შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ დამიბრუნდი მაშინ, როდესაც უიმედოდ ვიდექი საკურთხეველთან.(მეორე თავი)


14-10-2016, 01:17
ავტორი D M
ნანახია 2 067

გუგაც გაჩუნდა, ჩამეხუტა უსიტყვოდ ვისხედით. მისი სიტყვები მედგა თვალწინ, რაღაც უცნაური შეგრძნება მქონდა, ბოლოს სიჩუმე ისევ მე დავარღვიე.
-გუგა ხომ არ წავიდეთ? გვიანია უკვე და...
-წავიდეთ კი, თან რაღაც აცივდა, ჰო მართლა, მაპატიე თუ რაიმე გაწყენინე.
გუგას ლოყაზე ვაკოცე, მან ისეთი თბილი საუბარი იცოდა...
-არაფერი არ გაქვს საპატიებელი, მართლა ოღონდ.
ნელი ნაბიჯით მივუყვებოდით გზას, ბევრი ვისაუბრეთ, აი ჩვენი სასტუმროც გამოჩნდა, ბავშვები დაბლა დაგვხვდნენ, თითქოს ჩვენს გამოჩენას ელოდნენ, ჩემი დაქალი თიკა ჩემსკენ გამოექანა ღიმილიანი სახით.
გუგამ ხელი გამიშვა და ბავშვებს შეუერთდა.
-ნუცი მემგონი სალაპარაკო გვაქვს ჩვენ ხომ?
-გოგო ისეთი არაფერი, მოგვიანებით აგიხსნი ყველაფერს. შენ ის მითხარი რახდება, რატომ ხართ ყველა ერთად შეკრებილები?
-სასეირნოდ ვიყავით ჩვენც, ზეგ ყველა ჩვენს გზას უნდა გავუყვეთ და ბოლო დღეების ერთად გატარება გადავწყვიტეთ.
სასტუმროს გარეთ დავსხედით ყველა ღია კაფეში, ყავა დავლიეთ. ღამის 12-საათი იქნებოდა ზემოთ რომ ავედით. თიკას ერთი სული ჰქონდა ახალი ამბები გაეგო, მოკალათდა საწოლზე და თავისთან მიხმო.
-ნუციი მობრძანდი და ყველაფერი დეტალურად მომიყევი.
გვერდით მივუჯექი, გაოცებული მისმენდა თუმცა იმან უფრო გააოცა გუგას ნათქვამს თვალებგაბრწყინებული რომ ვუყვებოდი, ჩემს მისდამი აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი რაც ლევანის შემდეგ ყველასთვის საოცრება იყო, განსაკუთრებით კი თიკასთვის..
-გისმენ და არ ვიცი რა გითხრა, გეფიცები რომ არ ვიცოდე ლევანი როგორ გიყვარს და მის დაშორებას მთელი ეს წლები როგორ განიცდი, ვიფიქრებდი რომ წინ გუგაზე შეყვარებული ნუცა მიზის თქო, თუმცა.....უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქო, მართალია გუგა ძალიან კარგი, სიმპათიური, ზრდილობიანი და კარგი ბიჭია, მაგრამ შენ ხომ ისევ ლევანი გიყვარს, ცოდოა გუგა ტყუილი იმედი არ მისცე სანამ საკუთარ თავთან არ გაერკვევი და არ მიხვდები რომ ლევანი აღარ გიყვარს გესმის?
-მეღადავები? როგორ შეგიძლია იფიქრო რომ ლევანის დავიწყებას შევძლებ? არა თიკა, ასეთი რამ არ მოხდება, მართალია ერთად აღარ ვართ, მაგრამ მე ისევ ძველებურად ბავშვურად და წრფელი გულით მიყვარს.
-არ მინდა ამის თქმა, მაგრამ რა აზრი აქვს? ამდენი წელია დაშორებულები ხართ, აღარ გეხმიანება, მასზე არაფერი აღარ იცი, ალბათ ანალოგიურად მანაც არაფერი არ იცის... დროა უკვე დაივიწყო გესმის?
