შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ მოკვდები (თავი 10)


13-10-2016, 20:12
ავტორი სატი
ნანახია 1 965

მიიყვანა სახლში, ყველა ისევ ჩვეულებრივად იჯდა მისაღებში და ტელევიზორს უყურებდა.
-თქვენ რა მეტი საქმე არ გაქვთ?(ანი)
-არა(ანდრო)
-მე კი უბრალოდ მუცელი მტკივა და ვერ ვაბამ თავს რომ ავდგე საშინელი ტოქსიკოზი მაქ(ლიკა)
-მაგიტო გითხარით დაიძინე ლიკა დღეს ლაშა გააკეთებს სადილს თქო(ნიკა)
-არ ვიცი(ლიკა)
-რა არ იცი აქამდე სუ ესენი მივლიდნენ და ერთელ არ გადაუწვავთ სახლი თან გასვლას ვაპირებ(ანი)
-სად მიდიხარ?-ანდრომ ტელევიზორი გამორთო
-ეე რას აკეთებ-ერთხმად წამოიძახეს დათიმ,ნიკამ,ლიკამ და ლაშამ.
-მოიცა სად მიდიხარ
-რავი ვინმესთან
-ლიჟბი სახლში არ დარჩე? ვაფშე აღარ გამიკონტროლებია ეს დღეები წამლებს სვამ?
-კი ანდრო რა გინდა?
-სად იყავი ეხლა
-დიტოსთან
-დათი?
-კი დიტოსთან იყო.
-ეხა სადილის დროა მერე წახვალ
-ანდრო იცი როგორ მეზიზღები?
-არა. ოთახში. ეხლავე თუ ავდგე
ანი გავიდა ოთახში. ლიკაც თავის ოთახში შევიდა. დანარჩენებმა სიცილი დაიწყეს.
-რა ადვილად აშოშმინებ(დათი)
-აი ნეტა ქალებზე ვმოქმედებდე ეგრე, ლიკა სანამ აქ გადმოვიდოდა დიდი ხანი ვებრძოდი
-ყველაფერი მესმისს!!!
-ვიცი. კაროჩე არავინ არ გაუშვათ რა სადილამდე და მერე რამეს მოვიფიქრებ(ანდრო)
-რატო არ უშვებ(ნიკა)
-ეხა შენც მოგხვდება, სკოლადამთავრებულო ბიჭუნა(ანდრო)
ნიკამ ჩუმად ჩაიბურტყუნა რაღაცა და ოთახში გავიდა.
-ეხლა შენ და დათი დარჩით აბა თქვენი ნებით გახვალთ თუ თქვენც ნერვები მოგიშალოთ?(ანდრო)
-ანდრო ენამწარეობა ანიმ შენგან ისწავლა?(ლაშა)
-შენ არ უნდა მეკითხებოდე მაგას ძამა-გაეცინა ლაშას
-მე ისედაც მივდივარ ანი რო არ მომეყვანა სხვანაირად არ შეილებოდა ისეთ დროს შევასწარი(დათი)
დათი გაბრუნდა მაგრამ ანდრო წამოხტა.
-ეხლა უეჭველი უნდა დარჩე და ამიხსნა რა დროს შეასწარი?(ანდრო)
-არანაირ
-დათი დაჯექი და აგვიხსენი რა ანი მემგონი ნელ-ნელა იცვლება და რამე ცუდს თუ აკეთებს უნდა გვითხრა. დათი ანის დიდიხანია ვიცნობთ რაც არ უნდა გენახა უეჭველი რაღაც საშინელებაა(ლაშა)
-შე ფსიქოთერაპევტო ჩუ. დროზე თქვი დათი სანამ ნერვები მომშლია(ანდრო)
-ანი მომკლავს(დათი)
-ანი თუ არა მე ყოველ შემთხვევაში მოგკლავ თუ არ იტყვი რა ხდება და მოთმინებას ვკარგავ(ანდრო)
-ანის შევასწარი ნარკოტიკებზე(დათი)
-რაა? ხუმრობს ხო? ანი?(ლაშა)
-მოიცა როგორ შეასწარი. იღებდა?
-არა ხელებში ედო და მე რო არა ალბათ მიიღებდა კიდეც. ალექსმა მისცა.
-ანი დროზე გამოდი!!!!!!-ანდრომ იმხელაზე იღრიალა ლიკა და ნიკაც გამოვიდნენ ოთახიდან. ანი ნელა გამოვიდა სპეციალურად ანდროს უშლიდა ნერვებს.
-რა გინდაა?
-რა რა მინდა შენ როდიდან იჩხირები? ვაფშე ეხაც კაიფში ხარ? ანი მე გითხარი ისეთ რაღაცას ვიკკადრებ რაც არასდროს მიკადრებია თქო. მითხარი იჩხირები თუ არა?
-არა საიდან მ...დათი ესაა ხო შენი პირობა? მაგარი ხარ ბრავო(ანი)
-რაა? შენ რა ნარკოტიკებზე ხარ?!!!(ნიკა)
-მოიცადე რა ნიკა ორი წუთი. ლიკა გადი რა გთხოვ(ლაშა)
ლიკა დათიმ ოთახში გაიყვანა.
-დედა შ***** ერთადერთი რამ იყო რაც შენში მომწონდა ანი რო ნაზი იყავი და არანაირად გაბ*****როგორც ყველა გოგო. ყველაზე შეილება წარმომედგინა მარა არა შენზე რო ნარკამანკა გამეჩითებოდი. ეტყობა მართლა არ შემილია ჯერ მამობა. ან ვაფშე მეურმეობა. მაშინ მოდი ასე ვქნათ მამას გადავცემ შენზე მეურვეობას
-არა არა ანდო გთხოვ
-აბა რა ვქნა უკვე იჩხირები ჯერ ფეხზე არ დამდგარხარ. რა ვქნა დაგსაჯო არ გამოდის უარესს მიკეთებ. ასე ვქნათ როგორც კი ოპერაციას გაიკეთებ და ფეხზე დადგები სახლიდან გადავდივართ და სკოლას იცვლი. მეგობრები ძველები აღარ გეყოლება დიტოს არ ნახავ, ესეც არ იმოქმედებს მომიწევს მამაშენს დავუთმო მეურვეობას.
-ანდრო გეფიცები არაფერი არ მიმიღია
-რატომღაც არ მჯერა!!!! გესმის? დავკარგე შენი ნდობა!!!!!!!!! ნერვები არ ამიშალო და დროზე ოთახში
ანი წამოდგა
-ანდრო მართლა ალექსმა უბრალოდ მომცა მე არ მიმიღია
ანდრომ მკლავში ჩაავლო ანის ხელი.
-მისმინე კარგად სუ ფეხებზე ეგ შენი ალექსი დროზე ოთახში სანამ მართლა ისეთი რამ გაკადრე რო ვერ დაივიწყო. დროზე!!!!!!!!!!-ანდრომ ბოლო ხმაზე დაიღრიალა. ანი მაშინვე ოთახში შევიდა. ანდრო სიბრაზისგან სულ გაწითლებული იყო სახეზე. ლიკამ წყალი მოუტანა ანდრომ კი კედელს ესროლა და გიჟივით გავარდა სახლიდან.
-რა ვქნა? გაყევით ვინმე რა გთხოვთ. მე ვერ გავყვები ლაშა ნიკა, დათი ქენით რა რამე
-დაწყნარდი ლიკა. მე გავყვები-ნიკამ აიღო შემოსაცმელი და გავიდა.
-რა დათი მართლა იჩხირება ანი?(ლიკა)
-არ ვიცი. მე ის ვიცი რაც დავინახე(დათი)
-ანი ტო? ვერ ვიჯერებ პროსტა ესეთ რამეს. ანი რომელიც ცხოვრებაში ესეთს არ იკადრებდა(ლაშა)
-მეც ვერ ვიჯერებ პროსტა...(ლიკა)
-ეტყობა მართლა მკაცრი ხელი მოარჯულებს ვეთანხმები ანდროს და ყველანაირად დავეხმარები რაც აღზრდას ეხება ანის. ვაფშე შევმცდარვარ მეგონა მეთქი არ შევაწუხებ თქო არ ეგონოს რო დიდი ძმა რაღაც უჟასს და ბუას ნიშნავს თქო მარა სუ არ გადა*****? ვაა
-რა შენი ბრალია ადრე თუ გვიან დღეს ყველა გოგო ეგრეა-სამივე ისე იჯდა და ლაპარაკობდნენ
-არ მესმის როგორ მივიდა ამ დონეზე? რა დავაკელით? არამგონია სიყვარული დაგვეკლო ზედ გადავყევით იქნება დიტოს პრობლემებმა?(დათი)
-არ ვიცი არა. იმ ალექსს რო ვიპოვი მამამისიანად დავბრიდავ(ლაშა)
-იქნებ ანის ფსიქოლოგი ჭირდება?(ლიკა)
-ოპერაციის მერე დაუნიშნა ექიმმა მაგრამ ანიმ არ მინდაო გაიგიჟა თავი ჩვენც დავანებეთ(ლაშა)
-ხოდა იქნება და ღირს?(ლიკა)
-ვაფშე ნარკოლოგიურში ხო არ წავიყვანოთ ანალიზებზე?(ლაშა)
-ეგ კაი იდეა ვაფშე. მარა ჩვენ როგორ წავიყვანოთ გაუტყდება....(დათა)
-აუ ხო...(ლაშა)
-მე წავიყვან(ლიკა)
-მართლა? აუ ლიკა რა ჯიგარი ხარ(დათი)
-ხო პრობლემა არაა. მოკლედ მერე ფსიქოლოგსაც ვუპოვი.(ლიკა)
ანდრო და ნიკაც დაბრუნდნენ.
-ფსიქოლოგი? გგონიათ უშველის? ადამაშვილების ოჯახს ფსიქოლოგი არასდროს შველიდა. დედა და მამაც იყვნენ ფსიქოლოგთან როცა შორდებოდნენ, როცა გაშორდნენ ჩვენ დაგვათრევდნენ მერე ნიკას გვეტყობა რამე რომ გვიშველა? ფსიქოლოგის ანის არ უშველის და ნარკოლოგიურზე რა ვთქვა. წაიყვანე მარა ტყუილად აუშლი ნერვებს. არ გავს ნარკამანკას მარა რო არ დავსაჯო მერე უარესს იზამს(ანდრო)
-რავი ცუდი არ იქნება თუ წავიყვანთ და მაინც შევამოწმებთ მე აღარ ვენდობი. თან არ უნდა შეხვდეს ნარკომანებს და არ დაისჯება(ლაშა)
-სახლიდან არსად გაუშვათ და ხვალ ლაშა მივდივართ ალექსის მშობლებლთან სალაპარაკოდ
-კაი.
-ნიკა შენ კიდე ნახე ერთი შენი და რას შვება
-რო დავბრიდო შეილება?(ნიკა)
-არა.
-მე წავალ მამას უნდა დავეხმარო(დათი)
-დათი მადლობა სწორი ქენი რო გვითხარი(ანდრო)
დათი დაემშვიდობა და გავიდა.
-შედი ეხა დროზე ან შენ ან ლაშა დაელაპარაკეთ მერე ლიკა შევა და ეხავე წაათრევს ნარკოლოგიურში.მოიცა რა ვთქვი ეხა? ლიკა წაიყვანს? სუ გააფრინეთ თქვენ? ჩემი ცოლი სუ ნარკოლოგიურში წავა ეხლა რაა. მე წავიყვან ანის გაუტყდება არა კვახი(ანდრო)
-მოიცა რა ანდრო წავიყვან მე რა მოხდა(ლიკა)
-ლიკა ეხა წნევა და ინფაქრტი მომკლავს ან თქვენ. მართლა შევიშლები!!!!
ანდროს სახეზე ფერი არ ედო ლამის გული წაუვიდა.
-ანდრო გამოგიძახებთ რა სასწრაფოს ნუ მანერვიულებ რა გეხვეწები-თან წნევას უზომავდა ლიკა
-არ მინდა მოაშორე ეგ აპარატი ლიკა ყვირილის თავი არ მაქ(ანდრო)
-გამოვუძახებთ ლიკა რას უსმენ მაგას(ლაშა)
-ვაახ ჩემი გავნერვიულდი პროსტა დამანებეთ თავი რა ქალოებივით იქცევით ლაშა კარგი რაა. დავლევ რამე წამალს და ეგაა(ანდრო)
მაინც დარეკეს სასწრაფოში. ანი გამოვიდა ოთახიდან.
-შედი დროზე ნერვები არ მომიშალო!!!!! გადი! არ დამენახო !!! დროზე-ისევ წამოხტა ანდრო.
-ანი მიდი რა-ნიკამ მშვიდად მიუახლოვდა ანის თითქოს ცდილობდა არ დაეფრთხო და ოთახში შეიყვანა.
-ანდრო კარგი ეხლა. დამშვიდდი ღირს შენ ნერვებად ესეთი სისულელე?(ლაშა)
-ლაშა ეხლავე წაიყვანე ნარკოლოგიურში, თორე გავგიჟდები ეხლა!!!(ანდრო)
-კარგი დაწყნარდი ხო. ნუ ყვირიხარ ლიკა მე გავიყვან ანის და ნიკას დაგიტოვებ სასწრაფოში თან დარეკეთ რა. მიხედეთ ამ ნერვოზას რო რამე მე დამირეკე პირდაპირ.
ლაშა შევიდა ანის ოთახში. ანი დამფრთხალი იყურებოდა აქეთ-იქით. ლაშამ ერთი ღრმად ამოისუნთქა და გახედა ანის.
-წავედით
-სად?
-ნარკოლოგიურში მიმყავხარ
-რა მინდა იქ?
-რა უნდა გინდოდეს ანი
-მე ნარკომანი არ ვარ!!
-ნუ ყვირიხარ თუ არ ხარ რისი გეშინია
-არ წამოვალ არ არსებობს!!!
-წყნარად ანდრომ არ გაიგოს თორე ორივეს მოგვკლავს(ლაშა)
-არა არ წამოვალ
-კარგადაც წამოხვალ რამდენი რამ გააკეთე ვერ ხვდები? ანდროს ფაქტიურად ნერვოზი დამართე დროზე ანი(ნიკა)
-არა თქო(ანი)
-ვა რა ვუყო ეხლა ამას ხელით წავათრიო? რავი მივიდე იმ დონემდე რომ შეგეხო ანი?(ლაშა)
-დამანებე თავი(ანი)
-ჩემი და ხარ და პროსტა როგორ გაკადრო რო შეგეხო და ძალით წაგათრიო სადმე. ანი გონზე მოდი რამდენი რამე ხდება შენ გამო პატარა აღარ ხარ ანდროს დასაწყნარებლად მაინც გააკეთე ეს რომ იცოდეს რო ნარკომანი არ ხარ თორემ უკვე სასწრაფოს ვუძახებთ კაი რა ისე ცუდადაა(ლაშა)
-კაი მოვდივარ(ანი)
ანი გავიდა ოთახიდან, ანდრო იჯდა და ეწეოდა, ლიკას თერმომეტრი მოჰქონდა.
-ეს გინდოდა ხო?-ერთი ახედა დაწყნარებულმა და სიგარეტი ჩააწვა საფერფლეში. მერე ისევ მშვიდმა ჰკითხა-ამიერიდან პროსტა აღარაფერს გეტყვი. ერთადერთი გავიგებ რომ ნარკომანი ხარ და გაგაგზავნი რეაბილიტაციაზე მერე ვნახოთ.
ანი გავიდა სახლიდან ლაშა უკან მიყვა.
-მანქანას გარაჟიდან გამოვიყვან დამელოდე აქ(ლაშა)
ლაშა გავიდა გარაჟთან. ის ეზოდან ზედმეტად დიდი მანძილით იყო დაშორებული. ანიმ ჩანთა კარგად მოიკიდა მხარზე და კიბეებისკენ გაიქცა, მთელი სისწრაფით მირბოდა წინ. ლაშამ რომ დაინახა ის უკვე ქუჩის ბოლოში იყო დაწევის შანსი არ ჰქონდა მაგრამ მაინც გაეკიდა მანქანით მერე ანიმ სადღაც გაუხვია და ლაშამ დაკარგა. მთელი სისწრაფით მირბოდა, ფიქრობდა სად წასულიყო საავადმყოფოში რომ წასულიყო იქ უეჭველი იპოვიდნენ, სხვა გზა არ ჰქონდა. კატოსთან იპოვიდნენ, ალექსთან მაინც დარეკავდნენ. რატისთან, ლაზარესთან და ირაკლისთანაც ვერ დაიმალებოდა ისინი ეტყოდნენ ან შეაპარებდნენ დაბრუნდი რეებს აკეთებო. შემოაღამდა და სხვა გზა არ ჰქონდა დიტოს დაურეკა.
-ალო ანი რა გინდა არ მცალია
-დიტო სახლიდან გამოვიქეცი არ ვიცი სად წავიდე გთხოვ დამეხმარე
-სად ხარ?
-არ ვიცი
-რა არ იცი გოგო ამ შუა ღამეს სად ხარ!! სუ გაგიჟდი ანი? კაი მითხარი რასს ხედავ ირგვლივ
-ა,... აი უსაფრთხოების სამინისტროსთან ვარ
-აუფ ვიცი სადაა ხო
-აუ ეხა მარჯანიშვილზე გავალ მალე.
-კაი. მანდვე ვარ
დიტომ ცოტახანში მიაკითხა. ანი სულ გაყინული იყო და წვიმისგან დასველებული. დიტომ ანი თავის სახლში წაიყვანა სადაც სანდრო და მისი ცოლი ნინო დახვდა.
-ანი? რა მოხდა სუ სველი ხარ(სანდრო)
-გამარჯობა სანდრო. ქალბატონო... ნინო-ძლივს გაიხსენა მისი სახელი
-ანი დღეს ღამით ჩვენთან დარჩება(დიტო)
-კი მაგრამ შვილო ანდრომ იცის?(სანდრო)
-არ იცის. მამა და არც ეტყვი
-რას ქვია არ ვეტყვი!! სახლიდან გამოიქეცი ანი?
ანი დაჯდა და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.
-და ესე რატომ არ მოუყევი მერე შვილო შენებს?
-არ დამიჯერეს რო ვუთხარი. ნარკოლოგიურში მივყავდი ესეთ დამცირებას კი ვერ ავიტანდი მათგან ამიტომ გამოვიქეცი.
-ძალიან ინერვიულებენ ანი(ნინო)
-ჩუმად არც იცნობ ანის(დიტო)
-თუ შეგაწუხებთ შემილი დაქალთან გავიდე(ანი)
-აქ შეწუხებაზე არაა უბრალოდ ანდრო როგორ მოვატყუო შვილო ცუდად არ გამიგო(სანდრო)
-გთხოვთ ერთი ღამით
-კარგი. მარტო დღეს. ტელეფონს გამოვრთავ რომ მთლად ტყუილი არ გამომივიდეს. რა ვიცი... რა ვიცი. ნინო მიდი დაეხმარე ტანსაცმლის გამოცვლაში და ლოგინი გაუშალე ზალაში
-ჩემ ოთახში იძინებს(დიტო)
-რა შენ ოთახში თავი რას მიარტყი დიტო!(სანდრო)
-მამა მე დავიძინებ ზალაში. ანი კიდე ჩემ ოთახში.
-აა ეგრე ხო. კარგი.
ნინომ გაიყვანა ანი.
-რას აკეთებ საბოლოოდ გინდა ეს ოჯახი გადამკიდო დიტო?
-მამა წასასვლელი არ ჰქონდა სად მიმეყვანა?
-ანის 24საათიანი მოვლა ჭირდება სულ წამლები უნდა სვას. აქ რომ არ ჰქონოდა რას იზამდი? მე რომ ექიმი არ ვყოფილიყავი რას იზამდი? ჰა? ხო შეილებოდა პრობლემები შექმნოდა და ხელში ჩამგკვდარიყო სახლში უნდა მიგეყვანა. ანის სულ ყურადღება და სითბო უნდა რომელსაც აქ შენ მას ვერ აუნაზღაურებ
-მამა ცოლად ხო არ მომყავს რა გინდა ვაა. წასასვლელი არ ჰქონდა თქო
-კარგი. წავალ ვნახავ როგორაა და მერე წამლებს გავუტან ვაი შენი ბრალი თუ გაცივდა ოპერაციამდე.
-ეგ აღარ უფიქრია თვითონ მამა ვაფშე თუ ესე წავიდა საქმე სასტუმროში წავიყვან ჩემი ფულით
-და იქ ჩაგაკვდეს? დამიწყნარდი შენ აქ
სანდრო გავიდა ანისთან მას უკვე ეცვა ტანსაცმელი.
-ანი როგორ გრძნობ თავს?
-ცოტა დაღლილი ვარ მაგრამ კარგად
-არ გშია?
-არა სანამ მოვიფიქრებდი სად წავსულიყავი შევიარე კაფეში
-კაი. წამლებს მე მოგცემ
-წამოღებული მაქ
-ცუდად ხო არ გრძნობ თავს? ოპერაციამდე ცოტა დარჩა
-არა დიდი მადლობა სანდრო
-კარგი გავედით აბა ნინო დავასვენოთ
სანდრო და ნინო გავიდნენ და მათ მაგივრად დიტო შევიდა.
-მადლობა. ხვალვე წავალ უბრალოდ მართლა ვერ მოვიფიქრე სად წავსულიყავი
-დაიკიდე ისედაც გიპოვიდი მანდ უნდა გამევლო და წაგათრევდი მაშინვე ჩემთან-გაიცინა დიტომ.-კარგად ხარ?
-მე კი მარა აი ანდრო ძაან ცუდად იყო.
-ხო ეგ მოვრჩით და ეხლა-დიტომ ზედმეტად სერიოზული სახე მიიღო-შენ მაგ ნარკომან ალექსთან რა გინდოდა?-დიტო თვალებში ჩააშტერდა
-ისა მე...აი იმ დღეს როცა შენ წახვედი სახლში არ მინდოდა წასვლა და მაშინ დავურეკე
-რა ერთად ხართ?
-არა, საიდან მოიტანე. უბრალოდ ალექსს სიგარეტი ექნებოდა მე კიდე სახლში მქონდა ფული ხოდა მაგიტო დავურეკე
-ესე იგი ამდენი ხანი არ მოგიწევია. ეგ კაია იქნებ გადაეჩვიო. კაი დაიძინე.
-მოდი რა საწოლი დიდია მარტო არ მინდა ძილი.
-კაი მაგრამ სანდრო?
-გეშინია მისი?
-არა.
დიტომ შუქი ჩააქრო და ანის მიუწვა. როცა უკვე ეძინათ სანდრო და ნინო შემოვიდნენ.
-სანდრო მე მეჩვენება თუ დიტოს სერიოზულად ვინმე შეუყვარდა?(ნინო)
-არ გეჩვენება ნინო მაგრამ ამ გოგოს თუ უყვარს ნეტა? 2დღე რა მკვდარი დადიოდა ანი როგორც კი გამოჩნდა თითოს გამოცოცხლდა. თან ორივეს ისეთი მდგომარეობა აქვს არ ვიცი...(სანდრო)
***
ამ დროს ანისთან სახლში.
-პროსტა როგორ გაგექცა სულ გაგიჟდი? არა გააფრინე ლაშა? ეხლა რა ვქნათ?!! სად ვეძებო არსად არაა. ორასჯერ დავკრუგეთ ყველა ქუჩა. ჯანდაბა. ნიკა ლიკა დედამისთან წაიყვანე ამდენი ნერვიუობა არ შეილება(ანდრო)
-შენთვის ხო შეილება(ლიკა)
-ლიკა შენ მაინც გეყო.
ნიკამ ლიკა წაიყვანა.
-რა ვქნა. კატოსთან არაა არც მაგდასთან არც დათისთან ტელეფონი გათიშული აქ სააავადმყოფოში ვერ იქნება
-სანდროსთან?
-არა გათიშული აქ ტელეფონი ალბათ ქალაქში არაა. მოიცა... ისე ხო, მარა ესე დავადგე?
-ვითომ ტელეფონზე არც დაგირეკავს და ისე მიხვედი
-აუ დროზე წავედით მართლა იქ იქნება. რო ვიპოვი არ ვაცოცხლებ!!!!
ანდრო და ლაშა მიადგნენ სანდროს. კარი ნინომ გააღო.
-ბოდიშს გიხდით ჩემი დის წასაყვანად მოვედი
-თქვენ ვინ ხართ?
სანდროც გამოვიდა.
-ანდრო? რამ მოგიყვანათ ესე გვიან
-ბოდიშს გიხდი სანდრო ესე რომ მოვედი. ანი ვიცი რომ აქ არის მისი წაყვანა მინდა! ანი გამოდი!-ოდნავ ხმამაღლა წამოთქვა ანდრომ ანისთვის ესეც საკმარისი იქნებოდა რომ შეშინებოდა და წამოხტა. დიტოსაც გამოეღვიძა.
-რა ხდება?
-ანდრო მოვიდა
ანი უცებ წამოხტა და ჩაიცვა, მერე ფანჯარა გააღო სანამ დიტომ არ დახურა.
-აუ რა ბოთე მყავხარ 4სართულიდან ხტები? წამო ვნახოთ რა ხდება
დიტო და ანი გავიდნენ.
-ანი წავედით სახლში
-იყოს ანდრო დღეს ღამე ჩვენთან ხვალ წაიყვან(სანდრო
-სანდრო დიდ პატივს გცემთ მაგრამ ნუ ჩაერევი. ნუ აწუხებ ამ ხალხს ანი წამოდი დროზე(ლაშა)
ანი შეშინებული მივიდა კართან და გაყვა სანდროს და ლაშას. ისეთი ფერმკრთალი ჩადიოდა კიბეზე. უკნიდან ლაშა მოყვებოდა გვერდით ანდრო ედგა.
-როგორ ბედავ ანი? როგორ
ანის ცრემლები ღაპაღუპით ჩამოდიოდა
-მაგრა დაისჯები, მაგრა.
ხელები სულ უკანკალებდა, ლაშა ოდნავ მოშორებით იდგა ტაქსს აჩერებდა. ანდრო მხოლოდ წინ იყუირებოდა და სიგარეტს აბოლებდა ანისთვის ზედაც არ შეუხედავს სანამ მისი დაბალი ტირილის ხმა არ გაუგია. რო შეხედა ანი თეთრი იყო, ხელები სიცივისგან სულ წითელი ჰქონდა, უკანკალებდა და თვალები სულ ჩასისხლიანებული ჰქონდა. ანდროს თვალები გაუფართოვდა განა ესე შევაშინეო? ფიქრობდა. მერე მოახურა ქურთუკი თავისი. ანი ჩაიკეცა და უფრო ხმამაღლა დაიწყო ტირილი ლამის კრუნჩხვებში ჩავარდა ანდრომ მიახლოება სცადა მაგრამ ანი უკან გაიწია.
-გოგო გააფრინე? ჩემი გეშინია ანია? გოგო მე შეგაშინე ესე? ანი გეფიცები არაფერს გიშავებ რა დაგეტაკა?
ანი ვერ წყნარდებოდა.
-მოდი ჩემთან
მაინც მივიდა და ჩაეხუტა, ანი მაშინვე დაწყნარდა ანდრომ შუბლზე აკოცა.
-ხო იცი რო შენ გარდა არავინ მყავს. მამობის არც ისეთი გამოცდილება მაქვს და არ ვიცი როგორ მოვიქცე ესეთ სიტუაციაში. მაპატიე ან ალბათ ზედმეტი მომივიდა. ნუ ტირიხარ ჩემო ცხოვრება. ხელები ისე გიკანკალებს ეხლა ან სანდროსთან აგაბრუნებ ან საავადმყოფოში წაგიყვან. კაი მორჩა არაფერს ვაკეთებ დამშვიდდი
-მაპატიე
-გაპატიე სულელო. მაგრად მიყვარხარ
-მეც



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია იქნებ დაწყნადნენ ცოტა
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent