შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ დამიბრუნდი მაშინ, როდესაც უიმედოდ ვიდექი საკურთეხველთან.(პირველი თავი)


12-10-2016, 23:42
ავტორი D M
ნანახია 2 264

მოკლედ მოგიყვებით ჩემს შესახებ, მე ნუცა ვარ 27-წლის, სკოლის დამთავრების შემდეგ ბელგიაში Brüssel-ში წავედი სასწავლებლად, ბრიუსელის ჰოგსქულის უნივერსიტეტში ჩავირიცე ბიზნესის ადმინისტრირებაზე ვსწავლობდი. საკმაოდ კარგ და წარმატებულ მოსწავლედ ვითვლებოდი, მომწონდა ჩემი სფერო და მიხაროდა რომ მამაჩემის კვალს მივდევდი. მყავს დედ-მამა, დიმა და მაკო, ვარ დედისერთა, ჩემმა მშობლებმა ბავშვობიდან გამათამამეს და არაფერს მაკლებდნენ.
ჩვენ საბურთალოზე ორ სართულიან სახლში ვცხოვრობთ, დიდი ლამაზი ეზოთი და აუზით. მამაჩემი საკმაოდ გავლენიან „ტიპად“ ითვლება თბილისში, მას ძმაკაცებთან ერთად Brüssel-ში ბიზნესი აქვს, აქედან გამომდინარე 2-თვეში ერთხელ, ხან კი ყოველ თვე უხდებოდა ბელგიაში ჩამოსვლა, ამიტომ ხშირად ვნახულობდი მამიკოს. მე მხოლოდ ერთხელ მომიხერხდა საქართველოში ჩასვლა, ისიც ზუსდად 5-დღით ჩემი დაქალის ქორწილში მეჯვარე ვიყავი.
17-წლის ვიყავი ლევანი რომ გავიცანი, ის ჩემი სკოლელი იყო, თუმცა არ ვიცნობდით ერთმანეთს, უფრო მეტიც ვერ „ვამუღამებდი“ მისნაირ უზრდელ და უმაქნის „ტიპებს“.
ჩემს საეგობროს წესი გვქონდა ახალწელს ჩემთან ვხვდებოდით ხოლმე, იმ დღესაც ჩემთან შევიკრიბეთ „სასტავი“, კარზე ზარი გაისმა,
-დეე მე გავაღებ...
მივირბინე კართან და ბედნიერი სახით გავაღე, ჩემი მეგობარი გიო იყო თავის ძმაკაცთან ერთად.
-ვააა გიოო, სად ხარ აქამდე?
გიოს გვერდით ჩემი სკოლელი ლევანი იდგა, რომელით თვალს არ მაცილებდა, მისი დანახვა ძალიან გამიკვირდა.
-ძმაკაცებს ვეღარ დავეგწიე ნუცი, გილოცავ ჩემო დაიკო, მრავალს დაესწარი. ხო მართლა, ეს ლევანია ჩემი ძმაკაცი, მგონი არ იცნობთ ერთმანეთს ხო?
ლევანიმ დამასწრო და პასუხი მან გასცა გიოს.
-სკოლელი იყო ჩემი, ვხედავდი ხოლმე მარა არ ვიცნობთ ერთმანეთს.
მეც დავეთანხმე ლევანის...ისე დამაბნია მისმა დანახვამ, სახლში შემოპატიჟებაც კი დამავიწყდა, არ ვიცი რა დამემართა, მისი დანახვის და ხმის გაგონებამ დამაბნია, ტანში რაღაც არაამქვეყნიურმა დამიარა, ბოლოს მოვგონდი და ბიჭები სახლში შემოვიპატიჟე.
-მოდით ბიჭებო, გიო ბუხრის ოთახში გადით, ბავშვები იქ არიან, მეც ახლავე მოვალ.
აი ასე გავიცანი ჩემი ერთადერთი სიყვარული. ლევანი ერთი ჩვეულებრივი ოჯახიდან იყო, იმ პერიოში არ მუშაობდა და მთელ დღეებს გარეთ ძმაკაცებთან ერთად „ბირჟაზე“ ატარებდა. დედამ რომ გაიგო ჩვენი ამბავი არ ესიამოვნა, მიშლიდა მასთან ურთიერთობას, ყოველ დღე მეჩხუბებოდა, რამდენჯერმე მის გამო გამარტყა კიდევაც, თუმცა ყოველი ჩხუბის შემდეგ უფრო მეტად მიღრმავდებოდა მისი სიყვარული. მაკა რომ ვერ მაგებინებდა ვერაფერს მამას უთხრა ჩვენი ამბავი, მეგონა დიმა ცუდად მიიღებდა, მაგრამ შევცდი. ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული შემოვიდა ჩემს ოთახში სალაპარაკოდ.
-ნუცი დედამ მითხრა შენი და ლევანის სიყვარულის ამბები.
-ჰოო ვიცოდი ადრე თუ გვიან რომ გეტყოდა, თვითონ ვერ მასწავლა ჭკუა და..
-ასე ნუ ლაპარაკობ, ის დედაა და ყველაფერს სხვანაირად განიცდის, ხომ იცი რატომაც არ მოსწონს..
-დიმა როგორც ჩანს შენ ჩემი ჭკუის დასარიგებლად გამოგგზავნა ხო? თუ ასეა მინდა იცოდე რომ არაფერი გამოგივათ. სულ რომ სახლიდან გამაგდოთ თავს მაინც არ დავანებებ გესმის მამ?
-გიყვარს?
-მიყვარს მამ, მე ის ერთი დანახვიდან შემიყვარდა, მთელი გულით მიყვარს და გთხოვ ნუ წამართმევთ შენ და დედა მისი სიყვარულის უფლებას.
-კარგი შვილო, რადგან გიყვარს მე და მაკას არ გვაქვს ჩარევის უფლება, თუ თქვენი სიყვარული ნამდვილია ჩვენი უარყოფაც კი ვერ დაგაშორებთ, ამიტომ ერთს გეტყვი ნუცი, დაიცავი და გიყვარდეს ლევანი, მე თქვენს მხარეს ვარ. დედაშენსაც დაველაპარაკები და დამიჯერე აზრს აუცილებლად შეიცვლის.
უცებ ცრემლები მოვიშორე და თვალები გამიბრწყინდა, ჩავეხუტე მამაჩემს და ვკოცნიდი.
-მამ მართლა? შენ ყველაზე მაგარი მამიკო ხარ, მადლობა დიმ.
-შენ კი ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი შვილი ხარ.
საოცრება მოხდა, მამაჩემისგან არ ველოდი ასეთ რეაქციას, იმის მიუხედავად რომ „ჯიგარი“ მამა მყავდა, ასეთ საკითხებს რაღაც სხვანაირად უყურებდა, ამას ისიც ემატებოდა რომ ლევანის არ ყავდა სახარბიელო სამეგობრო, სამწუხაროდ არც ოჯახი....ყველაზე ცუდი კი ის იყო, როდესაც გავიცანი ციხიდან 2-კვირის გამოსული იყო...დედაჩემმა ეს ყველაფერი სხვანაირად განიცადა, რაღაც მომენტში არც ვამტყუნებ, ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი მის ადგილას, ყველა დედას ხომ საუეთესო უნდა საკუთარი შვილისთვის.
გავიდა წლები, ლევანის ოჯახმა მიმიღო, ჩემებმაც მიიღეს ლევანი. ხშირად მოდიოდა ჩემთან თავის მეგობრებთან ერთად, ხშირად ვქეიფობდით ხოლმე.
ჩვენც როგორც სხვა დანარჩენი წყვილი სულ ვჩხუბობდით, მაგრამ მალევე ვრიგდებოდით.
სკოლა რომ დავამთავრე რამდენიმე თვეში ბელგიაში მომიწია წასვლა.
ლევანისთან გამომშვიდობება ძალიან გამიჭირდა, არ ვიცოდი როგორ უნდა მეცხოვრა უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანებთან მის გარეშე. საერთოდ ვერ წარმომედგინა ჩემი არსებობა მის გარეშე, თუმცა ყველაფრის მიუხედავად მაინც წავედი.
თავიდან ძალიან გამიჭირდა, ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების და ლევანის გარეშე, მხოლოდ მამაჩემის ხშირ ვიზიტს გამოვყავდი მდგომარეობიდან.