თიკას ასეთმა სიტყვებმა გული მომიკლა, სულში ჩამწვდა მისი ნათქვამი. ყველას გვაქვს მომენტი, სიმართლე რომ ვიცით, მაგრამ ხმამაღლა აღიარება არ გვინდა, თითქოს წარსულით ვცხოვრობთ და გვეშინია მომავლის...გვეშინია ცხოვრების გაგრძელების, რომელიც საყვარელი ადამიანის გარეშე მოგვიწევს. უსიტყოდ ავდექი თიკას საწოლიდან და დავწექი დასაძინებლად. თიკაც მიხვდა რომ მისმა სიტყვებმა ჩემზე ცუდად იმოქმედა, მაგრამ არაფერი აღარ უთქვამს, ისიც ჩუმად ადგა ჩააქრო შუქი და დაიძინა.
მეორე დილით გუგას ხმამ გამაღვიძა, თავი წამოვწიე, ხმა მისაღები ოთახიდან გამოდიოდა, ავდექი, შორტი და რემბო მაიკა ჩავიცვი, თმები ჩავიწანი და მისაღებისკენ გავედი, გუგას მივესალმე და პუფზე ჩამოვჯექი.
-ნუცი ყავას ხომ დალევ, მოგიტანო?
-აუ კიი რაა, მადლობ თიკ.
გუგა თვალს არ მაცილებდა.
-დღეს ბოლო დღეა ჩვენი ერთად ყოფნის.
-ჰმ...კი ასეა ნუცი, ბოლო რაა, მთავარი მონდომებაა, ნუ გავიწყდება რომ გერმანია და ბელგია ახლოს არის.
-კი, მაგრამ....მე ვიგულისხმე ჩვენი სამეგობროს ერთად ყოფნა. ჰო მართლა, დღეს რას ვაკეთებთ?
- ყველაფერი კარგად იქნება.. რას დაა ბავშვებმა ტბაზე პიკნიკის მოწყობა გადაწყვიტეს, აი იმ ტბის პირას სადაც პირველად გითხარი ჩემი გრძნობების შესახებ და სადაც პირველად ჩამეხუტე. საღამოს კი გემით გავისეირნებას ვაპირებთ.
თიკამ ყავა მომიტანა, ბავშვებმა რაღაცები ამოიტანეს და ჩვენს ნომერში ვისაუზმეთ. ცოტახანში აუზზე წავედით, საღამოს ტბაზე ვიპიკნიკეთ. დაღამდა და დადგა გემზე ასვლის დრო, ულამაზესი ხედები გვხვდებოდა, რაღაც სხვანაირი ღამე იყო, თითქოს გამოსამშვიდობებელი, ნუ ასეც იყო, არც მე და არც გუგამ არ ვიცოდით ოდესმე კიდევ შევხვდებოდით თუ არა ერთმანეთს, თუმცა გუგას საკუთარ თავში ასეთი დარწმუნებულობა მაოცებდა.
რაღაცნაირ ხასიათზე ვიყავი, ბავშვებისგან მოშორებით დავჯექი, მალე გუგაც გვერდით მომიჯდა, პლედი მომაფარა და თავი მხარზე დამადო.
-რაზე ფიქრობ ნუცი?
-ბევრ რამეზე, გუშინდელს შემდეგ შენს სიტყვებზე ვფიქრობ, თიკას მოვუყევი ყველაფერი. მან ყველაზე კარგად იცის ჩემი ცხოვრება და ჩემი გრძნობები. იცი რა მითხრა? მითხრა რომ შენგან თავი შორს უნდა დავიჭირო, რომ მე ლევანის გადაყვარებას ვერასოდეს ვერ შევძლებ და შენ არ უნდა მოგცე ტყუილი იმედი.
-რას ფიქრობ შენ, ეთანხმები თიკას? იცი, მე არ გაჩქარებ, უბრალოდ მომეცი უფლება ხშირად ჩამოგაკითხო Brüssel-ში, გნახო და დაგიახლოვდე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თავი შეგაყვარო.
მე ცოტაოდენი ლუდი მქონდა დალეული, თამამად ვესაუბრებოდი გუგას, ხელი ხელზე მოვკიდე და გავუღიმე.
-კაი გუგა, გასაგებია ყველაფერი. მე უბრალოდ ძალიან გაურკვევლობაში ვარ, დრო მჭირდება საკუთარ თავში გასარკვევად. მე არ დაგიშლი ჩემს ნახვას მითუმეტეს სიყვარულს, მაგრამ არც ის არ მინდა რომ ტყუილი იმედი მოგცე გესმის? მე ვგრძნობ რომ ლევანი ჯერ არ მყავს დავიწყებული.
-კაი ნუცი, აღარ გააგრძელო. დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება!
გუგა საკუთარ თავში დარწმუნებული ჩანდა, მისი ეს თვისება ძალიან მომწონდა. ცოტახანს ვისაუბრეთ და ბავშვებთან დავბრუნდით. გუგას ძმაკაცმა ლაშამ ფეიერკვერკები გაუშვა, ასე ლამაზად დავასრულეთ ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო დღე. სასტუმროში გამთენისას ავედით, ცოტახნით დავიძინეთ, დილით მოვწესრიგდით ჩავალაგეთ ჩემოდნები და ყველა Bahnhof-ში, (სადგურში) წავედით. ვიყიდეთ ბილეთები და წასვლამდე იქვე სადგურში McDonald's-ში დავსხედით.
პირველი ჩემი და თიკას მატარებელი გადიოდა, დადგა გამომშვიდობების დრო, გუგა ჩამეხუტა, მეც თბილად გადავეხვიე და ავედით 4-Gleis-ზე. Brüssel-მდე ჩასვლას საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდა, რამდენჯერმე გადაჯდომაც მოგვიწია. უჰ როგორც იქნა ჩავედით სახლში, ნაცნობი ქუჩების დანახვა ისე გამიხარდა, თითქოს და საქართველოში ჩავსულიყავი. ჩემოდანი სახლში ავიტანე, მე და თიკამ სახლთან ახლოს ღია კაფეში ჭამა გადავწყვიტეთ, დავსხედით და ჩვენს მაგიდასთან მალევე მოვიდა მიმტანი.
-Hallo, was möchten Sie?
-Hallo, Bitte zwei Pizza Margarita und zwei Kaffee mit Milch.
-Ok alles klar.
-Danke schön.
-Bitte schön.
პიცა და ყავა შევუკვეთე, ისე გვშიოდა თვალის დახამხამებაში შევჭამეთ. სახლში გვიან ავედი, დაღლილობას მხოლოდ ჯაკუზი თუ მომიხსნიდა, ჩავწექი ტელეფონიც ახლოს დავდე, ვიცოდი გუგას უნდა მოეწერა და აიი... ცოტახანში WhatsApp-ში მომწერა კიდევაც.
დიდხანს ვმესიჯობდით, გვიან დავემშვიდობე და დავიძინე.
აგვისტო განახევრდა, სწავლა ორივეს 1-სექტემბერს გვეწყებოდა. 2-კვირა ასე ვმესიჯობდით, გუგამ 28-აგვისტოს გერმანიაში დამპატიჟა, უნდოდა თავისები გამეცნო და ერთად აგვეღნიშნა მარიამობა, თან დააყოლა, მარტო ვიცი ვერ წამოხვალ და შენი დაქალი თიკაც წამოიყვანეო, თუ ჩემთან დარჩენა „გიტყდებათ“ აქვე ახლოს სასტუმროში დაგაბინავებთო. მე რათქმაუნდა მაშინვე არ მითქვამს თანხმობა, ვუთხარი გადავხედავ როგორ იქნება, თან ჩემებსაც დაველაპარაკები და პასუხს 26-ში ხვალ გაგაგებინებ თქო.
იმ საღამოს ჩემებს ველაპარაკე Skype-ში, იცოდნენ დედამ და მამამ გუგას არსებობის შესახებ, ნუ ისიც იცოდნენ რომ უბრალოდ სიმპათიები მქონდა მის მიმართ და სხვა არაფერი. მამას ცოტა არ იყოს არ ესიამოვნა ეს ამბავი.
-ნუცი შვილო , ხომ იცი არაფერს გიკრძალავთ, გასაგებია მაგ ბიჭს მოსწონხარ, შენზე სერიოზულად ფიქრობს როგორც ჩანს, თორემ ისე სახლში თავისების გასაცნობად არ დაგპატიჟებდა, მაგრამ შენ არ გიყვარს, სავარაუდოდ ისიც არ იცი შეგიყვარდება თუ არა. გახსოვს ლევანის ამბავი დედაშენმა რომ გაიგო გადაირია, მე უფრო გაგებით მოვეკიდე, რადგან მინდა რომ უბრალოდ იმასთან იყო ბედნიერი ვინც მართლა გიყვარს. მაშინ ზუტად ვიცოდი რომ ლევანი გიყვარდა, ახლა კი გულწრფელად გეტყვი შენ გუგა არ გიყვარს, უბრაოდ მოგწონს როგორც პიროვნება, მოგწონს მისგან ყურადღება, უფრო მეტად კი ის გინდა რომ ლევანი დაივიწყო მისი საშუალებით, თუმცა იმას არ ფიქრობ რომ ეს მოწონება შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს, თუ კი მართლა ასე იქნება ბოლოს აუცილებლად ინანებ, იცი რას ინანებ? აი ნამდვილი სიყვარულის დასავიწყებლად სხვა ადამიანი რომ გამოიყენე, ჩამოხვალ ოდესმე საქართველოში და ისევ მოგიწევს ლევანისთან შეხვედრა, დაგეგმილად კი არა, სრულიად შემთხვევით, ნუ გავიწყდება რომ თქვენ ერთი დიდი სამეგობრო წრე გაქვთ. როდესაც ეს მოხდება და მას დაინახავ მიხვდები აუცილებლად რომ ისევ გიყვარს, შეიძლება ისე ძალიან აღარ გიყვარდეს, თუმცა გულში მისი ადგილი აუცილებლად დაგეწვება....აი მაშინ გაანალიზებ შენს შეცდომას, მაგრამ მიხვდები რომ დიდი შეცდომა დაუშვი, შენ უკვე მაგ დროისთვის ქმარი და სავარაუდოდ შვილიც გეყოლება. როდესაც დაღამდება და შენ ისევ შენი ქმრის გვერდით მოგიწევს დაწოლა, მაშინ გაანალიზებ ყვეაფერს, გუგას მოფერება ლევანის გაგახსენებს, გაგახსენდება ძველი სიყვარული...აი ამ დღიდან დაგეწყება შენს ქმართან არეულობა, ყოველი მასთან გატარებული დღე და მითუმეტეს ღამე ჯოჯოხეთად გექცევა. ამ ყველაფერს წესით დედაშენი მაკო უნდა გიხსნიდეს, მაგრამ ვიცი მე ამის ამბავი, ეს ასე პირდაპირ ვერ გეტყოდა, ამიტომ მე გეუბნები და ძალიან გთხოვ მამ სწორად გამიგე რის თქმაც მინდა კარგი? არ მინდა რომ დაიტანჯო, ვიცი ახლაც ცუდად ხარ, 2-წელი ცოტა არ არის, ამ ხნის მანძილზე შენ და ლევანის სულ არ გქონიათ კონტაქტი, მაგრამ დამიჯერე როცა ჩამოხვალ ისიც ჩამოვა და ერთმანეთს ისევ რომ ნახავთ, მაშინ მიხვდებით ორივე გინდათ თუ არა ერთად ყოფნა. ჩემ თავს გაფიცებ ნუცი სანამ ლევანის არ ნახავ იქამდე არ გინდა სხვასთან ურთიერთობა, მითუმეტეს დაოჯახება.
ვუსმენდი მამაჩემს გაოგნებული, მართალია მასთან თავისუფალი ურთიერთობა მქონდა, თუმცა ასე დეტალურად, ასე ცხოვრებისეულად არასოდეს არ ულაპარაკია ჩემთან. თვალებგაფართოვებული ვუსმენდი და ვუყურებდი მამას, იმ მომენტში უფრო მეტად ავირიე და არ ვიცოდი საერთოდ რა მინდოდა...მამამ გამახსენა ოდნავ მიძინებული სიყვარული, გამიღვივა ისევ ის გრძნობები, ვერაფერი ვეღარ ვუთხარი მას, უბრალოდ ცრემლები წამომივიდა.
-მამ მადლობა ასეთი გუწრფელი საუბრისთვის, შენ არ იცი ახლა ეს როგორ მჭირდებოდა...დღეს ვიფიქრებ ყველაფერზე და გადავწყვეტ აუცილებლად მინდა თუ არა წასვლა.
-როგორც შენ გინდა ნუცი, მე არ დაგიშლი არაფერს, მე და მაკა გენდობით, ამიტომ შენ გადაწყვიტე რას იზავ. თუ სურვილი გაქვს წადით შენ და თიკა, ოჯახის გაცნობით არაფერი დაშავდება. უბრალოდ მე იმას გირჩევ საქართველოში ჩამოსვლამდე და ლევანის ნახვამდე მაგ ბიჭთან სერიოზულ ურთიერთობას ნუ დაიწყებ, ნურც მაგას მისცემ ტყუილ იმედს, რადგან არ იცი ლევანისთან შეხვედრის შემდეგ რა რეაქცია გექნება.
-კაი რა დიმ, ლევანის რომ ვუყვარდე არ დამშორდებოდა, რომ ვყვარებოდი ამდენი წლის შემდეგ ერთხელ მაინც გამოჩნდებოდა, იცი მე მის თუნდაც ერთ მოწერილ მესიჯს ყოველ დღე როგორ ველოდები? იცი ეს რა ძნელია? არ იცი მამ, რადგან შენ ბავშვობის სიყვარული დედაჩემი გყავს გვერდით და არ იცი რას ნიშნავს ჩემთვის ეს ყველაფერი. მე მან ასე უბრალოდ დამტოვა და წავიდა, მისი წასვლის შემდეგ მხოლოდ ის გავიგე ნინისგან რომ რუსეთშია, სხვა მე არაფერი აღარ ვიცი მასზე, შენი აზრით ეს სიყვარულია? შენი აზრით კიდევ ღირს მის გამო წლების დაკარგვა? კი ვაღიარებ, ისევ მიყვარს, მე ის მთელი გულით მიყვარს! მაგრამ ყოველ დღე ჩემს თავს ვარწმუნებ რომ უნდა დავივიწყო და უბრალოდ წარსულში უნდა დავტოვო...ხომ ხედავ აღარ ვლაპარაკობ მასზე და მის სიყვარულზე, ვცდილობ გულში ჩავიკლა, ვცდილობ გუგაზე გადავიტანო ყურადღება და იქნებ ასე მაინც შევძლო მისი დავიწყება..მაგრამ იცი რაა? შენ მართალი თქვი, შეიძლება წლები გავიდეს, მე ჩამოვიდე საქართველოში ქმარ-შვილით და შემთხვევით სადმე წავაწყდე, ვიცი გული როგორ დამწყდება, უფრო მეტიც იმასაც კარგად ვხვდები რომ გამახსენდება ყველაფერი, ისიც კარგად ვიცი რომ შეიძლება გამიჭირდეს გუგასთან ძველებურად ურთიერთობის გაგრძელება, თუმა როდემდე ვიყო ასე უიმიედოდ და უიმისოდ? მეტი აღარ შემიძლია მამ გესმის?
შევატყე დიმას და მაკოს თვალები ჩაუწყლიანდათ, მეც ვტიროდი. მაკომ დამიწყო როგორც დედებს სჩვევიათ ხოლმე.
-არ ინერვიულო დეე, ყველაფერი კარგად იქნეა. დიმამ სიმართლე გითხრა, უბრალოდ დაფიქრდი და გაანალიზე ყველაფერი. შენ უკეთ იცი რა გინდა, ამიტომ ჩვენ შენ განდობთ გადაწყვეტილების მიღებას. ახლა მიდი ჩემო სიხარულო, დაწექი დაისვენე, ხვალ მამას კორპორატიული აქვს და საღამოს არ გვეცლება, შუადღეს შენი დროით 2-საათზე დაგირეკავთ.
-კარგით ჩემო ტკბილებო, წავედი და ხვალ მაგ დროს გელოდებით, ძილინებისა გკოცნით და მიყვარხართ ორივე ძალიან.
-კაი დე, ტბილი ძილი.
არ მეძინებოდა, ჩიფსები მოვიმარაგე, გავედი აივანზე მუსიკები ჩავრთე და გადავეშვი ფიქრებში. მამას ნათქვამმა სიტყვებმა დამაფიქრა, ყველაფერი რეალობა თქვა. ბევრი ვიფიქრე და მივედი იმ დასკვნამდე რომ გუგასთან სტუმრობით და მისი ოჯახის გაცნობით არაფერი დაშავდებოდა. თან ყელში ბრაზი მაწვებოდა, ეს იყო ლევანისთან დაშორების ბრაზი, მინდოდა მისთვის ასე ვთქვათ „აბაროტი“ ამეღო და აიი ზუსტად გუგასთან ვყოფილიყავი და გუგა შემყვარებოდა, არ ვიცოდი ამას რამდენად მოვახერხებდი, თუმცა მინდოდა ასე მომხდარიყო. ავიღე ტელეფონი და თიკას დავურეკე.
-გოგო ხომ არ გეძინა?
-არა ნუცი, ტანსაცმელებს ვალაგებ, რას შვრები შენ?
- მე ჩემებს გუგასთან წასვლაზე ველაპარაკე.
-უიი...მერე რა თქვეს? დიმას რა რეაქცია ჰქონდა? რაო მაკომ? მომიყევი ყველაფერი.
-უჰჰ...ნუ იტყვი, დიმამ ხომ იცი როგორ იცის, ძააან რეალობა „იბაზრა“. მართლა დამაფიქრა...უარი არცერთს არ უთქვამთ, მაგრამ არც თანხმობა. ნუ ხვალ მოგიყვები ყველაფერს დეტალურად.
-აჰა, ვიცი მე დიმას „ბაზარი“, მაგარი მამა გყავს გოგო, „იმენა“ მაგარი კაცია. Ok alles klar, aber was denks du?
-რას ვფიქრობ დაა...ხვალ ჩვენ უნდა ვიყიდოთ München-ის ბილეთები.
-Also…ანუ მივდივართ?
- Ja, genau so meine Schatzi.
წავუგერმანულებდით ხოლმე ხანდახან, საზღვარგარეთ ვინც ცხოვრობს ყველა აღმოაჩენთ საკუთარ თავს. თიკას დავემშვიდობე თუ არა გუგას მესიჟი დამხვდა ვაიბერში, დავურეკე და ახალი ამბავი ვუთხარი.
-გუგაა რას შვრები?
-ნუცი არაფერს, აივანზე ვარ, ლუდს ვსვავ მამაჩემთან ერთად, შენ რას შვრები?
-რა დამთხვევაა, მეც აივანზე ვარ, ლუდს არ ვსვავ, მარა ჩიფსებს ვჭამ. იცი წამოსვლა გადავწყვიტე.
-აუ მართლაა? რაა მაგარიაა, ძალიან გამახარე. ხვალ იყიდით შენ და თიკა Tikets ხო?
-კი, ხვალ გავალთ Bahnhof-ზე და ვიყიდით.
-Ok, ეცადეთ morgen frü იყოს, ხო ხვდები ძალიან გვიან რომ არ იყოთ აქ.
-კი, მასე ვაპირებდთ ჩვენც. ახლა გაგითიშავ, და მოგწერ კაი?
-კაი ნუცი.
ძილის წინ მესიჯობა ჩვევად გვექცა, შევედი ოთახში გადმოვალაგე ტანსაცმელი, ვფიქრობდი 28-ში რა ჩამეცვა, ამდენი ტანსაცმლიდან ვერაფერი ვერ ავარჩიე. ბოლოს გადავწყვიტე ხვალ სადგურიდან საშოპინგოდ გამევლო თიკასთან ერთად. დავემშვიდობე გუგას, ძილინებისა ვუსურვე და დავწექი.



№1 სტუმარი Guest Niki

Sainteresoa rogor ganvitardeba movlenebi,guga momwons magram mainc minda rom nuca levanistan iyos.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

კარგიაა რაღაც საინტერესოდ ვითარდება მოვლენებიი ♡♡მომწონს

 


№3  offline წევრი D M

Guest Niki
Sainteresoa rogor ganvitardeba movlenebi,guga momwons magram mainc minda rom nuca levanistan iyos.

ვნახოთ რა მოხდება ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent