შენს გამო ყველაფერს შევძლებ..დასასრული
გარეთ როცა გამოვედით ჩხუბის დაწყებას ვაპირებდი როცა პირზე ხელი ამაფარა და დაიწყო -ეხლა რაღაცას გეტყვი და არ გამაჩერო. რაც შენ გაგიცანი იმის მერე შენზე კარგი ვერ ვნახე ამ ცხოვრებაში და ეხლა უკვე როცა ჩემი გქვია ვიღაც ბოზების გამო არ დაგკარგავ. ნინამ რა ფოტოც დადო დიდი ხნისაა, უბრალოდ ცდილობს გაგაღიზიანოს და მაგდენს ვერ ხვდები. იცი როგორც მიყვარხარ და შენს გამო ყევალფერს და ყველას დავთმობ. უბრალოდ მინდა რომ ჩემი სიყვარულის გწამდეს, მხოლოდ ამას გთხოვ.- არ ვიცოდი რა მეთქვა უბრალოდ ადვექი და ჩავეხუტე. -წამო გავიაროთ, მითხრა და მაკოცა -კაი წავიდეთ, ვუთხარი და ჩავეხუტე. ბევრი ვიარეთ, თითქმის მთელი ბათუმი შემოვიარეთ. ბოლოს კი ერთ კაფეში დავსხედით და დავიწყე -არ გინდა შენც აქ ჩამოხვიდე? ერთად დავისვენებთ -წასვლას ვაპირებდი რო? -მკითხა და გაიცინა -ლევანი! -ჰოუ -მიყვარხარ, ვუთხარი და მივეკარი. დიდიხანი გავჩერდით, ბოლოს კი სახლში წამოვედით. უზომოდ ბედნიერი ვიყავი, მზე, ზღვა, და საყვარელი ადამიანები ერთად. ბედნირებისთვის კი მხოლოდ ესენია საჭირო.დილით ადრე გამეღვიძა ამიტომ ლევანის მივწერე და ზღვაზე წავედით. -გვანც! -ჰოუ! -არ გინდა სვანეთში წავიდეთ? -ააუუ რამაგარიაა ! წავიდეთ რაა ვუთხარი და სირბილი დავიწყე -კარგი. ხვალ წავიდეთ , გოგოებსაც უთხარი, საბა და რატიც წამოვლენ -მმ! კარგი -ვუთხარი და მზეს მივეფიცხე.. სითბომ ნელ-ნელა მომთენთა და ჩამეძინა. უცებ ვიღაცის შეხებამ გამაღვიძა, როცა თვალი გავახილე კი ლევანის ვყავდი ხელში აყვანილი და ზღვისკენ მირბოდა, ყვირილი დავიწყე მაგრამ აზრი არ ქონდა ამიტომ კისერზე შემოვხვიე მჭიდროდ ხელები და მივენდე. დიდიხანი გავჩერდით წყალში და სახლში წასვლა გადავწყვტეთ. როცა ბავშვებს ვუთხარით სვანეთზე ისინიც სიხარულით დაგვთანხმდნენ, საღამოს ბარში წავედით მაგრამ მალევე მოვბრუდით, რადგან გასამზადებლები ვიყავით. მარი წამოსვლას არ აპირებდა ამიტომ მიას ვუთხარი და ისიც სიხარულით დაგვთანხმდა.დილით უკვე ყველა მზად ვიყავით , მხოლოდ მიას ველოდებოდით, ისიც მალევე გამოჩნდა და გავუყევით სვანეთისკენ მიმავალ გზას. ორი მანქანით მივდიოდით, ლევანის მანქანაში მე ლევანი რატი და ლიზა ვიჯექით, ხოლო საბას მანქანაში საბა, მია, ნანუ(საბას შეყვარებული) და ლექსო საერთო ძმაკაცი.სახლში უკვე ღამე იყო რომ ჩავედით, გზაში ლევანიზე ჩახუტებულს ჩამძინებია და ისე ჩავედით ვერ გავიგე. ისეთი სილამაზე იშლებოდა ჩემს წინ თვალს ვერ მოწყვიტავდი. სვანური კოშები , ხალხი , საუკეთესო გარემოს ქმნიდა. სახლი ორ სართულიანი იყო, რომელსაც წინ დიდი ეზო ამშვენებდა. შიგნით სულ ხისგან იყო დამზადებული, შესასვლელში დიდი მისაღები იყო სადაც ბარის სტილის სამზარეულო იყო. მისაღებს ამშენებდა ბუხარი, რომლის წინაც დიდი კინოთეატრი იყო . ყველა ოთახებში დავნაწილდით, ლიზა და მია ,საბა და ნანუ, ლექსო და რატი, და მე და ლევანიმ გავიყეთ ოთახები. ყველფერი ამოვალაგეთ და დავიწყეთ საჭმლის მომზადება, რადგან ბიჭებს უკვე ძალიან შიოდათ. მე ქათმის სალათის მომზადება დავიწყე როცა უკნიდან ლევანი ჩამეხუტა -ნუ მავნებლობ,- ვუთხარი და საქმე გავაგრძელე -მალე მორჩებით? -კი! მოითბინე ვუთხარი და გავუცინე, მან კი მაკოცა და ბიჭებს შეუერთდა.. როცა ყველაფერს მოვრჩით მაგიდის გაშლა ეზოში გადავწყვიტეთ . გათენებამდე გარეთ ვიყავით და ვსვავდით, ბოლოს როგორ დაგვეძინა არავის არ გვახსოვს. დილით ყველა საშინელ პახმელიაზე ვიყავით ამიტომ არაფრის გაკეთების თავი არ გვქონდა და ფილმის ყურებას შევუდექით. 2 დღეში ჩემი დაბაების დღე მოდიოდა , მაგრამ ჩემდა გასაკვირად არავინ ხმას არ იღებდა. მეც არაფერს ვიმჩნევდი და ვცდილობდი გაკვირვება დამემალა. ეს დღეები ყველა უცნაურად იქცეოდა, ჩუმათ ჩურჩულებდნენ , ხოლო როცა დამინახავდნენ ჩუმდებოდნენ, ამ ყველაფერმა დამარჭვა მაგრამ არაფერი შევიმჩნიე... ნახევარ საათში ჩემი დაბადების დღე დადგება, და ჩემს გარდა ყველას ძინავს. ნაწყენი გავედი გარეთ და ჰამაკზე წამოვწექი. უაზროდ ვიყურებოდი და დროც მალევე გავიდა. ფიქრებში ვიყავი გართული, როცა ფეიერვერკების ხმა გავიგე და უკან მომღიმარი ბავშვები დავინახე რომლებიც ტორტით და სანთლებით მოდიოდნენ, სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა , არ ვიცოდი რა გამეკეთებინა , ბავშვივით დავიწყე ერთ ადგილზე სირბილი და ბოლოს ყველას ჩავეხუტე. როცა ჯერი ლევანიზე მიდგა , ყველა გაჩუმდა ,ლევანიმ გამიღიმა და დაიწყო -გვანცი, ჩემო ანგელოზო!! ჯერ პირველ რიგში გილოცავ, გისურვებ ყველა იმ ოცნებისს ასრულებას რომელიც გქონია , ახლა კი ყველასთან ერთად მინდა ცოლობა გთხოვო..დაიჩოქა და ბეჭედი გამომიწოდა. უცებ ყველა გაქრა ჩემს ირგვლივ, მხოლოდ ლევანის ვხედავდი, დაბნეული ვიყავი , არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ბოლოს სიხარულით დავიძახე -თანახმავარ! და უცებ ატყდა ტაშის დაკვრები, მილოცვები, უსასრულო სადღეგრძელოები.. 1 წლის შემდეგ.. - ლევანიიი! -რახდება?-შეშინებული წამოხტა ფეღზე -საზამთრო გვინდა, ვუთხარი და გავუღიმე -ღამის 4 საათზე? იანვარში?? -ბუზღუნის დაწყებას აპირებდა მაგრამ დაფიქრდა და დაიწყო.. -ნუ ჩემს ორ პატარას უნდა ამიტომ ბატონო ლევან ახტები და შენს ორ ღორმუცელას მოართმევ რაც უნდათ, ყოველგვარი წუწუნის გარეშე.-ამის შემხედვარე გამეღიმა და ვაკოცე.როცა ლევანი მოვიდა უკვე მეძინა , როცა ტკივილმა გამაღვიძა.. -ლევაანიი!! -ეხლა რამოუნდათ ჩემს გოგოებს?? -მტკიივა! ვიყვირე და ტირილი დავიწყე -რაა? ვაიმე უკვე? ჩემი პატარა იბადება?? ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა -მიშველე ლევანი-უცებ გონს მოეგო ხელში ამიყვანა და მანქანაში ჩამსვა... საავადმყოფოში დიდი სისწრაფით მიმიყვანა. 4 საათში ჩვენი პატარა სესილიც დაიბადა. ჩემზე ბედნიერი იმ წუთს არავინ იყო, ჩვენი შვილი, ჩემი და ლევანის პატარა გოგო დაიბადა რომელსაც ყველა დიდი მოლოდინით უცდიდა... მოკლედ, ჩემო ტკბილებო, დავამთავრე ჩემი ისტორია.. აქამდე ვერ ვდებდი, ვირუსებმა შემიწირა და ამის გამო <3 იმედია მოგეწონებათ, ველოდები თქვენს კომენტარებს <3 სიყვარულით მე!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.