Brüssel-ში დარჩენა 6-წლით მიწევდა, მე და ლევანიმ მხოლოდ 2-წლით შევინარჩუნეთ ტელეფონზე საუბრით და სოციალური ქსელებით ჩვენი სიყვარული, ერთ დღესაც Skype-ში ვლაპარაკობდით და ორივე ერთ დასკვნამდე მივედით, კიდევ 4-წელი რომ ვეღარ ავიტანდით ასე უერთმანეთოდ ყოფნას, ამიტომ მან მითხრა რომ უნდა დავშორებულიყავით.
ვერ აგიწერთ რა მტკივნეულად გადავიტანე ეს ამბავი, სული მეწვოდა, გული მტკიოდა, დეპრესიები დამეწყო, ვეღარ ვჭამდი, არავისთან საუბარი აღარ მინდოდა, სასწავლებელსაც ვაცდენდი, სარკეში ვიყურებოდი და საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი, მხოლოდ ამას ვუმეორებდი ჩემს თავს.
-სად გაქრა ის ნუცა, ის მხიარული, უდარდელი და თავისუფალი გოგო? ნუთუ ლევანი ღირს ასეთ ნერვიულობად? რატომ? თავიდან ხომ იცოდა რომ წლები უნდა დავრჩენილიყავი, რატომ გამომიშვა? ეთქვა რომ ვერ შეძლებდა და მე დავრჩებოდი, ჰოო! მის გამო ყველაფერზე უარს ვიტყოდი და დავრჩებოდი მასთან, მის გვერდით ვიქნებოდი. მე ხომ მის გამო ყველაფერს ვაკეთებდი, მე მის სიყვარულს, ჩვენს სიყვარულს ვუფრთხილდდებოდი და ვიცავდი მთელი ეს წლები, მის გამო საკუთარ ოჯახს, საკუთარ დედას დავუპირისპირდი. სამაგიეროდ რა მივიღე? ვდგავარ სარკის წინ, ვუყურებ საკუთარ თავს და ვხვდები როგორ გავნადგურდი, ვხვდები რომ მეტს ვეღარ გავუძლებ...!!!
დედაჩემი ხვდებოდა ჩემი ცუდი ხასიათების მიზეზს, ჩემი საკუკეთესო დაქალი თიკაც ჩემთან ერთად სწავლობდა, ერთად სადარბაზოში ვცხოვრობდით. დედამ ჩემგან რომ ვერ გაიგო ვერაფერი თიკას დაურეკა, მანაც ყველაფერი უამბო.
რამდენიმე თვეში ლევანის ბიძაშვილი ნინისგან გავიგე რომ ძმაკაცთან ერთად რუსეთში წასულა. ნინი ჩემი საუკეთესო დაქალი იყო, სწორად მისი მეჯვარე და ბავშვის ნათლია უნდა ვყოფილიყავი, ნინის გამო ჩავედი საქართველოში 5-დღით, მაგ დროს ლევანი 3-თვის წასული იყო.
მალე გავიდა 5-დღე და მე ისევ Brüssel-ში მომიწია დაბრუნება, გავაგრძელე ჩვეული ცხოვრება, ჯერ კიდევ ლევანის დაშორებას ვეგუებოდი, ჩვენ საერთოდ აღარ ვეხმიანებოდით ერთმანეთს, არც ნინის არ ვეკითხებოდი მის ამბებს, მინდოდა სამუდამოდ წამეშალა ჩემი ცხოვრებიდან, თუმცა ვატყობდი ჩემს თავს რომ მის სიყვარულს ვერაფერს ვუხერხებდი, ის ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო, მე მასთან ჩემი ბავშვობა და ყველაზე კარგი პერიოდი მაკავშირებდა. მასზე არავისთან აღარ ვსაუბრობდი, თუმცა ყოველ ღამე ჩემი სიყვარულის თუნდაც ერთი მესიჯის მოლოდინში ვიყავი, გულში მაინც იმედი მქონდა რომ ამდენი ხნის შემდეგ ერთხელ მაინც გამოჩნდებოდა, მაგრამ არაა....
ჩვენი დაშორებიდან 2-წელი გავიდა, დავამთავრე უნივერსიტეტი, ზაფხულის არდადეგები ჩემს დაქალ თიკასთან და ჩემს იქაურ მეგობრებთან ერთად გავატარე, ამსტერდამში, პარიზში და ვენეციაში ვიყავით. როგორც წესი ყველა ზაფხულს აქვს რაღაც რაღაც ფლირტები, სწორად ამ ზაფხულმა შეცვალა ჩემი ცხოვრება.
ლევანისთან დაშორების შემდეგ არავინ მომიშვია გულთან, მაგრამ ეს სხვა შემთხვევა იყოო...
სასწაული არდადეგები გავატარეთ, ბოლო რეისი ვენეციაში გვქონდა. იქ ერთი ქართველი ბიჭი გუგა გავიცანი, ისიც ჩვენსავით მეგობრებთან ერთად არდადეგებს ატარებდა, გუგა გერმანიაში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, მას იურდიული ჰქონდა დამთავრებული და სექტემბრიდან მაგისტრი უნდა გაევლო.
მოგეხსენებათ უცხოეთში ნებისმიერი ქართველის დანახვა ადამიანებს როგორ ახარებს, ჩემი და გუგას სამეგობრო გავერთიანდით, ერთ სასტუმროში ვცოვრობდით, მთელ დღეებს ერთად ვატარებდით. ყველა ამჩნევდა ჩემი და გუგას დაახლოვებას, მხოლოდ ჩემი დაქალი თიკა ამტკიცებდა რომ ეს შეუძლებელი იყო, რომ მე ისევ წარსულზე ვფიქრობდი.
გუგა სიმპათიური ბიჭი იყო, მაღალი ქერა, მწვანეთვალება, მასზე უფრო ლამაზი ითქმეოდა, ის ისეთი იყო, ნებისმიერი გოგო ინატრებდა მის გვერდით ყოფნას. ყველა მეუბნებოდა რომ გუგას ძალიან მოსწონხარ, ბიჭი შტერდება შენს დანახვაზეო, მე კი მათ ნათქვამს მაინც და მაინც დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ლევანის გარდა სხვა ადამიანს როგორ უნდა ვყვარებოდი, სხვის გვერდით საკუთარი თავის წარმოდგენა შეუძლებლად მიმაჩნდა.
ერთ საღამოს სრულიად შემთხვევით ფბ-ში ლევანის გვერდის ნახვა გადავყვიტე, ვიღაც რუს გოგოს ჰყავდა ფოტოზე მოთაგული, ვაპირებდი მისი ბიძაშვილი ნინისთვის მეკითხა ვინ იყო, ან რა ხდებოდა, მაგრამ გადავიფიქრე...აღარ მინდოდა ვინმეს ეგრძნო რომ ისევ მასზე ვფიქრობდი. გულში ჩავიკალი, იმ ღამეს ვერ დავიძინე, სულ ის ფოტო და ის ვიღაც რუსი „ნაშა“ მედგა თვალწინ. არ მეგონა ასე ცუდად თუ იმოქმედებდა ჩემზე, ჩვენ ხომ 2-წელია დავშორდით, ეს არც იყო გასაკვირი, ვიღაცას მაინც გაიჩენდა, ან რატომ არ უნდა გაეჩინა? ის ხომ თავისუფალი იყო, თან ძალიან სიმპათიური... საკუთარ თავს ვარწმუნებდი რომ ის ჩემი აღარ იყო, აქედან გამომდინარე ის რუსი ქალიც არ იყო ჩემი პრობლემა.
მეორე დღეს საღამოს მე და გუგამ ერთად გასეირნება გადავწყვიტეთ, ღამით ვენეცია ულამაზესია, ბევრი ვიბოდიალეთ, ბოლოს ტბის პირას დავსხედით, გუგა იმ საღამოს გამომიტყდა რომ მოვწონდი.
-ნუცი ალბათ ხვდები რომ შენს მიმართ გულგრილი არ ვარ, წლებია გერმანიაში ვცხოვრობ, ერთადერთხელ მყავდა შეყვარებული, მას ელენე ერქვა....
არ ვიცოდი გუგას სიყვარულის ამბავი, ალბათ ამიტომაც შემეცვალა გამომეტყველება.
-ერქვა რატომ? ან რას ნიშნავს შენს თვალებზე ცრემლი?
-ის დაიღუპა, უბედური შემთხვევა მოხდა და დაიღუპა...მოდი აღარ გვინდა ამაზე საუბარი კაი?
-კაი გუგა, მაპატიე რომ ჩაგეძიე..
-არა, ხომ უნდა გაგეგო...მე მას შემდეგ არავინ მყოლია, ნუ პატარ პატარა ფლირტებს თუ არ ჩავთვლით, ანუ სერიოზული არაფერი....შენ სხვა თემა ხარ, რამდენიმე დღეა რაც გიცნობ და სულ შემცვალე, წლების შემდეგ პირველად ვიგრძენი გულში ისევ რაღაც, რაღაც ისეთი რამაც რწმენა დამიბრუნა. მე შენ მომწონხარ, არა უფრო სწორად მოწონებაზე მეტს ვგრძნობ შენს მიმართ.
გუგას ყოფილის ამბავმა დამთრგუნა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
-იცი გუგა მე არ ვიცი რა გითხრა...მეც მყავდა შეყვარებული, პირველი სიყვარული 17-წლის ვიყავი რომ გავიცანი, Brüssel-ში ჩამოსვლის შემდეგ 2-წელი გვქონდა ურთიერთობა, შემდეგ კი....ასე უბრალოდ დავშორდით, იმ დღის შემდეგ კიდევ 2-წელი გავიდა, მასზე არაფერი აღარ მსმენია, შემდეგ გავიგე რომ რუსეთში წავიდა, დღესაც იქ არის, იცი მე ვერ გეტყვი რომ სამუდამოდ დავივიწყე თქო, არა! ვერავის ვეღარ აღვიქვამ სხვანაირად..შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ გუგა, საოცრად ჯდები ჩემს გემოვნებაში, სიმპათიური ხარ, კარგი ხასიათები გაქვს, ვხედავ კარგად ვეწყობით ერთმანეთს, ერთნაირი მსოფლ მხედველობა გვაქვს, ერთნაირი მიზნები და მოკლედ ჩემი დაქალი თიკას თქმით ერთმანეთს ვავსებთ. მაგრამ არ მინდა ტყუილი იმედი მოგცე ხომ გესმის....
-გასაგებია ყველაფერი ნუცი, დედა გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ
თავი შეგაყვარო, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ჩემი ცოლი გახდე.
ცოლიო? ამის გაგებაზე გამეღიმა, თუმცა გულში რაღაც ჩამწყდა, მე ხომ მხოლოდ ლევანის ცოლობა წარმომედგინა...ხმა არ ამომიღია, უბრალოდ გავუღიმე გუგას და მხარზე თავი დავადე.



№1  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

გააგრძელეე კარგი დასაწყისიაა მომეწონაა ♡♡♡

 


№2  offline წევრი D M

Moshodo
Oho..... aseocis kalmis xelShi agrba da atasi azri Modis.
Rac dgeexeba konkretulad amasme vxedav wins vlas. Gaizqrde daxvewe da udavoa ton azrs sakmaod didi raodenobit deb. tamama shemiDzlia vtqva ro. Mxolod sasiyvarulo istoria kiara didi ufro meri ramos amokitxvac sheidzleba tundac is rom warmavalia yvelaferi da tundac is rom warmavalobas aignoreb. Shnu pirivnuli saxe meaval ferovnad ari warmochenili da amistvis.....
Bravo bravo ........

მადლობა ჩემო გოგო, :* მიხარია ასე თუ მოგეწონა ^_^

ნიტა♡♡
გააგრძელეე კარგი დასაწყისიაა მომეწონაა ♡♡♡

მადლობბაა ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent