შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუთუ ასე ძნელია დავიწყება (II იმედი)


12-10-2016, 17:28
ავტორი Mari I
ნანახია 1 661

-რატომ დუმან ექიმები? რატომ არ მეუბნებიან რა სჭირს? შენ მაინც მითხარ ქეეერ!
-ყველაფერი კარგად იქნება. ნუ ღელავ! გიო არ არის ცუდი ადამიანი და ღმერთი მას დაეხმარება გადარჩენაში!
-მართლა? ხო, ხო, მართალი ხარ! -გაიღიმა ელენა.
რამდენიმე საათში ექიმის კაბინეტიდან გამოდის უცნაური ხმები, რომლებსაც ელენა იგებს.
-მისი სიცოცხლე წამებს ითვლის!
-სამწუხაროა,მაგრამ უნდა უთხრათ!
-ჯობს ქეროლაინს ვუთხრათ და შემდეგ მან გადაწყვიტოს ელენას უთხრას თუ არა!
-კარგი!
ელენას კინაღამ ინფარქტმა დაარტყა, მაგრამ მალევე გადაუარა! მას აღარ სურდა იმ საავადმყოფოში გაჩერება და გაიქცა, გაიქცა იქ, სადაც მას გიოსთან ყველაზე ბევრი რამ აკავშირებდა.
მივიდა ელენა მათ სახლში და დაამტვრია ვაზები, ჭურჭელი. ამოაყირავა სკამები, ტელევიზორი,კომპიუტერი, მაგიდა,გადმოყარა ტანსაცმელი, რაც კი კარადაში იყო,დატეხა სარკეები, მაგრამ ვერ შეეხო ფოტოებს, სადაც ის და გიო იყვნენ. შემდეგ ამოიღო ყველა სურათი და იატაკზე დააწყო, იმის და მიხედვით, თუ როდის იყო გადაღებული. უყურებდა და იღიმოდა, მერე ბრაზდებოდა,იღიმოდა,ბრაზდებოდა ბოლოს კი გაშტერდა. გაიქცა, აიღო ტელეფონი და სასწრაფოდ დაურეკა კეტის. კეტიმ უცებ უპასუხა:
-ალო,როგორ ხარ?
-გავიარეთ! საქმე მაქვს!
-უუუ, საინტერესოა! რა ხდება!?
-10 წუთში შემხვდი ჩვენ გარაჟებზე, უნდა დაგელაპარაკო!
-მოვდივარ!
ელენა დაბრუნდა ოთახში და ამოარჩია 5 ფოტო. თითოეული ფოტო ასახავდა ერთ წელს. ფრთხილად ჩადო ფაილში, ჩანთაში და გაიქცა დანიშნული ადგილისკენ. კეტის არ დაუგვიანებია,მაგრამ დააგვიანდა ელენას. ის შეყვარებულებმა შეაჩერეს. როცა ელენამ მათ შეხედა 5 წუთი ოცნებობდა გიოს ცოცხლად ნახვაზე.
-და შენ მითხარი სასწრაფოდო, ხომ?
-ხომ შემაგვიადა
-კარგი, რა არის ასეთი აუცილებელი და სასწრაფო!
-ნახე! შეხედე ! ხედავ?!
-რა იყო ხუთი ფოტო-სურათი,რომელზედაც შენ და.... და.... შენ და ... გიო ხართ,-ძლივს ამოღერღა კეტიმ,-მეგონა, რომ ამეებს პირველ რიგში დახევდი!
-ხომ, მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა მაგაზე არ არის . კარგად შეხედე რომელ წლებშია ფოტოები და დაფიქრდი!
-2006,2007,2008,2009,2010 , მაგრამ ახლა 2012 წელია ?
-ხომ. მიხვდიიიი?
-2011 წლის სურათი აკლია!
-ხომ, ეს ნამდვილად ასეა,მაგრამ მე ის არც სახლში მაქვს და ვერც გიოს ბინაში ვნახე.
-ანუ ამ წლის ფოტოები.... დაკარგულია?
-არა, კეტ, არა! ვიღაცამ აიღო!
-და ეს ვიღაცა გიოს ნაცნობია,რადგან მხოლოდ გიოს შეეძლო იმ ბინაში ვინმეს შეყვანა.
-ვის შეიძლება დაჭირვედობა მაინც და მაინც 2011 წლის სურათები?
-არ ვიცი! -უბრალოდ უპასუხა კეტიმ.
-მეც არ ვიცი და მაგიტო დაგირეკე შენ. შენი დახმარება მჭირდება კეტ! გეხვეწები.
-კარგი! დაგეხმარები როგორც შევძლებ, მაგრამ ახლა ამიხსენი რატომ ეს ფოტოები და არა სხვა.?
-შეხედე,კეტ! პირველი ფოტო-2006 წლის. აქ მე გიოსთან ვარ,მაგრამ უკანა ფონს თუ დაუკვირდები,მაშინ შეხედე-აქ კიდევ 2 ბიჭია. მეორე ფოტო-2007წლის. აქ ისევ მე, გიო და უკან კიდევ 2 გოგონაა. მესამე ფოტო-2008 წლის. აქ მე,გიო და მისი მშობლები უკან შეხედე.
-ხომ ვხედავ, მაგრამ ვიღაცეები შეიძლება სხვა ფოტოებზეც იყვნენ,
-ყველა ფოტო ვნახე მხოლოდ ამ 5 ფოტოზე არიან.
-საინტერესოა, გააგრძელე!
-მეოთხე ფოტო-2009 წლის. აქ მე, გიო და უკვე ჩემი მშობლები! და ბოლო მეხუთე ფოტო-
-ვაიმე,დედიკო!-შეაწყვეტინა კეტიმ.
-რა იყო? რა მოხდა?
-მეჩქარება! გამოცდა მაქვს, მერე დავილაპარაკოთ!აუცილედლად მოგწერ!
-კარგი,აბა ჰე!
-მიყვარხარ,ეელ!
მეც, კეეეტ!-ცრემლმორეულმა გასძახა კეტის ელენამ.
კიდევ დიდხანს იდგა ასე, გაუნძრევლად! ფიქრობდა როდის გაიგებდა ვინ მოუკლა სიყვარული და ალბათ კიდევ დიდხანს იდგებოდა,რომ არა უცნობი გამვლელი.
-უკაცრავად! კარგად ხართ? დახმარება ხომ არ გჭირდებათ? ......ლედი?.....
-რა ხდება რომ?-ნაღვლიანად უპასუხა უცნობს და არც შეუხედია ვინ იყო.
-უბრალოდ, თქვენ წვიმაში დგახართ და არ ინძრევით. წაოდით წამოდით. თავი რამეს მაინც შევაფაროთ!
-კარგი!-ისე დაუფიქრებლად უპასუხა ელენამ,თითქოს ცხოვრების აზრი დაკარგა და აღარ აინტერესებდა თუ რა მოხდებოდა შემდეგ, ან ვინ იყო ეს უცნობი.



№1 სტუმარი Guest ნანა

ნუ არვიცი,უფრო უნდა გადმოსცე ემოციები
უფრო უნდა გააღრმავო
დაალაგო და რავიცი
მოკლედ რადგან პირველად წერ
ხო მაინც არაუშავს
დასახვეწი ხარ

 


№2  offline წევრი Mari I

Guest ნანა
ნუ არვიცი,უფრო უნდა გადმოსცე ემოციები
უფრო უნდა გააღრმავო
დაალაგო და რავიცი
მოკლედ რადგან პირველად წერ
ხო მაინც არაუშავს
დასახვეწი ხარ


ხომ ვიცი მადლობა რომ მეუბნებით ჩემი ნაკლების შესახებ და ვეცდები გამოვასწორო. მადლობა! ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს <3 შემდეგში ლექსის დადებას ვაპირებ და იმედია შემიფასებთ ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent