსკენ გული შემომიტრიალდეს(იცინის), ეს სიტყვები ყოველთვის მოქმედებდა ჩემზე და ახლაც მოქმედებს, გთხოვ, ნუღარ გაიმეორებ ამ სიტყვებს.
ლუკა: კარგი ჩემო ლამაზო გოგო.
ლიზა: ლუკააა!
ლუკა: ხო ბუტიავ(იცინის).
ლიზა: კარგი რა ლუკა!
ლუკა: კარგი ჰო, კარგი.
ლუკა: ახლა გავდივარ ლიზ და შეგეხმიანები ისევ.
ლიზა: კარგი ლუკა, ჩემი ძილის დროც მოვიდა(იცინის), თან ხვალ დილით დასასვენებლად მივდივართ და გამოუძინებელი სახე ხომ არ მექნება (იცინის).
ლუკა: ტკბილი ძილი და კეთილი მგზავრობა ლიზ.
ლიზა: მადლობა ლუკა.

მესამე თავით დაგიბრუნდით <3 ველი თქვენს შეფასებებს <3



№1  offline წევრი anuki15

ძალიან კარგია <3 ასე გააგრძელე <3

 


№2 სტუმარი Ninuca

Madloba anuki❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ეს კარგი იყო flushed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent