შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის შვილები 4.


12-10-2016, 19:38
ავტორი tatalia
ნანახია 1 658

მთლიანი ტანის კანკალი ხომ იცით რას ნიშნავს??და გაორმაგებული გულის ფეთვქა?ის თუ იცით მუხლები, რომ გეკვეთბა რა გრძნობაა. ვიღაცაზე მონუსხული, რომ ხარ და ამ ტატუებისა და მკაცრი იმიჯის მიღმა სულს,რომ გაუშიშვლებ კაცს და დაინახავ შიგნით რა იმალება. მხოლოდ ამ წერილიდან შემიძლია უკვე ვთქვა ვინ არის ეს ადამიანი.
რომ ვიგრძენი სახეზე ავხურდი და ცოტახანში წავიქცეოდი, ჩემი ადგილისკენ დავიძარი, თან გაოფლილ ფელებს კაბის კალთაზე ვახახუნებდი, ძლივს მივახწიე და კანკალით დავჯექი.
- ძალიან არ გეტყობა.
გამიღიმა ელენამ და მეც გამეღიმა.
- აბა შენ როგოორ მიხვდი?
- განსაკუთრებული ფენომენი ვარ
სიცილმა თითქოს გადაფარა დაძაბვა და ქეთი ლექტორმა ისევ ისეთი კითხვა დასვა თავიდან ამიფორიაქდა ძლივს დაწყნარებული ნერვები.
- არ იცნობთ ერთმანეთს?
ვაპირებდი არას თქმას, თუმცა სანიმ დამასწრო თან თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.
- კი ქეთი მას
- ისევ ეს მას
გაეცინა ლექტორს
- შენ ვის არ იცნობ ვაჟბატონო.
ვიცოდი, რომ გოგო იყო. ყველამ იცოდა, მაგრამ ბიჭს რატომ ეძახდნენ მიკვირდა. სანამ მთლად ფერები გადამივიდოდა სახეზე ზარმა მიშველა და ოთახიდან გავვარდი.
- საფირფარეშო სად არის?
- მეორე სართულზეა.
ბოხმა ხმამ ადგილზე მიმიყინდა და ძლივს ძლიობით გაღიმებულმა სანის ოდნავ თავი დავუკარი და ზევით ავედი და სახე წყალს შევუყუდე.
- კარგად ხარ ?
დაბალი პუტკუნა გოგო მომიახლოვდა შეშინებული.
- კი კი მადლობ
- შენი თმა საოცრად ლამაზია
გამიღიმა თბილად.
- მადლობა, მაგრამ შეღებილია
მეც თბილად გავუღიმე, მაღალმა გამხდარმა გოგონამ კარი შემოაღო და იქ მყოფთ მოგვმართა.
- გადით ყველა.
გოგონები მორჩილად დაყვნენ მის ნებას რამაც გამაკვირვა გაპროტესტებას ვაპირებდი, როცა თავად მითხრა
- შენ არა.
- რას ქვ..
სანიმ კარი შემოგლიჯა და გადაკეტა კარებს აეყუდა და ღიმილიანი სახე მომაპყრო.
- გოგონების არის
ვეცადე სხვა რამეზე მესაუბრა და დაბნევა არ შევიმჩნიე.
- რასამბობ მართლა?მე რესტორანი მეგონა
კვლავ მიღიმოდა
- თუ იცი აბა აქ რა გინდა?
ხელების ქნევა დავიწყე უაზროდ.
- რაღაც ძალიან დაგაბნიე ხო იცი.
- მე ?რა სისულელეა
ნამდვილად ვხვდებოდი არადა რა ფერი მედო სახეზე. ჩემსკენ სვლა დაიწყო, თუმცა არ დავძრულვარ ადგილიდან ამაყი სახით ველოდი, შინაგნად კი ვთრთოდი. სიარული შეანელა, ოდნავ მოიწია ჩემსკენ და ხელი თმაზე შემახო, აქ თვალები ნამდვილად დამეხუჭა.
- მომწონს, სტაფილოსგფერო !
ბაგეები გამეყო და ახლა ჩემს ტუჩებზე გადაატარა ცერა თითი და კბილებზე პირსინგს დააკვირდა, გაეღიმა და ჩურჩულით ჩაილაპარაკა.
- ჩემებური ხარ სტაფილოსფერო! ჩემებური.
ხელი გამიშვა და მეც თითქოს გონზე მოვედი, მაგრამ იმ სიმხურვალეს რა დამავიწყებდა, რომელსაც ორიოდე წუთის უკან ვგრძნობდი, გასვლისას მომაძახა.
- მე წაგიყვან დღეს.
- მაგრამ მე
აღარ დალდოებია პასუხს ისე გაიჯახუნა კარი, სახის დალაგებას ვცდილობდი. გრძნობეის მოძღვავებას ვგრძნობდი, ნუთუ ძლივს ვიღაცამ დამაინტერესა და ისიც გოგომ. ნატალის ნომერი ავკრიფე სწრაფად
- ოქრო ?როგორხარ?
- მოიცა ნატალი დამეხმარე რა
- რა დაგემართა?
მობილურითვე ვიგრძენი მისი აღელვებული სახე და გამეღიმა
- მოკლედ დაჯექი
სწრაფად მოვუყევი ყოველივე და პასუხში გავირინდე.
- გიჟია
აკისკისდა ნატალი
- ფენომენია
- ნააატააალიიი
- ხო გოგო მესმის რატომ ყვირი.
მოჩვენებით გამიბრაზდა და ჭკუის რიგება დამიწყო.
- არ დაელოდო, ამაყი ქალი პირველ დღესვე არ ჩაუხტება მანქანაში. ნუ მე ჩავუხტებოდი
თან კვდებოდა სიცილით
- მეც ეგრე ვიფიქრე
- რა რომ არ ჩაუჯდები, თუ რომ მე ჩვაუჯდებოდი.
კისკის არ წყვეტდა და მეც ამიყოლია.
- ცოტა ცოტა ორივე
- გამაცანი რააა
- წავედი
როგორც კი გაცნობაზე გადავიდა საუბარი, წამსვე გავთიშე მობილური და დეკანის კაბინეტს მივაშურე.
- რა გჭირს შვილო ცუდათ ხარ?
ალბათ რა ფერი მადევს სახეზე უკვე წარმომიდგენია.
- ცოტა შეუძლოდ ვარ შეიძლება წავიდე დღეს?
- კი კი წადი წადი, ვინმეს ვთხოვ ჩაგიყვანოს
- არა არა მელდოებიან დედა მელოდება
ვიცრუე და აწითლებული გამოვედი
"ელენე ჩანთა გამომაწოდე რა"
2 წუთში ლამაზი ელენეც გამოჩნდა ჩანთით ხელში
- რამე დაგემართა?
ლოყებზე ხელი მომადო
- სიცხე მაქვს მგონი, წავედი და მოგწერ
დავემშვიდობე და გაჩერებისკენ ავიღე გეზი თან უკან ვიხედებოდი დამფრთხალი. მარშუტკაში ავედი და გავრინდე, მივეჩვიე უკვე ყველა მე რომ მიყურებს თმებზე, ამიტომ ხალხის მზერა უკუვაგდე და მინას მივადე თავი. მშვიდობიანად ვიმგზავრე, თანხა გადავიხადე და ვაგზალზე ჩამოვედი.
- შენ არ გითხრეს მე წაგიყვანო ?
მისმა ხმამ ადგილზე მიმაყინა, მობრუნება არ მაცადა მაჯაში მწვდა და გაბრაზებულმა ყბა დაჭიმა
- რატომ უნდა წაგეყვანე შენ?
- იქნებ რა საქმე მქონდა.
- ხოდა ეხლა მითხარი.
არ ვთმობდი პოზიციას.
- მანქანაში გეტყვი.
დაიძრა ავტომობილისკენ და მაჯაზე ინსქტიქტურად მოვუჭირე ხელი, როცა მისგან გამოწვეულმა "ბიოდენებმა" დამარტყა, წამსვე ვუშვი ხელი
- არა ფეხით გავიაროთ.
მეც არ ვიცი რატომ დავთანხმდი. მანქანა დაკეტა და წინ მიბიძგა. ვაგზლის მეტროში უხმოთ ჩავედით, მხოლოდ ხალხის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი, აწეული თეთრი პერანგის მკლავებიდან გამოჩენილი უამრავი ტატუს სილუეტი თვალს ჭრიდა ხალხს და ცინიკური, გაკვირვებული, ზიზღნარევი, ზოგიც კმაყოფილი სახით უმზერდა ჯერ მას შემდეგ კი მე. დამფრთხალი მივყვებოდი და მის უემოციო სახეს ვაკვირდებოდი.
- ფუ მგონი გოგოა
ისმოდა შიდაგადაშიგ ხმები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მამაკაცური იყო, სახის ნაკვთები მაინც იმდენად ლამაზი და განსხვავებული ჰქონდა მიხვდებოდი, რომ გოგო იყო.
ვაგონში მე დავჯექი ის კი ფეხზე დადგა მოშორებით და მაკვირდებოდა, თვალი ავარიდე და ჩემს წინ მჯდარ ორ ბიჭს გავუშტერე მზერა, რომელიც ხარბად მაკვირდებოდნენ და კმაყოფილები აქნევდნენ თავს. ჩემი თმის დათვალიერებას, რომ მორჩნენ, მოკლე კაბაში გამომწვევად ამათვალიერეს და შემთხვევით თვალი მისკენ გამექცა, ყბა ყბაზე ჰქონდა დაჭერილი ისე, რომ მის მაგივრად მე მტკიოდა ძვლები. ბიჭებმაც გამომაყოლეს მზერა და სიცილი აუვარდათ.
- ლეზბოსელი ყოფილა სტაფილოსფერი
ხარხარებდნენ მამაღლა, ფეხზე ადგომას და სილის გაწვნას ვაპირებდი, რომ თვალის დახამხამებაში ერთ ერთის ყვირილი გავიგონე, სანი მთელი ძალით უჭერდა ცხვირზე ხელს, სისხლმა ჟონა დაუწყო ცხვირიდან გულის ჯიბიდან ერთჯერადი სალფეთკი ამოიღო და სახეში მიუგდო, სუსხიანი ბარიტონით მკაცრად მიუგო.
- ცხვირი მოიწმინდე.
ხელი მომკიდა და სანამ ვაგონიდან გავიდოდით მიაძახა.
- სტაფილოსფერს მხოლოდ მე ვეძახი იდიოტო.
ხელი ძლიერად მომიჭირა და რუსთაველის ესკავატორზე თითქმის ჩახუტებული მიმიყვანა, თითქოს არ იმჩნევდა თუმცა ვგრძნობდი, სახეზე აღბეჭდილ ყველა ტკივილს და ინქსტიქტურად ხელი სახზეე ჩამოვუსვი, თავიდან შეკრთა დ ა დაიძაბა, შემდეგ იმ ხელზე რომლითაც შევეხე მაკოცა და გაიტრუნა, სიჩუმე ჩემმა ხმამ დაარღვია.
- როგორ უძლებ?
სევდიანი თვალებით ამომხედა და გაღიმება სცადა.
- ადრე უფრო რთულად იყო ყველაფერი.
- როგორ გადაიტანე?
- მარტივად. ბრბოს არ მივეცი საშუალება მომქცეოდნენ ისე, როგორც თავად სურდათ.
- რას აპირებ ?
- ერთ დღეში რამდნეი კითხვაა ?
გამიცინა და ხელი გ ამიშვა, სიცივე ვიგრძენი/ მან, რომ ხელი გამიშვა თუ უბრალოდ შემოდგომის გამო ვერ მივხვდი, თუმცა ძალიან, რომ შემცივდა ვიგრძენი.
- შემოდგომა რატომ გიყვარს ?
რაც თავში მომივიდა ვკითხე. სიგარეტი ამოაცურა ღია ჯინსის, მარცხენა ჯიბიდან, თუმცა არ მოუწევია ხელში თამაში დაიწყო და ჰოროზონტს ისე გახედა მეგონა რამე საშინელი დაინახა, თვალები მოჭუტა და 3 წუთიანი დუმილის შემდეგ მიპასუხა.
- სიყვითლე მომწონს. ფერების ჰარმონიული შეფერილობა მომწონს. მომწონს ადამიანებიცრომლებიც ღუნღულა მოსაცმელებში, გრძელმკლავიან პერანგებში, სხვადასხვა ფერის დუტებში, გრძელ პალტოებსა და შარფებში იმოსებიან, გაყინულ ხელებს მეწყვილეებს ათბობინებენ და სიცივისგან გაბრუებულები მეტს კოცნიან მათ, რათა გათბნენ. ჩაი მიყვარს, სიცივისგან მობუზულს პლედი და ჩაი საოცრად მაგარ გრძნობას მიჩენს და ამდროს შემიძლია უზომოდ ბევრი ვწერო და ვწერო ან დავხატო.
- წერ კიდეც ?
გაეცინა და ჰორიზონტს თვალი მოაშორა, მომნუსხველას შემომხედა და დაბალი, მაგრამ სიგარისგან დაბოხებული ბოხი ხმით მომაჯადოვებლად წამიკითხა.
- ხელი არ გამიშვა გაგექცევი
ხუმრობით წასულს მიგატოვებ
გულში სინანულით ავტირდები
და მაინც უჩემობას გისახსოვრებ.
პატარა, უჩვეულო, გრძნობებით სავსე და ემოციური იყო მისი ლექსი. მეგონა მართლა მტოვებდა და ახლა უკვე მეორედ გადავდგი დაუფიქრებელი ნაბიჯი და ხელზე მოვქაჩე.
- არა
წამომცდა უცბად, გაეცინა და მეტად მომიახლოვდა.
- რა არა ?
- არაფერი მე უბრალოდ რაღაც უაზრობა გავიფიქრე.
დავიბენი და ლუღლუღი დავიწყე.
- რა გაიფიქრე ?
თმაზე ხელს მისმევდა და მეც მარიონეტივით იმას ვაკეთბდი რაც სურდა.
- რომ არ მინდა წახვიდე.
თვალი თვალში გავუყარე და მის სახეზე ჯერ ჭინკებათამაშბულ თვალებს, შემდეგ კი სევდიან სახეს შევხედე.
- ნინა, ნინა ყველაფერი ისე რთულადაა. ძალიან რთულად.
თვალი ამარიდა და ისევ ჰორიზონტს გაუსწორა მზერა. არ ჩავძიებივარ, თუმცა უკვე ვიცოდი რა იყო მისი ტკივილის მიზეზეი, უხმოდ მივყვებოდი გვერდით და შემოდგომის ფოთლებს ერეოდა ჩვენი ჩრდილი.




პატარაა ვიცი, უბრალოდ ვერ ვახერხებ დიდს. ბოდიში <3



№1 სტუმარი Guest tekla

sayvarelo shen. megona ro shewyvite da ise gamixarda ro vnaxe. dzalian kargia <3

 


№2 სტუმარი Guest თეონა

ვისურვებდი რომ სანი ბიჭი ყოფილიყო. ვერაფრით ვივსებ უკმაყოფილების გრძნობას სანის გოგოობის გამო. არადა მომწონს შენი წერის სტილი მაგარამ მიმაჩნია რომ უფალმა როგორც დააკანონა ის არის ნორმა და კურთხეული. რავი წარმატებებს გისურვებ.

 


№3  offline წევრი tatalia

Guest tekla
sayvarelo shen. megona ro shewyvite da ise gamixarda ro vnaxe. dzalian kargia <3

დიდი დიდი მადლობა ტკბილო, თბილო <3 <3

Guest თეონა
ვისურვებდი რომ სანი ბიჭი ყოფილიყო. ვერაფრით ვივსებ უკმაყოფილების გრძნობას სანის გოგოობის გამო. არადა მომწონს შენი წერის სტილი მაგარამ მიმაჩნია რომ უფალმა როგორც დააკანონა ის არის ნორმა და კურთხეული. რავი წარმატებებს გისურვებ.

მეც ასე მგონია ჩემო გოგო. უბრალოდ მეტად აქტუალური თემაა დღევანდელ საუკუნეში ამის გამო ნუ გამკიცხავ, მე უბრალოდ ვწერ.
ისინიც ადამიანები არიან და მათაც შეუძლიათ უყვარდეთ, მადლობა დიდი <3

 


№4  offline წევრი nini_nuca

შეყვარებული ვარ მე სანიზეეეეე <3 ძალიან მაგრად წერ უცნაურად ^^^^^^^ დიდი თავები ცოტა რააა

 


№5  offline წევრი tatalia

nini_nuca
შეყვარებული ვარ მე სანიზეეეეე <3 ძალიან მაგრად წერ უცნაურად ^^^^^^^ დიდი თავები ცოტა რააა

მადლობა დიდი ნუცა <3 ვეცდებიი

 


№6  offline წევრი Salivan

კარგად წერ. მსიამოვნებს კითხვა. ოთხივე თავი ერთად წავიკითხე და გული დამიმძიმდა. გააბიჭე ან რამე უქენი სანის თორე... არ ვიცი. შეიძლება თემა აქტუალურია მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო პოპულარულს ნუ გავხდით. ძალიან მტკივა მათი ბედის თუ უბედობის, მაგრამ. . . უფფ

 


№7  offline წევრი tatalia

Salivan
კარგად წერ. მსიამოვნებს კითხვა. ოთხივე თავი ერთად წავიკითხე და გული დამიმძიმდა. გააბიჭე ან რამე უქენი სანის თორე... არ ვიცი. შეიძლება თემა აქტუალურია მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო პოპულარულს ნუ გავხდით. ძალიან მტკივა მათი ბედის თუ უბედობის, მაგრამ. . . უფფ

დიდი მადლობა <3 ვნახოთ, ჯერ მეც არ ვიცი რას გავაკეთებ მომდევნო თავებში :დ მადლობა ტკბილო

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია მომეწონა ყველანაირად განსხვავებული ისტორიაა
--------------------
ლანა

 


№9  offline წევრი tatalia

La-Na
კარგია მომეწონა ყველანაირად განსხვავებული ისტორიაა

დიდი დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent