შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სამოთხე (თავი 3)


12-10-2016, 17:25
ავტორი WTF
ნანახია 1 465

დილით გამოღვიძებულმა ტელეფონს დავხედე,რა თქმა უნდა ელენეს მოწერილი დამხვდა:
-კუუს...დამირეკე როცა გაიღვიძებ <3
ტელეფონი ადგილზე დავაბრუნე,ერთი კარგად გავიზმორე და ფანჯარა გამოვაღე.არაჩვეულებრივი დღე იყო,სწორედ ისეთი გაზაფხულს რომ ახასიათებს.ამინდით ტკბობის შემდეგ აბაზანაში თავის მოსაწესრიგებლად შევედი,იქიდან გამოსულმა კი ელენეს დავურეკე:
-დილამშვიდობისა ელე
-თაია დილამშვიდობის.აბა როგორ განწყობაზე ხარ?
-მშვენიერზე,შესანიშნავი ამინდია
-აბა კუუს,რომელზე წავიდეთ?
-რომელზე დათქვით შეხვედრის დრო?
-6-ზე,მაგრამ ჩვენ ცოტა ადრე მივიდეთ,წავიჭორაოთ
-კარგი,მაშინ 5-ზე კაფეში იყავი
-კარგი კუუს დროებით
ჯერ მხოლოდ დილის 12 საათია,რაც იმას ნიშნავს,რომ ჯერ კიდევ ბევრი დრო მაქვს.გადავწყვიტე ოთახი დამელაგებინა,ტანსაცმელიც შევარჩიე,ღია ჯინსის შარვალს,თეთრ მოკლე ზედასა და ბოტასებს ჩავიცვამ.5-მდე შემიძლია წიგნიც წავიკითხო,ახლახანს ვიყიდე,ძალიან მაინტერესებს.ავიღე წიგნი ,,მექანიკური ფორთოხალი” და დავიწყე მოგზაურობა წიგნის სამყაროში.ამასობაში 4 საათიც მოვიდა,სახლში უჩვეულო სიწყნარე მხოლოდ ახლა შევამჩნიე.ალბათ რომელიმე ნათესავთან არიან, თუმცა დიდად არ მაინტერესებს.არჩეული ტანსაცმელი ჩავიცვი,თმა გავიშალე და გარეთ გამოვედი.ჩვენი საყვარელი კაფე სახლიდან არც ისე შორსაა,მხოლოდ 10 წუთის სავალზეა.ძალიან მყუდრო და პატარა კაფეა,გარემოც არაჩვეულებრივია.ელენე მოსული არ დამხვდა,ალბათ დიდხანს ემზადება,ამიტომ მარტო შევედი და ადგილი დავიკავე,ფანჯარასთან ახლოს.კაფე დავათვალიერე,არც ისეთი ხალხმრავლობა იყო,რაც კიდევ უფრო არაჩვეულებრივს ხდიდა მას.ლამაზ ფერებში გადაწყვეტილი,ყველაფერს ერთმანეთს ეხამებოდა.პერსონალიც თბილად და მომღიმარი სახეებით ხვდება ყველა შემოსულ ადამიანს.ამასობაშიც ელენე მოვიდა:
-ვაიმე დიდხანს გალოდინე?
-არა,ახლახანს მოვედი
-მაპატიე,ხო იცი ვემზადებოდი
ემოციებს ვეღარ მალავდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.მე კი მეცინებოდა და მიკვირდა საიდან ჰქონდა ამდენი ენერგია.
-თაია ხელზე რა გჭირს,რა დაგემართა?
არც კი მახსოვდა გუშინდელი ამბავი,არც ხელზე დარჩენილი სილურჯეები გამხსენებია.
-გუშინ ბიძაჩემს შევეწინააღმდეგე და პასუხიც მივიღე
-როგორ მინდა მაგ დამპალ კაცს ჩემი ხელით მოვუგრიხო კისერი
-კარგი,ხო იცი აქ მაგაზე სალაპარაკოდ არ ვართ.ეს სხვა დროს იყოს
ელენესთან საუბრის დროს შევამჩნიე,კაფეში ახლადშემოსული ორი ბიჭი,ერთს აშკარად ნაცნობი სახე ჰქონდა.მაღალი,ქერა,ცისფერთვალება იყო,თან ხალისიანიც ჩანდა.აი მეორე კი მისგან რადიკალურად განსხვავებული იყო.ისიც მაღალი,შავთმიანი,მწვანეთვალება იყო,უჟმური სახით ათვალიერებდა კაფეს და ვიცი სახით ადევნებდა თვალს გარშემომყოფთ.შემდეგ კი დავინახე,როგორ დაიძრა ერთ-ერთი ჩვენი მაგიდისაკენ,აციმციმებული თვალებითა და გაღიმებული სახით,ამას დაემატა ელენეს აღფრთოვანებული შეძახილებიც და მივხვდი,რომ ერთ-ერთი ,,ელენეს ბიჭი” უნდა ყოფილიყო:
-ალექსანდრე
წამოიძახა ელენემ და ბიჭს გადაეხვია.მეორე კი რომელიც დიდი ალბათობით მისი მეგობარი უნდა ყოფილიყო არაფრისმთქმელი სახით იყურებოდა
-ელე,როგორ ხარ?
არ დააყოვნა ალექსანდრემაც და მზხიარულად შეეგება ელენესე
-კარგად,შენ როგორ ხარ?მოდი დაჯექით
შესთავაზა ელენემ და ისინიც ჩვენ წინ მოთავსდნენ.შემდეგ კი საუბარი საუბარი გააგრძელა
-ალექსანდრე გაიცანი ჩემი მეგობარი თაია
-სასიამოვნოა თაია,მე ალექსანდრე ვარ,ეს კი ჩემი უჟმური მეგობარი დამიანეა
სიცილით დააყოლა და პასუხად დამიანეს მუჯლუგუნიც დაიმსახურა,ჩვენი კი გაღიმებული სახით ვუყურებდით,თუმცა აშკარაა მისი გაღიმება რთული იყო.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
შევეცადე მოკლედ მომეჭრა სათქმელი და ფანჯარაში ყურება გავაგრძელე.ელენე და ალექსანდრე კი ერთმანეთში საუბრით იყვნენ გართულნი და ერთმანეთს აღტაცებულნი შესცქერიან.მე კი ისევ ხალხის ყურებით ვიყავი გართული და მათ საუბარს ყურსაც არ ვუგდებდი,მაგრამ მწველ მზერას ვერ ვაიგნორებდი.შემდეგ კი მოულოდნელად მომესმა ბოხი,ჩახლეჩილი ხმა:
-თქვენ რას იტყვით თაი?
გამომცდელად და მკაცრი სახით შემომხედა დამიანემ და პასუხს დაელოდა
-ბოდიში არ გისმენდით.შეგიძლიათ თაია დამიძახოთ.
-მაგას მე გადავწყვეტ.ჩვენ ვსაუბრობდით სიყვარულზე.მაგალითად ელენე და ალექსი ერთ აზრზე არიან,მათ სჯერათ წრფელი,ნამდვილი სიყვარულის და თქვენ ?როგორ ფიქრობთ ზუატად იცით რა არის სიყვარული?
-ვიცი.მყვარებია.სიყვარული ნარკოტიკს ჰგავს.თავიდან ეიფორია,სიმსუბუქე, და სრული გალღობის შეგრძნება გეუფლება.ჯერ ღრმად არ შეგიტოპავს,თუმცა შეგრძნებები მოგწონს,მაინც გჯერა,რომ ნებისმიერ წუთს შეგიძლია განზე გადგე.საყვარელ ადამიანზე დღეში ორ წუთს ფიქრობ და მერე სამი საათით ივიწყებ.მაგრამ თანდათან ეჩვევი ამ ახალ შეგრძნებებს და სრულიად დამოკიდებული ხდები.და მაშინ უკვე სამ საათს ფიქრობ,ორი წუთით კი ივიწყებ.თუ საყვარელი ადამიანი გვერდით არ გყავს,იმასვე შეიგრძნობ,რასაც ნარკომანი,წამალს რომ წაართმევენ.ასეთ წუთებში იმ ნარკომანივით ხარ,რომელსაც ერთი დპზის გულისთვია შეუძლია იქურდოს,მოკლას,თავი დაიმციროს,შენც მასსავით მზად ხარ ყველაფერი გააკეთო სიყვარულისთვის.
დავასრულე თუ არა ელენეს და ალექსანდრეს გაოცებული და გაღიმებული სახეები დავინახე.მათი რეაქცია ასეთი წარმომედგინა,ისევე როგორც დამიანესო.მისო ცინიკური სახე ჩემში გაღიზიანებას იწვევდა.მინდოდა მივსულიყავი და ის სიმპატიური სახე ,,გამელამაზებინა”
-თქვენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ და იმითაც ,რომ გარეგნულად ასეთი უგულო და უგრძნობი ჩანხართ და ალბათ ეს ასეც არის,თქვენ რას გვეტყვით სიყვარულზე დამი?
-შეგიძლიათ დამიანე დამიძახოთ
-მაგას მე გადავწყვეტ
ნიშნის მოგებით ვუპასუხე და დავინახე თვალები როგორ აენთო სიბრაზისგან
-ამ საკითხთან დაკავშირებით ბერნარდ შოუს სიტყვებს გეტყვით,რომელსაც რა თქმა უნდა ვეთანხმები: ,,სამყარო იმდენად დალპა,რომ ვინმეს შეყვარებაც კი-ეს ყველაზე დიდი რისკია,რომლის უფლებაც შეგვიძლია მივცეთ ჩვენს თავს.შინაგანად გვძაბავს იმის ალბათობა,რომ ეს შეიძლება ცალმხრივი აღმოჩნდეს ან აგრესიულად იქნას გაგებული.ადამიანები გადაეჩვოვნენ სიყვარულს,მსოფლიოს სამომხმარებლო ურთიერთობები მართავს”
მის ნათქვამზე გამეღიმა
-დარწმუნწბული ვიყავი მსგავსი მოსაზრება გექნებოდათ.მგონია ვიღაცამ იმდენამ გატკინათ გული,რომ სიყვარულის რწმენა დაგაკარგვინათ.იმდენად გიყვარდა გააღმერთე,მისი ირწმუნე მაგრამ ვერ დააფასა,ვერ დაინახა ახლა კი გრძნობების გარეშე დარჩით.საერთოდ რამის გწამთ?
გაცეცხლებული მიყურებდა,მაგრამ იმდენად გაწონასწორწბული ჩანდა,რომ ხმაც არ ამოიღო მზერა გამისწორა,მე კი უფრო გამომწვევად ჩავხედე მწვანე თვალებში
-მოუთოკავი გრძნობების მწამს,სიმართლის და სამართლის მწამს,ყველა მორწმუნე ადამიანის მწამა არ აქვს მნიშვნელობა ვის ან რას ეთაყვანებიან,მე მათი რწმენის მწამს,თავისუფალი ნების მწამს,სურვილისამებრ მოქმედების მწამს.მწამს,რომ ფიქრი ყველაფერს აფუჭებს.უბრალოდ უნდა ადგე და გააკეთო ის,რაც გინდა.მწამს,რომ ყველა ადამიანს დამახურებლად მიეზღვევა.მწამს,რომ ერთხელ ვცხოვრობ და ისე უნდა ვიცხოვრო,როგორც მინდა.მწამს,რომ გათვალისწინების ღირსი ბევრი არ არის.მწამს,რომ არავის არაფერი არ უნდა აუხსნა,ყველას მაინც ისე ესმის,როგორც უნდა.მწამს,რომ ცხოვრება ორ უცნობიანი განტოლება არ არის და მას ამოხსნა არ სჭირდება.მწამს,რომ ადამიანი მაინც მთელი ცხოვრება მარტოა, რა რაოდენობის ადამიანიც არ უნდა ირიცხებოდეს მის ნაცნობობაში.ღამე მთვარის შუქზე სეირნობის მწამს.ფანჯრის რაფაზე ჯდომის და ოცნებების მწამს.მხურვალე ჩახუტების და აციმციმებული თვალების მწამს.მე ჩემი გრძნობების მწამს.მე შენი გრძნობების მწამს.
თვითკმაყოფილი სახით გამომხედა და დამაატა:
-გირჩევთ ღრუბლებიდან დაეშვათ,თორე სხვა ჩამოგაგდებთ და ეს უფრო მტკინვეული იქნება.გულუბრყვილობა თქვენი სუსტი მხარეა.ნუ იქნებით სხვა გოგოებივით პრინცის მოლოდინში ისინი არ არსებობენ და მათთან ერთად არც ის სიყვარული არსებობს თქვენ რომ ასე გწამთ,თუმცა ამას პატივს ვცემ უბრალოდ იმდეგაცრუენა ყველაზე მტკინვეულია.
-მე კი გირჩევთ ნუ იქნებით თვითკმაყოფილი იდიოტი,უჟმური და მედიდური.დარწმუნებული ვარ მამიკოს ფულებით იმას აკეთებტ ცხოვრებაში რაც გონდათ თუმცა თქვენც ისეთივე ხართ როგორც სხვები,თავი ვინმეზე მეტი ნუ გწგონებათ.ახლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ,გაერთეთ.მაპატიეთ ეს თქვენი დღე უნდა ყოფილიყო,მაგრამ არ შემიძლია ისეთ ადამიანის ატანა როგორიც დამია,სწორედ ასე გადავწუვოტე რომ მოგმართოთ.წავედი ელე და დაგირეკავ.ნახვამდის
კაფედან გამოვედო და საღამოს გრილი ნიავოც ვიგრძენი.ახლა სწორედ ეს მჭირდებოდა ღამე,ნიავი და სახლამდე ფიქრი.


ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის..სამაგიეროდ დიდი თავი დავწერე და იმედია მოგეწონებათ.კარგი იქნება თქვენ აზრსაც თუ დააფიქსირებთ,რადგან ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს და სტიმულსაც მაძ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent